imedi /  06 სექტემბერი 2020, 18:27 / სანდო წყარო

ლიონელ მესი „ბარსელონას“ 7 სექტემბერს შეუერთდება

ლიონელ მესი „ბარსელონას“ 7 სექტემბერს შეუერთდება, - ამის შესახებ ინფორმაციას Football Addict-ი ავრცელებს.

33 წლის არგენტინელი ფეხბურთელი თავდაპირველად კორონავირუსზე ტესტირებას გაივლის, რის შემდეგაც რონალდ კუმანის ხელმძღვანელობით ვარჯიშს შეუდგება.

გავრცელებული ინფორმაციით, მესი ყველა თანაგუნდელზე ნაწყენია, რადგან კლუბის ხელმძღვანელობასთან დაპირისპირების დროს მას მხარი ღიად არავინ დაუჭირა.

ორი დღის წინ „ბარსელონას“ კაპიტანმა განაცხადა, რომ გუნდში თავისი სურვილის საწინააღმდეგოდ რჩება და კლუბის პრეზიდენტის ხოსეპ მარია ბართომეუს მმართველობას კატასტროფა უწოდა.

ყველა სიახლე

თამარ გაბუნია

28 სექტემბერი 2020, 12:06

COVID19

საქართველოში უსიმპტომო კოვიდინფიცირებულებისთვის გამოჯანმრთელებულების სტატუსის მინიჭების სქემა იცვლება

„პირი, რომელსაც ტესტირების დღიდან გაუვიდა 12 დღე და მას სიმპტომი არ აღენიშნება, ჩაითვლება გამოჯანმრთელებულად და მას შეუძლია დაუბრუნდეს სოციალურ აქტივობას პოლიმერაზულ ჯაჭვური რეაქციის ტესტის განმეორებით ჩატარების გარეშე. რაც შეეხება სიმპტომურ პირებს, რომლებიც იმყოფებიან საავადმყოფოში, აქ მინიმალური ხანგრძლივობა გამოჯანმრთელებამდე არის 13 დღე“, - განაცხადა გაბუნიამ.

28 სექტემბერი 2020, 12:02

საზოგადოება

აჭარის გარდა, მთელი ქვეყნის ტერიტორიაზე საბავშვო ბაღები ფუნქციონირებას 12 ოქტომბერს განაახლებენ

საქართველოს განათლების, მეცნიერების, კულტურისა და სპორტის მინისტრმა, მიხეილ ჩხენკელმა საკოორდინაციო საბჭოს სხდომის შედეგ მთავრობის ადმინისტრაციაში გამართულ ბრიფინგზე განაცხადა, რომ გარდა აჭარისა, საქართველოს მთელ ტერიტორიაზე საბავშვო ბაღები ფუნქციონირებას 12 ოქტომბერს განაახლებენ.

დონალდ ტრამპი

28 სექტემბერი 2020, 12:02

მსოფლიო

დონალდ ტრამპი: არა მგონია, რომ ხელისუფლების გადაცემა მოხდეს, რადგან ჩვენ გავიმარჯვებთ

აშშ-ის პრეზიდენტმა, დონალდ ტრამპმა განაცხადა, რომ საპრეზიდენტო არჩევნების შემდეგ ხელისუფლების მეგობრულ გადაცემას ექნება ადგილი.

თამარ გაბუნია

28 სექტემბერი 2020, 12:00

COVID19

თამარ გაბუნია: 27 სექტემბრის მონაცემებით, ქვეყანაში 775 საწოლია თავისუფალი

„დანარჩენი საწოლები დაკავებულია ნაწილი კოვიდპაციენტების მიერ და ნაწილი მათზე, ვინც შეფასების ეტაპზე იმყოფება, უფრო მეტი დატვირთვა არის აჭარაში“, - განაცხადა თამარ გაბუნიამ.

თამარ გაბუნია

28 სექტემბერი 2020, 12:00

COVID19

თამარ გაბუნია: დღეისთვის ბინაზე 800-მდე კოვიდდადასტურებული პაციენტი მკურნალობს

დღეისთვის ბინაზე მკურნალობას 800-მდე კოვიდდადასტურებული პაციენტი იტარებს, - ამის შესახებ ჯანდაცვის მინისტრის მოადგილემ თამარ გაბუნიამ ბრიფინგზე განაცხადა. მან კორონავირუსის შემთხვევების მართვასთან დაკავშირებით ასევე აღნიშნა, რომ აჭარაში ბინაზე 600 პაციენტი მკურნალობს, დანარჩენი თბილისსა და იმერეთში.

28 სექტემბერი 2020, 11:57

საზოგადოება

აჭარის გარდა, საქართველოს ყველა უნივერსიტეტსა და პროფესიულ სასწავლებელში 19 ოქტომბრიდან სწავლა აუდიტორიებში განახლდება

19 ოქტომბერს, აჭარის გარდა, ყველა რეგიონში, სტუდენტები აუდიტორიებში დაბრუნდებიან. შესაბამისად, უნივერსიტეტები და პროფესიული სასწავლებლები უკვე არადისტანციურად, აუდიტოებში ანაახლებენ ფუნქციონირებას, - ამის შესახებ განათლების მინისტრმა, მიხეილ ჩხენკელმა განაცხადა.

28 სექტემბერი 2020, 11:57

საზოგადოება

პირველიდან მეექვსე კლასის ჩათვლით, მოსწავლეები 1-ლი ოქტომბრიდან სწავლას სკოლებში გააგრძელებენ

პირველიდან მეექვსე კლასის ჩათვლით მოსწავლეები 1-ლი ოქტომბრიდან სწავლას სკოლებში გააგრძელებენ, თუმცა ეს არ ეხება აჭარას,- ამის შესახებ განათლების მინისტრმა საკოორდინაციო საბჭოს დასრულების შემდეგ გამართულ ბრიფინგზე განაცხადა. მიხეილ ჩხენკელის თქმით, თუ მოსწავლეების მშობლები გადაწყვეტენ, რომ მათ ურჩევნიათ ბავშვებმა სასწავლო პროცესი დისტანციურად გააგრძელონ, ეს სრულად უზრუნველყოფილი იქნება.

თამარ გაბუნია

28 სექტემბერი 2020, 11:56

COVID19

თამარ გაბუნია: სიმპტომების გამოვლენიდან 8 დღეში ადამიანი პრაქტიკულად გადამდები არ არის

„ამერიკის დაავადებათა კონტროლის ცენტრის და ჯანმრთელობის მსოფლიო ორგანიზაციის მიერ გაკეთდა განცხადება იმის შესახებ, რომ სიმპტომების გამოვლენიდან 8 დღეში ადამიანი პრაქტიკულად გადამდები არ არის და ტესტი შესაძლოა დადებითი იყოს, თუმცა ვირუსის უნარი დააინფიციროს სხვა ადამიანი მინიმალურია, ანუ პრაქტიკულად არ არსებობს. აქედან გამომდინარე, სქემა, რომელსაც ჩვენ დღეს განვიხილავთ და რაც იქნება ასახული ჯანდაცვის სამინისტროს გაიდლაინებში, შეეხება უსიმპტომო პირებისთვის გამოჯანმრთელებულის სტატუსის მინიჭებას“, - განაცხდა გაბუნიამ.

28 სექტემბერი 2020, 11:47

COVID19

ბოლო 24 საათში რუსეთში კორონავირუსით 8000-ზე მეტი ადამიანი დაინფიცირდა

გასული დღე-ღამის განმავლობაში რუსეთში კორონავირუსით ინფიცირების 8 135 ახალი შემთხვევა გამოვლინდა, ინფიცირებულთა საერთო რაოდენობამ კი 1 159 573-ს მიაღწია. ბოლო 24 საათში ქვეყანაში 61 პაციენტი გარდაიცვალა, მსხვერპლთა საერთო რაოდენობა კი 20 385-ს აღწევს. ამასთან, 909,357 პაციენტი გამოჯანმრთელდა.

28 სექტემბერი 2020, 11:39

COVID19

სამეგრელო-ზემო სვანეთის რეგიონში 14 არასრულწლოვანი რეპეტიტორისგან დაინფიცირდა

სამეგრელო-ზემო სვანეთის რეგიონში კორონავირუსის 20 ახალი შემთვევევა გამოვლინდა, მათგან 14 არასრულწლოვანია. რეგიონის სახელმწიფო რწმუნებულის მოვალეობის შემსრულებლის, მალხაზ თორიას ინფორმაციით, რეგიონის მასშტაბით აღებულ იქნა 200 ტესტი, მათგან 20 ნიმუშის პასუხი დადებითია. ახალი შემთხვევებიდან 14 არასრულწლოვანია. მათი ინფიცირება მოხდა რეპეტიტორისგან. მასწავლებელი კი ოქროს ბირჟის კლასტერია.

ილჰამ ალიევი

28 სექტემბერი 2020, 11:37

მსოფლიო

აზერბაიჯანის პრეზიდენტმა ნაწილობრივი მობილიზაცია გამოაცხადა

პრეზიდენტის განკარგულებით თანახმად, მობილიზაციისა და გაწვევის სახელმწიფო სამსახურმა სამხედროების გაწვევა დამტკიცებული გეგმის მიხედვით უნდა უზრუნველყოს.

28 სექტემბერი 2020, 11:36

რეგიონი

შატილის მიმართულებით 18-კილომეტრიანი მონაკვეთის რეაბილიტაცია დასრულდა

ჟინვალი-ბარისახო-შატილის გზაზე 18 კმ-იანი მონაკვეთის (კმ31-კმ51) რეაბილიტაცია დასრულდა. რეაბილიტირებული გზა მდ. არაგვის სანაპიროს მიუყვება და მთავრდება სოფელ „კორშა“-ს შესასვლელემდე. ჟინვალი-ბარისახო-შატილის საავტომობილო გზა ერთადერთი გზაა, რომელიც ცენტრალურ რეგიონს აკავშირებს შატილთან და პირიქითა ხევსურეთთან, ამიტომ ამ გზის კეთილმოწყობა განსაკუთრებით მნიშვნელოვანია.

28 სექტემბერი 2020, 11:33

COVID19

„დიდი ოცეულის“ სამიტი ვირტუალურ რეჟიმში გაიმართება

საუდის არაბეთის მეფის, სალმან ბენ აბდელ აზიზ ალ საუდის თავმჯდომარეობით „დიდი ოცეულის“ (G20) სამიტი 21-22 ნოემბერს ვირტუალურ რეჟიმში გაიმართება. ამის შესახებ „დიდი ოცეულის“ ქვეყნების ერთობლივ განცხადებაშია ნათქვამი.

28 სექტემბერი 2020, 11:27

თემა

რამდენ ხანს რჩება ადამიანის ორგანიზმში ანტისხეულები? შეიძლება თუ არა Covid-19-ით ხელმეორედ დაინფიცირება?

როდესაც წლის დასაწყისში გაირკვა, რომ ჩინეთში წარმოქმნილი დაავადების გამომწვევი მიზეზი ახალი კორონავირუსი იყო, ქვეყანაში მზარდი ეპიდემიის შესახებ მეცნიერთა შეშფოთება ლამის სასოწარკვეთილებამ ჩაანაცვლა. როგორც წესი, ამ ვირუსის ოჯახის წარმომადგენლები პაციენტებში ძლიერ იმუნიტეტს არ ტოვებენ: გამოჯანმრთელებიდან უკვე ექვსი თვის ან ერთი წლის შემდეგ იმავე ინფექციის დაბრუნება მარტივად შეიძლება. თუმცა რაც უფრო მეტს ვიგებთ ახალი კორონავირუსის შესახებ, მით უფრო ვრწმუნდებით, რომ Sars-Cov-2 თავისი წინამორბედებისგან ძალიან განსხვავდება. ეს იმას ნიშნავს, რომ არსებობს იმედი, გამოჯანმრთელებულ პაციენტებში იმუნური დაცვა გაცილებით გრძელვადიანი იყოს, შესაძლოა, სამუდამოც კი. თუმცა ეს ჯერჯერობით მხოლოდ ვარაუდია. ძირითადი კითხვები, რომლებზეც ეპიდემიასთან ბრძოლის სტრატეგიაა დამოკიდებული, უპასუხოდ რჩება. რა გაიგეს მეცნიერებმა Covid-19-ის იმუნიტეტის შესახებ პანდემიის დაწყებიდან ექვსი თვის განმავლობაში და ვირუსის მკვლევართა თუ ვაქცინების შემქმნელთა უმეტესობა რატომ არის ოპტიმისტურად განწყობილი? ამ და სხვა მნიშვნელოვან კითხვებს პასუხი BBC-მ გასცა.

28 სექტემბერი 2020, 11:25

საზოგადოება

თემურ მღებრიშვილი საქართველოში საფრანგეთის საელჩოს ახლად დანიშნულ შიდა უსაფრთხოების ატაშეს შეხვდა

შინაგან საქმეთა სამინისტროს საგანგებო სიტუაციების მართვის სამსახურის უფროსი, თემურ მღებრიშვილი და მისი პირველი მოადგილე, ლევან ღირსიაშვილი საქართველოში საფრანგეთის რესპუბლიკის საელჩოს შიდა უსაფრთხოების ახლადდანიშნულ ატაშეს, ერვე ჟამეს და მიგრაციის საკითხებში მეკავშირე ოფიცერს, ამინ ტარტაგის შეხვდნენ.

28 სექტემბერი 2020, 11:24

სამართალი

შს სამინისტრომ თბილისში მომხდარი ჯანმრთელობის დაზიანებისა და ძალადობის ფაქტი გახსნა და 2 პირი დააკავა

შინაგან საქმეთა სამინისტრომ თბილისში მომხდარი ჯანმრთელობის დაზიანებისა და ძალადობის ფაქტი გახსნა. დაკავებულია 2 პირი, - ამის შესახებ ინფორმაციას შს სამინისტრო ავრცელებს. უწყების ინფორმაციით, შინაგან საქმეთა სამინისტროს თბილისის პოლიციის დეპარტამენტის გლდანი-ნაძალადევის მთავარი სამმართველოს თანამშრომლებმა, ცხელ კვალზე ჩატარებული ოპერატიულ-საგამოძიებო მოქმედებების შედეგად, 1983 წელს დაბადებული შ.ლ. - ჯანმრთელობის განზრახ მსუბუქი დაზიანების ბრალდებით, ხოლო 1984 წელს დაბადებული ვ. შ. ძალადობის ბრალდებით, თბილისში დააკავეს.

ბათუმის რესპუბლიკური საავადმყოფო

28 სექტემბერი 2020, 11:21

COVID19

აჭარაში გარდაცვლილი კოვიდინფიცირებულები ბათუმის რესპუბლიკურ საავადმყოფოში მკურნალობდნენ

„პაციენტის მდგომარეობა კლინიკაში შეყვანისთანავე შეფასდა რთულად. პაციენტს გადატანილი ჰქონდა: ინსულტი, ვეგატატიური სტატუსი. კლინიკაში გატარდა ყველა შესაბამისი ღონისძიება, თუმცა თანმდევი დაავადებების სირთულიდან გამომდინარე, სამწუხაროდ, პაციენტის გადარჩენა ვერ მოხერხდა. პაციენტი გარდაიცვალა 28 სექტემბერს 08:25 საათზე“, - აღნიშნულია განცხადებაში.

ნონა ეფაძე

28 სექტემბერი 2020, 11:20

COVID19

ნონა ეფაძე: აჭარაში ინფექციის ახალი კერები არ გვაქვს, ახალი შემთხვევები გამოვლენილ ინფიცირებულთა კონტაქტებია

გასული დღე-ღამის განმავლობაში, აჭარაში კოვიდინფიცირების 175 ახალი შემთხვევა დარეგისტრირდა. დღეისთვის, რეგიონის კლინიკებში მკურნალობას გადის 492 პაციენტი, მათგან 40 ბავშვია და 14 ორსული, - ამის შესახებ აჭარის საზოგადოებრივი ჯანდაცვის ცენტრის დირექტორის მოადგილემ, ნონა ეფაძემ განაცხადა.

28 სექტემბერი 2020, 11:14

COVID19

ქვეყნის მასშტაბით 25 კრიტიკულად მძიმე პაციენტია

მისივე თქმით, თბილისის ინფექციურში 29 კოვიდინფიცირებული მკურნალობს, აქედან 2 მძიმე და ერთი კრიტიკული პაციენტია.

28 სექტემბერი 2020, 11:10

COVID19

ქუთაისის ინფექციურ კლინიკას კორონავირუსით ინფიცირებული 7 პაციენტი დაემატა

ქუთაისის ინფექციურ კლინიკას კორონავირუსით ინფიცირებული 7 პაციენტი დაემატა, ხოლო 4 გამოჯანმრთელდა. კლინიკის სამედიცინო დირექტორის, ნოდარ მაღლაფერიძის განცხადებით, ამ ეტაპზე კლინიკაში 48 კოვიდდადებითი მკურნალობს, მათგან ორი პაციენტი კრიტიკულად მძიმეა.