როგორი ამინდია მოსალოდნელი დღეს საქართველოში
ფოტო: Wallpapers.com
15 მაისს ქუთაისში წვიმიანი დღე იქნება, დღისით +18 და ღამით +12 გრადუსი დაფიქსირდება.
უნალექო ამინდს ელოდებიან ოზურგეთში. დღისით +17 გრადუსი დაფიქსირდება, ღამით კი +12 გრადუსი იქნება. ბათუმშიც წვიმაა მოსალოდნელი, დღისით ჰაერი +18 გრადუსამდე გათბება, ხოლო ღამით +12 გრადუსი დაფიქსირდება.
ნალექიანი ამინდია ფოთში. დღისით +19 გრადუსი დაფიქსირდება, ღამით კი +13 გრადუსია მოსალოდნელი. წვიმა იქნება ზუგდიდშიც, დღისით ტემპერატურა +18, ღამით კი +12 გრადუსია ნავარაუდევი.
სოხუმშიც წვიმაა, +17 გრადუსია მოსალოდნელი დღისით, ღამით +11 გრადუსი დაფიქსირდება.
მესტიაშიც ნალექიანი დღეა ნავარაუდევი, დღისით +11 გრადუსი იქნება, ღამით კი 4 გრადუსი დაფიქსირდება. ამბროლაურში ჰაერი +18 გრადუსამდე გათბება, ღამით კი 8 გრადუსი დაფიქსირდება.
ჭიათურაშიც წვიმიანი დღეა, დღისით +17 გრადუსი, ღამით კი +10 გრადუსი დაფიქსირდება.
ახალციხეში დღე ნალექიანია, დღისით +18 გრადუსი, ღამით კი +6 გრადუსი იქნება. ბორჯომშიც წვიმაა მოსალოდნელი, +18 იქნება დღისით, ღამით კი 8 გრადუსი დაფიქსირდება.
ნალექიანი დღეა მოსალოდნელი ბაკურიანში, დღისით +15 გრადუსია მოსალოდნელი, ღამით +2 გრადუსი დაფიქსირდება.
წვიმას ელოდებიან გორში, დღისით +20 გრადუსი, ღამის განმავლობაში კი +8 გრადუსი დაფიქსირდება. ცხინვალშიც წვიმაა, ჰაერის ტემპერატურა +19 გრადუსი იქნება, ღამით კი +7 გრადუსი დაფიქსირდება.
გუდაურში ნალექიანი ამინდია მოსალოდნელი, დღის განმავლობაში +10 გრადუსი დაფიქსირდება, ღამით კი ჰაერის ტემპერატურა 2 გრადუსი იქნება.
ომალოშიც იწვიმებს. დღისით +11 ღამით კი 2 გრადუსი დაფიქსირდება.
ლაგოდეხში წვიმიან დღეს ელოდებიან. ჰაერის ტემპერატურა დღის განმავლობაში +18 გრადუსი იქნება, ღამით კი +13 გრადუსი დაფიქსირდება. წვიმიანი ამინდი იქნება დღეს თელავში, +23 გრადუსი დაფიქსირდება, ღამით კი +13 გრადუსია ნავარაუდევი.
ნალექიანი დღე იქნება გურჯაანში, დღისით +22 გრადუსი, ღამით კი +13 გრადუსი დაფიქსირდება. სიღნაღში დღისით +21 გრადუსია მოსალოდნელი, ღამით +13 გრადუსი დაფიქსირდება.
რუსთავში წვიმიანი დღეა. დღისით +23 გრადუსია მოსალოდნელი, ღამით კი +12 გრადუსი დაფიქსირდება.
თბილისშიც იწვიმებს. ჰაერის ტემპერატურა დღისით +22 გრადუსს მიაღწევს, ღამით კი +12 გრადუსი იქნება.
ყველა სიახლე
15 მაისი 2026, 08:58
პოლიტიკა
დავით მათიკაშვილი: მათ სურთ, რომ ყველა მედიასაშუალებამ ერთ ხმაში ისაუბროს. სააკაშვილის მეგობრებისა და ქართველი ხალხის მტრებისგან, სხვა რა შეიძლება იყოს მოსალოდნელი
მათ სურთ, რომ ყველა მედიასაშუალებამ ერთ ხმაში ისაუბროს, - განაცხადა საპროცედურო საკითხთა და წესების კომიტეტის თავმჯდომარემ, დავით მათიკაშვილმა.
15 მაისი 2026, 08:51
პოლიტიკა
ნინო წილოსანი: სიმართლე აუცილებლად იპოვის თავის გზას - ის სავალალო მდგომარეობა, რომელიც ევროკავშირის სხვადასხვა ინსტიტუციაშია, შემაშფოთებელია
სიმართლე აუცილებლად იპოვის თავის გზას, - განაცხადა საქართველოს პარლამენტის თავმჯდომარის მოადგილე ნინო წილოსანმა.
15 მაისი 2026, 08:43
პოლიტიკა
ხატია წილოსანი: მნიშვნელოვანია, რომ საქართველო ჩართული იყოს ყველა იმ მნიშვნელოვანი საკითხის განხილვაში, რომელიც ევროპის გრძელვადიან პოლიტიკას განსაზღვრავს
მოლდოვაში, მინისტერიალის ფარგლებში, განხილული იქნება მიგრაციის საკითხები, უცხოური გავლენისა და ინფორმაციის მანიპულაციის შესახებ საკითხები და უკრაინასთან დაკავშირებული თემები, - განაცხადა ევროპის საბჭოში საქართველოს მუდმივი წარმომადგენლობის ხელმძღვანელმა ხატია წილოსანმა.
15 მაისი 2026, 08:34
საზოგადოება
დეკანოზი იოანე გორელიშვილი: სხვადასხვა ტაძრის წინამძღვრებს მიეცათ კურთხევა, რომ 17 მაისს ჩვეულებრივზე უფრო ადრე ჩაატარონ წირვის მსახურება, რათა მათაც და მათმა მრევლმაც შეძლონ ლოცვით მსვლელობაში მონაწილეობის მიღება
[17 მაისს] მისი უწმინდესობა და უნეტარესობა, სრულიად საქართველოს კათოლიკოს-პატრიარქი შიო მესამე აღავლენს თავის საპატრიარქო ლოცვას, რომელსაც დაესწრებიან საზღვარგარეთიდან ჩამოსული დელეგაციები, - განაცხადა დეკანოზმა იოანე გორელიშვილმა.
15 მაისი 2026, 08:21
პოლიტიკა
შალვა პაპუაშვილი კშიშტოფ ბრეიზაზე: რა დავაშავეთ ქართველებმა ასეთი, რომ ევროპარლამენტში ერთი ისეთი მტერი არ გამოგვიჩნდა, ნაცი რომ არ იყოს
პარლამენტის თავმჯდომარე პოლონელი ევროპარლამენტარის, კშიშტოფ ბრეიზას განცხადებას ეხმაურება, ევროპარლამენტის მიერ „იმედის“, „რუსთავი 2“-ისა და „პოსტივისთვის“ ევროპარლამენტში საქმიანობის ერთი წლით აკრძალვასთან დაკავშირებით.
15 მაისი 2026, 08:11
პოლიტიკა
საგარეო საქმეთა მინისტრი მაკა ბოჭორიშვილი დღეს კიშინიოვში ევროპის საბჭოს მინისტრთა კომიტეტის 135-ე სესიაში მიიღებს მონაწილეობას
საქართველოს ვიცე-პრემიერი, საგარეო საქმეთა მინისტრი მაკა ბოჭორიშვილი კიშინიოვში დღეს, ევროპის საბჭოს მინისტრთა კომიტეტის 135-ე სესიაში მიიღებს მონაწილეობას. მაკა ბოჭორიშვილი მინისტრთა კომიტეტის სესიის მონაწილეებს სიტყვით მიმართავს. მინისტერიალის ფარგლებში, ასევე დაგეგმილია ორმხრივი შეხვედრები კოლეგა მინისტრებთან.
15 მაისი 2026, 00:51
მსოფლიო
მერცი: მოსკოვი აქცენტს ესკალაციაზე აკეთებს და არა მოლაპარაკებებზე
გერმანიის კანცლერმა, ფრიდრიხ მერცმა განაცხადა, რომ უკრაინაზე ბოლოდროინდელი თავდასხმებით რუსეთი აჩვენებს, რომ აქცენტს ესკალაციაზე და არა მოლაპარაკებებზე აკეთებს.
15 მაისი 2026, 00:42
მსოფლიო
El País: აშშ დანიასთან გრენლანდიაში საკუთარი სამხედრო წარმომადგენლობის გაფართოების შესახებ აწარმოებს მოლაპარაკებებს
დონალდ ტრამპის ინტერესი გრენლანდიის მიმართ შორს არის განელებისგან - აშშ და დანია იანვრიდან აწარმოებენ მოლაპარაკებებს პლანეტის უდიდეს კუნძულზე მსოფლიოს ნომერ პირველი ზესახელმწიფოს სამხედრო გაფართოების შესახებ, - წერს ესპანური გამოცემა El País-ი.
15 მაისი 2026, 00:28
პოლიტიკა
სოსო მანჯავიძე: მოლდოვაში, სადაც მაია სანდუს სრული დიქტატურა აქვს დამყარებული, ერთი ტელევიზია მუშაობს, მეორეც გახსნეს თუ არ ვცდები თავისივე, საქართველოს უწუნებენ სიტყვის თავისუფლებას
მოლდოვაში, სადაც მაია სანდუს სრული დიქტატურა აქვს დამყარებული, ერთი ტელევიზია მუშაობს, მეორეც გახსნეს თუ არ ვცდები თავისივე, საქართველოს უწუნებენ სიტყვის თავისუფლებას, - განაცხადა პოლიტოლოგმა, სოსო მანჯავიძემ გადაცემაში „იმედი LIVE“.
15 მაისი 2026, 00:20
პოლიტიკა
სოსო მანჯავიძე: ნუ გვაქვს წარმოდგენა, რომ ჩვენი „სახელოვანი" ოპოზიციის ინტელექტუალური და სულიერი დონე რამით განსხვავდება კაია კალასისა და რასა იუკნევიჩიენეს განათლებისა და სულიერი მისწრაფებებისგან
ნუ გვაქვს წარმოდგენა, რომ ჩვენი "სახელოვანი" ოპოზიციის ინტელექტუალური და სულიერი დონე რამით განსხვავდება კაია კალასისა და რასა იუკნევიჩიენეს განათლებისა და სულიერი მისწრაფებებისგან, მათ აქვთ არაეალური წარმოდგენა ქვეყანაში მიმდინარე პროცესებზე, - განაცხადა გადაცემაში „იმედი Live” პოლიტოლოგმა სოსო მანჯავიძემ. მისივე თქმით, ოპოზიციის განცხადებები რევოლუციასა და 26 მაისის აქციაზე, ოპოზიციის ღარიბი ინტელექტუალური გარემოზე მიგვანიშნებს.
15 მაისი 2026, 00:16
მსოფლიო
El País: პენტაგონის მიერ პოლონეთში ჯარების განლაგების გაუქმება აშშ-სა და ევროპას შორის არსებულ კრიზისს კიდევ უფრო ამწვავებს
აშშ ევროპასთან გაუარესებულ ურთიერთობაში სიტყვებიდან საქმეზე გადადის - პენტაგონმა მოულოდნელად - ზოგიერთი თავისი სარდლისთვისაც კი მოულოდნელად - გააუქმა პოლონეთში 4 000 ჯარისკაცისგან შემდგარი ჯავშანტექნიკის ბრიგადის დაგეგმილი განლაგება, - წერს ესპანური გამოცემა El País-ი სტატიაში სათაურით „პენტაგონის მიერ პოლონეთში ჯარების განლაგების გაუქმება აშშ-სა და ევროპას შორის არსებულ კრიზისს კიდევ უფრო ამწვავებს“.
15 მაისი 2026, 00:09
პოლიტიკა
ნინო წილოსანი „ქალთა ორგანიზაციაზე“: ქალის როლი ბოლო პერიოდში არასწორად დაგვანახეს - თითქოს პოლიციის მანქანაზე შეხტომაში იყო ქალის ძალა, გინებაში, აგრესიაში, ზიზღში, მაგრამ ჩვენ ვფიქრობთ, რომ ეს სტანდარტი გადავტეხეთ
ეს იყო ძალიან დიდი პატივი, რომ თავად პარტიის პოლიტიკური საბჭოს მხრიდან იყო დაყენებული მესამედ ჩემი კანდიდატურა და ჩემმა თანაგუნდელმა ქალებმა კიდევ ერთხელ ამირჩიეს, - განაცხადა განაცხადა გადაცემაში „იმედი LIVE“ პარლამენტის ვიცე-სპიკერმა ნინო წილოსანმა, პარტია „ქართული ოცნების“ ქალთა ორგანიზაციის თავმჯდომარედ არჩევასთან დაკავშირებით.
14 მაისი 2026, 23:58
პოლიტიკა
ნინო წილოსანი: რა თქმა უნდა მაქვს სურვილი, რომ ყველა ჩვენს სტრატეგიულ პარტნიორთან განვაახლოთ ურთიერთობები, თუმცა ეს არ არის ის იდეაფიქსი, რომელიც ყველაფრის ფასად შეიძლება იყოს მიღწეული
რა თქმა უნდა მაქვს სურვილი, რომ ყველა ჩვენს სტრატეგიულ პარტნიორთან, მეგობარ ქვეყანასთან განვაახლოთ ურთიერთობები, თუმცა ეს არ არის ის იდეაფიქსი, რომელიც ყველაფრის ფასად შეიძლება იყოს მიღწეული, - განაცხადა გადაცემაში "იმედი Live" პარლამენტის თავმჯდომარის მოადგილე ნინო წილოსანმა. მისივე თქმით, საქართველოს ურთიერთობების განახლებისთვის კონკრეტული პირობები აქვს, რომლის იქითაც წითელი ხაზებია.
14 მაისი 2026, 23:54
პოლიტიკა
ნინო წილოსანი: ყველაფერმა ჩვენი ოპონენტებისთვის წარუმატებლად ჩაიარა და საქართველოს ჰყავს ღირსეული და ძალიან საპატივცემულო პატრიარქი
ყველაფერმა ჩვენი ოპონენტებისთვის წარუმატებლად ჩაიარა და საქართველოს ჰყავს ღირსეული და ძალიან საპატივცემულო პატრიარქი, - განაცხადა გადაცემაში „იმედი LIVE“ პარლამენტის ვიცე-სპიკერმა ნინო წილოსანმა.
14 მაისი 2026, 23:53
პოლიტიკა
ნინო წილოსანი 26 მაისს ოპოზიციის დაანონსებულ აქციაზე: ექნებათ მცდელობა, სურვილი მაინც, რომ რაღაც დოზით გაიფართხალონ
ექნებათ მცდელობა, სურვილი მაინც, რომ რაღაც დოზით გაიფართხალონ, - განაცხადა გადაცემაში „იმედი LIVE“ პარლამენტის ვიცე-სპიკერმა ნინო წილოსანმა 26 მაისს, ოპოზიციის დაანონსებულ აქციაზე.
14 მაისი 2026, 23:40
პოლიტიკა
ნინო წილოსანი: რომ არა ბიძინა ივანიშვილის ფაქტორი ვერ გადავტეხდით იმ დიდ უბედურებას, რომელიც ჩვენს თავს იყო სააკაშვილის რეჟიმის სახით
ცხადია, რომ არა ბიძინა ივანიშვილის ფაქტორი ვერ გადავტეხდით იმ დიდ უბედურებას, რომელიც ჩვენს თავს იყო სააკაშვილის რეჟიმის სახით, - განაცხადა გადაცემაში "იმედი Live" პარლამენტის თავმჯდომარის მოადგილე ნინო წილოსანმა. მისივე თქმით, სცენარი, რომელსაც გარედან ახლა საქართველოს წინააღმდეგ ამუშავენ ბევრ ქვეყანაში წარმატებით გამოიყენეს.
14 მაისი 2026, 23:40
პოლიტიკა
წილოსანი: ისეთ პოლიტიკოსს გამოიყენებ მარიონეტად, რომელსაც არ აქვს რეიტინგი, თორემ ჩვენ 56 % და მეტი მხარდაჭერა გვაქვს ქართველი ხალხის და ის სიმყარე გვაქვს ჩვენს გადაწყვეტილებებში, რომელსაც მთელი ამ წლების მანძილზე ვაჩვენებთ
ისეთ პოლიტიკოსს, რომელსაც არ აქვს რეიტინგი და არის ვიღაცის მიერ დანიშნული, გამოიყენებ მარიონეტად, თორემ როდესაც ჩვენ 56 % და მეტი მხარდაჭერა გვაქვს ქართველი ხალხის, ის სიმყარე გვაქვს ჩვენს გადაწყვეტილებებში, რომელსაც მთელი ამ წლების მანძილზე ვაჩვენებთ, - განაცხადა გადაცემაში „იმედი LIVE“ პარლამენტის ვიცე-სპიკერმა ნინო წილოსანმა.
14 მაისი 2026, 23:25
პოლიტიკა
ნინო წილოსანი: ის პროცესი, რომელიც ქართული მედიასაშუალებების წინააღმდეგ არის დაწყებული, არა მხოლოდ ქართულ, არამედ იმ ცენზურის ჭრილში შეგვიძლია განვიხილოთ, რომელსაც აკრიტიკებს აშშ
ის პროცესი, რომელიც ქართული მედიასაშუალებების წინააღმდეგ არის დაწყებული, ეს არა მხოლოდ ქართულ, არამედ იმ ცენზურის ჭრილში შეგვიძლია განვიხილოთ, რომელსაც აკრიტიკებს ამერიკის შეერთებული შტატები, - განაცხადა გადაცემაში "იმედი Live" პარლამენტის თავმჯდომარის მოადგილე ნინო წილოსანმა. მისივე თქმით, ქართული, თავისუფალი სიტყვის წინააღმდეგ ბრძოლა არ დაწყებულა არც მოლდოვაში და არც ევროპარლამენტში.
14 მაისი 2026, 23:24
მსოფლიო
ტრამპი: ჩინეთი Boeing-ის 200 თვითმფრინავს შეუკვეთავს
აშშ-ის პრეზიდენტმა, დონალდ ტრამპმა Fox News-ის ჟურნალისტს, შონ ჰენიტის განუცხადა, რომ ჩინეთი Boeing-ის 200 თვითმფრინავს შეუკვეთავს, რაც ხელს შეუწყობს ამერიკაში საწარმოო სამუშაო ადგილების შენარჩუნებას.


