Imedi /  22 ივლისი 2019, 16:25 / სანდო წყარო

2021 წლის ევრობასკეტზე საქართველოს ნაკრების მეტოქეების ვინაობა გაირკვა

ევრობასკეტი 2021

ევრობასკეტი 2021

ევროპის 2021 წლის ჩემპიონატის საკვალიფიკაციო ტურნირში საქართველოს ნაკრების მეტოქეები ცნობილია. E ჯგუფში საქართველოს ნაკრების მეტოქეები სერბეთი და ფინეთი იქნებიან, კიდევ ერთი მეტოქის ვინაობას კი 21 აგვისტომდე ერთმანეთში წინასაკვალიფიკაციო ტურნირის მონაწილეები შვეიცარია, ისლანდია და პორტუგალია გაარკვევენ. ინფორმაციას ამის შესახებ საქართველოს კალათბურთის ფედერაცია ავრცელებს.

ევრობასკეტ 2021-ის საკვალიფიკაციო ტურნირის მატჩები გაიმართება კალათბურთის საერთაშორისო ფედერაციის (FIBA) მიერ დადგენილი 3 ფანჯრის პერიოდში: 2020 წლის 17-25 თებერვალს, 23 ნოემბერს-1 დეკემბერს და 2021 წლის 15-23 თებერვალს. თითო ფანჯრის პერიოდში თითო გუნდი 2-2 მატჩს ჩაატარებს. თამაშები გაიმართება გასვლა-სახლის პრინციპით.

აღსანიშნავია, რომ როგორც ევრობასკეტ 2021-ის ერთ-ერთი მასპინძელი, საქართველო (ჩეხეთიც, გერმანიაც და იტალიაც) საკვალიფიკაციო ტურნირში საკონკურსო პირობების გარეშე იასპარეზებს. ანუ E ჯგუფიდან ევროპის ჩემპიონატზე გავა საქართველო (რომელი ადგილიც არ უნდა დაიკავოს) და ჯგუფის დანარჩენი 2 საუკეთესო შედეგის მქონე გუნდი. ანალოგიურად, ჯგუფებიდან გასულები არიან, მაგრამ საკვალიფიკაციო ტურნირის მატჩებს მაინც გამართავენ ევრობასკეტ 2021-ის დანარჩენი მასპინძელი ქვეყნების ნაკრებები - გერმანია, ჩეხეთი და იტალია.

ევრობასკეტის მასპინძელთა საკვალიფიკაციო ტურნირში მონაწილეობის გადაწყვეტილება FIBA-მ იმისთვის მიიღო, რომ საქართველოს, იტალიას, გერმანიასა და ჩეხეთს მომავალი 2 წლის განმავლობაში სათამაშო პრაქტიკა არ მოაკლდეთ და აქტიურად იყვნენ ჩართულნი კონტინენტზე გამართულ მატჩებსა და მის თანმხლებ სხვადასხვა აქტივობებში.

გათამაშების ფორმატის თანახმად, ევრობასკეტის 24 საგზურს თითოეული (8) ჯგუფის 3 საუკეთესო გუნდი მოიპოვებს. აღსანიშნავია, რომ ევრობასკეტ 2021-ის საკვალიფიკაციო ეტაპის კენჭისყრის ერთ-ერთი მონაწილე საქართველოს კალათბურთის ფედერაციის ვიცე-პრეზიდენტი ვლადიმერ ბოისა იყო.

2021 წლის ევრობასკეტის ჯგუფური ეტაპის მასპინძლობის უფლება საქართველომ 15 ივლისს მიუნხენში გამართულ კენჭისყრაზე მოიპოვა.

ყველა სიახლე

მეტე ფრედერიკსენი

03 ივლისი 2026, 10:59

მსოფლიო

დანიის პრემიერ-მინისტრის ტელეფონის ნომრისა და პირადი მონაცემების გამოქვეყნების გამო პოლიციამ აქტივისტი ლარს კრაგ ანდერსენი დააკავა

დანიელმა მემარჯვენე აქტივისტმა ლარს კრაგ ანდერსენმა გამოაქვეყნა ვიდეო, სადაც ნაჩვენებია დანიაში პოლიციის მიერ მისი დაკავების ამსახველი კადრები.

ცოტნე ანანიძე

03 ივლისი 2026, 10:59

პოლიტიკა

ცოტნე ანანიძე ჯო უილსონის განცხადებაზე: თუ რამეა ამ ქვეყანაში სიყალბე, ეს სწორედ ოპოზიციის ფასიანი პოლიტიკური შოუმენის, ჯო უილსონის დარდია საქართველოზე!

აჭარის უმაღლესი საბჭოს თავმჯდომარე, ცოტნე ანანიძე, ამერიკელი კონგრესმენის, ჯო უილსონის, მიერ სოციალურ ქსელში გაკეთებულ განცხადებას ეხმიანება, რომლის თქმითაც, „„ოცნების“ ყალბი პრეზიდენტი მიხეილ ყაველაშვილი დიქტატორ ხამენეის დაკრძალვაზე დასწრებას გეგმავს.“

03 ივლისი 2026, 10:48

პოლიტიკა

თბილისის პოლიციის დეპარტამენტის დირექტორი თურქეთის რესპუბლიკის საელჩოს მრჩევლებს შეხვდა

შინაგან საქმეთა სამინისტროს თბილისის პოლიციის დეპარტამენტის დირექტორი, ვაჟა სირაძე, საქართველოში თურქეთის რესპუბლიკის საელჩოს შინაგან საქმეთა საკითხებში მრჩევლებს - ჰაქან ბეჯელსა და ნეჯმეთინ თეთიქს შეხვდა. ინფორმაციას შსს ავრცელებს.

03 ივლისი 2026, 10:48

ჯანდაცვა

როგორ დავიცვათ თავი ტკიპებისგან - ჯანდაცვის სამინისტრო სპეციალისტების რეკომენდაციებს აქვეყნებს

თბილი თვეების დადგომასთან ერთად, საქართველოში ტკიპების აქტივობა და მათ მიერ გადატანილი ინფექციების რისკი მკვეთრად იზრდება.

ნიკოლ ფაშინიანი

03 ივლისი 2026, 10:48

მსოფლიო

ნიკოლ ფაშინიანი აიათოლა ალი ხამენეის დაკრძალვის ცერემონიაში მონაწილეობის მისაღებად თეირანში ჩავიდა

სომხეთის პრემიერ-მინისტრი ნიკოლ ფაშინიანი ირანის გარდაცვლილი უზენაესი ლიდერის აიათოლა ალი ხამენეის დაკრძალვის ცერემონიალში მონაწილეობის მისაღებად თეირანში ჩავიდა.

03 ივლისი 2026, 10:45

სამართალი

საგამოძიებო სამსახურმა საბაჟო გამშვები პუნქტის ცვლის უფროსი ქრთამის აღების ფაქტზე დააკავა

საქართველოს ფინანსთა სამინისტროს საგამოძიებო სამსახურის თანამშრომლებმა, საქართველოს პროკურატურასა და შემოსავლების სამსახურთან კოორდინაციით, გატარებული ოპერატიულ-სამძებრო და საგამოძიებო მოქმედებების შედეგად, დიდი ოდენობით ქრთამის აღების ფაქტზე შემოსავლების სამსახურის საბაჟო დეპარტამენტის საბაჟო გამშვები პუნქტ „წითელი ხიდის“ ცვლის უფროსი დააკავეს. ინფორმაციას საგამოძიებო სამსახური ავრცელებს.

03 ივლისი 2026, 10:30

საზოგადოება

ერთიანი ეროვნული გამოცდები ქართული ენისა და ლიტერატურის გამოცდით გრძელდება - გამოცდაზე 95%-ზე მეტი გამოსაცდელი გამოცხადდა

ერთიანი ეროვნული გამოცდები კვლავ ქართული ენისა და ლიტერატურის გამოცდით გრძელდება. შეფასებისა და გამოცდების ეროვნული ცენტრის ცნობით, პირველ სესიაზე განაწილებული აბიტურიენტებიდან გამოცდაზე გამოცხადდა 95%-ზე მეტი გამოსაცდელი.

03 ივლისი 2026, 10:23

სამართალი

ცენტრალური კრიმინალური პოლიციის დეპარტამენტის აჭარის მთავარი სამმართველოს თანამშრომლებმა წითელი ცირკულარით ძებნილი პირი დააკავეს

შინაგან საქმეთა სამინისტროს ცენტრალური კრიმინალური პოლიციის დეპარტამენტის აჭარის მთავარი სამმართველოს თანამშრომლებმა, ინტერპოლის წითელი ცირკულარით ძებნილი, აზერბაიჯანის რესპუბლიკის მოქალაქე დააკავეს. ინფორმაციას შსს ავრცელებს.

03 ივლისი 2026, 10:22

სამართალი

სამართალდამცველებმა ნარკოდანაშაულის ბრალდებით უცხო ქვეყნის მოქალაქე დააკავეს - ამოღებულია განსაკუთრებით დიდი ოდენობით ნარკოტიკი

შინაგან საქმეთა სამინისტროს თბილისის პოლიციის დეპარტამენტის ძველი თბილისის მთავარი სამმართველოს თანამშრომლებმა, წინასწარი შეთანხმებით ჯგუფის მიერ განსაკუთრებით დიდი ოდენობით ნარკოტიკული საშუალების უკანონო რეალიზაციის ხელშეწყობის ბრალდებით, უკრაინის მოქალაქე დააკავეს

გურამ მაჭარაშვილი

03 ივლისი 2026, 10:20

პოლიტიკა

გურამ მაჭარაშვილი: გურამ მაჭარაშვილი: ევროკავშირს ჩინეთთან წლიურად 700 მილიარდის სავაჭრო ბრუნვა აქვს, ჩვენ კი ჩინეთთან ურთიერთობის გამო გვაკრიტიკებენ. რაც შეეხება ირანს, მათაც მოგვისამძიმრეს პატრიარქის გარდაცვალება, საქართველოს პრეზიდენტის ჩასვლაც ელემენტარული ეთიკაა

პარტია „ხალხის ძალის“ აღმასრულებელმა მდივანმა, დეპუტატმა გურამ მაჭარაშვილმა მედიასთან მიმოიხილა საქართველოს საგარეო პოლიტიკა.

03 ივლისი 2026, 10:20

კულტურა

საქართველოს კინემატოგრაფიის ეროვნული ცენტრი საფრანგეთში ანესის ანიმაციური ფილმების საერთაშორისო ფესტივალსა და მასთან არსებულ MIFA ბაზრობაზე ქართული ანიმაციის ეროვნული სტენდით და რამდენიმე პროექტით იყო წარმოდგენილი

როგორც ეროვნული კინოცენტრის დირექტორმა მამუკა ბლიაძემ აღნიშნა, 2026 წლის ანესის ფესტივალი საკმაოდ წარმატებული იყო ქართული ანიმაციისთვის. „წელს ანესის ანიმაციის საერთაშორისო ფესტივალზე საქართველო საკმაოდ მრავალფეროვანი პროგრამით იყო წარმოდგენილი. წარმოდგენილი გვქონდა ანიმაციური პროექტები სამ სექციაში, მათ შორის, ორი კინოცენტრის დაფინანსებით. ამასთან, შავიზღვისპირა ქვეყნების ვორქშოფზე წარმოდგენილი იყო მოკლემეტრაჟიანი ანიმაციური ფილმების წარმოების კონკურსში გამარჯვებული პროექტი”,- განაცხადა მამუკა ბლიაძემ.

03 ივლისი 2026, 10:20

სამართალი

პოლიციამ გურიაში უკანონო ცეცხლსასროლი იარაღი და ნარკოტიკული საშუალების შემცველი მცენარე „კანაფი“ ამოიღო - დაკავებულია ერთი პირი

შინაგან საქმეთა სამინისტროს გურიის პოლიციის დეპარტამენტის ლანჩხუთის რაიონული სამმართველოს თანამშრომლებმა, ცეცხლსასროლი იარაღისა და საბრძოლო მასალის უკანონო შეძენა-შენახვისა და ნარკოტიკული საშუალების შემცველი მცენარის უკანონო დათესვა-მოყვანა-კულტივირების ბრალდებით ერთი პირი დააკავეს.

გურამ მაჭარაშვილი

03 ივლისი 2026, 10:18

პოლიტიკა

გურამ მაჭარაშვილი: ამერიკასთან ნელა, მაგრამ პოზიტიურად ხდება ურთიერთობების აღდგენა

ამერიკის ინტერესშია, საქართველო დარჩეს, როგორც სტრატეგიული პარტნიორი ქვეყანა, რასთან დაკავშირებითაც ჩვენ პრობლემა არასდროს გვქონია, თუმცა სტრატეგიული ხელშეკრულება ნიშნავს, რომ მე, ანუ სახელმწიფო უნდა მაღიარო სუვერენულ ქვეყნად და მერე გამოგყვები ყველაფერში, რაც არ კეთდებოდა ბაიდენის ადმინისტრაციის მხრიდან. ძალიან კარგია, რომ ამერიკასთან ნელ-ნელა, მაგრამ პოზიტიურად ხდება ურთიერთობების აღდგენა,“ - განაცხადა გურამ მაჭარაშვილმა.

კახა კალაძე

03 ივლისი 2026, 10:17

პოლიტიკა

კახა კალაძე: „ნაციონალურ მოძრაობას“ პოლიტიკურ პარტიასაც ვერ ვუწოდებ - კარგად ვიცით, რომ ყველაფერს წყვეტს ერთი ადამიანი

„ნაციონალურ მოძრაობას“ რა მდგომარეობა ექნება შიგნით, ვინ რა განცხადებას გააკეთებს, პირადად ჩემთვის, ამას არსებითი მნიშვნელობა არ აქვს იმიტომ, რომ ძალიან კარგად ვიცით, ვინ არიან ეს ადამიანები და რას ემსახურებიან“, - აღნიშნა თბილისის მერმა კახა კალაძემ მედიასთან თინა ბოკუჩავას განცხადების შეფასებისას.

03 ივლისი 2026, 10:16

მსოფლიო

The New York Times: აშშ-ში მიიჩნევდნენ, რომ ისრაელი ირანის საგარეო საქმეთა მინისტრის და პარლამენტის თავმჯდომარის ლიკვიდაციას გეგმავდა

აშშ-ის ოფიციალური პირები ფიქრობდნენ, რომ ისრაელი ირანის მთავარი მომლაპარაკებლების ლიკვიდაციას გეგმავდა, რასაც ვაშინგტონსა და თეირანს შორის მიმდინარე მოლაპარაკებები შესაძლოა ჩაეშალა. ინფორმაციას The New York Times-ი მოქმედ და ყოფილ ამერიკელ ოფიციალურ პირებზე დაყრდნობით ავრცელებს.

03 ივლისი 2026, 10:10

სამართალი

ბესიკ ამირანაშვილი: ყოველ გამოვლენილ სამართალდარღვევაზე გატარდება კანონმდებლობით გათვალსიწინებული მკაცრი სანქციები

რაჭა ლეჩხუმ-ქვემო სვანეთის სატყეო სამსახურის თანამშრომლებმა, ლენტეხის მუნიციპალიტეტში ხე-ტყის უკანონო მოპოვების ფაქტი გამოავლინეს. სამართალდამრღვევმა, წიწვოვანი სახეობის 6 კუბურ მეტრამდე სამასალე მერქნის წარმოშობის დოკუმენტაცია გააყალბა (სპეციალური ფირნიში გამოიყენა განმეორებით) ხოლო, შემდეგ რეგისტრირებული სახერხი საამქროს ტერიტორიაზე დაასაწყობა. მიმდინარეობს გარემოზე მიყენებული ზიანის დაანგარიშება ხოლო, უკანონოდ მოპოვებული სამასალე მერქანი შემდგომი განკარგვის მიზნით, გადატანილია ლენტეხის საქმიან ეზოში.

03 ივლისი 2026, 09:53

სპორტი

პორტუგალიის ნაკრებმა დრამატულ ბრძოლაში ხორვატია დაამარცხა და 1/8 ფინალის საგზური მოიპოვა

პორტუგალიის საფეხბურთო ეროვნულმა ნაკრებმა ხორვატიის ეროვნული გუნდი მსოფლიო ჩემპიონატის 1/32 ფინალში დაამარცხა.

დონალდ ტრამპი

03 ივლისი 2026, 09:42

მსოფლიო

დონალდ ტრამპი ნატოზე: აშშ-თვის აბსურდულია ამ ცალმხრივი გზით მოძრაობის გაგრძელება, როდესაც ურთიერთობა ორმხრივი არ არის. ისინი ჩვენს გვერდით არ იდგნენ!!!

აშშ-ის პრეზიდენტმა დონალდ ტრამპმა ანკარაში გასამართ ნატოს სამიტამდე რამდენიმე დღით ადრე ჩრდილოატლანტიკური ალიანსი კვლავ გააკრიტიკა.

03 ივლისი 2026, 09:17

სპორტი

ესპანეთმა ბელგია მარტივად დაამარცხა და მსოფლიო ჩემპიონატის 1/8 ფინალში გადავიდა

ესპანეთის ეროვნულმა საფეხბურთო ნაკრებმა მსოფლიო ჩემპიონატის 1/32 ფინალში ბელგიის ეროვნულ გუნდს ანგარიშით 3:0 სძლია და 1/8 ფინალში გავიდა.

03 ივლისი 2026, 09:10

საზოგადოება

სრულიად საქართველოს კათოლიკოს-პატრიარქი საფრანგეთის ელჩს შეხვდა

ამა წლის 2 ივლისს საქართველოს საპატრიარქოში უწმინდესი და უნეტარესი, სრულიად საქართველოს კათოლიკოს-პატრიარქი, მცხეთა-თბილისის მთავარეპისკოპოსი და ბიჭვინთისა და ცხუმ-აფხაზეთის მიტროპოლიტი შიო III საფრანგეთის რესპუბლიკის საგანგებო და სრულუფლებიან ელჩს საქართველოში, ბატონ ოლივიე კურტოს შეხვდა, - ნათქვამია საქართველოს საპატრიარქოს მიერ გავრცელებულ ინფორმაციაში.