imedi /  27 ნოემბერი 2019, 14:38 / სანდო წყარო

ამერიკულმა კომპანიამ „მანჩესტერ სიტის“ წილი 500 მილიონ დოლარად იყიდა

მანჩესტერ სიტი

ამერიკულმა კომპანიამ Silver Lake საფეხბურთო კლუბ "მანჩესტერ სიტის" 10%-იანი წილი 500 მილიონ დოლარად იყიდა. ამის შესახებ ინფორმაციას Reuters-ი ავრცელებს.

გარიგების ღირებულებიდან გამომდინარე, საფეხბურთო კლუბის ჯამური ღირებულება 4,8 მილიარდი დოლარია. Manchester Evening News-ი წერს, რომ "მანჩესტერ სიტიმ," "მანჩესტერ იუნაიტედს", რომელიც მუდმივად ხვდება მსოფლიოს ყველაზე ძვირიანი კლუბების რეიტინგში, ღირებულებით გაუსწრო.

Silver Lake-ისთვის ეს სპორტულ კლუბებში განხორციელებული პირველი მსხვილი ინვესტიციაა. მანამდე კომპანია ინვესტიციებს ძირითადად ტექნოლოგიურ კომპანიებში დებდა, მაგალითად Alibaba და Skype-ი.

BBC News-თანქსპერტები ვარაუდობენ, რომ Silver Lake-ს უპირველეს ყოვლისა ინგლისის პრემიერ ლიგის მატჩების ტრანსლირების უფლებები იზიდავს, რომელიც "მანჩესტერ სიტის" ეკუთვნის. 

Forbes-ის ივლისის რეიტინგში, მსოფლიოს ყველაზე ძვირადღირებულ საფეხბურთო კლუბებს შორის "მანჩესტერ სიტი" მეხუთე ადგილზეა. რეიტინგის ავტორებმა მაშინ კლუბის ღირებულება 2,69 მილიარდ დოლარად შეაფასეს.

"მანჩესტერ სიტი" ინგლისის მოქმედი ჩემპიონია, ნოემბრის მონაცემებით, პრემიერ ლიგაში კლუბი მესამე ადგილს იკავებს. 

"მანჩესტერ სიტის" მფლობელი City Football Group-ია, რომლის თითქმის 80%-იანი წილიც Abu Dhabi United Group-ს ეკუთვნის. თავის მხრივ კი Abu Dhabi United Group-ი არაბთა გაერთიანებული საამიროების სამეფო ოჯახის წევრის, შეიხ მანსურ ბინ ზაიდ ალ ნაჰაიანის საკუთრებაა. 

ყველა სიახლე

ციხელაშვილი

12 დეკემბერი 2019, 15:55

საქართველო

ქეთევან ციხელაშვილმა არასამთავრობო ორგანიზაციებს სამინისტროს ანგარიში გააცნო

ქეთევან ციხელაშვილმა ანგარიშის ფარგლებში, ოკუპირებულ ტერიტორიებზე არსებულ სიტუაციასა და ამ რეგიონებში ჰუმანიტარული მდგომარეობაზე გაამახვილა ყურადღება. განიხილეს ასევე ეთნიკური დისკრიმინაციის ფაქტებიც და მხარეებმა სამინისტროს სამოქალაქო საზოგადოების წარმომადგენლებთან თანამშრომლობის აუცილებლობაზეც ისაუბრეს.

ზაზა ურუშაძე

12 დეკემბერი 2019, 15:50

კულტურა

ზაზა ურუშაძე საბურთალოს სასაფლაოზე დაკრძალეს

რეჟისორი ზაზა ურუშაძე საბურთალოს სასაფლაოზე დაკრძალეს. ფილმ „მანდარინების“ რეჟისორი 7 დეკემბერს, 53 წლისა გარდაიცვალა. მისი გარდაცვალების სავარაუდო მიზეზად გულის შეტევა სახელდება. ზაზა ურუშაძემ, რომელიც ეროვნული კინოაკადემიის პრეზიდენტი იყო, თანამდებობა სექტემბერში დატოვა.

ვულკანი

12 დეკემბერი 2019, 15:48

მსოფლიო

ახალ ზელანდიაში ვულკანის ამოფრქვევისას დაღუპულთა რაოდენობა გაიზარდა

სპეციალისტები ვარაუდობენ, რომ დაღუპულთა რაოდენობა კიდევ გაიზრდება. 20-ზე მეტი ადამიანი, რომელმაც სხვადასხვა სახის დამწვრობა მიიღო, საავადმყოფოში გადაიყვანეს. ხელისუფლება კუნძულზე კიდევ ერთი სამაშველო ჯგუფის გაგზავნისგან თავს იკავებს, რადგან ვულკანის ამოფრქვევის საფრთხე არსებობს.

ბორის ჯონსონი

12 დეკემბერი 2019, 15:37

ტაბლოიდი

ბორის ჯონსონი საარჩევნო უბანზე ძაღლთან ერთად მივიდა

ქვეყნის პრემიერმინისტრი ბორის ჯონსონი საარჩევნო უბანზე ხმის მისაცემად თავის ძაღლათან ერთად მივიდა. ვიდეოს Telegraph-ი ავრცელებს. საარჩევნო უბანი, სადაც ჯონსონმა ხმა მისცა, ლონდონის მთავარ მეთოდისტურ ეკლესიაშია განთავსებული.

12 დეკემბერი 2019, 15:15

ვიდეო

პარლამენტში რამდენიმე ადამიანი შეუძლოდ გახდა

12 დეკემბერი 2019, 15:10

ვიდეო

სპეციფიკური სუნი პარლამენტის სხდომათა დარბაზში

ძიუდო

12 დეკემბერი 2019, 15:09

სპორტი

ვაჟა მარგველაშვილმა ჩინეთის მასტერსზე ბრინჯაოს მედალი მოიპოვა

ჩინეთის მასტერსის პირველ საშეჯიბრო დღეს საქართველოს ნაკრებიდან მსოფლიოს მოქმედმა ჩემპიონმა ლუხუმ ჩხვიმიანმა (60), ასევე ბაგრატ ნინიაშვილმა (66კგ), ვაჟა მარგველაშვილმა (66კგ) და ეთერ ლიპარტელიანმა (57კგ) იასპარეზეს. ოთხი ქართველი სპორტსმენიდან მედლის მოპოვება მხოლოდ ვაჟა მარგველაშვილმა შეძლო.

12 დეკემბერი 2019, 15:04

საქართველო

„სირცხვილიამ“ თქვა რა ნივთიერება დაასხეს პარლამენტში

მოძრაობა "სირცხვილიას" განცხადებით, პარლამენტში დაქცეული ნივთიერება უსაფრთხოა და ადამიანის ჯანმრთელობაზე უარყოფითი გავლენა არ აქვს. მოძრაობა სოციალურ ქსელში ფოტო გაავრცელა, რომელზეც ასახულია ნივთიერების ბოთლი, რომელიც პარლამენტში დაღვარეს.

დაჩი ბერაია

12 დეკემბერი 2019, 15:04

საქართველო

დაჩი ბერაიამ და რომან გოცირიძემ პარლამენტში იჩხუბეს

"ქართული ოცნების" წევრმა, დეპუტატმა დაჩი ბერაიამ და "ნაციონალური მოძრაობის" წევრმა რომან გოცირიძემ პარლამენტში იჩხუბეს. ბერაიას თქმით, რომან გოცირიძემ მას სიტყვიერი შეურაცხყოფა მიაყენა.დეპუტატის თქმით, გოცირიძე უზრდელი და მატყუარაა.

გახარია-ზელენსკი

12 დეკემბერი 2019, 15:03

საქართველო

გიორგი გახარია ვოლოდიმირ ზელენსკის შეხვდა

ხვალ უკრაინაში ოფიციალური ვიზიტის ფარგლებში, პრეზიდენტ ზელენსკისა და პრემიერმინისტრ გახარიას შორის პირისპირ შეხვედრა გაიმართება. საქართველოს მთავრობის მეთაური ასევე შეხვდება უკრაინის პრემიერ-მინისტრ ალექსი გონჩარუკს და უმაღლესი რადას თავმჯდომარე დმიტრო რაზუმკოვს.

12 დეკემბერი 2019, 15:02

ვიდეო

რომან გოცირიძე და დაჩი ბერაია ერთმანეთს ფიზიკურად დაუპირისპირდნენ

12 დეკემბერი 2019, 14:55

ძალოვნები

შსს-მ პარლამენტში მომხდარ ინციდენტზე გამოძიება დაიწყო

პარლამენტში მომხდარ ინციდენტზე გამოძიება სისხლის სამართლის კოდექსის 117-ე მუხლით დაიწყო, რაც ჯანმრთელობის განზრახ მძიმე დაზიანებას გულისხმობს. ამის შესახებ imedinews-ს შინაგან საქმეთა სამინიტროში განუცხადეს.

არჩილ თალაკვაძე

12 დეკემბერი 2019, 14:52

საქართველო

არჩილ თალაკვაძემ პარლამენტში მომხდარ ინციდენტს დეპუტატებზე ქიმიური შეტევა უწოდა

პარლამენტის თავმჯდომარის არჩილ თალაკვაძის განცხადებით, რაც სხდომათა დარბაზში მოხდა, ეს პარლამენტის წევრებზე ქიმიური შეტევა იყო. თალაკვაძის განცხადებით, თუ რა კვალიფიკაცია შეიძლება მიეცეს მომხდარს, ეს შესაბამისი სამსახურების საქმეა და უკვე დაწყებულია მოქმედებები.

რომან გოცირიძე

12 დეკემბერი 2019, 14:38

საქართველო

რომან გოცირიძე: ოპოზიცია როგორ შეიტანდა რამეს, როცა ბოიკოტის რეჟიმშია და დარბაზში არ არის

"ნაციონალური მოძრაობის" წევრის, დეპუტატ რომან გოცირიძის შეფასებით "ეტყობა, ვიღაცას აქვს ზედმეტი სუნამო დასხმული". ასე გამოეხმაურა დეპუტატი პარლამენტში დაყენებულ ცუდ სუნს. რომან გოცირიძის თქმით, ოპოზიცია ბოიკოტის რეჟიმშია და "როგორ შეიტანდა რამეს... შიგნით არ არის".

ჩინ ვუკ ლი

12 დეკემბერი 2019, 14:37

ეკონომიკა

მსოფლიოში კიდევ ერთი მილიარდერი გამოჩნდა

2015 წელს ამერიკულმა კოსმეტიკურმა გიგანტმა Have&Be-ს წილი შეიძინა. 2019 წლის ნოემბერში კი Estee Lauder-მა განაცხადა, რომ კორეული კომპანიის დარჩენილ წილებს 1,1 მილიარდ დოლარად შეიძენს. კომპანია Have&Be 2005 წელს დაარსდა. ის 2 კოსმეტიკურ ბრენდს ფლობს. ესენია: Dr. Jart+ და Do The Right Thing-ი.

ირმა ნადირაშვილი

12 დეკემბერი 2019, 14:31

საქართველო

ირმა ნადირაშვილი: არ ვიღებ პასუხისმგებლობას სუნზე, ბოდიში მომიხადონ

ირმა ნადირაშვილის განცხადებით, ის იყო როგორც იურიდიული კომიტეტის სხდომაზე, ასევე სხდომათა დარბაზში, რადგან "ერთი საკითხის დაზუსტება" უნდოდა, კერძოდ, მონაწილეობდნენ თუ არა დამოუკიდებელი დეპუტატები კენჭისყრაში. ნადირაშვილი ბოდიშის მოხდას ითხოვს.

გიორგი გახარია

12 დეკემბერი 2019, 14:16

საქართველო

გიორგი გახარია ოფიციალური ვიზიტით უკრაინას ეწვია

საქართველოს პრემიერმინისტრ გიორგი გახარიას ორდღიანი ოფიციალური ვიზიტი უკრაინაში დაიწყო. ინფორმაციას მთავრობის ადმინისტრაცია ავრცელებს. კიევის ბორისპოლის საერთაშორისო აეროპორტში დახვედრის ოფიციალური ცერემონია გაიმართა. შესრულდა საქართველოსა და უკრაინის სახელმწიფო ჰიმნები.

პარლამენტი

12 დეკემბერი 2019, 14:11

საქართველო

იმედისა და მაესტროს კადრები, სადაც ოპოზიციონერი დეპუტატების დარბაზში გადაადგილება ჩანს

"იმედმა" და "მაესტრომ" გადაიღეს კადრები, სადაც ჩანს როგორ გადაადგილდებიან პარლამენტის სხდომათა დარბაზში "ევროპული საქართველოს" დეპუტატები ირმა ნადირაშვილი და ლელა ქებურია. როგორც უმრავლესობის წევრები ამბობენ, სხდომათა დარბაზში გაურკვეველი ნივთიერება ამ ოპოზიციონერმა დეპუტატებმა დაასხეს

12 დეკემბერი 2019, 13:56

საქართველო

პარლამენტში რამდენიმე ადამიანი შეუძლოდ გახდა

პარლამენტში გაურკეველი ნივთიერების დასხმის შემდეგ 2 დეპუტატი და აპარტის 1 თანამშრომელი შეუძლოდ გახდნენ, რის გამოც სასწრაფო დახმარება გამოიძახეს. სხდომათა დარბაზში პოლიცია მივიდა. ადგილზე იმყოფებიან აგრეთვე შსს-ს საექსპერტო კრიმინალისტიკური დეპარტამენტის თანამშრომლები.

სუნი პარლამენტში

12 დეკემბერი 2019, 13:54

საქართველო

„სირცხვილია“: პარლამენტში დაყენებულ სუნზე პასუხისმგებლობას ვიღებთ

მოძრაობა "სირცხვილიას" განცხადებით, პარლამენტში დაყენებულ სუნზე პასუხისმგებლობას იღებენ. ამის შესახებ განცხადება მოძრაობამ Facebook-ზე გაავრცელა ჰეშთეგით #სისტემაყარს. ცოტა ხნის წინ პარლამენტის სხდომათა დარბაზში გარკვეული ნივთიერება დაასხეს.