15 ივლისი 2026, 18:19 / სანდო წყარო

შიო მესამე: ვევედროთ დედა ღვთისმშობელს, რომ გააძლიეროს ჩვენს გულებში ქრისტეს რწმენა, დაამკვიდროს ჩვენს შორის ერთობა, ერთსულოვნება, მშვიდობა და სიყვარული. ყოვლადწმინდა ღვთისმშობლის ლოცვით, ღმერთმა აკურთხოს, დაიფაროს, გააძლიეროს და გადაარჩინოს სრულიად საქართველო

შიო მესამე

შიო მესამე

მართლმადიდებელი ეკლესია ვლაქერნობას აღნიშნავს. ზუგდიდში, სადღესასწაულო წირვას საქართველოს კათოლიკოს პატრიარქი უძღვებოდა. შიო მესამემ მრევლს ქადაგებით მიმართა. წირვას პარლამენტის თავმჯდომარე, ხელისუფლებისა და მსოფლიო საპატრიარქოს წარმომადგენლები ესწრებოდნენ.

„თქვენო აღმატებულებავ, ბატონო პარლამენტის თავმჯდომარევ, ყოვლად სამღვდელონო, მღვდელმთავარნო, პატიოსანო მამანო, დედანო, ძმანო და დანო, გილოცავთ დღევანდელ დღეს, ყოვლადწმინდა ღვთისმშობლის პატიოსანი სამოსლის ვლაქერნაში დადების დღესასწაულს, ვლაქერნობას. მაღალყოვლადუსმაღვდელოესო მეუფე გერასიმე, თქვენ განსაკუთრებით გილოცავთ თქვენს მრევლთან და სამღვდელოებასთან ერთად.

დღევანდელი დღე განსაკუთრებულია ჩვენთვის, ყველასთვის. ეს უდიდესი სიწმინდე არ არის მხოლოდ ისტორიული რელიქვია ჩვენთვის, არამედ ეს არის დედაღვთისმშობლის მფარველობის, ჩვენთან მყოფობის ხილული ნიშანი. და განსაკუთრებით ის მნიშვნელოვანია ჩვენთვის, ქართველებისთვის, რადგან ღვთის წყალობით და განგებულობით რამდენიმე საუკუნის წინ ეს დიდი სიწმინდე ჩამოაბრძანეს საქართველოში და აქ, სამეგრელოში ინახება, როგორც სიმბოლო დედაღვთისმშობლის მუდმივი მფარველობისა და ჩვენთან მყოფობისა. და როგორც ძველად იგი მფარველობდა და იცავდა ადამიანებს ყოველგვარი ჭირისგან, განსაცდელისგან, მწუხარებისგან, იგი დღესაც უწევს მფარველობას ყველას, ვინც რწმენით, სინანულით, ლოცვით მიეახლება მას.

დიდი წყალობაა ღვთისა, რომ ქრისტიანული ეკლესიის ორი უდიდესი სიწმინდე, კვართი უფლისა ჩვენისა იესო ქრისტესი და ყოვლადწმინდა ღვთისმშობლის პატიოსანი სამოსელი, საქართველოშია დავანებული. ჯერ კიდევ პირველ საუკუნეში ჩამოაბრძანეს ჩვენთან უფალ იესო ქრისტეს კვართი და დედაღვთისმშობელმა ღირსყო ჩვენი ქვეყანა, მისი წილხვედრი ქვეყანა გამხდარიყო. დედაღვთისმშობლისვე ლოცვა-კურთხევით საქართველოში იქადაგა წმინდა მოციქულმა ანდრია პირველწოდებულმა, ასევე, სხვა მოციქულებმა, სიმონ კანანელმა და სხვებმა. დედაღვთისმშობლის კურთხევით გამოემართა წმინდა ნინო საქართველოში და იქადაგა ჭეშმარიტი სარწმუნოება. მას შემდეგ ჩვენი ქვეყანა განუხრელად, ერთგულად და შეურყვნელად იცავს ჭეშმარიტ სარწმუნოებას. და წელს შესრულდა 1 700 წელი ამ დიდებული მოვლენიდან, რაც კიდევ ერთხელ გვახსენებს ჩვენ, რა დიდი კავშირი აქვს ქრისტეს რწმენას ჩვენს კულტურასთან, ჩვენს ცხოვრებასთან, ჩვენს თვითმყოფადობასთან. დღევანდელი დღესასწაული, ყოვლადწმინდა ღვთისმშობლის სამოსლის პატიოსანი კვართის დღესასწაული, ალბათ გვაფიქრებს ჩვენ კიდევ ერთ ძალიან მნიშვნელოვან რამეზე – ჩვენს სულიერ ცხოვრებაზე, თუ შეიძლება, ასე ითქვას, ჩვენს სულიერ შესამოსელზე. ჩვენ როდესაც მოვინათლეთ, მივიღეთ ეს წმინდა, სულიერი შესამოსელი. და როგორც ამბობს წმინდა პავლე მოციქული, ქრისტეთი შევიმოსეთ ჩვენ, მაგრამ, სამწუხაროდ, ცხოვრების განმავლობაში ჩვენ ამ სპეტაკ შესამოსელს ვაბინძურებთ ჩვენი ცოდვებით, ჩვენი ვნებებით, მცირედმორწმუნეობით, სულმოკლეობით და ა.შ. დღევანდელი დღე მოგვიწოდებს ჩვენ, დავფიქრდეთ ამაზე და მივმართოთ დედაღვთისმშობელს ლოცვით, რომ შეგვეწიოს ჩვენი ვნებების დაძლევაში, ცოდვებისგან ჩვენი სულის განწმენდაში, ჩვენი სულიერი შესამოსლის განსპეტაკებაში.

ისე დაემთხვა, რომ დღეს წაკითხული სახარებაც ამას გვეუბნება ჩვენ. ფარისევლები მიდიან უფალ იესო ქრისტესთან და ეკითხებიან, რატომ არ იცავენ შენი მოწაფეები ხუცესთა გადმოცემას, რომ დაუბანელი ხელით ჭამენ საჭმელსო. უფალმა მიუგო, პირიდან შემავალი არ შეაგინებს კაცსო, არამედ პირიდან გამომავალი შეაგინებსო კაცს. მოციქულებმა ვერ გაიგეს ეს იგავი და პეტრე მოციქულმა სთხოვა უფალს, განემარტა მათთვის, რას ნიშნავს ეს. უფალმა უთხრა, რაც პირიდან გამოდისო, ის ჩვენი გულიდან გამოდისო და ის შეაგინებსო კაცსო, რამეთუ გულიდან გამოდის ბოროტი გულის ზრახვები, კაცის კვლა, მრუშობა, სიძვა და ჩამოთვლის უფალი – პარვა, გმობა, ანგარება, ამპარტავნება. აი, ეს შეაგინებსო ადამიანს. ამგვარად, ამ სიტყვებით უფალი გვასწავლის, რომ ჩვენ უნდა შევებრძოლოთ ჩვენს ვნებებს, გულისფიქრებს, იმიტომ, რომ ვნებების აყოლა და მათი დაკმაყოფილება ძალიან ავნებს ადამიანის სულს, განაშორებს ღმერთს, განაშორებს მადლს და ასეთ მდგომარეობაში ადამიანი ვერ აღწევს ვერაფერს სულიერს და ვერც ინარჩუნებს. ის ვერასდროს მოშორდება მიწიურს და სულიერი, ზეციური საგნების ჭვრეტაში ვერასდროს შევა. წმინდა მამებს მოჰყავთ მაგალითი, ასეთი ადამიანი ვერ მიწვდებაო სულიერს, ისევე როგორც დაბერებული ფრინველი ზეცაში ვეღარ აფრინდებაო. ასე რომ, ძვირფასო ძმებო და დებო, თავისთავად, სიწმინდეების ფლობა, რითიც უმდიდრესია საქართველო, არ გვაცხოვნებს ჩვენ მექანიკურად, არამედ სიწმინდეებს ჩვენ უნდა მივეახლოთ რწმენით, ლოცვით, სინანულით, მცნებების დაცვით, აი, მაშინ მოგვეცემა ჩვენ ის მადლი, რაც არის ამ სიწმინდეებში და შეგვეწევა სულის გადარჩენის საქმეში.

მინდა, დიდი მადლობა გადავუხადო მის მაღალყოვლადუსამღვდელოესობას, ზუგდიდისა და ცაიშის მიტროპოლიტ გერასიმეს, ამ ეპარქიის სამღვდელოებას, ღირსეული და ერთგული მსახურებისთვის. ძვირფასო მეუფე, გარდა იმისა, რომ ძალიან ღირსეულად უძღვებით საგარეო ურთიერთობების განყოფილებას საქართველოს საპატრიარქოში, შესანიშნავია თქვენი ღვაწლი და საქმიანობა ზუგდიდისა და ცაიშის ეპარქიაში. ამას ადასტურებს ეს დიდებული საკათედრო ტაძარი. ასევე, მინდა, აღვნიშნო, ძვირფასო მეუფევ, რომ თქვენი მრავალწლიანი ღვაწლის შედეგად, ვლაქერნობა გახდა არა მხოლოდ საეკლესიო დღესასწაული, არამედ სრულიად საქართველოსთვის სახალხო დღესასწაული, მადლობა ამისთვის“, - განაცხადა შიო მესამემ.

როგორც მან აღნიშნა, სამეგრელოში მსახურებამ, აქაურმა სიყვარულმა, დიდმა სითბომ, კულტურამ მოამზადა საპატრიარქო მსახურებისთვის.

„მინდა, ვისარგებლო შემთხვევით, რომ ვიმყოფები ზუგდიდში, სამეგრელოს გულში, სამეგრელოსადმი გამოვხატო ჩემი დიდი სიყვარული, მადლიერება. თქვენ იცით, რომ 23 წელი ვმსახურობდი სენაკის და ჩხოროწყუს ეპარქიაში მღვდელმთავრად, და შეიძლება ითქვას, კიდევ ვმსახურობ, რადგან ჯერჯერობით წმინდა სინოდი მაძლევს უფლებას, შევითავსო ეს შესანიშნავი ეპარქია. არ ვიცი, როდემდე მომეცემა ამის შესაძლებლობა, მაგრამ სანამ მე ვარ ცოცხალი, სანამ ვმსახურობ ეკლესიაში, სამეგრელოს სიყვარული ყოველთვის ჩემთან იქნება, რადგან სამეგრელომ მომცა ძალიან ბევრი რამ, და შეიძლება ითქვას, სამეგრელოში მსახურებამ, აქაურმა სიყვარულმა, დიდმა სითბომ, დიდმა სილამაზემ და კულტურამ მომამზადა ჩემი საპატრიარქო მსახურებისთვის.

შეგახსენებთ უწმინდესი და უნეტარესი ილია მეორის სიტყვებს, რომ სამეგრელოდან უნდა დაიწყოს ჩვენი ქვეყნის გამთლიანება. და ჩვენ დარწმუნებული ვართ, რომ ამ ლოცვა-კურთხევას სამეგრელო აუცილებლად შეასრულებს. მიიღეთ ჩემი დიდი სიყვარული, ლოცვა-კურთხევა და მადლიერება. ღმერთმა გაგახაროთ და დაგლოცოთ. კიდევ ერთხელ გილოცავთ ღვთისმშობლის პატიოსანი სამოსლის დღესასწაულს, ღმერთმა დაგლოცოთ და გაგაძლიეროთ. ვევედროთ დედა ღვთისმშობელს, რომ გააძლიეროს ჩვენს გულებში ქრისტეს რწმენა, დაამკვიდროს ჩვენს შორის ერთობა, ერთსულოვნება, მშვიდობა და სიყვარული. ყოვლადწმინდა ღვთისმშობლის ლოცვით, ღმერთმა აკურთხოს, დაიფაროს, გააძლიეროს და გადაარჩინოს სრულიად საქართველო, ამინ“, - განაცხადა შიო მესამემ.

ყველა სიახლე

31 აგვისტო 2026, 01:32

საზოგადოება

საგარეო საქმეთა სამინისტრო: 30 აგვისტოს, თბილისიდან მოსკოვის მიმართულებით მიმავალი სამგზავრო ავტობუსი სატვირთო მანქანას შეეჯახა. გავრცელებული ინფორმაციით არის მსხვერპლი და არიან დაშავებულები - შვეიცარიის საელჩოს საქართველოს ინტერესების სექციის წარმომადგენელი გაემგზავრა საქართველოს მოქალაქეებისათვის შესაბამისი დახმარების გაწევის მიზნით

რუსეთის ფედერაციაში შვეიცარიის კონფედერაციის საელჩოს საქართველოს ინტერესების სექციის წარმომადგენელი გაემგზავრა შემთხვევის ადგილზე საქართველოს მოქალაქეებისათვის შესაბამისი დახმარების გაწევის მიზნით, - განმარტეს საქართველოს საგარეო საქმეთა სამინისტროში 30 აგვისტოს თბილისიდან მოსკოვის მიმართულებით მიმავალი სამგზავრო ავტობუსისა და სატვირთო მანქანის შეჯახებასთან დაკავშირებით.

31 აგვისტო 2026, 00:17

საზოგადოება

შეფასებისა და გამოცდების ეროვნული ცენტრი: უცხო ქვეყნის უმაღლესი საგანმანათლებლო დაწესებულებებიდან საქართველოში სწავლის გაგრძელების მსურველებისთვის 31 აგვისტოს საცდელი ტესტირება ჩატარდება

შეფასებისა და გამოცდების ეროვნული ცენტრის ორგანიზებით, 31 აგვისტოს, 10:00 საათიდან 18:00 საათამდე, უცხო ქვეყნის უმაღლესი საგანმანათლებლო დაწესებულებებიდან საქართველოში სწავლის გაგრძელების მსურველი სტუდენტებისთვის ონლაინ რეჟიმში საცდელი ტესტირება ჩატარდება, - აღნიშნულია ცენტრის მიერ გავრცელებულ ინფორმაციაში.

30 აგვისტო 2026, 22:41

საზოგადოება

აჭარის მთავრობის თავმჯდომარე ზურაბ პატარაძე სახალხო დღესასწაულს „ტბელობას“ დაესწრო

აჭარის მთავრობის თავმჯდომარე, ზურაბ პატარაძე ოჯახთან ერთად „ტბელობის“ სახალხო დღესასწაულთან დაკავშირებით გამართულ ღონისძიებებს დაესწრო, - ინფორმაციას აჭარის მთავრობა ავრცელებს.

ცოტნე ანანიძე

30 აგვისტო 2026, 21:54

პოლიტიკა

ცოტნე ანანიძე გიგა ლემონჯავას განცხადებაზე, რომ „ივანიშვილის გაკეთილშობილებას რამდენი ხანიც არ უნდა ველოდოთ არ მოხდება“: ასეთი შეფასებები აქვთ ქვეყნის ისტორიაში ყველაზე დიდი ქველმოქმედის მიმართ. მერე თავადვე უკვირთ, რატომ უჭერს მხარს საზოგადოება ბიძინა ივანიშვილს

აჭარის ავტონომიური რესპუბლიკის უმაღლესი საბჭოს თავმჯდომარე ცოტნე ანანიძე კოალიცია „ცვლილებისთვის“ წევრის, გიგა ლემონჯავას განცხადებას გამოეხმაურა, რომელმაც აღნიშნა: „ივანიშვილის გაკეთილშობილებას რამდენი ხანიც არ უნდა ველოდოთ არ მოხდება“.

30 აგვისტო 2026, 21:49

საზოგადოება

ლენტეხი–ლასდილის გზაზე, სოფელ საყდართან ავტოტრანსპორტის მოძრაობა აღდგა

საქართველოს ინფრასტრუქტურის სამინისტროს საავტომობილო გზების დეპარტამენტის ინფორმაციით, შიდასახელმწიფოებრივი მნიშვნელობის ქუთაისი (წყალტუბოს გადასახვევი)–წყალტუბო–ცაგერი–ლენტეხი–ლასდილის საავტომობილო გზის კმ98–კმ151 (საყდარი–ლასდილი) მონაკვეთზე და ზუგდიდი–ჯვარი–მესტია–ლასდილის საავტომობილო გზის კმ185–კმ190 (უშგული–ლასდილი) მონაკვეთზე ავტოტრანსპორტის მოძრაობა აღდგენილია.

გურამ თუშიშვილი

30 აგვისტო 2026, 21:18

სპორტი

გურამ თუშიშვილმა „გრანდ სლემის“ ბრინჯაოს მედალი მოიპოვა

ქართველმა ძიუდოისტმა გურამ თუშიშვილმა „გრანდ სლემის“ ბრინჯაოს მედალი მოიპოვა, - ინფორმაციას სპორტის სამინისტრო ავრცელებს.

ილია სულამანიძე

30 აგვისტო 2026, 21:12

სპორტი

ილია სულამანიძე ლოზანის „გრანდ სლემის“ გამარჯვებულია

ილია სულამანიძე ლოზანის „გრანდ სლემის“ გამარჯვებულია, - ინფორმაციას სპორტის სამინისტრო ავრცელებს.

დონალდ ტრამპი

30 აგვისტო 2026, 18:20

მსოფლიო

ტრამპი: ერთ-ერთი რამ, რის გაკეთებასაც ვენესუელის ნავთობით ვაპირებ, ეროვნული სტრატეგიული რეზერვების შევსებაა - ეს ვენესუელის საჩუქარია ამერიკელი ხალხისთვის

აშშ-ის პრეზიდენტი, დონალდ ტრამპი აცხადებს, რომ ვენესუელური ნავთობით აშშ-ის სტრატეგიული რეზერვების შევსებას გეგმავს.

30 აგვისტო 2026, 18:00

რეგიონი

„ყაზბეგობა 2026“ გალა-კონცერტითა და ელექტრონული მუსიკის საღამოთი დასრულდება

ასევე, ჩატარდა გასართობი და შემეცნებითი აქტივობები, მათ შორის, ანიმატორების შოუ და მასტერკლასები. გაიმართა ადგილობრივი სიმღერისა და ცეკვის ანსამბლების კონცერტიც, სახალხო მთქმელებისა და პოეტების მონაწილეობით.

30 აგვისტო 2026, 17:43

რეგიონი

სოფელ საყდართან დროებით სარმის ხიდზე გადაადგილება ყველა ავტომობილისთვისაა შესაძლებელი

მცირე დეტალების დასასრულებლად სამუშაოები გრძელდება. კერძოდ, ლენტეხის მუნიციპალიტეტის მერის, გიორგი გაზდელიანის განცხადებით, ხიდის მოაჯირისა და ტროტუარის მოწყობის სამუშაოები მიმდინარეობს.

გივი მიქანაძე

30 აგვისტო 2026, 17:15

საზოგადოება

გივი მიქანაძე: პრემიერ-მინისტრ ირაკლი კობახიძის ინიციატივით, 1795 აბიტურიენტს, რომლებმაც ერთიან ეროვნულ გამოცდებზე განსაზღვრული მინიმალური კომპეტენციის ზღვარი გადალახეს, ე.წ. მეორადი ჩარიცვის შესაძლებლობას ვაძლევთ

მხოლოდ წელს დავუშვებთ გამონაკლისს და საქართველოს პრემიერ-მინისტრ ირაკლი კობახიძის ინიციატივით, 1795 აბიტურიენტს, რომლებმაც ერთიან ეროვნულ გამოცდებზე განსაზღვრული მინიმალური კომპეტენციის ზღვარი გადალახეს, ე.წ. მეორადი ჩარიცვის შესაძლებლობას ვაძლევთ, - განაცხადა განათლების, მეცნიერებისა და ახალგაზრდობის მინისტრმა, გივი მიქანაძემ ბრიფინგზე.

30 აგვისტო 2026, 17:14

სამართალი

საქართველოს პროკურატურამ დაურ ბუავას განსაცდელში მიტოვების ფაქტზე დაკავებულ უკრაინის მოქალაქეს ბრალდება წარუდგინა - პროკურატურა საქმესთან დაკავშირებით ვიდეო მასალას ასაჯაროებს

საქართველოს პროკურატურამ დაურ ბუავას განსაცდელში მიტოვების ფაქტზე დაკავებულ უკრაინის მოქალაქე ვ.კ.-ს ბრალდება წარუდგინა, - ინფორმაციას საქართველოს პროკურატურა ავრცელებს.

გურამ ნიკოლაშვილი

30 აგვისტო 2026, 16:53

პოლიტიკა

გურამ ნიკოლაშვილი: დღეს გავიგეთ, რომ ისლანდიაში რეფერენდუმი ჩატარდა და შედეგად ქვეყანამ ევროკავშირში გაწევრიანებას უარი უთხრა

დღეს გავიგეთ, რომ ისლანდიაში რეფერენდუმი ჩატარდა და შედეგად ქვეყანამ ევროკავშირში გაწევრიანებას უარი უთხრა, - წერს თბილისის საკრებულოს წევრი, გურამ ნიკოლაშვილი.

დიმიტრი ხუნდაძე

30 აგვისტო 2026, 16:36

პოლიტიკა

დიმიტრი ხუნდაძე: იმ პირებმა, რომლებიც მიხვდნენ, რომ ძალიან ცუდად გამოიყენეს, საკუთარი დანაშაული აღიარეს, პრეზიდენტმაც ეს აღიარება მიიღო ზუსტად ისე, როგორც უნდა მიეღო და ისინი შეიწყალა

საპარლამენტო პოლიტიკური ჯგუფის „ხალხის ძალის“ თავმჯდომარე დიმიტრი ხუნდაძე პრეზიდენტ მიხეილ ყაველაშვილის მიერ საპროტესტო აქციების დროს ჩადენილი დანაშაულისთვის მსჯავრდებული რამდენიმე პირის შეწყალებას ეხმიანება და ოპოზიციის განცხადებებს აფასებს.

ვატო შაქარიშვილი

30 აგვისტო 2026, 16:31

პოლიტიკა

ვატო შაქარიშვილი: ისლანდიამ უარი თქვა ევროკავშირში გაწევრიანებაზე, მათ უარი თქვეს მრავალმხრივ კრიზისებსა და შეუქცევადი დეგრადაციის პროცესში მყოფ გაერთიანებაში გაწევრიანებაზე, რასაც მხოლოდ სუვერენიტეტის დაკარგვა და სხვა უამრავი საფრთხე მოჰყვება

ეკონომიკურ რისკებთან, ღირებულებით შეუთავსებლობასთან და სუვერენიტეტის დაკარგვასთან ერთად, იმ გაერთიანების წევრობა, რომელიც ომშია რუსეთთან, ავტომატურად უდრის გამანადგურებელ კონფლიქტში საქართველოს ჩართვას, ამიტომ, საბოლოოდ უნდა გავთავისუფლდეთ ილუზიებისგან და შევდგეთ ქვეყნის განვითარების ყველაზე ოპტიმალურ გზაზე, როგორიც არის ნეიტრალიტეტი, - წერს „ერთიანი ნეიტრალური საქართველოს“ გენერალური მდივანი, ვატო შაქარიშვილი, რომელიც ეხმიანება ევროკავშირში გაწევრიანებაზე ისლანდიის მიერ უარის თქმას.

30 აგვისტო 2026, 16:27

სამართალი

პროკურატურამ განზრახ მკვლელობის ფაქტზე არასრულწლოვანს ბრალდება წარუდგინა

საქართველოს პროკურატურამ განზრახ მკვლელობის ფაქტზე არასრულწლოვანს ბრალდება წარუდგინა, - ინფორმაციას საქართველო პროკურატურა ავრცელებს.

სერჰი იემელიანოვი

30 აგვისტო 2026, 15:59

სპორტი

სერჰი იემელიანოვი პარაკაიაკით ასპარეზობაში მსოფლიოს ჩემპიონია

სპორტის სამინისტროს ინფორმაციით, საქართველოს ნაკრების წევრმა სერჰი იემელიანოვმა პარაკაიაკით ფინალურ გაცურვაში 200-მეტრიანი დისტანცია 39,82 წამში დაფარა და მსოფლიოს ჩემპიონობა ზედიზედ მეორედ იზეიმა.

მოჯტაბა ხამენეი

30 აგვისტო 2026, 14:47

მსოფლიო

Reuters: ირანის უზენაესმა ლიდერმა მოჯთაბა ხამენეიმ მუსლიმურ, განსაკუთრებით კი სპარსეთის ყურის ქვეყნებს, მოუწოდა, გაერთიანდნენ იმის წინააღმდეგ, რასაც ის მათ „ნამდვილ მტერს“ უწოდებს და თქვა, რომ მუსლიმებს შორის განხეთქილება მათ მოწინააღმდეგეებს ემსახურება

ირანის უზენაესმა ლიდერმა მოჯთაბა ხამენეიმ მუსლიმურ, განსაკუთრებით კი სპარსეთის ყურის ქვეყნებს, მოუწოდა, გაერთიანდნენ იმის წინააღმდეგ, რასაც ის მათ „ნამდვილ მტერს“ უწოდებს და თქვა, რომ მუსლიმებს შორის განხეთქილება მათ მოწინააღმდეგეებს ემსახურება. აღნიშნულის შესახებ ინფორმაციას Reuters ავრცელებს.

30 აგვისტო 2026, 14:31

მსოფლიო

კალიფორნიაში ხანძარს ებრძვიან

კალიფორნიაში ხანძარს ებრძვიან. ბიგ-სურის რაიონში გაჩენილმა ხანძარმა 13 000 ჰექტარზე მეტი ფართობი გაანადგურა. სტიქიის ზონიდან მოსახლეობის ევაკუაცია განხორციელდა.

ჯონ რეტკლიფი

30 აგვისტო 2026, 14:27

მსოფლიო

AXIOS: აშშ-ის ცენტრალური სადაზვერვო სააგენტოს დირექტორმა მოსკოვში ყოფნისას რუსულ მხარეს ტრამპს, ზელენსკისა და პუტინს შორის სამმხრივი შეხვედრა შესთავაზა

ამერიკის ცენტრალური სადაზვერვო სააგენტოს დირექტორმა მოსკოვში ყოფნისას რუსულ მხარეს ტრამპს, ზელენსკისა და პუტინს შორის სამმხრივი შეხვედრა შესთავაზა. ამის თაობაზე გამოცემა AXIOS-ი საკუთარ წყაროზე დაყრდნობით წერს.