Imedi /  05 დეკემბერი 2019, 23:20 / სანდო წყარო

„ჩელსის“ ფეხბურთელი თავის ყოფილ აგენტს შანტაჟსა და მუქარაში ადანაშაულებს

ნგოლო კანტე

ნგოლო კანტე

ლონდონის „ჩელსის“ ფეხბურთელი ნგოლო კანტე თავის ყოფილ აგენტს შანტაჟსა და მუქარაში ადანაშაულებს. „ეკიპის“ ფრანგმა ჟურნალისტებმა მოიპოვეს აუდიოჩანაწერი, სადაც კარგად ისმის, როგორ ემუქრებოდა რაშიდ საადნა კანტეს.

ჩანაწერის მოხედვით, ყოფილი აგენტი ფეხბურთელისგან ითხოვდა წილს იმ 4.8 მილიონი ევროდან, რომელიც „ჩელსიმ“ „ლესტერიდან“ გამოსყიდვის შემდეგ ფეხბურთელის ამჟამინდელ აგენტს, აბდელქარიმ დუიას გადაუხადა.

კანტესთან შესახვედრად მაშინ საადნა თავის ძმასთან ერთად მივიდა, რომელსაც თან ცეცხლსასროლი იარაღიც ჰქონდა. თავად საადნა ჯერჯერობით ყველაფერს უარყოფს, თუმცა დაკითხვაზე უკვე დაბარებულია პარიზის პროკურატურაში და სავარაუდოდ მის წინააღმდეგ საქმეც აღიძვრება.

ყველა სიახლე

არჩილ თალაკვაძე

27 იანვარი 2021, 14:49

COVID19

არჩილ თალაკვაძე: სრულ საკანონმდებლო მხარდაჭერას უზრუნველვყოფთ, რათა საქართველომ ჯანმოს დადგენილი კალენდრით დაიწყოს ვაქცინაციის პროცესი

სრულ საკანონმდებლო მხარდაჭერას უზრუნველვყოფთ, რათა საქართველომ ჯანმოს, ევროკავშირისა და COVAX-პლატფორმის დადგენილი კალენდრით დაიწყოს ვაქცინაციის პროცესი, - ამის შესახებ პარლამენტში გამართულ ბრიფინგზე საკანონმდებლო ორგანოს თავმჯდომარემ, არჩილ თალაკვაძემ განაცხადა.

არჩილ თალაკვაძე

27 იანვარი 2021, 14:46

პოლიტიკა

არჩილ თალაკვაძემ ირაკლი კობახიძეს PACE-ს ვიცე-პრეზიდენტად არჩევა მიულოცა

„ახლა, როდესაც აქ ვსაუბრობთ, ბატონი ირაკლი კობახიძე ხელმძღვანელობს საპარლამენტო ასამბლეის სესიას ვიცე-პრეზიდენტის რანგში, ამ მომენტში, სტრასბურგში. მე მინდა მას კიდევ ერთხელ მივულოცო ეს მნიშვნელოვანი ნდობა და პასუხისმგებლობა ევროპის საბჭოს საპარლამენტო ასამბლეაში და წარმატებები ვუსურვო ჩვენს ქვეყანას და ჩვენს დელეგაციას“, - განაცხადა თალაკვაძემ.

იაგო ხვიჩია

27 იანვარი 2021, 14:45

პოლიტიკა

იაგო ხვიჩია: „ნაცმოძრაობის“ ერთადერთი იმედია, რომ მშიერი ხალხი გამოვარდება ქუჩაში და „ქართულ ოცნებას“ დაამხობს

პარლამენტარიზმის დანგრევაა ის, როცა ქვეყანაში პარლამენტი არ არსებობს და რაღაცა სხვა შენობას და იქ თავმოყრილ ხალხს უწოდებ პარლამენტს, - ამის შესახებ „გირჩის“ ერთ-ერთმა ლიდერმა იაგო ხვიჩიამ „ქრონიკასთან“ განაცხადა.

27 იანვარი 2021, 14:43

პოლიტიკა

აგრარულ საკითხთა კომიტეტმა სახელმწიფო რწმუნებულებთან სამუშაო შეხვედრა გამართა

აგრარულ საკითხთა კომიტეტის თავმჯდომარემ ნინო წილოსანმა, კომიტეტის წევრებთან ერთად, სახელმწიფო რწმუნებულებთან ონლაინ-ფორმატში სამუშაო შეხვედრა გამართა. ამის შესახებ ინფორმაციას საქართველოს პარლამენტი ავრცელებს. ნინო წილოსანის განცხადებით, პანდემიიდან გამომდინარე, ვინაიდან კომიტეტი მოკლებულია იმ შესაძლებლობას, რომ გავიდეს გასვლით შეხვედრებზე და საჯარო შეხვედრები ადგილებზე გამართოს, გადაწყდა, რომ რადგანაც სახელმწიფო რწმუნებულები სწორედ ის საკვანძო პირები არიან, ვისგანაც შეიძლება სასოფლო-სამეურნეო კუთხით რეგიონების გამოწვევებთან დაკავშირებით დეტალური ინფორმაციის მიღება, გამართულიყო მათთან ონლაინ-შეხვედრები.

27 იანვარი 2021, 14:40

სამართალი

ბორჯომის საქალაქო სამსახურის ყოფილი უფროსი და ერთი მოქალაქე ქრთამის მიცემის ფაქტზე დააკავეს

სამსახურის განცხადებით, ანტიკორუფციული სააგენტოს თანამშრომლებმა, გატარებული ოპერატიულ-სამძებრო და საგამოძიებო მოქმედებების შედეგად, დიდი ოდენობით ქრთამის აღებისა და უკანონო ქმედების ჩასადენად ქრთამის მიცემის ფაქტზე, ბორჯომის მუნიციპალიტეტის მერიის ინფრასტრუქტურის, არქიტექტურისა და ზედამხედველობის სამსახურის ყოფილი უფროსი და ერთი პირი დააკავეს.

ლევან ბეჟაშვილი

27 იანვარი 2021, 14:35

პოლიტიკა

ლევან ბეჟაშვილი: შეგუებული ვართ, რომ პოლიტიკური პროცესების წარმართვა ხალხთან ერთად ქუჩაში მოგვიწევს

„ერთადერთი, რამაც შეიძლება შეცვალოს ოპოზიციონერი დეპუტატების გადაწყვეტილება პარლამენტში არშესვლასთან დაკავშირებით, არის ისევ და ისევ მთავარი მოთხოვნა, რომელიც საზოგადოებასთან ერთად გვაქვს - ვადამდელი საპარლამენტო არჩევნების თარიღთან და ფორმასთან დაკავშირებით. ჩვენ „ქართულ ოცნებას“ შევთავაზეთ გამოსავალი ერთგვარი პლებისციტის სახით და ჯერჯერობით მათგან პასუხი არ მიგვიღია“, - განაცხადა ლევან ბეჟაშვილმა.

შალვა ნათელაშვილი

27 იანვარი 2021, 14:30

პოლიტიკა

შალვა ნათელაშვილი: განცხადება დაწერილია, სია ჩახსნილია - პარლამენტში შესვლა უპასუხისმგებლობა იქნება

„ლეიბორისტული პარტიის“ ლიდერის, შალვა ნათელაშვილის განცხადებით, „ქართულმა ოცნებამ“ 2021 წელს ხელახალი არჩევნებიც რომ დანიშნოს, ოპოზიციის მხრიდან ახლა პარლამენტში შესვლა უპასუხისმგებლობა იქნებოდა.

დიმიტრი ხუნდაძე

27 იანვარი 2021, 14:23

COVID19

პარლამენტმა „ჯანდაცვის შესახებ“ კანონში ცვლილებები პირველი მოსმენით მიიღო

„გეგმის მიხედვით, თვის ბოლოს სავარაუდოდ იქნება გადაწყვეტილება და ქვეყნებისთვის ცნობილი გახდება, თუ რომელ ვაქცინას, რა რაოდენობას და რა თანმიმდევრობით მიიღებს და შემდეგ, ვაქცინაციის გეგმის მიხედვით, დაიწყება ვაქცინაციის პროცესი“, - განცხადა ჯანდაცვის კომიტეტის თავმჯდომარემ, დიმიტრი ხუნდაძემ.

კახა კალაძე

27 იანვარი 2021, 14:07

საზოგადოება

კახა კალაძემ ისნის რაიონში მცხოვრებ 66 ოჯახს საკუთრების დამადასტურებელი დოკუმენტი გადასცა

მათ წლების განმავლობაში დაუკანონებელი საცხოვრებელი ფართები დაუკანონდათ. საკუთრების დამადასტურებელი მოწმობები მათ დედაქალაქის მერმა გადასცა. კახა კალაძის გადაწყვეტილებით, მათ ბინები სიმბოლურ ფასად, ერთ ლარად გადაეცათ. 2018 წლიდან დღემდე, საცხოვრებელი ფართები უკვე 1 400-ზე მეტ ოჯახს დაუკანონდა.

მამუკა მდინარაძე

27 იანვარი 2021, 14:02

პოლიტიკა

მამუკა მდინარაძე: იაგო ხვიჩიამ წარმოადგინოს არგუმენტი, როგორ ანგრევს „ქართული ოცნება” პარლამენტარიზმს

ფრაქცია „ქართული ოცნების“ თავმჯდომარე მამუკა მდინარაძე „გირჩის“ ლიდერ იაგო ხვიჩიას განცხადებას გამოეხმაურა, რომელმაც „ქართული ოცნება“ და „ნაციონალური მოძრაობა“ ქართული პარლამენტარიზმის დანგრევაში დაადანაშაულა.

27 იანვარი 2021, 13:58

COVID19

პოლონეთში COVID-19-ის ვაქცინის ქურდობის პირველი ფაქტი დაფიქსირდა

​​​​​​​​პოლონეთში COVID-19-ის ვაქცინის ქურდობის პირველი ფაქტი გამოვლინდა. ინფორმაციას ადგილობრივი მედია ავრცელებს. მძარცველებმა COVID-19-ის ვაქცინის 15 დოზა წაიღეს. საგულისხმოა, რომ სამკურნალო დაწესებულებიდან სხვა არაფერი დაკარგულა.

მამუკა მდინარაძე

27 იანვარი 2021, 13:54

პოლიტიკა

მამუკა მდინარაძე: გუნდის გადაწყვეტილება უკვე გავახმოვანეთ და ვთქვით, რომ ოპოზიციას უფლებამოსილება მათივე განცხადებების საფუძველზე შეუწყდება

პარლამენტის მიერ ოპოზიციონერი დეპუტატებისთვის უფლებამოსილების შეწყვეტის საკითხზე საუბრისას, მამუკა მდინარაძემ აღნიშნა, რომ როგორც ჩანს, ოპოზიციურ პარტიებს და მათ მედიასაშუალებებს რეალურად აწუხებთ უფლებამოსილების შეწყვეტის ბედი.

27 იანვარი 2021, 13:49

რეგიონი

ვადამდელი არჩევნების მოთხოვნით ქუთაისში კარავი გაშალეს

ვადამდელი არჩევნების მოთხოვნით ქუთაისში კარავი გაშალეს. აქტივისტები ხელისუფლებას გაყალბებულ არჩევნებს ახსენებენ და რიგგარეშე არჩევნების დანიშვნას მოითხოვენ. აქციის მონაწილეების თქმით, მათი პროტესტი გრძელვადიანია და არ დასრულდება, ვიდრე მათი მოთხოვნა არ დაკმაყოფილდება.

მაკა ბოჭორიშვილი

27 იანვარი 2021, 13:46

პოლიტიკა

მაკა ბოჭორიშვილი: ევროკავშირში წევრობის განაცხადის გაკეთება არის კონკრეტული ნაბიჯი, რამაც ხელი უნდა შეუწყოს საქართველოს საბოლოო მიზნის მიღწევაში

ევროპასთან ინტეგრაციის კომიტეტის თავმჯდომარემ, მაკა ბოჭორიშვილმა, პარლამენტის რიგგარეშე სესიის პლენარულ სხდომაზე საქართველო-ევროკავშირის ასოცირების კომიტეტის თანათავმჯდომარისა და ევრონესტში საქართველოს დელეგაციის ხელმძღვანელის რანგში, ბრიუსელში პირველი ვიზიტი შეაჯამა.

ნიკოლოზ სამხარაძე

27 იანვარი 2021, 13:46

პოლიტიკა

ნიკოლოზ სამხარაძე: PACE-მ საბოლოო ანგარიშში კიდევ ერთხელ ხაზგასმით თქვა, რომ საქართველოში ჩატარებული არჩევნები იყო თავისუფალი, კონკურენტული და შედეგები ხალხის ნებას ასახავდა

„ასევე მნიშვნელოვანია, რომ ევროპის საბჭოს საპარლამენტო ასამბლეამ არჩევნების შესახებ ანგარიში წარმოადგინა, ეს არის საბოლოო ანგარიში 2020 წლის არჩევნებზე, სადაც კიდევ ერთხელ ხაზგასმით ითქვა, რომ საქართველოში ჩატარებული არჩევნები იყო თავისუფალი, ის ჩატარდა კონკურენტულ გარემოში და არჩევნების შედეგები ასახავდა ხალხის ნებას“, - განაცხადა ნიკოლოზ სამხარაძემ.

მიხეილ სარჯველაძე

27 იანვარი 2021, 13:44

პოლიტიკა

მიხეილ სარჯველაძე: მნიშვნელოვანია, რომ ადეკვატური იყოს მიდგომა უშუალოდ ნარკომომხმარებლების მკურნალობისა და სოციალური სერვისების შეთავაზების მიმართულებით

მისი თქმით, კანონპროექტი თავისი არსით არის რამდენიმე ნარკოტიკულ საშუალებასთან მიმართებაში ახალი რეგულაციების დამდგენი, რომლის თანახმადაც, დოზების მიხედვით იქნება განსხვავებული მიდგომები დაწესებული გარკვეულ სამართალდარღვევასთან მიმართებაში.

ირაკლი ზარქუა

27 იანვარი 2021, 13:35

პოლიტიკა

ირაკლი ზარქუა ოპოზიციაზე: თუ მუშაობა უნდათ, პარლამენტში შემოვიდნენ, თუ არადა ქუჩა-ქუჩა ირბინონ და იარაღის ტარების უფლება გვთხოვონ

ხომ მიხვდნენ, რომ საუბარი არ შეიძლება მარგინალურ ოპოზიციასთან, „ნაციონალურ მოძრაობასთან" და ბოკერიას ანასხლეტთან?!, - ამის შესახებ საპარლამენტო უმრავლესობის წევრმა ირაკლი ზარქუამ ჟურნალისტებს „გირჩის“ წარმომადგენლის, იაგო ხვიჩიას განცხადებების კომენტირებისას განუცხადა.

ლევან ყარალაშვილი

27 იანვარი 2021, 13:29

ეკონომიკა

მთავრობის ეკონომიკური გუნდი სავაჭრო ცენტრებისა და მაღაზიების წარმომადგენლებს ხვდება

მთავრობის ადმინისტრაციაში ეკონომიკური გუნდი საცალო ვაჭრობის, კერძოდ, სავაჭრო ცენტრებისა და მაღაზიების წარმომადგენლებს ხვდება. მოლაპარაკებებს ესწრებიან ეპიდემიოლოგებიც. როგორც შეხვედრის დაწყებამდე ჟურნალისტებს ბიზნესის წარმომადგენლებმა განუცხადეს, ერთ-ერთი მთავარი მოთხოვნა შაბათ-კვირის შეზღუდვის მოხსნას უკავშირდება.

27 იანვარი 2021, 13:29

სამართალი

კახეთის სამხარეო პოლიციაში საკადრო ცვლილებებია

კახეთის სამხარეო პოლიციაში განხორციელებული საკადრო ცვლილებების შედეგად, ზურაბ ბერიკაშვილი ცენტრალური კრიმინალური პოლიციის დეპარტამენტში, ნარკოლოგიური სამმართველოს უფროსის თანამდებობას დაიკავებს. მან კახეთის სამხარეო პოლიციის დეპარტამენტის ხელმძღვანელის თანამდებობა საკუთარი განცხადების საფუძველზე დატოვა. ინფორმაციას ადასტურებენ შინაგან საქმეთა სამინისტროში.

მთავარეპისკოპოსი იაკობი

27 იანვარი 2021, 13:25

საზოგადოება

მთავარეპისკოპოსი იაკობი: მესამე ძალა გარედანაც შეიქმნება, ქვეყანას არავის​ დავაშლევინებთ, არ მივცემთ მაგის უფლებას

მესამე ძალა გარედანაც შეიქმნება, ვისაც უყვარს საქართველო და სკამებეზე არ უნდა იფიქრონ. ქვეყანას არავის დავაშლევინებთ, არ მივცემთ მაგის უფლებას, - ამის შესახებ ბოდბელმა ეპისკოპოსმა, მთავარეპისკოპოსმა იაკობმა ქადაგების დასრულების შემდეგ ჟურნალისტის მიერ დასმულ შეკითხვაზე განაცხადა. ბოდბელი ეპისკოპოსის განცხადებით, თუ საჭირო გახდა მესამე ძალაში იქნებიან როგორც მოქმედი ხელისუფლების, ისე ოპოზიციური პარტიის წარმომადგენლებიც, რომლებსაც უყვართ არა სკამები, არამედ საქართველო.