საქართველოს დამოუკიდებლობის დღესთან დაკავშირებით, სხვადასხვა ქვეყანაში ღირსშესანიშნაობები და შენობები საქართველოს ეროვნული დროშის ფერებში განათდა
ფოტო: ვიდეო/კადრი
საქართველოს დამოუკიდებლობის დღესთან დაკავშირებით, სხვადასხვა ქვეყანაში ღირსშესანიშნაობები და შენობები საქართველოს ეროვნული დროშის ფერებში განათდა.
მათ შორის, 2026 წლის 26 მაისს, საქართველოს დამოუკიდებლობის დღის აღსანიშნავად, დოჰაში, სასტუმრო „შერატონი“, სასტუმრო „თორჩი“, ასევე ალ-ჯაბერის კოშკები საქართველოს ეროვნული დროშის ფერებში განათდა.
საქართველოს დამოუკიდებლობის დღის აღსანიშნავად, არგენტინაში სკულპტურა „Floralis Genérica“ და „დიდი ქარტიისა და არგენტინის ოთხი რეგიონის მონუმენტი“ საქართველოს ეროვნული დროშის ფერებში განათდა.
საქართველოს დამოუკიდებლობის დღის აღსანიშნავად, მონტენეგროს დედაქალაქ პოდგორიცაში „მილენიუმის ხიდი“ ქართული დროშის ფერებშია განათებული.
საქართველოს დამოუკიდებლობის დღის აღსანიშნავად, ქალაქ კრაკოვში, ბერნადეტის ხიდი (Kładka Ojca Bernatka) საქართველოს დროშის ფერებში განათდა.
საქართველოს დამოუკიდებლობის დღის აღსანიშნავად სოფიის ბიბლიოთეკა საქართველოს დროშის ფერებში განათდა.
26 მაისს, საქართველოს დამოუკიდებლობის დღესთან დაკავშირებით, საქართველოს ეროვნული დროშის ფერებში განათდა ქ. მეხიკოს მთავარი ღირსშესანიშნაობები: Edificio de Gobierno de la Ciudad de México, Ángel de la Independencia, Monumento a la Revolución, Fuente de la Diana Cazadora, Monumento a Cuauhtémoc, Fuente de Petróleos. ასევე, საქართველოს დროშის ფერებში პირველად განათდა მეხიკოს შტატის დედაქალაქ ტოლუკაში მდებარე მონუმენტი Torres Bicentenario.
ყველა სიახლე
27 მაისი 2026, 14:06
პოლიტიკა
არჩილ ბერიძე: ჩვენი გუნდის მთავარი ამოცანა არა ხელოვნური დღის წესრიგის შექმნა, არამედ რეალური პრობლემების გადაწყვეტა და საზოგადოების ნდობის გამართლებაა
მისი თქმით, როდესაც ქვეყანა მნიშვნელოვანი შიდა და საგარეო გამოწვევების წინაშე დგას, განსაკუთრებით მნიშვნელოვანია, რომ პოლიტიკური დისკურსი იყოს ფაქტებზე დაფუძნებული და ორიენტირებული საზოგადოებრივი ინტერესების დაცვაზე. თუმცა, ბოლო პერიოდში გარკვეული პოლიტიკური ჯგუფები საზოგადოებრივი ინტერესების ნაცვლად დეზინფორმაციის გავრცელებასა და მანიპულაციაზე არიან ორიენტირებული.
27 მაისი 2026, 14:04
პოლიტიკა
რომან გოცირიძე ილია მეორის ტრიადაზე „ღმერთი, სამშობლო, ადამიანი“: ღმერთი თავში დააყენეს, ირანიზაციის გზას დაადგნენ, ახლა „ადამიანიც“ ჩააკვეხეს - სამშობლოს დამცველ ჯარისკაცებს ეს ლოზუნგი მიატყეპეს მკერდზე, ამათზე ანტიეროვნული და საშიში ხელისუფლება ძნელია რომ წარმოიდგინო
ამათი მავნებლობა უკვე ყველანაირ ზღვარს გასცდა. ახალ ეროვნულ იდენტობას ამკვიდრებენ, თეოდემოკრატიულ იდეოლოგიას უწევენ პროპაგანდას, - წერს ოპოზიციონერი რომან გოცირიძე, რომელიც ჯარისკაცების ფორმაზე დაწერილ ილია მეორის მიერ წარმოთქმულ ტრიადას - „ღმერთი, სამშობლო, ადამიანი“ - აკრიტიკებს და აცხადებს, რომ საქართველო ირანიზაციის გზას დაადგა.
27 მაისი 2026, 14:02
მსოფლიო
მედია: ცნობილი ბრიტანელი მომღერალი ჯეი შონი რუსეთში პირველ სოლო კონცერტს გამართავს
ბრიტანელი მომღერალი და კომპოზიტორი ჯეი შონი, რომელიც ცნობილია ჰიტებით Ride It, Down და Tonight, პირველად გამართავს თავის ორ სოლო კონცერტს მოსკოვში 17 და 18 დეკემბერს. ინფორმაციას რუსული მედია.
27 მაისი 2026, 13:59
პოლიტიკა
ალუდა ღუდუშაური ოპოზიციას: შეიძლება არ მოგწონდეს ხელისუფლება ან კონკრეტული თანამდებობის თუ პოლიტიკური პირი, მაგრამ ასე გძულდეს შენი ქვეყანა, წარმოუდგენელია
შეიძლება არ მოგწონდეს ხელისუფლება ან კონკრეტული თანამდებობის თუ პოლიტიკური პირი, მაგრამ ასე გძულდეს შენი ქვეყანა, წარმოუდგენელია, - განაცხადა პარლამენტის პლენარულ სხდომაზე ადამიანის უფლებათა დაცვისა და სამოქალაქო ინტეგრაციის კომიტეტის თავმჯდომარის პირველმა მოადგილემ ალუდა ღუდუშაურმა. მისი თქმით, ბუნებრივია და აუცილებელიც, კამათი, დებატები, დისკუსია ეკონომიკასა თუ სხვადასხვა საკითხზე, მაგრამ ხელისუფლებას, არამც და არამც, არ ექნება დისკუსია სამშობლოსა და ქართველი ხალხის სიყვარულზე, ერთიანობასა და ეროვნულობაზე.
27 მაისი 2026, 13:52
მსოფლიო
AXIOS: ტრამპმა აშშ-ის ყოფილი გენპროკურორი პემ ბონდი თეთრ სახლში ხელოვნურ ინტელექტზე მომუშავე საბჭოს წევრად დანიშნა
აშშ-ის პრეზიდენტმა დონალდ ტრამპმა ქვეყნის ყოფილი გენპროკურორი პემ ბონდი თეთრ სახლში ხელოვნური ინტელექტის საკითხებზე მომუშავე საკონსულტაციო საბჭოს წევრად დანიშნა. ინფორმაციას AXIOS-ი ავრცელებს.
27 მაისი 2026, 13:46
პოლიტიკა
ირაკლი კირცხალია: „ნაციონალური მოძრაობა“, რომელსაც ქართული არაფერი სცხია და როგორც წარსულში, ისე დღესაც უცხოელი პატრონების დავალებებს ასრულებს, კიდევ ბედავს და სიტყვის თავისუფლებასა და დემოკრატიაზე საუბრობს
26 მაისმა, ჩვენი დამოუკიდებლობის დღემ, საზეიმო ვითარებაში ჩაიარა. ჩვენი ქვეყნისთვის ეს უმნიშვნელოვანესი თარიღი სხვა თვალსაზრისითაც გახლდათ აღსანიშნავი - რადიკალურმა ოპოზიციამ, „უსამშობლოებმა“, როგორც მათ ჩვენ და ჩვენი საზოგადოება ვუწოდებთ, ქვეყნისა და ხალხის ერთიანობის, დამოუკიდებლობის დღეს, საპროტესტო აქცია დააანონსეს, - განაცხადა საპარლამენტო უმრავლესობის ლიდერმა, ფრაქცია „ქართული ოცნების“ თავმჯდომარემ ირაკლი კირცხალიამ პარლამენტის პლენარულ სხდომაზე.
27 მაისი 2026, 13:39
რეგიონი
ახალციხეში მასშტაბური ურბანული და კულტურული ინფრასტრუქტურული პროექტები იწყება
საქართველოს ინფრასტრუქტურის სამინისტრო ახალციხეში ურბანული, რეკრეაციული და კულტურული სივრცეების განვითარების მიმართულებით რამდენიმე მნიშვნელოვან პროექტს იწყებს, რომლებიც ქალაქის გარემოს გაუმჯობესებას, ტურისტული პოტენციალის გაძლიერებასა და ადგილობრივი მოსახლეობისთვის თანამედროვე, კომფორტული სივრცეების შექმნას ემსახურება, - ინფორმაციას ინფრასტრუქტურის სამინისტრო ავრცელებს.
27 მაისი 2026, 13:33
სამართალი
პროკურატურამ მცირეწლოვანის მიმართ ჩადენილი ძალადობის ფაქტზე ერთ პირს ბრალდება წარუდგინა
თბილისის პროკურატურის არასრულწლოვნების საქმეთა სამმართველომ მცირეწლოვანის მიმართ ჩადენილი ძალადობის ფაქტზე ერთ პირს ბრალდება წარუდგინა.
27 მაისი 2026, 13:32
რეგიონი
ზურაბ პატარაძე ბათუმში 26 მაისისადმი მიძღვნილ საზეიმო ღონისძიებებს ოჯახთან ერთად დაესწრო
ქრისტიანობის სახელმწიფო რელიგიად გამოცხადების 1700 წლის იუბილესთან დაკავშირებით, წელს საქართველოს დამოუკიდებლობის დღის აღსანიშნავი ღონისძიებები ეფუძნებოდა კონცეფციას - „1700 წელია, რწმენა გვაძლიერებს - სიყვარული გვაერთიანებს.“ ბათუმში, ანბანის კოშკის მიმდებარე ტერიტორიაზე, შემეცნებითი და სპორტული სივრცეები მოეწყო. ვიზიტორებს შესაძლებლობა ჰქონდათ, გასცნობოდნენ ადგილობრივი ხელოვანებისა და მეწარმეების ნამუშევრებს.
27 მაისი 2026, 13:30
რეგიონი
სურსათის ეროვნულმა სააგენტომ მარნეულში ფრინველთა არალეგალურ სასაკლაოს საწარმოო პროცესი შეუჩერა
სურსათის ეროვნული სააგენტოს ქვემო ქართლის დეპარტამენტის ინსპექტორებმა მარნეულში (მისამართი: ბერიტაშვილის ქ. 12) გამოავლინეს ფიზიკური პირი ა.კ. რომელსაც კუსტარულად ჰქონდა მოწყობილი ფრინველთა(ქათმის) სასაკლაო. ინსპექტირებისას დადგინდა,რომ მეწარმე, ჰიგიენური ნორმების უხეშიდარღვევით, ეკონომიკურ საქმიანობათა რეესტრში და სააგენტოს სავალდებულო აღიარების გარეშე საქმიანობდა. მეწარმე დაჯარიმდა და საწარმოო პროცესი შეუჩერდა. ინფორმაციას სურსათის ეროვნული სააგენტო ავრცელებს.
27 მაისი 2026, 13:30
მსოფლიო
BBC: შოტლანდიის პარლამენტმა დამოუკიდებლობის შესახებ მეორე რეფერენდუმის ჩატარებას მხარი დაუჭირა
შოტლანდიის პარლამენტის წევრებმა მხარი დაუჭირეს შოტლანდიის მთავრობის დადგენილების პროექტს წინადადებით მიმართოს დიდი ბრიტანეთის მთავრობას, რათა ლონდონმა დამოუკიდებლობის შესახებ რეფერენდუმის ჩატარების საშუალება მისცეს. ინფორმაციას BBC ავრცელებს.
27 მაისი 2026, 13:27
რეგიონი
ახალციხეში ახალი საჯარო სკოლის მშენებლობა გრძელდება
ინფრასტრუქტურის მინისტრი რევაზ სოხაძე, მუნიციპალური განვითარების ფონდის აღმასრულებელი დირექტორი გიორგი შონია, ახალციხის მუნიციპალიტეტის მერი ვარლამ წიკლაური, სახელმწიფო რწმუნებული ზაალ გელაშვილი და ადგილობრივი ხელისუფლების წარმომადგენლები ახალციხეში მიმდინარე ინფრასტრუქტურული პროექტების პროგრესს და დაგეგმილი პროექტების დეტალებს ადგილზე გაეცნენ, - ინფორმაციას ახალციხის მუნიციპალიტეტის მერია ავრცელებს.
27 მაისი 2026, 13:21
ეკონომიკა
ირაკლი ნადარეიშვილი: ვიმედოვნებთ, რომ ITB China ახალ პირდაპირ რეისებთან ერთად, მნიშვნელოვნად შეუწყობს ხელს ჩინეთიდან ტურისტული ნაკადების შემდგომ ზრდას
ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების მინისტრის მოადგილის, ირაკლი ნადარეიშვილის განცხადებით, მასშტაბურ ღონისძიებაში, რომელშიც 80-ზე მეტი ქვეყანა და ათიათასობით ვიზიტორი მონაწილეობდა, ქვეყნის ამ სტატუსით წარდგენამ უნიკალური შესაძლებლობა შექმნა ქართული ტურისტული პროდუქტის პოპულარიზაციისთვის.
27 მაისი 2026, 13:16
რეგიონი
აჭარის უმაღლესი საბჭოს თავმჯდომარემ, ცოტნე ანანიძემ მუსლიმ მორწმუნეებს ყურბან-ბაირამის დღესასწაული მიულოცა
მუსლიმანური სამყარო უდიდეს საღვთო დღესასწაულს - ყურბან-ბაირამს ზეიმობს. აჭარის უმაღლესი საბჭოსა და მთავრობის თავმჯდომარეები - ცოტნე ანანიძე და ზურაბ პატარაძე, ბათუმის ორთა ჯამეში, სადღესასწაულო ლოცვას დაესწრნენ და მორწმუნეებს ყურბან-ბაირამი მიულოცეს, - ინფორმაციას აჭარის უმაღლესი საბჭო ავრცელებს.
27 მაისი 2026, 13:10
პოლიტიკა
ეკონომიკური პოლიტიკის კომიტეტმა დაჩქარებული წესით განხილვისთვის მოთხოვნილ კანონპროექტებზე იმსჯელა
ეკონომიკური პოლიტიკის კომიტეტის სხდომაზე ინფრასტრუქტურის მინისტრის მოადგილემ მზია გიორგობიანმა „საქართველოს სივრცის დაგეგმარების, არქიტექტურული და სამშენებლო საქმიანობის კოდექსში ცვლილების შეტანის შესახებ“ კანონპროექტი პირველი მოსმენით წარადგინა, - ინფორმაციას საქართველოს პარლამენტი ავრცელებს.
27 მაისი 2026, 13:09
პოლიტიკა
ირაკლი კირცხალია: „ნაციონალური მოძრაობის“ რეალური სახე იყო, რომ თუკი ვინმე მათი რეჟიმის წინააღმდეგ ამოიღებდა ხმას, ენას ამოგლეჯდნენ!
ეს იყო ის „ნაციონალური მოძრაობის“ რეალური სახე, „წესი და რიგი“, რის დამკვიდრებასაც ცდილობდნენ, რომ თუკი ვინმე მათი რეჟიმის წინააღმდეგ ამოიღებდა ხმას, ენას ამოგლეჯდნენ! - განაცხადა საპარლამენტო უმრავლესობის ლიდერმა ირაკლი კირცხალიამ.
27 მაისი 2026, 13:09
პოლიტიკა
ირაკლი კირცხალია: არავის მივცემთ ისტორიის გადაწერის, სიმართლის გადაფარვისა და საკუთარი პასუხისმგებლობისგან გაქცევის უფლებას
„ნაციონალურ მოძრაობას“ უფლება არ აქვს საზოგადოებას თავისუფლებაზე ელაპარაკოს, უფლება არ აქვს იმ ფასეულობების დაცვაზე საუბრობდეს, რომელიც თავად სისხლში ჩაახშო, - განაცხადა საპარლამენტო უმრავლესობის ლიდერმა ირაკლი კირცხალიამ. მისივე თქმით, განსაკუთრებით მნიშვნელოვანია, რომ საზოგადოებამ, ჟურნალისტებმა, სამოქალაქო სექტორმა და თითოეულმა მოქალაქემ, ყოველ ჯერზე მკაფიოდ შეახსენოს ამ ძალას მათი წარსული, მათი ქმედებები და ის მძიმე შედეგები, რომელიც ქვეყანას და ხალხს მოუტანეს.
27 მაისი 2026, 12:59
რეგიონი
ზურაბ პატარაძე აზერბაიჯანის დამოუკიდებლობის108-ე იუბილესთან დაკავშირებულ საზეიმო ღონისძიებას დაესწრო
საიუბილეო საღამოს საქართველოს საკანონმდებლო და აღმასრულებელი ხელისუფლების, ასევე დიპლომატიური კორპუსის წარმომადგენლები ესწრებოდნენ.
27 მაისი 2026, 12:57
პოლიტიკა
ზურაბ ქადაგიძე: იმ ფონზე, როდესაც ქვეყანაში სხვადასხვა ფაქტორის გამო ფასები იზრდება, ჩვენ დამატებით ვამძიმებთ სოციალურ ფონს მკვეთრად გაზრდილი ჯარიმებითა თუ სახელმწიფო მომსახურების გაძვირებული გადასახადებით
ხაზგასმით აღვნიშნავ, არ ვგულისხმობ სიჩქარის კრიტიკულ გადაჭარბებასა და მანქანის არაფხიზელ მდგომარეობაში მართვას! საკითხი პარკირების, მსუბუქი მუნიციპალური წესების, საყოფაცხოვრებო რეგულაციებსა და მეწარმეებისათვის საორგანიზაციო ჯარიმების გაუფრთხილებელ, ხშირად დისტანციურ დაჯარიმებას ეხება, - განაცხადა „ხალხის ძალის“ დეპუტატმა, ზურაბ ქადაგიძემ, პარლამენტის პლენარულ სხდომაზე.
27 მაისი 2026, 12:54
საზოგადოება
აჭარის ტურისტულ პროდუქტებს ჩინეთის ტურისტულ გამოფენაზე ეცნობიან
აჭარის ტურისტულ პროდუქტებს ჩინეთში „ITB China 2026“-ს ტურისტულ გამოფენაზე ეცნობიან, სადაც საქართველო წელს პარტნიორი ქვეყნის სტატუსითაა წარმოდგენილი, - ინფორმაციას აჭარის ტურიზმისა და კურორტების დეპარტამენტი ავრცელებს.


