05 ივლისი 2026, 20:22 / სანდო წყარო

დეკანოზი ანდრია ჯაღმაიძე 2023 წელს საპატრიარქოში გამართულ შეხვედრაზე: ქალბატონი ჰაჯა ლაბიბი მობრძანდა საპატრიარქოში და გაუგონარი რამ გვთხოვა, თქვა, რომ საპატრიარქოს აქვს საკმაოდ დიდი გავლენები საზოგადოებაში, რომ ქართული საზოგადოება 21-ე საუკუნის ტენდენციებს ძალიან ჩამორჩა, მისთვის მიუღებელია ერთნაირსქესიანთა ქორწინებები და ჩვენ გვთხოვა, რომ უნდა დავხმარებოდით ამის პოპულარიზაციაში

დეკანოზი ანდრია ჯაღმაიძე

დეკანოზი ანდრია ჯაღმაიძე

ევროპარლამენტარ რასა იუკნევიჩიენეს მიერ მომზადებულ და ევროპარლამენტის მიერ მიღებულ ბოლო ანგარიშში ევროპარლამენტმა ქართული ეკლესია მოიხსენია, როგორც რუსული ქსელის ნაწილი. სწორედ ეს ჩანაწერი გახდა მიზეზი, რის გამოც საპატრიარქომ საჭიროდ მიიჩნია, რომ დუმილი დაერღვია და წარმოედგინა მთელი სურათი, როგორ მიმდინარეობდა მათი ურთიერთობა წლების განმავლობაში ევროკავშირის წარმომადგენლებთან.

დოკუმენტს საპატრიარქოს საზოგადოებასთან ურთიერთობის სამსახურის ხელმძღვანელი ანდრია ჯაღმაიძე „იმედის კვირისთვის“ მიცემულ ექსკლუზიურ ინტერვიუში აფასებს.

„სამწუხაროა, რომ ასეთი ანგარიში შევიდა ამ რეზოლუციაში. ამის დიაგნოზია, რომ თავისი უნიათობით, არაჯანსაღი პოლიტიკით ეკლესიისადმი მივიდნენ ამ მდგომარეობამდე, რომ საქართველოში ანტიევროპული განწყობები მატულობს”, - აღნიშნავს დეკანოზი ანდრია ჯაღმაიძე,

ინტერვიუს დროს დეკანოზმა გაიხსენა ფაქტი, რომელიც 2023 წელს მოხდა და ამ დრომდე ცნობილი არ იყო.

„არ გავახმაურეთ თავის დროზე იმიტომ, რომ ისედაც პოლარიზაცია იყო საზოგადოებაში. საქმე ეხება 2023 წლის აგვისტოში ბელგიის საგარეო საქმეთა მინისტრის ვიზიტს საპატრიარქოში”, - იხსენებს საპატრიარქოს საზოგადოებასთან ურთიერთობის სამსახურის ხელმძღვანელი.

იგი საუბრობს ჰაჯა ლაბიბიზე, რომელიც დღეს უკვე ევროკომისარია თანასწორობის საკითხებში და სწორედ მან წარმოადგინა ახალი 2026-2030 წლების ლგბტქ+ სტრატეგია, რომელიც ევროკომისიამ გასული წლის ოქტომბერში დაამტკიცა. 2 წლით წლით ადრე კი ის ბელგიის საგარეო საქმეთა მინისტრის რანგში საქართველოში იმყოფებოდა და სწორედ ამ დროს მივიდა საპატრიარქოშიც.

„ქალბატონი ჰაჯა ლაბიბი მობრძანდა საპატრიარქოში და სხვა საკითხებთან ერთად უცნაური და გაუგონარი რამ გვთხოვა. მან თქვა, რომ საპატრიარქოს აქვს საკმაოდ დიდი გავლენები საზოგადოებაში, რომ ქართული საზოგადოება 21-ე საუკუნის ტენდენციებს ძალიან ჩამორჩა, მისთვის [საზოგადოებისთვის] მიუღებელია ერთნაირ სქესიანთა ქორწინებები და ჩვენ გვთხოვა, რომ უნდა დავხმარებოდით ამის პოპულარიზაციაში.

აი, წარმოიდგინეთ, საკმაოდ წარმომადგენლობითი შეხვედრა იყო ჩვენი მხრიდან - არსებობს ამის ფოტო მასალა, ქორეპისკოპოსი ესწრებოდა ამ შევხედრას და ამ ქალბატონმა ასეთი უცნაური რამ გვითხრა ჩვენ’, - განაცხადა დეკანოზმა ანდრია ჯაღმაიძემ.

დეკანოზი იხსენებს, რომ შეხვედრაზე მან იმ დროს გახმაურებული მაგალითი მოიყვანა.

„ამ ლგბტ დღის წესრიგიდან მოვუყვანე იმ დროს ძალიან გახმაურებული შემთხვევა და ვუთხრი, რომ თქვენმა ლგბტ დღის წესრიგმა მოიტანა ეს შემთხვევა, როდესაც სპორტული შეჯიბრების დროს ქალი სპორტსმენი, ბოქსიორი რინგზე ისე სცემა ტრანსგენდერმა, რომ ინვალიდად დატოვა ეს ქალი და ის სპორტსმენი ცხარე ცრემლით ტიროდა, რომ მთელი ცხოვრება ემზადებოდა ამ ჩემპიონატისთვის, კაცი გავიდა რინგზე და დაასახიჩრა, მოტეხა ყბა”, - აღნიშნა დეკანოზმა.

მისი თქმით, ამაზე სტუმარს პასუხი არ ჰქონდა.

„აქ მე დისკუსიისთვის არ ვარ მოსულიო, დასტაცა თავის ფურცლებს ხელი და წავიდა, პასუხი არ ჰქონდა ამაზე რა პასუხი შეიძლებოდა, ჰქონოდა”, - განაცხადა საპატრიარქოს საზოგადოებასთან ურთიერთობის სამსახურის უფროსმა.

იგი „იმედის კვირასთან“ საუბარში ასევე აღნიშნავს, რომ ამ შეხვედრის შემდეგ საპატრიარქოში ევროპის წარმომადგენლების მისვლა არ ახსენდება.

„ამის მერე ფაქტობრივად მე არ მახსენდება, რომ ევროპის წარმომადგენლები მოსულიყვნენ საპატრიარქოში. ახლა, რაც საქართველოს ჰყავს ახალი კათოლიკოს-პატრიარქი, კვლავ განახლდა ეს ურთიერთობები საელჩოებთან და საკმაოდ ნორმალური ურთიერთობები არის”, - ამბობს დეკანოზი ანდრია ჯაღმაიძე.

ყველა სიახლე

აკაკი ალადაშვილი

20 აგვისტო 2026, 17:32

პოლიტიკა

აკაკი ალადაშვილი რადიკალებზე: მიღებული აქვთ დავალება, რომ ყველანაირი ხერხით, ყველანაირი მეთოდით შეუშალონ ხელი ჩვენს აფხაზ ძმებთან ურთიერთშერიგებისა და ნდობის აღდგენის პროცესს

საპროცედურო საკითხთა კომიტეტის თავმჯდომარის პირველი მოადგილე აკაკი ალადაშვილი ქართველებსა და აფხაზებს შორის ნდობის აღდგენის საკითხზე ოპონენტების მიერ გაკეთებულ განცხადებებს გამოეხმაურა.

20 აგვისტო 2026, 17:30

პოლიტიკა

შემოსავლების სამსახურის უფროსმა მიხეილ მაღლაკელიძემ, ახალი მოადგილე წარადგინა

უწყების ხელმძღვანელმა, ზვიად დვალს თანამდებობაზე დანიშვნა მიულოცა და მომავალ საქმიანობაში წარმატებები უსურვა. თავის მხრივ, ზვიად დვალმა შემოსავლების სამსახურის უფროსს მადლობა გადაუხადა ნდობისთვის და უწყების თანამშრომლებს სრულ მხარდაჭერას დაჰპირდა.

20 აგვისტო 2026, 17:25

რეგიონი

მცხეთაში სატვირთო მოძრაობის დროებით გადართვით გამოწვეული დისკომფორტის შემცირებაზე მუშაობა მიმდინარეობს

ინფრასტრუქტურის მინისტრი რევაზ სოხაძე, საქართველოს პარლამენტის წევრ დიმიტრი ხუნდაძესთან და მცხეთა-მთიანეთის მხარეში სახელმწიფო რწმუნებულ ლევან ზაუტაშვილთან, საავტომობილო გზების დეპარტამენტის თავმჯდომარე ლევან დარახველიძესთან ერთად, მცხეთაში იმყოფებოდა და მდინარე არაგვზე არსებულ ხიდზე სატვირთო ავტომობილების მოძრაობის დროებით შეზღუდვასთან დაკავშირებით შექმნილ ვითარებას ადგილზე გაეცნო.

ლევან მაჭავარიანი

20 აგვისტო 2026, 17:24

პოლიტიკა

ლევან მაჭავარიანი გვარამიას განცხადებაზე: ტყუილად არ ვეძახით მას და მის თანაგუნდელებს უსამშობლოებს. რა თქმა უნდა, ეს არის მოღალატეობრივი განცხადება

ტყუილად არ ვეძახით მას და მის თანაგუნდელებს უსამშობლოებს, - განუცხადა ჟურნალისტებს საპარლამენტო ფრაქცია „ქართული ოცნების“ თავმჯდომარის პირველმა მოადგილე ლევან მაჭავარიანმა ნიკა გვარამიას განცხადებასთან დაკავშირებით.

იაგო ხვიჩია

20 აგვისტო 2026, 17:16

პოლიტიკა

იაგო ხვიჩია გიგა ლემონჯავას განცხადებაზე: როგორც ჩამოხრჩობილის ოჯახში თოკზე არ ლაპარაკობენ, ჩემი აზრით, ისე არ უნდა ილაპარაკონ, ვინმეს მოსყიდვასა თუ ფულის აღებაზე

როგორც იტყვიან, ჩამოხრჩობილის ოჯახში თოკზე არ ლაპარაკობენო, ასე არ უნდა ილაპარაკონ, ჩემი აზრით, ვინმეს მოსყიდვასა თუ ფულის აღებაზე - ასე გამოეხმაურა „გირჩის“ ლიდერი იაგო ხვიჩია „იმედინიუსთან“ გიგა ლემონჯავას განცხადებას.

20 აგვისტო 2026, 16:23

სამართალი

პოლიციამ ბათუმში, ორი ადამიანის ჯანმრთელობის მსუბუქად დაზიანების ფაქტზე, 2 მოქალაქე დააკავა

შინაგან საქმეთა სამინისტროს აჭარის პოლიციის დეპარტამენტის ბათუმის საქალაქო სამმართველოს თანამშრომლებმა, ცხელ კვალზე ჩატარებული საგამოძიებო მოქმედებების შედეგად, ორი ადამიანის მიმართ, ჯგუფურად ჩადენილ ჯანმრთელობის მსუბუქად დაზიანების ფაქტზე, უცხო ქვეყნის 2 მოქალაქე დააკავეს.

ჯინი ლუ

20 აგვისტო 2026, 16:21

ტაბლოიდი

სამხრეთ კორეაში ძაღლის ხორცით მოვაჭრეებისგან გადარჩენილმა მოპსმა მსოფლიოში ყველაზე უშნო ძაღლის ტიტული მოიპოვა🐕

„ჯინი ლუ მოპსების თავშესაფრიდან, 4 წლის წინ ავიყვანეთ და მას შემდეგ ის მუდმივად გვახარებს თავისი ოინებით“ - ჰყვებიან კონკურსის წარმომადგენლები. მოპსის ამჟამინდელმა მფლობელმა, მიშელ გრეიდიმ, 5 ათასი დოლარის ოდენობის პრიზი მიიღო.

20 აგვისტო 2026, 16:20

პოლიტიკა

ალექსანდრე სარიშვილი: მიზანმიმართული დეზინფორმაციაა, რომ განათლების მინისტრის მიერ სოფელ არჩეულში შეძენილი მი წის ნაკვეთი არის საბავშვო ბაღის ტერიტორია, ამ ტერიტორიაზე არავითარი შენობა-ნაგებობა არ იყო განთავსებული, საბავშვო ბაღი ფუნქციონირებდა იმ ტერიტორიაზე, სადაც აშენებულია ახალი ბაღი

ბოლო დღეების განმავლობაში სოციალურ ქსელში აქტიურად ვრცელდება მიზანმიმართული დეზინფორმაცია განათლების მინისტრის გივი მიქანაძის მიერ, ლანჩხუთის მუნიციპალიტეტში, სოფელ არჩეულში შეძენილ მიწის ნაკვეთთან დაკავშირებით, თითქოს და კონკრეტული მიწის ნაკვეთი არის საბავშვო ბაღის ტერიტორია, რაც აბსოლუტური ტყუილი და სისულელეა, - განაცხადა ლანჩხუთის მუნიციპალიტეტის მერმა ალექსანდრე სარიშვილმა.

20 აგვისტო 2026, 16:17

კულტურა

„ღამის სერენადები 2026“ ბორჯომში საზეიმოდ გაიხსნა

ლიანა ისაკაძის სახელობის საერთაშორისო ფესტივალი „ღამის სერენადები 2026“ ტრადიციულად ბორჯომში, სასტუმრო ბორჯომ-ლიკანში გაიხსნა საქართველოს კულტურის სამინისტროს, სსიპ „შემოქმედებითი საქართველოს“, აჭარის ავტონომიური რესპუბლიკის კულტურის სამინისტროს, ბორჯომის მერიის, თბილისის მერიის, ბათუმის მერიის მხარდაჭერით. გახსნითი საღამო მქუხარე აპლოდისმენტების თანხლებით მიმდინარეობდა.

არჩილ გორდულაძე

20 აგვისტო 2026, 15:37

პოლიტიკა

არჩილ გორდულაძე ემანუელ მაკრონის მიერ ირაკლი კობახიძის მიწვევაზე: ესეც კიდევ ერთი შესაძლებლობა იქნება, რომ ჩვენი ხმა ისმოდეს ყველა ფორმატში, ყველა ასპარეზზე

იურიდიულ საკითხთა საპარლამენტო კომიტეტის თავმჯდომარე არჩილ გორდულაძე, საფრანგეთის რესპუბლიკის პრეზიდენტის, ემანუელ მაკრონის მიერ საქართველოს პრემიერ-მინისტრის საერთაშორისო სამიტზე მიწვევის ფაქტს, ჟურნალისტებთან გამოეხმაურა.

20 აგვისტო 2026, 15:35

საზოგადოება

დავით სონღულაშვილი საკვები პროდუქტების მწარმოებელი გერმანული კომპანიის „Develey“ და „მარნეულის სასურსათო ქარხნის“ მფლობელებს შეხვდა

გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის მინისტრი დავით სონღულაშვილი საკვები პროდუქტების მწარმოებელი გერმანული კომპანიის „Develey“ მფლობელს მიხაელ დურახსა და „მარნეულის სასურსათო ქარხნის“ მფლობელს, მიხეილ სვიმონიშვილს შეხვდა.

ლევან მაჭავარიანი

20 აგვისტო 2026, 15:30

პოლიტიკა

ლევან მაჭავარიანი მაკრონის მიერ კობახიძის მიწვევაზე: ჩვენ შეგვიძლია პრეზიდენტ მაკრონის მხრიდან ეს მიწვევა განვიხილოთ როგორც პოზიტიური ნაბიჯი, თუ დანარჩენი ქვეყნებიც და ზოგადად, ბრიუსელიც მას მიბაძავენ, ძალიან კარგი იქნება, ვინაიდან ჩვენი ურთიერთობების გადატვირთვის პროცესი დაჩქარდება

ჩვენ შეგვიძლია პრეზიდენტ მაკრონის მხრიდან ეს მიწვევა განვიხილოთ როგორც პოზიტიური ნაბიჯი, - განუცხადა ჟურნალისტებს საპარლამენტო ფრაქცია „ქართული ოცნების“ თავმჯდომარის პირველმა მოადგილემ ლევან მაჭავარიანმა ემანუელ მაკრონის მიერ ირაკლი კობახიძის მიწვევასთან დაკავშირებით.

20 აგვისტო 2026, 15:11

თავდაცვა

საქართველოს თავდაცვის ძალებს ლეიტენანტთა ახალი ნაკადი შეემატა

სამინისტროს ინფორმაციით, დავით აღმაშენებლის სახელობის საქართველოს ეროვნული თავდაცვის აკადემია ბაკალავრიატის 74-მა იუნკერმა და უმცროს ოფიცერთა მომზადების სკოლის საკანდიდატო კურსის 28 კურსდამთავრებულმა დაასრულა. საზეიმო ღონისძიება გორში, აკადემიის სამწყობრო მოედანზე გაიმართა.

გივი მიქანაძე

20 აგვისტო 2026, 15:10

პოლიტიკა

გივი მიქანაძე: იმ ადამიანებს, რომლებიც ჩემს მშობლიურ სოფელში სახლის მშენებლობასთან დაკავშირებით სიცრუეს ტირაჟირებენ, მოვუწოდებ, საჯაროდ მოიხადონ ბოდიში, სხვა შემთხვევაში, მათ კანონის წინაშე მოუწევთ პასუხისგება

საქართველოს განათლების, მეცნიერებისა და ახალგაზრდობის მინისტრი გივი მიქანაძე, სიცრუეს უწოდებს გავრცელებულ ინფორმაციას, თითქოს გურიის რეგიონის სოფელ არჩეულში მის მიერ შეძენილ მიწაზე, სახლი საბავშვო ბაღის ადგილას შენდება.

20 აგვისტო 2026, 15:05

საზოგადოება

საბურთალოს რაიონში, ვახტანგ ჭაბუკიანის ქუჩის მიმდებარედ და ხვიჩიას ქუჩაზე დასასვენებელი სივრცეები ეწყობა

პროექტის ფარგლებში, ტერიტორიები გამწვანდება, მოწესრიგდება საპარკო ინფრასტრუქტურაც. დამონტაჟდება უსაფრთხოების კამერები.

20 აგვისტო 2026, 14:57

ეკონომიკა

დაბა ფასანაურში ინფრასტრუქტურის რეაბილიტაციაზე ტენდერი გამოცხადდა

პროექტის ფარგლებში, გათვალისწინებულია ვაჟა-ფშაველას ქუჩაზე საავადმყოფოსა და შოთა რუსთაველის ქუჩაზე სახელოვნებო-სამუსიკო სკოლის შენობების განახლება.

გივი მიქანაძე

20 აგვისტო 2026, 14:55

პოლიტიკა

განათლების მინისტრი „გურიის მოამბეს“ დეზინფორმაციაში ადანაშაულებს

განათლების მინისტრი „გურიის მოამბეს“ დეზინფორმაციაში ადანაშაულებს

დავით ქართველიშვილი

20 აგვისტო 2026, 14:49

პოლიტიკა

დავით ქართველიშვილი მედიაში გამოქვეყნებულ სტატიაზე: უსახო, ემოციურ იარაღად, აბსტრაქტული „კრიზისი“ მიწოდებულია, როგორც გარდაუვალი და ტოტალური კრახი, რომელიც აგროსექტორს გადარჩენის შანსს არ უტოვებს

პარტია „ხალხის ძალის“ წევრი დავით ქართველიშვილი სოციალური ქსელით ეხმიანება მედიაში გამოქვეყნებულ სტატიას, სათაურით „თუ ასე გაგრძელდა, ფერმერები გაკოტრდებიან და ეს მიწები სხვის ხელში გადავა - პურ-პროდუქტები, ხორცი, რძე... ყველაფერი გაძვირდება“.

20 აგვისტო 2026, 14:48

მსოფლიო

უამინდობას გერმანიაში მსხვერპლი მოჰყვა

ვესტერვალდის რაიონში შტორმმა რამდენიმე დასახლებულ პუნქტში სახლები დააზიანა და ელექტროენერგიის მასშტაბური გამორთვა გამოიწვია. ბიტბურგ-პრიუმის რაიონში ხე გზასა და რკინიგზის ლიანდაგებზე დაეცა. გარდა ამისა, A61 ავტომაგისტრალზე ძლიერი ქარის გამო სატვირთო ავტომობილი გადაბრუნდა.

20 აგვისტო 2026, 14:42

საზოგადოება

მცხეთაში სატვირთო მოძრაობის დროებით გადართვით გამოწვეული დისკომფორტის შემცირებაზე მუშაობა მიმდინარეობს

„საზოგადოებისთვის ცნობილია, რომ პრევენციული ღონისძიების ფარგლებში, მცხეთასთან, მდინარე არაგვზე გადასასვლელ ხიდზე სატვირთო ავტომობილების მოძრაობა შეიზღუდა და დროებით ქალაქ მცხეთაზე გადაერთო. სწორედ ამიტომ დღეს მცხეთაში ვიმყოფებოდით, რომ ადგილზე გვენახა, რა პრობლემები შეიქმნა ამ გადაწყვეტილების შედეგად. ადგილობრივ ხელისუფლებასთან ერთად გავეცანით არსებულ ვითარებას და ყველაფერს გავაკეთებთ იმისთვის, რომ სატვირთო მოძრაობის ქალაქზე გადართვით გამოწვეული დისკომფორტი მინიმუმამდე დავიყვანოთ“, - განაცხადა რევაზ სოხაძემ.