Imedi /  05 სექტემბერი 2019, 12:23 / სანდო წყარო

საქართველოს ეროვნული ნაკრები კორეასთან ამხანაგურ მატჩს გამართავს

ფეხბურთი

დღეს საქართველოს ფეხბურთელთა ნაკრები ამხანაგურ შეხვედრას გამართავს. ჩვენი გუნდი სტამბოლში კორეის რესპუბლიკის ნაკრებს დაუპირისპირდება.

ნაკრების 25 ფეხბურთელი წლის სადებიუტო ამხანაგური მატჩისთვის უკვე სამი დღეა სტამბოლში ემზადება. ამ დროისთვის ცნობილია, რომ თავდაპირველად დასახელებული შემადგენლობის შემდეგ ნაკრებს სოლომონ კვერკველია და დავით ხოჭოლავა ვერ დაეხმარებიან.

საქართველოს ნაკრებისა და შახტარის მცველი ამჟამად გუნდთან ერთად სტამბოლშია და ეროვნული ნაკრების სამედიცინო შტაბის წევრების მეთვალყურეობის ქვეშ არის. ინდივიდუალურად ივარჯიშა ლაშა დვალმა. ნაკრების დებიუტანტები ზურიკო დავითაშვილი და ლევან შენგელია საწვრთნელ პროცესში აქტიურად მონაწილეობენ და საკუთარი შანსის მოლოდინში არიან.

საქართველოს ნაკრების მომავალი მეტოქე ფიფას რეიტინგში 37-ე პოზიციას იკავებს. საქართველოს ნაკრები კორეის რესპუბლიკის ეროვნულ გუნდს პირველად შეხვდება.

საქართველოსა და კორეის რესპუბლიკის მატჩი დღს ბაშაქშეჰირის სტადიონზე თბილისის დროით, 17:30 საათზე დაიწყება.

ყველა სიახლე

კვლევა

23 სექტემბერი 2019, 14:07

საქართველო

კვლევა: საქართველოში ყველაზე მეტად ძალოვან სტრუქტურებსა და რელიგიურ ინსტიტუტებს ენდობიან

თემაზე - „ევროკავშირის მიმართ დამოკიდებულებებისა და ცოდნის შეფასება საქართველოში“ „ევროპის ფონდის“ კვლევის შედეგების პრეზენტაცია გაიმართა. კვლევის ფარგლებში, საქართველოს ორი ათას შვიდასზე მეტი მოქალაქე გამოიკითხა. გამოკითხვას „ევროპის ფონდი“ 2009 წლიდან ატარებს.

ტანკერი Stena Impero

23 სექტემბერი 2019, 14:00

მსოფლიო

ირანმა ბრიტანული ტანკერის გასათავისუფლებად ლეგალური პროცედურები დაასრულა

ირანმა ბრიტანული ტანკერის Stena Impero-ს გასათავისუფლებლად საჭირო ლეგალური პროცედურები დაასრულა. ამის შესახებ Reuters-ი ქვეყნის მთავრობის პრესსპიკერ ალი რაბიეიზე დაყრდნობით წერს. გამოცემის ინფორმაციით, ჯერჯერობით უცნობია როდის დატოვებს ტანკერი ირანულ წყლებს.

დავით ნარმანია

23 სექტემბერი 2019, 13:50

ეკონომიკა

დარგობრივი ეკონომიკის კომიტეტმა სემეკ-ის თავმჯდომარედ ნარმანიას კანდიდატურას მხარი დაუჭირა

საქართველოს პარლამენტის დარგობრივი ეკონომიკისა და ეკონომიკური პოლიტიკის კომიტეტმა სემეკ-ის თავმჯდომარის პოსტზე დავით ნარმანიას კანდიდატურას მხარი დაუჭირა (10 არცერთის წინააღმდეგ). სემეკ-ის თავმჯდომარის არჩევას 76 დეპუტატის მხარდაჭერა დასჭირდება.

მარწყვი

23 სექტემბერი 2019, 13:32

მსოფლიო

ავსტრალიაში მარწყვში ნემსები ისევ აღმოაჩინეს

„მარწყვების საქმიდან“ ერთი წლის შემდეგ ავსტრალიელებმა კენკრაში ნემსები კვლავ აღმოაჩინეს. ამის შესახებ ადგილობრივი The Age-ი წერს. გამოცემის ინფორმაციით, შემთხვევა შტატ ვიქტორიაში მოხდა. დაზარალებულმა ქალმა ნემსი ტორტის მოსამზადებლად ნაყიდ მარწყვში იპოვა.

ვოლოდიმირ ზელენსკი

23 სექტემბერი 2019, 13:14

მსოფლიო

ზელენსკიმ პრეზიდენტის იმპიჩმენტის შესახებ კანონს მოაწერა ხელი

უკრაინის პრეზიდენტმა ვოლოდიმირ ზელენსკიმ პრეზიდენტის იმპიჩმენტის შესახებ კანონს მოაწერა ხელი. ინფორმაციას ამის შესახებ უკრაინული მედია ავრცელებს. მანამდე 10 სექტემბერს უკრაინის რადამ ზელენსკის მიერ მომზადებულ კანონპროექტს იმპიჩმენტის შესახებ მხარი დაუჭირა და ის დასამტკიცებლად პრეზიდენტს გადაუგზავნა.

 ცურვის ფესტივალი

23 სექტემბერი 2019, 13:11

სპორტი

საქართველოში პირველად ცურვის საერთაშორისო ფესტივალი ჩატარდა

თბილისის ზღვაზე, ისტორიაში პირველად „ცურვის საერთაშორისო ფესტივალი“ ჩატარდა. ოფიციალური გახსნის ცერემონიალის შემდეგ შეჯიბრებაში სხვადასხვა ქვეყნის 100-მდე სპორტსმენი მონაწილეობდა. პროფესიონალ, თუ მოყვარულ მოცურავეებს წარმატებული ასპარეზობისთვის 1850 მეტრიანი, 3 და 7 კმ-იანი დისტანციის გავლა მოუწიათ.

შეწყალება

23 სექტემბერი 2019, 13:04

საქართველო

დიმიტრი გაბუნია: ჩემი ინფორმაციით, შესაწყალებელთა სია ადმინისტრაციის უფროსის მოადგილემ შეადგინა

პრეზიდენტის საპარლამენტო მდივანი ვარ და მაღალი ინტერესებიდან გამომდინარე პარლამენტში მოვედი, რომ საზოგადოებას განმარტებები მივაწოდო, - ამის შესახებ პრეზიდენტის საპარლამენტო მდივანმა დიმიტრი გაბუნიამ პარლამენტში მისვლისას ჟურნალისტებთან განაცხადა. მისი თქმით, დასამალი არაფერი აქვს.

საქართველოს ფოსტა

23 სექტემბერი 2019, 13:03

საქართველო

„საქართველოს ფოსტის“ სახელით ინტერნეტში ყალბი გათამაშების შესახებ ცნობა გავრცელდა

„საქართველოს ფოსტის“ განცხადებით, ინტერნეტსივრცეში მათი სახელით სხვადასხვა გათამაშების შესახებ ცრუ ინფორმაცია ვრცელდება, რომლის მიზანიც თაღლითური გზით თანხის გამოძალვა და მოქალაქეთა შეცდომაში შეყვანაა. ისინი მოუწოდებენ საზოგადოეაბს არ გადავიდნენ უცხო პირების ბმულებზე.

მანჩესტერი აროპორტი

23 სექტემბერი 2019, 12:58

მსოფლიო

მანჩესტერის აეროპორტში ევაკუაცია გამოცხადდა

დიდ ბრიტანეთში, მანჩესტერის აეროპორტში საეჭვო ნივთის გამო ევაკუაცია განხორციელდა. ამის შესახებ The Sun-ი წერს. გამოცემის ინფორმაციით, საეჭვო ნივთი აეროპორტის რკინიგზის სადგურზე აღმოაჩინეს. ადგილზე გამნაღმველები მუშაობდნენ. მომხდართან დაკავშირებით ერთი ადამიანი დააკავეს.

ირმა ნადირაშვილი

23 სექტემბერი 2019, 12:55

საქართველო

ნადირაშვილი: პროკურატურაში წყაროთი უფრო დაინტერესდნენ, ვიდრე გაბუნიათი და პრეზიდენტით

ირმა ნადირაშვილის თქმით, ის წყაროს გამხელას არ აპირებს, თუმცა ამბობს, რომ პირი რომელიც მას დაუკავშირდა, თავად იყო დაინტერესებული რომ პრეზიდენტს შეეწყალებინა მისი ახლობელი. ნადირაშვილის თქმით წყარო მას შემდეგ დაუკავშირდა, რაც სკანდალური შეწყალებების საქმეებთან დაკავშირებით ინფორმაცია მედიაში გავრცელდა.

ბორის ჯონსონი

23 სექტემბერი 2019, 12:45

მსოფლიო

საუდის არაბეთზე თავდასხმაში ირანს ბორის ჯონსონიც ადანაშაულებს

საუდის არაბეთის ნავთობტერმინალებზე თავდასხმაში ირანს აშშ-ის შემდეგ დიდი ბრიტანეთის პრემიერმინისტრიც ადანაშაულებს. BBC-ის ინფორმაციით, ამის შესახებ ჯონსონმა ირანის პრეზიდენტ ჰასან როუჰანისთან შეხვედრის წინ განაცხადა.

ინდოეთი

23 სექტემბერი 2019, 12:43

მსოფლიო

ინდოეთის პრემიერს აშშ-ში ტრამპმა გულთბილი დახვედრა მოუწყო

ღონისძიება "მოდი გამარჯობა!" ერთ-ერთი ყველაზე მასშტაბურია, რაც კი უცხოელი ლიდერის დასახვედრად გაამართლა. სანამ ინდოეთის პრემიერი და აშშ-ის პრეზიდენტი სცენაზე სიტყვით გამოვიდოდნენ, მანამდე 90-წუთიანი შოუ გაიმართა, რომელშიც 400-მდე შემსრულებელი მონაწილეობდა.

ტუტანჰამონის სარკოფაგი

23 სექტემბერი 2019, 12:37

კულტურა

ტუტანჰამონის სარკოფაგს აღმოჩენის შემდეგ პირველი რესტავრაცია ჩაუტარდება

ეგვიპტის მეფის-ტუტანჰამონის სარკოფაგს აღმოჩენის შემდეგ პირველი რესტავრაცია ჩაუტარდება. ამის ამსახველი ვიდეო Blomberg-ის Twitter-ის გვერდზე გავრცელდა. მისი გარე ოქროს ფასადის აღდგენა სრულად მოხდება. სარკოფაგი ეგვიპტის მუზეუმში 6 კვირის წინ გადაიტანეს.

დონალდ ტრამპი

23 სექტემბერი 2019, 12:18

მსოფლიო

ტრამპმა ზელენსკისთან ბაიდენის შესახებ საუბრის ფაქტი დადასტურა

ტრამპმა კვირას ჟურნალისტებს განუცხადა, რომ 25 ივლისს ზელენსკისთან შემდგარი სატელეფონო ზარის მიზანი მისთვის გაპრეზიდენტების მილოცვა იყო, თუმცა კორუფციის საკითხსაც შეეხო და თქვა, რომ "არ გვსურს ჩვენმა ხალხმა, როგორებიც არიან ვიცეპრეზიდენტი ბაიდენი და მისი ვაჟი, კორუფციით უკრაინაშიც დაკავდნენ".

კენია სკოლა

23 სექტემბერი 2019, 12:16

მსოფლიო

კენიაში სკოლის ჩამონგრევას მსხვერპლი მოჰყვა

სულ მცირე 7 ბავშვი დაიღუპა კენიის დედაქალაქ ნაირობიში სკოლის ჩამონგრევის შედეგად. ამის შესახებ BBC წერს. გამოცემის ინფორმაციით, შემთხვევა გაკვეთილების დაწყებიდან რამდენიმე წუთში მოხდა. ათობით მოსწავლე ნანგრევებში მოყვა. მათ გადასარჩენად ადგილზე სამაშველო სამსახური მუშაობს.

მძევლად აყვანა

23 სექტემბერი 2019, 12:07

ძალოვნები

სასამართლომ არასრულწლოვნის მძევლად აყვანის დაგეგმვისთვის ბრალდებული დამნაშავედ ცნო

თბილისის საქალაქო სასამართლომ არასრულწლოვნის მძევლად ხელში ჩაგდების მომზადების ფაქტზე ბრალდებული 4 პირი დამნაშავედ ცნო, კიდევ ერთი პირი კი დამნაშავედ ცნო დანაშაულის შეუტყობინებლობის ფაქტზე. ინფორმაციას საქართველოს გენერალური პროკურატურა ავრცელებს.

დავით გარეჯი

23 სექტემბერი 2019, 12:01

საქართველო

საქართველო-აზერბაიჯანის ორმხრივმა კომისიამ შეხვედრის მეორე ეტაპი დაიწყო

სპეციალისტები სახელმწიფო საზღვრის ხაზის დარჩენილ მონაკვეთებს დაათვალიერებენ და გეოდეზიურ აზომვით სამუშაოებს ჩაატარებენ. სამუშაოების ჩატარება 27 სექტემბრისთვის არის დაგეგმილი. ქსპერტთა მუშაობის შედეგებს კომისიების მომდევნო სხდომაზე განიხილავენ, რომელიც თბილისში გაიმართება.

ამინდი

23 სექტემბერი 2019, 11:49

საქართველო

როგორი ამინდია მოსალოდნელი საქართველოში

გარემოს ეროვნული სააგენტოს ცნობით, 23-25 სექტემბერს საქართველოში უმეტესად უნალექო ამინდი იქნება. კერძოდ, 26-27 სექტემბერს ცალკეულ რაიონებში მოსალოდნელია ხანმოკლე წვიმა და ელჭექი, ხოლო ჰაერის ტემპერატურა დაბლობსა და ბარში +24, +29 გრადუსის ფარგლებში დაფიქსირდება.

breaking bad

23 სექტემბერი 2019, 11:44

კულტურა

ფილმ Breaking Bad-ის ახალი თიზერი Emmy-ის დაჯილდოებაზე აჩვენეს

Netflix-მა ფილმ El Camino: A Breaking Bad Movie-ის მორიგი თიზერი გამოაქვეყნა. ფილმი სერიალ Breaking Bad-ის მოტივების მიხედვით არის გადაღებული. ახალი თიზერის ვიდეო "ემის" ჯადილდოების ცერემონიაზე აჩვენეს. მისი პრემიერა 2019 წლის 11 ოქტომბერს გაიმართება.

თათია ახალაია და მატილდა გვარლიანი

23 სექტემბერი 2019, 11:37

კულტურა

Dolce & Gabbana-ს ჩვენებაზე ორი ქართველი მოდელი გამოვიდა

მილანის მოდის კვირეულზე Dolce & Gabbana-ს ჩვენება გაიმართა, სადაც ორმა ქართველმა მოდელმა გაიარა. თათია ახალაიამ და მატილდა გვარლიანმა კვირეულზე, ბრენდის 2020 წლის გაზაფხული/ზაფხულის შოუ კოლექცია წარადგინეს. მოდური გამოცემა Vogue-ის სტატიაში მოდელები სრულად არის განხილული.