15 მაისი 2026, 13:09 / სანდო წყარო

შეფასებისა და გამოცდების ეროვნული ცენტრი: 2026 წლის გამოცდებზე დარეგისტრირებულთა საერთო რაოდენობამ 82 000-ს გადააჭარბა

შეფასებისა და გამოცდების ეროვნულმა ცენტრმა 2026 წლის ერთიანი ეროვნული, საერთო სამაგისტრო და მასწავლებლის გამოცდებზე რეგისტრაციის შედეგები შეაჯამა.

მონაცემების მიხედვით, მიმდინარე წელს რეგისტრირებულთა საერთო რაოდენობამ 82 000-ს გადააჭარბა. კერძოდ, ერთიან ეროვნულ გამოცდებზე დარეგისტრირდა 43 000-ზე მეტი აბიტურიენტი, საერთო სამაგისტრო გამოცდაზე 10 000-ზე მეტი კანდიდატი, ხოლო მასწავლებლისა და მასწავლებლობის მსურველთა გამოცდებზე 29 000-ზე მეტი მონაწილე.
რეგისტრაციის პროცესი ერთიან ეროვნულ და საერთო სამაგისტრო გამოცდებზე 6 აპრილს დაიწყო და 11 მაისს დასრულდა.

რეგისტრირებულთა რაოდენობრივი მაჩვენებელი კიდევ ერთხელ ადასტურებს გამოცდებისადმი მაღალ ინტერესს როგორც აბიტურიენტების, ისე მაგისტრანტობის კანდიდატებისა და მასწავლებლობის მსურველთა მხრიდან.

„ამასთან, განსაკუთრებით აღსანიშნავია სახელმწიფო უმაღლესი საგანმანათლებლო დაწესებულებების მიმართ გაზრდილი მოთხოვნა, რაც კიდევ ერთხელ უსვამს ხაზს სახელმწიფო უნივერსიტეტების მიმართ ინტერესს და მათ პრიორიტეტულ მნიშვნელობას აბიტურიენტების არჩევანში. პარალელურად, საგანმანათლებლო არჩევანის მრავალფეროვნების კონტექსტში, აქტიურად იკვეთება პროფესიული განათლების მიმართ მზარდი ინტერესი, რაც მნიშვნელოვან წვლილს შეიტანს ქვეყნის შრომის ბაზრის მოთხოვნებთან შესაბამისი კვალიფიციური კადრების მომზადების პროცესში.

რეგისტრაციის პროცესის დასრულება საგამოცდო ციკლში მნიშვნელოვან ეტაპს წარმოადგენს, რადგან სწორედ ამ მონაცემებზე დაყრდნობით ხდება შესაძლებელი შემდგომი საორგანიზაციო ღონისძიებების გატარება, რაც საგამოცდო ცენტრების მოწყობა-განაწილებასა და გამოცდების კალენდრის საბოლოო ფორმირებას გულისხმობს.

შეფასებისა და გამოცდების ეროვნული ცენტრი კიდევ ერთხელ შეგახსენებთ, რომ აბიტურიენტებს საგანმანათლებლო პროგრამებში ცვლილებების - დამატების, წაშლის ან გადანაცვლების განხორციელება აპელაციის შედეგების გამოქვეყნებიდან მომდევნო დღის 18:00 საათამდე შეეძლებათ“, - აღნიშნულია განცხადებაში.

ყველა სიახლე

ცოტნე ანანიძე

15 მაისი 2026, 13:58

პოლიტიკა

ცოტნე ანანიძე ნიკა გვარამიაზე: ორი აღიარება: ეკონომიკური ზრდა საქართველოში და არქიფო სეთურის მეთოდებით საზოგადოების მორჩილება, რისი აქტიური მცდელობები ვნახეთ მათი ხელისუფლებაში ყოფნისას

აჭარის ავტონომიური რესპუბლიკის უმაღლესი საბჭოს თავმჯდომარე, ცოტნე ანანიძე, „ოპოზიციის ალიანსის“ ერთ-ერთი ლიდერის, ნიკა გვარამიას განცხადებას ეხმიანება, რომელმაც აღნიშნა, რომ „ეკონომიკური ზრდა მოსახლეობის უკმაყოფილებას ზრდის, რადგან აძლიერებს ადამიანებს და უფრო კრიტიკულებს ხდის მათ.“

თამთა დევდარიანი

15 მაისი 2026, 13:57

საზოგადოება

თამთა დევდარიანი: 13 წლის განმავლობაში ერთად ვქმნით უფრო მწვანე, განათლებულ და ძლიერ მომავალს

გარემოსდაცვითი ინფორმაციისა და განათლების ცენტრი უკვე 13 წელია გარემოსდაცვითი და აგრარული განათლების ხელშეწყობის, ცნობიერების ამაღლებისა და ინფორმაციის ხელმისაწვდომობის მიმართულებით მნიშვნელოვან საქმიანობას ახორციელებს. ცენტრის დირექტორის, თამთა დევდარიანის განცხადებით, საქართველოს მიერ აღებული საერთაშორისო ვალდებულებების შესრულებაში ცენტრს განსაკუთრებული როლი აქვს.

15 მაისი 2026, 13:46

სამართალი

საქართველოსა და ესპანეთის სამეფოს სამართალდამცავი უწყებების თანამშრომლებმა ჩატარებული საერთაშორისო სპეცოპერაციის „CACHABA“-ს ფარგლებში 13 პირი დააკავეს

საქართველოსა და ესპანეთის სამეფოს სამართალდამცავი უწყებების თანამშრომლებმა, ესპანეთში ჩატარებული საერთაშორისო სპეცოპერაციის „CACHABA“-ს ფარგლებში 13 პირი დააკავეს. ინფორმაციას შინაგან საქმეთა სამინისტრო ავრცელებს.

რევაზ სოხაძე

15 მაისი 2026, 13:40

ეკონომიკა

რევაზ სოხაძე: ჩვენ დავიწყეთ ცვლილებები და კვლავ განვაგრძობთ საჭიროებებზე ადეკვატურ რეაგირებას

„მთავრობის მიერ მომზადებული ინფრასტრუქტურული პროექტების მარეგულირებელი ნორმების ცვლილებათა პაკეტი, სექტორში პასუხისმგებლობიანი და მდგრადი გარემოს შექმნას ისახავს მიზნად“, - განაცხადა ინფრასტრუქტურის მინისტრმა რევაზ სოხაძემ სამშენებლო კომპანიებისა და კომერციული ბანკების წარმომადგენლებთან გამართულ შეხვედრაზე.

15 მაისი 2026, 13:34

საზოგადოება

სურსათის ეროვნულმა სააგენტომ ერთ-ერთი ქსელური მარკეტი დარღვევების გამო დააჯარიმა

სააგენტო მოუწოდებს მომხმარებელს, სურსათის შეძენისას ყურადღება მიაქციოს ეტიკეტს, სურსათის შენახვისა და რეალიზაციის პირობებს და ნებისმიერი დარღვევის აღმოჩენის შემთხვევაში, აცნობოს გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის სამინისტროს ცხელ ხაზს - 1501.

15 მაისი 2026, 13:29

მსოფლიო

უკრაინამ რუსეთის ტყვეობაში მყოფი 205 სამხედრო მოსამსახურე დაიბრუნა

უკრაინულმა მხარემ რუსეთის ტყვეობაში მყოფი 205 უკრაინელი სამხედრო დაიბრუნა. ინფორმაციას უკრაინის პრეზიდენტი, ვოლოდიმირ ზელენსკი „ტელეგრამის“ საკუთარ არხზე ავრცელებს.

15 მაისი 2026, 13:26

პოლიტიკა

ირაკლი კობახიძე: არავის უხარია არცერთი პატიმრის ყოფნა სასჯელაღსრულების დაწესებულებაში, ჩვენი მთავარი ამოცანაა, აღარავის გაუჩნდეს ცდუნება, რომ ძალადობრივად სცადოს ქვეყანაში გადატრიალების მოწყობა

როდესაც ადამიანები დაგვანახებენ და სხვას აჩვენებენ, რომ ისინი ნანობენ ჩადენილ დანაშაულს, ამას ექნება თავისი პრევენციული ეფექტი, ჩვენი მთავარი ამოცანაა, აღარავის გაუჩნდეს ასეთი ცდუნება, რომ ძალადობრივად სცადოს ქვეყანაში გადატრიალების მოწყობა, - განაცხადა საქართველოს პრემიერ-მინისტრმა ირაკლი კობახიძემ ჟურნალისტის კითხვის საპასუხოდ, რომელიც პატიმრების შეწყალების საკითხს ეხებოდა.

ირაკლი კობახიძე

15 მაისი 2026, 13:25

პოლიტიკა

ირაკლი კობახიძე: ჩვენთვის მთავარია, მშვიდობა აღდგეს უკრაინაში, ჩვენ წინაპირობებს ვერ დავაყენებთ, მეტიც, როდესაც უკიდურესად არამეგობრული ნაბიჯები გადაიდგა უკრაინის ხელისუფლების მხრიდან, ჩვენ დავრჩით ცალმხრივი მეგობრობის რეჟიმში

ჩვენთვის მთავარია, მშვიდობა აღდგეს უკრაინაში, რაც შეეხება წინაპირობებს, ჩვენ ვერავითარ წინაპირობებს ვერ დავაყენებთ, უფრო მეტიც, როდესაც უკიდურესად არამეგობრული ნაბიჯები გადაიდგა უკრაინის ხელისუფლების მხრიდან, ჩვენ დავრჩით ცალმხრივი მეგობრობის რეჟიმში და ვაპირებთ, დავრჩეთ სწორედ ამ რეჟიმში, - განაცხადა ჟურნალისტებთან საქართველოს პრემიერ-მინისტრმა ირაკლი კობახიძემ.

ირაკლი კობახიძე

15 მაისი 2026, 13:23

პოლიტიკა

ირაკლი კობახიძე: ჩვენი მხრიდან არის გამოხატული ძალიან მკაფიო პოზიცია, მზად ვართ, განვიხილოთ ყველა დეტალი და კონკრეტული გზამკვლევით განვაახლოთ სტრატეგიული პარტნიორობა აშშ-სთან

ბოლო დროს გვაქვს გახშირებული კომუნიკაცია ამერიკელ პარტნიორებთან, მე, პირადად, მქონდა ზარი ბატონ რუბიოსთან, იგეგმება შემდგომი კომუნიკაცია, კონკრეტული დეტალების განხილვა, ჩვენ ამაზე ვართ ჩვენ კონცენტრირებულები, - განუცხადა პრემიერ-მინისტრმა ირაკლი კობახიძემ ჟურნალისტებს.

15 მაისი 2026, 13:18

საზოგადოება

მომსახურების სააგენტო მძღოლობის კანდიდატებისთვის სპეციალურ საშეღავათო პირობებს აწესებს

შინაგან საქმეთა სამინისტროს მომსახურების სააგენტო მძღოლობის იმ კანდიდატებისთვის, რომლებსაც მართვის მოწმობის მისაღებად განსაზღვრული 365 დღიანი ვადა უახლოეს პერიოდში ეწურებათ, გამოცდის დაჯავშნის პროცესს ამარტივებს.

მაკა ბოჭორიშვილი

15 მაისი 2026, 13:16

პოლიტიკა

მაკა ბოჭორიშვილი: თვალთმაქცობაა „დემოკრატიის უკუსვლაზე“ წუხილი და იმავდროულად იმ რადიკალური ძალების წახალისება, რომლებიც არჩევნებზე უარს ამბობენ

კრიტიკა დემოკრატიის ბუნებრივი ნაწილია - მაგრამ მაშინ, როდესაც პოლიტიკური მიზნები ფაქტებზე მაღლა დგება, ეს უკვე არა დემოკრატიის გაძლიერებას, არამედ ნდობის რღვევას ემსახურება, - განაცხადა საქართველოს ვიცე-პრემიერმა, საგარეო საქმეთა მინისტრმა ევროპის საბჭოს მინისტრთა კომიტეტის 135-ე სესიაზე სიტყვით გამოსვლისას.

15 მაისი 2026, 13:13

ჯანდაცვა

მიხეილ სარჯველაძე საქართველოში თურქეთის ელჩს - მუსტაფა თურქერ არის შეხვდა

მიხეილ სარჯველაძემ მუსტაფა თურქერ არის საქართველოში დიპლომატიური მისიის დაწყება მიულოცა და მომავალ საქმიანობაში წარმატება უსურვა, მისი წინამორბედი ელჩის - ალი ქაან ორბაის მიმართ კი მადლიერება გამოხატა ორ ქვეყანას შორის პარტნიორობის კიდევ უფრო გაღრმავებისთვის.

ირაკლი კობახიძე

15 მაისი 2026, 13:06

პოლიტიკა

ირაკლი კობახიძე: მინდა მადლობა გადავუხადო კონკრეტულ ქსელებს, იმისათვის, რომ გადადგეს კონკრეტული ნაბიჯები ფასების გაიაფების მიმართულებით

მინდა მადლობა გადავუხადო კონკრეტულ ქსელებს, იმისათვის, რომ გადადგეს კონკრეტული ნაბიჯები ფასების გაიაფების მიმართულებით, , - ამის შესახებ საქართველოს პრემიერ-მინისტრმა ირაკლი კობახიძემ ჟურნალისტებს განუცხადა.

15 მაისი 2026, 13:05

მსოფლიო

მედია: არაბთა გაერთიანებული საამიროები ჰორმუზის სრუტის გვერდის ავლით ნავთობსადენის მშენებლობას დააჩქარებს

არაბთა გაერთიანებული საამიროები ფუჯაირას პორტიდან გამავალი ნავთობსადენის მშენებლობას დააჩქარებს. ინფორმაციას Al Jazeera ავრცელებს.

ირაკლი კობახიძე

15 მაისი 2026, 13:02

პოლიტიკა

პრემიერი: დღეს ერთ-ერთი ცვლილება, რაც წარვუდგინეთ კომპანიებს, შეეხება სწორედ შავ სიას, იმის დაზღვევას, რომ კომპანია სხვა კომპანიის სახელით არ დაბრუნდეს თეთრ სიაში, არ ამოვიდეს შავი სიიდან - მთავრობასთან ერთად, ამაზე პარლამენტი იმსჯელებს

დღეს ერთ-ერთი ცვლილება, რაც წარვუდგინეთ კომპანიებს, შეეხება სწორედ შავ სიას, იმის დაზღვევას, რომ კომპანია სხვა კომპანიის სახელით არ დაბრუნდეს თეთრ სიაში, არ ამოვიდეს შავი სიიდან, - განუცხადა საქართველოს პრემიერ-მინისტრმა ირაკლი კობახიძემ ჟურნალისტებს.

მაკა ბოჭორიშვილი

15 მაისი 2026, 13:01

პოლიტიკა

ბოჭორიშვილი: დღეს ჩვენი შეხვედრის გაშუქების მსურველ ჟურნალისტებს საქართველოს სამი ტელევიზიიდან უარი ეთქვათ პროფესიული საქმიანობის განხორციელებაზე. შემაშფოთებელია, როცა მედიის თავისუფლება შერჩევითი პრინციპით განიმარტება

დღეს ევროპის წინაშე მრავალი გამოწვევა დგას. თუმცა, ომი და კონფლიქტი არ არის ერთადერთი საფრთხე, რომელიც იმ ფუნდამენტს არყევს, რომელზეც ევროპა აშენდა. არანაკლებ საშიშია სიმართლის რელატივიზაცია, ორმაგი სტანდარტები, პოლიტიკური კონიუნქტურისთვის ღირებულებების გადაფასება და დემოკრატიის სახელით თავად დემოკრატიული პრინციპების დასუსტება, -

მაკა ბოჭორიშვილი

15 მაისი 2026, 12:56

პოლიტიკა

ბოჭორიშვილი: საქართველო კვლავაც ერთგულია კონფლიქტის მშვიდობიანი და ყოვლისმომცველი მოგვარების პოლიტიკის და ყველაფერს აკეთებს მშვიდობის, სტაბილურობისა და რეგიონში უსაფრთხოების შესანარჩუნებლად

საქართველო კვლავაც ერთგულია კონფლიქტის მშვიდობიანი და ყოვლისმომცველი მოგვარების პოლიტიკის და ყველაფერს აკეთებს მშვიდობის, სტაბილურობისა და რეგიონში უსაფრთხოების შესანარჩუნებლად, - განაცხადა საქართველოს ვიცე-პრემიერმა, საგარეო საქმეთა მინისტრიმა მაკა ბოჭორიშვილმა ევროპის საბჭოს მინისტრთა კომიტეტის 135-ე სესიაზე.

ირაკლი კობახიძე

15 მაისი 2026, 12:56

პოლიტიკა

ირაკლი კობახიძე: 2028 წლის არჩევნები ჩატარდება დღეს მოქმედი კანონმდებლობით, ამის პირობას ვაძლევთ ყველას - დღევანდელი კანონმდებლობა არის აბსოლუტურად შესაბამისობაში საერთაშორისო სტანდარტებთან

2028 წლის არჩევნები ჩატარდება დღეს მოქმედი კანონმდებლობით, ამის პირობას ვაძლევთ ყველას, - განუცხადა ჟურნალისტებს საქართველოს პრემიერ-მინისტრმა ირაკლი კობახიძემ.

15 მაისი 2026, 12:54

პოლიტიკა

ნიკა გვარამია: ეკონომიკური ზრდა გარკვეულად აძლიერებს ადამიანებს, უფრო მეტ მოთხოვნას აჩენს და უფრო კრიტიკულებს ხდის მათ

პარტია „ახლების“ ლიდერი ნიკა გვარამია მიიჩნევს, რომ რაც უფრო ძლიერდება და მდიდრდება საზოგადოება, მით უფრო კრიტიკული და რთულად სამართავი ხდება.