23 მაისი 2026, 13:14 / სანდო წყარო

იუსტიციის მინისტრის მოადგილე: წლევანდელ საზეიმო ღონისძიებებში ჩვენ კონცეპტუალურად გავაერთიანეთ დამოუკიდებლობის დღისა და ქრისტიანობის სახელმწიფო რელიგიად გამოცხადების ისტორიული მნიშვნელობა

თამარ ზოდელავა

თამარ ზოდელავა

საქართველოს დამოუკიდებლობის დღეს, 26 მაისს იუსტიციის სამინისტრო მოქალაქეებს ზუგდიდში უმასპინძლებს. დაგეგმილი ღონისძიებებისა და პროგრამის შესახებ მინისტრის მოადგილემ, თამარ ზოდელავამ ტელეკომპანია „იმედის“ ეთერში ისაუბრა.

„ეს დღე წელს მართლაც განსაკუთრებულია, რადგან არის არა მხოლოდ დამოუკიდებლობის დღე, არამედ 1700 წლის იუბილე სახელმწიფო რელიგიად ქრისტიანობის გამოცხადების. შესაბამისად, ამ კონცეპტუალურ ხედვაში აღვნიშნავთ ჩვენ 26 მაისს ზუგდიდში. ეს იქნება შემეცნებითი, გასართობი და ინფორმაციული ღონისძიებები, რომელსაც მოქალაქეებს შევთავაზებთ“, - განაცხადა მან.

თამარ ზოდელავამ აღნიშნა, რომ იუსტიციის სამინისტრო სერვისების მიმწოდებელი უმსხვილესი უწყებაა საქართველოში და, შესაბამისად, ღონისძიების სტუმრებს შესთავაზებს კონსულტაციებს სხვადასხვა მომსახურების შესახებ:

„წარმოდგენილი იქნება მობილური იუსტიციის სახლი, რომელსაც უშუალოდ შეხება აქვს მოქალაქეებთან; საჯარო რეესტრის მიმართულებით, მოგეხსენებათ, რომ სისტემური რეგისტრაცია მიმდინარეობდა და ძალიან დიდია ინტერესი, როგორ დაირეგისტრირონ საკუთრება, ამიტომ ადგილზე ამზომველები გაუწევენ სტუმრებს კონსულტაციას; ციფრული მმართველობის კუთხითაც, იქნება შესაბამისი სივრცე, სადაც ახალგაზრდები და ბავშვები თამაშებით, ქვიზებით შეძლებენ აიმაღლონ ცნობიერება კიბერჰიგიენის შესახებ; იქნება საარქივო ფოტომასალა, რომელიც დაკავშირებული იქნება როგორც დამოუკიდებლობის დღესთან, ისე ქრისტიანობის 1700 წლისთავსა და სამეგრელოს ისტორიასთან".

იუსტიციის მინისტრის მოადგილემ სხვა ღონისძიებებზეც ისაუბრა. მისი თქმით, მოეწყობა სივრცეები ადგილობრივი მეწარმეების პროდუქციისათვის, ამას გარდა, ღონისძიების სტუმრები მეგრული სამზარეულოს დაგემოვნებასაც შეძლებენ.

ყველა სიახლე

23 მაისი 2026, 13:57

სამართალი

ცენტრალური კრიმინალური პოლიციის დეპარტამენტის თანამშრომლებმა ქურდობისთვის ძებნილი პირი დააკავეს

შინაგან საქმეთა სამინისტროს ცენტრალური კრიმინალური პოლიციის დეპარტამენტის თანამშრომლებმა, სხვადასხვა დროს ჩადენილი ქურდობისთვის ძებნილი, წარსულში ამავე დანაშაულისთვის ნასამართლევი პირი ბათუმში დააკავეს.

23 მაისი 2026, 13:56

სამართალი

შიდა ქართლის პოლიციამ განსაკუთრებით დიდი ოდენობით ნარკოტიკი ამოიღო - დაკავებულია უცხო ქვეყნის ორი მოქალაქე

შინაგან საქმეთა სამინისტროს შიდა ქართლის პოლიციის დეპარტამენტის, დეტექტივების სამმართველოს თანამშრომლებმა, განსაკუთრებით დიდი ოდენობით ნარკოტიკული საშუალების უკანონო შეძენა-შენახვისა და რეალიზაციის ხელშეწყობის ბრალდებით უცხო ქვეყნის ორი მოქალაქე დააკავეს.

23 მაისი 2026, 13:53

სამართალი

პოლიციამ თბილისში მომხდარი ყაჩაღობის ფაქტი ცხელ კვალზე გახსნა - დაკავებულია 1 პირი

შინაგან საქმეთა სამინისტროს თბილისის პოლიციის დეპარტამენტის ვაკე-საბურთალოს მთავარი სამმართველოს თანამშრომლებმა, ყაჩაღობის ბრალდებით წარსულში მრავალჯერ ნასამართლევი პირი ცხელ კვალზე დააკავეს.

23 მაისი 2026, 13:53

სამართალი

აჭარის პოლიციამ განსაკუთრებით დიდი ოდენობით ნარკოტიკი ამოიღო - დაკავებულია 2 პირი

შინაგან საქმეთა სამინისტროს აჭარის პოლიციის დეპარტამენტის თანამშრომლებმა, ნარკოტიკული საშუალებების უკანონო შეძენა-შენახვისა და რეალიზაციის ხელშეწყობის ბრალდებით ორი პირი დააკავეს.

23 მაისი 2026, 13:50

რეგიონი

ზურაბ პატარაძემ ხულოს მუნიციპალიტეტში მიმდინარე სპორტული ინფრასტრუქტურული პროექტები დაათვალიერა

დაბა ხულოში თანამედროვე სტანდარტების სასპორტო სკოლის მშენებლობა და საფეხბურთო სტადიონის რეაბილიტაცია მიმდინარეობს. სამუშაოებს აჭარის მთავრობის თავმჯდომარე ზურაბ პატარაძე მუნიციპალიტეტის მერთან, ვახტანგ ბერიძესთან ერთად გაეცნო.

23 მაისი 2026, 13:48

სამართალი

სამართალდამცველებმა განზრახ მკვლელობის ფაქტი ცხელ კვალზე გახსნეს - დაკავებულია ერთი პირი

შინაგან საქმეთა სამინისტროს თბილისის პოლიციის დეპარტამენტის თანამშრომლებმა, განზრახ მკვლელობის ბრალდებით ერთი პირი დააკავეს.

23 მაისი 2026, 13:48

რეგიონი

საქართველოს დამოუკიდებლობის დღისადმი მიძღვნილი საზეიმო ღონისძიებები ბათუმში ანბანის კოშკის მიმდებარედ გაიმართება

მთელი დღის განმავლობაში ბავშვებისა და მოზარდებისათვის შემეცნებითი და სპორტული აქტივობები ჩატარდება, მოეწყობა ადგილობრივი მეწარმეებისა და ხელოვანების ნამუშევრების გამოფენა-გაყიდვა.

23 მაისი 2026, 13:43

სამართალი

საქართველოს პროკურატურის პირადი ცხოვრების ხელყოფის წინააღმდეგ მიმართული საინფორმაციო კამპანიის ფარგლებში თბილისის სკოლებში შეხვედრები გაიმართა

საქართველოს პროკურატურის პირადი ცხოვრების ხელყოფის წინააღმდეგ მიმართული საინფორმაციო კამპანია გრძელდება. შეხვედრები პროკურორებმა თბილისის N61, N55, N41, N106, N145, N176, N29 საჯარო და კერძო სკოლა „ალბიონში“ გამართეს.

მარკო რუბიო

23 მაისი 2026, 13:28

მსოფლიო

Reuters: მარკო რუბიო ინდოეთში ჩავიდა

აშშ-ის სახელმწიფო მდივანი მარკო რუბიო ინდოეთში ჩავიდა. ინფორმაციას Reuters-ი ავრცელებს.

23 მაისი 2026, 13:22

საზოგადოება

გენერალ-მაიორი კობა კობალაძე ვაშინგტონში, TAPS-ის 32-ე საერთაშორისო კონფერენციას დაესწრო

ვეტერანების საქმეთა სახელმწიფო სამსახურის დირექტორი, გენერალ-მაიორი კობა კობალაძე, ამერიკის შეერთებულ შტატებში სამუშაო ვიზიტის ფარგლებში, საქართველოს დელეგაციასთან ერთად, საერთაშორისო ორგანიზაცია TAPS-ის (Tragedy Assistance Program for Survivors) 32-ე ყოველწლიურ კონფერენციას დაესწრო.

აარონ ლუკასი

23 მაისი 2026, 12:58

მსოფლიო

Bloomberg: ტულსი გაბარდის გადადგომის შემდეგ აშშ-ის ეროვნულ დაზვერვას CIA-ს ყოფილი ოფიცერი აარონ ლუკასი უხელმძღვანელებს

ტულსი გაბარდის გადადგომის შემდეგ აშშ-ის ეროვნულ დაზვერვას ცენტრალური სადაზვერვო სააგენტოს (CIA) ყოფილი ოფიცერი აარონ ლუკასი უხელმძღვანელებს. ინფორმაციას Bloomberg-ი ავრცელებს.

23 მაისი 2026, 12:52

სამართალი

სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურის უფროსი აზერბაიჯანის რესპუბლიკის საგანგებო და სრულუფლებიან ელჩს შეხვდა

მხარეებმა საქართველოსა და აზერბაიჯანს შორის არსებული სტრატეგიული პარტნიორობა და უსაფრთხოების სფეროში თანამშრომლობის ძირითადი მიმართულებები განიხილეს. საუბარი შეეხო რეგიონში არსებულ გამოწვევებსა და უსაფრთხოების უზრუნველყოფის საკითხებს.

23 მაისი 2026, 12:49

საზოგადოება

ნალექი, ელჭექი და სეტყვა - გარემოს ეროვნული სააგენტო მოსახლეობას ამინდის მოსალოდნელი გაუარესების შესახებ აფრთხილებს

„23 მაისის დღის ბოლოდან 25 მაისის დილამდე საქართველოს უმეტეს ტერიტორიაზე მოსალოდნელია დროგამოშვებით ნალექი, ზოგან ძლიერი, შესაძლებელია ელჭექი და სეტყვა.“

23 მაისი 2026, 12:40

რეგიონი

ახალციხის რესურსცენტრის ორგანიზებით, საჯარო სკოლების მოსწავლეებმა თავიანთი ქალაქისა და სოფლების განვითარებასთან დაკავშირებით შექმნილი პოსტერები წარმოადგინეს

ახალგაზრდებმა საკანონმდებლო ორგანოს, ადგილობრივი თვითმმართველობის, ქალთა ორგანიზაციის, საგანმანათლებლო და ტურიზმის სფეროების წარმომადგენლებს მათთვის საინტერესო თემებზე შეკითხვები დაუსვეს და მათგან პასუხები მიიღეს. მოსწავლეთა თვითმმართველობის თავმჯდომარეებს კი პროექტში მონაწილეობისათვის მადლობის სიგელები გადაეცათ.

23 მაისი 2026, 12:36

სამართალი

საქართველოს პროკურატურის პირადი ცხოვრების ხელყოფის წინააღმდეგ მიმართული საინფორმაციო კამპანიის ფარგლებში აჭარასა და ოზურგეთში საინფორმაციო შეხვედრები გაიმართა

საინფორმაციო შეხვედრებზე პროკურორებმა დეტალურად განიხილეს პირადი ცხოვრების ხელყოფის სამართლებრივი ასპექტები. ასევე განსაკუთრებული ყურადღება დაეთმო პირადი საიდუმლოების დაცვის მნიშვნელობას, შესაბამის პასუხისმგებლობას და კანონით გათვალისწინებულ სასჯელებს.

23 მაისი 2026, 12:34

საზოგადოება

KIU-ს ინოვაციურ ჰაბში univerCity, პირველი საჯარო შეხვედრა ქუთაისის მერთან დავით ერემეიშვილთან გაიმართა

ქუთაისის საერთაშორისო უნივერსიტეტის (KIU) საგანმანათლებლო-ინოვაციურმა ჰაბმა -univerCity, პირველ საჯარო შეხვედრას უმასპინძლა. ქუთაისის საერთაშორისო უნივერსიტეტის აღმასრულებელი დირექტორი/რექტორი ვახტანგ ცაგარელი და ქუთაისის მერი დავით ერემეიშვილი, ანდრია რაზმაძის სახელობის ქუთაისის N41 ფიზიკა-მათემატიკის საჯარო სკოლის მოსწავლეებს შეხვდნენ.

ბაია კვიციანი

23 მაისი 2026, 12:31

საზოგადოება

ბაია კვიციანი: განათლების სამინისტრო 26 მაისს წარმოდგენილი იქნება ოზურგეთში - მონაწილეობას მიიღებენ როგორც უნივერსიტეტები, ასევე პროფესიული კოლეჯები სხვადასხვა შემეცნებითი ღონისძიებით, ასევე მასტერკლასებით, „ვორქშოფებით“, გამოფენებით

განათლების, მეცნიერების და ახალგაზრდობის მინისტრის მოადგილემ ბაია კვიციანმა იმ ღონისძიებების შესახებ ისაუბრა, რომლებსაც სამინისტრო საქართველოს დამოუკიდებლობის დღის აღსანიშნავად, 26 მაისს ოზურგეთში გეგმავს.

გარი კასპაროვი

23 მაისი 2026, 12:22

მსოფლიო

რუსეთის ხელისუფლებამ ჭადრაკში მსოფლიო ჩემპიონზე გარი კასპაროვზე საერთაშორისო ძებნა გამოაცხადა

რუსეთის ხელისუფლებამ ჭადრაკში რიგით მე-13 მსოფლიო ჩემპიონზე და ოპოზიციონერზე გარი კასპაროვზე საერთაშორისო ძებნა გამოაცხადა. ინფორმაციას რუსული მედია ავრცელებს.

23 მაისი 2026, 12:05

საზოგადოება

თბილისის მერი მედიკამენტების დაფინანსების პროგრამით მოსარგებლე პენსიონერს ესტუმრა

კახა კალაძემ ცისანა ბოლქვაძის საჭიროებები მოისმინა და დახმარება სამომავლოდაც აღუთქვა. თავად ბენეფიციარმა კი პროგრამის არსებობის აუცილებლობაზე ილაპარაკა, რადგან მედიკამენტების შეძენას მხოლოდ საკუთარი სახსრებით ვერ შეძლებდა.