რუსთაველის გამზირზე მდებარე ორი მიწისქვეშა გადასასვლელის გამაგრება მიმდინარეობს - გათვალისწინებულია ყველა გადასასვლელის მოპირკეთდება
ფოტო: თბილისის მერია
თბილისის მერი კახა კალაძე, მერის მოადგილე ირაკლი ბენდელიანთან ერთად, რუსთველის გამზირზე მიმდინარე სარეაბილიტაციო სამუშაოებს გაეცნო.
როგორც დედაქალაქის მერმა სოციალურ ქსელ „ფეისბუქში“ ვიდეოჩართვისას განაცხადა, სამუშაო პროცესი აქტიურ ფაზაშია და რეაბილიტაცია ნოემბრის ბოლოს დასრულდება.
„სამუშაო პროცესი ძალიან აქტიურად მიმდინარეობს. პირველ რიგში, მთლიანად წესრიგდება მიწისქვეშა კომუნიკაციები, რადგან უმძიმეს მდგომარეობაში იყო და დიდ პრობლემას წარმოადგენდა როგორც გადაადგილების თვალსაზრისით, ისე გამზირზე არსებული შენობა-ნაგებობებისთვის. ამ ეტაპზე რაიმე სახის დაბრკოლება არ გვაქვს. სამუშაოები კარგი ტემპით მიმდინარეობს, მუშაობს ყველა შესაბამისი კომპანია. როგორც შეგპირდით, სამუშაოები ნოემბრის ბოლოს დასრულდება და ყველაფერი მოწესრიგდება“, - განაცხადა კახა კალაძემ.
თბილისის მერის თქმით, ავარიულ მდგომარეობაშია რუსთაველის გამზირზე, კერძოდ, ოპერისა და ბალეტის თეატრთან და პირველ კლასიკურ გიმნაზიასთან მდებარე მიწისქვეშა გადასასვლელებიც და გამაგრებას საჭიროებს.
„რუსთაველის გამზირის რეაბილიტაციასთან დაკავშირებით ძალიან ბევრი ტყუილი მოვისმინეთ. ვისაც არ ეზარება, ყველანაირ სიცრუეს ავრცელებს, თუ რაიმე შეიძლება მოიფიქროს ადამიანმა. ამიტომ არ დაუჯეროთ არავის. თუ რაიმე სათქმელი იქნება, ჩვენ ყოველთვის მივაწვდით ამომწურავ ინფორმაციას მოსახლეობას, განსაკუთრებით მაშინ, როცა საქმე ეხება ასეთ მნიშვნელოვან სამუშაოს და მნიშვნელოვანი გამზირის რეაბილიტაციას. რაც შეეხება მიწისქვეშა გადასასვლელებს, როგორც ოპერის წინ, ისე კლასიკური გიმნაზიის წინ არსებული გადასასვლელი ავარიულ მდგომარეობაშია და საჭიროებს გამაგრების სამუშაოებს“, - განაცხადა თბილისის მერმა.
აღნიშნულთან დაკავშირებით დეტალური ინფორმაცია საზოგადოებას ირაკლი ბენდელიანმა მიაწოდა.
„გამზირზე არსებულ ორ მიწისქვეშა გადასასვლელთან დაკავშირებით მივიღეთ შესაბამისი დასკვნები, რომელთა საფუძველზეც დავიწყეთ დეტალური პროექტირება. დაწყებულია ასევე წინამოსამზადებელი სამუშაოები. პროექტის მიხედვით გამაგრდება ორივე მიწისქვეშა გადასასვლელი, რათა უსაფრთხო იყოს და ექსპლუატაციის ვადებს გაუძლოს. გარდა ამისა, ზედა ნაწილზე მიმდინარეობს საიზოლაციო სამუშაოები, რის შემდეგაც უკვე უშუალოდ გზის მოწყობას დავიწყებთ. პროექტის ფარგლებში გათვალისწინებულია ყველა მიწისქვეშა გადასასვლელის ბუნებრივი ქვით მოპირკეთება“, - აღნიშნა ირაკლი ბენდელიანმა.
რაც შეეხება კომუნიკაციების მოწყობას, თბილისის მერის მოადგილის ინფორმაციით, თვის ბოლოს სარეაბილიტაციო ობიექტებზე საკომუნიკაციო კომპანიები დაასრულებენ მუშაობას, რის შემდეგაც საგზაო სამუშაოები დაიწყება.
„ჯორჯიან უოთერ ენდ ფაუერი“ და „თბილისი ენერჯი“ თვის ბოლოდან გავლენ ობიექტიდან. ძველიდან ახალ მილებზე გადაერთების სამუშაოები დარჩება, რომელიც საგზაო მიმართულებით შეფერხებას არ გამოიწვევს. ამ პერიოდიდან უკვე სრული მასშტაბით დაიწყება საგზაო მიმართულებით მუშაობა - პირველ ეტაპზე, დარჩენილ მონაკვეთებზე სანიაღვრე ქსელის მოწყობა, შემდეგ კი გზის საფუძვლის მომზადება და ბოლო ეტაპზე ასფალტის საფარის დაგება. პარალელური რეჟიმით ვმუშაობთ ტროტუარებზე - ეწყობა არხები, სადაც შემდეგ კაბელები ჩაიწყობა. დაწყებული გვაქვს გამზირის ბუნებრივი ქვით მოპირკეთების სამუშაოებიც“, - განაცხადა ირაკლი ბენდელიანმა.
ყველა სიახლე
24 სექტემბერი 2026, 19:53
პოლიტიკა
მაკა ბოჭორიშვილი გაეროში: საქართველოსთვის მშვიდობას სრულიად განსაკუთრებული მნიშვნელობა აქვს. რუსეთის ფედერაციის მიერ აფხაზეთისა და ცხინვალის რეგიონის განგრძობადი ოკუპაცია ჩვენს ყოველდღიურ რეალობად რჩება. სწორედ ამიტომ ვიცით მშვიდობის ფასი. ვიცით, რომ მშვიდობა ჩვენი განვითარების, კეთილდღეობისა და მომავლის საძირკველია. სწორედ ეს გააზრება განსაზღვრავს საქართველოს მთავრობის პოლიტიკას, განსაკუთრებით სულ უფრო არაპროგნოზირებად უსაფრთხოების გარემოში
დიდი პატივია მშვიდობის მშენებლობის კომისიის ამ მინისტერიალში მონაწილეობა და დისკუსიაში ჩართვა ისეთ მნიშვნელოვან საკითხებზე, როგორებიცაა ეროვნული პასუხისმგებლობა და მშვიდობის მშენებლობის საერთაშორისო მხარდაჭერა, - განაცხადა საქართველოს ვიცე-პრემიერმა, საგარეო საქმეთა მინისტრმა მაკა ბოჭორიშვილმა გაეროს მშვიდობის მშენებლობის კომისიის მინისტერიალზე სიტყვით გამოსვლისას.
24 სექტემბერი 2026, 19:50
ეკონომიკა
გენადი არველაძე: ჩინეთში ვიზიტის ფარგლებში შევთანხმდით გარკვეული სამუშაო ჯგუფების ჩამოყალიბებაზე, სადაც კონკრეტული მიმართულებებით ვიმუშავებთ - აღნიშნული შეეხება ვაჭრობის მიმართულების გაძლიერებას, საქართველოდან იმ მნიშვნელოვანი პროდუქტების ექსპორტის ხელშეწყობას ჩინეთის ბაზარზე, რომელსაც ჩვენ ვაწარმოებთ
საქართველოსა და ჩინეთს შორის სტრატეგიული პარტნიორობა ხელს უწყობს ჩინეთის სახელმწიფოსთან ეკონომიკური თანამშრომლობის განვითარებას, - ეს განცხადება ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების მინისტრის მოადგილემ გენადი არველაძემ ჩინეთში ვიზიტის შეჯამებისას გააკეთა.
24 სექტემბერი 2026, 19:41
ეკონომიკა
მარიამ ქვრივიშვილი: ჩინეთში ვიზიტისას დავინახეთ, რომ ძალიან გაზრდილია ჩინეთიდან საქართველოში ინვესტიციების განხორციელების ინტერესი, განსაკუთრებით გამოვყოფდი ენერგეტიკის, ისევე როგორც ტრანსპორტისა და ლოგისტიკის სექტორს
„ჩინეთში ვიზიტის ფარგლებში მონაწილეობა მივიღეთ გლობალური მდგრადი ტრანსპორტის ფორუმში, სადაც სიტყვით გამოსვლისას ამომწურავად ვილაპარაკეთ ანაკლიის ღრმაწყლოვანი პორტის მნიშვნელობაზე, ისევე როგორც საქართველოს რკინიგზის მოდერნიზაციაზე“, - განაცხადა ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების მინისტრმა მარიამ ქვრივიშვილმა.
24 სექტემბერი 2026, 19:17
მსოფლიო
სი ძინპინი: ჩინეთმა და აშშ-მა უნდა შეინარჩუნონ არაკონფლიქტურობის ზღვარი და თავიდან აიცილონ ყოველგვარი დაპირისპირება
ჩინეთის პრეზიდენტის, სი ძინპინის განცხადებით, აშშ-მა და ჩინეთმა უნდა შეინარჩუნონ „არაკონფლიქტურობის ზღვარი“ და მშვიდობიანად ითანაცხოვრონ „იმ პლანეტაზე, რომელსაც ორივე ქვეყანა თავის სახლს უწოდებს“.
24 სექტემბერი 2026, 19:17
საზოგადოება
საქართველოში ფრინველის გრიპის დადასტურებული შემთხვევა არ გამოვლენილა
სურსათის ეროვნული სააგენტო, ცხოველთა ჯანმრთელობის დაცვის პროგრამის ფარგლებში, მუდმივი რეჟიმით ატარებს დაავადებებზე ზედამხედველობას და ლაბორატორიულ კვლევებს, მათ შორის ფრინველის გრიპზე. ჩატარებული კვლევების შედეგად, საქართველოში ფრინველის გრიპის დადასტურებული შემთხვევა არ გამოვლენილა.
24 სექტემბერი 2026, 19:08
პოლიტიკა
ლევან ჟორჟოლიანი: რამდენიმე საათში პრემიერ-მინისტრი სიტყვით წარდგება გაეროს გენერალური ასამბლეის წინაშე, ის ილაპარაკებს იმ სტრატეგიულ პროექტებზე, რომლებმაც უნდა გააძლიეროს ქვეყნის დაკავშირებადობის ფუნქცია, ასევე შეეხება საერთაშორისო თანამშრომლობის მნიშვნელობას, რომელიც სუვერენიტეტის პატივისცემაზე უნდა იყოს დაფუძნებული
სულ რამდენიმე საათში საქართველოს პრემიერ-მინისტრი სიტყვით წარდგება გაეროს გენერალური ასამბლეის წინაშე, - განაცხადა საქართველოს მთავრობის ადმინისტრაციის უფროსმა ლევან ჟორჟოლიანმა ამერიკის შეერთებულ შტატებში.
24 სექტემბერი 2026, 18:56
რეგიონი
აჭარის მთავრობის თავმჯდომარემ სამუშაო შეხვედრაზე რეგიონის ტერიტორიაზე 19-20 სექტემბერს მოსული უხვი ნალექით გამოწვეული შედეგების სალიკვიდაციო ღონისძიებები განიხილა
აჭარის მთავრობის თავმჯდომარის, ზურაბ პატარაძის ხელმძღვანელობით, სამუშაო შეხვედრა გაიმართა. შეხვედრაზე 19-20 სექტემბერს მოსული უხვი ნალექით და სტიქიით გამოწვეული შედეგების სალიკვიდაციო ღონისძიებებთან დაკავშირებით იმსჯელეს. მთავრობის თავმჯდომარემ მუნიციპალიტეტების ხელმძღვანელი პირებისგან და შესაბამისი სამსახურების წარმომადგენლებისგან მოისმინა დეტალური ინფორმაცია არსებული მდგომარეობის, ჩატარებული სამუშაოებისა და შემდგომი რეაგირებისთვის საჭირო ღონისძიებების შესახებ. ინფორმაციას აჭარის მთავრობა ავრცელებს.
24 სექტემბერი 2026, 18:52
მსოფლიო
სი ძინპინი: როგორც ჩინელი, ისე ამერიკელი ხალხი დიადი ხალხია
ჩინეთის პრეზიდენტის, სი ძინპინის განცხადებით, მას და დონალდ ტრამპს „ერთმანეთის მიმართ პატივისცემა“ აქვთ და მათ შორის „პერსონალური ურთიერთგაგება“ ჩამოყალიბდა.
24 სექტემბერი 2026, 18:48
პოლიტიკა
საქართველოს საპარლამენტო დელეგაცია აზერბაიჯანის რესპუბლიკის ახალგაზრდობისა და სპორტის მინისტრს შეხვდა
შეხვედრაზე მხარეებმა საქართველოსა და აზერბაიჯანს შორის არსებული მეგობრული და ნაყოფიერი თანამშრომლობის მნიშვნელობას გაუსვეს ხაზი. საუბარი შეეხო თანამშრომლობის კიდევ უფრო გაღრმავების შესაძლებლობებს, როგორც განათლების სფეროში გამოცდილებისა და ცოდნის გაზიარების, ასევე ახალგაზრდობის განვითარების ხელშემწყობი პროგრამებისა და ინიციატივების განხორციელების კუთხით.
24 სექტემბერი 2026, 18:42
რეგიონი
აფხაზეთის მთავრობამ 700-მდე დევნილ ბენეფიციარს მთელი ქვეყნის მასშტაბით სასოფლო-სამეურნეო ტექნიკა გადასცა
აფხაზეთის ავტონომიური რესპუბლიკის მთავრობის თავმჯდომარე გიორგი ჯინჭარაძე სოფელ ჭაქვინჯში აფხაზეთიდან დევნილ ფერმერ გელა კეშელავას ესტუმრა, რომელსაც აფხაზეთის მთავრობისგან მოტობლოკი და თხილის შესაწამლი აპარატი გადაეცა.
24 სექტემბერი 2026, 18:40
მსოფლიო
ტრამპი: აშშ-მა და ჩინეთმა ორ ქვეყანას შორის არსებული საკითხების მოგვარებაში უზარმაზარ პროგრესს მიაღწიეს
აშშ-ის პრეზიდენტის, დონალდ ტრამპის განცხადებით, აშშ-მა და ჩინეთმა „უზარმაზარი პროგრესი განიცადეს ორი ქვეყნის წინაშე არსებული პრობლემების მოგვარებაში“.
24 სექტემბერი 2026, 18:33
მსოფლიო
თეთრ სახლში დონალდ ტრამპსა და სი ძინპინს შორის შეხვედრა დაიწყო
ჩინეთის ლიდერს, სი ძინპინს თეთრ სახლში აშშ-ის პრეზიდენტმა, დონალდ ტრამპმა უმასპინძლა, სადაც მისი მიღების ოფიციალური ცერემონია გაიმართა.
24 სექტემბერი 2026, 18:23
რეგიონი
გარდაბნის მუნიციპალიტეტში სახალხო დღესასწაული „კრწანისობა 2026“ აღინიშნა
გარდაბნის მუნიციპალიტეტში სახალხო დღესასწაული „კრწანისობა 2026“ აღინიშნა. კრწანისის ადმინისტრაციულ ერთეულში გამართული ღონისძიება, ტრადიციულად, სამასი არაგველის ხსოვნის პატივისცემით დაიწყო.
24 სექტემბერი 2026, 18:20
პოლიტიკა
ნუკრი შოშიაშვილი: ევროპა თავის თავს ყოველთვის კულტურულად და ეკონომიკურად უპირატესად მიიჩნევდა, რომელსაც უნდა დაემორჩილონ სხვა სახელმწიფოები, როგორც რელიგიური მოწიწებით. როდესაც ნახეს, რომ გამოსვლებსა და რევოლუციურ სცენარებს შედეგი არ ჰქონდა, არის ხელისუფლებასთან კავშირების აღდგენის მცდელობა
როდესაც ნახეს, რომ გამოსვლებსა და რევოლუციურ სცენარებს შედეგი არ ჰქონდა, რეალურმა გეოპოლიტიკურმა სურათმა თავისი შედეგი გამოიღო ქართველ საზოგადოებაში, მიდის აბსოლუტურად სწორი გადათამაშება, - განაცხადა „დღის ქრონიკასთან“ ისტორიკოსმა ნუკრი შოშიაშვილმა სანქცირებულთა სიიდან ორი რუსი ოლიგარქის ამოღებასთან დაკავშირებით.
24 სექტემბერი 2026, 18:17
პოლიტიკა
ლადო სადღობელაშვილი: ანა წითლიძე, რომელიც ასოცირდება ზუგდიდში გოროზია-ახალაიას კლანურ მმართველობასთან, დღეს „მორალურ ავტორიტეტად“ გვევლინება. საზოგადოებას ახსოვს, რა მემკვიდრეობას ატარებს ის პოლიტიკური გუნდი, რომლის სახელითაც ის შუშის სასახლესთან აქციებს აანონსებს
ანა წითლიძე, ადამიანი, რომელიც პირდაპირ ასოცირდება ზუგდიდში გოროზია-ახალაიას კლანურ მმართველობასთან, დღეს „მორალურ ავტორიტეტად“ გვევლინება, ბედავს და ძალადობაში ბიძინა ივანიშვილს ადანაშაულებს, - წერს ანალიტიკოსი ლადო სადღობელაშვილი სოციალურ ქსელში.
24 სექტემბერი 2026, 18:16
პოლიტიკა
არჩილ გორდულაძე: ვხედავთ, რომ ხშირად არასწორი ან ცალმხრივად მიწოდებული ინფორმაცია აქვთ-ხოლმე სხვადასხვა ქვეყნის წარმომადგენლებს და მნიშვნელოვანია, რაც შეიძლება ხმამაღლა თქმა, თუ რეალურად რა ნაბიჯებს დგამს საქართველო
ვხედავთ, რომ ხშირად არასწორი ან ცალმხრივად მიწოდებული ინფორმაცია აქვთ ხოლმე სხვადასხვა ქვეყნის წარმომადგენლებს და მნიშვნელოვანია, რაც შეიძლება, ხმამაღლა თქმა, თუ რეალურად რა ნაბიჯებს დგამს საქართველო, - განაცხადა იურიდიულ საკითხთა კომიტეტის თავმჯდომარე არჩილ გორდულაძემ „დღის ქრონიკაში“ ბელგიასა და ლუქსემბურგში პარლამენტის თავმჯდომარის ოფიციალური ვიზიტების შეჯამებისას.
24 სექტემბერი 2026, 18:11
პოლიტიკა
თამარ ჩიბურდანიძე ოპოზიციის აქციებზე: ოპოზიცია პოლიტიკურად ავადაა, მათი აქციები თვითლიკვიდაციისკენაა მიმართული
„ოპოზიციამ საკუთარი თავი პერმანენტული აქციებით გამოფიტა და ეჭვი მეპარება, რომ მათ რიგებში დარჩა კადრი, რომელმაც კარგად იცის პოლიტიკური ტექნოლოგიები“, - განაცხადა „ხალხის ძალის“ წევრმა, პოლიტოლოგმა თამარ ჩიბურდანიძემ. ჟურნალისტებთან საუბრისას მან კომენტარი გააკეთა ოპოზიციის მხრიდან გამართულ პერმანენტულ აქციებზე, რომლის 666-ე დღის აღსანიშნავად დღეს ქვეყნის ხელისუფლების წარმომადგენლების მხრიდან არაერთი შეფასება გაკეთდა.
24 სექტემბერი 2026, 18:09
პოლიტიკა
ნუკრი შოშიაშვილი სანქცირებულთა სიიდან ორი რუსი ოლიგარქის ამოღებასთან დაკავშირებით: ეს შეიძლება იქნას გაგებული, როგორც გზავნილი რუსეთისთვის, რომ ევროპა მზად არის გარკვეულწილად სანქციები მოხსნას და შეარბილოს ურთიერთობები რუსეთთან, მაგრამ რუსეთმაც უნდა დათმოს
ეს შეიძლება იქნას გაგებული, როგორც გზავნილი რუსეთისთვის, რომ ევროპა მზად არის გარკვეულწილად სანქციები მოხსნას და შეარბილოს ურთიერთობები რუსეთთან, მაგრამ რუსეთმაც უნდა დათმოს, - განაცხადა „დღის ქრონიკასთან“ ისტორიკოსმა ნუკრი შოშიაშვილმა სანქცირებულთა სიიდან ორი რუსი ოლიგარქის ამოღებასთან დაკავშირებით.
24 სექტემბერი 2026, 18:07
პოლიტიკა
არჩილ გორდულაძე: საქართველო იბრუნებს თავის ისტორიულ ფუნქციას და დანიშნულებას, რომელსაც აღმოსავლეთისა და დასავლეთის დაკავშირება ჰქვია და ალოგიკურია, როდესაც შავ ზღვაზე გასასვლელი ქვეყნების სამიტი იმართება და ევრობიუროკრატიის წარმომადგენელს საქართველო არ ახსენდება
საქართველო იბრუნებს თავის ისტორიულ ფუნქციას და დანიშნულებას, რომელსაც აღმოსავლეთისა და დასავლეთის დაკავშირება ჰქვია და ალოგიკურია, როდესაც შავ ზღვაზე გასასვლელი ქვეყნების სამიტი იმართება და ევრობიუროკრატიის წარმომადგენელს საქართველო არ ახსენდება, - განაცხადა იურიდიულ საკითხთა საპარლამენტო კომიტეტის თავმჯდომარე არჩილ გორდულაძემ გადაცემაში „დღის ქრონიკა“.
24 სექტემბერი 2026, 18:03
პოლიტიკა
არჩილ გორდულაძე: მარტივი ლოგიკაა, რომ ევროკავშირს და ევროკავშირის წევრ ქვეყნებს არ უნდა აძლევდეთ ხელს საქართველოსთან ცუდი დამოკიდებულება, რადგან საქართველოს გარეშე ის გზა, რომელმაც უნდა დააკავშიროს ევროკავშირი ცენტრალურ აზიასთან, შესაბამისად, ჩინეთთან და ეს რეგიონები და ქვეყნები ევროკავშირთან, საქართველოს გარეშე არ გამოვა
ლოგიკის წინააღმდეგ ბრძოლა არავის გასვლია. მარტივი ლოგიკაა, რომ ევროკავშირს და ევროკავშირის წევრ ქვეყნებს არ უნდა აძლევდეთ ხელს საქართველოსთან ცუდი დამოკიდებულება, რადგან საქართველოს გარეშე ის გზა, რომელმაც უნდა დააკავშიროს ევროკავშირი ცენტრალურ აზიასთან, შესაბამისად, ჩინეთთან და ეს რეგიონები და ქვეყნები ევროკავშირთან, საქართველოს გარეშე არ გამოვა, - განაცხადა გადაცემაში „დღის ქრონიკა“ იურიდიულ საკითხთა საპარლამენტო კომიტეტის თავმჯდომარემ არჩილ გორდულაძემ.


