17 მაისი 2026, 18:27 / სანდო წყარო

ოჯახის სიწმინდის დღე ქვეყნის ყველა დიდ ქალაქში აღინიშნა

ოჯახის სიწმინდის დღისადმი მიძღვნილი სამადლობელი პარაკლისი შესრულდა, სვეტიცხოვლის საკათედრო ტაძარში. მანამდე, მცხეთის ცენტრალურ მოედანზე დილიდან შეიკრიბნენ მოქალაქეები და სასულიერო პირები და ლოცვისა და გალობის თანხლებით სვეტიცხოველში გადაინაცვლეს. მათი თქმით, 17 მაისი ოჯახური ღირებულებების, ტრადიციებისა და ეროვნული იდენტობის დაცვის სიმბოლოა, რომელიც მომავალ თაობას უნდა გადაეცეს.

იდენტობისა და ფასეულობების სადარაჯოზე დგომა. ოჯახის სიწმინდის დღე ქვეყნის ყველა დიდ ქალაქში აღინიშნა. ბათუმში, ღვთისმშობლის შობის საკათედრო ტაძართან შეკრებილი მრევლი და ავტონომიური რესპუბლიკის ხელისუფლების წარმომადგენლები, მსვლელობით ბათუმის განმათავისუფლებელ მეომართა საფლავთან მივიდნენ, სადაც პარაკლისი გადაიხადეს. მათივე თქმით, წლევანდელი თარიღი ორმაგად მნიშვნელოვანია, პატივს მიაგებენ ილია მეორის ხსოვნას და მხარდაჭერას უცხადებენ უწმინდესს შიო მესამეს.

მრავალრიცხოვანი ლოცვითი მსვლელობა იყო ქუთაისში, ცენტრალურ მოედანზე, ბაგრატ მესამისა და დავით აღმაშენებლის ტაძრებთან შეკრებილი მრევლი, ფეხით გაუყვა გზას ბაგრატის საკათედრო ტაძრისკენ, სადაც ქუთათელ-გაენათელმა მიტროპოლიტმა იოანემ სამადლობელი პარაკლისი შეასრულა.

ოჯახის სიწმინდის დღის აღსანიშნად, რუსთავის ცენტრალურ მოედანზე შეიკრიბნენ. ვახტანგ გორგასლის სახელობის საკათედრო ტაძარში ღვთისმსახურების დასრულების შემდეგ კი სამღვდელოება და მრევლი, თავისუფლების მოედანზე შეკრებილ რუსთაველებს შეუერთდნენ. საზეიმო მსვლელობაში, ათასობით რუსთაველი და ქვემო ქართლის სხვა მუნიციპალიტეტებიდან ჩამოსული მოქალაქეები, კოსტავას გამზირის და რუსთავის ხიდის გავლით დაიძრნენ გმირთა მოედნისკენ. მსვლელობაში ოჯახებთან ერთად მონაწილეობდნენ, ადგილობრივი ხელისუფლების წარმომადგენლები. გმირთა მემორიალთან შეკრებილებს დღესასწაული მიულოცა და უწმინდესის და უნეტარესის, შიო მესამის მიმართვა წაუკითხა, რუსთავის ღვთისმშობლის მიძინების ტაძრის მოძღვარმა მამა ვახტანგ ყიასაშვილმა. რუსთავის ეპარქია, დროებით, მცხეთა-თბილისის ეპარქიას ექვემდებარება.

სამეგრელოს ეპარქიებიდან და მუნიციპალიტეტებიდან შეუერთდნენ, საყოველთაო მსვლელობას ზუგდიდში, რომელიც ვლაქერნის ღვთისმშობლის ტაძრიდან, ქალაქის ცენტრალური გამზირის მიმართულებით, ლოცვითა და გალობით დაიძრა. პროცესისას გზა და გზა, შეუერთდნენ ადგილობრივი ხელისუფლების წარმომადგენლები. მსვლელობა საკათედრო ტაძართან დასრულდა, სადაც სამადლობელი პარაკლისის შემდეგ, სასულიერო პირებმა შეკრებილები დალოცეს.

ოჯახის სიწმინდის დღის მსვლელობა იყო გორში. ყველა მუნიციპალიტეტებიდან შეკრებილმა მრევლმა, მაცხოვრის აღდგომის სახელობის მშენებარე ტაძრიდან წირვის დასრულების შემდეგ, ლოცვითა და გალობით, სასულიერო პირებთან ერთად ქალაქის ქუჩები გაიარეს და ღვთისმშობლის შობის საკათედრო ტაძართან მივიდნენ.

თელავში ოჯახის სიწმინდის დღესთან დაკავშირებით მოქალაქეები ღვთისმშობლის სახელობის ტაძრის მიმდებარე ტერიტორიაზე რეგიონის რვავე მუნიციპალიტეტიდან შეიკრიბნენ, საიდანაც წირვის დასრულების შემდეგ, ერეკლე მეფის ძეგლის მიმართულებით ხატებით, ლოცვითა და გალობით გაემართნენ. მსვლელობას შეუერთდნენ ადგილობრივი და საკანონმდებლო ხელისუფლების წარმომადგენლები.

ოზურგეთის ღვთისმშობლის მიძინების სახელობის საკათედრო ტაძარში პარაკლისი აღევლინა, რომლის დასრულების შემდეგ სადღესასწაულო მსვლელობა გაიმართა. მსვლელობაში სასულიერო პირებთან და მრევლთან ერთად ადგილობრივი ხელისუფლების წარმომადგენლების, გურიის სამივე მუნიციპალიტეტიდან მონაწილეობდნენ.

ოჯახის სიწმინდის დღე მასშტაბური მსვლელობით აღინიშნა ახალციხეში. მოქალაქეები ამაღლების სახელობის ტაძართან შეიკრიბნენ და შალვა ახალციხელის სახელობის ტაძრამდე მსვლელობა მოაწყვეს, სადაც პარაკლისი აღავლინეს.

ყველა სიახლე

17 მაისი 2026, 19:04

საზოგადოება

საქართველოში ოჯახის სიწმინდის დღე აღინიშნა. ფოტოგალერეა

საქართველოში ოჯახის სიწმინდის დღე აღინიშნა - ქვეყნის 10 ქალაქში მსვლელობები გაიმართა. თბილისში მსვლელობა ქაშვეთის ტაძრიდან სამების ტაძრამდე გაიმართა და მასში მოქალაქეებთან და სასულიერო პირებთან ერთად საკანონმდებლო და აღმასრულებელი ხელისუფლების წარმომადგენლები მონაწილეობდნენ.

17 მაისი 2026, 18:56

რეგიონი

აჭარაში ფრიდონ ხალვაშის 101 წლისთავისადმი მიძღვნილი ღონისძიება გაიმართა

აჭარის მთავრობის თავმჯდომარემ ზურაბ პატარაძემ, აჭარის უმაღლესი საბჭოს თავმჯდომარესთან ცოტნე ანანიძესთან ერთად, ცნობილი მწერლისა და საზოგადო მოღვაწის ხსოვნას პატივი მიაგო და საფლავი ყვავილებით შეამკო.

ცოტნე ანანიძე

17 მაისი 2026, 18:48

რეგიონი

ცოტნე ანანიძე: ფრიდონ და ზაზა ხალვაშებმა დაგვიტოვეს ოჯახური და ეროვნული საგანძური, მემკვიდრეობა, რომელიც თაობებს გადაეცემა

პოეტი და საზოგადო მოღვაწე - ფრიდონ ხალვაში გაიხსენეს და მის ხსოვნას პატივი მიაგეს: აჭარის უმაღლესი საბჭოსა და მთავრობის თავმჯდომარეებმა - ცოტნე ანანიძემ და ზურაბ პატარაძემ, ქალაქ ბათუმის მერმა - გიორგი ცინცაძემ, საკრებულოს თავმჯდომარემ - ვანო მაისურაძემ.

კაია კალასი

17 მაისი 2026, 18:20

მსოფლიო

კაია კალასი: აშშ-ს, ჩინეთსა და რუსეთს გახლეჩილი ევროპა ურჩევნიათ

„მათ არ მოსწონთ ევროკავშირი, ეს სრულიად ნათელი. მაგრამ ჩვენ უნდა გვესმოდეს, რატომ არ მოსწონთ მათ ევროკავშირი; რატომ არ მოსწონს ჩინეთს, რატომ არ მოსწონს რუსეთს. ეს იმიტომ ხდება, რომ თუ ჩვენ ერთად ვიქნებით, თუ ერთობლივად ვიმოქმედებთ, მაშინ ჩვენ ვართ თანაბარი ძალის მქონე და ძლიერები“, - თქვა კალასმა კვირას, ტალინში გამართულ ლენარტ მერის კონფერენციაზე.

17 მაისი 2026, 17:59

რეგიონი

გორში ოჯახის სიწმინდისა და მშობლების პატივისცემის დღე აღნიშნეს

სასულიერო პირები, ადგილობრივი ხელისუფლების წარმომადგენლები და მრევლი აღდგომის საკათედრო ტაძარში შეიკრიბა. მაცხოვრის აღდგომის სახელობის ტაძარში ყოვლადწმინდა ღვთისმშობლის სავედრებელი პარაკლისი აღევლინა.

ოჯახის სიწმინდის დღე

17 მაისი 2026, 17:50

რეგიონი

ქუთაისში მრავალრიცხოვანი ლოცვითი მსვლელობა გაიმართა

ცენტრალურ მოედანზე, ბაგრატ მესამისა და დავით აღმაშენებლის ტაძრებთან შეკრებილი მრევლი მსვლელობით გაემართა ბაგრატის საკათედრო ტაძრისკენ, სადაც ქუთათელ-გაენათელმა მიტროპოლიტმა, იოანემ სამადლობელი პარაკლისი შეასრულა.

17 მაისი 2026, 17:35

რეგიონი

რუსთავში ოჯახის სიწმინდისა და მშობლების პატივისცემის დღისადმი მიძღვნილი საზეიმო მსვლელობა გაიმართა

ოჯახის სიწმინდისა და მშობლების პატივისცემის დღესთან დაკავშირებით, რუსთავში წმინდა მეფე ვახტანგ გორგასლის სახელობის საკათედრო ტაძარში საზეიმო პარაკლისი აღესრულა, რის შემდეგაც ტრადიციული სახალხო მსვლელობა მოეწყო.

ალექს სააბი და ნიკოლას მადურო

17 მაისი 2026, 17:24

მსოფლიო

ნიკოლას მადუროს ყოფილი მინისტრი ალექს სააბი ვენესუელიდან აშშ-შია ექსტრადირებული

„დეპორტაციის შესახებ გადაწყვეტილება მიღებული იყო იმის გათვალისწინებით, რომ კოლუმბიის აღნიშნული მოქალაქე მონაწილეობდა ამერიკის შეერთებულ შტატებში ჩადენილ სხვადასხვა დანაშაულში, რაც საყოველთაოდ ცნობილი და ფართოდ განხილვადი ფაქტია“, - აღნიშნულია მიგრაციის სამსახურის განცხადებაში.

თეა ახვლედიანი

17 მაისი 2026, 17:18

საზოგადოება

თეა ახვლედიანი: ოჯახის სიწმინდის დღე ნიშნავს ერთგულებას, თანადგომას, სიყვარულს. ოჯახის სიყვარულისგან და სიძლიერისგან იწყება საზოგადოების ერთობა და ქვეყნის მიმართ ერთგულება და სიყვარული

ძალიან მნიშვნელოვანი და სასიამოვნო დღეა; რა თქმა უნდა, ეს დღე განასახიერებს იმ ტრადიციებს, ფასეულობებს, იმ ღირებულებებს, რაც, როგორც ხედავთ, აერთიანებს ჩვენს საზოგადოებას და მომავალშიც განამტკიცებს მას, დარწმუნებული ვარ, - განაცხადა სახელმწიფო მინისტრმა თეა ახვლედიანმა ოჯახის სიწმინდის დღესთან დაკავშირებით.

ჯორჯია მელონი

17 მაისი 2026, 17:05

მსოფლიო

ჯორჯია მელონიმ კვიპროსში ვიზიტი მოდენაში მომხდარი ტრაგედიის გამო გააუქმა, სადაც ავტომობილი ქვეითებს დაეჯახა

16 მაისს, მოდენის ცენტრში, ავტომობილის მძღოლი დიდი სიჩქარით შეეჭრა ფეხით მოსიარულეთა ჯგუფში. ინციდენტის შედეგად 8 ადამიანი დაშავდა, მათგან ოთხის მდგომარეობა მძიმეა. სამი მათგანის რეანიმირება ადგილზევე გახდა საჭირო, ორ დაშავებულს კი ფეხების ამპუტაცია დასჭირდა.

მარიამ ქვრივიშვილი

17 მაისი 2026, 16:30

საზოგადოება

მარიამ ქვრივიშვილი: მნიშვნელოვანია, ყველამ გავიაზროთ ის პასუხისმგებლობა, რაც გულისხმობს ჩვენი ოჯახური ღირებულებების გაფრთხილებას და გაძლიერებას

მნიშვნელოვანია, რომ ყველამ გავიაზროთ ის პასუხისმგებლობა, რაც გულისხმობს ჩვენი ოჯახური ღირებულებების გაფრთხილებას, - განაცხადა ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების მინისტრმა მარიამ ქვრივიშვილმა ოჯახის სიწმინდის დღესთან დაკავშირებით.

გივი მიქანაძე

17 მაისი 2026, 16:11

საზოგადოება

გივი მიქანაძე: დღევანდელი დღე არის სიმბოლო იმისა, რომ ტრადიციები გრძელდება და ჩვენი ვალია, მომავალ თაობებს ღირსეულად გადავცეთ ეს ყველაფერი

მსურს, სრულიად საქართველოს მივულოცო დღევანდელი დღე, ოჯახის სიწმინდის დღე, მშობლების პატივისცემის დღე. ეს არის სიმბოლო იმისა, რომ საქართველოში გრძელდება ტრადიციები, რომლებიც ჩვენმა წინაპრებმა დაგვიტოვეს. ჩვენი ვალია, რომ მომავალ თაობებს ღირსეულად გადავცეთ ეს ყველაფერი, - განაცხადა განათლების, მეცნიერებისა და ახალგაზრდობის მინისტრმა გივი მიქანაძემ ოჯახის სიწმინდის დღესთან დაკავშირებით.

მეუფე შიო

17 მაისი 2026, 15:46

საზოგადოება

შიო მესამე: თუ ოჯახში ტრიალებს მძიმე ცოდვა, როგორიც მაგალითად აბორტია, ასეთ საფუძველზე ბედნიერებას ვერ ააშენებს ოჯახი. ასეთი ოჯახი განწირულია, რადგან, როგორც ბიბლიიდან ვიცით, „მოკლულთა სისხლი ღაღადებს ღვთისადმი შურისძიებისთვის“

თუ ოჯახში ტრიალებს მძიმე ცოდვა, ისეთი როგორიც მაგალითად არის აბორტი, მაშინ ასეთ საფუძველზე ვერანაირ ბედნიერებას ვერ ააშენებს ოჯახი. ასეთი ოჯახი განწირულია იმიტომ, რომ როგორც ჩვენ ბიბლიიდან ვიცით, „მოკლულთა სისხლი ღაღადებს ღვთისადმი შურისძიებისთვის“ და პირიქით, სადაც ორ თუ სამ წელიწადში ერთხელ ბავშვი იბადება, იქ არის ბედნიერება იმიტომ, რომ ის თავისი არსებობით ირგვლივ ყველაფერს ათბობს და ანათებს, - განაცხადა სრულიად საქართველოს კათოლიკოს-პატრიარქმა, მცხეთა-თბილისის მთავარეპისკოპოსმა და ბიჭვინთისა და ცხუმ-აფხაზეთის მიტროპოლიტმა, შიო მესამემ სამების ტაძარში შეკრებილებისთვის სიტყვით მიმართვისას.

შიო მესამე

17 მაისი 2026, 15:38

საზოგადოება

შიო მესამე: ოჯახი არის სიყვარულის დიდი სკოლა, სადაც ადამიანი სწავლობს მთავარ თვისებას, რომელიც საჭიროა სულის ცხონებისთვის - ეს არის თავგანწირული სიყვარული

მადლიერებით ვიხსენებთ ილია მეორეს, რომელმაც ეს დღე დაგვიწესა და მის მიერ დაარსებულ საყოველთაო ნათლობებს, რამაც ასე შეუწყო ხელი ჩვენს ქვეყანაში დემოგრაფიის გაუმჯობესებას, - განაცხადა სრულიად საქართველოს კათოლიკოს-პატრიარქმა, მცხეთა-თბილისის მთავარეპისკოპოსმა და ბიჭვინთისა და ცხუმ-აფხაზეთის მიტროპოლიტმა, შიო მესამემ სამების ტაძარში შეკრებილებისთვის სიტყვით მიმართვისას. მისი თქმით, ეს ტრადიცია აუცილებლად გაგრძელდება.

17 მაისი 2026, 15:27

რეგიონი

ნინო ლაცაბიძე: ოჯახის სიწმინდის დღე იმ უდიდეს ღირებულებებს აერთიანებს, რაც ქვეყნის ერთიანობის საფუძველია

რუსთავში, ოჯახის სიწმინდისა და მშობლების პატივისცემის დღესთან დაკავშირებით, მასშტაბური მსვლელობა მოეწყო. მსვლელობაში, რუსთავის მერმა ნინო ლაცაბიძემ, საკრებულოს თავმჯდომარე მამუკა რეხვიაშვილმა, საქართველოს პარლამენტში რუსთავის დელეგატმა ირაკლი შატაკიშვილმა ოჯახებთან ერთად, ქვემო ქართლში სახელმწიფო რწმუნებულმა ილია ჯალაღანიამ, რუსთავის საკრებულოს დეპუტატებმა, ქვემო ქართლის მუნიციპალიტეტების მერებმა და საკრებულოს თავმჯდომარეებმა მიიღეს მონაწილეობა.

შიო მესამე

17 მაისი 2026, 15:22

საზოგადოება

შიო მესამე: მადლი მოგვცეს უფალმა, რომ ვიღვაწოთ ოჯახური ღირებულებების დაცვისთვის. უარი კი არ უნდა ვთქვათ ამ კანონმდებლობაზე, როგორც ზოგიერთები მოგვიწოდებენ, არამედ პირიქით, უნდა გავაძლიეროთ

მადლი მოგვცეს უფალმა, რომ ვიშრომოთ, ვიღვაწოთ ოჯახის გადარჩენისთვის, ოჯახური ღირებულებების დაცვისთვის, რომ ვიქონიოთ ისეთი კანონმდებლობა, რომელიც დაიცავს ოჯახს, ჩვენს ხალხს მავნე გენდერული თეორიებისგან, იდეოლოგიისგან. უარი კი არ უნდა ვთქვათ ამ კანონმდებლობაზე, როგორც ზოგიერთები მოგვიწოდებენ, არამედ პირიქით, უნდა გავაძლიეროთ და განვამტკიცოთ ეს მიმართულება ოჯახის დაცვის და შენარჩუნების, - ასე მიმართა საქართველოს პატრიარქმა შიო მესამემ სამების ტაძრის ეზოში შეკრებილებს.

17 მაისი 2026, 15:20

მსოფლიო

ჯანმომ კონგოსა და უგანდაში ებოლას ცხელების აფეთქება საერთაშორისო მნიშვნელობის საგანგებო მდგომარეობად გამოაცხადა

ჯანმრთელობის მსოფლიო ორგანიზაციის განცხადებით, ლაბორატორიულად დადასტურებული შემთხვევა გამოვლინდა კონგოს დედაქალაქ კინშასაში, რომელიც აფეთქების ეპიცენტრიდან (აღმოსავლეთ პროვინცია იტური) დაახლოებით 1000 კილომეტრითაა დაშორებული.

17 მაისი 2026, 15:16

რეგიონი

ზუგდიდში ოჯახის სიწმინდის დღე აღინიშნა

ოჯახის სიწმინდის და მშობლების პატივისცემის დღესთან დაკავშირებით, სრულიად საქართველოს კათოლიკოს-პატრიარქის შიო III-ის ლოცვა კურთხევით, საქართველოს სხვადასხვა ქალაქში მსვლელობა გაიმართა.

ცოტნე ანანიძე

17 მაისი 2026, 15:09

პოლიტიკა

ცოტნე ანანიძე: მინდა ქედი მოვიხაროთ იმ ადამიანების წინაშე, რომელთა დამსახურებითაც, ათიათასობით ადამიანი ქალაქ ბათუმსა და ჩვენს რეგიონში, ქართულად აღვნიშნავთ ოჯახის სიწმინდის დღეს

ჩვენნაირი ერისთვის, ჩვენნაირი ბრძენი ხალხისთვის, განსაკუთრებული ფასეულობაა ოჯახის სიწმინდის დღე. მინდა, მშვიდობა ვუსურვო საქართველოში ყველა ოჯახს, ჩვენს თანამემამულეებს, რომლებიც ახლა, პარალელურად, მსოფლიოს სხვადასხვა კუთხეში აღნიშნავენ ამ დღეს. მინდა ქედი მოვიხაროთ იმ ადამიანების, მათ შორის, გენერალ გიორგი მაზნიაშვილისა და მისი მებრძოლების წინაშე, რომელთა დამსახურებითაც, ათიათასობით ადამიანი ქალაქ ბათუმსა და ჩვენს რეგიონში, ქართულად აღვნიშნავთ ოჯახის სიწმინდის დღეს, - განაცხადა აჭარის უმაღლესი საბჭოს თავმჯდომარემ, ცოტნე ანანიძემ.