imedi /  16 თებერვალი 2020, 22:14 / სანდო წყარო

ქართველმა მოჭიდავეებმა ევროპის ჩემპიონატზე კიდევ 2 მედალი მოიპოვეს

ავთანდილ კენჭაძე

ავთანდილ კენჭაძე

რომში მიმდინარე ევროპის ჩემპიონატზე ქართველმა თავისუფალი სტილით მოჭიდავეებმა კიდევ ორი მედალი მოიპოვეს. 2019 წლის მსოფლიოს ჩემპიონი ბექა ლომთაძე ფინალში რუს ალექსანდრ ბოგომოევთან 2:3 დამარცხდა და კონტინენტის პირველობა ვერცხლის მედლით კარიერაში მეოთხედ დაასრულა.

74 კილოგრამ წონითი კატეგორიის დამამშვიდებელი ეტაპის ფინალში კი ავთანდილ კენჭაძემ ბულგარელი კიროვის დამარცხებით ბრინჯაოს მედალი მოიპოვა.

გუშინ ტურნირზე ბრინჯაოს მედალი ელიზბარ ოდიკაძემ მოიპოვა.

ყველა სიახლე

18 სექტემბერი 2020, 11:15

COVID19

კრაინაში კორონავირუსი 3,228 ადამიანს დაუდასტურდა

ბოლო 24 საათის განმავლობაში უკრაინაში კორონავირუსი კიდევ 3,228 ადამიანს დაუდასტურდა. ქვეყანაში ინფიცირებულთა რაოდენობა ჯამში 169,472-ს აღწევს. ინფორმაციას ქვეყნის ჯანდაცვის სამინისტრო ავრცელებს. ამასთან, გასული დღე-ღამის განმავლობაში ქვეყანაში ვირუსს კიდევ 68 ადამიანი ემსხვერპლა და გარდაცვლილთა საერთო რიცხვი 3,468-მდე გაიზარდა, ხოლო 75,486 ინფიცირებული კი გამოჯანმრთელდა.

მარინა ეზუგბაია

18 სექტემბერი 2020, 11:12

COVID19

ქვეყნის მასშტაბით 11 კრიტიკულად მძიმე პაციენტია

მისივე თქმით, თბილისის ინფექციურ საავადმყოფოში 34 კოვიდინფიცირებული მკურნალობს. აქედან ერთი კრიტიკული, 4 კი მძიმე პაციენტია.

18 სექტემბერი 2020, 11:11

საზოგადოება

გლდანის გამგეობამ საცხოვრებელი შენობის შიდა ეზოში აღდგენა-გამაგრების სამუშაოები განახორციელა

გლდანის მეშვიდე და მერვე მიკრორაიონების დამაკავშირებელ ხიდზე, საცხოვრებელი შენობის შიდა ეზოში აღდგენა-გამაგრების სამუშაოები განხორციელდა. თბილისის მერიის ინფორმაციით, დაახლოებით, 1 400 კვადრატულ მეტრ ფართობზე ამორტიზებული ნაწილი სრულად გამაგრდა რკინა-ბეტონის კონსტრუქციით, მოეწყო ჰიდროიზოლაცია და დაიგო ბეტონის ფილები.

ისრაელი

18 სექტემბერი 2020, 11:10

COVID19

ისრაელი გახდა პირველი ქვეყანა, რომელშიც კორონავირუსის გამო კარანტინი მეორედ გამოცხადდა

კორონავირუსით ინფიცირებულთა რიცხვის მკვეთრი ზრდის ფონზე ისრაელის მთავრობამ მიმდინარე წლის განმავლობაში მეორედ კარანტინი გამოაცხადა. ამის შესახებ Deutsche Welle წერს.

გიორგი ქვილითაია

18 სექტემბერი 2020, 11:07

სპორტი

გიორგი ქვილითაია კარიერას „ანორთოსისში“ განაგრძობს

საქართველოს ნაკრების ფეხბურთელი გიორგი ქვილითაია კარიერას „ანორთოსისში“ განაგრძობს. 26 წლის თავდამსხმელმა ფამაგუსტას კლუბთან, რომლის მთავარი მწვრთნელი თემურ ქეცბაიაა, ერთწლიანი საიჯარო ხელშეკრულება გააფორმა. ქვილითაია ახალ გუნდში 23-ნომრიანი მაისურით ითამაშებს და მას თანამემამულე ნიკოლოზ კაჭარავას შემცვლელად მიიჩნევენ, რომელიც რამდენიმე დღის წინ პოლონეთის „ლეხში“ გადავიდა.

მარინა ეზუგბაია

18 სექტემბერი 2020, 11:05

COVID19

კორონავირუსის ახალი შემთხვევებიდან 129 აჭარაში, 34 კი თბილისში დაფიქსირდა

მარინა ეზუგბაიას თქმით, გამოჯანმრთელებულების რიცხვი 13-ით გაიზარდა და ამჟამად კოვიდცენტრებსა და სასტუმრო სამკურნალო დაწესებულებაში ჯამურად 1 657 პაციენტი მკურნალობს.

ჰუბერტ ქნირში

18 სექტემბერი 2020, 10:59

პოლიტიკა

გერმანია საპარლამენტო არჩევნებისთვის საქართველოში 37 დამკვირვებელს გამოგზავნის

მისი თქმით, პირველი დამკვირვებლები რამდენიმე დღეში ჩამოვლენ და დანარჩენი ნაწილი კი - ოქტომბრის ბოლოს. „ვიმედოვნებ, გვეყოლება ODIHR-ის სრული სადამკვირვებლო მისია, სამასზე მეტი დამკვირვებლით იმისათვის, რომ ამ არჩევნებს სათანადოდ დავაკვირდეთ“,- აცხადებს ელჩი.

კახეთი

18 სექტემბერი 2020, 10:56

სამართალი

პოლიციამ კახეთში დაჭრის საქმეზე შუახნის კაცი, გარყვნილი ქმედების ბრალდებით კი, ერთი არასრულწლოვანი დააკავა

imedinews - ის ინფორმაციით, დაჭრას წინ ურთიერთშელაპარაკება უძღოდა. ადგილობრივები ამბობენ, რომ 15 წლამდე არასრულწლოვანმა ორ არასრულწლოვანზე გარყვნილი ქმედება განახორციელა, რის შესახებაც მოზარდების მამამ შეიტყო და მის თანასოფლელ არასრულწლოვანს ჯერ ფიზიკურად გაუსწორდა, ამის შემდეგ კი შურისძიების მიზნით მას ცივი იარაღით დაზიანება მიაყენა. მომხდარზე დაწყებულია გამოძიება.

18 სექტემბერი 2020, 10:54

COVID19

იმერეთში COVID-19-ის 11 ახალი შემთხვევა გამოვლინდა

იმერეთის გუბერნატორის, ზვიად შალამბერიძის თქმით, თითქმის ყველა დაკავშირებულია 32-ე საჯარო სკოლასთან, ასევე არის აჭარაში მოგზაურობის ისტორიის მქონე ინფიცირებულიც, რომელიც ჭიათურის მცხოვრებია.

18 სექტემბერი 2020, 10:47

მსოფლიო

უკრაინაში ნატოსთან ერთობლივი წვრთნები დაიწყო

უკრაინაში ნატოსთან ერთობლივი წვრთნები დაიწყო. სწავლებას, რომლის სახელწოდებაა Rapid Trident-2020, ლვოვის ოლქი მასპინძლობს და მასში 4000-მდე სამხედრო, ასევე მძიმე ტექნიკა და ავიაცია მონაწილეობს. წვრთნები 25 სექტემბერს დასრულდება.

18 სექტემბერი 2020, 10:43

COVID19

ინდოეთში კორონავირუსის 96,424 ახალი შემთხვევა გამოვლინდა

ინდოეთში კორონავირუსის 96,424 ახალი შემთხვევა გამოვლინდა, ინფიცირებულთა საერთო რაოდენობამ კი 5,214,678-ს მიაღწია. ამის შესახებ ინფორმაციას ადგილობრივი მედია ჯანდაცვის სამინისტროზე დაყრდნობით ავრცელებს. ბოლო 24 საათში, ქვეყანაში 1,174 პაციენტი გარდაიცვალა, მსხვერპლთა საერთო რაოდენობა კი 84,372-ს აღწევს. ჯამში 4,112,552 ადამიანი გამოჯანმრთელდა.

კორონავირუსი

18 სექტემბერი 2020, 10:40

COVID19

ჩეხეთში დღის განმავლობაში ინფიცირებულთა მატების მორიგი ანტირეკორდი დაფიქსირდა

ჩეხეთში დღის განმავლობაში ინფიცირებულთა მატების მორიგი ანტირეკორდი დაფიქსირდა. გასული 24 საათის განმავლობაში კორონავირუსი 3 130 ადამიანს დაუდასტურდა. ინფორმაციას ამის შესახებ ქვეყნის ჯანდაცვის სამინისტრო ავრცელებს.

18 სექტემბერი 2020, 10:31

საზოგადოება

კომუნიკაციების კომისია: „მაგთიკომის“ მიერ ვირტუალურ ოპერატორებთან დაკავშირებით გავრცელებული დეზინფორმაცია ბაზარზე კონკურენციის გაზრდის ხელშეშლას ემსახურება

კომპანია „მაგთიკომის“ მიერ გავრცელებული ინფორმაცია, თითქოს საქართველოს სატელეკომუნიკაციო ბაზარზე მობილური ვირტუალური ოპერატორების შემოსვლა საფრთხეს შეუქმნის პერსონალურ მონაცემებსა და კიბერუსაფრთხოებას, სიმართლეს არ შეესაბამება, - ნათქვამია კომუნიკაციების კომისიის მიერ გავრცელებულ განცხადებაში. კომისიის ინფორმაციით,, „მაგთიკომის“ მიერ გამიზნულად გავრცელებული დეზინფორმაცია საზოგადოებისა და ზოგ შემთხვევაში, მედიის შეცდომაში შეყვანას ემსახურება, რადგან საქართველოს ბაზარზე ვირტუალური ოპერატორების შემოსვლა არავითარ რისკებთან კავშირში არაა.

კორონავირუსი

18 სექტემბერი 2020, 10:30

COVID19

საქართველოში კორონავირუსის 182 ახალი შემთხვევა გამოვლინდა, გამოჯანმრთელებულთა რაოდენობა 13-ით გაიზარდა

ამ დროისთვის საქართველოში კორონავირუსის 3119 შემთხვევაა დადასტურებული. განკურნებულთა რაოდენობა კი 1435 შეადგენს. კორონავირუსის შედეგად ქვეყანაში 19 პაციენტი გარდაიცვალა. უცხოეთიდან სამკურნალოდ გადმოყვანილია საქართველოს 41 მოქალაქე.

დონალდ ტრამპი

18 სექტემბერი 2020, 10:28

მსოფლიო

დონალდ ტრამპი: მას შემდეგ რაც პრეზიდენტი გავხდი, ყველა მეგობარი დავკარგე

დონალდ ტრამპმა აშშ-ის პრეზიდენტის პოსტზე არჩევის შემდეგ თავისი მეგობრები დაკარგა. ამის შესახებ თეთრი სახლის ლიდერმა ვისკონსინის შტატში, არმომრჩევლებთან შეხვედრაზე განაცხადა.

18 სექტემბერი 2020, 10:22

COVID19

European Best Destinations: საქართველო წარმოადგენს მსოფლიოში კორონავირუსისგან ერთ-ერთ ყველაზე ნაკლებად დაზარალებულ ქვეყანას, სადაც განხორციელდა სწრაფი რეაგირება და გატარდა ზომები

პორტალი აღნიშნავს, რომ საქართველო წარმოადგენს მსოფლიოში კორონავირუსისგან ერთ-ერთ ყველაზე ნაკლებად დაზარალებულ ქვეყანას, სადაც განხორციელდა სწრაფი რეაგირება და გატარდა ზომები, რომელთა წყალობითაც შენარჩუნდა ეპიდემიის ძალიან დაბალი დონე. ამასთან, სტატიაში ნათქვამია, რომ საქართველოში კორონავირუსის შემთხვევათა რაოდენობა თითქმის 260-ჯერ უფრო დაბალია, ვიდრე ყველაზე დაზარალებულ ევროპულ ქვეყნებში.

შსს

18 სექტემბერი 2020, 09:49

სამართალი

თბილისსა და მარნეულში ნარკოდანაშაულის ბრალდებით 4 ადამიანი დააკავეს

„შინაგან საქმეთა სამინისტროს ცენტრალური კრიმინალური პოლიციის დეპარტამენტის ნარკოტიკების უკანონო ბრუნვის წინააღმდეგ ბრძოლის მთავარი სამმართველოს თანამშრომლებმა, ჩატარებული ოპერატიულ-საგამოძიებო ღონისძიებების შედეგად, თბილისსა და მარნეულში 4 ნარკორეალიზატორი დააკავეს“, - შსს-ს ცნობით, მათ ბრალად ედებათ განსაკუთრებით დიდი ოდენობით ნარკოტიკული საშუალების უკანონო შეძენა-შენახვა და გასაღება.

ეროვნული სატყეო სააგენტო

18 სექტემბერი 2020, 09:41

რეგიონი

იმერეთში, წაბლნარ კორომებში დაავადების წინააღმდეგ ბიოლოგიური ბრძოლის მეთოდის გამოცდა მიმდინარეობს

ეროვნული სატყეო სააგენტოს უფროსი, არჩილ ნიკოლეიშვილი იმერეთის რეგიონში იმყოფებოდა, სადაც ზესტაფონის მუნიციპალიტეტში, წაბლნარ კორომებში დაავადების წინააღმდეგ ბიოლოგიური ბრძოლის მეთოდის გამოცდა მიმდინარეობს. ტერიტორიაზე, გასული წლიდან მიმდინარეობდა სატყეო-პათოლოგიური შესწავლა, ასევე განხორციელდა ლაბორატორიული კვლევებიც.

სოზარ სუბარი

18 სექტემბერი 2020, 09:29

პოლიტიკა

სოზარ სუბარი აფრიკის დასახლების და მოსკოვის გამზირის მცხოვრებლებს შეხვდა

აფრიკის დასახელებაში წლების განმავლობაში არ არსებობდა ინფრასტრუქტურა, არ იყო გზები, წყლისა და საკანლიზაციო სისტემა. კანდიდატის განცხადებით ათეული წლების განმავლობაში გადაუჭრელი პრობლემა მოგვარდა. მისი თქმით, ოქტომბერში, ტენდერში გამარჯვებული კომპანია დაიწყებს მუშაობას და მოწესრიგდება წყლის და კანალიზაციის სისტემა.

18 სექტემბერი 2020, 09:13

პოლიტიკა

აშშ 5G ქსელთან დაკავშირებით, საქართველოსთან მემორანდუმის გაფორმებას აპირებს

შეერთებული შტატები საქართველოსთან მობილური კავშირის მეხუთე თაობის ქსელთან დაკავშირებით ურთიერთგაგების მემორანდუმის გაფორმებას აპირებს. ამის შესახებ ამერიკის სახელმწიფო მდივნის თანაშემწის, ფილიპ რიკერის მიერ სენატის საგარეო ურთიერთობათა კომიტეტში წარდგენილ ანგარიშშია ნათქვამი.