დავით სონღულაშვილმა და თურქეთის სოფლისა და სატყეო მეურნეობის მინისტრმა სამელიორაციო ინფრასტრუქტურის მოწყობის და სატყეო მეურნეობის მართვის კუთხით თანამშრომლობის მიმართულებებით საქართველო-თურქეთს შორის თანამშრომლობის მემორანდუმებს მოაწერეს ხელი
ფოტო: გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის სამინისტრო
საქართველოს გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის მინისტრი დავით სონღულაშვილი სამუშაო ვიზიტით თურქეთის რესპუბლიკაში იმყოფება. ვიზიტის ფარგლებში, დავით სონღულაშვილი თურქეთის რესპუბლიკის სოფლისა და სატყეო მეურნეობის მინისტრს იბრაჰიმ იუმაკლს შეხვდა.
მხარეებმა საქართველო-თურქეთს შორის სამელიორაციო ინფრასტრუქტურის მოწყობის და სატყეო მეურნეობის მართვის კუთხით თანამშრომლობის მემორანდუმებს მოაწერეს ხელი.
ირიგაციისა და დრენაჟის მართვისა და სამელიორაციო ინფრასტრუქტურის სფეროში თანამშრომლობის შესახებ ურთიერთგაგების მემორანდუმის ფარგლებში, მხარეები ითანამშრომლებენ ცოდნის, გამოცდილების და ტექნოლოგიების გაზიარების კითხით, რაც მიზნად ისახავს სამელიორაციო ინფრასტრუქტურის გაუმჯობესებას უკეთესი საირიგაციო და სადრენაჟე მომსახურების მიწოდების უზრუნველსაყოფად.
სატყეო სფეროში თანამშრომლობის შესახებ ურთიერთგაგების მემორანდუმის ძირითადი მიზანია ორ ქვეყანას შორის სატყეო სფეროში თანამშრომლობის გაღრმავება. ქვეყნები ითანამშრომლებენ ისეთი მიმართულებებით, როგორებიცაა სატყეო მართვის მდგრადი პრაქტიკები, ნერგების გამოყვანის ტექნოლოგიები, ბიომრავალფეროვნების დაცვა და დაცული ტერიტორიების მართვა, გაუდაბნოებასთან და ეროზიასთან ბრძოლა, ტყის არამერქნული პროდუქტების ინვენტარიზაცია, ეკოტურიზმი, ტყეების კადასტრი.
„ორ ქვეყანას შორის სულ უფრო იზრდება და ძლიერდება თანამშრომლობა. განსაკუთრებით აღსანიშნავია მემორანდუმები რომელიც გაფორმდა თურქულ მხარესთან. მნიშვნელოვანია გამოცდილება, რომელიც თურქეთს გააჩნია და თავისთავად ცხადია, მნიშვნელოვანია ამ გამოცდილების გაზიარება“, - განაცხადა დავით სონღულაშვილმა.
თურქეთის რესპუბლიკის სოფლისა და სატყეო მეურნეობის მინისტრს იბრაჰიმ იუმაკლის განცხადებით, საქართველოსთან თანამშრომლობა დღითიდღე იზრდება.
„ჩვენ უფრო მეტად ვაძლიერებთ თანამშრომლობას მემცენარეობის, მავნებლების წინააღმდეგ ბრძოლის, ირიგაციისა და მასთან დაკავშირებული საკითხების კუთხით. ორი ურთიერთთანამშრომლობის მემორანდუმი გავაფორმეთ. ერთი მემორანდუმი წყლის, ირიგაციისა და დრენაჟის სფეროში ტექნიკური თანამშრომლობის საკითხებს ეხება, ხოლო მეორე - სატყეო სფეროში ჩვენი თანამშრომლობის გაძლიერებას. იმედი მაქვს, ორივე ურთიერთთანამშრომლობის მემორანდუმი წარმატების მომტანი იქნება. კიდევ ერთხელ მინდა მადლობა გადავუხადო მინისტრს ჩვენს ფორუმსა და მაღალი დონის მინისტერიალში მონაწილეობისთვის“, - განაცხადა თურქეთის რესპუბლიკის სოფლისა და სატყეო მეურნეობის მინისტრმა იბრაჰიმ იუმაკლიმ.
თურქეთის რესპუბლიკაში ვიზიტის ფარგლებში, საქართველოს გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის მინისტრი დავით სონღულაშვილი მინისტერიალს „მოსავლის აღების შემდგომი დანაკარგების შემცირება: სურსათის მიწოდების ჯაჭვში ეფექტიანობის გაზრდა“ დაესწრება.
ყველა სიახლე
06 ივნისი 2026, 13:03
მსოფლიო
ზელენსკის განცხადებით, უკრაინამ დრონებით პეტერბურგში მდებარე სამხედრო-საზღვაო ძალების არსენალი, ბაზა კრონშტადტში და კრასნოდარის მხარეში ნავთობის ბაზა დაბომბა
უკრაინის პრეზიდენტმა ვოლოდიმირ ზელენსკიმ „ტელეგრამის“ საკუთარ არხზე დაწერა, რომ გასულ ღამეს უკრაინის შეიარაღებულმა ძალებმა რუსეთში, პეტერბურგთან ახლოს მდებარე სამხედრო-საზღვაო ძალების არსენალი და ქალაქ კრონშტადტის ბაზა დაბომბეს.
06 ივნისი 2026, 12:48
პოლიტიკა
შალვა ხაჭაპურიძე: წინა ხელისუფლების დროს მქონდა 18 გამამართლებელი განაჩენი. ახლა, ცალსახად უფრო მეტია. მაშინ გამამართლებელი განაჩენი სამკვდრო-სასიცოცხლო ბრძოლა იყო
წინა ხელისუფლების დროს მქონდა 18 გამამართლებელი განაჩენი. არცერთ ადვოკატს ამდენი გამამართლებელი არ ჰქონია, - განაცხადა ადვოკატმა შალვა ხაჭაპურიძემ იუთუბ არხზე -„სამართლის ექსპერტი“ ადვოკატის როლზე, გახმაურებული საქმეებზე და იმდროინდელ ქართულ მართლმსაჯულებაზე საუბრისას.
06 ივნისი 2026, 12:40
თავდაცვა
თავდაცვის სამინისტროში დაჭრილ-დაშავებული სამხედროები უწყებრივი მედლებით დაჯილდოვდნენ
საქართველოს თავდაცვის ძალების 35 წლის იუბილესთან დაკავშირებით, აგვისტოს ომსა და საერთაშორისო მისიებში დაჭრილ-დაშავებულმა სამხედრო მოსამსახურეებმა უწყებრივი მედლები და ფასიანი საჩუქრები მიიღეს. თავდაცვის მინისტრის პირველმა მოადგილემ, პაატა პატიაშვილმა 10 სამხედრო მოსამსახურე, თავდაცვის ძალების აღმშენებლობის საქმეში შეტანილი განსაკუთრებული დამსახურებისთვის, უწყებრივი მედლით „საქართველოს თავდაცვის ძალები 35 წლისაა“ დააჯილდოვა, სამხედროების ნაწილს კი, ფასიანი საჩუქრები გადასცა.
06 ივნისი 2026, 12:38
სპორტი
ბათუმში საქართველოს ახალგაზრდული ოლიმპიური ფესტივალი საზეიმოდ დაიხურა
ქვეყნის მასშტაბით მულტისპორტულ შეჯიბრებაში 12 რეგიონის 1200 სპორტსმენი მონაწილეობდა და გამარჯვებულები სპორტის 17 სახეობაში გამოვლინდნენ. საერთო გუნდურ ჩათვლაში პირველი ადგილი 932 ქულით თბილისმა მოიპოვა. მეორე ადგილზე 369 ქულით აჭარა, ხოლო მესამეზე 288 ქულით იმერეთი გავიდა.
06 ივნისი 2026, 12:31
კულტურა
თორაძის საერთაშორისო მუსიკალური ფესტივალის მესამე საფესტივალო დღე დავით ხრიკულის კონცერტს დაეთმო
თბილისის სახელმწიფო კონსერვატორიის დიდ დარბაზში გამართული კლასიკური მუსიკის საღამო, სრული ანშლაგით შედგა. ახალგაზრდა ქართველი პიანისტი დავით ხრიკული მსმენელის წინაშე გია ყანჩელის სახელობის თბილისის ახალგაზრდულ ორკესტრთან ერთად წარდგა - მირიან ხუხუნაიშვილის დირიჟორობით. პროგრამაში წარმოდგენილი იყო ფრედერიკ შოპენისა და ალექსი მაჭავარიანის ნაწარმოებები.
06 ივნისი 2026, 12:27
რეგიონი
ახალციხე „გემო ფესტისთვის“ ემზადება
ახალციხე ყველაზე გემრიელი დღესასწაულისთვის ემზადება - ტურიზმის ეროვნული ადმინისტრაციის ორგანიზებით, რაბათის ციხის მიმდებარე ტერიტორიაზე „გემო ფესტი“ დღეს, 15:00 საათიდან გაიხსნება.
06 ივნისი 2026, 12:22
მსოფლიო
უკრაინამ და რუსეთმა სამხედრო ტყვეები გაცვალეს
უკრაინამ და რუსეთმა 185-185 სამხედრო ტყვე გაცვალეს. ინფორმაციას უკრაინის პრეზიდენტი ვოლოდიმირ ზელენსკი ავრცელებს.
06 ივნისი 2026, 12:21
პოლიტიკა
ოპოზიციაში დაპირსპირება გრძელდება - სააკაშვილი და გვარამია პოსტებს აქვეყნებენ
ოპოზიციაში არსებული დაპირისპირების ფონზე, რუსთავის ციხიდან, მსჯავრდებული სააკაშვილი წერს, რომ იდეა და იდეალისტი ხალხი იმარჯვებს და არა ინტერესები და ფული. პატიმარი ექსპრეზიდენტი იმედს გამოთქვამს, რომ მღვრიე წყალი დაიწმინდება. პოსტი გამოაქვეყნა ნიკა გვარამიამაც, რომელიც „ნაციონალურ მოძრაობას“ უპირისპირდება და წერს, რომ „პარტიაში ვითარება აშკარად ასრიალდა“.
06 ივნისი 2026, 12:13
ეკონომიკა
საქართველოს დელეგაციამ ათენში მსოფლიოს უმსხვილეს საერთაშორისო საზღვაო გამოფენა-კონფერენციაში გამართულ შეხვედრებზე საქართველოს საზღვაო სექტორში მიმდინარე რეფორმები და საპორტო ინფრასტრუქტურის ინვესტიციები განიხილა
დელეგაციამ შეხვედრები გამართა სხვადასხვა ქვეყნის საზღვაო ადმინისტრაციებისა და საერთაშორისო საზღვაო ორგანიზაციების, გემთმფლობელების, საზღვაო ბიზნესის წარმომადგენლებთან. განსაკუთრებული აქცენტი გაკეთდა ქართველი მეზღვაურების მაღალ პროფესიულ კვალიფიკაციასა და ქვეყნის მზარდ როლზე რეგიონულ საზღვაო ინდუსტრიაში. ასევე ილაპარაკეს ინფრასტრუქტურულ პროექტებზე, მათ შორის, ანაკლიის ღრმაწყლოვან ნავსადგურზე
06 ივნისი 2026, 12:05
მსოფლიო
NBC News: პენტაგონმა აშშ-ის წინააღმდეგ ისრაელის ჯაშუშური საქმიანობის საფრთხის დონე უმაღლეს ნიშნულამდე გაზარდა
ტელეკომპანია NBC News-ი ორ მოქმედ და ერთ ყოფილ ამერიკელ ოფიციალურ პირზე დაყრდნობით იუწყება, რომ პენტაგონში იზრდება შეშფოთება იმის გამო, რომ ისრაელი აშშ-ის წინააღმდეგ სადაზვერვო საქმიანობას აძლიერებს.
06 ივნისი 2026, 12:04
პოლიტიკა
დავით ქართველიშვილი: ამერიკულმა მხარემ კიდევ ერთხელ დაადასტურა საქართველოსთან თანამშრომლობის გაღრმავების ინტერესი
პარტია „ხალხის ძალის“ წევრი დავით ქართველიშვილი აშშ-სა და საქართველოს შორის ურთიერთობების განვითარებას სოციალურ ქსელში ეხმიანება. მისი შეფასებით, ბოლო პერიოდში ვაშინგტონიდან მიღებული სიგნალები ორ ქვეყანას შორის თანამშრომლობის გაღრმავებისა და ურთიერთობების ეტაპობრივი ნორმალიზაციის პროცესზე მიუთითებს.
06 ივნისი 2026, 11:56
საზოგადოება
საქართველოს ნოტარიუსთა პალატის თავმჯდომარემ ევროკავშირის ნოტარიუსთა საბჭოს (CNUE) გენერალურ ასამბლეაზე სანოტარო სერვისების გაციფრულების საკითხები განიხილა
ვიზიტის ფარგლებში საქართველოს ნოტარიუსთა პალატის წარმომადგენლები გაეცნენ მალტის სანოტარო არქივის საქმიანობას, ისტორიულ და თანამედროვე ფუნქციებს, ნოტარიული აქტების შენახვისა და დაცვის სისტემას, ასევე დოკუმენტების დიგიტალიზაციისა და ხელმისაწვდომობის პროცესებს.
06 ივნისი 2026, 11:44
პოლიტიკა
მარჩინ როსოლოვსკი: საქართველო პოლონეთისთვის უნდა იყოს პარტნიორი, რომელთანაც ურთიერთობის შენარჩუნებაა საჭირო და არა ქვეყანა, რომელსაც უსაფრთხო დისტანციიდან უნდა არიგებდნენ ჭკუას. კავკასია ზედმეტად მნიშვნელოვანი რეგიონია იმისთვის, რომ ვარშავამ იქ საკუთარ ხმაზე უარი თქვას
სტაშიჩის ინსტიტუტის ფონდის საბჭოს წევრი მარჩინ როსოლოვსკი სტატიას აქვეყნებს, რომელშიც ყურადღება გამახვილებულია პოლონეთისთვის საქართველოს სტრატეგიულ მნიშვნელობაზე.
06 ივნისი 2026, 11:34
პოლიტიკა
მარჩინ როსოლოვსკი: საქართველო არის ქვეყანა, რომლის ტერიტორიის ნაწილი რუსეთის ოკუპაციის ქვეშ იმყოფება. ასეთ ვითარებაში სიფრთხილე აუცილებელი არ არის ღალატს ნიშნავდეს - ის, შესაძლოა, უბრალოდ თვითგადარჩენის ინსტინქტი იყოს
სტაშიჩის ინსტიტუტის ფონდის საბჭოს წევრი მარჩინ როსოლოვსკი თავის სტატიაში ყურადღებას ამახვილებს „პრორუსული საქართველოს მითზე“. ის ხაზს უსვამს, რომ საქართველოს ტერიტორიები ოკუპირებულია რუსეთის მიერ და საზოგადოებას კარგად ახსოვს 2008 წლის აგვისტოს ომი. შესაბამისად, ავტორი ამბობს, რომ საქართველოს მხრიდან სიფრთხილის გამოჩენა და „მრავალვექტორული“ პოლიტიკა არა ღალატი, არამედ გადარჩენის ინსტინქტია.
06 ივნისი 2026, 11:24
რეგიონი
გარემოს დაცვის საერთაშორისო დღესთან დაკავშირებით, მყარი ნარჩენების მართვის კომპანიის თანამშრომლებმა კასპში მდებარე ნაგავსაყრელის მიმდებარე ტერიტორია დაასუფთავეს
აქციაში მონაწილეობა მყარი ნარჩენების მართვის კომპანიის დირექტორმა მიხეილ გოგოლიძემ, კომპანიის თანამშრომლებმა, კასპის მუნიციპალიტეტის მერმა ვახტანგ მაისურაძემ და მუნიციპალიტეტის წარმომადგენლებმა მიიღეს.
06 ივნისი 2026, 11:23
პოლიტიკა
მარჩინ როსოლოვსკი: ყველაზე თვალშისაცემი ორმაგი სტანდარტია. უკრაინის შემთხვევაში თითქმის ყველაფერი აიხსნება ომით, პოლონეთმა უნდა აიტანოს შეურაცხყოფები, ზედმეტად ხმამაღლა არ დაიცვას საკუთარი ინტერესები. საქართველოს შემთხვევაში ეს მოთმინება მოულოდნელად ქრება და ცივი ანალიზის ნაცვლად ჩნდება მორალისტური ტონი
მარჩინ როსოლოვსკი, სტაშიჩის ინსტიტუტის ფონდის საბჭოს წევრი სტატიას აქვეყნებს, რომელშიც ერთი თავი ეთმობა საკითხს „თავმდაბლობა უკრაინის მიმართ, სიმკაცრე საქართველოს მიმართ“.
06 ივნისი 2026, 11:22
საზოგადოება
გივი მიქანაძემ ჩინეთის სახალხო რესპუბლიკის განათლების მინისტრის მოადგილესთან ერთობლივი პროექტების განხორციელების საკითხები განიხილა
საქართველოს განათლების, მეცნიერებისა და ახალგაზრდობის მინისტრმა გივი მიქანაძემ ჩინეთის სახალხო რესპუბლიკის განათლების მინისტრის მოადგილე ჟენ იოუცუნთან შეხვედრა გამართა.
06 ივნისი 2026, 11:15
კულტურა
საქართველოს კულტურის სამინისტროსა და სსიპ შემოქმედებითი საქართველოს მხარდაჭერით გამოცემული ჟურნალის „შემოქმედებითი საქართველო“ პირველი ნომრის წარდგენა გაიმართა
საქართველოს მწერალთა სახლში გამართულ პრეზენტაციაზე, ჟურნალის სარედაქციო ჯგუფმა მოწვეულ სტუმრებს ჟურნალის პირველი, ორენოვანი ნომერი წარუდგინა და გამოცემის კონცეფციასა და სამომავლო გეგმებზე ისაუბრა. ღონისძიებას საქართველოს კულტურის მინისტრი, თინათინ რუხაძე, აღმასრულებელი და საკანონმდებლო ხელისუფლების წევრები, თბილისის საკრებულოს თავმჯდომარე და მოადგილე, საქართველოს პრეზიდენტის მეუღლე, თამარ ბაგრატიონი, სსიპ შემოქმედებითი საქართველოს ხელმძღვანელი, რუსუდან ჭუმბურიძე, კულტურის სხვადასხვა სფეროს წარმომადგენლები და მოწვეული სტუმრები ესწრებოდნენ.
06 ივნისი 2026, 11:15
პოლიტიკა
მარჩინ როსოლოვსკი: როდესაც კიევი მოთმინებასა და რთული საკითხების მიჩქმალვას მოითხოვს, ჩვენ პასუხისმგებლობისკენ მოწოდებებს ვისმენთ. ხოლო როდესაც იმავე სიფრთხილეს საქართველო საჭიროებს, ვარშავა დასავლურ ბრალდებებს იმეორებს, არადა, საქართველო არც გადასაჭრელი პრობლემაა და არც სხვის თამაშში გამოყენებული პაიკი
კიევის მიმართ რბილი, თბილისის მიმართ მკაცრი. სად გაქრა პოლონეთის სახელმწიფოებრივი ინტერესი? ამ სათაურით აქვეყნებს სტატიას მარჩინ როსოლოვსკი, სტაშიჩის ინსტიტუტის ფონდის საბჭოს წევრი.


