11 მაისი 2026, 16:23 / სანდო წყარო

ახალი პატრიარქის ინტრონიზაცია 12 მაისს სვეტიცხოველში გაიმართება

სრულიად საქართველოს კათოლიკოს-პატრიარქი და მცხეთა-თბილისის მთავარეპისკოპოსი შიო მესამე

სრულიად საქართველოს კათოლიკოს-პატრიარქი და მცხეთა-თბილისის მთავარეპისკოპოსი შიო მესამე

ახალი პატრიარქის ინტრონიზაცია ხვალ 12 მაისს გაიმართება, - განაცხადა უწმინდესმა და უნეტარესმა, სრულიად საქართველოს კათოლიკოს-პატრიარქმა და მცხეთა-თბილისის მთავარეპისკოპოსმა შიო მესამემ.

მისივე თქმით, სვეტიცხოველში მსახურება დილის 10:00 საათზე დაიწყება.

„ტრადიციის მიხედვით, გამორჩევის შემდეგ პირველი კვირას, თუ დიდ დღესასწაულზე უკვე უნდა იმსახუროს კათოლიკოს-პატრიარქმა, ამიტომ ჩვენ გადავწყვიტეთ, რომ უახლოესი დღესასწაული გახლავთ ხვალ, წმინდა მოციქულ ანდრია პირველწოდებულის საქართველოში შემოსვლა და საქართველოს ყოვლად წმინდა ღვთისმშობლისადმი წილხვდომილობის დღესასწაული. ამიტომ ინტრონიზაცია ხვალ, შედგება სვეტიცხოველში. მსახურება დაიწყება დილის 10:00 საათზე. გილოცავთ და მადლობა შევწიროთ ღმერთს დღევანდელი დღისთვის“, - აღნიშნა პატრიარქმა.

საქართველოს კათოლიკოს - პატრიარქი შიო მესამე მღვდელმთავრებმა 22 ხმით არჩიეს.

ყველა სიახლე

11 მაისი 2026, 17:07

პოლიტიკა

რეგიონული პოლიტიკისა და თვითმმართველობის კომიტეტმა „დასაქმების პოლიტიკის დაგეგმვისა და განხორციელების 2025 წლის ანგარიში“ განიხილა

პარლამენტის რეგიონული პოლიტიკისა და თვითმმართველობის კომიტეტმა საქართველოს მთავრობის მიერ წარმოდგენილი „დასაქმების პოლიტიკის დაგეგმვისა და განხორციელების 2025 წლის ანგარიში“ განიხილა.

ცოტნე ანანიძე

11 მაისი 2026, 17:05

საზოგადოება

აჭარის უმაღლესი საბჭოს თავმჯდომარე, ცოტნე ანანიძე საქართველოს ახალი კათოლიკოს-პატრიარქის არჩევას ულოცავს

აჭარის უმაღლესი საბჭოს თავმჯდომარე, ცოტნე ანანიძე საქართველოს ახალი კათოლიკოს-პატრიარქის არჩევას ულოცავს.

11 მაისი 2026, 16:56

პოლიტიკა

კახა კალაძე: ვულოცავ მთელ საქართველოს ამ უდიდეს ისტორიულ მოვლენას-ქვეყნის სულიერი ლიდერის, საქართველოს 142-ე პატრიარქის არჩევას. ეს არის დღე, რომელმაც შიო მესამის მოღვაწეობით, კიდევ უფრო უნდა გააძლიეროს ქართული ეკლესია

ვულოცავ მთელ საქართველოს ამ უდიდეს ისტორიულ მოვლენას- ქვეყნის სულიერი ლიდერის, საქართველოს 142-ე პატრიარქის არჩევას, - წერს სოციალურ ქსელში დედაქალაქის მერი კახა კალაძე.

შალვა პაპუაშვილი
კათოლიკოს-პატრიარქი შიო მესამე

11 მაისი 2026, 16:53

პოლიტიკა

შალვა პაპუაშვილი: უფლის ნებით, საქართველოში ქრისტიანობის გამოცხადების 1700 წლისთავზე გამოირჩა ახალი პატრიარქი - ისტორია გრძელდება, ხარობს საქართველოს 2000-წლოვანი ეკლესია

ისტორია გრძელდება, ხარობს საქართველოს 2000 წლოვანი ეკლესია,”- წერს საქართველოს პარლამენტის თავმჯდომარე შალვა პაპუაშვილი უწმინდესი და უნეტარესი შიო III, სრულიად საქართველოს კათოლიკოს-პატრიარქი, მცხეთა-თბილისის მთავარეპისკოპოსი და ბიჭვინთისა და ცხუმ-აფხაზეთის მიტროპოლიტის არჩევის შესახებ.

11 მაისი 2026, 16:52

საზოგადოება

„თქვენო უწმინდესობავ, გისურვებთ ნაყოფიერ და ღვთივკურთხეულ მსახურებას“ - პრეზიდენტი მეუფე შიოს პატრიარქად არჩევას ულოცავს

„თქვენო უწმინდესობავ და უნეტარესობავ, უდიდესი პატივისცემითა და მოკრძალებით გილოცავთ სრულიად საქართველოს კათოლიკოს-პატრიარქად არჩევას.

ანიტა ორბანი

11 მაისი 2026, 16:42

მსოფლიო

უნგრეთის ახალ მთავრობაში განაცხადეს, რომ უკრაინაში სამხედროების გაგზავნას არ აპირებენ

კითხვაზე, გაგზავნიდა თუ არა ის ჯარისკაცებს უკრაინაში, ორბანმა უპასუხა: „რა თქმა უნდა, არა“.

11 მაისი 2026, 16:33

საზოგადოება

დავით სონღულაშვილი მოცვის საერთაშორისო ორგანიზაციის თავმჯდომარეს მარიო სტეტას შეხვდა

გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის მინისტრი დავით სონღულაშვილი მოცვის საერთაშორისო ორგანიზაციის (IBO) თავმჯდომარეს მარიო სტეტას, საქართველოში ლურჯი მოცვის მწარმოებელთა ასოციაციის პრეზიდენტ თორნიკე ჯაფარიძეს და სექტორის წარმომადგენლებს შეხვდა. ინფორმაციას გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის სამინისტრო ავრცელებს.

პატრიარქი შიო მესამე

11 მაისი 2026, 16:28

პოლიტიკა

პატრიარქი შიო მესამე: ამ წუთებში ჩემთვის ძნელია თქვენს წინაშე გამოვხატო ჩემი სულიერი განწყობა, პირველი განცდა, რაც თან ახლავს იმ არჩევანს, რომელმაც წილად მარგუნა - დიდი პატივიც და მძიმე ჯვარიც

ძნელია ჩემთვის ამ წუთებში გამოვხატო თქვენ წინაშე ჩემი სულიერი განწყობა, პირველი განცდა, რაც თან ახლავს იმ არჩევანს, რომელმაც წილად მარგუნა დიდი პატივიც და მძიმე ჯვარიც, - განაცხადა სამების ტაძარში ახლად არჩეულმა სრულიად საქართველოს კათოლიკოს-პატრიარქმა, შიო მესამემ.

11 მაისი 2026, 16:27

საზოგადოება

ბიძინა და ეკატერინა ივანიშვილები პატრიარქს: გვწამს, რომ თქვენი მოღვაწეობა სიმშვიდის, ეროვნული ერთიანობის საფუძვლად იქცევა, განამტკიცებს საქართველოს ეკლესიის მრავალსაუკუნოვან ფასეულობებს, რომლებზეც ჩვენი ეროვნული იდენტობა დგას

თქვენო უწმინდესობავ, უდიდესი ისტორიული პასუხისმგებლობაა ემსახურო ეკლესიას და ქვეყანას იმ დროს, როდესაც საზოგადოებას განსაკუთრებით სჭირდება სულიერი სიმტკიცე, ერთიანობა და მშვიდობა, - ნათქვამია ბიძინა და ეკატერინა ივანიშვილების მისალოც წერილში.

ირაკლი კობახიძე
კათოლიკოს-პატრიარქი შიო მესამე

11 მაისი 2026, 16:26

პოლიტიკა

ირაკლი კობახიძე: სრულიად საქართველოს ვულოცავ კათოლიკოს-პატრიარქის არჩევას! უწმინდესო და უნეტარესო შიო III, უდიდესი პატივისცემით გილოცავთ ამ უაღრესად საპატიო და უაღრესად საპასუხისმგებლო მისიაზე გამორჩევას

დღეს ჩვენი ეროვნული და სულიერი ცხოვრების ისტორიული ფურცელი გადაიშალა - საქართველოს სამოციქულო ავტოკეფალურ მართლმადიდებელ ეკლესიას ახალი წინამძღოლი ჰყავს. სრულიად საქართველოს ვულოცავ კათოლიკოს-პატრიარქის არჩევას!, - ამის შესახებ პრემიერ-მინისტრი ირაკლი კობახიძე აცხადებს.

ბიძინა ივანიშვილი
ეკატერინა ივანიშვილი

11 მაისი 2026, 16:14

პოლიტიკა

ბიძინა და ეკატერინა ივანიშვილები მეუფე შიოს კათოლიკოს-პატრიარქად არჩევას ულოცავენ

ბიძინა და ეკატერინა ივანიშვილები მეუფე შიოს კათოლიკოს-პატრიარქად არჩევას ულოცავენ.

11 მაისი 2026, 16:13

საზოგადოება

პატრიარქი შიო მესამე: ჩემს გამორჩევას სრულიად საქართველოს კათოლიკოს-პატრიარქად ვღებულობ მორჩილებით, ღვთის მადლითა და სასოებით

მღვდელმთავრებმა არჩევანი სამ კანდიდატს - საპატრიარქო ტახტის მოსაყდრე, მიტროპოლიტ შიოს, მროველ-ურბნელ მიტროპოლიტ იობსა და ფოთისა და ხობის მიტროპოლიტ გრიგოლს შორის გააკეთეს.

11 მაისი 2026, 16:03

პოლიტიკა

სლოვაკეთის პარლამენტის თავმჯდომარე: სლოვაკეთი მხარს უჭერს საქართველოს სუვერენიტეტსა და ტერიტორიულ მთლიანობას მის საერთაშორისოდ აღიარებულ საზღვრებში

სლოვაკეთი მხარს უჭერს საქართველოს სუვერენიტეტსა და ტერიტორიულ მთლიანობას მის საერთაშორისოდ აღიარებულ საზღვრებში, - განაცხადა სლოვაკეთის პარლამენტის თავმჯდომარემ, რიხარდ რაშიმ საქართველოს პარლამენტის თავმჯდომარესთან, შალვა პაპუაშვილთან ერთად გამართულ ბრიფინგზე განაცხადა.

11 მაისი 2026, 16:00

საზოგადოება

საქართველოს ახალი პატრიარქი ჰყავს - საეკლესიო კრებამ 142-ე პატრიარქად შიო მესამე აირჩია

სამების ტაძარში გაფართოებულ საეკლესიო კრებაზე საქართველოს ახალ პატრიარქად მეუფე შიო აირჩიეს. მართლმადიდებელი ეკლესიის გაფართოებული კრება 13:00 საათიდან დახურულ რეჟიმში მიმდინარეობდა.

11 მაისი 2026, 15:59

პოლიტიკა

ზურაბ პატარაძემ მეორე მსოფლიო ომის ვეტერანს ქეთევან ლორიას ფაშიზმზე გამარჯვების დღე მიულოცა

აჭარის მთავრობის თავმჯდომარემ ზურაბ პატარაძემ, აჭარის უმაღლესი საბჭოს თავმჯდომარესთან ცოტნე ანანიძესთან და ვეტერანების საქმეთა სახელმწიფო სამსახურის აჭარის სამმართველოს ხელმძღვანელთან, შოთა ყიფიანთან ერთად, მეორე მსოფლიო ომის ვეტერანს ქეთევან ლორიას ფაშიზმზე გამარჯვების დღე მიულოცა და პრემიერ-მინისტრ ირაკლი კობახიძისგან მისალოცი წერილი გადასცა. ინფორმაციას აჭარის მთავრობის პრესსამსახური ავრცელებს.

11 მაისი 2026, 15:59

სამართალი

პროკურატურამ დიდი ოდენობით თანხის თაღლითურად დაუფლების ფაქტზე ერთ პირს ბრალდება წარუდგინა

თბილისის პროკურატურის თაღლითობის სისხლის სამართლის საქმეებზე საპროცესო ხელმძღვანელობის სამმართველომ, დიდი ოდენობით თანხის თაღლითურად დაუფლების ფაქტზე, ერთ პირს ბრალდება წარუდგინა, - ინფორმაციას საქართველოს პროკურატურა ავრცელებს.

11 მაისი 2026, 15:54

პოლიტიკა

რეგიონული პოლიტიკისა და თვითმმართველობის კომიტეტმა საქართველოს 2026 წლის სახელმწიფო ბიუჯეტის შესრულების 3 თვის მიმოხილვა მოისმინა

მომხსენებლის, ფინანსთა მინისტრის პირველი მოადგილის გიორგი კაკაურიძის განცხადებით, 2026 წლის ბიუჯეტი 5%-იანი ეკონომიკური ზრდის პროგნოზით იყო დაგეგმილი, თუმცა, წლის პირველ კვარტალში ზრდის უფრო მაღალი მაჩვენებლებია. კერძოდ, იანვარში რეალური ეკონომიკური ზრდა 9% იყო, თებერვალში - 8.8 %, ხოლო მარტში - 10.7%. I კვარტალში საშუალო ეკონომიკური ზრდის მაჩვენებელი 9.1%-ია.

11 მაისი 2026, 15:54

ტაბლოიდი

ნორვეგიაში 6 წლის ბიჭმა ექსკურსიის დროს ვიკინგების ხმალი იპოვა

ადგილობრივი მედიის ცნობით, ბიჭმა ხმალი სოფელ ბრანდუს მახლობლად, მინდორში, კლასთან ერთად მოგზაურობისას იპოვა. ჰენრიკის თქმით, მიწიდან ჟანგით დაფარული ხმლის ნაწილი იყო ამოშვერილი. თავიდან ვერ მიხვდა, რა იყო, ამიტომ მისი აღება და დათვალიერება გადაწყვიტა.

ნიკოლოზ სამხარაძე

11 მაისი 2026, 15:50

პოლიტიკა

ნიკოლოზ სამხარაძე: დღეს ყველა თანხმდება, რომ საქართველოს უნიკალური როლი აქვს ევროპის ენერგეტიკული უსაფრთხოების განვითარებაში

დღეს ყველა თანხმდება, რომ საქართველოს უნიკალური როლი აქვს ევროპის ენერგეტიკული უსაფრთხოების განვითარებაში, - განაცხადა საქართველოს პარლამენტის საგარეო ურთიერთობათა კომიტეტის თავმჯდომარემ, ნიკოლოზ სამხარაძემ.