ნურმაგომედოვი მაკგრეგორზე: ჯუნგლებში მხოლოდ ერთი მეფე უნდა იყოს
ჰაბიბ ნურმაგომედოვი
ფოტო: Twitter
შერეული სტილით მებრძოლი რუსი ჰაბიბ ნურმაგომედოვი კონორ მაკგრეგორის სპორტიდან წასვლას გამოეხმაურა. ნურმაგომედოვმა კომენტარი Twitter-ის საკუთარ გვერდზე გააკეთა.
30 წლის მებრძოლი მოკლე ტექსტით შემოიფარგლა და აღნიშნა, რომ ჯუნგლებში მხოლოდ ერთი მეფე უნდა იყოს. განცხადება აქტიური სპორტიდან წასვლის შესახებ ირლანდიელმა სპორტსმენმა ცოტა ხნის წინ გაავრცელა. კონორ მაკგრეგორმა მსგავსი რამ 2016 წელსაც გააკეთა. ირლანდიელის გადაწყვეტილებას გულშემატკივართა შორის არაერთგვაროვანი რეაქცია მოჰყვა.
ჰაბიბ ნურმაგომედოვმა კონორ მაკგრეგორის დამარცხება 2018 წლის 7 ოქტომბერს შეძლო. ამ გამარჯვებით რუსმა სპორტსმენმა ჩემპიონის ტიტული შეინარჩუნა.
ყველა სიახლე
23 აპრილი 2026, 09:59
რეგიონი
სარწყავი სეზონის ორგანიზების საკითხებზე ქარელის მუნიციპალიტეტში ფერმერებთან შეხვედრა გაიმართა
ქარელის მუნიციპალიტეტში საირიგაციო მომსახურების ახალი ტარიფისა და სარწყავი სეზონის ორგანიზების საკითხებზე ფერმერებთან შეხვედრა გაიმართა. შეხვედრა შპს „საქართველოს მელიორაციის“ წარმომადგენლებისა და ადგილობრივი თვითმმართველობის მონაწილეობით ჩატარდა, რომელსაც კომპანიის კომერციული დირექტორი მამელი ქობალია ესწრებოდა.
23 აპრილი 2026, 09:57
პოლიტიკა
დავით ქართველიშვილი მარტა კოსის განცხადებაზე: ევროკავშირი პირველად საჯაროდ აღიარებს, რომ შუა დერეფანი საქართველოს გარეშე არ მუშაობს - საქართველოზე დამოკიდებულია ევრაზიული ლოჯისტიკის პრაქტიკული არქიტექტურა
პარტია „ხალხის ძალის“ წევრი დავით ქართველიშვილი სოციალური ქსელით ეხმიანება გაფართოების საკითხებში ევროკომისრის, მარტა კოსის განცხადებას „დაკავშირებადობის დღის წესრიგზე საუბარი საქართველოს გარეშე შეუძლებელია.“
23 აპრილი 2026, 09:54
პოლიტიკა
თენგიზ შარმანაშვილი ოპოზიციურ ალიანსში განხეთქილებაზე: აქ არიან ადამიანები, რომლებიც ერთმანეთს დასანახად ვერ იტანენ - ამას ძალიან დიდი შორსმჭვრეტელობა არ სჭირდებოდა, რომ ასე დამთავრდებოდა
ამას ძალიან დიდი შორსმჭვრეტელობა არ სჭირდებოდა, რომ ასე დამთავრდებოდა, - განაცხადა პარლამენტის თავდაცვისა და უსაფრთხოების კომიტეტის თავმჯდომარის პირველმა მოადგილემ თენგიზ შარმანაშვილმა. იგი ამგვარად გამოეხმაურა ოპოზიციურ ალიანსში ბოლო დღეების განხეთქილებას.
23 აპრილი 2026, 09:46
პოლიტიკა
თორნიკე ჭეიშვილი ოპოზიციაში განხეთქილებაზე: როგორც ჩანს, ძალიან ბევრს აქვს იქ პრეტენზია იმაზე, რომ თავად იყოს უპირობო ლიდერი და ამ ფონზე სააშკარაოზე გამოდის, რომ ამ რადიკალური დაჯგუფებების პოლიტიკური დასასრული ძალიან მოახლოებულია
იურიდიულ საკითხთა კომიტეტის თავმჯდომარის პირველმა მოადგილემ, თორნიკე ჭეიშვილმა ოპოზიციურ ალიანსში განხეთქილება შეაფასა.
23 აპრილი 2026, 09:40
საზოგადოება
საპატრიარქო: 25 აპრილს 40 დღე სრულდება, რაც მისი უწმინდესობა და უნეტარესობა ილია II ზესთასოფელს შეუერთდა - მთელი საქართველო ლოცულობს მისი უწმინდესობისთვის და ყველას სურს, მაქსიმალურად შეეწიოს ჩვენს პატრიარქს
შაბათს, 25 აპრილს 40 დღე სრულდება, რაც მისი უწმინდესობა და უნეტარესობა ილია II ზესთასოფელს შეუერთდა, - ამის შესახებ საქართველოს საპატრიარქო იუწყება. გავრცელებულ განცხადებაში ნათქვამია, რომ მთელი საქართველო ლოცულობს მისი უწმინდესობისთვის და ყველას სურს, მაქსიმალურად შეეწიოს ჩვენს პატრიარქს. საპატრიარქო საზოგადოებას ილია II-ის სურვილსაც შეახსენებს, თუნდაც ერთი ნაკლოვანების გამოსწორებასთან დაკავშირებით.
23 აპრილი 2026, 09:35
რეგიონი
მესტია-უშჰულის მონაკვეთზე ცალკეული სახის ავტოტრანსპორტის მოძრაობა აკრძალულია
ინფრასტრუქტურის სამინისტროს საავტომობილო გზების დეპარტამენტის ინფორმაციით, თოვლის და ლიპყინულის გამო, შიდასახელმწიფოებრივი მნიშვნელობის ზუგდიდი-ჯვარი-მესტია-ლასდილის საავტომობილო გზის კმ138-კმ185 (მესტია-უშგული) მონაკვეთზე აკრძალულია მისაბმელიანი, ნახევრადმისაბმელიანი ავტოტრანსპორტის და M3 კატეგორიის (გააჩნია 8-ზე მეტი დასაჯდომი ადგილი (მძღოლის ადგილის გარდა) და აქვს 5 ტონაზე მეტი სრული მასა) მგზავრთა გადასაყვანად განკუთვნილი ავტოსატრანსპორტო საშუალებების მოძრაობა.
23 აპრილი 2026, 09:34
რეგიონი
საჩხერე(სარეკი)-უზუნთა-შქმერი-ზუდალის გზაზე მისაბმელიანი და ნახევრადმისაბმელიანი ავტოტრანსპორტის მოძრაობა დროებით აკრძალულია
ინფრასტრუქტურის სამინისტროს საავტომობილო გზების დეპარტამენტის ინფორმაციით, თოვის გამო, შიდასახელმწიფოებრივი მნიშვნელობის საჩხერე(სარეკი)-უზუნთა-შქმერი-ზუდალის საავტომობილო გზაზე დროებით იკრძალება მისაბმელიანი და ნახევრადმისაბმელიანი ავტოტრანსპორტის მოძრაობა, ხოლო დანარჩენი სახის ავტოტრანსპორტის მოძრაობა თავისუფალია.
23 აპრილი 2026, 09:34
მსოფლიო
აშშ-ის შეიარაღებულმა ძალებმა ჰორმუზის სრუტის ბლოკადის დაწყებიდან დღემდე 29 გემი დააკავეს
აშშ-ის შეიარაღებული ძალების ცენტრალური სარდლობის ინფორმაციით, ჰორმუზის სრუტის ბლოკადის დაწყებიდან დღემდე ამერიკელმა სამხედროებმა 29 გემი დააკავეს და არ გაატარეს.
23 აპრილი 2026, 09:31
სამართალი
„ნაბიჯის“ დამფუძნებელი ლუკა ჭოხონელიძე და ოპოზიციის აქტივისტები - ალბი კორძაია და მარიამ მეყანწიშვილი თბილისის პოლიციის მთავარ სამმართველოში გამოკითხვაზე გვიან ღამემდე იმყოფებოდნენ
სკანდალური ბრალდებების ავტორიც და ადრესატიც თბილისის პოლიციის მთავარ სამმართველოში გამოკითხვაზე გვიან ღამემდე იმყოფებოდნენ. ოპოზიციური მოძრაობის, „ნაბიჯის“ დამფუძნებელმა ლუკა ჭოხონელიძემ გამოკითხვის შემდეგ, მედიის მიერ მის მიმართ ბრალდებებთან დაკავშირებით დასმულ კითხვას თავი აარიდა და თქვა, რომ ცილისწამებას გაასაჩივრებს. გამოიკითხნენ ოპოზიციის აქტივისტებიც.
23 აპრილი 2026, 09:21
პოლიტიკა
ოპოზიციურ ალიანსში გაერთიანებაში „ნაციონალური მოძრაობის“ ყოფნის საკითხზე განხეთქილებაა
ალიანსის ლიდერებს პატიმარი სააკაშვილის წერილები აწუხებთ, ხოლო „ნაციონალური მოძრაობის“ წევრებისთვის პრინციპულად მნიშვნელოვანია ალიანსის სხვა წევრების მხრიდან მათი ლიდერის პატივისცემა. დაპირისპირებასა და მისი მისამართით კომენტარებს მიხეილ სააკაშვილი კიდევ ერთხელ გამოეხმაურა ციხიდან.
23 აპრილი 2026, 09:00
მსოფლიო
ზელენსკი უკრაინის მოლაპარაკებები ირანში ომის დასრულებას ვერ დაელოდება
უკრაინის პრეზიდენტის, ვოლოდიმირ ზელენსკის განცხადებით, ირანში ომმა მსოფლიოს რუსეთის აგრესიიდან ყურადღება გადაატანინა და არსებობს დიდი რისკი, რომ უკრაინაში საომარი მოქმედებების დასრულების მიზნით წარმოებული მოლაპარაკებები ირანში კონფლიქტის დასრულებამდე არ განახლდება. ინფორმაციას CNN-ი ავრცელებს.
23 აპრილი 2026, 08:56
მსოფლიო
Reuters-ის ცნობით, შეერთებულმა შტატებმა ირანული უპილოტო საფრენი აპარატების წინააღმდეგ ბრძოლაში უკრაინული ტექნოლოგიების გამოყენება დაიწყო
სააგენტოს ცნობით, საუდის არაბეთში მდებარე ამერიკულ ავიაბაზაზე უკრაინული სამეთაურო და კონტროლის პლატფორმა Sky Map-ი ამოქმედდა. ბაზაზე იმყოფებიან უკრაინელი სამხედრო ჩინოსნებიც, რომლებიც ამერიკელ სამხედროებს ირანული დრონების, მათ შორის შაჰიდის ტიპის უპილოტო საფრენი აპარატების აღმოჩენისა და დაჭერის მიზნით უკრაინული ტექნოლოგიების გამოყენებას ასწავლიან.
23 აპრილი 2026, 08:51
საზოგადოება
როგორი ამინდია მოსალოდნელი 23 აპრილს საქართველოში
23 აპრილს ქუთაისში ღრუბლიან, მაგრამ უნალექო ამინდს ელოდებიან, დღისით +22 და ღამით +10 გრადუსია მოსალოდნელი. ოზურგეთში ნალექს ელოდებიან, დღისით +23 გრადუსი დაფიქსირდება, ღამით კი +11 გრადუსი იქნება. ბათუმში უნალექო ამინდია, დღისით ჰაერი +24 გრადუსამდე გათბება, ხოლო ღამით +10 გრადუსი დაფიქსირდება.
23 აპრილი 2026, 08:29
კულტურა
თელავის ვაჟა-ფშაველას სახელობის თეატრმა თელაველი მხატვრის, ლევან მოსიაშვილის პერსონალურ გამოფენას უმასპინძლა
გამოფენა სახელწოდებით „გაზაფხული“, დამთვალიერებელს საშუალებას აძლევს, ერთ სივრცეში გაეცნოს ხელოვანის მრავალწლიანი შემოქმედებითი ძიების შედეგს — ფერების, ფორმებისა და ემოციების სინთეზს. ლევან მოსიაშვილის შემოქმედება რამდენიმე ეტაპად იყოფა და მოიცავს ქართულ თემატიკას, კახურ ყოფასა და ფილოსოფიურ აბსტრაქციებს.
23 აპრილი 2026, 08:25
კულტურა
ჯანსუღ კახიძის სახელობის თბილისის მუსიკალურ-კულტურული ცენტრისა და სომხეთის საელჩოს ორგანიზებით, სიმფონიური მუსიკის კონცერტი გაიმართა
საღამო სომხეთის დამოუკიდებლობის 35 წლისთავისადმი მიძღვნილ ღონისძიებების ფარგლებში ჩატარდა. მსმენელის წინაშე წარდგნენ თბილისის სიმფონიური ორკესტრი მაესტრო ვახტანგ კახიძის დირიჟორობით და თანამედროვე მსოფლიო მუსიკალური სცენის ვარსკვლავი, გერმანიაში მოღვაწე მევიოლინე სერგეი ხაჩატრიანი. საელჩოს მიერ მოწვეული იყვნენ სომხეთის ცნობილი მედუდუკეები.
23 აპრილი 2026, 08:19
პოლიტიკა
თამარ ტალიაშვილი აშშ-ს წარმომადგენელთა პალატის საგარეო ურთიერთობათა კომიტეტის თავმჯდომარეს შეხვდა
საქართველოს ელჩმა მადლობა გადაუხადა კონგრესმენს საგარეო ურთიერთობათა კომიტეტში საქართველოს სუვერენიტეტის შესახებ საკანონმდებლო აქტის განხილვისას დაფიქსირებული მხარდაჭერისთვის. საუბარი შეეხო საქართველოს ტერიტორიების რუსეთის მიერ ოკუპაციას, საქართველოსა და აშშ-ს შორის ურთიერთობებში უკანასკნელ პერიოდში მიღწეულ პოზიტიურ დინამიკას. ელჩმა ხაზი გაუსვა საქართველოს განსაკუთრებულ როლს შუა დერეფნისა და რეგიონის პოტენციალის განვითარებაში.
23 აპრილი 2026, 08:04
რეგიონი
გუდაური(ფოსტა)–კობის მონაკვეთზე მისაბმელიანი და ნახევრადმისაბმელიანი ავტოტრანსპორტის მოძრაობა დროებით აკრძალულია
ინფრასტრუქტურის სამინისტროს საავტომობილო გზების დეპარტამენტის ინფორმაციით, თოვის და ლიპყინულის გამო, საერთაშორისო მნიშვნელობის მცხეთა–სტეფანწმინდა–ლარსის საავტომობილო გზის კმ93-კმ107 (გუდაური(ფოსტა)–კობი) მონაკვეთზე დროებით აკრძალულია მისაბმელიანი და ნახევრადმისაბმელიანი ავტოტრანსპორტის მოძრაობა, ხოლო დანარჩენი სახის ავტოტრანსპორტის გადაადგილება თავისუფალია.
23 აპრილი 2026, 07:59
საზოგადოება
ნალექი, ელჭექი, სეტყვა, ქარის გაძლიერება - გარემოს ეროვნული სააგენტო მოსახლეობას ამინდის მოსალოდნელი გაუარესების შესახებ აფრთხილებს
გარემოს ეროვნული სააგენტო მოსახლეობას ამინდის მოსალოდნელი გაუარესების შესახებ აფრთხილებს.
23 აპრილი 2026, 02:09
ჯანდაცვა
მიხეილ სარჯველაძე: ამ პრეპარატებს ევროპის ავტორიზაცია არ აქვთ, მაგრამ მინიჭებული აქვთ აშშ-ის დაჩქარებული ავტორიზაცია. ეს დაჩქარებული წესი ნიშნავს, რომ უნდა გაგრძელდეს კვლევები - დაევალათ ცხოველებზე და ადამიანებზე კვლევა
ეგზონის ამოგდების (exon skipping) არცერთ პრეპარატს არ აქვს ევროპის წამლის სააგენტოს ავტორიზაცია ერთის გამოკლებით - რომელსაც ჰქონდა, თუმცა შემდეგ უარი ეთქვა. 2018 წელს არის მიღებული ეს გადაწყვეტილება და მას შემდეგ არცერთ ამ ტიპის პრეპარატზე განაცხადი არ არის შეტანილი. მიზეზია წამლის ეფექტურობაზე მონაცემების სიმცირე. კერძოდ, „კვლევის მიხედვით, არ დადასტურდა მისი ეფექტურობა პლაცებოსთან შედარებით“. ესე იგი, მათ შორის, ვინც პრეპარატს იღებს და ვინც პლაცებოს არ იღებს (ანუ რეალურ პრეპარატს), შედეგი ერთნაირია. ეს, ბუნებრივია, მნიშვნელოვანია. ზოგიერთ შემთხვევაში ეს მედიკამენტი ერთ მილიონ დოლარამდე ღირს და, ბუნებრივია, ასეთი საკითხი მარტივად ვერ გადაწყდებოდა და ვერც ასეთი კვლევები გამოქვეყნდებოდა სერიოზული არგუმენტების გარეშე“, - განაცხადა ჯანდაცვის მინისტრმა.
23 აპრილი 2026, 02:05
ჯანდაცვა
მიხეილ სარჯველაძე: ჯივინოსტატთან დაკავშირებით, EMA-ს გაცემული აქვს პირობითი რეგისტრაცია
ჯივინოსტატთან დაკავშირებით, EMA-ს გაცემული აქვს პირობითი რეგისტრაცია. FDA-საც ასევე გაცემული აქვს, მაგრამ იქვე უთითებს, რომ მწარმოებელმა უნდა წარადგინოს კლინიკური კვლევის შედეგები“ - აღნიშნულის შესახებ ჯანდაცვის მინისტრმა მიხეილ სარჯველაძემ ისაუბრა. მისი თქმით, კვლევები გრძელდება, პროგნოზი დამაიმედებელია.


