10 ივნისი 2026, 14:06 / სანდო წყარო

შემუშავდა თბილისის სატრანსპორტო მაკრო მოდელი, რომელიც ურბანული დაგეგმარების მიდგომას ცვლის

დედაქალაქის ისტორიაში პირველად, უცხოელ პარტნიორებთან ერთად, თბილისის სატრანსპორტო მაკრო მოდელი შემუშავდა, - განაცხადა თბილისის მერმა კახა კალაძემ მუნიციპალიტეტის მთავრობის დღევანდელ სხდომაზე.

მისივე განმარტებით,აღნიშნული სიახლით მთლიანად იცვლება ურბანული დაგეგმარების მიდგომა, რადგან აქამდე რა მოდელიც გამოიყენებოდა, იმასთან შედარებით, სრულყოფილი სტრატეგიული მოდელია.

„ეს არის ქალაქის საგზაო და მობილობის სისტემის ზუსტი ვირტუალური ანალოგი, რომელიც ციფრულ სივრცეში აერთიანებს ყველა ქუჩას, საზოგადოებრივი ტრანსპორტის მარშრუტებს, მოსახლეობის გადაადგილების რეალურ ნაკადებს. სანამ კონკრეტული პროექტი დაიგეგმება, წინასწარ შეგვიძლია დიდ სურათში, მასშტაბურად დავინახოთ, თუ როგორ იმოქმედებს ქალაქის ერთ წერტილში განსახორციელებელი ცვლილება მთლიან სატრანსპორტო ქსელზე“, - განაცხადა კახა კალაძემ.

მისივე თქმით, აქამდე ნებისმიერი საგზაო-სატრანსპორტო იდეა წინასწარ მუშავდებოდა მიკრო მოდელირების თანამედროვე პროგრამაში და ახლა უკვე მაკრო მოდელშიც შესაძლებელია დატესტვა.

„ჩვენ შეგვიძლია ვირტუალურად გამოვცადოთ ნებისმიერი იდეა და მხოლოდ ამის შემდეგ დაიგეგმება შესაბამისი სამუშაოები. მაკრო მოდელირება წინასწარ გვიჩვენებს, რა გავლენას მოახდენს მოძრაობაზე ახალი ავტობუსის ზოლის დახაზვა, ქუჩაზე ცალმხრივი მოძრაობის დაწესება, მიმართულების შეცვლა თუ ახალი საგზაო კავშირის დამატება“, - აღნიშნა კახა კალაძემ.

ყველა სიახლე

დავით მათიკაშვილი

11 ივლისი 2026, 14:50

პოლიტიკა

დავით მათიკაშვილი: კარგად დავინახეთ, რაც 4 ოქტომბერს ჩაიდინეს რადიკალებმა - აქტიური ღონისძიებების შედეგად ეს ყველაფერი იყო აღკვეთილი და კიდევ ერთი პირია მიცემული პასუხისგებაში

რადიკალები აქტიურად გამოიყენებდნენ, სავარაუდოდ, ცეცხლსასროლ იარაღსაც, თუკი ამისი საშუალება მათ მიეცემოდათ, მაგრამ აქტიური ღონისძიებების შედეგად ეს ყველაფერი იყო აღკვეთილი, - განაცხადა საპროცედურო საკითხთა და წესების საპარლამენტო კომიტეტის თავმჯდომარემ, დავით მათიკაშვილმა დივერსიული აქტების მოწყობის მიზნით, დიდი ოდენობით იარაღის და ასაფეთქებელი მოწყობილობების შეძენა-შენახვისთვის ძებნილი ბექა ჭულუხაძის დაკავების ფაქტის კომენტირებისას.

11 ივლისი 2026, 14:26

სამართალი

ბექა ჭულუხაძის ადვოკატი გაიოზ ჩარკვიანი: იგი თავს უდანაშაულოდ ცნობს. გავივლი კონსულტაციას ჩემი დაცვის ქვეშ მყოფთან, დავგეგმავთ სამოქმედო გეგმას და იმის მიხედვით ვიმოქმედებთ

დივერსიული აქტების მოწყობის მიზნით, დიდი ოდენობით იარაღისა და ასაფეთქებელი მოწყობილობების შეძენა-შენახვისთვის ძებნილი ბექა ჭულუხაძე საპატიმრო დაწესებულებაშია გადაყვანილი. უფლებადამცველს იგი ჯერ არ მოუნახულებია.

პაველ ჰერჩინსკი

11 ივლისი 2026, 14:19

პოლიტიკა

პაველ ჰერჩინსკი ალეკო ელისაშვილის განაჩენზე: რაც შეეხება განაჩენს, ეს არის სასამართლო სისტემის პრეროგატივა და მე არ ვარ უფლებამოსილი, ამ საკითხზე კომენტარი გავაკეთო

რაც შეეხება განაჩენს, ეს არის სასამართლო სისტემის პრეროგატივა და მე არ ვარ უფლებამოსილი, ამ საკითხზე კომენტარი გავაკეთო, - განაცხადა საქართველოში ევროკავშირის ელჩმა პაველ ჰერჩინსკიმ მედიასთან ალეკო ელისაშვილის განაჩენთან დაკავშირებით.

11 ივლისი 2026, 14:18

მსოფლიო

Euronews: ევროპარლამენტმა Chat Control 1.0 „უკანა კარის“ გავლით მიიღო

ევროპარლამენტმა Chat Control 1.0, ანუ პირადი მიმოწერების მასობრივი სკანირების მოქმედების ვადის გახანგრძლივებას მხარი დაუჭირა. ინფორმაციას Euronews-ი ავრცელებს.

11 ივლისი 2026, 14:10

თავდაცვა

დაჭრილი მებრძოლების კვირეული გრძელდება

საქართველოს თავდაცვის სამინისტროში მიმდინარეობს დაჭრილი მებრძოლების დღისადმი მიძღვნილი კვირეული, რომელიც სპორტული შეჯიბრებებით არის დატვირთული.

11 ივლისი 2026, 14:02

რეგიონი

რუსთავში დღეს „ოქსიგენ ფესტი - 2026“ იხსნება

რუსთავის მერიის ინფორმაციით, ფესტივალზე დასწრება თავისუფალია და მისი სტუმრებისთვის, საფესტივალო კარი, 11 ივნისს, 19:00 საათიდან, გაიხსნება.

ვახტანგ ცაგარელი
მიხეილ სარჯველაძე

11 ივლისი 2026, 13:59

საზოგადოება

ქუთაისის საერთაშორისო უნივერსიტეტის (KIU) სტუდენტები ჯანდაცვის სამინისტროსთან გაფორმებული მემორანდუმის ფარგლებში პროფესიულ და პრაქტიკულ გამოცდილებას ჯანდაცვის სისტემაში მიიღებენ

ქუთაისის საერთაშორისო უნივერსიტეტის (KIU) სტუდენტები ჯანდაცვის სამინისტროსთან გაფორმებული მემორანდუმის ფარგლებში პროფესიულ და პრაქტიკულ გამოცდილებას ჯანდაცვის სისტემაში მიიღებენ. როგორც KIU-ს ინფორმაციაშია აღნიშნული, ქუთაისის საერთაშორისო უნივერსიტეტსა (KIU) და საქართველოს ოკუპირებული ტერიტორიებიდან დევნილთა, შრომის, ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის სამინისტროს შორის ურთიერთთანამშრომლობის მემორანდუმი გაფორმდა.

11 ივლისი 2026, 13:52

მსოფლიო

რუმინეთმა შავ ზღვაში ხუთი საზღვაო დრონი გაანადგურა

რუმინეთის თავდაცვის მინისტრის მოვალეობის შემსრულებლის რადუ მირუცეს განცხადებით, ბოლო პერიოდში ქვეყნის შეიარაღებულმა ძალებმა შავ ზღვაში ხუთი საზღვაო დრონი აღმოაჩინეს და გაანადგურეს. ინფორმაციას რუმინული მედია ავრცელებს.

11 ივლისი 2026, 13:48

რეგიონი

ბათუმის მერია ბუნებრივი აირის მიწოდების შეზღუდვასთან დაკავშირებით განცხადებას ავრცელებს

„ნადიმ ნიჟარაძის ქუჩაზე ხიდის სარეაბილიტაციო სამუშაოების ფარგლებში, 13 ივლისიდან 17 ივლისამდე , ბუნებრივი აირის მიწოდება დროებით შეიზღუდება ე.წ. ბონი-გოროდოკის, ურეხისა და ჭაობის დასახლების ნაწილში. შეზღუდვა გამოწვეულია ხიდის მიმდებარედ არსებული 500-მილიმეტრიანი მაგისტრალური გაზსადენის გადატანის საჭიროებით, რაც აუცილებელია ხიდის სარეაბილიტაციო სამუშაოების უსაფრთხოდ და შეუფერხებლად განხორციელებისთვის.

11 ივლისი 2026, 13:28

მსოფლიო

Reuters: უკრაინის თავდასხმების შემდეგ რუსეთმა დონ-აზოვის არხზე გემების მოძრაობა დროებით შეაჩერა

რუსეთმა დროებით შეაჩერა გემების მოძრაობა დონ-აზოვის არხზე, რომელიც მდინარე დონს აზოვის ზღვასთან აკავშირებს. ინფორმაციას Reuters-ი მარცვლეულის ექსპორტის სექტორის სამ წყაროზე დაყრდნობით ავრცელებს.

11 ივლისი 2026, 13:06

ჯანდაცვა

ჯანდაცვის სამინისტროსა და ქუთაისის საერთაშორისო უნივერსიტეტს (KIU) შორის ურთიერთთანამშრომლობის მემორანდუმი გაფორმდა

ჯანდაცვის სამინისტროსა და ქუთაისის საერთაშორისო უნივერსიტეტს (KIU) შორის ურთიერთთანამშრომლობის მემორანდუმი გაფორმდა, რომლის მიზანიც გრძელვადიანი თანამშრომლობა და ფსიქოლოგიის საბაკალავრო პროგრამის სტუდენტებისთვის, სხვადასხვა მიმართულებით, პრაქტიკის გავლის შესაძლებლობების შექმნაა.

დონალდ ტრამპი ჯეი დი ვენსი

11 ივლისი 2026, 12:59

მსოფლიო

AXIOS: აშშ ირანს შაბათამდე ვადას აძლევს, საჯაროდ განაცხადოს, რომ ჰორმუზის სრუტეში თავდასხმებს შეწყვეტს

აშშ-ის პრეზიდენტის დონალდ ტრამპის ადმინისტრაცია ირანისგან მოითხოვს, საჯაროდ დაადასტუროს, რომ ჰორმუზის სრუტე ღიაა და აიღოს ვალდებულება კომერციულ გემებზე თავდასხმები შეწყვიტოს. ინფორმაციას AXIOS-ი ავრცელებს.

ცოტნე ანანიძე

11 ივლისი 2026, 12:50

პოლიტიკა

ცოტნე ანანიძე „ტვ პირველს“: ნებისმიერი ღონისძიების დასრულებისთანავე, პრემიერი საათობით პასუხობს ყველა კითხვას. ამასთან, უპრეცედენტოდ მონაწილეობს დებატებში ოპონენტების პირისპირ. ამ ყველაფრის დამალვას ვერ შეძლებთ

აჭარის ავტონომიური რესპუბლიკის უმაღლესი საბჭოს თავმჯდომარე, ცოტნე ანანიძე „ტვ პირველის“ ჟურნალისტ მაკა ჩიხლაძის განცხადებაზე, რომ „დიქტატურის ნიშანია, როდესაც ჟურნალისტს კითხვების დასმის საშუალება აღარ ეძლევა“, აცხადებს, რომ ნებისმიერი ღონისძიების დასრულებისთანავე, პრემიერი საათობით პასუხობს ყველა კითხვას.

11 ივლისი 2026, 12:31

მსოფლიო

ვენესუელაში მიწისძვრების შედეგად დაღუპულთა რიცხვმა 4 000-ს გადააჭარბა

ვენესუელაში მომხდარი ორი ძლიერი მიწისძვრის შედეგად დაღუპულთა რაოდენობამ 4 000-ს გადააჭარბა. ინფორმაციას The Guardian-ი ქვეყნის მთავრობაზე დაყრდნობით ავრცელებს.

ლიზა გეგეჭკორი

11 ივლისი 2026, 12:27

პოლიტიკა

ლიზა გეგეჭკორი: დასავლეთში პოლიციელზე ხელის აწევა და სახელმწიფო შენობაზე თავდასხმა ადგილზე ლიკვიდაციით ისჯება, ჩვენთან 13 წელი მიუსაჯეს ალეკო ელისაშვილს და ესენი კიდევ აღშფოთებას ვერ მალავენ - ეს არის თქვენი რეალური სახე, მზად ხართ, ტერორისტებიც კი გმირებად შერაცხოთ, ოღონდ სახელმწიფო დააზიანოთ

წარმოიდგინეთ აბსურდის და ორმაგი სტანდარტების ის მასშტაბი, რაშიც დღეს ე.წ. „პროევროპული“ ოპოზიცია და მათი ბაბლი გვაცხოვრებენ, უფრო სწორად, უნდათ რომ გვაცხოვრონ,- წერს ტელეწამყვანი, ლიზა გეგეჭკორი, ალეკო ელისაშვილის სასჯელთან დაკავშირებით ოპოზიციაში შექმნილ აჟიოტაჟზე.

11 ივლისი 2026, 12:24

საზოგადოება

გივი მიქანაძემ პარიზში UNESCO-ს გენერალური დირექტორის მოწვევით „განათლების ტრანსფორმაციის სამიტში“ მიიღო მონაწილეობა

საქართველოს განათლების, მეცნიერებისა და ახალგაზრდობის მინისტრმა გივი მიქანაძემ, UNESCO-ს გენერალური დირექტორის მოწვევით, მონაწილეობა მიიღო „განათლების ტრანსფორმაციის სამიტში“, რომელიც პარიზში, UNESCO-ს სათავო ოფისში გაიმართა.

11 ივლისი 2026, 12:20

რეგიონი

აჭარის მთავრობის თავმჯდომარე ზურაბ პატარაძე ქობულეთის მუნიციპალიტეტში მიმდინარე ინფრასტრუქტურულ პროექტებს გაეცნო

აჭარის მთავრობის თავმჯდომარე ზურაბ პატარაძე უმაღლესი საბჭოს თავმჯდომარე ცოტნე ანანიძესთან, ქობულეთის მერთან ირაკლი ცეცხლაძესთან და ქობულეთის დელეგატთან საქართველოს პარლამენტში, გია ჭყონიასთან ერთად, მუნიციპალიტეტში მიმდინარე ინფრასტრუქტურულ პროექტებს გაეცნო.

11 ივლისი 2026, 12:11

საზოგადოება

სამგორის რაიონს კიდევ ერთი რეკრეაციული სივრცე შეემატება

სამგორის რაიონს კიდევ ერთი რეკრეაციული სივრცე შეემატება. თბილისის მერიის ინფორმაციით, სამუშაოები ორხევის დასახლებაში, თენგიზ ჩანტლაძის ჩიხის N2ა-ს მიმდებარედ, უკანონო შემოღობების დემონტაჟის შემდეგ, 2 600 კვ.მ ფართობზე ტარდება.

11 ივლისი 2026, 12:08

კულტურა

ბათუმში შავი ზღვის მე-19 ჯაზფესტივალი დაიწყო

ბათუმში შავი ზღვის რიგით მე-19 ჯაზფესტივალი დაიწყო, რომელიც ჯაზის ლეგენდის, მაილს დევისის დაბადებიდან 100 წლის იუბილეს ეძღვნება და მსოფლიო დონის მუსიკოსებს აერთიანებს.

11 ივლისი 2026, 12:03

საზოგადოება

თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტში ლევან ალექსიძის 100 წლის იუბილესადმი მიძღვნილი ღონისძიება გაიმართა

თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტში ღვაწლმოსილი მეცნიერის, დიპლომატისა და საერთაშორისო სამართლის ქართული სკოლის დამაარსებლის, ლევან ალექსიძის 100 წლის იუბილესადმი მიძღვნილი ღონისძიება გაიმართა.