კახა კალაძე: დღეს, უბრალოდ, ხელს კი არ ვაწერთ ხელშეკრულებას, არამედ ვიწყებთ ტრამვაის ხაზის პროექტს, რომელმაც თბილისის სატრანსპორტო ისტორიაში ახალი ფურცელი უნდა დაწეროს
ფოტო: თბილისის მერია
დედაქალაქის საკრებულოში ტრამვაის ხაზის პროექტირება-მშენებლობის ხელშეკრულება ოფიციალურად გაფორმდა.
თბილისის სატრანსპორტო კომპანიის მხრიდან გენერალურმა დირექტორმა გიორგი შარკოვმა, ხოლო ერთობლივ საწარმო EYE-ს (Emre Ray + Yüksel + Erk) მხრიდან ჰალიტ ემრე ილმაზმა მოაწერეს ხელი.
ღონისძიებას დედაქალაქის მერი კახა კალაძე, საკრებულოს თავმჯდომარე ზურაბ აბაშიძე, ვიცე-მერი გიორგი ტყემალაძე, თურქეთის ელჩი საქართველოში მუსტაფა თურქერ არი და სხვა მოწვეული სტუმრები ესწრებოდნენ.
კახა კალაძემ დამსწრე საზოგადოების წინაშე სიტყვით გამოსვლისას, პირველ რიგში, მადლობა გადაუხადა პოლიტიკურ გუნდს - „ქართული ოცნება-დემოკრატიულ საქართველოს“ და პრემიერ-მინისტრ ირაკლი კობახიძეს ტრამვაის პროექტის განხორციელების საქმეში მხარდაჭერისა და თანადგომისთვის.
„დღეს მართლაც გამორჩეული დღეა. მახსოვს, ტრამვაის მშენებლობის შესახებ პირველი განცხადება რომ გავაკეთე, რამხელა გამოხმაურება მოჰყვა მას საზოგადოებაში. იყო დიდი სიხარული, მაგრამ იყო სრულიად ბუნებრივი კითხვაც: „როდის იქცევა ეს იდეა რეალობად?“.
დღეს სწორედ ამ კითხვას ვცემთ პასუხს და იდეიდან კონკრეტულ საქმეზე გადავდივართ. ეს ჩემთვის და ჩემი თანაგუნდელებისთვის განსაკუთრებულად მნიშვნელოვანია, რადგან დიდი ინფრასტრუქტურული პროექტები ერთი განცხადებით არ კეთდება. მას სჭირდება დაგეგმვა, ფინანსური რესურსი, პროფესიონალების ჩართულობა და რაც მთავარია, პოლიტიკური ნება, რომ დაწყებული საქმე ბოლომდე მივიდეს“, - განაცხადა თბილისის მერმა.
მისივე თქმით, ტრამვაის დაბრუნებით დედაქალაქისთვის მომავლის სატრანსპორტო სისტემა შეიქმნება.
„ტრამვაის დაბრუნებას თბილისისთვის სიმბოლური მნიშვნელობა აქვს. ეს არის იმ ქალაქური კულტურის დაბრუნება, რომელიც ჩვენი უფროსი თაობის ყოველდღიურობის ნაწილი იყო, თუმცა ჩვენ წარსულში დაბრუნებას არ ვაპირებთ. ჩვენ ვაბრუნებთ ტრამვაის იმისთვის, რომ თბილისს მომავლის სატრანსპორტო სისტემა შევუქმნათ.
ჩვენი სატრანსპორტო პოლიტიკა, რომლის გატარებაც 2017 წლიდან დავიწყეთ, სწორედ ამ მიზანს ემსახურება - ქალაქში გადაადგილება იყოს უფრო სწრაფი, კომფორტული, უსაფრთხო და ყველასთვის ხელმისაწვდომი, როგორც ფეხით მოსიარულეთათვის, ასევე საზოგადოებრივი ტრანსპორტის მგზავრებისთვის, ეკოტრანსპორტით მოსარგებლეთათვის და ავტომძღოლებისთვის.
ჩვენ გვინდა საზოგადოებრივი ტრანსპორტი ადამიანმა აირჩიოს არა იმიტომ, რომ სხვა გზა არ აქვს, არამედ იმიტომ, რომ კომფორტული და საიმედოა. ტრამვაი ამ სისტემის კიდევ ერთი უმნიშვნელოვანესი ნაწილი გახდება“, - აღნიშნა თბილისის მერმა.
რაც შეეხება უშუალოდ პროექტს, კახა კალაძის განცხადებით, პროექტი შედგება სამი ეტაპისგან და მოიცავს კონცეპტუალური პროექტის მომზადებას, დეტალური პროექტის მომზადებასა და სამშენებლო სამუშაოებს.
მისივე თქმით, სამივე ეტაპის ჯამური ვადა არის 36 თვე. ხოლო ყველა თანმდევი პროცედურის გათვალისწინებით, პროექტის დასრულება დაგეგმილია შემდგომი ოთხი წლის განმავლობაში.
„რასაკვირველია, ტრამვაის ერთი ხაზი დედაქალაქის სატრანსპორტო პრობლემებს ვერ მოაგვარებს და ამის თქმას არც ვაპირებთ, მაგრამ დიდი ცვლილებები ყოველთვის პირველი ნაბიჯით იწყება. გვინდა, რომ ეს ხაზი გახდეს თანამედროვე ტრამვაის ქსელის განვითარების დასაწყისი და თბილისის სატრანსპორტო სისტემის ახალი ეტაპი.
წინ რთული სამუშაო პროცესი გველოდება. ასეთი მასშტაბის პროექტს თან ახლავს გარკვეული დისკომფორტი. ამიტომ მინდა თბილისელებს ვუთხრა, რომ ყველა ეტაპზე მაქსიმალურად ღია ვიქნებით პირადად მეც და ჩემი თანაგუნდელებიც და წინასწარ მოგაწვდით ინფორმაციას, როგორც სამუშაოების, ასევე სატრანსპორტო მოძრაობის ცვლილებების შესახებ. ყველაფერს გავაკეთებთ იმისთვის, რომ დისკომფორტი მაქსიმალურად შევამციროთ. როდესაც ქალაქი მომავალს აშენებს, ზოგჯერ დროებითი დისკომფორტის გავლაც გვიწევს. მთავარი ის არის, რა რჩება ამ პროცესის დასრულების შემდეგ.
დღეს ჩვენ ხელს ვაწერთ არა უბრალოდ ხელშეკრულებას, არამედ ვიწყებთ პროექტს, რომელმაც თბილისის სატრანსპორტო ისტორიაში ახალი ფურცელი უნდა დაწეროს.
მინდა წარმატებები ვუსურვო თურქულ კომპანიას, ჩვენს სატრანსპორტო კომპანიას და ყველა იმ ადამიანს, რომელიც მონაწილეობას მიიღებს ამ მასშტაბური პროექტის განხორციელებაში“, - აღნიშნა კახა კალაძემ.
ტრამვაის ხაზი დაიწყება დიდი დიღმის მე-3 და მე-4 მიკრორაიონების შერწყმის მიმდებარე ტერიტორიიდან, რომელიც დავით აღმაშენებლის ხეივნის და დიღმის მასივის გავლით დაუკავშირდება მეტროსადგურ „დიდუბის“ მიმდებარე ტერიტორიას. ტრამვაის ხაზის დანიშნულება იქნება დიდი დიღმის დასახლების მიბმა მეტროპოლიტენის ხაზთან და ამით ქალაქის ცენტრთან სწრაფი დაკავშირება.
ტრამვაის ხაზის საორიენტაციო სიგრძედ განისაზღვრა 7.5 კმ, სადაც 11 გაჩერება იქნება.
პროექტის ბიუჯეტი 287 654 321 ლარს შეადგენს.
ყველა სიახლე
07 სექტემბერი 2026, 13:39
პოლიტიკა
საქართველოს პრემიერ-მინისტრი ირაკლი კობახიძე Columbia Group-ის პრეზიდენტს და აღმასრულებელ დირექტორს, ანდრეას ჰაჯიპეტრუს შეხვდა
საქართველოს პრემიერ-მინისტრი ირაკლი კობახიძე Columbia Group-ის პრეზიდენტს და აღმასრულებელ დირექტორს, ანდრეას ჰაჯიპეტრუს შეხვდა. ინფორმაციას მთავრობის ადმინისტრაციის პრესსამსახური ავრცელებს.
07 სექტემბერი 2026, 13:39
მსოფლიო
ინდონეზიაში ვულკანის ამოფრქვევის გამო 2 ათასზე მეტი ავიარეისი გადაიდო
ინდონეზიაში ვულკანის ამოფრქვევის გამო აეროპორტების მუშაობა უკვე მეორე დღეა შეჩერებულია. გაუქმდა 2 000-ზე მეტი რეისი, რის შედეგადაც 270 000-მდე მგზავრი დაზარალდა.
07 სექტემბერი 2026, 13:35
პოლიტიკა
პრემიერ-მინისტრი ირაკლი კობახიძე საერთაშორისო საზღვაო ორგანიზაციის გენერალურ მდივანს, არსენიო დომინგესს შეხვდა
საქართველოს პრემიერ-მინისტრი ირაკლი კობახიძე საერთაშორისო საზღვაო ორგანიზაციის გენერალურ მდივანს, არსენიო დომინგესს შეხვდა.
07 სექტემბერი 2026, 13:34
საზოგადოება
გამოიყენე მეორე შანსი - ისწავლე Skillwill-ში სახელმწიფოს სრული დაფინანსებით
Skillwill აბიტურიენტებს შესაძლებლობას აძლევს, 100%-იანი სახელმწიფო დაფინანსებით დაეუფლონ თანამედროვე და მოთხოვნად პროფესიებს,11-დან 18 თვემდე პერიოდში მიიღონ პრაქტიკული ცოდნა და პროფესიული განათლების დიპლომი.
07 სექტემბერი 2026, 13:28
პოლიტიკა
კახა კალაძე: პოლიტიკურ სპეკულაციებში შესვლას არ ვაპირებ, ირაკლი კობახიძე შემართებით, პროფესიონალიზმით და პატიოსნებით ღირსეულად უძღვება თავის საქმეს
გული მწყდება, უყურებდე ყოფილ თანაგუნდელს იმ მდგომარეობაში, რომელშიც თავი ჩაიგდო თავისი ქმედებებით და განცხადებებით, - განაცხადა თბილისის მერმა კახა კალაძემ მედიასთან.
07 სექტემბერი 2026, 13:19
პოლიტიკა
კახა კალაძე დავით გარეჯის შესახებ ბრალდებებზე: აღნიშნულ საკითხს სერიოზულად არ უნდა შევხედოთ - სპეკულაციებია ხელისუფლების დაზიანების მიზნით
დედაქალაქის მერი კახა კალაძე მიიჩნევს, რომ ბოლო დროს დავით გარეჯთან დაკავშირებით გავრცელებული ბრალდებები ეს არის სპეკულაციები საქართველოს ხელისუფლებისთვის ზინის მიყენების მიზნით.
07 სექტემბერი 2026, 13:12
პოლიტიკა
კახა კალაძე: „დიფ სთეითი“ ცდილობს ბინძური ხერხებით დაამარცხოს კონკრეტული პოლიტიკური პარტიები, როდესაც ხედავს, რომ მათი წარმომადგენლები ქვეყანაში ვერ იმარჯვებენ
„დიფ სთეითი“ თანამედროვე მსოფლიოსთვის დიდ საფრთხეს წარმოადგენს, - ასე გამოეხმაურა თბილისის მერი კახა კალაძე მედიასთან პარტიის „ალტერნატივა გერმანიისთვის“ შესაძლო აკრძალვას.
07 სექტემბერი 2026, 12:52
პოლიტიკა
ირაკლი კობახიძე: მას შემდეგ, რაც დავიკავე პრემიერ-მინისტრის თანამდებობა, იყო ძალიან მკაფიო მინიშნება ბატონი ბიძინა ივანიშვილისგან, კორუფციასთან დაკავშირებით. წელიწადი და 5 თვე დამჭირდა გუნდთან ერთად, ბიძინა ივანიშვილის ხელმძღვანელობით, რომ აღმოგვეფხვრა მართვის სისტემასთან დაკავშირებული პრობლემები
წელიწადი და 5 თვე დაგვჭირდა გუნდს იმისათვის, რომ ბატონი ბიძინა ივანიშვილის მითითებით, ჩვენ მთლიანად გაგვეთავისუფლებინა სისტემა პრინციპული პრობლემებისგან, - ამის შესახებ საქართველოს პრემიერ-მინისტრმა ირაკლი კობახიძემ ჟურნალისტებს განუცხადა.
07 სექტემბერი 2026, 12:47
თემა
ულტრა მემარჯვენეებმა საქსონია-ანჰალტის არჩევნებში გადამწყვეტი გამარჯვება მოიპოვეს
გერმანიაში, საქსონია-ანჰალტში ჩატარებულმა არჩევნებმა პარტიას ალტერნატივა გერმანიისთვის (Alternative fr Deutschland -AfD) მოუტანა გამარჯვება, თუმცა სიცხადე - ვერ. პარტიებს შორის განხეთქილებისა და აშკარა უმრავლესობის არარსებობის გამო, მმართველი კოალიციის ფორმირება, შესაძლოა, უკიდურესად რთულ პოლიტიკურ თავსატეხად იქცეს.
07 სექტემბერი 2026, 12:29
პოლიტიკა
პრემიერი: მიმდინარე წლის პირველ 7 თვეში, გასულ წელთან შედარებით, 24 %-ით არის გაზრდილი ტვირთბრუნვა ჩვენს ნავსადგურებში, რაც ჩვენი პოლიტიკის ეფექტიანობაზე მეტყველებს, მაქსიმალურად ვზრუნავთ შესაბამისი კავშირების გაძლიერებაზე, დაგეგმილია 7 მლრდ დოლარის ინვესტიციების განხორციელება საპორტო და სხვა ინფრასტრუქტურაში
გასულ წელთან შედარებით, მიმდინარე წლის პირველ 7 თვეში 24 %-ით არის გაზრდილი ტვირთბრუნვა ჩვენს ნავსადგურებში. შესაბამისად, ეს ყველაფერი მეტყველებს ჩვენი პოლიტიკის ეფექტიანობაზე, ჩვენ მაქსიმალურად ვზრუნავთ შესაბამისი კავშირების გაძლიერებაზე, - განაცხადა პრემიერ-მინისტრმა ირაკლი კობახიძემ ჟურნალისტებთან ბათუმში.
07 სექტემბერი 2026, 12:21
პოლიტიკა
დავით ჩიხელიძე: თუ ეს ორი ნარატივი ერთმანეთთან მჭიდროდ იქნება დაკავშირებული, საზოგადოებისთვის AfD-ის წინააღმდეგ მკაცრი ნაბიჯების გამართლება გაცილებით მარტივი გახდება- რუსეთი არის საფრთხე, AfD კი ძალა, რომელიც ამ საფრთხესთან კავშირშია
გერმანიაში AfD-ის მზარდი მხარდაჭერა მოქმედი პოლიტიკური ელიტისთვის სულ უფრო სერიოზულ პრობლემად იქცევა. პარტია არ იზიარებს ლიბერალურ დღის წესრიგს, აკრიტიკებს მიგრაციის არსებულ პოლიტიკას, არ ეთანხმება უკრაინის მიმართ არსებულ, ლიბერალთა შედგენილ დღის წესრიგს, ასევე ეწინააღმდეგება ხელისუფლების რიგ სხვა გადაწყვეტილებებს. პარტიის რეიტინგი განსაკუთრებით თვალსაჩინო გახდა საქსონია-ანჰალტის არჩევნებში, სადაც AfD-მ დაახლოებით 45 პროცენტი მიიღო, - წერს ექსპერტი დავით ჩიხელიძე სოციალურ ქსელში.
07 სექტემბერი 2026, 12:20
პოლიტიკა
ირაკლი კობახიძე: საერთაშორისო რეზერვების ზრდა არის სწორი ფისკალური და ეკონომიკური პოლიტიკის შედეგი - 600 მილიონ დოლარზე მეტით გაზარდა მხოლოდ გასული თვის განმავლობაში სავალუტო რეზერვები ეროვნულმა ბანკმა და ისტორიულ მაქსიმუმზეა დღეს - 8 მილიარდ დოლარს გადააჭარბა ჩვენმა საერთო სავალუტო რეზერვებმა
პრემიერის თქმით, მხოლოდ გასული თვის განმავლობაში სავალუტო რეზერვები ეროვნულმა ბანკმა 600 მილიონ დოლარზე მეტით გაზარდა და ისტორიულ მაქსიმუმზეა. მთავრობის მეთაურის განცხადებით, 8 მილიარდ დოლარს გადააჭარბა საერთო სავალუტო რეზერვებმა.
07 სექტემბერი 2026, 12:19
პოლიტიკა
ირაკლი კობახიძე: იმედი გვაქვს, საბოლოო ჯამში, ევროპა მაინც მოახერხებს სუვერენიტეტის აღდგენას და სწორ რელსებზე დაბრუნებას, რაც არის ჩვენი ქვეყნისთვის სასიცოცხლოდ მნიშვნელოვანი
იმედი გვაქვს, რომ საბოლოო ჯამში ევროპა მაინც მოახერხებს სუვერენიტეტის აღდგენას და სწორ რელსებზე დაბრუნებას, რაც არის ჩვენი ქვეყნისთვის სასიცოცხლოდ მნიშვნელოვანი, - განაცხადა საქართველოს პრემიერ-მინისტრმა ირაკლი კობახიძემ ჟურნალისტებთან.
07 სექტემბერი 2026, 12:15
პოლიტიკა
არჩილ გორდულაძე დიტო ჩუბინიძისა და ლაზარე ჯორბენაძის საუბრის ჩანაწერზე: შინაარსში შესვლასაც კი ალბათ აზრი არ აქვს, რადგან ყველა ძალიან კარგად ხვდება და კარგად მოისმინა თუ როგორი ალოგიკური, ერთმანეთთან დაუკავშირებელი და აზრს მოკლებული იყო ის ე.წ ინტერვიუ, რაც გავრცელდა
შინაარსში შესვლასაც კი ალბათ აზრი არ აქვს, რადგან ყველა ძალიან კარგად ხვდება და კარგად მოისმინა, თუ როგორი ალოგიკური, ერთმანეთთან დაუკავშირებელი და აზრს მოკლებული იყო ის ე.წ ინტერვიუ, რომელიც გავრცელდა, - განაცხადა იურიდიულ საკითხთა საპარლამენტო კომიტეტის თავმჯდომარემ არჩილ გორდულაძემ დიტო ჩუბინიძისა და ლაზარე ჯორბენაძის საუბრის ჩანაწერის კომენტირებისას.
07 სექტემბერი 2026, 12:14
მსოფლიო
ირანი სპარსეთის ყურეში ახალი შეზღუდული ზონის შექმნას გეგმავს
„ახალი საერთაშორისო დერეფნის რუკები, რომელიც ირანისა და ომანის წყლებში მდებარეობს და რომელსაც ირანი მართავს, შეთანხმებულია და უახლოეს დღეებში ხელი უნდა მოეწეროს. ჩვენ ჰორმუზის სრუტის გახსნის ვალდებულებას მხოლოდ მაშინ ავიღებთ, როდესაც ისინი [ამერიკელები] შეწყვეტენ დივერსიებს, მუქარასა და თავდასხმებს ირანზე“, - დასძინა რეზაიმ.
07 სექტემბერი 2026, 12:10
პოლიტიკა
ირაკლი კობახიძე: გერმანიაში რთული მდგომარეობაა ეკონომიკური კუთხით, გასული სამი წლის განმავლობაში მთლიანობაში დაფიქსირდა რეცესია, ეს ყველაფერი აისახება მოსახლეობის განწყობაზე - ყველა ხედავს, რომ მთავრობას არ აქვს რესურსი სწორად მართოს პროცესები, მათ არ აქვთ საკმარისი სუვერენიტეტიც ამისათვის
გერმანიაში რთული მდგომარეობაა ეკონომიკური კუთხით, გასული სამი წლის განმავლობაში მთლიანობაში დადასტურდა რეცესია, ეს ყველაფერი აისახება მოსახლეობის განწყობაზე, - განუცხადა საქართველოს პრემიერ-მინისტრმა ირაკლი კობახიძემ ბათუმში ჟურნალისტებს.
07 სექტემბერი 2026, 12:08
პოლიტიკა
ირაკლი კობახიძე: ძალიან სამწუხარო და ტრაგიკული მოვლენაა, რომ ყოფილი პრემიერ-მინისტრი დავიდა კონკრეტული შავ-ბნელი გაზეთის ბლოგერის დონეზე
ძალიან სამწუხარო და ტრაგიკული მოვლენაა, რომ ყოფილი პრემიერ-მინისტრი დავიდა კონკრეტული შავ-ბნელი გაზეთის ბლოგერის დონეზე, - ამის შესახებ საქართველოს პრემიერ-მინისტრმა ირაკლი კობახიძემ ბათუმში ჟურნალისტებს განუცხადა.
07 სექტემბერი 2026, 12:06
პოლიტიკა
პრემიერი ოპოზიციაზე: მანამდე ისინი ქართველ ხალხს არ მოსწონდა, ახლა უკვე ერთმანეთიც აღარ მოსწონთ, ეს არის იდეალური მდგომარეობა იმ პოლიტიკურ ძალაში, რომელსაც აქამდე ფორმალურად ერქვა ოპოზიცია, სინამდვილეში კი ყოველთვის იყო უცხოური აგენტურა
იმდენად დასუსტებულია მთლიანად ოპოზიცია, რომ თავიდან ბოლომდე არიან გადასული ერთმანეთთან დაპირისპირებაზე, რაც ძალიან კარგია, ხალხი ხედავს ამ ყველაფერს, - განაცხადა პრემიერ-მინისტრმა ირაკლი კობახიძემ ჟურნალისტის კითხვის პასუხად, რომელიც ოპოზიციაში არსებულ ვითარებას შეეხებოდა.
07 სექტემბერი 2026, 12:00
ეკონომიკა
მარიამ ქვრივიშვილი: დღეს 21 000-ზე მეტი სერტიფიცირებული ქართველი მეზღვაური გვყავს, მაშინ, როცა 2012 წელს მათი რაოდენობა დაახლოებით 8 000 იყო. მათი წვლილი საქართველოს ეკონომიკაში დაახლოებით 1 მილიარდ ლარს შეადგენს - დღეს ქართველ მეზღვაურებს აღიარებს მსოფლიოს 75 წამყვანი საზღვაო დროშა, მათ შორის ევროკავშირი
საპორტო სექტორის მაჩვენებლები პიკურ ზღვარს აღწევს, თუმცა სანავსადგურე პროცესების ოპტიმიზაციისა და მართვის მოდელების გაუმჯობესების ფონზე, ნავსადგურები გაზრდილ ტვირთნაკადებს ეფექტიანად უმკლავდებიან, - აღნიშნა ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების მინისტრმა მარიამ ქვრივიშვილმა ბათუმში, საქართველოს საერთაშორისო საზღვაო ფორუმის გახსნაზე სიტყვით გამოსვლისას.


