30 ივნისი 2020, 23:07 / სანდო წყარო

„უეფამ“ ევრო 2020-ის ფლეი-ოფის მონაწილე ქვეყნები გააფრთხილა, რომ თამაშები შეიძლება მაყურებლის გარეშე გაიმართოს

„უეფამ“ ევრო 2020-ის ფლეი-ოფის მონაწილე ქვეყნები გააფრთხილა, რომ თამაშები, დიდი ალბათობით მაყურებლის გარეშე გაიმართება, - ამის შესახებ ინფორმაციას Edinburgh Live ავრცელებს.

უეფას მთავარი ექიმი, ტიმ მაიერი რეკომენდაციას აძლევს ორგანიზაციას, რომ შემოდგომით გასამართავი ფლეი-ოფის მატჩები ცარიელი ტრიბუნების წინაშე გაიმართოს.

„ევრო 2020-ის“ ბოლო 4 საგზურისთვის 16 ნაკრები იბრძვის. მათ შორის არის საქართველოს ეროვნული ნაკრებიც. ვლადიმირ ვაისის გუნდი 8 ოქტომბერს ნახევარფინალში ბელარუსის ნაკრებს უმასპინძლებს. ფინალი კი 12 ნოემბერს საქართველოს ნაკრების გამარჯვების შემთხვევაში, ისიც თბილისში გაიმართება.
პროფესორი ტიმ მაიერი ამბობს, რომ ჩემპიონთა ლიგისა და ევროპალიგის დასრულება შეუძლებელი იქნებოდა, უეფას ფანების თუნდაც ლიმიტირებული რაოდენობა რომ დაეშვა სტადიონებზე.

მისი განცხადებით, იმის შანსი, რომ ოქტომბერ-ნოემბერში ევრო 2020-ის საკვალიფიკაციო ფლეი-ოფში უეფამ მაყურებელი დაუშვას ძალიან მცირეა.

„უეფა“ ასეთი ტურნირის გამართვისას სხვა სახის პრობლემებს აწყდება, ვიდრე ეროვნული ჩემპიონატების განახლებაა. რაც შეეხება ფინალური ტურნირების ერთ ქვეყანაში გამართვას, როგორც ეს ჩემპიონთა ლიგაზე და ევროპალიგაზე მოხდება, შედარებით იოლია ორგანიზება. მაგრამ როცა შემოდგომით 55 ქვეყანა დაიწყებს ერთა ლიგაზე თამაშს, იქ სხვა დონის სირთულეები ჩნდება როგორიცაა ქვეყნის კანონმდებლობა და ლაბორატორიული წვდომა“ - განაცხადა ტიმ მაიერმა.

ყველა სიახლე

ალესანდრო დელ პიერო

05 დეკემბერი 2020, 13:39

სპორტი

ალესანდრო დელ პიერომ, კრისტიან ვიერიმ და დანიელე დე როსიმ მწვრთნელობა დაიწყეს

იტალიური ფეხბურთის ვარსკვლავებმა ალესანდრო დელ პიერომ, კრისტიან ვიერიმ და დანიელე დე როსიმ მწვრთნელობა დაიწყეს. ამის შესახებ ინფორმაცია ცნობილმა იტალიელმა ჟურნალისტმა, ალესანდრო ალჩატომ გაავრცელა. სამივე მათგანმა საბუთები ეროვნული ნაკრების საწვრთნელ ბაზა „კოვერჩიანოზე“ შეიტანა, რომელიც მთელ მსოფლიოშია ცნობილი. თავის დროზე სწორედ აქ სწავლობდნენ და სამწვრთნელო ლიცენზია აიღეს მარჩელო ლიპიმ, ფაბიო კაპელომ და სხვა ცნობილმა სპეციალისტებმა.

კრიშტიანუ რონალდუ

05 დეკემბერი 2020, 13:33

სპორტი

კრიშტიანუ რონალდუ იტალიის ჩემპიონატის ნოემბრის თვის საუკეთესო ფეხბურთელად დასახელდა

კრიშტიანუ რონალდუ იტალიის ჩემპიონატის ნოემბრის თვის საუკეთესო ფეხბურთელად დასახელდა. 35 წლის პორტუგალიელმა ვარსკვლავმა გასულ თვეში ხუთი გოლი გაიტანა, რაც „იუვენტუსს“ „სპეციას“ (4:1) და „კალიარის“ (2:0) დამარცხებაში დაეხმარა, „ლაციოსთან“ (1:1) კი ქულა ააღებინა.

კორონავირუსი ესტონეთი

05 დეკემბერი 2020, 13:29

COVID19

ესტონეთში კორონავირუსით ინფიცირების რეკორდულად მაღალი მაჩვენებელი დაფიქსირდა

ბოლო 24 საათის განმავლობაში ესტონეთში COVID-19-ის 561 ახალი შემთხვევა გამოვლინდა, რაც რეკორდიულად მაღალი დღიური მაჩვენებელია. სულ კი ინფიცირების 13 939 შემთხვევაა დადასტურებული. ამის შესახებ ინფორმაციას ადგილობრივი მედია, ჯანდაცვის სამინისტროზე დაყრდნობით ავრცელებს.

05 დეკემბერი 2020, 12:59

COVID19

ახალი კორონავირუსული ინფექციით საჩხერის სამედიცინო ცენტრში ორი პაციენტი გარდაიცვალა

ახალი კორონავირუსული ინფექციით საჩხერის სამედიცინო ცენტრში ორი პაციენტი გარდაიცვალა. ორივე პაციენტი რეანიმაციულ განყოფილებაში იყო მოთავსებული და ორივე მათგანს თანმხლები ქრონიკული დაავადებები ჰქონდა. სამედიცინო ცენტრის ხელმძღვანელის განცხადებით, ამ დროისათვის კლინიკაში კოვიდდადებით 180 პაციენტს მკურნალობენ. ჯამში კი საავადმყოფო 700-მდე პაციენტს მოემსახურა.

სანდრო რაქვიაშვილი

05 დეკემბერი 2020, 12:51

პოლიტიკა

სანდრო რაქვიაშვილი: ვერ გავიგეთ, ზურაბ ჯაფარიძე მიდის და ახალ პარტიას აარსებს, თუ ჩვენ უნდა წავიღოთ რაღაც დოკუმენტები

„გირჩის“ წევრი სანდრო რაქვიაშვილი პარტიის ლიდერს, ზურაბ ჯაფარიძეს პარტიის რესურსების გაყოფასთან დაკავშირებით გაკეთებული განცხადების დაზუსტებას სთხოვს. რაქვიაშვილის განცხადებით, საჭიროა შეხვედრა და დალაპარაკება.

ირაკლი ლექვინაძე

05 დეკემბერი 2020, 12:48

საზოგადოება

დღეს კონკურენციის საერთაშორისო დღე აღინიშნება

5 დეკემბერს კონკურენციის საერთაშორისო დღე აღინიშნება. 1980 წლის 5 დეკემბერს გაერთიანებული ერების კონფერენციამ ბიზნესის შემზღუდავი პრაქტიკის კონტროლის მრავალმხრივად შეთანხმებული წესები და პრინციპები დაამტკიცა. საქართველოს კონკურენციის ეროვნული სააგენტოს ინფორმაციით, 2010 წელს 5 დეკემბერი კონკურენციის საერთაშორისო დღედ გამოცხადდა, რომელიც 30-ზე მეტ ქვეყანაში აღინიშნება და საქართველო 2017 წლიდან შეუერთდა.

05 დეკემბერი 2020, 12:32

საზოგადოება

დევნილთა სააგენტო დევნილი ოჯახების განსახლების მიზნით თბილისში კიდევ 300 ბინას შეისყიდის

დევნილთა, ეკომიგრანტთა და საარსებო წყაროებით უზრუნველყოფის სააგენტო მენაშენეების პროექტის ფარგლებში, თბილისში, დევნილი ოჯახებისთვის კიდევ 300 ბინას კონკურსის წესით შეისყიდის, - ამის შესახებ ინფორმაციას დევნილთა, ეკომიგრანტთა და საარსებო წყაროებით უზრუნველყოფის სააგენტო ავრცელებს. მათივე ინფორმაციით, საცხოვრებელი ფართების შესყიდვის წესის განმახორციელებელმა კომისიამ კონკურსში მონაწილე სამშენებლო კომპანიებისთვის სპეციალური კრიტერიუმები დაადგინა.

კორონავირუსი რუსეთი

05 დეკემბერი 2020, 12:29

COVID19

რუსეთში კორონავირუსით ინფიცირების რეკორდულად მაღალი მაჩვენებელი დაფიქსირდა

ბოლო 24 საათის განმავლობაში რუსეთში COVID-19-ის 28 782 ახალი შემთხვევა გამოვლინდა, რაც რეკორდიულად მაღალი დღიური მაჩვენებელია. სულ კი ინფიცირების 2 431 731 შემთხვევაა დადასტურებული. ამის შესახებ ინფორმაციას ადგილობრივი მედია, ჯანდაცვის სამინისტროზე დაყრდნობით ავრცელებს.

ზურაბ ჯავახაძე

05 დეკემბერი 2020, 12:28

COVID19

ქართული სპორტის მკვლევარი, ზურაბ ჯავახაძე კორონავირუსით გარდაიცვალა

ქუთაისში კორონავირუსს კიდევ ერთი ცნობილი ადამიანის სიცოცხლე ემსხვერპლა. 84 წლის ასაკში გარდაიცვალა საზოგადო მოღვაწე, ქართული სპორტის მკვლევარი, ქუთაისის საპატიო მოქალაქე ზურაბ ჯავახაძე. მას კორონავირუსი რამდენიმე დღის წინ დაუდგინდა და ქუთაისის ინფექციურ კლინიკაში მკურნალობდა. თანმდევი დაავადებების გამო, ექიმებმა მისი გადარჩენა ვერ შეძლეს.

05 დეკემბერი 2020, 12:13

COVID19

სამეგრელო-ზემო სვანეთის რეგიონში კორონავირუსით ორი ადამიანი გარდაიცვალა

სამეგრელო-ზემო სვანეთის რეგიონში, კორონავირუსით ორი ადამიანი გარდაიცვალა. აბაშაში მცხოვრები 66 წლის კაცი, ქუთაისის „ჰოსპიტალ სერვისში“ გარდაიცვალა. მას თანმხლები დაავადებები ჰქონდა. სენაკში მცხოვრები 84 წლის კაცი კი „სენა-მედში“ გარდაიცვალა. რეგიონის მაშტაბით, კორონა ვირუსის 434 ახალი შემთხვევა გამოვლინდა. საკარანტინო სივრცეში 128 პირი იმყოფება.

ზურაბ ჯაფარიძე

05 დეკემბერი 2020, 12:10

პოლიტიკა

ზურაბ ჯაფარიძე: იაგო/სანდრო/ვახომ მირჩიეს, „დავოკდე", შემდეგ დამემუქრნენ

„კიდევ ერთხელ გიხდით ბოდიშს შექმნილი სიტუაციის გამო. თუ ვინმეს პასუხისმგებლობაა ეს - ჩემია მაგრამ გარკვეული გადაწყვეტილებებია მისაღები, რომელთა დროში გაწელვაც „გირჩს“ მხოლოდ დააზიანებს. მესმის ყველა იმ ადამიანის, ვისაც ერთობის შენარჩუნება სურს, მაგრამ, სამწუხაროდ ეგ რესურსი ამოწურულია თუ რამის გაკეთება შესაძლებელი იყო ამ მხრივ, ყველაფერი გავაკეთე ბოლო წლებში. ამიტომ, ტყუილად ნუ დაიტოვებთ ფუჭ იმედებს“.

05 დეკემბერი 2020, 12:04

COVID19

BBC: რუსეთი ვაქცინაციის პროგრამას იწყებს

რუსეთი კოვიდვაქცინაციის პროგრამას იწყებს, პირველ რიგში მოსკოვში არსებული კლინიკები რისკის ქვეშ მყოფ ადამიანებს აცრიან, რისთვისაც რუსეთი ადგილობრივ ვაქცინას, Sputnik V-ს გამოიყენებს, - ამის შესახებ ინფორმაციას BBC ავრცელებს. „ვაქცინა 95%-ით ეფექტურია და არ იწვევს მნიშვნელოვან გვერდით მოვლენებს, მაგრამ ჯერ კიდევ ტესტირების სტადიაშია“, - აცხადებენ ვაქცინის შემქმნელები.

05 დეკემბერი 2020, 11:46

COVID19

სომხეთში კორონავირუსის 1,267 შემთხვევა გამოვლინდა

სომხეთში კორონავირუსი კიდევ 1,267 ადამიანს დაუდასტურდა, 32 ინფიცირებული გარდაიცვალა. ამის შესახებ ადგილობრივი მედია, ჯანდაცვის სამინისტროზე დაყრდნობით იტყობინება. სულ ქვეყანაში კორონავირუსის 140,959 შემთხვევა დადასტურდა, გარდაიცვალა 2,309 ადამიანი, გამოჯანმრთელდა - 116,066.

05 დეკემბერი 2020, 11:41

COVID19

მექსიკაში დღის განმავლობაში ინფიცირებულთა მატების მორიგი ანტირეკორდი დაფიქსირდა

მექსიკაში დღის განმავლობაში ინფიცირებულთა მატების მორიგი ანტირეკორდი დაფიქსირდა. გასული 24 საათის განმავლობაში კორონავირუსი 12 127 ადამიანს დაუდასტურდა. ინფორმაციას ამის შესახებ ქვეყნის ჯანდაცვის სამინისტრო ავრცელებს.

05 დეკემბერი 2020, 11:38

საზოგადოება

სარეაბილიტაციო სამუშაოს გამო, თბილისში, გორგასალის მოედნიდან 300 არაგველის ხიდამდე მოძრაობა ნაწილობრივ შეიზღუდება

თბილისის მერია კრწანისის რაიონში, გორგასლის მოედნის მიმდებარე ტერიტორიაზე ინფრასტრუქტურულ სამუშაოს ახორციელებს. პროექტის ფარგლებში, პეტრე ბაგრატიონის ძეგლიდან გულიას ქუჩის მიმართულებით, 300 არაგველის ხიდამდე გზის რეაბილიტაცია ჩატარდება და ასფალტის საფარი დაიგება.

05 დეკემბერი 2020, 11:25

COVID19

უკრაინაში კორონავირუსის 800,000-ზე მეტი შემთხვევა დადასტურდა

ბოლო 24 საათის განმავლობაში უკრაინაში კორონავირუსი კიდევ 13,825 ადამიანს დაუდასტურდა, 226 ინფიცირებული კი გარდაიცვალა. ინფორმაციას ქვეყნის ჯანდაცვის სამინისტრო ავრცელებს. ჯამში ქვეყანაში კორონავირუსი 801,716 ადამიანს დაუდგინდა. COVID-19-ს სულ 13,421 პაციენტი ემსხვერპლა, 412,533 ინფიცირებული კი გამოჯანმრთელდა.

კორონავირუსი

05 დეკემბერი 2020, 11:25

COVID19

აჭარაში კორონავირუსის 453 ახალი შემთხვევა დაფიქსირდა, 430 პაციენტი კი გამოჯანმრთელდა

ბოლო 24 საათის განმავლობაში აჭარაში კორონავირუსის 453 ახალი შემთხვევა დაფიქსირდა, 430 პაციენტი კი გამოჯანმრთელდა.

დიეგო მარადონა

05 დეკემბერი 2020, 11:23

სპორტი

ნეაპოლის სტადიონს მარადონას სახელი ოფიციალურად დაერქვა

იტალიის ქალაქ ნეაპოლის სტადიონს, სადაც საფეხბურთო კლუბი „ნაპოლი“ საშინაო მატჩებს ატარებს, დიეგო მარადონას სახელი ოფიციალურად დაერქვა. სან პაოლოს სტადიონისთვის სახელის გადარქმევის ინიციატორი ნეაპოლის მერი ლუიჯი დე მაჯისტრისია. მის ინიციატივას ქალაქის საბჭომ მხარი ერთხმად დაუჭირა.

05 დეკემბერი 2020, 11:20

COVID19

საქართველოში 1 116 კოვიდინფიცირებულის მდგომარეობა მძიმეა

საქართველოში ამ ეტაპზე 1 116 მძიმე პაციენტია, მათ შორის ხელოვნური სუნთქვის აპარატზე იმყოფება 395 პირი, - ამის შესახებ უწყებათაშორის საკოორდინაციო საბჭოსთან არსებული საოპერაციო შტაბის უფროსის მოადგილემ, ბერდია სიჭინავამ, მთავრობის ადმინისტრაციაში გამართულ ბრიფინგზე განაცხადა. მან კორონავირუსთან დაკავშირებით არსებულ უახლეს სტატისტიკურ მონაცემებზე ისაუბრა.

05 დეკემბერი 2020, 11:20

საზოგადოება

შემოსავლების სამსახურის მონაცემთა ბაზაში მომხმარებელთა მიერ უკვე 6 084 განაცხადი დარეგისტრირდა

დღევანდელი მონაცემებით, ფინანსთა სამინისტროს შემოსავლების სამსახურის მონაცემთა ელექტრონულ ბაზაში მომხმარებელთა მიერ უკვე 6 084 განაცხადი დარეგისტრირდა. შემოსავლების სამსახურის ცნობით, სარეგისტრაციო განცხადება უნდა აიტვირთოს გადასახადის გადამხდელის, დამქირავებლისა და ობიექტის მფლობელის ავტორიზებული მომხმარებლის გვერდიდან.