imedi /  02 ივნისი 2019, 08:07 / სანდო წყარო

ნეიმარს სექსუალურ ძალადობაში ადანაშაულებენ

ნეიმარი

ნეიმარი

ბრაზილიელ ფეხბურთელ ნეიმარს სექსუალურ ძალადობაში ადანაშაულებენ. ამის შესახებ BBC წერს.

ბრაზილიის პოლიციის ჩანაწერების მიხედვით ქალი ამბობს, რომ ძალადობა საფრანგეთში ერთ-ერთ სასტუმროში მოხდა. როგორც ის ჰყვება ერთმანეთი სოციალური ქსელის მეშვეობით გაიცნეს. შემდეგ ნეიმარმა ის ბრაზილიიდან პარიზში ჩაიყვანა, მგზავრობისა და სასტუმროს ხარჯებიც დაფარა.

15 მაისს საღამოს კი ნეიმარი სასტუმროში ნასვამი მივიდა და მასზე ძალა იხმარა.

ოფიციალური განცხადება ამ საკითხზე არც ნეიმარს და არც მის წარმომადგენელს ჯერ არ გაუკეთებიათ.

ყველა სიახლე

22 აგვისტო 2019, 08:55

მსოფლიო

პოლიცია: კალიფორნიის სასტუმროში მზარეული მასობრივ სროლას გეგმავდა

პოლიციამ დააკავა კაცი, რომელიც კალიფორნიის სასტუმროში მზარეული მასობრივ სროლას გეგმავდა. CNN პოლიციის განცხადებაზე დაყრდნობით იუწყება, რომ 37 წლის რუდოლფო მონტოია მერიოტის თანამშრომლებსა და სტუმრებზე თავდასხმას გეგმავდა.

აჭარის ტელევიზიის დირექტორის არჩევნები

22 აგვისტო 2019, 08:25

საქართველო

აჭარის ტელევიზიის დირექტორს დღეს აირჩევენ

აჭარის ტელევიზიის დირექტორს დღეს აირჩევენ. კონკურსი მესამედ გამოცხადდა და ის ამჯერად დირექტორობის მსურველთა პროტესტის ფონზე მიმდინარეობს. ტელევიზიას დირექტორის მოვალეობის შემსრულებელი, ნათია ზოიძე ხელმძღვანელობს. აჭარის ტელევიზიის დირექტორის ადგილი 19 აპრილიდანაა ვაკანტური.

მაიკ პომპეო

22 აგვისტო 2019, 08:13

მსოფლიო

პომპეომ გრენლანდიის საკითხი დანიელ დიპლომატთან განიხილა

აშშ-ის სახელმწიფო მდივანმა და დანიის საგარეო საქმეთა მინისტრმა გრენლანდიის შესაძლო გაყიდვის ირგვლივ შექმნილი ვითარება განიხილეს. სატელეფონო საუბრისას პომპეომ დანიასთან როგორც ამერიკის მოკავშირესთან თანამშრომლობისთვის მადლიერება გამოხატა.

ელექტრომობილი

22 აგვისტო 2019, 07:54

ეკონომიკა

დღეიდან ბათუმში ელექტრომობილების გაზიარების სერვისი დაინერგება

დღეიდან ბათუმში ელექტრომობილების გაზიარების სერვისი დაინერგება „აიქარმა“ ბათუმში 20 ელექტრო მობილი შემოიყვანა“. ბათუმის რკინიგზის სადგურის ტერიტორიაზე კომპანია აიენერჯიმ 10 ელექტრო გასამართი სადგური უკვე დაამონტაჟა.

22 აგვისტო 2019, 00:21

საქართველო

აშშ ბორდერიზაციის დაუყოვნებელ შეწყვეტას მოითხოვს

„კიდევ ერთხელ, რუსეთს მოვუწოდებთ შეწყვიტოს საქართველოს ტერიტორიის 20 პროცენტის არაკანონიერი ოკუპაცია, საკუთარი ძალები გაიყვანოს კონფლიქტამდე (დაკავებულ) პოზიციებზე და შეუზღუდავი წვდომა მისცეს ჰუმანიტარული დახმარებას მიწოდებას 2008 წლის ცეცხლის შეწყვეტის შეთანხმების მკაფიო ვალდებულებების თანახმად."- განაცხადა ორტაგუსმა.

21 აგვისტო 2019, 22:50

მსოფლიო

ნიდერლანდებში ნიქაბიან ქალს ავტობუსი დაატოვებინეს

ნიდერლანდების ქალაქ სტეინში ავტობუსის მძღოლმა მოძრაობა ნიქაბიანი ქალის გამო შეწყვიტა. კაცმა ქალს 2-ჯერ სთხოვა სახის ჩვენება ან ავტობუსის დატოვება. მას შემდეგ რაც ქალმა ამაზე უარი თქვა, მძღოლმა პოლიცია გამოიძახა. სამართალდამცველების მისვლის შემდეგ ქალმა საზოგადოებრივი ტრანსპორტი ნებაყოფლობით დატოვა.

21 აგვისტო 2019, 22:30

მსოფლიო

BBC-ი ჩაძირული „ტიტანიკის“ კადრებს ავრცელებს. ვიდეო

ვესკოვოს განცხადებით, გემის მდგომარეობა მარილის კოროზიისა და "მეტალისმჭამელი" ბაქტერიების გამო გაუარესებულია. ექსპედიციის საბოლოო შედეგები დოკუმენტურ ფილმში აისახება, რომელსაც BAFTA და Atlantic Productions-ი იღებს. გემი დღესდღეობით ოკეანის ზედაპირიდან 4,000 მეტრის სიღრმეშია ჩაძირული.

ვიდეოთამაში

21 აგვისტო 2019, 22:07

სპორტი

საქართველოს ეროვნული ნაკრები საფეხბურთო ვიდეოთამაშში გამოჩნდება

„მოხარულები ვართ, გამცნოთ Konami-სთან ახალი შეთანხმების შესახებ, რომლის თანახმადაც საქართველოს ეროვნულ ნაკრებს კომპანიის უახლეს საფეხბურთო ვიდეოთამაშ PES 2020-ში ვიხილავთ"- წერს ფედერაცია Facebook-ის საკუთარ გვერდზე. საფეხბურთო ვიდეოთამაშების სერია PES PES (Pro Evolution Soccer) იაპონურმა კომპანია Konami-მ შექმნა.

დიდი შვიდეული

21 აგვისტო 2019, 21:30

მსოფლიო

გერმანია „დიდ შვიდეულში“ რუსეთის დაბრუნების წინააღმდეგია

როგორც გერმანიის მთავრობის ოფიციალურმა წარმომადგენელმა შტეფენ ზაიბერტმა განაცხადა, რუსეთი ამ ფორმატიდან ყირიმის ანექსიისა და აღმოსავლეთ უკრაინაში დესტაბილიზაციის გამო გარიცხეს და ეს პრობლემები ამ დრომდე აქტუალურია. მანამდე ტრამპმა განაცხადა, რომ „დიდი შვიდეულის“ შემადგენლობაში რუსეთის დაბრუნება მიზანშეწონილია.

მამუკა ბახტაძე

21 აგვისტო 2019, 21:08

საქართველო

მამუკა ბახტაძე: ოკუპაცია არის გამოწვევა, რომელიც ყველას უნდა გვაერთიანებდეს

ჩვენ არ უნდა გვქონდეს ილუზია, რომ ეს პროცესი შეჩერდება უმოკლეს ვადებში, ვინაიდან, სამწუხაროდ, საოკუპაციო ძალა განაგრძობს თავისი საოკუპაციო ნაბიჯების გადადგმას. ჩვენი მხრიდან უნდა იყოს პრინციპული პოზიცია და უნდა იყოს ერთსულოვნება და ერთად დგომა საერთაშორისო თანამეგობრობასთან ერთად“, - განაცხადა მამუკა ბახტაძემ.

21 აგვისტო 2019, 20:52

საქართველო

ცნობილია როდის ჩატარდება სკოლის ექსტერნის გამოცდები

საქართველოს განათლების, მეცნიერების, კულტურისა და სპორტის სამინისტროს ინფორმაციით, ზოგადი განათლების ცალკეული კლასის/კლასების/სემესტრის, ასევე მათში შემავალი საგნებისა და ზოგადსაგანმანათლებლო სასწავლო პროგრამის ექსტერნატის ფორმით დაძლევის გამოცდისთვის რეგისტრაციის ვადად 26 აგვისტო - 2 სექტემბერი განისაზღვრა.

ბათუმის ბულვარი

21 აგვისტო 2019, 20:14

საქართველო

ბათუმის ბულვარში რეაბილიტირებული „რვაფეხა“ გაიხსნა

კაფე „ფანტაზია“ ბათუმის ბულვარში 1981 წელს გაიხსნა და მალევე იქცა ბათუმის სავიზიტო ბარათად. მოზაიკით მოპირკეთებული შენობა არქიტექტორ გიორგი ჩახავას და მხატვარ ზურაბ კაპანაძის ესკიზის მიხედვით შეიქმნა. რვაფეხას რეაბილიტაციაზე მხატვარ-რესტავრატორმა ილია ფესვიანიძემ იმუშავა.

21 აგვისტო 2019, 20:05

საქართველო

„კურიერის“ ჟურნალისტების უმრავლესობამ „რუსთავი 2“ დატოვა

"კურიერის" ჟურნალისტების უმრავლესობამ "რუსთავი 2" დატოვა. მათ ტელევიზიის შენობა ცოტა ხნის წინ დატოვეს და მედიასთან განცხადებებიც გააკეთეს. რეპორტიორების განცხადენით, ჯერ არ იციან სად გააგრძელებენ საქმიანობას, თუმცა იმედს იტოვებენ, რომ პროფესიულ საქმიანობას მალე დაუბრუნდებიან.

დუეინ ჯონსონი

21 აგვისტო 2019, 19:31

კულტურა

Forbes: დუეინ ჯონსონი წლის ყველაზე მაღალანაზღაურებადი კაცი მსახიობია

Forbes-ი რეიტინგის შედგენისას, სამსახიობო ანაზღაურებასთან ერთად ბრენდებთან თანამშრომლობით გამომუშავებულ თანხასაც ითვლის. როკის შემოსავლებში მნიშვნელოვანი როლი სპორტული ტანსაცმელების ბრენდმა Under Armour-მა, "ფორსაჟსა" და სხვა ფილმებზე მუშაობამ შეასრულა.

სასტუმრო ჰილტონი

21 აგვისტო 2019, 19:22

საქართველო

ბათუმის „ჰილტონიდან“ სახანძრო სიგნალის გამო ევაკუაცია გამოცხადდა

ბათუმის „ჰილტონში“ სახანძრო სიგნალი ჩაირთო, რის გამოც ევაკუაცია გამოცხადდა. შენობაში მყოფ სტუმრებსა და პერსონალს ტერიტორია დაატოვებინეს. როგორც გაირკვა, სიგნალი მეოცე სართულზე მდებარე რესტორანში ორთქლის გაჟონვის გამო ჩაირთო. დაახლოებით ნახევარი საათის შემდეგ საფრთხე მოიხსნა.

ბორის ჯონსონი
კერი საიმონდსი

21 აგვისტო 2019, 18:55

მსოფლიო

ბორის ჯონსონის მეგობარ ქალს აშშ-ის ვიზა არ მისცეს

საიმონდსმა აშშ-ში სამუშაოდ წასვლის მიზნით ვიზის მისაღებად განაცხადი შეავსო, თუმცა მან უარყოფითი პასუხი მიიღო. ის საზღვარგარეთ უახლოეს დღეებში უნდა გამგზავრებულიყო.ვიზაზე უარი სავარაუდოდ იმ ფაქტს უკავშირდება, რომ 2018 წელს საიმონდსი აღმოსავლეთ აფრიკაში ჩავიდა და სომალილენდის არაღიარებულ სახელმწიფოს ეწვია.

ძიუდო

21 აგვისტო 2019, 18:48

სპორტი

ძიუდოს მსოფლიოს ჩემპიონატისთვის სამ წონით კატეგორიაში ქართველები ლიდერობენ

მსოფლიო ჩემპიონატის დაწყებამდე ოთხი დღით ადრე ძიუდოს საერთაშორისო ფედერაციამ რეიტინგი გამოაქვეყნა. შვიდი წონითი კატეგორიიდან სამში ქართველი სპორტსმენები ლიდერობენ. სათავეში ვაჟა მარგველაშვილი, ვარლამ ლიპარტელიანი და გურამ თუშიშვილი არიან.

კუბური ნიანგი

21 აგვისტო 2019, 18:46

ტაბლოიდი

ფიდელ კასტროს ნიანგმა კაცი დაკბინა

შვედეთში, სტოქჰოლმის აკვარიუმიდან 70 წლის კაცის ჰოსპიტალიზება მას შემდეგ გახდა საჭირო, როცა ის ნიანგმა დაკბინა. BBC-ის ცნობით, ნიანგს კუბის ყოფილი ლიდერი ფიდელ კასტრო ფლობდა. შემდეგ მან ორი კუბური ნიანგი სახელად კასტრო და ჰილარი კოსმონავტ ვლადიმერ შატალოვს 1978 წელს აჩუქა, რომელმაც ცხოველები სტოქოლმის აკვარიუმს 1981 წელს მიჰყიდა.

ნინო შუბლაძე

21 აგვისტო 2019, 18:22

საქართველო

ნინო შუბლაძე: საქმემან ჩემმან წარმომაჩინოს

ჟურნალისტი ნინო შუბლაძე, რომელიც „რუსთავი 2“-ის საინფორმაციოს ხელმძღვანელად მოიაზრება, სოციალურ ქსელში პოსტს აქვეყნებს. როგორც ის წერს, მან შეთავაზება მიიღო, თუმცა მედიაში, კერძოდ კი „რუსთავი 2-ში“ დაბრუნების გადაწყვეტილება არ მიუღია.

ტრევორ მალარდი

21 აგვისტო 2019, 18:21

ტაბლოიდი

ახალი ზელანდიის პარლამენტის სპიკერმა სხდომის დროს დეპუტატის ბავშვი გამოკვება

ახალი ზელანდიის პარლამენტის სპიკერმა ტრევორ მალარდმა წარმომადგენელთა პალატაში დებატების მიმდინარეობისას ერთ-ერთი დეპუტატის ბავშვი გამოკვება. მალარდმა პარლამენტში დეპუტატ ტამატი ქოფის შვილთან გადაღებული ფოტო Twitter-ზე გამოაქვეყნა.