imedi /  30 იანვარი 2020, 08:30 / სანდო წყარო

ქართველმა კარატისტმა „შავი ქამრის თასზე“ 2 მედალი მოიპოვა

მზეჭაბუკ მახარაძე

იტალიის ქალაქ ბერგამოში, მსოფლიო ერთიანი კარატის ფედერაციის მიერ ორგანიზებულ ჩემპიონატში, ქართველმა სპორტსმენმა მზეჭაბუკ მახარაძემ ორი მედალი მოიპოვა.

„შავი ქამრის თასზე“, რომელშიც საქართველოს შოტოკან კარატე დოს კონფედერაციის გუნდმა მიიღო მონაწილეობა, 20 ქვეყნის 1500 სპორტსმენი გამოდიოდა.

ქართველმა კარატისტმა კი +85 კილოგრამ წონით კატეგორიაში იასპარეზა. მახარაძე ვერცხლის მედალს ინდივიდუალურ კატაში დაეუფლა, ხოლო ინდივიდუალურ კუმიტეში ბრინჯაოს მედალს დასჯერდა.

ყველა სიახლე

05 მარტი 2021, 21:18

COVID19

იტალიაში კორონავირუსის შემთხვევების რიცხვმა 3 მილიონს გადააჭარბა

იტალიის ჯანდაცვის სამინისტროს მონაცემებით, ქვეყანაში გასული დღე-ღამის განმავლობაში კორონავირუსის 24 036 ახალი შემთხვევა დადასტურდა, ხოლო 297 ადამიანი გარდაიცვალა.

სვეტლანა ტიხანოვსკაია

05 მარტი 2021, 21:02

მსოფლიო

ლიეტუვა ბელარუსს სვეტლანა ტიხანოვსკაიას არ გადასცემს

ლიეტუვა ბელარუსს ოპოზიციის ლიდერს, სვეტლანა ტიხანოვსკაიას არ გადასცემს. ამის შესახებ ლიეტუვის საგარეო საქმეთა მინისტრმა, გაბრიელიუს ლანდსბერგისმა განაცხადა.

ნიკოლოზ სამხარაძე

05 მარტი 2021, 20:56

პოლიტიკა

ნიკოლოზ სამხარაძემ ჩეხ, ლატვიელ, პოლონელ და ესტონელ კოლეგებთან ონლაინ შეხვედრები გამართა

საგარეო ურთიერთობათა კომიტეტის თავმჯდომარემ, ნიკოლოზ სამხარაძემ ონლაინ შეხვედრები გამართა ჩეხ, ლატვიელ, პოლონელ და ესტონელ კოლეგებთან. ნიკოლოზ სამხარაძემ კოლეგებს პარლამენტის მიერ მიღებულ „საგარეო პოლიტიკის შესახებ“ რეზოლუციაზე ესაუბრა, რომელიც საქართველოს მომდევნო ოთხი წლის განმავლობაში საგარეო პოლიტიკის პრიორიტეტებს ეხება.

თენგიზ ცერცვაძე

05 მარტი 2021, 20:47

COVID19

თენგიზ ცერცვაძე: საქართველოში კორონავირუსის გავრცელების მესამე ტალღის აცილება შესაძლებელია

საქართველოში კორონავირუსის გავრცელების მესამე ტალღა მოსალოდნელია, თუმცა ამის აცილება შესაძლებელია, - ამის შესახებ ინფექციური საავადმყოფოს ხელმძღვანელმა თენგიზ ცერცვაძემ ჟურნალისტებს განუცხადა.

ზვიად ზვიადაძე

05 მარტი 2021, 20:36

რეგიონი

ზვიად ზვიადაძე: შეიძლება ახალგორის მაცხოვრებლებს ბევრად უფრო გამარტივებულად მიეცეთ კონტროლირებად ტერიტორიაზე გადმოსვლის საშუალება

ჩვენ ვისაუბრეთ თავისუფალი გადაადგილების შესახებ, ასევე იმ პრობლემებზე, რაც სამედიცინო კუთხით იქ ადგილზე მოსახლეობას აქვს შექმნილი. მათგან პასუხად მივიღეთ ის, რომ დაახლოებით ერთი თვის წინ, ე.წ.-მა უშიშროების საბჭომ მიიღო გადაწყვეტილება, რომ გადმოსვლის პროცედურები ვითომ შეამსუბუქეს, როცა ცხინვალის ნაცვლად ახალგორში მიიღებდნენ გადაწყვეტილებას ამ ადამიანების გადმოტარების შესახებ. თუმცა, ჯერჯერობით პრაქტიკაში ჩვენ ამას ვერ ვხედავთ და ამ ადამიანებს ისევ ის პრობლემები აქვთ, რაც აქამდე ჰქონდათ, - ამის შესახებ ერგნეთში, ინციდენტების პრევენვიისა და მათზე რეაგირების მექანიზმის ფარგლებში გამართული 98-ე შეხვედრის შემდეგ, შერიგებისა და სამოქალაქო თანასწორობის საკითხებში სახელმწიფო მინისტრის აპარატის წარმომადგენელმა, ზვიად ზვიადაძემ განაცხადა.

თენგიზ ცერცვაძე

05 მარტი 2021, 20:35

COVID19

თენგიზ ცერცვაძემ განმარტა, რა შემთხევაში დამარცხდება COVID19-ის პანდემია

ვაქცინაციით, სოციალური დისტანცირებითა და ანტივირუსული მედიკამენტით წლის ბოლოსთვის პანდემის დამარცხება შესაძლებელი იქნება.- ამის შესახებ თბილისის ინფექციური საავადმყოფოს დირექტორმა თენგიზ ცერცვაძემ ჟურნალისტებს განუცხადა.

05 მარტი 2021, 20:12

COVID19

გერმანიაში კორონავირუსის ახალი შემთხვევების 40% ე.წ. ბრიტანულ შტამზე მოდის

გერმანიაში კორონავირუსის ახალი შემთხვევების 40% ე.წ. ბრიტანულ შტამზე მოდის. ამის შესახებ რობერტ კოხის ინსტიტუტის ხელმძღვანელმა, ლოტარ ვილერმა განაცხადა.

სოზარ სუბარი

05 მარტი 2021, 20:10

პოლიტიკა

სოზარ სუბარი: ოპოზიციაში დაბნეულობაა და ჯერ ვერ გადაუწყვეტიათ, უნდათ თუ არა პლებისციტი

ოპოზიციაში დაბნეულობაა და ჯერ ვერ გადაუწყვეტიათ, უნდათ თუ არა პლებისციტი, - ამის შესახებ პარლამენტის რეგიონული პოლიტიკისა და თვითმმართველობის კომიტეტის თავმჯდომარემ სოზარ სუბარმა „რუსთავი2“-ის ეთერში განაცხადა.

05 მარტი 2021, 19:58

COVID19

ბოლო 24 საათში აშშ-ში კორონავირუსის 65 ათასზე მეტი ახალი შემთხვევა დადასტურდა

ჯონს ჰოპკინსის უნივერსიტეტის მონაცემებით, აშშ-ში გასული დღე-ღამის განმავლობაში კორონავირუსის 65 447 ახალი შემთხვევა დადასტურდა, ხოლო 1 775 ადამიანი ვირუსს ემსხვერპლა.

ერიკ მამერი

05 მარტი 2021, 19:54

COVID19

ევროკომისია ვაქცინის მწარმოებლებს მოუწოდებს, ხელშეკრულებით ნაკისრი ვალდებულებები შეასრულონ

ევროკომისია ვაქცინის მწარმოებლებს მოუწოდებს, ხელშეკრულებით ნაკისრი ვალდებულებები შეასრულონ. ამის შესახებ ევროკომისიის ოფიციალურმა წარმომადგენელმა, ერიკ მამერმა განაცხადა.

კორონავირუსის ვაქცინა

05 მარტი 2021, 19:49

COVID19

თამარ გაბუნია: საქართველო 140 ქვეყნიდან იმ 18 ქვეყანას შორისაა, რომელიც ვაქცინას „ფაიზერისგან“ დაჩქარებული წესით წლის პირველ კვარტალში მიიღებს

საქართველო 140 ქვეყნიდან იმ 18 ქვეყანას შორისაა, რომელიც გამონაკლისის სახით, დაჩქარებული წესით წლის ვაქცინას „ფაიზერისგან“ პირველ კვარტალში მიიღებს, - ამის შესახებ ბრიფინგზე ჯანდაცვის მინისტრი მოადგილემ თამარ გაბუნიამ განაცხადა.მისი თქმით, ვაქცინების მოწოდება 22 მარტის კვირაში მოხდება „ყველა ფორმალობა ამ ეტაპზე დასრულებულია - ვაქცინების მოწოდება 22 მარტის კვირაში მოხდება.“ - ამის შესახებ ოკუპირებული ტერიტორიებიდან დევნილთა, შრომის, ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის მინისტრის მოადგილემ თამარ გაბუნიამ დღეს გამართულ ბრიფინგზე განაცხადა.

გიორგი ვოლსკი

05 მარტი 2021, 19:40

პოლიტიკა

გიორგი ვოლსკი: დავით გარეჯის თემა კიდევ ერთი ინდიკატორი გახდა იმისა, თუ რას წარმოადგენს დღევანდელი სახალხო დამცველი

დავით გარეჯის თემა, რაც ძალიან კარგად იცის სახალხო დამცველმა, თუ როგორ უნდა იყოს წარმოდგენილი, კიდევ ერთი ინდიკატორი გახდა იმისა, თუ რას წარმოადგენს დღევანდელი სახალხო დამცველი და რა პოზიციები აქვს ამ პოლიტიკურ დაპირისპირების ფორმატში, – ამის შესახებ პარლამენტის ვიცე-სპიკერმა, გიორგი ვოლსკიმ განაცხადა. მან დავით გარეჯის საქმეზე სახალხო დამცველის დღევანდელი განცხადებაც შეაფასა. ვიცე-სპიკერმა აღნიშნა, რომ დასკვნა იმის თაობაზე, არის თუ არა ხაზი გავლებული კონკრეტული რუკის შესაბამისად და არის თუ არა დარღვეული კონკრეტული პიროვნებების მიერ ინტერესები ჩვენი ქვეყნისა, ეს სახალხო დამცველის კომპეტენცია არ არის.

მამუკა მდინარაძე

05 მარტი 2021, 19:34

პოლიტიკა

მამუკა მდინარაძე: ახირების გამო რაღაც საკითხები სახელმწიფოს შემთხვევაში კი არა, ორი ადამიანის პირად ურთიერთობაშიც არ წყდება

ახირების გამო რაღაც საკითხები სახელმწიფოს შემთხვევაში კი არა, ორი ადამიანის პირად ურთიერთობაშიც არ წყდება, - ამის შესახებ ჟურანლისტებს საპარლამენტო ფრაქცია „ქართული ოცნების“ თავმჯდომარემ, მამუკა მდინარაძემ ოპოზიციასთან დიალოგზე საუბრისას განუცხადა. მამუკა მდინარაძის თქმით, არასამთავრობო ორგანიზაციების დიალოგისკენ მოწოდება, მათი „ნოუ ჰაუ“არ არის.

კელი დეგნანი

05 მარტი 2021, 19:34

პოლიტიკა

კელი დეგნანი: მხარეებს შორის შეთანხმებას დრო სჭირდება, მაგრამ მჯერა, არსებობს ამისთვის საჭირო პოლიტიკური ნება

საქართველოში ამერიკის შეერთებული შტატების ელჩმა კელი დეგნანმა ქვეყანაში არსებულ პოლიტიკურ კრიზისზე საუბრისას აღნიშნა, რომ ორივე მხარეს აქვს სურვილი, გამოსავალი მოიძებნოს და მოთხოვნებთან დაკავშირებით კეთილსინდისიერი საუბარი გაგრძელდეს.

ნათია თურნავა; ლევან დავითაშვილი

05 მარტი 2021, 19:20

რეგიონი

ნათია თურნავა: „ნამახვანი ჰესის“ პროექტი ჯერ მხოლოდ დაწყებულია და ტოვებს სივრცეს, მისი გაუმჯობესებისთვის გარკვეული მომენტები გავითვალისწინოთ

აქ არიან ადამიანები, რომლებსაც რეალურად ადარდებთ ხეობის ბედი და დავინახეთ, რომ მათი პროტესტი გულწრფელია - აქ ჩვენ არ დაგვხვედრიან პოლიტიკური პარტიები, რომლებიც მოწადინებული არიან, რომ რაღაც შოუ დადგან და ანგაჟირებული განცხადებები გააკეთონ. დარწმუნებული ვართ, რომ რასაც ვთავაზობთ ადგილობრივ მოსახლეობას ამ პროექტის მეშვეობით, მათ შორის ეს ხეობის განვითარებასაც ემსახურება, - ეს განცხადება ნათია თურნავამ ე.წ. „რიონის ხეობის მცველებთან“ შეხვედრის დასრულების შემდეგ გააკეთა, რომლებიც „ნამახვანი ჰესის“ მშენებლობას აპროტესტებენ.

ტედროს ადჰანომ გებრეიესუსი

05 მარტი 2021, 19:17

COVID19

ჯანმოს დირექტორი: როდესაც საქმე ვაქცინებს ეხება, ქვეყნებმა „მე პირველ რიგში“ მიდგომაზე უარი უნდა თქვან

ჯანდაცვის მსოფლიო ორგანიზაციის გენერალურმა დირექტორმა, ტედროს ადჰანომ გებრეიესუსმა განაცხადა, რომ როდესაც საქმე ვაქცინებს ეხება, ქვეყნებმა „მე პირველ რიგში“ მიდგომაზე უარი უნდა თქვან.

05 მარტი 2021, 19:13

რეგიონი

ირაკლი ანთაძე უკანონო პატიმრობაში მყოფი ზაზა გახელაძის ოჯახს შეხვდა

​​​​​​​ინცინდენტების პრევენციისა და მათზე რეაგირების მექანიზმის ფარგლებში სამუშაო შეხვედრის შემდეგ სუს-ის ანალიტიკური დეპარტამენტის დირექტორის მოადგილე ქვემო ჭალაში ჩავიდა. ირაკლი ანთაძე უკანონო პატიმრობაში მყოფი ზაზა გახელაძის ოჯახს შეხვდა და მათ შეხვედრის დეტალები გააცნო.

05 მარტი 2021, 19:09

რეგიონი

რუსთავში ქალაქის ისტორიული ნაწილის რეაბილიტაციის ახალი ეტაპი იწყება

რუსთავში, ქალაქის ისტორიული ნაწილის რეაბილიტაციის ახალი ეტაპი იწყება. კიდევ ერთი ძველი უბნის-რუსთაველის ქუჩის პროექტის პრეზენტაცია დღეს გაიმართა. პროექტი, საზოგადოებას რუსთავის მაჟორიტარმა დეპუტატმა საქართველოს პარლამენტში ნინო ლაცაბიძემ და რუსთავის მერმა ირაკლი ტაბაღუამ წარუდგინეს. ღონისძიებას რეგიონული განვითარების და ინფრასტრუქტურის მინისტრის მოადგილე ილია ბეგიაშვილი, ქვემო ქართლის გუბერნატორი შოთა რეხვიაშვილი, ქალაქის საკრებულოს წარმომადგენლები და რიგითი რუსთაველები ესწრებოდნენ.

ნათია თურნავა

05 მარტი 2021, 18:55

ეკონომიკა

ნათია თურნავა: „ჰერითიჯის ფონდის“ ინდექსი ადასტურებს, რომ ჩვენი სწორი ეკონომიკური პოლიტიკით ძალიან დიდ, ქართულ საქმეს ვაკეთებთ ყველა

2020 წლის ინდექსთან შედარებით, მიმდინარე საანგარიშო წელს საქართველომ 0.1 ქულით გაიუმჯობესა თავისი მონაცემები რეიტინგის 5 კომპონენტში ქულების გაუმჯობესების შედეგად. ეს კომპონენტებია: სასამართლოს ეფექტიანობა (59.3 ქულა), საგადასახადო ტვირთი (89.1 ქულა), სამთავრობო ხარჯები (76.9 ქულა), ფისკალური თავისუფლება (94.9 ქულა) და შრომის თავისუფლება (76.7 ქულა).

ვიქტორ ჯაფარიძე; ნათია ხვისტანი

05 მარტი 2021, 18:55

პოლიტიკა

ვიქტორ ჯაფარიძის მეუღლე: პირად საკუთრებაში შეჭრა, მით უმეტეს, როცა სახლი დაკეტილია და იქ არავინ იმყოფება, არათუ ჟურნალისტურ სტანდარტებს, კანონიერებასაც სცდება

„ნაციონალური მოძრაობის“ პარტიული ტელევიზიის, „მთავარი არხის“ გადამღები ჯგუფი, კონკრეტულად კი დესტრუქციით სახელგანთქმული ემა გოგოხია შეიჭრა ჩემი და ჩემი მეუღლის, ვიქტორ ჯაფარიძის პირად საკუთრებაში, დაკეტილ სახლში და თვითნებურად დაიწყეს გადაღება, - წერს უმრავლესობის დეპუტატის ვიქტორ ჯაფარიძის მეუღლე ნათია ხვისტანი სოციალურ ქსელში და მთავარი არხის გადამღები ჯგუფის შეჭრის ამსახველ ვიდეოს აქვეყნებს.