24 აგვისტო 2026, 15:14 / სანდო წყარო

გივი მიქანაძე: მეექვსეკლასელები, რომლებიც წელს ფორმას ჩაიცვამენ, სკოლას ისე დაამთავრებენ, რომ მათ ფორმა ეცმევათ, რადგან ყოველ წელს თითო კლასი დაემატება

გივი მიქანაძე

გივი მიქანაძე

მეექვსეკლასელები, რომლებიც წელს ფორმას ჩაიცვამენ, სკოლას ისე დაამთავრებენ, რომ მათ ფორმა ეცმევათ, რადგან ყოველ წელს თითო კლასი დაემატება, - განაცხადა საქართველოს განათლების, მეცნიერებისა და ახალგაზრდობის მინისტრმა გივი მიქანაძემ.

მისივე თქმით, ფორმის ფასი მოგებაზე ორიენტირებული არ არის. მინისტრი ასევე აღნიშნავს, რომ სასკოლო ფორმების ხარისხთან დაკავშირებით წინასწარი განცხადებების მიზანი, მცდარი წარმოდგენების შექმნაა.

„ჩვენ ფორმას კი არ ვაბრუნებთ სკოლაში, ფორმის კულტურას ვამკვიდრებთ, რადგან 30 წელიწადზე მეტია, რაც სკოლებში ფორმა არ არის. საჯარო სკოლებზე მაქვს საუბარი. ბავშვებისთვის ეს არის სიახლე და ნოვაცია, ამიტომ მეექვსეკლასელი, რომელიც წელს ფორმას ჩაიცვამს და უკვე შეეჩვევა ამ კულტურას, შემდეგ წელიწადს მეშვიდე კლასში მისთვის ფორმის ჩაცმა არანაირ პრობლემას არ წარმოადგენს და ყოველ წელს თითო კლასით მეტი დაემატება. ასე რომ, მინდა, დაგარწმუნოთ, რომ მეექვსეკლასელები, რომლებიც წელს ფორმას ჩაიცვამენ, სკოლას ისე დაამთავრებენ, რომ მათ ფორმა ეცმევათ, რადგან ყოველ წელს თითო კლასი დაემატება.

ჯერ მომხმარებელს ეს ფორმები ფიზიკურად არ უნახავს. ამიტომ წინასწარი განცხადებების გაკეთება არის მიზანი კონკრეტული ადამიანების და ჯგუფების, საზოგადოებაში მცდარი წარმოდგენები შექმნას. რაც შეეხება ფორმის ფასს, ამ ფასში არის როგორც დამზადება-შეკერვის, ასევე, ტრანსპორტირების და ლოგისტიკასთან დაკავშირებული ფასი ასახული, მოგებაზე არ არის ორიენტირებული. მინიმალურ ფასში არის მოცემული ძალიან მაღალი ხარისხის ტანსაცმელი. საწარმო, რომელმაც ბაზრის კვლევაში გაიმარჯვა, არის როგორც ჩინეთის, ასევე მსოფლიო მასშტაბით აღიარებული, როგორც ერთ-ერთი წამყვანი კომპანია სასკოლო ფორმების შეკერვაზე. ისინი, როგორც ევროპისთვის, ასევე აზიის და მსოფლიოს სხვადასხვა ქვეყნისთვის კერავენ.

მსოფლიოში აღიარებული შვეიცარიული კომპანია დასკვნაში პირდაპირ მიუთითებს, რომ ხარისხი არის იმ სტანდარტების შესაბამისი, რაც სკოლის მოსწავლეს შეიძლება, რომ ეცვას. შვეიცარიულ კომპანიას, რომელსაც 150-ზე მეტ ქვეყანაში აქვს 2500-ზე მეტი წარმომადგენლობა, აქვს ძალიან მაღალი რეპუტაციული სანდოობა მსოფლიოს მასშტაბით. ვერავის შეუძლია, ეს რეპუტაციული საკითხი კითხვის ნიშნის ქვეშ დააყენოს. მაგალითად, ბრიტანეთში რვა მილიონი მოსწავლე ყოველწლიურად ძალიან დიდი პროცენტულობით პოლიესტერით დამზადებულ სასკოლო ფორმას იყენებს. ავსტრალიაში თითქმის 100%-მდე არის პოლიესტერი ფორმაში გამოყენებული, ასევე, იაპონიაში 65%-ზე მეტს იყენებენ პოლიესტერს. ამიტომ სპეკულირება, თითქოს პოლიესტერი დამაზიანებელი არის, მოგონილია. პოლიესტერისგან არ არის მიზანშეწონილი, იყოს პერანგი ან საცვალი, რაც შეეხება პიჯაკს და სხვა ერთეულებს, აქ პრობლემა არ არის, ეს მსოფლიოში დამკვიდრებული პრაქტიკაა. ამასთან, პოლიესტერი არის ის მასალა, რომელიც თავისი მდგრადობით, მოქნილობით გამოირჩევა და შესაბამისად, ეს სტანდარტები მაქსიმალურად არის შესაბამისობაში იმასთან, რაც მსოფლიო პრაქტიკაშია გამოყენებული“ - აღნიშნა მან.

მინისტრის თქმით, ფორმების შეძენა სავალდებულო არ არის და ყველას შეუძლია იდენტური კრიტერიუმების და დიზანის ფორმა გამოწეროს, ან შეაკერინოს.

„არ არის სავალდებულო, ჩვენგან შეიძინონ ფორმები. მათ შეუძლიათ, გამოიწერონ ფორმები, მაგრამ ეს ფორმა უნდა იყოს იდენტური იმ კრიტერიუმებისა და დიზაინის, იმ ნაჭრის მოყვანილობისა, რომელიც დადგენილია შესაბამისი ნორმატიული აქტით. ასევე, მათ შეუძლიათ, შეაკერინონ ეს ფორმები. ბოლო დღეების განმავლობაში გავრცელდა არაერთი ინფორმაცია, კერძო სამკერვალო კომპანიები სთავაზობენ მომხმარებელს ფორმის შეკერვას, თუმცა ამ ფორმის ღირებულება, როგორც ირკვევა, ორჯერ, ორნახევარჯერ ან სამჯერ უფრო ძვირი ჯდება ადგილობრივ დონეზე, ვიდრე ის, რაც ჩვენ გვაქვს შეკვეთილი ამ ხელშეკრულების საფუძველზე. ამიტომ ეს არის წინასწარი, მიზანმიმართული სპეკულაციები, რათა საზოგადოება შეცდომაში შეიყვანონ, გარკვეული პრობლემების შექმნის მცდელობაა, რომელიც ფიზიკურად არ გამოვა. ადამიანები არიან თავისუფალი თავის არჩევანში, გამოიწერენ, შეაკერინებენ, თუ ჩვენ მიერ ჩამოტანილ პროდუქციას შეიძენენ. აქ უკვე არჩევანი არის მოსწავლეთა მშობლებზე და შესაბამისად, მათ უნდა გადაწყვიტონ“, - განაცხადა გივი მიქანაძემ.

ყველა სიახლე

24 აგვისტო 2026, 17:16

თემა

მეორე ტიპის დიაბეტი ქალებში სულ უფრო ახალგაზრდავდება. რატომ?

მეცნიერები 40 წლამდე ასაკის ქალებში მე-2 ტიპის დიაბეტის შემთხვევების მნიშვნელოვან ზრდაზე საუბრობენ. თუმცა აღნიშნული დიაგნოზის დასმა ხშირად გვიანდება.

თამარ ბაგრატიონი

24 აგვისტო 2026, 16:11

პოლიტიკა

საქართველოს პირველმა ლედიმ, თამარ ბაგრატიონმა კიევში, პირველი ლედებისა და ჯენტლმენების VI სამიტში მიიღო მონაწილეობა

SFLG Global Platform საერთაშორისო ინიციატივაა, რომელიც 2021 წლიდან მსოფლიოს სახელმწიფო მეთაურების მეუღლეებს აერთიანებს. ყოველწლიურად, პლატფორმა კიევში მაღალი დონის შეხვედრებს მართავს, რათა ხელი შეუწყოს დიალოგს გლობალური მნიშვნელობის საკითხებზე.

ენტონი ჰოპკინსი

24 აგვისტო 2026, 16:04

კულტურა

ენტონი ჰოპკინსმა პირველი მუსიკალური ალბომი გამოუშვა

ჰოლივუდის მსახიობმა ენტონი ჰოპკინსმა, თავისი პირველი მუსიკალური ალბომი Life Is a Dream წარადგინა. ფირფიტა მან ფილარმონიულ ორკესტრთან ერთად ჩაწერა, გუსტავო დუდამელის დირიჟორობით. ჩანაწერი ბოლო 60 წლის განმავლობაში ჰოპკინსის მიერ შექმნილ ნაწარმოებებს მოიცავს. კრებულის პირველი ტრეკი - Bracken Road მსახიობმა 10 ივლისს გამოუშვა. სულ ალბომში 12 კომპოზიცია შევიდა.

24 აგვისტო 2026, 15:47

რეგიონი

სურსათის ეროვნულმა სააგენტომ ბათუმში, ამერიკული თეთრი პეპლის საწინააღმდეგოდ მცენარეები დაამუშავა

სურსათის ეროვნული სააგენტოს მცენარეთა დაცვის სპეციალისტებმა, მონიტორინგის შედეგების გათვალისწინებით, ქალაქ ბათუმში, იმ ტერიტორიებზე, სადაც ამერიკული თეთრი პეპლის გავრცელების კერები აღინიშნებოდა, მცენარეები სპეციალიზებული ტექნიკის გამოყენებით დაამუშავეს. ინფორმაციას სურსათის ეროვნული სააგენტო ავრცელებს.

24 აგვისტო 2026, 15:27

ჯანდაცვა

NCDC-ის თანამშრომლებს მართვის თანამედროვე მიდგომებისა და 2027-2030 წლების პრიორიტეტების განსაზღვრის მიმართულებით ტრენინგები ჩაუტარდათ

დაავადებათა კონტროლისა და საზოგადოებრივი ჯანმრთელობის ეროვნული ცენტრის თანამშრომელთა პროფესიული განვითარების, ინსტიტუციური გაძლიერებისა და სტრატეგიული დაგეგმვის მიზნით, სამუშაო შეხვედრები და ტრენინგები გაიმართა.

24 აგვისტო 2026, 15:17

სამართალი

ზუგდიდის რაიონულმა სასამართლომ, ადმინისტრაციულ სამართალდამრღვევებად ცნო მოქალაქეები, რომლებმაც სოციალურ ქსელში სხვადასხვა პირს შეურაცხყოფა მიაყენა

ზუგდიდის რაიონულმა სასამართლომ, ადმინისტრაციული სამართალდამრღვევის ზაალ ცხადაიას საქმე განიხილა.

24 აგვისტო 2026, 15:13

პოლიტიკა

საქართველოს მთავრობის ადმინისტრაციის უფროსი საქართველოში ინდოეთის რესპუბლიკის ელჩს შეხვდა

საქართველოს მთავრობის ადმინისტრაციის უფროსი ლევან ჟორჟოლიანი საქართველოში ინდოეთის რესპუბლიკის ელჩს ამით კუმარ მიშრას შეხვდა, - ინფორმაციას საქართველოს მთავრობის ადმინისტრაცია ავრცელებს.

გივი მიქანაძე

24 აგვისტო 2026, 15:08

საზოგადოება

გივი მიქანაძე: ბანკებთან ვაწარმოეთ მოლაპარაკებები გარკვეულ შეღავათებზე, ქეშბექის პოლიტიკით საზოგადოება მეტ სარგებელს მიიღებს, რადგან განსაზღვრულ ტარიფთან შედარებით იაფად შეიძენს სასკოლო ფორმებს

საქართველოს განათლების, მეცნიერებისა და ახალგაზრდობის მინისტრის გივი მიქანაძის განცხადებით, სასკოლო ფორმებთან დაკავშირებით ონლაინ ელექტრონული პლატფორმის შექმნის მიზანია ფორმების შეძენის ხელმისაწვდომობის გამარტივება.

მარკ კარნი

24 აგვისტო 2026, 14:54

მსოფლიო

მედია: კანადის მთავრობა ელოდება, რომ აშშ-სთან სავაჭრო ომი ხანგრძლივი იქნება

როგორც Bloomberg-ი წყაროზე დაყრდნობით წერს, კანადის მთავრობა ამუშავებს შიდა დახმარების პაკეტს ამერიკული ტარიფებისგან დაზარალებული ბიზნესის მხარდასაჭერად და ვარაუდობს, რომ საჭიროების შემთხვევაში გაძლებს პრეზიდენტ დონალდ ტრამპის უფლებამოსილების ვადის ამოწურვამდე.

მიხეილ ყაველაშვილი

24 აგვისტო 2026, 14:42

პოლიტიკა

საქართველოს პრეზიდენტი: ვულოცავ უკრაინასა და უკრაინელ ხალხს დამოუკიდებლობის 35-ე წლისთავს - ამ განსაკუთრებულ დღეს, უკრაინელ ხალხს ვუსურვებ მშვიდობას, სიმტკიცესა და ღირსეულ მომავალს

საქართველოს პრეზიდენტი უკრაინას დამოუკიდებლობის 35-ე წლისთავს ულოცავს.

24 აგვისტო 2026, 14:39

პოლიტიკა

გურამ მაჭარაშვილი ოპოზიციაზე: ერთი წუთით წარმოვიდგინოთ, რომ ღმერთმა არ ქნას, თეორიულად დაუჯერა ქართულმა საზოგადოებამ ჰერჩინსკის, აირჩია ეს პოლიტიკური აჯაფსანდალი ხელისუფლებაში და დაიწყეს მინისტრებისა და პრემიერ-მინისტრის განაწილება. ხომ წარმოგიდგენიათ რა პოლიტიკური ორომტრიალი დატრიალდება საქართველოში?!

ერთი წუთით წარმოვიდგინოთ, რომ ღმერთმა არ ქნას, თეორიულად დაუჯერა ქართულმა საზოგადოებამ ჰერჩინსკის, აირჩია ეს პოლიტიკური აჯაფსანდალი ხელისუფლებაში და დაიწყეს მინისტრებისა და პრემიერ-მინისტრის განაწილება. ხომ წარმოგიდგენიათ რა პოლიტიკური ორომტრიალი დატრიალდება საქართველოში , - განაცხადა „ხალხის ძალის“ ერთ-ერთმა ლიდერმა გურამ მაჭარაშვილმა ოპოზიციაში მიმდინარე პროცესებზე საუბრისას „ქრონიკასთან“.

24 აგვისტო 2026, 14:35

მსოფლიო

ალის ვაიდელი: ჩვენ შენგენის ზონიდან გავალთ, რათა ისეთმა ადამიანებმა, რომლებიც მაგალითად სეუტის გავლით ხვდებიან ევროპაში, ჩვენამდე არ ჩამოაღწიონ

„ევროს შემოღებამდე გერმანია გაცილებით უკეთესად იყო უზრუნველყოფილი. ვხედავთ მშრომელი მოსახლეობის მნიშვნელოვანი ნაწილის გაღარიბებას. ჩვენ აღარ ვართ ქვეყანა ძლიერი ვალუტით. ევრო კი სუსტდება. ასევე ვხედავთ სამუშაო ადგილების შემცირებას. ჩვენ შენგენის ზონიდან გავალთ, რათა ისეთმა ადამიანებმა, რომლებიც მაგალითად სეუტის გავლით ხვდებიან ევროპაში, ჩვენამდე არ ჩამოაღწიონ. შენგენი მხოლოდ მაშინ მოქმედებს, თუკი გარე საზღვრები დაცულია“, - მიიჩნევს ვაიდელი.

24 აგვისტო 2026, 14:28

საზოგადოება

საზაფხულო ბანაკების ფარგლებში ცესკოს თავმჯდომარის მოადგილე ყვარელში ახალგაზრდებს შეხვდა

ცენტრალურმა საარჩევნო კომისიამ (ცესკო) ახალგაზრდობის სააგენტოსთან თანამშრომლობით ახალგაზრდებთან კიდევ ერთი საინფორმაციო შეხვედრა გამართა. ყვარლის ახალგაზრდული ბანაკის მონაწილეებს ამჯერად ცესკოს თავმჯდომარის მოადგილე გიორგი შარაბიძე შეხვდა.

ვოლოდიმირ ზელენსკი

24 აგვისტო 2026, 14:24

მსოფლიო

ვოლოდიმირ ზელენსკი: პუტინს იმედი აქვს, რომ დავიღალეთ. ჩვენ ვიცით, რომ ის მოკვდავია

„პუტინს იმედი აქვს, რომ დავიღალეთ. ჩვენ ვიცით, რომ ის მოკვდავია. მას ჩვენი არასდროს ესმოდა. ახლა კი უკვე ვეღარც მოასწრებს ჩვენს გაგებას. თქვენ გსურდათ მთელი ჩვენი უკრაინის, მთელი ჩვენი მიწის წართმევა, სანაცვლოდ კი დაკარგეთ თქვენი ნავთობგადამამუშავებელი ქარხნები, ფლოტი, თქვენი შემოსავლები და მთელი თაობა, რომელიც ხორცსაკეპ მანქანაში გაუშვით“, - განაცხადა ზელენსკიმ.

24 აგვისტო 2026, 14:15

საზოგადოება

მედიაწიგნიერების სწავლების მსურველი მასწავლებლებისთვის ვებინარი „როგორ ვასწავლოთ მედიაწიგნიერება?“ გაიმართა

კომუნიკაციების კომისიის ორგანიზებითა და საქართველოს განათლების, მეცნიერებისა და ახალგაზრდობის სამინისტროსთან თანამშრომლობით, სკოლის მასწავლებლებისა და დირექტორებისთვის გაიმართა საინფორმაციო ვებინარი თემაზე - „როგორ ვასწავლოთ მედიაწიგნიერება?". ვებინარს მედიაწიგნიერების სწავლების მსურველი 450-მდე მასწავლებელი დაესწრო, რომლებმაც მედიაწიგნიერების სწავლების შესახებ დეტალური ინფორმაცია მიიღეს.

ნიკოლ ფაშინიანი

24 აგვისტო 2026, 14:14

მსოფლიო

ფაშინიანი: „ტრამპის მარშრუტი“ სომხეთის ბლოკადას დაასრულებს. პროექტის განხორციელება ასევე გახსნის სარკინიგზო მიმოსვლას სპარსეთის ყურესა და შავ ზღვას შორის, ირანის, ნახიჩევანის, სომხეთისა და საქართველოს გავლით, რაც მნიშვნელოვან ცვლილებებს მოუტანს ირანს, აზერბაიჯანს, სომხეთსა და საქართველოს

„პროექტი, რომელიც განხორციელდება სომხეთის რესპუბლიკის ტერიტორიაზე სომხეთის ტერიტორიული მთლიანობის, სუვერენიტეტისა და იურისდიქციის პრინციპებზე დაყრდნობით, სომხეთის ბლოკადას დაასრულებს“, - განაცხადა პრემიერ-მინისტრმა.

24 აგვისტო 2026, 14:14

საზოგადოება

ინფრასტრუქტურის სამინისტრო სნოს საჯარო სკოლაზე: ზოგიერთი მედიასაშუალება ცდილობს, თემის სენსიტიურობა გამოიყენოს იმისთვის, რომ შექმნას შთაბეჭდილება, თითქოს სკოლის რეაბილიტაციისთვის გამოყოფილი თანხა არამიზნობრივად დაიხარჯა. ეს არ შეესაბამება რეალობას

ინფრასტრუქტურის სამინისტრო სნოს საჯარო სკოლასთან დაკავშირებით განცხადებას ავრცელებს.

24 აგვისტო 2026, 14:08

რეგიონი

სურსათის ეროვნულმა სააგენტომ ბათუმში ნახევარფაბრიკატების არალეგალური საწარმო გამოავლინა

სურსათის ეროვნული სააგენტოს აჭარის დეპარტამენტის ინსპექტორებმა სახელმწიფო კონტროლის ფარგლებში, შპს ,,აი გემო“ (მისამართი: ქალაქი ბათუმი, მაჭახელას ქ. პირველი შესახვევი N 20) შეამოწმეს. ინსპექტირების შედეგად ობიექტზე აღინიშნა კრიტიკული შეუსაბამობები, მათ შორის, წარმოების და შენახვის პროცესში ჰიგიენური ნორმების დარღვევა და ინფრასტრუქტურის გაუმართაობა. ინფორმაციას სურსათის ეროვნული სააგენტო ავრცელებს.

24 აგვისტო 2026, 14:02

მსოფლიო

ნევადაში ტყის ხანძრის გამო ევაკუაციის ბრძანება 100 ათასამდე ადამიანმა მიიღო

აშშ-ში, ნევადის შტატის ქალაქ რინოსთან ახლოს, მასშტაბური ხანძრის გამო, ათობით ათას ადამიანს ევაკუაციისკენ მოუწოდეს. დაახლოებით 42 0000მა ადამიანმა საცხოვრებელი ადგილის დაუყოვნებლივ დატოვების ბრძანება მიიღო, კიდევ 45 000-ს კი მოუწოდეს, ევაკუაციისთვის მზადყოფნაში იყვნენ.