18 მაისი 2026, 11:14 / სანდო წყარო

შეფასებისა და გამოცდების ეროვნული ცენტრის დირექტორი თამარ მემანიშვილი ბათუმში აბიტურიენტებს შეხვდა

შეფასებისა და გამოცდების ეროვნული ცენტრის დირექტორი თამარ მემანიშვილი ბათუმის შოთა რუსთაველის სახელმწიფო უნივერსიტეტში, ცენტრის წარმომადგენლებთან ერთად 2026 წლის გამოცდებთან დაკავშირებით აბიტურიენტებსა და მაგისტრანტობის კანდიდატებს შეხვდა.

გამოცდებისთვის მოსამზადებელი საინფორმაციო კამპანიის ფარგლებში გამართული შეხვედრები მიზნად ისახავს აპლიკანტთა ინფორმირებულობის ამაღლებას, საგამოცდო პროცესის გამჭვირვალობის უზრუნველყოფას და მონაწილეთა მხარდაჭერას გამოცდების ეფექტიანად დაგეგმვის პროცესში.

შეხვედრაზე მონაწილეებს მიეწოდათ ამომწურავი ინფორმაცია მიმდინარე წელს საგანმანათლებლო პროგრამების არჩევის პრინციპებზე და საგამოცდო პროცესების ორგანიზების ძირითად თავისებურებებზე.

თამარ მემანიშვილმა განსაკუთრებული ყურადღება გაამახვილა საგანმანათლებლო პროგრამების არჩევის წესსა და კონკურსის პრინციპზე. მისი განცხადებით, აპლიკანტებს აქვთ შესაძლებლობა, აირჩიონ მათთვის სასურველი რაოდენობის საგანმანათლებლო პროგრამები, ხოლო მათი წაშლა და პრიორიტეტების გადანაცვლება შესაძლებელია აპელაციების შედეგების ოფიციალურად გამოქვეყნებიდან მომდევნო დღის 18:00 საათამდე.

დირექტორის თქმით, შეფასებისა და გამოცდების ეროვნულ ცენტრში აქტიურად მიმდინარეობს მოსამზადებელი სამუშაოები და ერთიანი ეროვნული და საერთო სამაგისტრო გამოცდები ტრადიციულად, ივლისის თვეში ჩატარდება. მისი განმარტებით, გამოცდების ორგანიზებასთან დაკავშირებული ყველა პროცესი დადგენილი სამუშაო გეგმის შესაბამისად მიმდინარეობს.
აღინიშნა, რომ გამოცდებზე რეგისტრაციის პროცესი 11 მაისს დასრულდა.

შედეგების თანახმად, ერთიან ეროვნულ გამოცდებზე დარეგისტრირდა 43 000-ზე მეტი აბიტურიენტი, საერთო სამაგისტრო გამოცდაზე 10 000-ზე მეტი მაგისტრანტობის კანდიდატი, ხოლო მასწავლებლისა და მასწავლებლობის მსურველთა გამოცდებზე რეგისტრაცია 29 000-ზე მეტმა პირმა გაიარა.

შეხვედრა დისკუსიის ფორმატში წარიმართა, რომელსაც 300-ზე მეტი აბიტურიენტი და მაგისტრანტობის კანდიდატი ესწრებოდა.

ინფორმაციას შეფასებისა და გამოცდების ეროვნული ცენტრი ავრცელებს.

ყველა სიახლე

მამუკა მდინარაძე

18 მაისი 2026, 12:17

პოლიტიკა

მამუკა მდინარაძე 26 მაისის აქციაზე: ისინი ვერაფერს იზამენ, 4 ოქტომბერს გაცილებით სერიოზულად გვქონდა ჩვენ საქმე და მაშინ სახელმწიფო ინსტიტუტებმა მოახერხეს, რომ დიდი უბედურება აგვეცილებინა თავიდან, მსგავსი 26 მაისს ვერ დაიგეგმება

შემიძლია მთელი პასუხისმგებლობით გითხრათ, რომ მიმიწვდება მაქვს ეს მონაცემები, რომ ისინი ვერაფერს იზამენ. 4 ოქტომბერს გაცილებით სერიოზულად გვქონდა ჩვენ საქმე და მაშინ სახელმწიფო ინსტიტუტებმა მოახერხეს, რომ დიდი უბედურება აგვეცილებინა თავიდან, - განაცხადა საქართველოს ვიცე-პრემიერმა, სახელმწიფო მინისტრმა სამართალდამცავი ორგანოების კოორდინაციის საკითხებში მამუკა მდინარაძემ დღეს გამართულ ბრიფინგზე.

18 მაისი 2026, 12:16

ეკონომიკა

ნათია თურნავა ინდოეთის ახლად დანიშნულ ელჩს შეხვდა

საქართველოს ეროვნული ბანკის პრეზიდენტი ნათია თურნავა საქართველოში ინდოეთის ახლად დანიშნულ ელჩს შრი ამიტ კუმარ მიშრას შეხვდა. ინფორმაციას ეროვნული ბანკი ავრცელებს.

ნინო წილოსანი

18 მაისი 2026, 12:16

პოლიტიკა

ნინო წილოსანი: ჩვენი ვიზიტი ემსახურება ორ ქვეყანას შორის სტრატეგიული პარტნიორობის გაღრმავებას იმ პირობებში, როდესაც ჩინეთი თავისი ბოლო ათწლეულის განმავლობაში ძალიან სწრაფი ტემპით ვითარდება

ჩვენი ვიზიტი ემსახურება ორ ქვეყანას შორის სტრატეგიული პარტნიორობის გაღრმავებას იმ პირობებში, როდესაც ჩინეთი თავისი ბოლო ათწლეულის განმავლობაში ძალიან სწრაფი ტემპით ვითარდება, - განაცხადა პარლამენტის ვიცე-სპიკერმა ნინო წილოსანმა.

გიორგი ვოლსკი

18 მაისი 2026, 12:15

პოლიტიკა

გიორგი ვოლსკი კშიშტოფ ბრეიზას განცხადებაზე: საერთოდ, პოლონელები მუდმივად გამოირჩეოდნენ სააკაშვილის მხარდაჭერით, მაშინაც კი, როცა სადისტობას ჩადიოდა და გესტაპოს მეთოდებით მართავდა საქართველოს

ის ერთადერთი არ არის. საერთოდ პოლონელები გამოირჩეოდნენ მუდმივად სააკაშვილის მხარდაჭერით, მაშინაც კი, როცა სადისტობას ჩადიოდა და გესტაპოს მეთოდებით მართავდა საქართველოს, მაშინაც მის გვერდით იდგნენ, - ასე გამოეხმაურა გიორგი ვოლსკი დამოუკიდებელ მედიაზე თავდამსხმელი პოლონელი დეპუტატის განცხადებას, რომელიც ამჯერად მიხეილ სააკაშვილს ეხება.

სოზარ სუბარი

18 მაისი 2026, 12:14

პოლიტიკა

სოზარ სუბარი: ჩვენნაირი ქვეყნებისთვის ძალიან მნიშვნელოვანია ჩინეთთან ღრმა ურთიერთობა. როცა ჩვენ ვლაპარაკობთ საქართველოს როლზე, „შუა დერეფანზე“, წარმოუდგენელია ეს როლი ჩინური ტვირთების გარეშე

ჩვენნაირი ქვეყნებისთვის ძალიან მნიშვნელოვანია ჩინეთთან ღრმა ურთიერთობა. როცა ჩვენ ვლაპარაკობთ საქართველოს როლზე აღმოსავლეთისა და დასავლეთის დაკავშირებასთან დაკავშირებით „შუა დერეფანზე“, წარმოუდგენელია ეს როლი ჩინური ტვირთების გარეშე, - განაცხადა პარლამენტის ვიცე-სპიკერმა, პარტია „ხალხის ძალის“ თავმჯდომარემ სოზარ სუბარმა საქართველოს პარლამენტის დელეგაციის ჩინეთში ვიზიტთან დაკავშირებით.

გიორგი ვოლსკი

18 მაისი 2026, 12:08

პოლიტიკა

გიორგი ვოლსკი: საქართველო, როგორც ჩინეთის სტრატეგიული პარტნიორი, როგორც საკვანძო ქვეყანა შუა დერეფანში, მიისწრაფვის, რომ ჩინეთთან ჰქონდეს ახლო, ინტენსიური ურთიერთობები

საქართველოც, როგორც ჩინეთის სტრატეგიული პარტნიორი, როგორც საკვანძო ქვეყანა შუა დერეფანში, მიისწრაფვის, რომ ჩინეთთან ჰქონდეს ახლო, ინტენსიური ურთიერთობები, - განუცხადა ჩინეთში პარლამენტის ვიცე-სპიკერმა გიორგი ვოლსკიმ, რომელიც პარლამენტის თავმჯდომარესთან და პარლამენტის დელეგაციასთან ერთად იმყოფება.

18 მაისი 2026, 12:06

მსოფლიო

Politico: აშშ-მა პოლონეთი ქვეყანაში ამერიკული ჯარების რაოდენობის შემცირების შესახებ გააფრთხილა

აშშ-ის პრეზიდენტმა დონალდ ტრამპმა მაისის დასაწყისში გერმანიიდან 5 ათასი ამერიკელი სამხედროს გაყვანის შესახებ გასცა ბრძანება. შედეგად, ევროპაში ამერიკული ჯარების რაოდენობა უკრაინაში რუსეთის შეჭრამდე არსებულ ნიშნულს დაუბრუნდა. The Wall Street Journal-ის აპრილის დასაწყისის მონაცემებით, მთელ ევროპაში დაახლოებით 84 ათასი ამერიკელი სამხედრო იმყოფებოდა.

სულხან თამაზაშვილი 
ვილაიათ ეივაზოვი

18 მაისი 2026, 12:00

სამართალი

საქართველოს შინაგან საქმეთა მინისტრი ოფიციალური ვიზიტით აზერბაიჯანის რესპუბლიკაში იმყოფება

საქართველოს შინაგან საქმეთა მინისტრი, სულხან თამაზაშვილი ოფიციალური ვიზიტით აზერბაიჯანის რესპუბლიკაში იმყოფება, - ინფორმაციას შსს ავრცელებს.

მამუკა მდინარაძე

18 მაისი 2026, 11:58

პოლიტიკა

მამუკა მდინარაძე კოპენჰაგენში მიტინგის დარბევაზე: ფრაზა „ორმაგი სტანდარტი“ გაცვდა, მაგრამ გვიწევს ამ ტერმინის გამოყენება სწორი შეფასებებისთვის - რაც მისაღებია მათთვის, ჩვენთვის არ შეიძლება - ორმაგი სტანდარტი ყოველ ჯერზე უნდა ვამხილოთ

ფრაზა „ორმაგი სტანდარტი“ გაცვდა, მაგრამ ხშირად გვიწევს ჩვენ ამ ტერმინის გამოყენება, სწორი შეფასებებისთვის - რაც მისაღებია მათთვის, მიუღებელია ჩვენთვის და ჩვენთვის არ შეიძლება, - განაცხადა საქართველოს ვიცე-პრემიერმა, სახელმწიფო მინისტრმა სამართალდამცავი ორგანოების კოორდინაციის საკითხებში მამუკა მდინარაძემ დღეს გამართულ ბრიფინგზე კოპენჰაგენში დარბეულ მიტინგთან დაკავშირებით დასმული კითხვის საპასუხოდ.

Nagatitan chaiyaphumensis

18 მაისი 2026, 11:52

ტექნოლოგიები

მეცნიერებმა დინოზავრის აქამდე უცნობი სახეობა აღწერეს🦕

დინოზავრს, რომელიც სამხრეთ-აღმოსავლეთ აზიაში ბინადართაგან ყველაზე დიდი აღმოჩნდა, Nagatitan chaiyaphumensis-ი ეწოდა. სახელი მომდინარეობს სიტყვებისგან „ნაგა“ (მითური გველისმაგვარი არსება აზიურ ფოლკლორში) და „ტიტანი“, ასევე ჩაიაფუმის პროვინციის დასახელებისგან.

მამუკა მდინარაძე

18 მაისი 2026, 11:49

პოლიტიკა

მამუკა მდინარაძე პოლონელი ევროპარლამენტარის განცხადებაზე: როცა სააკაშვილის ბრალს ოდნავ მაინც იცნობ და მაინც ამბობ, რომ უკანონოდ არის დაკავებული, ესე იგი შენი ინტერესებიდან გამომდინარე იცავ შენს წარმომადგენელს საქართველოში

როცა სააკაშვილის ბრალს ოდნავ მაინც იცნობ და მაინც ამბობ, რომ ის უკანონოდ არის დაკავებული, ესე იგი არ გაინტერესებს არაფერი, ფაქტობრივი მოცემულობა შენთვის მეასეხარისხოვანია და უბრალოდ შენს წარმომადგენელს საქართველოში, შენი ინტერესებიდან გამომდინარე იცავ, - განაცხადა ვიცე-პრემიერმა მამუკა მდინარაძემ ჟურნალისტის კითხვის პასუხად, რომელიც პოლონელი ევროპარლამენტარის მოთხოვნას შეეხებოდა მიხეილ სააკაშვილის გათავისუფლებაზე.

18 მაისი 2026, 11:47

სამართალი

პროკურატურამ დიდი ოდენობით თანხის თაღლითურად დაუფლების ფაქტზე ერთ პირს ბრალდება წარუდგინა

თბილისის პროკურატურის თაღლითობის სისხლის სამართლის საქმეებზე საპროცესო ხელმძღვანელობის სამმართველომ, დიდი ოდენობით თანხის თაღლითურად დაუფლების ფაქტზე დაკავებულ ერთ პირს ბრალდება წარუდგინა.

მამუკა მდინარაძე

18 მაისი 2026, 11:43

პოლიტიკა

მამუკა მდინარაძე: რამდენიმე კვირაში გვექნება სამმართველო შსს-ში, რომელიც უზრუნველყოფს მონიტორინგს, რათა შუღლი, სიძულვილის ენა იქნას ამ ქვეყანაში უარყოფილი, მეორე მხრივ, არ დავუშვებთ, რომ თავისუფალ დისკუსიას რაიმე პრობლემა შეექმნას

მაქსიმუმ რამდენიმე კვირაში უკვე გვექნება სამმართველო შინაგან საქმეთა სამინისტროში, რომელიც უზრუნველყოფს მუდმივ მონიტორინგს, რათა შუღლი, დაპირისპირება, სიძულვილის ენა იქნას ამ ქვეყანაში უარყოფილი ერთხელ და სამუდამოდ, - განაცხადა საქართველოს ვიცე-პრემიერმა, სახელმწიფო მინისტრმა სამართალდამცავი ორგანოების კოორდინაციის საკითხებში მამუკა მდინარაძემ დღეს გამართულ ბრიფინგზე.

მამუკა მდინარაძე

18 მაისი 2026, 11:33

პოლიტიკა

მამუკა მდინარაძე ოპოზიციაზე: რომ არ იყოს განხეთქილება, ეს იქნებოდა გასაკვირი. მათ არ აქვთ იდეური ერთობა, ერთადერთი საკითხი, რაზეც აქვთ იდეური ერთობა ეს არის ხელისუფლებაში მოსვლა, ძალაუფლების ხელში ჩაგდება და გარედავალებების შესრულება

ოპოზიციას არ აქვს იდეური ერთობა, ერთადერთი საკითხი, რაზეც აქვთ იდეური ერთობა, საჯაროდ ვერ იტყვიან, რადგან ეს არის ხელისუფლებაში მოსვლა, ძალაუფლების ხელში ჩაგდება და გარედავალებების შესრულება, - განაცხადა საქართველოს ვიცე-პრემიერმა, სახელმწიფო მინისტრმა სამართალდამცავი ორგანოების კოორდინაციის საკითხებში მამუკა მდინარაძემ დღეს გამართულ ბრიფინგზე.

18 მაისი 2026, 11:29

საზოგადოება

ComCom-მა GITA-ს პროექტის ფარგლებში მედიაწიგნიერებისა და ციფრული რისკების შესახებ ტრენინგი ჩაატარა

კომუნიკაციების კომისიამ საქართველოს ინოვაციების და ტექნოლოგიების სააგენტოს (GITA) პროექტის „კიბერუსაფრთხოება ახალგაზრდებისთვის: უსაფრთხო ციფრული მომავალი“ ფარგლებში, ჩაატარა ტრენინგი თემაზე „მედიაწიგნიერება და ციფრული რისკები ხელოვნური ინტელექტის ეპოქაში - როგორ შევაფასოთ ინფორმაცია და დავიცვათ გადაწყვეტილებები ციფრულ გარემოში“, - ინფორმაციას კომუნიკაციების კომისია ავრცელებს

მამუკა მდინარაძე

18 მაისი 2026, 11:19

პოლიტიკა

მამუკა მდინარაძე: არსებობს მინიმალური სტანდარტები, რომლებზეც საზოგადოება უნდა თანხმდებოდეს, მათ შორის იმ ტიპის კომუნიკაციის მიუღებლობა, რომელიც მტრობას, შუღლს, საზოგადოებრივ დაძაბულობას და უკიდურეს პოლარიზაციას აღვივებს

დემოკრატიული სახელმწიფოსთვის აუცილებელია აზრთა სხვადასხვაობა და კრიტიკული დისკუსია, პარალელურად არსებობს მინიმალური სტანდარტები, რომლებზეც საზოგადოება უნდა თანხმდებოდეს, მათ შორის, ერთმანეთის მიმართ პატივისცემა და იმ ტიპის კომუნიკაციის მიუღებლობა, რომელიც მტრობას, შუღლს, საზოგადოებრივ დაძაბულობას და უკიდურეს პოლარიზაციას აღვივებს, - განაცხადა საქართველოს ვიცე-პრემიერმა, სახელმწიფო მინისტრმა სამართალდამცავი ორგანოების კოორდინაციის საკითხებში მამუკა მდინარაძემ დღეს გამართულ ბრიფინგზე.

ანდრეი ერმაკი

18 მაისი 2026, 11:19

მსოფლიო

ანდრეი ერმაკის სახელზე გირაო შეიტანეს. ახლა ის საგამოძიებო იზოლატორის დატოვებას შეძლებს

უკრაინის პრეზიდენტის ოფისის ყოფილ ხელმძღვანელს, ანდრეი ერმაკს, საგამოძიებო იზოლატორის დატოვება შეუძლია. მისთვის გირაოს სახით 140 მილიონი გრივნაა შეტანილი. ინფორმაციას ადგილობრივი მედია უკრაინის უმაღლეს ანტიკორუფციულ სასამართლოზე დაყრდნობით ავრცელებს.

კშიშტოფ ბრეიზა

18 მაისი 2026, 11:18

პოლიტიკა

ქართულ დამოუკიდებელ მედიაზე თავდამსხმელი პოლონელი დეპუტატი ამჯერად სააკაშვილის გათავისუფლებას ითხოვს - კშიშტოფ ბრეიზა წერს, რომ სააკაშვილი გამოგონილი ბრალდებით არის დაპატიმრებული

პოლონელი დეპუტატი, ევროპარლამენტარი კშიშტოფ ბრეიზა, რომელმაც აღიარა, რომ ტელეკომპანია „იმედის“ წინააღმდეგ თვეებია მუშაობს, ამჯერად მიხეილ სააკაშვილის გათავისუფლებას ითხოვს.

მამუკა მდინარაძე

18 მაისი 2026, 11:12

პოლიტიკა

მამუკა მდინარაძე: შსს-ში შეიქმნება სპეციალური სამმართველო, რომლის ძირითადი ფუნქციაც საჯარო სივრცეში სიძულვილის ენის, შეურაცხმყოფელი კამპანიებისა და აგრესიული კომუნიკაციის სისტემური მონიტორინგი და სამართლებრივი რეაგირება იქნება

საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტროსთან, მინისტრთან გამართული საკმაოდ დეტალური, საგნობრივი კონსულტაციების შედეგად, შევთანხმდით, რომ შინაგან საქმეთა სამინისტროში, უმოკლეს ვადაში, შეიქმნება სპეციალური სამმართველო, რომლის ძირითადი ფუნქციაც საჯარო სივრცეში სიძულვილის ენის, შეურაცხმყოფელი კამპანიებისა და აგრესიული კომუნიკაციის სისტემური მონიტორინგი და შესაბამისი სამართლებრივი რეაგირება იქნება, - განაცხადა საქართველოს ვიცე-პრემიერმა, სახელმწიფო მინისტრმა სამართალდამცავი ორგანოების კოორდინაციის საკითხებში მამუკა მდინარაძემ დღეს გამართულ ბრიფინგზე.