imedi /  03 მაისი 2019, 22:23 / სანდო წყარო

ვერის ბაღის კრივის დარბაზში საერთაშორისო სარეიტინგო ორთაბრძოლები გაიმართა

ვერის ბაღში მდებარე კრივის დარბაზში საერთაშორისო სარეიტინგო ორთაბრძოლები გაიმართა. თერთმეტიდან ათი სარეიტინგო იყო, ერთში კი საქართველოს ჩემპიონის ქამრის მფლობელის ვინაობა გაირკვა.

რვა რაუნდიან ორთაბრძოლაში ბორჯომელმა ნოდარ რობაქიძემ ქუთაისელი ამბროსი სუთიძე ქულების უპირატესობით დაამარცხა და ჩემპიონის ქამარი მოიპოვა.

სარეიტინგო ორთაბრძოლებიდან კი ყველაზე საინტერესო ქართველი ლაშა გურგულიანისა და აზერბაიჯენლი ელვინ ახუნძადას შეხვედრა გამოდგა. გურგულიანმა მეტოქე მეოთხე რაუნდში ტექნიკური ნოკაუტით დაამარცხა.

ყველა სიახლე

კორონავირუსი

05 აპრილი 2020, 15:45

COVID19

Emerging Europe: კორონავირუსი და საქართველოს სასწაული - ჯერჯერობით ყველაფერი კარგად მიდის

სტატიის ავტორი წერს, რომ ქვეყანაში, სადაც დაახლოებით 3,7 მილიონი ადამიანია, ამ დრომდე კორონავირუსის მხოლოდ 157 დადასტურებული შემთხვევაა. სტატიაში აღნიშნულია, რომ საქართველომ იმდენად წარმატებით მოახერხა ვირუსთან ბრძოლა, მსოფლიო მთავრობები ახლა იმას ადევნებენ თვალს, როგორ გააკონტროლა ამ პატარა ქვეყანამ ვირუსის გავრცელება ასე კარგად.

კორონავირუსი რუსეთი

05 აპრილი 2020, 15:35

COVID19

რუსეთში კორონავირუსით ინფიცირებულთა რიცხვმა 5 300-ს გადააჭარბა

რუსეთში ბოლო 24 საათის განმავლობაში კორონავირუსის 658 ახალი შემთხვევა დაფიქსირდა, ინფიცირებულთა საერთო რაოდენობამ კი 5389-ს მიაღწია. ინფორმაციას ამის შესახებ კორონავირუსთან ბრძოლის ოპერატიულ შტაბზე დაყრდნობით ადგილობრივი მედია ავრცელებს.

სასწრაფო დახმარება

05 აპრილი 2020, 15:28

COVID19

სასწრაფო დახმარების ბრიგადა, რომელმაც ინფიცირებული ქუთაისის ცხელების ცენტრში გადაიყვანა, თვითიზოლაციაში იმყოფება

სასწრაფო დახმარების ბრიგადა, რომელმაც კორონავირუსით ინფიცირებული 67 წლის კაცი ცხელების ცენტრში გადაიყვანა, თვითიზოლაციაში იმყოფება, რადგან კაცს კორონავირუსი რამდენიმე დღის შემდეგ დაუდასტურდა. ცხელების ცენტრიდან კი კაცი ქუთაისის ინფექციურ საავაფმყოფოში გუშინ შეიყვანეს, სადაც უკვე მოთავსებულია მისი მეუღლეც. ქალის ბიოლოგიური ნიმუში ასევე გადაგზავნილია ქუთაისის ლაბორატორიაში და პასუხი დღის ბოლომდე იქნება ცნობილი.

05 აპრილი 2020, 15:17

COVID19

ამერიკელმა სტუდენტმა სმენადაქვეითებულთა საჭიროებებზე გათვლილი პირბადეები შექმნა

აღმოსავლეთ კენტუკის უნივერსიტეტის სტუდენტმა ეშლი ლოურენსმა სმენადაქვეითებულთა საჭიროებებზე გათვლილი პირბადეები შექმნა. სტუდენტის მიერ შექმნილი პირბადეების შესახებ გამოცემა Interesting Engineering-ი წერს. ეშლი ლოურენსის მიერ შექმნილი პირბადე ნაწილობრივ გამჭვირვალეა, რათა სმენადაქვეითებული ადამიანები მოსაუბრის პირს ხედავდნენ.

შრი-ლანკა ციხე

05 აპრილი 2020, 14:59

COVID19

კორონავირუსის გამო შრი-ლანკაზე 3 ათასამდე პატიმარი გაათავისუფლეს

კორონავირუსის გამო შრი-ლანკაზე 2961 პატიმარი გაათავისუფლეს. ინფორმაციას ამის შესახებ სააგენტო Associated Press-ი ავრცელებს.საპატიმროებიდან ძირითადად ის მსჯავრდებულები გათავისუფლნენ, რომლებიც სასჯელს მსუბუქი დანაშაულისთვის იხდიდნენ ან სასჯელის დიდი ნაწილი უკვე მოხდილი ჰქონდათ.

გორი

05 აპრილი 2020, 14:59

COVID19

გორის მუნიციპალიტეტის სოფელ მეჯვრისხევის მკვიდრს კორონავირუსი სომხეთში დაუდგინდა

გორის მუნიციპალიტეტის სოფელ მეჯვრისხევის მკვიდრს კორონავირუსი სომხეთში ყოფნისას დაუდგინდა. კაცი ტრაილერის მძღოლია და მან ქვეყანა პირველ აპრილს დატოვა. 31 მარტს ის რუსთავში შვილთან ერთად იყო ჩავიდა. მას შემდეგ, რაც ცნობილი გახდა დაინფიცირების შესახებ, შვილის ბიოლოგიური ნიმუში ლაბორატორიაში გადაიგზავნა, თუმცა პასუხი უარყოფითია.

კორონავირუსი

05 აპრილი 2020, 14:47

COVID19

ესპანეთში დღე-ღამეში კორონავირუსს 674 ადამიანი ემსხვერპლა

ესპანეთში გასულ 24 საათში კორონავირუსს 674 ადამიანი ემსხვერპლა, გარდაცვლილთა საერთო რიცხვმა კი 12 418-ს მიაღწია. ინფორმაციას ამის შესახებ ადგილობრივი მედია ავრცელებს. ქვეყნის ჯანდაცვის სამინიტროს ცნობით, ბოლო 24 საათში კორონავირუსის 6 023 ახალი შემთხვევა დაფიქსირდა. საერთო ჯამში ქვეყანაში კორონავირუსის 130 759 შემთხვევაა გამოვლენილი.

კახეთი

05 აპრილი 2020, 14:46

COVID19

კახეთში ე.წ. ცხელების 4 ცენტრი პაციენტების მისაღებად მზადაა

კახეთის გუბერნატორმა რეგიონში ე.წ ცხელების ცენტრები მოინახულა. ირაკლი ქადაგიშვილის განცხადებით, ყველა კლინიკას შესაბამისი სამედიცინო აღჭუღვილბა უკვე გადაეცა და მედპრესონალი ჯანდაცვის უწყების სპეციალისტების მიერ გადამზადდა. საგარეჯოში, ლაგოდეხსა და თელავში მდებარე საავადმყოფოები საეჭვო პაციენტების მისაღებად უკვე მზად არიან.

ბელარუსი

05 აპრილი 2020, 14:35

მსოფლიო

ბელარუსი რუსეთთან სარკინოგზო მიმოსვლას აჩერებს

ბელარუსმა რუსეთთან დროებით სარკინიგზო მიმოსვლის შეჩერების გადაწყვეტილება მიიღო. ამის შესახებ „ბელარუსის რკინიგზის ხაზები“ იტყობინება. გავრცელებული ინფორმაციით დღეიდან მოსკოვისა და სანკტ-პეტერბურგის მიმართულებით რეისები აღარ შესრულდება.

05 აპრილი 2020, 14:30

COVID19

StopCoV ფონდში ამ დროისთვის 22 802 383 ლარია მობილიზებული

StopCoV ფონდში, რომელიც კორონავირუსით გამოწვეული სიტუაციის დროს ყველაზე მეტად დაზარალებული ადამიანების დასახმარებლად შეიქმნა, ამ დროისთვის 22 802 383 ლარია მობილიზებული. ფონდში შენატანი გააკეთეს როგორც ფიზიკურმა, ისე იურიდიულმა პირებმა.

ლევან რატიანი

05 აპრილი 2020, 14:27

COVID19

62 წლის მარნეულელი ქალი, რომლის მდგომარეობაც კრიტიკული იყო, შესაძლოა, საუნივერსიტეტო კლინიკიდან გაწერონ

მარნეულიდან პირველ საუნივერსიტეტო კლინიკაში შეყვანილი 62 წლის პაციენტი, რომლის მდგომარეობაც კრიტიკული იყო, აპარატიდან მოხსნეს. ამის შესახებ კლინიკის ხელმძღვანელმა, ლევან რატიანმა „ტვპირველის“ ეთერში განაცხადა. მისივე განმარტებით, 62 წლის ქალის მდგომარეობა გაუმჯობესდა.

საჩხერის მერია

05 აპრილი 2020, 14:26

COVID19

საჩხერის მერიაში აცხადებენ, რომ მოხუცებისთვის პროდუქტების დარიგება ყველა წესის დაცვით მიმდინარეობდა

მოხუცებისთვის პროდუქტების დარიგება ყველა წესის დაცვით ხდებოდა, - ამის შესახებ საჩხერის მერის მოადგილემ, ოთარ ომიაძემ განაცხადა. მისი თქმით, მერს, რომლის მეუღლესაც კორონავირუსი დაუდასტურდა, 80-ზე მეტ მოხუცებულთან ჰქონდა შეხება, რომელთაც საკვები პროდუქტები დაურიგდათ. ომიაძე ამბობს, რომ უწყება დიდი ხანია დისტანციურ მუშაობაზეა გადასული, თუმცა რამდენიმე დღის წინ მერი თანამშრომლებთან ერთად საქველმოქმედო აქციაში მონაწილეობდა.

ეკლესია დისტანცია

05 აპრილი 2020, 14:21

COVID19

ტაძრებში საკვირაო წირვაზე მრევლს შორის დისტანციას სასულიერო პირები აკონტროლებდნენ

მრევლს ქადაგებით არქიმანდრიტმა იოანე მჭედლიშვილმა მიმართა. მან აღნიშნა, რომ კაცობრიობა განსაცდელშია, და იმედი გამოთქვა, რომ აღდგომამდე ვითარება დასტაბილურდება და დღესასწაულს მართლმადიდებელი მრევლი ტრადიციისამებრ აღნიშნავს. არქიმანდრიტმა, მრევლს ლოცვის გაძლიერებისაკენ მოუწოდა.

მეუფე დავითი

05 აპრილი 2020, 14:04

საზოგადოება

მეუფე დავითი: როგორი იქნება სააღდგომო ლიტურგია, ამას ღმერთი გამოაჩენს

ალავერდის მამათა მონასტერში საკვირაო წირვა-ლოცვა ალავერდელმა მიტროპოლიტმა აღავლინა. მეუფე დავითის გადაწყვეტილებით, ორმეტრამდე დისტაციის დაცვის მიზნით ტაძარში მოსულ მრევლს სპეციალური მონიშვნები დახვდა. ზიარების მიღების შემდეგ მორწმუნეებს საშუალება ჰქონდათ, სიტკბოება მიეღოთ როგორც საეკლესიო ჭურჭლიდან, ასევე ერთჯერადი ჭიქებიდან.

Hyundai

05 აპრილი 2020, 13:56

COVID19

კორონავირუსის გამო Hyundai-მ ლოგო შეცვალა

სამხრეთკორეულმა ავტომწარმოებელმა Hyundai-მ კორონავირუსის პანდემიის გამო დროებით ლოგო შეცვალა. ახალი ლოგო კომპანიის Twitter-ზე გამოქვეყნდა. ლოგოს ცვლილება გამოწვეულია იმით, რომ კორონავირუსის გავრცელების პრევენციის ერთ-ერთ საშუალებად სოციალური დისტანცირება მიიჩნევა, Hyundai-ის ლოგოზე კი ორი ადამიანის ხელის ჩამორთმევაა ასახული.

დონალდ ტრამპი

05 აპრილი 2020, 13:53

მსოფლიო

დონალდ ტრამპმა OPEC-ი გააკრიტიკა

OPEC-ი უკანონო სტრუქტურაა, რომელიც თავს ინადგურებს. ამის შესახებ დონალდ ტრამპმა თეთრ სახლში გამართულ ბრიფინგზე განაცხადა. „მთელი ცხოვრება ამ ორგანიზაციის წინააღმდეგ გამოვდიოდი. ეს არის უკანონო სტრუქტურა, კარტელი, მონოპოლია. OPEC-ი უსამართლოდ ექცევა ამერიკას“, -აღნიშნა დონალდ ტრამპმა. თეთრი სახლის ლიდერი მზადაა, რომ იმპორტირებულ ნავთობზე გადასახადი გაზარდოს.

დონალდ ტრამპი

05 აპრილი 2020, 13:46

COVID19

აშშ-ში შესაძლოა ფილტვების ვენტილაციის აპარატების დეფიციტი შეიქმნას

აშშ-ის პრეზიდენტის, დონალდ ტრამპის განცხადებით, კორონავირუსის პანდემიის გამო აშშ-ში შესაძლოა ფილტვების ვენტილაციის აპარატების დეფიციტი შეიქმნას. ინფორმაციას ამის შესახებ ტელეკომპანია CNN-ი ავრცელებს. ტელეკომპანიის ჟურნალისტის კითხვაზე, შესაძლოა თუ არა, რომ ქვეყანას ფილტვების ვენტილაციის აპარატები არსებული რაოდენობა არ ეყოს, თეთრი სახლის ლიდერმა განაცხადა, რომ ეს არაა გამორიცხული.

საჩხერის სამედიცინო ცენტრი

05 აპრილი 2020, 13:44

COVID19

საჩხერის საავადმყოფოს მედპერსონალის ტესტის პასუხები კორონავირუსზე დღის ბოლომდე გახდება ცნობილი

საჩხერის საავადმყოფოს ასამდე თანამშრომელი კლინიკაში, იზოლაციაში რჩება. ამის შესახებ საჩხერის სამედიცინო ცენტრის დირექტორმა განაცხადა. მიხეილ ქამუშაძის ინფორმაციით, პროტოკოლის მიხედვით, მედპერსონალის ბიოლოგიური ნიმუშები ლუგარის ლაბორატორიაში გადაიგზავნა და პასუხები დღის ბოლომდე გახდება ცნობილი.

რესპუბლიკური საავადმყოფო

05 აპრილი 2020, 13:07

COVID19

რესპუბლიკურ საავადმყოფოში ამ დროისთვის 50 პაციენტი, მათ შორის ერთი კორონავირუსით ინფიცირებული მკურნალობს

რესპუბლიკურ საავადმყოფოში ამ დროისთვის 50 პაციენტი, მათ შორის ერთი კორონავირუსით ინფიცირებული მკურნალობს, - ამის შესახებ ჟურნალისტებს საავადმყოფოს გადაუდებელი მედიცინის დეპარტამენტის უფროსმა, თეა თავართქილაძემ განუცხადა.

ჰეზბოლა

05 აპრილი 2020, 13:07

მსოფლიო

ლიბანში „ჰეზბოლას“ ერთ-ერთი მეთაური მოკლეს

გავრცელებული ინფორმაციით, მუჰამედ ალი იუნესის ცხედარი სოფელ ჯებჩიტში მის ავტომანქანაში იპოვეს. ცხედარს მრავლობითი ცეცხლნასროლი ჭრილობები აღენიშნებოდა. სხვა დეტალები ჯერჯერობით უცნობია.