12 ივნისი 2026, 09:35 / სანდო წყარო

რევაზ სოხაძე: 6000 კილომეტრზე მეტი გზიდან ახალი სახელმწიფო შპს მხოლოდ 105-კილომეტრიანი მონაკვეთის მოვლა-შენახვას უზრუნველყოფს

რევაზ სოხაძე

რევაზ სოხაძე

ინფრასტრუქტურის მინისტრმა რევაზ სოხაძემ საზოგადოებრივი მაუწყებლის გადაცემაში ,,ბიზნესპარტნიორი’’ ისაუბრა სამინისტროს ახალ ინიციატივაზე, რომელიც საფუძველს ქმნის საერთაშორისო და შიდასახელმწიფოებრივი მნიშვნელობის გზების მართვისა და მოვლა-შენახვის ახალი სისტემის დანერგვისთვის და ამ მიზნით სახელმწიფო კომპანიის შექმნას ითვალისწინებს.

მისი განცხადებით, ქვეყნის განვითარებისთვის აუცილებელია რეფორმების განხორციელება ყველა მიმართულებით, მათ შორის ინფრასტრუქტურის სექტორში, სადაც მთავრობა ბოლო პერიოდში აქტიურ და სისტემურ ნაბიჯებს დგამს.

„ჩვენი მთავარი მიზანია ინფრასტრუქტურის სექტორის გაჯანსაღება, რაც გულისხმობს სისტემის სრულყოფას ყველა კომპონენტში. საბოლოო ამოცანაა, რომ ქვეყანაში აშენდეს ხარისხიანი ინფრასტრუქტურა. ხარისხი არის მთავარი პრიორიტეტი. რა თქმა უნდა, მნიშვნელოვანია მეტი გზის მშენებლობა და სამუშაოების სწრაფად განხორციელება, თუმცა ყველაზე მნიშვნელოვანია, რომ ყველაფერი, რასაც ვაკეთებთ, იყოს მაღალი ხარისხის და გრძელვადიან შედეგზე ორიენტირებული“ - განაცხადა სოხაძემ.

მისივე თქმით, ინფრასტრუქტურის სფეროში მიმდინარე რეფორმების მნიშვნელოვანი ნაწილი გზების მოვლა-შენახვის სისტემის გაუმჯობესებას უკავშირდება. დღეს საქართველოს ტერიტორია დაყოფილია დაახლოებით 25 ზონად, სადაც გზების მოვლა-შენახვის პასუხისმგებლობა კერძო კომპანიებს აკისრიათ. აღნიშნული საქმიანობა მოიცავს როგორც გზების ყოველდღიურ მოვლას, ისე დასუფთავების, ზამთრის სეზონზე თოვლის გაწმენდისა და პრევენციული ღონისძიებების განხორციელებას.

მინისტრმა ასევე ისაუბრა ბოლო დღეებში გავრცელებულ კრიტიკაზე და აღნიშნა, რომ საზოგადოების ნაწილის მხრიდან გაკეთებული შეფასებები ხშირად საკითხის სრულყოფილი შესწავლის გარეშე ხდება.

„მოვუწოდებ ყველას, სანამ საჯარო შეფასებებს გააკეთებენ, საფუძვლიანად გაეცნონ რეფორმის შინაარსს. გავრცელდა მოსაზრებები, თითქოს სახელმწიფო კერძო სექტორის ჩანაცვლებას გეგმავს, რაც რეალობას არ შეესაბამება. ჩვენი ამოსავალი წერტილი არის პრევენციული მართვის პრინციპი - პრობლემები უნდა მოგვარდეს მანამდე, სანამ ისინი სერიოზულ გამოწვევად გადაიქცევა. მაგალითად, გზაზე წარმოქმნილი მცირე ბზარი დროულად უნდა შეკეთდეს, რათა მოგვიანებით გაცილებით ძვირი და მასშტაბური სამუშაოების ჩატარება არ გახდეს საჭირო“, - აღნიშნა მან.

მინისტრის განმარტებით, სახელმწიფოს მიზანია არა მხოლოდ თანამედროვე და ხარისხიანი გზების მშენებლობა, არამედ მათი ეფექტიანი მოვლა-შენახვაც, რადგან ინფრასტრუქტურის მდგრადობა სწორედ ამ პროცესზეა დამოკიდებული.

ამ მიზნით შეიქმნება ახალი სახელმწიფო შპს, რომლის საქმიანობა სტრატეგიული მნიშვნელობის ინფრასტრუქტურული ობიექტების მართვასა და მონიტორინგზე იქნება ორიენტირებული. მინისტრის თქმით, გადაწყვეტილების მიღებამდე სამინისტრომ შეისწავლა საერთაშორისო პრაქტიკა და წარმატებული ქვეყნების გამოცდილება.

„გერმანიაში, ესპანეთში, ხორვატიასა და სხვა ქვეყნებში, სადაც საგზაო ინფრასტრუქტურა ერთ-ერთ საუკეთესო დონეზეა განვითარებული, სახელმწიფო აქტიურად არის ჩართული გზების მოვლა-შენახვის პროცესში. სწორედ ამ გამოცდილების საფუძველზე მივიღეთ გადაწყვეტილება, რომ სახელმწიფომ საკუთარ თავზე აიღოს განსაკუთრებული პასუხისმგებლობა სტრატეგიული მნიშვნელობის ობიექტების მართვის მიმართულებით“ -განაცხადა მინისტრმა.

მისივე განმარტებით, ახალი სახელმწიფო კომპანია არ იქნება სამშენებლო ან გზების დამგები ორგანიზაცია. მისი ფუნქცია იქნება ოპერატიული მართვა, მონიტორინგი და გადაწყვეტილებების მიღება იმ ობიექტებთან დაკავშირებით, რომლებიც განსაკუთრებულ საინჟინრო სირთულეს წარმოადგენს.

სწორედ ამიტომ, კანონპროექტი ითვალისწინებს შესაძლებლობას, რომ საქართველოს ინფრასტრუქტურის სამინისტრომ საერთაშორისო და შიდასახელმწიფოებრივი მნიშვნელობის გზების ყველაზე რთული მონაკვეთის გორი-არგვეთის 105 კმ-იანი მონაკვეთის მოვლა-შენახვის ფუნქცია სრულად ან ნაწილობრივ განახორციელოს მის მართვაში არსებული კერძო სამართლის იურიდიული პირის მეშვეობით. საუბარია 138 ხიდსა და 59 გვირაბზე, ასევე გამაგრებულ ფერდობებზე, რომლებიც ყოველდღიურ დაკვირვებასა და მუდმივ ზედამხედველობას საჭიროებს.

„ეს არის მაღალი პასუხისმგებლობის სფერო, სადაც მუდმივი მონიტორინგი აუცილებელია იმისთვის, რომ მომავალში თავიდან ავიცილოთ სერიოზული რისკები და გამოწვევები. სწორედ ამიტომ მივიღეთ გადაწყვეტილება, სახელმწიფომ საკუთარ თავზე აიღოს აღნიშნული ფუნქცია და შექმნას შესაბამისი კომპანია“, -აღნიშნა მინისტრმა.

ამასთან, მინისტრმა კიდევ ერთხელ გაუსვა ხაზი, რომ საუბარი არ არის კერძო სექტორის ჩანაცვლებაზე. მისი თქმით, საქართველოს საავტომობილო გზების დეპარტამენტის მართვაში არსებული 6000 კილომეტრზე მეტი გზიდან ახალი სახელმწიფო შპს მხოლოდ 105-კილომეტრიანი მონაკვეთის მოვლა-შენახვას უზრუნველყოფს.

„ამ პირობებში კერძო ბიზნესის ჩანაცვლებაზე საუბარი სრულიად არარელევანტურია. პირიქით, რეფორმა კომპლექსურად არის გააზრებული და კერძო კომპანიების მონაწილეობა სისტემაში შენარჩუნდება. ამასთან, შეიცვლება ანაზღაურების მოდელიც - შესრულებული სამუშაოების შეფასება კონკრეტულ შედეგებსა და ინდიკატორებზე იქნება დაფუძნებული“, - განაცხადა მან.

მინისტრის თქმით, სახელმწიფოსთვის მიუღებელია პრაქტიკა, როდესაც გზების მოწესრიგება მხოლოდ მაღალი თანამდებობის პირების გადაადგილებამდე იწყება.

„ჩემთვის, ისევე როგორც მთლიანად მთავრობისთვის, მიუღებელია მდგომარეობა, როდესაც გზების მოწესრიგება მხოლოდ მაშინ იწყება, როდესაც რომელიმე სახელმწიფო წარმომადგენლის გადაადგილების შესახებ ხდება ცნობილი. ჩვენი მიზანი არ არის, გაკეთებული საქმე მხოლოდ ჩვენ ვნახოთ. მთავარი არის, რომ მოსახლეობა ყოველდღიურად ხედავდეს მოვლილ, უსაფრთხო და მოწესრიგებულ გზებს“, - განაცხადა მინისტრმა.

ყველა სიახლე

დონალდ ტრამპი

31 ივლისი 2026, 04:19

მსოფლიო

„ეს ძალიან განსაკუთრებული იარაღია და ოდნავ ფრთხილად უნდა ვიყოთ იმასთან დაკავშირებით, თუ ვის ვაძლევთ ლიცენზიას“ - ტრამპმა Financial Times-თან ინტერვიუში განაცხადა, რომ „დარწმუნებული არ არის“, მისცემს თუ არა ვაშინგტონი უკრაინას Patriot-ის რაკეტების წარმოების ლიცენზიას

აშშ-ის პრეზიდენტმა, დონალდ ტრამპმა განაცხადა, რომ ჯერ არ გადაუწყვეტია, მისცემს თუ არა უკრაინას Patriot-ის ტიპის საჰაერო თავდაცვის რაკეტების წარმოების უფლებას.

დონალდ ტუსკი

31 ივლისი 2026, 04:08

მსოფლიო

დონალდ ტუსკს არ მიაჩნია, რომ პოლონეთი რუსეთის მხრიდან სარაკეტო დარტყმის სამიზნე იყო

არავითარი საფუძველი არ გვაქვს ვივარაუდოთ, რომ სამიზნე პოლონეთი იყო, - განაცხადა პოლონეთის პრემიერ-მინისტრმა, დონალდ ტუსკმა ლუბლინის ოლქში რუსული რაკეტის ჩამოვარდნის ინციდენტის კომენტირებისას.

ჯანი ინფანტინო

31 ივლისი 2026, 03:55

მსოფლიო

Sky News: ჯანი ინფანტინო ფიფას პრეზიდენტის პოსტზე მხარდაჭერას სწრაფად კარგავს

Sky News-ის ინფორმაციით, ჯანი ინფანტინო ფიფას პრეზიდენტის პოსტზე მხარდაჭერას სწრაფად კარგავს. ეს მას შემდეგ მოხდა, რაც ევროპულმა ქვეყნებმა მსოფლიო ჩემპიონატის ბოიკოტირება დააანონსეს იმ შემთხვევისთვის, თუ ის ტურნირის ნაწილის კერძო ინვესტორებზე გაყიდვას გადაწყვეტს.

დონალდ ტრამპი

31 ივლისი 2026, 03:48

მსოფლიო

ტრამპი: დღეს, „მშვიდობის საბჭომ“ ისტორიულ შეთანხმებას მიაღწია ღაზაში „ჰამასისა“ და ყველა სხვა შეიარაღებული დაჯგუფების სრული განიარაღების შესახებ - ეს უდიდესი ნაბიჯია მდგრადი მშვიდობისა და უსაფრთხოებისკენ

დღეს, „მშვიდობის საბჭომ“ ისტორიულ შეთანხმებას მიაღწია ღაზაში „ჰამასისა“ და ყველა სხვა შეიარაღებული დაჯგუფების სრული განიარაღების შესახებ - ეს უდიდესი ნაბიჯია მდგრადი მშვიდობისა და უსაფრთხოებისკენ, - განაცხადა აშშ-ის პრეზიდენტმა, დონალდ ტრამპმა.

ხავიერ მილეი

31 ივლისი 2026, 03:34

მსოფლიო

არგენტინის მთავრობამ ცვლილებები შეიტანა ქვეყნის საიმიგრაციო კანონმდებლობაში, რაც ხელისუფლებას უფლებამოსილებას ანიჭებს, ქვეყნიდან გააძევოს უცხო ქვეყნის მოქალაქეები, რომლებიც ზეპირი თუ წერილობითი ფორმით ავრცელებენ სიძულვილის შემცველ გზავნილებს არგენტინის ან მისი ეროვნული სიმბოლოების წინააღმდეგ

არგენტინის მთავრობამ ცვლილებები შეიტანა ქვეყნის საიმიგრაციო კანონმდებლობაში, რაც ხელისუფლებას უფლებამოსილებას ანიჭებს, ქვეყნიდან გააძევოს უცხო ქვეყნის მოქალაქეები, რომლებიც ზეპირი თუ წერილობითი ფორმით ავრცელებენ სიძულვილის შემცველ გზავნილებს არგენტინის ან მისი ეროვნული სიმბოლოების წინააღმდეგ.

ილონ მასკი

31 ივლისი 2026, 03:24

მსოფლიო

The New York Times: ილონ მასკი შუალედურ არჩევნებზე 100-დან 120 მილიონ დოლარამდე დახარჯვას გეგმავს „რესპუბლიკელების“ დასახმარებლად

გავრცელებული ინფორმაციით, მილიარდერი ილონ მასკი შუალედურ არჩევნებზე 100-დან 120 მილიონ დოლარამდე დახარჯვას გეგმავს „რესპუბლიკელების“ დასახმარებლად.

ჯორჯია მელონი

31 ივლისი 2026, 00:16

მსოფლიო

იტალიის პრემიერი: სეუტადან მიღებული კადრები შოკისმომგვრელია - მზად ვართ საზღვრებისა და ჩვენი მოქალაქეების დასაცავად საგანგებო ზომებსაც კი მივმართოთ, მათ შორის, ესპანეთთან შენგენის ზონის მოქმედების შეჩერებას

სეუტადან მიღებული კადრები შოკისმომგვრელია და კიდევ ერთხელ ამტკიცებს, რომ უკონტროლო არალეგალური მიგრაცია ევროპის საზღვრების უსაფრთხოებისთვის რეალურ საფრთხეს წარმოადგენს, - განაცხადა იტალიის პრემიერ-მინისტრმა, ჯორჯია მელონიმ.

30 ივლისი 2026, 22:59

მსოფლიო

მედია: იტალიის მთავრობა სეუტაში დაფიქსირებული მიგრაციული კრიზისის გამო ესპანეთთან თავისუფალი გადაადგილების შესახებ შენგენის შეთანხმების შეჩერების შესაძლებლობას სწავლობს

იტალიის მთავრობა სეუტაში დაფიქსირებული მიგრაციული კრიზისის გამო ესპანეთთან თავისუფალი გადაადგილების შესახებ შენგენის შეთანხმების შეჩერების შესაძლებლობას სწავლობს. ამის შესახებ სააგენტო Reuters-ს იტალიის მთავრობის ადმინისტრაციაში არსებულმა წყაროებმა განუცხადეს.

30 ივლისი 2026, 22:55

მსოფლიო

ესპანური მედია: პოლიციაში არსებული წყაროების ცნობით, უსაფრთხოების ძალებმა იმ ცხრა ადამიანის ცხედარი იპოვეს, რომლებიც სეუტაში ცურვით შესვლას ცდილობდნენ

პოლიციაში არსებული წყაროების ცნობით, უსაფრთხოების ძალებმა იმ ცხრა ადამიანის ცხედარი იპოვეს, რომლებიც სეუტაში ცურვით შესვლას ცდილობდნენ.

30 ივლისი 2026, 22:45

მსოფლიო

ირანმა ორი ევროპული ქვეყანა გააფრთხილა, არ მისცენ აშშ-ს უფლება, გამოიყენოს მათ ტერიტორიაზე არსებული ბაზები ისლამური რესპუბლიკის წინააღმდეგ შესაძლო იერიშების განსახორციელებლად

ირანმა ორი ევროპული ქვეყანა გააფრთხილა, არ მისცენ აშშ-ს უფლება, გამოიყენოს მათ ტერიტორიაზე არსებული ბაზები ისლამური რესპუბლიკის წინააღმდეგ შესაძლო იერიშების განსახორციელებლად.

დავით ქართველიშვილი

30 ივლისი 2026, 22:12

პოლიტიკა

დავით ქართველიშვილი ნინო ჯანგირაშვილს: რამდენსაც უნდა ეცადოთ, რომ საზოგადოებას თავს ცრუ ნარატივები მოახვიოთ, თქვენდა სამწუხაროდ, მსოფლიოსა და რეგიონში მიმდინარე კონფლიქტების მიუხედავად, საქართველო კვლავ ერთ-ერთ მიმზიდველ ტურისტულ მიმართულებად რჩება

ჯანგირაშვილო, გასაგებია, რომ შენ და შენნაირებს მხოლოდ ნეგატიური სურათის დანახვა გსურთ, რადგან ქვეყანა არ გიყვართ. თუმცა, რამდენსაც უნდა ეცადოთ, რომ საზოგადოებას თავს ცრუ ნარატივები მოახვიოთ, თქვენდა სამწუხაროდ, მსოფლიოსა და რეგიონში მიმდინარე კონფლიქტების მიუხედავად, საქართველო კვლავ ერთ-ერთ მიმზიდველ ტურისტულ მიმართულებად რჩება, - ასე ეხმიანება სოციალურ ქსელში „ხალხის ძალის“ წევრი დავით ქართველიშვილი ნინო ჯანგირაშვილის მოსაზრებებს თითქოს ტურისტებს საქართველოში ჩამოსვლა აღარ სურთ.

30 ივლისი 2026, 22:06

მსოფლიო

ბრიუსელი სეუტაში შექმნილ ვითარებას ყურადღებით აკვირდება და ესპანეთს Frontex-ის დახმარებას სთავაზობს

ევროკომისარმა საშინაო საქმეთა და მიგრაციის საკითხებში, მაგნუს ბრუნერმა ესპანეთის შინაგან საქმეთა მინისტრს, ფერნანდო გრანდე-მარლასკას განუცხადა, რომ ევროკავშირი მზადაა გაძლიერებული მხარდაჭერა აღმოუჩინოს ესპანეთს, მათ შორის ევროპის სასაზღვრო და სანაპირო დაცვის სააგენტო Frontex-ის ჩართულობით, რათა ქვეყანა სეუტაში შექმნილ სიტუაციას გაუმკლავდეს.

30 ივლისი 2026, 22:02

პოლიტიკა

ლადო სადღობელაშვილი: ჯანგირაშვილი მანიპულირებს და ცდილობს თავს მოგვახვიოს დესტრუქციული ნარატივი, თითქოს, ტურისტებს საქართველოში ჩამოსვლა აღარ უნდათ. ფაქტია, რომ ჯანგირაშვილი ცრუობს, რასაც ფაქტები ადასტურებს

ჯანგირაშვილი მანიპულირებს და ცდილობს თავს მოგვახვიოს დესტრუქციული ნარატივი, თითქოს, ტურისტებს საქართველოში ჩამოსვლა აღარ უნდათ. ფაქტია, რომ ჯანგირაშვილი ცრუობს, რასაც ფაქტები ადასტურებს, - ასე ეხმაურება სოციალურ ქსელში ანალიტიკოსი ლადო სადღობელაშვილი ნინო ჯანგირაშვილის სტატუსს, რომელიც წერს, რომ ტურისტებს საქართველოში ჩამოსვლა აღარ სურთ

30 ივლისი 2026, 21:59

პოლიტიკა

მაკა ბოჭორიშვილმა აშშ-ის ელჩის მოვალეობის შემსრულებელთან გაცნობითი შეხვედრა გამართა

ვიცე-პრემიერმა, საგარეო საქმეთა მინისტრმა მაკა ბოჭორიშვილმა აშშ-ის ელჩის მოვალეობის შემსრულებელთან, ემი დიაზთან გაცნობითი შეხვედრა გამართა.

30 ივლისი 2026, 21:57

მსოფლიო

El Pais: ესპანეთის მთავრობამ მიიღო გადაწყვეტილება, სეუტაში განლაგებული სახმელეთო ჯარების დანაყოფების მობილიზება მოახდინოს სამოქალაქო გვარდიის მხარდასაჭერად - სამოქალაქო გვარდიის ძალები ვერ აუდიან ათასობით მიგრანტის ნაკადს, რომლებიც ესპანურ ქალაქსა და მაროკოს შორის არსებულ ტარახალის საზღვარს ცურვით კვეთენ

ესპანეთის მთავრობამ მიიღო გადაწყვეტილება, სეუტაში განლაგებული სახმელეთო ჯარების დანაყოფების მობილიზება მოახდინოს სამოქალაქო გვარდიის მხარდასაჭერად - სამოქალაქო გვარდიის ძალები ვერ აუდიან ათასობით მიგრანტის ნაკადს, რომლებიც ესპანურ ქალაქსა და მაროკოს შორის არსებულ ტარახალის საზღვარს ცურვით კვეთენ, - წერს ესპანური გამოცემა El Pais-ი.

30 ივლისი 2026, 21:53

საზოგადოება

შალვა პაპუაშვილი პარლამენტის წევრებთან ერთად სახალხო დღესასწაულს „ხადორობა - 2026“-ს დაესწრო

საქართველოს პარლამენტის თავმჯდომარე შალვა პაპუაშვილი, პარლამენტის წევრებთან ერთად, ახმეტის მუნიციპალიტეტში იმყოფებოდა.

30 ივლისი 2026, 21:42

მსოფლიო

Reuters: გაეროს გენერალური მდივნის პოსტზე გამართულ პირველ არაოფიციალურ კენჭისყრაში კოსტა-რიკის ყოფილი ვიცე-პრეზიდენტი ლიდერობს

გაეროს უშიშროების საბჭოში გამართულ პირველ არაოფიციალურ კენჭისყრაში ორგანიზაციის მომდევნო გენერალური მდივნის პოსტზე კოსტა-რიკის ყოფილი ვიცე-პრეზიდენტი, რებეკა გრინსპანი დაწინაურდა. ინფორმაციას ამის შესახებ სააგენტო Reuters-ი ავრცელებს.

30 ივლისი 2026, 21:32

მსოფლიო

ესპანეთის ანკლავ სეუტაში მიგრანტების მასობრივი ნაკადის გამო არმიის შეყვანასა და საგანგებო მდგომარეობის გამოცხადებას ითხოვენ

ესპანეთის ანკლავის, ქალაქ სეუტას ადგილობრივი ხელისუფლება ქვეყნის მთავრობას მოუწოდებს, ეროვნული უსაფრთხოების საგანგებო მდგომარეობა გამოაცხადოს და რეგიონში ჯარი შეიყვანოს - გადაწყვეტილების მიზეზი ტერიტორიაზე ათასობით მიგრანტის მასობრივი შესვლა გახდა.

30 ივლისი 2026, 21:20

მსოფლიო

The Telegraph: ფრიდრიხ მერცი საიდუმლო გეგმას ამუშავებს, რომლის მიზანია აღკვეთოს გერმანიის პროკრემლისტურად განწყობილი ფედერალური მიწების მხრიდან ნატოს იმ გეგმის შეფერხება, რომელიც რუსული შეჭრისგან თავდაცვას ითვალისწინებს

ფრიდრიხ მერცი საიდუმლო გეგმას ამუშავებს, რომლის მიზანია აღკვეთოს გერმანიის პროკრემლისტურად განწყობილი ფედერალური მიწების მხრიდან ნატოს იმ გეგმის შეფერხება, რომელიც რუსული შეჭრისგან თავდაცვას ითვალისწინებს, - წერს ბრიტანული გამოცემა The Telegraph-ი.

მაო ნინი

30 ივლისი 2026, 20:44

მსოფლიო

ჩინეთი უარყოფს ცნობებს ირანისთვის ასობით ერთეული შეიარაღების გაგზავნის შესახებ

ჩინეთის საგარეო უწყებამ უარყო Reuters-ის ცნობები იმის შესახებ, რომ პეკინი ირანში 300-დან 400-მდე გადასატან საჰაერო თავდაცვის სარაკეტო გამშვებს გააგზავნის.