imedi /  21 ოქტომბერი 2018, 23:34 / სანდო წყარო

ავთანდილ კენჭაძემ მსოფლიოს ჩემპიონატზე ვერცხლის მედალი მოიპოვა

ავთანდილ კენჭაძე

ბუდაპეშტში მიმდინარე მსოფლიო ჩემპიონატზე თავისუფალი სტილით მოჭიდავე ავთანდილ კენჭაძემ ვერცხლის მედალი მოიპოვა. 

ქართველი სპორტსმენი ფინალურ ორთაბრძოლაში რუს მეტოქესთან დამარცხდა.

ბრინჯაოს მედლისთვის ბრძოლაში დამარცხდა ბექა ლომთაძეც. 

დღეს წინასწარი და ნახევარფინალური შეხვედრები გაიმართა ოთხ წონით კატეგორიაში. დავით ხუციშვილი (79 კგ) და დავით მარსაგიშვილი (92 კგ) დამამშვიდებელ წრეში გადავიდნენ და ხვალ ბრინჯაოს მედლებისათვის გააგძელებენ ბრძოლას.

ყველა სიახლე

პრობაციის სამინისტრო

20 მარტი 2019, 17:20

საქართველო

დანაშაულის პრევენციის ცენტრი და პრობაციის ეროვნული სააგენტო ერთიანდება

იუსტიციის მინისტრმა თეა წულუკიანმა პარლამენტის პლენარულ სხდომაზე იუსტიციის სისტემაში მოქმედი 2 საჯარო სამართლის იურიდიული პირის გაერთიანების შესახებ განაცხადა. მინისტრის განმარტებით, უახლოეს პერიოდში პრობაციის სისტემის რეფორმა ჩატარდება.

20 მარტი 2019, 17:11

ეკონომიკა

ჩინეთმა მსოფლიოში ნავთობზე მოთხოვნას საფრთხე შეუქმნა

2019 წელს დიზელის საწვავზე მოთხოვნა შესაძლოა დღეში 270 ათას ბარელამდე დაეცეს. დიზელის საწვავს ბაზარზე ელექტრო ავტობუსები ავიწროებს, რომელთა ჭარბი რაოდენობაც ჩინეთშია. ყოველი 1000 ელექტრო ავტობუსი, ბაზრიდან დღეში 500 ბარელ დიზელის საწვავს გამოაძევებს.

თავდაცვის სამინისტრო

20 მარტი 2019, 17:06

საქართველო

საქართველოს თავდაცვისა და უსაფრთხოების მიმართულებით ევროკავშირის გენმდივნის მოადგილე სტუმრობს

როგორც თავდაცვის მინისტრმა ლევან იზორიამ განაცხადა, ევროკავშირის მხრიდან ასეთი მაღალი დონის ვიზიტი საქართველოში მკაფიო გზავნილია, როგორც ჩვენთვის, ასევე საერთაშორისო საზოგადოებისათვის, რომ ქვეყნაში რეფორმების პროცესი წარმატებით მიმდინარეობს.

გამოფენა

20 მარტი 2019, 17:06

ეკონომიკა

თბილისში ბელარუსული პროდუქციის გამოფენა ჩატარდა

ღონისძიების ფარგლებში, საკუთარი პროდუქცია და მომსახურება 70-ზე მეტმა ბელარუსულმა კომპანიამ წარმოადგინა, რომელთა ნაწილი უკვე დამკვიდრებულია ქართულ ბაზარზე, ნაწილს კი ადგილობრივი პარტნიორების მოძიების სურვილი აქვს.

20 მარტი 2019, 17:02

კულტურა

„უცნაური ამბების“ მესამე სეზონის ტრეილერი გამოქვეყნდა

Netflix-მა სერიალ „უცნაური ამბების“ (Stranger Things) მესამე სეზონის ტრეილერი გამოაქვეყნა. მასში მოვლენები 1985 წელს ვითარდება. გმირები კი ისევ პარალელური რეალობიდან მონსტრებს ხვდებიან. მესამე სეზონი 2019 წლის 4 ივლისს დაიწყება.

ბრექსიტი

20 მარტი 2019, 16:59

მსოფლიო

დიდმა ბრიტანეთმა ევროკავშირს Brexit-ის 30 ივნისამდე გადაწევა სთხოვა

დიდი ბრიტანეთის პრემიერმინისტრმა ტერეზა მეიმ ევროკავშირის საბჭოს პრეზიდენტს დონალდ ტუსკს დიდი ბრიტანეთის ევროკავშირიდან გასვლის თარიღის 30 ივნისამდე გადავადების შესახებ ოფიციალურად მიმართა. მეი ოფიციალურ მიმართვაში ასევე ამბობს, რომ დიდი ბრიტანეთი ვადის კიდევ გადაწევას აღარ მოითხოვს.

20 მარტი 2019, 16:40

სპორტი

საქართველომ ევრობასკეტ 2021-ის მასპინძლობაზე განაცხადი გააკეთა

კალათბურთის ეროვნულმა ფედერაციამ, ევროპის ყველაზე პრესტიჟული ტურნირის მასპინძლობაზე სურვილი რამდენიმე თვის წინ გამოთქვა, 15 მარტს კი ეს სურვილი ფიბა ევროპის ოფისში ოფიციალურად დააფიქსირა.

20 მარტი 2019, 16:36

ეკონომიკა

საქართველოში კომერციულ ბანკებს მოგება შეუმცირდათ

2019 წლის თებერვალი კომერციული ბანკებისთვის უფრო ზარალიანი აღმოჩნდა. საქართველოს ეროვნული ბანკის (სებ) მონაცემებით, თებერვალში ბანკების წმინდა მოგებამ 55,743 მილიონი ლარი შეადგინა. იანვარში ეს მაჩვენებელი 67,755 მილიონი ლარი იყო.

ცესკო

20 მარტი 2019, 16:34

საქართველო

მთაწმინდაზე პარლამენტის შუალედური არჩევნები 19 მაისს ჩატარდება

ცენტრალური საარჩევნო კომისიის გადაწყვეტილებით, მთაწმინდაზე პარლამენტის შუალედური არჩევნები 19 მაისს ჩატარდება. სალომე ზურაბიშვილის პრეზიდენტად არჩევის შემდეგ მთაწმინდის რაიონის მოსახლეობას საკანონმდებლო ორგანოში წარმომადგენელი აღარ ჰყავს.

Google

20 მარტი 2019, 16:19

ტექნოლოგიები

ევროკომისიამ Google-ი 1.69 მილიარდი ევროთი დააჯარიმა

კონკურენციის მიმართულებით ევროკომისარ მარგრეტ ვესტაგერის განცხადებით, კომპანიამ ონლაინ რეკლამის განთავსების კანონი დაარღვია. ვესტაგერის თქმით, Google-ს წინააღმდეგ ევროკომისიის ანტიმონოპოლიური გამოძიება 2006-2016 წლების პერიოდს მოიცავს.

ძაღლები

20 მარტი 2019, 16:06

საქართველო

კომპანიამ განმარტა რატომ ათავსებენ მკვდარ ძაღლებს ორმოში

კომპანია "სევერის" წარმომადგენელმა ჯემალ გოგიტიძემ ბათუმის ნაგავსაყრელთან ნაპოვნი მკვდარი ძაღლების შესახებ განმარტება გააკეთა. მისი თქმით, ბეიკერის ორმოში ათავსებენ იმ ძაღლებს, რომლებიც დაავადებულები არიან და ქალაქში ეპიდემიის საშიშროებას ქმნიან.

თეა წულუკიანი

20 მარტი 2019, 15:53

საქართველო

წულუკიანი ბოკერიას: ამორგეთ თავი ტელეფონიდან და მომისმინეთ

საქართველოს იუსტიციის მინისტრმა თეა წულუკიანმა საქართველოს პარლამენტში მუშაობის ანგარიშის წარდგენისას აგვისტოს ომზეც ილაპარაკა. თუმცა, მინისტრის ანგარიშის წარდგენას ექსცესების გარეშე არ ჩაუვლია. წულუკიანს სხდომაზე გიგა ბოკერიამ მიმართა, რომ ხმამაღლა ესაუბრა, რადგან არაფერი ესმოდა, რაზეც წულუკიანმა ბოკერიას მისი უფრო ყურადღებით მოსმენა ურჩია.

ბავშვი

20 მარტი 2019, 15:51

მსოფლიო

5 წლის არგენტინელი ბიჭი უდაბნოში 24 საათი დაკარგული იყო

5 წლის არგენტინელი ბიჭი, რომელმაც დასავლეთ არგენტინის უდაბნოში 24 საათი გაატარა, სავაადმყოფოდან გაწერეს. ბენჯამის სანჩესი ოჯახთან ერთად მოგზაურობის დროს დაიკარგა. ის მოხალისეებმა ბოლო ლოკაციიდან 21 კილომეტრის დაშორებით იპოვეს.

ირაკლი კობახიძე

20 მარტი 2019, 15:50

საქართველო

კობახიძე: რევანშს ცდილობს ძალა რომელიც ასე ლამაზად აკონტროლებდა სასამართლოს

საქართველოს პარლამენტის თავმჯდომარის, ირაკლი კობახიძის განცხადებით, მმართველი გუნდის ავტორობით მომზადებული კანონპროექტი არის ერთადერთი კანონპროექტი, რომელიც საქართველოს კონსტიტუციას არ ეწინააღმდეგება. მან კიდევ ერთხელ განმარტა, რომ ასეთი უპრეცედენტოდ ღია და გამჭვირვალე პროცედურა უზენაესი სასამართლოს მოსამართლეების განწესებისთვის არც ერთ ქვეყანაშია დადგენილი.

20 მარტი 2019, 15:31

საქართველო

წულუკიანი: ეროვნული არქივის კინოთეატრი „რუსთაველს“ არ ჩამოუვარდება

რეკონსტრუქცია ჩაუტარდა და გაიხსნა ეროვნული არქივის კინოდარბაზი - ეს არის კინოდარბაზი, სადაც 1970-90 იან წლებში იმართებოდა ეროვნულ არქივში შენახული ფირების ჩვენება და იყო ის კულტურული სივრცე, რა თქმა უნდა, საბჭოური და ძველებური სტილის.

ძაღლები

20 მარტი 2019, 15:29

საქართველო

ბათუმის ნაგავსაყრელთან მოკლული ძაღლები იპოვეს. ვიდეო

მოქალაქემ ბათუმის ნაგავსაყრელთან ვიდეო გადაიღო, რომელშიც ნაგავსაყრელზე დაყრილი მკვდარი ძაღლებია აღბეჭდილი. ვიდეო წყარომ imedinews-ს მიაწოდა. მას ვინაობის გამხელა არ სურს, თუმცა ამბობს, რომ ამ ტერიტორიაზე მკვდარი ძაღლები მიკროავტობუსით გვიან ღამით მიაქვთ ხოლმე.

თეა წულუკიანი

20 მარტი 2019, 15:05

საქართველო

წულუკიანი: სამართალდამცველთა შესაძლო დანაშაულს დამოუკიდებელი მექანიზმი გამოიძიებს

„საქართველოში შეიქმნება სახელმწიფო ინსპექტორის აპარატი, რომელიც გამოძიებს სამართალდამცავი სტრუქტურების, მათ შორის - პენიტენციური სამსახურის წარმომადგენლების მიერ ჩადენილ არასათანადო მოპყრობის ფაქტებს“, - განაცხადა იუსტიციის მინისტრმა.

პრინცი ჩარლზი

20 მარტი 2019, 14:53

ტაბლოიდი

პაპარაცებმა პრინცი ჩარლზი პლაჟზე საცვლებით გადაიღეს

ჟურნალისტები იმან გააკვირვა, რომ ასაკის მიუხედავად, პრინცი შესანიშნავ ფორმაშია. ნოემბერში მას 70 წელი უსრულდება. მათი ყურადღების მიღმა არც ჩარლზის საცურაო კოსტიუმი დარჩენილა. პრინცს პლაჟზე მხიარული ფერის ყვავილებიანი საცვალი ეცვა.

მგელი

20 მარტი 2019, 14:47

საქართველო

წალკაში მგელმა სამი ადამიანი დაგლიჯა

წალკის მერის პირველი მოადგილის, ანზორ ხინიკაძის თქმით, დაშავებულები საავადმყოფოში გადაიყვანეს. ინციდენტის შედეგად 3 ადამიანი დაშავდა, მათგან ორი ქალი და ერთი კაცია. როგორც ანზორ ხინიკაძე ამბობს, მგელი ადგილობრივმა მცხოვრებლებმა მოკლეს.

ასტანა

20 მარტი 2019, 14:43

მსოფლიო

ასტანას ნურსულთანს არქმევენ

ყაზახეთის უმაღლესმა საკანონმდებლო ორგანომ კონსტიტუციაში ცვლილება შეიტანა და დედაქალაქ ასტანას ნურსულთანი უწოდა. პარლამენტში მიღებულ ცვლილებას, ძალაში შესასვლელად პრეზიდენტის ხელმოწერაღა სჭირდება.