imedi /  09 თებერვალი 2020, 17:35 / სანდო წყარო

„ბორჯღალოსნებმა“ ესპანეთის ეროვნული ნაკრები დაამარცხეს

რაგბი ესპანეთი - საქართველო

საქართველოს ეროვნულმა ნაკრებმა მადრიდში რაგბი ევროპის ჩემპიონატის მეორე შეხვედრა გამართა. „ბორჯღალოსნები" ესპანეთის ნაკრებს დაუპირისპირდნენ და ანგარიშით 23:10 დაამარცხეს.

პირველი ტაიმი ბორჯღალოსნების გამარჯვებით, 23:5 დასრულდა. ორი ლელო შალვა მამუკაშვილმა გაიტანა, ერთი კი აკაკი ტაბუცაძემ. თედო აბჟანდაძე გუნდს წარმატებული ჯარიმებით და გარდასახვით დაეხმარა. 

მეორე ტაიმში კი ესპანელებმა ლელო ბოლო წუთზე გაიტანეს.

რაგბი ევროპის ჩემპიონატის სპონსორია „თიბისი“.  მატჩის პირდაპირ ტრანსლაციას კი ტელეკომპანია „იმედი" ექსკლუზიურად ახორციელებდა. შემდეგ შეხვედრას „ბორჯღალოსნები“ ბელგიის ეროვნული ნაკრების წინააღმდეგ, ქუთაისში გამართავენ.

ყველა სიახლე

ივანე მაჭავარიანი

24 თებერვალი 2020, 17:33

ეკონომიკა

ივანე მაჭავარიანი: დღგ-ის ყალბი ანგარიშფაქტურების საქმეზე არავის დავინდობთ ვისზეც გამოძიება გავა

დამატებული ღირებულების გადასახადის (დღგ) ყალბი ანგარიშფაქტურების საქმეზე 55 ადამიანია დაჭერილი, 11 არის ძებნაში. უამრავი უძრავი და მოძრავი ქონება არის დაყადაღებული და 34 სისხლის სამართლის საქმეა აღძრული თვენახევარში“, - ამის შესახებ ჟურნალისტებს ფინანსთა მინისტრმა ივანე მაჭავარიანმა განუცხადა.

მამუკა მდინარაძე

24 თებერვალი 2020, 16:35

საქართველო

მამუკა მდინარაძე ოპოზიციაზე: თავის დროზე, იმ რეზოლუციას უჭერდნენ მხარს, რომელიც მხოლოდ რუსეთს აწყობდა

ალბათ, გახსოვთ, ჩვენი დამოკიდებულება ოთხოზორია-ტატუნაშვილის სიის მიმართ. როგორც კი, ოპოზიციამ ნორმალური იდეა გაახმოვანა, მაშინვე დავეთანხმეთ და არანაირი ზეწოლა არ ყოფილა, რომ ეს სია მიგვეღო, - ამის შესახებ საპარლამენტო უმრავლესობის ლიედრმა, მამუკა მდინარაძემ „ქრონიკას“ განუცხადა.

წითელი ჯვარი

24 თებერვალი 2020, 16:34

საქართველო

წითელი ჯვრის საერთაშორისო კომიტეტი თბილისში ექსპერტ-ანთროპოლოგთა საერთაშორისო კონფერენციას გამართავს

კონფერენციის მთავარი მიზანია ამჟამად არსებული გამოცდილების, სტრატეგიებისა და პრაქტიკული ცოდნის გაზიარება და რეკომენდაციების შემუშავება ამ მიმართულებით სამომავლო საქმიანობასთან დაკავშირებით მთელ მსოფლიოში, მათ შორის საქართველოშიც.

დავით ზალკალიანი

24 თებერვალი 2020, 16:30

საქართველო

დავით ზალკალიანი: ცხინვალის რეგიონში საქართველოში წარმოებული მედიკამენტების აკრძალვა მოსახლეობას საფრთხეს უქმნის

„ცხინვალის რეგიონში საქართველოში წარმოებული და ქართულად მარკირებული მედიკამენტების ამოღებისა და გაყიდვის აკრძალვის დაწყების შესახებ გადაწყვეტილება, ჯანმრთელობის უფლებაზე მიტანილი შემდგომი იერიშია“, - ამის შესახებ საგარეო საქმეთა მინისტრმა, დავით ზალკალიანმა ჟენევაში, გაეროს ადამიანის უფლებათა საბჭოს მაღალი დონის სეგმენტზე სიტყვით გამოსვლისას განაცხადა.

სოფო კილაძე

24 თებერვალი 2020, 16:29

საქართველო

საქართველოს დელეგაცია, სოფო კილაძის ხელმძღვანელობით, საფრანგეთში სამუშაო ვიზიტით გაემგზავრა

საქართველოს დელეგაცია, სოფო კილაძის ხელმძღვანელობით, საფრანგეთში სამუშაო ვიზიტით გაემგზავრა. დელეგაციის შემადგენლობაში არიან გაეროს ბავშვთა ფონდის წარმომადგენელი საქართველოში ღასან ხალილი, იურიდიულ საკითხთა კომიტეტის თავმჯდომარე ანრი ოხანაშვილი, ფრაქცია „ქართული ოცნების“ თავმჯდომარე რატი იონათამიშვილი, განათლებისა და შინაგან საქმეთა მინისტრის მოადგილეები, სახალხო დამცველისა და სასამართლოს წარმომადგენლები.

გია ვოლსკი

24 თებერვალი 2020, 16:21

საქართველო

გია ვოლსკი: არავითარი ცვლილებები არ არის მოსალოდნელი, მთავრობა გამართულად მუშაობს

„იმდენჯერ დაისვა შეკითხვა გაზაფხულზე არის ცვლილებები მოსალოდნელიო, პასუხი გაეცა სავსებით ლოგიკური. თუ მაინცდამაინც ამ შეკითხვას ვიმეორებთ ხშირად, კი ბატონო, მაშინ დაველოდოთ გაზაფხულს“, - განაცხადა ვოლკსიმ.

გიორგი ვოლსკი

24 თებერვალი 2020, 16:15

საქართველო

გიორგი ვოლსკი: „ნაციონალური მოძრაობა“ და მაჩალიკაშვილი ერთი გუნდია

ვერ გეტყვით, რომ მალხაზ მაჩალიკაშვილი თუ ასე ცხოვრებას გააგრძელებს, პოლიტიკაში ვიხილავთ-თქო, მაგრამ ფაქტია, რომ ეს ერთი გუნდია, - ამის შესახებ ჟურნალისტებს ვიცე-სპიკერმა, გიორგი ვოლსკიმ განუცხადა.

Sony Xperia 1 II

24 თებერვალი 2020, 16:13

ტექნოლოგიები

Sony-მ ახალი სმარტფონი Xperia 1 II წარადგინა

Sony-ს ახალი სმარტფონის, Xperia 1 II-ის გაყიდვა ევროპაში 2020 წლის გაზაფხულზე დაიწყება. ინფორმაცია ამის შესახებ კომპანიის ვებგვერდზე გამოქვეყნდა. Android-ის ბაზაზე შექმნილ სმარტფონს, Qualcomm Snapdragon 865 5G-ის პროცესორი და Snapdragon X55 5G-ის ჩიპი და 5G-ის ქსელის მხარდაჭერა ექნება გათვალისწინებული.

დავით ზალკალიანი

24 თებერვალი 2020, 16:05

მსოფლიო

დავით ზალკალიანი ფინელ კოლეგას შეხვდა

საქართველოს საგარეო საქმეთა მინისტრი დავით ზალკალიანი ფინელ კოლეგას, პეკკა ჰაავისტოს შეხვდა. მინისტრების შეხვედრა ქალაქ ჟენევაში ადამიანის უფლებათა საბჭოს მაღალი დონის სეგმენტის 43-ე სესიის ფარგლებში გაიმართა. მინისტრებმა ორი ქვეყნის თანამშრომლობა, როგორც გაეროს, ასევე სხვა საერთაშორისო ფორმატების ფარგლებში, დადებითად შეაფასეს.

ივანე მაჭავარიანი

24 თებერვალი 2020, 15:59

ეკონომიკა

ივანე მაჭავარიანი: მომდევნო ორი წლის განმავლობაში თამბაქოზე აქციზი არ გაიზრდება

ფინანსთა მინისტრი სიგარეტის მოსალოდნელი გაძვირების შესახებ ინფორმაციას უარყოფს. როგორც ივანე მაჭავარიანმა ჟურნალისტებს განუცხადა, მომდევნო ორი წლის განმავლობაში თამბაქოზე აქციზი არ გაიზრდება.

ივანე მაჭავარიანი

24 თებერვალი 2020, 15:53

საქართველო

ივანე მაჭავარიანი სამთავრობო ცვლილებებზე: არსად ამაზე საუბარი არ ყოფილა, მედიის გარდა

კითხვაზე, თავად შეეხება თუ არა გაზაფხულზე დაანონსებული ცვლილებები, მინისტრი ასე პასუხობს: „გაზაფხული ერთ კვირაშია. გულწრფელად გეუბნებით, წარმოდგენა არ მაქვს“.

მამუკა მდინარაძე

24 თებერვალი 2020, 15:51

საქართველო

მამუკა მდინარაძე: თუ გვინდა, რომ ყოველ მეორე დღეს მინისტრი თავის საქმეს მოვწყვიტოთ და აღარაფერი აკეთოს, ასე საქმე არ გაკეთდება

საპარლამენტო უმრავლესობის ლიდერის, მამუკა მდინარაძის განცხადებით, დარგობრივი კომიტეტის სხდომაზე არმისვლით ფინანსთა მინისტრმა, ივანე მაჭავარიანმა რეგლამენტი ნამდვილად დაარღვია, თუმცა უნდა შევუთავსოთ თუ არა ეს მოცემულობა ფორმალურ ახირებებს, ეს არის მეორე საკითხი. ამის შესახებ მდინარაძემ ჟურნალისტებთან საუბრისას განაცხადა.

პეკკა ჰავისტო

24 თებერვალი 2020, 15:50

საქართველო

ფინეთმა საქართველოზე განხორციელებული კიბერთავდასხმა დაგმო

ფინეთმა, როგორც ევროკავშირის წევრმა სახელმწიფომ, საქართველოს წინააღმდეგ სერიოზული კიბერთავდასხმა დაგმო, - ამის შესახებ „ქრონიკას“, ფინეთის საგარეო საქმეთა მინისტრმა, პეკკა ჰაავისტომ საქართველოს საგარეო საქმეთა მინისტრთან შეხვედრის დასრულების შემდეგ განუცხადა.

ივანე მაჭავარიანი

24 თებერვალი 2020, 15:39

ეკონომიკა

ივანე მაჭავარიანი სესხების განულებაზე: თუ რამდენიმე ადამიანი ისევ შავ სიაშია, ე.ი. ტექნიკური ხარვეზია

თუ რამდენიმე ადამიანი ისევ შავ სიაში აღმოჩნდა და რაღაც ტრანზაქცია არ არის დასრულებული, ინდივიდუალურად უნდა გაიარონ ეს პროცედურა - ამის შესახებ ფინანსთა მინისტრმა სესხების განულების შესახებ საუბრისას განაცხადა.

24 თებერვალი 2020, 15:20

ეკონომიკა

ნათია თურნავა ტრასეკას ახალ გენერალურ მდივანს შეხვდა

პროგრამა მიმართულია აღმოსავლეთ-დასავლეთის სატრანსპორტო დერეფნის განვითარებისკენ, რომელიც სათავეს იღებს ევროპაში და სამხრეთ კავკასიის გავლით ცენტრალური აზიისკენ მიემართება. შეხვედრას ასევე დაესწრო მინისტრის მოადგილე აკაკი საღირაშვილი.

მამუკა მდინარაძე

24 თებერვალი 2020, 15:11

საქართველო

მამუკა მდინარაძე: მალხაზ მაჩალიკაშვილის პოლიტიკური არჩევანია ითანამშრომლებს თუ არა „ნაციონალურ მოძრაობასთან“

მალხაზ მაჩალიკაშვილის პოლიტიკური არჩევანია ითანამშრომლებს თუ არა "ნაციონალურ მოძრაობასთან" , - ამის შესახებ საპარლამენტო უმრავლესობის ლიდერმა, მამუკა მდინარაძემ ჟურნალისტებს განუცხადა, რომელმაც კომენტარი გააკეთა უკრაინაში მალხაზ მაჩლიკშვილისა და საქართველოს ექსპრეზიდენტის, მიხეილ სააკაშვილს შეხვედრაზე.

კახა კალაძე

24 თებერვალი 2020, 15:04

საქართველო

კახა კალაძე: დაუშვებელია, კერძო ინტერესების გამო, ჩვენი საამაყო სპორტსმენების, ოლიმპიური, მსოფლიო, თუ ევროპის ჩემპიონების დისკრედიტაციის მცდელობა

პირველ რიგში, ვულოცავ საქართველოს ეროვნულ საკალათბურთო ნაკრებს სერბეთის უძლიერეს ნაკრებთან გამარჯვებას, ვულოცავ გურამ თუშიშვილსა და ტატო გრიგალაშვილს დუსელდორფის გრანდ სლემზე ოქროს მედალს და ჩვენს რაგბისტებს ბელგიის ეროვნული ნაკრების დიდი უპირატესობით, სანახაობრივი თამაშით დამარცხებას, - ამის შესახებ დედაქალაქის მერი, კახა კალაძე სოციალურ ქსელში განცხადებას ავრცელებს.

ივანე მაჭავარიანი

24 თებერვალი 2020, 14:59

საქართველო

ივანე მაჭავარიანი: საკომიტეტო მოსმენების შოუების და ცირკის მოსაწყობად გამოყენება სურთ, კითხვებზე პასუხებიც კი არ აინტერესებთ

ფინანსთა მინისტრმა ივანე მაჭავარიანმა დარგობრივი კომიტეტის სხდომაზე არმისვლის მიზეზები განმარტა. მინისტრის განცხადებით, რამდენიმე დღის წინ ის ,,მინისტრის საათის" ფარგლებში იყო პარლამენტში და დროის ნახევარზე მეტი დაუთმო იმ შეკითხვებზე პასუხის გაცემას, რაც საკომიტეტო მოსმენის ფარგლებში იყო დასმული.

მალხაზ მაჩალიკაშვილი

24 თებერვალი 2020, 14:43

საქართველო

მალხაზ მაჩალიკაშვილი უკრაინაში მიხეილ სააკაშვილს შეხვდა

„მე ვიყავი მიწვეული ტელევიზიაში და მეგობრების გარდა შევხვდი დიასპორას. სააკაშვილს რომ არ შევხვედროდი, იქიდან ისე არ წამოვიდოდი. ყველა საჭირო ადამიანს ვესაუბრე ჩემს პირად ცხოვრებაზე, დაჩაგრულ და განადგურებულ ცხოვრებაზე“,- განაცხადა მალხაზ მაჩალიკაშვილმა.

მამუკა მდინარაძე

24 თებერვალი 2020, 14:42

საქართველო

მამუკა მდინარაძე: ჩვენი ოპოზიციის ჭირვეულობა დასრულდება, რადგან კომპრომისულ ვერსიაზე საბოლოო პასუხი უნდა დააფიქსირონ

ოპოზიციასთან მოლაპარაკების რესურს ნამდვილად ვხედავ, - ამის შესახებ ჟურნალისტებს უმრავლესობის ლიდერმა, მამუკა მდინარაძემ განუცხადა. მისივე თქმით, უმრავლესობას კომპრომისული ვერსია შეთავაზებული აქვს და თუ მათ ეს ვერისა არ მოსწონთ, შეუძლიათ კიდევ უფრო დახვეწილი ვარიანტი შესთვაზონ ხელისუფლებას.