imedi /  21 თებერვალი 2020, 09:55 / სანდო წყარო

ნეიმარმა თანამედროვეობის 5 საუკეთესო ფეხბურთელი დაასახელა

ნეიმარი

ნეიმარი

„პარი სენ ჟერმენის“ ბრაზილიელმა ფორვარდმა ნეიმარმა თანამედროვეობის 5 საუკეთესო ფეხბურთელი დაასახელა. მისი რჩეული ფეხბურთელები მესი, სუარესი, მბაპე, პოგბა და აზარი გახდნენ. მედიის ცნობით, საუკეთესოთა სიაში ნეიმარმა არ შეიყვანა პორტუგალიელი კრიშტიანუ რონალდუ.

„ბევრ ფეხბურთელთან ერთად ვისურვებდი ერთ გუნდში თამაშს, მათ შორის, რომარიოსთან, რონალდოსთან, რომლის გამოსამშვიდობებელ მატჩშიც მონაწილეობა მივიღე, ასევე ზიდანსა და იბრაჰიმოვიჩთან“, - განაცხადა ნეიმარმა.

კილიან მბაპე ნეიმართან ერთად „პარი სენ ჟერმენის“ ღირსებას იცავს, ლიონელ მესისა და ლუის სუარესთან ერთად კი ბრაზილიელი „ბარსელონაში“ თამაშობდა.
 

 

ყველა სიახლე

08 აპრილი 2020, 13:36

COVID19

მთავრობის გადაწყვეტილებით, საგანგებო მდგომარეობის დროს ეკონომიკური საქმიანობის ჩამონათვალი გაფართოვდა

მთავრობის გადაწყვეტილებით, გაფართოვდა იმ ეკონომიკური საქმიანობის ჩამონათვალი, რომელსაც საგანგებო მდგომარეობის პერიოდში, ფუნქციონირება არ ეზღუდება. ინფორმაცია „საკანონმდებლო მაცნეში“ გამოქვეყნდა.

08 აპრილი 2020, 13:34

COVID19

ვანის მუნიციპალიტეტის შესასვლელებთან გამშვები პუნქტები მოეწყობა

ვანის მუნიციპალიტეტში ამის შესახებ საკოორდინაციო საბჭოს სხდომის შემდეგ ირაკლი ჩიქოვანმა განაცხადა. მისი თქმით, ამის მიზეზი კორონავირუსით ინფიცირების ერთ-ერთი შემთხვევა გახდა, რომლის წყაროც უცნობია.

რუსუდან შავიშვილი

08 აპრილი 2020, 13:29

COVID19

ქობულეთის სამედიცინო ცენტრში მედპერსონალის გამოკითხვა და ეპიდკვლევა მიმდინარეობს

ჯერ არ შეიძლება რაიმე საბოლოო დასკვნის გაკეთება. გამოკითხვას დაექვემდებარება აბსოლიტურად მთელი პერსონალი, - ამის შსახებ ჟურნალისტებს აჭარის საზოგადოებრივი ჯანდაცვის ცენტრის ხელმძღვანელმა რუსუდან შავიშვილმა განუცხადა, რომელიც ქობულეთის სამედიცინო ცენტრში იმყოფება. მისივე თქმით, ადგილზე მიმდინარეობს ეპიდემიოლოგიური კვლევა და ერთგვარი სამედიცინო გამოძიება ტარდება.

გიორგი ჭიღვარია

08 აპრილი 2020, 13:17

რეგიონი

ქუთაისის მერი: მივიღე გადაწყვეტილება, დავტოვო ქუთაისის მერის თანამდებობა და წავიდე პოლიტიკიდან

2017 წლის ნოემბერში, ქუთაისელების დიდი ნაწილის გადაწყვეტილებით, მე წილად მხვდა პატივი, გავმხდარიყავი ქუთაისის არჩეული მერი. ეს იყო როგორც უდიდესი ნდობა, ამასთანავე უზარმაზარი პასუხისმგებლობაც. იმ დღიდან დღემდე, მე და ჩემმა გუნდმა ქალაქში მრავალი მნიშვნელოვანი პროექტი დავიწყეთ და დავასრულეთ, ბევრ მათგანზე ამ რთულ დღეებშიც კი არ შეჩერებულა მუშაობა. მიუხედავად იმისა, რომ ჩემი საარჩევნო ვადა ჯერ არ ამოწურულა, მივიღე გადაწყვეტილება, დავტოვო ქუთაისის მერის თანამდებობა და წავიდე პოლიტიკიდან. თუმცა, მე არ მივდივარ ჩემი ქალაქიდან და ყოველთვის მისი გულშემატკივარი ვიქნები. მინდა, მადლობა ვუთხრა ჩემს თანაქალაქელებს გამოცხადებული ნდობისთვის, ჩემს გუნდს - გვერდით დგომისთვის, მედიას - თანამშრომლობისთვის. მშვიდობასა და წარმატებას ვუსურვებ ჩემს ქალაქს!“, - დაწერა ქუთაისის მერმა გიორგი ჭიღვარიამ facebook-ზე.

ჯეკ დორსი

08 აპრილი 2020, 13:16

COVID19

twitter-ის დამაარსებელი კორონავირუსთან საბრძოლველად 1-მილიარდ დოლარს გადარიცხავს

twitter-ის დამაარსებელი, ჯეკ დორსი კორონავირუსთან საბრძოლველად 1 მილიარდ დოლარს გადარიცხავს. ინფორმაციას ამის შესახებ BBC ავრცელებს. დორსის თქმით, დონაციის ეს რაოდენობა მისი მთლიანი ქონების 28%-ს შეადგენს. „რესურსები უფრო და უფრო მნიშვნელოვანია“, - დაწერა მან twitter-ზე. დორსის არ დაუკონკრეტებია, თუ სად გადარიცხავს კორონავირუსის წინააღმდეგ საბრძოლველად გაღებულ მილიარდ დოლარს.

08 აპრილი 2020, 13:15

რეგიონი

შიდა ქართლში დევნილთა ჩასახლებებში მცხოვრებ მოსახლეობას საკვები პროდუქტები გადაეცა

აფხაზეთის ავტონომიური რესპუბლიკის მთავრობის, სამხრეთ ოსეთის ადმინისტრაციის, ქურთის, ერედვის, თიღვის მუნიციპალიტეტების გამგეობებისა და შიდა ქართლის რწმუნებულის ადმინისტრაციის ორგანიზებით დევნილთა ჩასახლებებში მცხოვრებ მოსახლეობას საკვები პროდუქტები გადაეცათ.

08 აპრილი 2020, 13:01

COVID19

ინფექციონისტი: დაახლოებით ორი კვირის თავზე პიკური პერიოდი იქნება

„დაახლოებით ორი კვირის თავზე პიკური პერიოდი იქნება, ამ დროს გვექნება შემთხვევების მაქსიმალური რაოდენობა. შემდეგ დაიწყებს კლებას და დაახლოებით თვენახევრის შემდეგ გვექნება მინიმალური შემთხვევები“, - განაცხადა ინფექციონისტმა. მისივე თქმით, მთლიანი ინფიცირებულების ჯამი 1000-ს არ ასცდება და პიკის პერიოდში ყოველდღიური მატება 50-60-ზე მეტი არ იქნება.

ავიამზიდი „შარლ დე გოლი“

08 აპრილი 2020, 12:57

COVID19

ავიამზიდ „შარლ დე გოლის“ ეკიპაჟის წევრებს COVID 19-ის სიმპტომები გამოუვლინდათ

სიმპტომები 40-მდე მეზღვაურს აღენიშნება, ისინი მედიკოსების მეთვალყურეობის ქვეშ იმყოფებიან. შექმნილი ვითარების გამო ავიამზიდი პორტში ბრუნდება. ინფორმაციას საფრანგეთის შინაგან საქმეთა სამინისტროში ადასტურებენ.

ქობულეთის სამედიცინო ცენტრი

08 აპრილი 2020, 12:56

COVID19

ქობულეთის სამედიცინო ცენტრში სადეზინფექციო სამუშაოები ტარდება

ქობულეთის სამედიცინო ცენტრი დროებით დაიკეტა. შენობაში სადეზინფექციო სამუშობი მიმდინარეობს, რის გამოც მედპერსონალი ეზოში გაიყვანეს. ადგილზე ეპიდემიოლოგები და აჭარის ჯანდაცვის სამინისტროს წარმომადგენლები იმყოფებიან. ამ კლინიკაში სხვადასხვა ჩივილით კორონავირუსით ინფიცირებული 60 წლის პაცინეტის ახლობლები იმყოფებოდნენ.

დიმიტრი ხუნდაძე

08 აპრილი 2020, 12:55

COVID19

დიმიტრი ხუნდაძე: რეგიონებში კლინიკების უმრავლესობა კორონავირუსის პრევენციისთვის მზადაა

საქართველოს პარლამენტის ჯანდაცვის კომიტეტის თავმჯდომარე დიმიტრი ხუნდაძე კორონავირუსის პრევენციისთვის ჰოსპიტალური სექტორის მდგომარეობას აფასებს.

08 აპრილი 2020, 12:44

ეკონომიკა

საქართველოს ბიზნესასოციაცია: ფინანსთა მინისტრის გადაწყვეტილება აღურიცხავი საწვავის იმპორტის შესაძლებლობას შეამცირებს

საქართველოს ბიზნესასოციაცია საქართველოს ფინანსთა მინისტრის ამა წლის 6 აპრილის #92 ბრძანებით განსაზღვრულ ცვლილებებს დადებითად აფასებს. „ეს ცვლილებები მინიმუმამდე შეამცირებს საქართველოს ტერიტორიაზე ტრანზიტულად შემომავალი სატრანსპორტო საშუალებების მიერ აღურიცხავი საწვავის იმპორტის შესაძლებლობას”- აცხადებს საქართველოს ბიზნეს ასოციაციის პრეზიდენტი სოსო ფხაკაძე.

კორონავირუსი რუსეთი

08 აპრილი 2020, 12:44

COVID19

რუსეთში კორონავირუსით ინფიცირების 1 175 ახალი შემთხვევა გამოვლინდა

ბოლო 24 საათის განმავლობაში რუსეთში კორონავირუსით ინფიცირების 1 175 ახალი შემთხვევა დადასტურდა. ამის შესახებ რუსული მედია წერს. ჯამში, ქვეყნის 81 რეგიონში ინფიცირების 8 672 შემთხვევა გამოვლინდა, აქედან 63 ადამიანი გარდაიცვალა.

08 აპრილი 2020, 12:38

COVID19

გორის მუნიციპალიტეტის მერიისა და საკრებულოს წარმომადგენლებმა სისხლი გაიღეს

ჯანდაცვის სამინისტროს ინიციატივას მხარი „ქართული ოცნების“ ადგილობრივმა ორგანიზაციამ დაუჭირა და მუნიციპალიტეტის მერიისა და საკრებულოს პირველმა პირებმა და თანამშრომლებმა სისხლი გაიღეს.

ვირუსი

08 აპრილი 2020, 12:35

COVID19

ინფექციონისტი: ვირუსი ყველაზე დიდხანს შესაძლოა მეტალზე დარჩეს

„ყველაზე დიდხანს ვირუსი შესაძლოა მეტალზე დარჩეს, ამიტომ მეტალის სახელურები ყველაზე კარგად უნდა გაიწმინდოს. როდესაც პაციენტი სახლში ბრუნდება და ლიფტის ღილაკს ხელს აჭერს, შესაძლოა სწორედ ლიფტის ღილაკი ინფექციის წყარო გახდეს. როდესაც დახურულ სივრცეში შედის, მაგალითად ლიფტში, შესაძლოა ზუსტად ეს ლიფტის კამერა გახდეს ინფიცირების წყარო. არ გამოვრიცხავ რომ ნებისმიერი ნივთი შეიძლება დაინფიცირების წყარო გახდეს, ამიტომ ძალიან ხშირად დავასუფთავოთ საგნები, რომელსაც ჩვენ ვეხებით“, - აღნიშნა ინფექციონისტმა.

ვიჩენცო დე ლუკა

08 აპრილი 2020, 12:34

COVID19

ვინჩენცო დე ლუკა: ვინც კორონავირუსით ეკლესიებში დაინფიცირდება, მხოლოდ ლოცვით ვუმკურნალებთ

განცხადება ვინჩენცო დე ლუკამ იტალიის შინაგან საქმეთა ყოფილი მინისტრის, მატეო სალვინის ინიციატივის გაჟღერების შემდეგ გააკეთა. სალვინის ქვეყნის მასშტაბით COVID 19-ის გავრცელების პრევენციის მიზნით დახურული ეკლესიების გახსნა უნდა.

08 აპრილი 2020, 12:30

COVID19

საქართველოში კორონავირუსისგან 48 ადამიანი განიკურნა

საქართველოში კორონავირუსისგან 48 ადამიანი გამოჯანმრთელდა. ინფორმაცია ამის შესახებ მთავრობის მიერ შექმნილ ვებგვერდზე stopcov.ge გამოქვეყნდა. კარანტინის რეჟიმშია 4682 ადამიანი, სტაციონარში მეთვალყურეობის ქვეშ კი 375 მოქალაქე რჩება. საქართველოში კორონავირუსი 208 ადამიანს დაუდასტურდა, 3 მათგანი გარდაიცვალა.

08 აპრილი 2020, 12:26

სამართალი

არასრულწლოვნების მიმართ განხორციელებული გარყვნილი ქმედებისთვის ბრალდებულს 9 წლით თავისუფლების აღკვეთა მიესაჯა

არასრულწლოვნების მიმართ განხორციელებული გარყვნილი ქმედებისთვის ბრალდებულს 9 წლით თავისუფლების აღკვეთა მიესაჯა. თბილისის საქალაქო სასამართლომ გაიზიარა ბრალდების მხარის მიერ წარდგენილი მტკიცებულებები და ორი არასრულწლოვანის მიმართ ჩადენილი გარყვნილი ქმედებისთვის ბრალდებული დ.ძ. დამნაშავედ ცნო, - ინფორმაციას ამის შესახებ საქართველოს გენერალური პროკურატურა ავრცელებს.

ნილ ბრაუნინგი

08 აპრილი 2020, 12:23

COVID19

სასწორის მეორე მხარეს უდიდესი გამარჯვებაა - ინტერვიუ კორონავირუსის საწინააღმდეგო ვაქცინის ექსპერიმენტში მონაწილესთან

„მსოფლიოს დახმარება სჭირდება. ძალიან ბევრი ადამიანი იტანჯება, ავად ხდება და კვდება. ეს უნდა დასრულდეს. მე ჯანმრთელი ვარ. რისკები შევაფასე და საფრთხეს ვერ ვხედავ. სასწორის მეორე მხარეს უდიდესი გამარჯვებაა“, - ამის შესახებ „იმედის დილასთან“ ინტერვიუში 47 წლის ამერიკელმა მოხალისემ ნილ ბრაუნინგმა განაცხადა, რომელიც კორონავირუსის ვაქცინაზე იტესტება. ბრაუნინგის თქმით, მასთან ერთად კიდევ 44 ადამიანმა ექსპერიმენტში მონაწილეობის სურვილი იმიტომ გამოთქვა, რომ რაც შეიძლება მალე დასრულდეს ადამიანების ტანჯვა და ავადმყოფობა დედამიწაზე. მას პირველი ინექცია16 მარტს ჩაუტარეს.

08 აპრილი 2020, 12:10

COVID19

ლევან რატიანი: შესაძლოა ვიყოთ ინფექციის მატარებლები და არ ვიყოთ დაავადებული

თბილისის პირველი საუნივერსიტეტო კლინიკის ხელმძღვანელის ლევან რატიანის განცხადებით, საზოგადოებამ უნდა დაიცვას სოციალური დისტანცია, რადგან კორონავირუსით ინფიცირებულთა 80%-ს შესაძლოა კლინიკური ნიშნები არ ჰქონდეს.

მიხაილ ტიმონოვი

08 აპრილი 2020, 12:08

COVID19

კორონავირუსით ინფიცირებული დეპუტატი მოსკოვის დუმის რიგგარეშე სხდომას ესწრებოდა

ტიმონოვის განმარტავს, რომ ტესტი 31 მარტს ჩააბარა, თუმცა დადებითი შედეგი 7 აპრილს, განმეორებითი ტესტირებისას დადგინდა. ამასთან, მან ტესტი 3 აპრილსაც ჩააბარა, თუმცა მაშინ შედეგი უარყოფითი იყო. დეპუტატის თქმით, მას კორონავირუსი იანვარში ჰქონდა და შესაძლოა, ინფექცია მსუბუქი ფორმით შეუბრნუდა.