ბოლნისის ძველ გერმანულ უბანში, დაცული ადგილწარმოშობის დასახელების ღვინის ფესტივალი გაიმართა
31 მაისს, კომპანია არემჯის ორგანიზებითა და მხარდაჭერით ბოლნისის ძველ გერმანულ უბანში, დაცული ადგილწარმოშობის დასახელების ღვინის ფესტივალი გაიმართა.
ამ შინაარსის ღვინის ფესტივალი საქართველოში უკვე მეოთხედ ტარდება და ის დაცული ადგილწარმოშობის ღვინის პოპულარიზაციასთან ერთად, ქართული ღვინის რუკაზე, ბოლნისის - როგორც ოქროსფერი ღვინის ქალაქის დამკვიდრებას ისახავს მიზნად.
„არემჯი 2028 წლიდან ხელს უწყობს ადგილობრივი მეღვინეობის განვითარებას. 4 წლის წინ გავხდით თანადამფუძნებლები ბოლნისის ღვინის ფესტივალის, წელს უკვე ვხედავთ რამხელა მასშტაბი შეიძინა ამ ფესტივალმა, როგორც მონაწილეების, ასევე დამსწრე სტუმრების თვალსაზრისით. მოხარულები ვართ, რომ ქვემო ქართლი და ბოლნისი ხდება ერთ-ერთი თანამედროვე ცენტრი ქართული მეღვინეობის“ - განაცხადა კახაბერ მჭედლიშვილმა, არემჯის კორპორაციულმა დირექტორმა.
ღვინის ფესტივალში ტრადიციულად საქართველოს სხვადასხვა კუთხის 60-მდე მეღვინეობა იყო წარმოდგენილი. მონაწილეებს შორის იყვნენ, როგორც მსხვილი მწარმოებლები, ასევე მცირე და საშუალო მარნები, საოჯახო მეღვინეობები - ყველა ვინც ადგილწარმოშობის დასახელების ღვინოს აწარმოებს.
ფესტივალის ფარგლებში, ქართულ-გერმანულ ღვინის სახლში უკვე ჩატარდა ღვინის კონკურსი. ბრმა დეგუსტაციაზე საერთაშორისო გამოცდილების მქონე ჟიურიმ, 21 დაცული ადგილწარმოშობის დასახელების, 144 ნიმუში შეაფასა.
წელს ფესტივალის ფარგლებში ბრინჯაოთი - 43 ღვინო დაჯილდოვდა, ვერცხლით - 45 ღვინო, ხოლო ოქრო - 10 მეწარმის ადგილწარმოშობის ღვინოს გადაეცა. ღვინის კონკურსზე გამოვლინდა 2 დიდი ოქროს მფლობელი ღვინო, გამარჯვებულები ამ კატეგორიაში ავთანდილ ირომაშვილის მარნის, წარაფი 2024 და მეღვინეობა რუისპირის ქინძმარაული 2023 გახდნენ.
კონკურსში 10 უმაღლესი ქულით შეფასებული ღვინო იტალიაში, მერანოს 2026 წლის საერთაშორისო ფესტივალზე გაიგზავნება.
წელს ფესტივალს მთელი საქართველოდან უპრეცედენტო რაოდენობის სტუმარი დაესწრო.
სტუმრებს შორის იყნენ ღვინის ექსპერტები და იმპორტიორები უცხოელი ბლოგერები, მერანოს ღვინის ფესტივალის დამფუძნებელი და პრეზიდენტი ჰელმუტ კოხერი, რომელიც ბოლნისის ღვინის ფესტივალზე გამარჯვებული ღვინოების მერანოზე გაგზავნას მიესალმა.
ფესტივალის მიმდინარეობისას ჰორეკას სექტორის 10 წარმატებულმა ქართველმა სომელიემ საკუთარი ფავორიტი ღვინოები გამოავლინეს და მათ „სომელიეს რჩეულის“ სიგელები გადასცეს.
ბოლნისის ძველ უბანში სტუმრებს მთელი დღის განმავლობაში სასიამოვნო მუსიკა, მრავალფეროვანი კვების ობიექტები, საბავშვო სივრცე, სხვადასხვა საინტერესო და შემეცნებითი აქტივობები ელოდათ.
ფესტივალი საზეიმოდ ჯგუფმა მგზავრებმა დახურა.
ფესტივალის ორგანიზატორი და წარმდგენი იყო - კომპანია არემჯი, ბოლნისის ღვინის გაერთიანება. სპონსორები - გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის სამინისტრო, ღვინის ეროვნული სააგენტო. მხარდამჭერები - ბოლნისის მუნიციპალიტეტის მერია, საქპატენტი და ბოლნისის აგროცენტრი.
არემჯი ბოლნისელი მეღვინეების მხარდაჭერის პროგრამას 2018 წლიდან ახორციელებს. სწორედ ამ პროგრამის ფარგლებში მიმდინარე ერთ-ერთი წარმატებული პროექტია ბოლნისის ღვინის ფესტივალი, რომელმაც ადგილობრივ მეღვინეებს უკვე მოუტანა ცნობადობა და არაერთი პოზიტიური შედეგი.
თავის მხრივ, კომპანიის ყველა მსხვილი კორპორაციული პასუხისმგებლობის პროექტი 2022 წლიდან, გაეროს გლობალური შეთანხმების მდგრადი განვითარების მიზნებთან არის თანხვედრაში. სწორედ მე-8 მიზანს (ღირსეული სამუშაო & ეკონომიკური ზრდა) ეხმიანება ადგილობრივი მეღვინეების მხარდაჭერა, ბოლნისის ღვინის ფესტივალი კი ამ პროგრამის ფარგლებში განხორციელებული ერთ-ერთი მნიშვნელოვანი და წარმატებული პროექტია.
R
ყველა სიახლე
31 ივლისი 2026, 17:05
რეგიონი
ხულოს მუნიციპალიტეტის მერიის „ქალთა სოციალურ-ეკონომიკური გაძლიერების“ ქვეპროგრამის ფარგლებში გამოცხადებული საგრანტო კონკურსი დასრულდა
ხულოს მუნიციპალიტეტის მერიის „ქალთა სოციალურ-ეკონომიკური გაძლიერების“ ქვეპროგრამის ფარგლებში გამოცხადებული საგრანტო კონკურსი დასრულდა.
31 ივლისი 2026, 17:01
საზოგადოება
ზვიად გაბისონია: სახელმწიფო უნივერსიტეტებში სწავლა არის უფასო - პირველი ორი სემესტრის განმავლობაში სტუდენტის სწავლის საფასურს სრულად და უპირობოდ ფარავს სახელმწიფო, ხოლო იმისთვის, რომ სტუდენტმა 100%-იანი დაფინანსება შეინარჩუნოს, უნდა დააგროვოს კრედიტების 80%-ზე მეტი, ანუ სემესტრში ჩასაბარებელი შეიძლება დარჩეს მხოლოდ ერთი საგანი
„იმისთვის, რომ სტუდენტმა 100%-იანი დაფინანსება შეინარჩუნოს უნდა დააგროვოს კრედიტების 80%-ზე მეტი, ანუ ჩასაბარებელი შეიძლება დარჩეს ერთი საგანი. ასეთ შემთხვევაში მისი სრული დაფინანსება გაგრძელდება, ხოლო თუ ვერ აითვისა 80%-ზე მეტი, სახელმწიფო მას გადაუხდის სწავლის საფასურის 50%-ს“.
31 ივლისი 2026, 16:49
სამართალი
პროკურატურამ გორის მუნიციპალიტეტში დამამძიმებელ გარემოებებში ჩადენილი განზრახ მკვლელობის მცდელობის, ცეცხლსასროლი იარაღის და საბრძოლო მასალის მართლსაწინააღმდეგო შეძენა, შენახვა, ტარების ფაქტებზე ერთ პირს ბრალდება წარუდგინა
საქართველოს პროკურატურამ გორის მუნიციპალიტეტში დამამძიმებელ გარემოებებში ჩადენილი განზრახ მკვლელობის მცდელობის, ცეცხლსასროლი იარაღის და საბრძოლო მასალის მართლსაწინააღმდეგო შეძენა, შენახვა, ტარების ფაქტებზე ერთ პირს ბრალდება წარუდგინა.
31 ივლისი 2026, 16:27
პოლიტიკა
ელენე ხოშტარია ციხიდან იმუქრება: როდესაც დემორალიზებულია პოლიცია, დეგრადირებულია მთელი პოლიტიკური სპექტრი, ჩვენს პარტნიორებს უნდა ვუთხრათ, მეგობრებო, ჩვენ ვიცით, რა უნდა გაკეთდეს
შემოვიდა ქოცი რესტორანში? ვეუბნები, რომ იცი რა? თავისუფალი და სამართლიანი არჩევნები სანამ არ იქნება, შენ ამ ხინკალს ვერ შეჭამ. ყველა შემთხვევაში, ჩვენი სოციალური ზეწოლით, სოციალური იზოლაციის, აზრის და ნების გამოხატვის ყველა ფორმა უნდა იყოს კონცენტრირებული რომ მორჩა, არაფერი არ გექნება, სანამ არ იქნება თავისუფალი და სამართლიანი არჩევნები, - განაცხადა „დროას” ლიდერმა, ელენე ხოშტარიამ, ერთ-ერთ ოპოზიციურ მედიასთან ციხიდან სატელეფონო ინტერვიუში.
31 ივლისი 2026, 16:07
სამართალი
პროკურატურის მიერ წარდგენილი მტკიცებულებების საფუძველზე „კანონიერი ქურდობის“, „ქურდული სამყაროს“ წევრობის და „ქურდული სამყაროს“ საქმიანობის მხარდაჭერის ფაქტზე სასამართლომ შვიდი პირი დამნაშავედ ცნო
სასამართლო პროცესზე გამოკვლეული მტკიცებულებებით დადგინდა, რომ ე.წ. ,,კანონიერმა ქურდმა“ ,,ქურდული სამყაროს“ წევრებს დაავალა, რომ ,,ქურდული სამყაროს“ წევრების და მხარდამჭერების მეშვეობით პენიტენციურ დაწესებულებაში მყოფი ერთ-ერთი ბრალდებულის მიმართ ე.წ. ,,ქურდული გადაწყვეტილება“ აღესრულებინათ, რაც მის მიმართ სადამსჯელო მოქმედებებს ითვალისწინებდა.
31 ივლისი 2026, 15:51
სამართალი
პროკურატურამ დიდი ოდენობით თანხის თაღლითურად დაუფლების ფაქტზე სამ პის ბრალდება წარუდგინა
თბილისის პროკურატურის თაღლითობის სისხლის სამართლის საქმეებზე საპროცესო ხელმძღვანელობის სამმართველომ ჯგუფურად ჩადენილი დიდი ოდენობით თანხის თაღლითურად დაუფლების და ყალბი დოკუმენტების გამოყენების ფაქტებზე სამ პირს ბრალდება წარუდგინა.
31 ივლისი 2026, 15:49
მსოფლიო
ესპანეთის პრემიერ-მინისტრი: სეუტაში შექმნილი ვითარება მოულოდნელია, მიგრანტების დაბრუნება რაც შეიძლება მალე უნდა მოხდეს
ესპანეთის პრემიერ-მინისტრმა პედრო სანჩესმა სეუტაში ჟურნალისტებთან საუბრისას განაცხადა, რომ ქალაქში განვითარებული მოვლენები ბოლო ერთი წლის განმავლობაში არსებულ მიგრაციულ ტენდენციას ეწინააღმდეგება. ინფორმაციას Reuters-ი ავრცელებს.
31 ივლისი 2026, 15:32
მსოფლიო
Reuters: ტრამპი კემპ-დევიდში მთავრობის წევრებს შეხვდება. დღის წესრიგში ირანთან ომი და საწვავზე ფასებია
აშშ-ის პრეზიდენტი დონალდ ტრამპი დღეს კემპ-დევიდის რეზიდენციაში მინისტრთა კაბინეტის სხდომას გამართავს. ინფორმაციას Reuters-ი ავრცელებს.
31 ივლისი 2026, 15:20
პოლიტიკა
ცოტნე ანანიძე „თავისუფლების მოედნის“ განცხადებაზე: აჭარის უმაღლესი საბჭოს გაუქმებით, ავტონომიური სტატუსი გაუქმდება, (აფხაზეთზეც იმავეს ფიქრობენ სავარაუდოდ) - სხვა დროს პოლიტიკური ქულების ჩასაწერად სახიფათო და სახელმწიფოებრივ თემებს აღარ გაეკაროთ
აჭარის უმაღლესი საბჭოს თავმჯდომარე, ცოტნე ანანიძე, სოციალურ ქსელში პარტია „თავისუფლების მოედნის“ განცხადებას ეხმაურება, რომელშიც აღნიშნულია, რომ „აჭარის უმაღლესი საბჭო არის უფუნქციო ორგანო.“
31 ივლისი 2026, 15:13
საზოგადოება
სარეაბილიტაციო სამუშაოების გამო გიორგი ლეონიძის ქუჩის ნაწილზე საავტომობილო მოძრაობა დროებით შეიზღუდება
თბილისის მერიის ინფორმაციით, მიწისქვეშა კომუნიკაციების სარეაბილიტაციო სამუშაოების გამო 2 აგვისტოს 00:00 საათიდან10 დღის განმავლობაში საგზაო მოძრაობა შეიზღუდება გიორგი ლეონიძის ქუჩაზე - სულხან-საბას ქუჩის კვეთიდან ინგოროყვას ქუჩის კვეთამდე არსებულ საგზაო მონაკვეთში.
31 ივლისი 2026, 15:01
მსოფლიო
The Telegraph: აშშ და ისრაელი ირანის სახმელეთო ბლოკადის შესაძლებლობას განიხილავენ
აშშ და ისრაელი ირანისთვის სახმელეთო ბლოკადის დაწესების შესაძლებლობას განიხილავენ. ინფორმაციას The Telegraph-ი ინფორმირებულ წყაროებზე დაყრდნობით ავრცელებს.
31 ივლისი 2026, 14:47
პოლიტიკა
თინა ბოკუჩავა: გასული ვარ ქალაქიდან, ამის შესახებ 2-3 კვირის წინ ვაცნობე პარტიის გენერალურ მდივანს, შესაბამისად, გუშინდელი პოლიტიკური საბჭოს სხდომის ორგანიზატორები ინფორმირებულები იყვნენ ამის შესახებ. რატომ იჩქარეს სხდომის და შემდგომ ყრილობის ჩანიშვნა, ამ კითხვის ადრესატები თავად ეს ადამიანები უნდა იყვნენ
"ნაციონალური მოძრაობის" თავმჯდომარის მოვალეობის შემსრულებელი, თინა ბოკუჩავა, პარტიის პოლიტსაბჭოს სხდომის ჩატარებასთან დაკავშირებით კომენტარს აკეთებს და აცხადებს, რომ ის ოჯახთან ერთად ქალაქიდან არის გასული, რის შესახებაც "ნაციონალური მოძრაობის" გენერალურ მდივანს, პეტრე ცისკარიშვილს რამდენიმე კვირის წინ აცნობა.
31 ივლისი 2026, 14:45
პოლიტიკა
თენგიზ შარმანაშვილი სააკაშვილის განცხადებაზე: მინდა გამეცინოს, მაგრამ სატირალია, რა პრემიერ-მინისტრობის კანდიდატობაზე ვლაპარაკობთ, კაცი ციხეშია და მისჯილი აქვს
მინდა, რომ გამეცინოს, მაგრამ სატირალია, რა პრემიერ-მინისტრობის კანდიდატობაზე ვლაპარაკობთ, კაცი ციხეშია და მისჯილი აქვს, - განაცხადა თავდაცვისა და უშიშროების საპარლამენტო კომიტეტის თავმჯდომარის პირველმა მოადგილემ თენგიზ შარმანაშვილმა.
31 ივლისი 2026, 14:41
პოლიტიკა
თორნიკე ფაღავა: „ნაციონალურ მოძრაობაში“ მხიარულებაა, არ მოიწყენ - როგორც მოსალოდნელი იყო, ისინი ქართული საზოგადოებისთვის საინტერესო აღარ არიან
პარლამენტის ევროპასთან ინტეგრაციის კომიტეტის თავმჯდომარის მოადგილე თორნიკა ფაღავა „ნაციონალურ მოძრაობაში“ მიმდინარე პროცესებს აფასებს.
31 ივლისი 2026, 14:33
პოლიტიკა
არჩილ გორდულაძე: საგარეო საქმეთა სამინისტრო აგრძელებს მუშაობას, რომ ერთი მხრივ არ აღიარების პოლიტიკა იყოს უზრუნველყოფილი, ხოლო მეორე მხრივ შემცირდეს იმ ქვეყანათა რაოდენობა, რომლებიც ჩვენს ტერიტორიებს აღიარებს სახელმწიფოდ
პარლამენტის იურიდიულ საკითხთა კომიტეტი თავმჯდომარე არჩილ გორდულაძე ნაურუს სახელმწიფოს გადაწყვეტილებას გამოეხმაურა, რომელმაც ოკუპირებული აფხაზეთისა და ცხინვალის რეგიონის აღიარების გადაწყვეტილება ოფიციალურად გააუქმა.
31 ივლისი 2026, 14:32
პოლიტიკა
ირაკლი ფავლენიშვილი: ძალიან ბევრი პოლიტიკური ლიდერი ყოფილა ციხეში და ციხიდან გამოსვლის შემდგომ მოსულა ხელისუფლებაში
ძალიან ბევრი პოლიტიკური ლიდერი ყოფილა ციხეში და ციხიდან გამოსვლის შემდგომ მოსულა ხელისუფლებაში, - განაცხადა „ნაციონალური მოძრაობის“ წევრმა ირაკლი ფავლენიშვილმა.
31 ივლისი 2026, 14:29
ჯანდაცვა
მიხეილ სარჯველაძე: მაისის ბოლოს ბრიტანეთის მარეგულირებელმა მიიღო გადაწყვეტილება და ცნო დასაშვებად „ჯივინოსტატის“ გამოყენება, ეს გადაწყვეტილება იყო ერთ-ერთი ძალიან მნიშვნელოვანი - მიხარია, რომ საქართველო ერთ-ერთი პირველი ქვეყანაა, რომელიც ამ ნაბიჯს გადადგამს და ბევრი სხვა ქვეყნისთვის სამაგალითო იქნება
ეს ერთ-ერთი ის მედიკამენტია, რომელზეც დასაწყისშიც, როდესაც პირველად გაჩნდა საზოგადოებაში ინტერესი და საერთოდ, ეს თემა, ჩვენ ვამბობდით, რომ ერთ-ერთი ყველაზე იმედისმომცემი, პერსპექტიული მედიკამენტი იყო. მანამდეც და შემდგომაც განსაკუთრებული ინტერესით ვაკვირდებოდით პროცესს, - განაცხადა ჯანდაცვის მინისტრმა მიხეილ სარჯველაძემ დიუშენის კუნთოვანი დისტროფიის სამკურნალო მედიკამენტ „ჯივინოსტატთან“ დაკავშირებით.
31 ივლისი 2026, 14:28
მსოფლიო
Euronews: ევროკომისიას რამდენიმე კანდიდატ ქვეყანასთან ერთდროულად მოლაპარაკებების გამართვისთვის საჭირო რესურსი არ ჰყოფნის
ევროკომისიას ერთდროულად რამდენიმე ქვეყნის გაწევრიანების პროცესის მართვის რესურსი სულ უფრო ნაკლებად ჰყოფნის, მაშინ როდესაც გაფართოების ტემპი მნიშვნელოვნად დაჩქარდა. ინფორმაციას Euronews-ი ევროკომისიაში მომუშავე წყაროებზე დაყრდნობით ავრცელებს.
31 ივლისი 2026, 14:24
პოლიტიკა
ნანუკა ჟორჟოლიანი: მე ვფიქრობ „ნაციონალური მოძრაობის“ თავმჯდომარეობაზე და მაქვს ჩემი პირობები. ჩემი მთავარი პირობაა – მიხეილ სააკაშვილის პოლიტიკური ინტერესი ცხადი გახდეს ამ ქვეყანასთან დაკავშირებით
ნანუკა ჟორჟოლიანი აცხადებს, რომ „ნაციონალური მოძრაობის“ თავმჯდომარეობაზე უარს არ ამბობს, თუმცა აქვს პირობა, რომელიც გულისხმობს, რომ მიხეილ სააკაშვილის პოლიტიკური ინტერესი გახდეს ცხადი. საქმე ეხება სააკაშვილის პრემიერობის კანდიდატობას.
31 ივლისი 2026, 14:23
სამართალი
18 წლის შემდეგ აღდგენილი სამართალი - ზესტაფონში მცხოვრები მერაბ დარბაიძე „ნაციონალურ მოძრაობას“ საქმის გაყალბებაში ადანაშაულებს. სააპელაციო სასამართლომ ბრალდებული გაამართლა
18 წლის შემდეგ აღდგენილი სამართალი - ზესტაფონში მცხოვრები მერაბ დარბაიძე ნაციონალურ მოძრაობას საქმის გაყალბებაში ადანაშაულებს. საქმე ეხება 2008 წელს მომხდარ ავარიას, რომლის დროსაც მისი შვილი, 26 წლის სამხედრო ოფიცერი გიორგი დარბაიძე გარდაიცვალა. გარდაცვლილის მამის თქმით, წინა ხელისუფლებამ უდანაშაულო ადამიანი დააკავა, რადგან რეალურ დამნაშავეს, მეორე ავტომობილის მძღოლს ნაციონალური მოძრაობის მაღალჩინოსნები მფარველობდნენ.


