16 ივლისი 2026, 15:53 / სანდო წყარო

ქუთაისის საერთაშორისო უნივერსიტეტსა და საქართველოს მათემატიკოსთა კავშირს შორის თანამშრომლობის მემორანდუმი გაფორმდა

სამეცნიერო, კვლევით და საგანმანათლებლო სფეროებში თანამშრომლობის გაფართოების მიზნით, ქუთაისის საერთაშორისო უნივერსიტეტსა (KIU) და საქართველოს მათემატიკოსთა კავშირს შორის თანამშრომლობის მემორანდუმი გაფორმდა.

ქუთაისის საერთაშორისო უნივერსიტეტის ინფორმაციით, დოკუმენტს ხელი მოაწერეს ქუთაისის საერთაშორისო უნივერსიტეტის აღმასრულებელმა დირექტორმა/რექტორმა ვახტანგ ცაგარელმა და საქართველოს მათემატიკოსთა კავშირის პრეზიდენტმა, საქართველოს მეცნიერებათა ეროვნული აკადემიის წევრ-კორესპონდენტმა, KIU-ს პროფესორმა ალექსანდრე მესხმა.

მემორანდუმი ითვალისწინებს STEM მეცნიერებისა და კვლევის განვითარების ხელშეწყობას, მათემატიკის როლის გაძლიერებას თანამედროვე საგანმანათლებლო სფეროში, აკადემიური თანამშრომლობის გაღრმავებასა და ახალგაზრდა თაობის პროფესიულ მხარდაჭერას. პარტნიორობა ხელს შეუწყობს ახალი სამეცნიერო შესაძლებლობების შექმნას, როგორც სტუდენტებისთვის, ისე მკვლევრებისა და აკადემიური საზოგადოების წარმომადგენლებისთვის.

მხარეები ითანამშრომლებენ ისეთი ძირითადი მიმართულებებით, როგორებიცაა: ერთობლივი სამეცნიერო-კვლევითი, საგანმანათლებლო და ინოვაციური პროექტების დაგეგმვა და განხორციელება; საერთაშორისო, ეროვნული და რეგიონული კონფერენციების, სემინარების, ოლიმპიადებისა და საჯარო ლექციების ორგანიზება; საერთაშორისო პარტნიორების მონაწილეობით ერთობლივი პროექტების შემუშავება; თანამედროვე მათემატიკური კვლევებისა და მათი პრაქტიკული გამოყენების პოპულარიზაცია.

აღნიშნული თანამშრომლობა მნიშვნელოვანია KIU-ში დაფუძნებული, გიორგი ნიკოლაძის სახელობის სამეცნიერო-კვლევითი ცენტრის განვითარებისთვის, რომელსაც პროფესორი ალექსანდრე მესხი ხელმძღვანელობს.

ქუთაისის საერთაშორისო უნივერსიტეტის ერთ-ერთ ძირითად პრიორიტეტს წარმოადგენს STEM მეცნიერების მიმართულებით პროგრამების განხორციელება და შესაბამისი სამეცნიერო-კვლევითი საქმიანობის მხარდაჭერა, რაც კიდევ უფრო გააძლიერებს KIU-ს როლს საერთაშორისო აკადემიურ და სამეცნიერო სივრცეში.

ყველა სიახლე

16 ივლისი 2026, 17:04

მსოფლიო

ესპანეთში ტყის ხანძარს ებრძვიან

ესპანეთის ჩრდილოეთით, არაგონის რეგიონში ტყის ხანძარი მძვინვარებს. იწვის 4 500 ჰექტარზე მეტი ტერიტორია. ხანძარი დასახლებულ რაიონებს მიუახლოვდა, 4 ქალაქიდან მოსახლეობის ევაკუაცია მიმდინარეობს.

16 ივლისი 2026, 16:59

საზოგადოება

ძაღლების ჰიპერპოპულაციის მართვის პროგრამის უფროსის მოადგილე: ცალსახად დეზინფორმაციას წარმოადგენს აღნიშნული ინფორმაცია, რომ თითქოს სურსათის ეროვნული სააგენტოს დამჭერ ბრიგადებს მიჰყავთ მიუსაფარი ცხოველები და მას გარემოში უკან აღარ აბრუნებენ

სურსათის ეროვნულ სააგენტოში განმარტავენ, რომ ძაღლების ჰიპერპოპულაციის მართვის პროგრამა მაქსიმალურად გამჭვირვალეა და სიმართლეს არ შეესაბამება ბრალდებები სხვადასხვა ლოკაციიდან ძაღლების არაგეგმურად აყვანის შესახებ.

16 ივლისი 2026, 16:58

ეკონომიკა

ვახტანგ ცინცაძე: გლობალური გამოწვევებისადმი ეკონომიკური მზაობის მსოფლიო რეიტინგში საქართველოს პოზიცია ხაზს უსვამს ჩვენი ქვეყნის ბიზნეს და საინვესტიციო უპირატესობას მსოფლიოს სხვა ქვეყნებთან შედარებით

გლობალური გამოწვევებისადმი ეკონომიკური მზაობით საქართველო მსოფლიოს საუკეთესო ოთხეულშია, ევროპაში კი მე-2 ადგილზე დაწინაურდა. აღნიშნულ რეიტინგში საქართველოს პოზიცია ხაზს უსვამს ჩვენი ქვეყნის ბიზნეს და საინვესტიციო უპირატესობას მსოფლიოს სხვა ქვეყნებთან შედარებით, - განაცხადა ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების მინისტრის მოადგილე ვახტანგ ცინცაძემ.

16 ივლისი 2026, 16:58

მსოფლიო

Financial Times-ი უკრაინაში განხორციელებულ საკადრო ცვლილებებს „თვითგამანადგურებელს“ უწოდებს

მიხაილ ფედოროვის თავდაცვის მინისტრის პოსტიდან გათავისუფლებაც სწორედ ასეთ ნაბიჯს განეკუთვნება. გამოცემის ცნობით, უკრაინა ომის დაწყების შემდეგ უკვე მეხუთე თავდაცვის მინისტრს გამოიცვლის, ასეთი სწრაფი ცვლილებები კი ქვეყნის თავდაცვით ძალისხმევას მხოლოდ ძირს უთხრის.

ლადო სადღობელაშვილი

16 ივლისი 2026, 16:58

პოლიტიკა

ლადო სადღობელაშვილი: როდესაც სააკაშვილი „რიყის დოქებზე” იწყებს საუბარს, ბევრისთვის უცნობი ანდა კარგად მივიწყებული ისტორია მახსენდება - ამ ნაგებობის მიღმა, რეალურად, უმძიმესი ფინანსური მაქინაციები, პირადი კაპრიზები და პოლიტიკური გარიგებები იმალება

როდესაც სააკაშვილი “რიყის დოქებზე” იწყებს საუბარს, ბევრისთვის უცნობი ანდა კარგად მივიწყებული ისტორია მახსენდება… ამ ნაგებობის მიღმა რეალურად უმძიმესი ფინანსური მაქინაციები, პირადი კაპრიზები და პოლიტიკური გარიგებები იმალება, - წერს ანალიტიკოსი, ლადო სადღობელაშვილი, სოციალურ ქსელში.

16 ივლისი 2026, 16:41

ეკონომიკა

საქართველოს ბიზნეს ასოციაციის ორგანიზებით უცხოელებზე შრომითი საქმიანობის უფლების გაცემის წესთან დაკავშირებით საინფორმაციო შეხვედრა გაიმართა

საქართველოს ბიზნეს ასოციაციის (BAG) ორგანიზებითა და დასაქმების ხელშეწყობის სახელმწიფო სააგენტოს ჩართულობით, ბიზნეს სექტორის წარმომადგენლებთან საინფორმაციო შეხვედრა გაიმართა. საქართველოს ბიზნეს ასოციაციის ინფორმაციით, შეხვედრა მიზნად ისახავდა „შრომითი მიგრაციის შესახებ“ საქართველოს კანონში და „შრომით იმიგრანტსა და თვითდასაქმებულ უცხოელზე შრომითი საქმიანობის უფლების გაცემის წესის დამტკიცების შესახებ“ საქართველოს მთავრობის №70 დადგენილებაში განხორციელებული მნიშვნელოვანი ცვლილებების განხილვას.

16 ივლისი 2026, 16:40

საზოგადოება

ხოსე ენრიკე ბოფილი: ჩვენი უმთავრესი მისია მოსახლეობისთვის ხელშესახები, რეალური სარგებლის მოტანაა

წყალმომარაგების სექტორის უმსხვილესი ინვესტორის, Aqualia-ს რეგიონულმა დირექტორმა, ხოსე ენრიკე ბოფილმა გადაცემაში „ბიზნეს ინსაიდერი საქართველო“ ჯორჯიან უოთერ ენდ ფაუერის საოპერაციო შედეგებსა და მომსახურების ხარისხზე ისაუბრა და ხაზგასმით აღნიშნა, რომ მათი მთავარი პრიორიტეტი თბილისის, რუსთავისა და მცხეთის სტაბილური წყალმომარაგებაა.

ირაკლი ლატარია

16 ივლისი 2026, 16:26

პოლიტიკა

ირაკლი ლატარია მიხეილ სააკაშვილზე: „რიყის დოქები“ თავის საყვარელს, სოფო ნიჟარაძეს აუშენა

ექსპერტი ირაკლი ლატარია, სოციალურ ქსელში მიხეილ სააკაშვილის იმ განცხადებას გამოეხმაურა, სადაც ექსპრეზიდენტი რიყის თეატრზე საუბრობს: „ნუთუ არ გესმით, რომ რიყეზე აშენებული რიყის თეატრი არ არის სააკაშვილის ახირება ეს იყო თქვენი კუთვნილება, რომელსაც თქვენ გართმევენ, თქვენ გინგრევენ“.

16 ივლისი 2026, 16:21

ეკონომიკა

ტურიზმის ეროვნული ადმინისტრაციის ხელმძღვანელმა და საავიაციო ხელისუფლების წარმომადგენლებმა China Eastern Airlines-ის წარმომადგენლებთან შეხვედრაზე ტურიზმის სფეროში თანამშრომლობის გაღრმავება და მარკეტინგულ აქტივობები განიხილეს

საქართველოს ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების სამინისტროს ტურიზმის ეროვნული ადმინისტრაციის ხელმძღვანელი მაია ომიაძე და საავიაციო ხელისუფლების წარმომადგენლები ჩინეთის ერთ-ერთი უმსხვილესი ავიაკომპანიის, China Eastern Airlines-ის დელეგაციას შეხვდნენ, რომელიც საქართველოში შანხაი-თბილისის პირველი პირდაპირი რეისით ჩამოვიდა.

მარლა სვენია ლიბიხი

16 ივლისი 2026, 16:13

მსოფლიო

გერმანიაში ნეონაცისტი ტრანსგენდერი ქალი სასჯელს კაცთა ციხეში მოიხდის

2023 წელს ლიბიხს, რომელიც იმ დროს კაცი იყო და სვენ ლიბიხის სახელს ატარებდა, ეროვნული შუღლის გაღვივების, ცილისწამებისა და სხვა დანაშაულებისთვის 18 თვით თავისუფლების აღკვეთა მიესაჯა. 2024 წლის ნოემბერში, გერმანიაში თვითიდენტიფიკაციის შესახებ ახალი კანონის მიღებიდან რამდენიმე კვირაში, ლიბიხმა საბუთებში გენდერული მარკერი შეიცვალა და ოფიციალურად ქალი გახდა. ამასთან, მანამდე ლიბიხი - ნეონაცისტური დაჯგუფება Blood and Honor-ის ხელმძღვანელი, ათწლეულების განმავლობაში ტრანსგენდერ ადამიანებს „ტრანსფაშისტებსა“ და „საზოგადოების პარაზიტებს“ უწოდებდა.

16 ივლისი 2026, 16:11

ეკონომიკა

ვახტანგ ცინცაძე: შრომითი მიგრაციის შესახებ კანონმდებლობა უზრუნველყოფს, რომ დაცული იყოს ბალანსი ბიზნესის საჭიროებებსა და სახელმწიფო ინტერესებს შორის, რაც გულისხმობს, მათ შორის, მიგრაციის ეფექტიან მართვას

„ჩვენი მიზანია, რომ გვქონდეს ეფექტიანი და მოქნილი შრომის ბაზარი, რომელიც საბოლოო ჯამში მოგვცემს შესაძლებლობას, ეკონომიკური ზრდა გავხადოთ კიდევ უფრო ინკლუზიური“, - განაცხადა ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების მინისტრის მოადგილე ვახტანგ ცინცაძემ შრომითი მიგრაციის შესახებ საქართველოს კანონში შეტანილ ცვლილებებთან დაკავშირებით გამართულ შეხვედრაზე.

16 ივლისი 2026, 16:11

ეკონომიკა

სამოქალაქო ავიაციის სააგენტოს დირექტორმა, გივი დავითაშვილმა ჩინეთის ერთ-ერთი უმსხვილესი ავიაკომპანიის, China Eastern Airlines-ის ვიცე-პრეზიდენტთან, ხე სიაოცუენთან სამუშაო შეხვედრა გამართა

საქართველო-ჩინეთის საჰაერო მიმოსვლის პოზიტიური დინამიკის გათვალისწინებით, მხარეებმა შანხაი - თბილისი - შანხაის საჰაერო ხაზზე ოპერირების შემდგომი ზრდის შესაძლებლობები განიხილეს და შესაბამისი ორმხრივი ღონისძიებები დასახეს. აღინიშნა, რომ საქართველოს საავიაციო ხელისუფლების მიერ დადგენილი ბაზარზე დაშვების მოქნილი პროცედურები, ასევე ქართული მხარის მიერ ტურისტების მოზიდვის მიზნით შეთავაზებული ხელშემწყობი აქტივობები საჰაერო მიმოსვლის შემდგომი გაფართოების მყარ წინაპირობას ქმნის.

16 ივლისი 2026, 16:08

საზოგადოება

სურსათის ეროვნული სააგენტო: ძაღლების ჰიპერპოპულაციის მართვის პროგრამა მაქსიმალურად გამჭვირვალეა და ბრალდებები სხვადასხვა ლოკაციიდან ძაღლების არაგეგმურად აყვანის შესახებ სიმართლეს არ შეესაბამება

ძაღლების ჰიპერპოპულაციის მართვის პროგრამა მაქსიმალურად გამჭვირვალეა და ბრალდებები სხვადასხვა ლოკაციიდან ძაღლების არაგეგმურად აყვანის შესახებ სიმართლეს არ შეესაბამება, - განცხადესბას სურსათის ეროვნული სააგენტო ავრცელებს.

16 ივლისი 2026, 15:57

მსოფლიო

რუსეთმა და უკრაინამ დაღუპული სამხედროების ცხედრები გაცვალეს

მისი მონაცემებით, რუსეთმა უკრაინას 501 ცხედარი გადასცა, ხოლო უკრაინისგან 31 ცხედარი მიიღო. უკრაინულ მხარეს გაცვლა ჯერჯერობით არ დაუდასტურებია.

16 ივლისი 2026, 15:43

საზოგადოება

თბილისის მერი სანამაშვილების მრავალშვილიან ოჯახს ეწვია და წარჩინებულ სტუდენტებს შეხვდა

კახა კალაძემ სტუდენტებთან შეხვედრაზე თბილისის მერიის პროგრამაზე გაამახვილა ყურადღება და აღნიშნა, რომ მუნიციპალიტეტი, საჭიროებების მიხედვით, ახალგაზრდების მხარდაჭერას მომავალშიც აქტიურად განაგრძობს.

სახალხო დამცველის განცხადება

16 ივლისი 2026, 15:17

საზოგადოება

სახალხო დამცველი: შშმ პირთა მიმართ არსებული სტიგმის დაძლევა და თანასწორი სოციალური გარემოს უზრუნველყოფა სახელმწიფოსა და საზოგადოების მნიშვნელოვანი ვალდებულებაა. მედიის, გასართობი ინდუსტრიისა და სხვა საჯარო პლატფორმების წარმომადგენლებს ეკისრებათ განსაკუთრებული სოციალური პასუხისმგებლობა, გაითვალისწინონ მათ მიერ გავრცელებული შინაარსის შესაძლო გავლენა იმ პირებსა და ჯგუფებზე, რომლებიც მოწყვლად მდგომარეობაში იმყოფებიან

სახალხო დამცველი ეხმიანება ბოლო პერიოდში საჯარო სივრცეში, მათ შორის, იუმორისტულ მედიაპლატფორმებსა და გადაცემებში გავრცელებულ შინაარსს, რომლებშიც შეზღუდული შესაძლებლობის მქონე პირთა მიმართ იკვეთება სტიგმისა და დისკრიმინაციული სტერეოტიპების გამაძლიერებელი ნარატივი.

16 ივლისი 2026, 15:05

რეგიონი

ენგურჰესის თაღოვან კაშხალზე საქართველოში ყველაზე მაღალი ზიპლაინი გაიხსნა

ენგურჰესის თაღოვან კაშხალზე საქართველოში ყველაზე მაღალი ზიპლაინი გაიხსნა. ატრაქცია სტუმრებს საშუალებას მისცემს, სტრატეგიული ენერგეტიკული ობიექტი და უნიკალური საინჟინრო ნაგებობა სრულიად განსხვავებული კუთხით აღმოაჩინონ.

თამარ იოსელიანი

16 ივლისი 2026, 14:59

ეკონომიკა

თამარ იოსელიანი: ჩვენ ვინარჩუნებთ შუა დერეფანში კონკურენტუნარიანი, ეფექტიანი და სანდო პარტნიორის პოზიციებს

2026 წლის პირველ ნახევარში საქართველოს ნავსადგურებში საოპერაციო ეფექტიანობის ზრდის ტენდენცია ნარჩუნდება, - განაცხადა ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების მინისტრის მოადგილემ, თამარ იოსელიანმა.

16 ივლისი 2026, 14:51

სამართალი

ბრიტანეთის მოქალაქე მეთიუ როი დესმონდი საპროცესო შეთანხმების საფუძველზე გათავისუფლდა

ის სასამართლოდან საემიგრაციო სამსახურმა გადაიყვანა. მას სამშობლოში დააბრუნებენ. დესმონდი საქართველოში შემოსვლის დროს დააკავეს. მას ქვეყანაში აკრძალული პრეპარატები შემოჰქონდა. საქმე ეხება „პრეგაბალინს", "ბუპრენორფინსა" და "კოდეინს".