ინგლისის პრემიერლიგის ისტორიაში შედეგიანობის რეკორდი დამყარდა
ინგლისის პრემიერლიგის ისტორიაში წლევანდელი სეზონის მეორე ტურში შედეგიანობის რეკორდი დამყარდა. 10 შეხვედრაში 44 ბურთი გავიდა, რაც აქამდე არასოდეს მომხდარა.
მეორე ტურის უკანასკნელ თამაშში „მანჩესტერ სიტიმ“ სტუმრად „ვულვზი“ 3:1 დაამარცხა. მეოცე წუთზე ანგარიში კევინ დე ბრუინმა თავისივე გამომუშავებული თერთმეტმეტრიანით გახსნა, ზუსტად 12 წუთში კი ფილ ფოდენმა სტუმრები ორბურთიანი უპირატესობით დააწინაურა. 78-ე წუთზე რაულ ხიმენესმა ერთი ბურთი გაქვითა, საბოლოო ანგარიში კი დე ბრუინის გადაცემით შეხვედრის უკანასკნელ წუთზე გაბრიელ ჟეზუსმა დააფიქსირა.
ყველა სიახლე
15 აპრილი 2026, 11:54
ეკონომიკა
მინერალური რესურსების ეროვნული სააგენტოს უფროსი აბელ აბესაძე თურქეთში სამთო-მოპოვებითი მრეწველობის საერთაშორისო გამოფენას დაესწრო
გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის სამინისტროს მინერალური რესურსების ეროვნული სააგენტოს უფროსი აბელ აბესაძე, სააგენტოს წარმომადგენლებთან ერთად, სტამბოლში გამართულ რიგით მე-12 საერთაშორისო სამთო-მოპოვებითი მრეწველობის გამოფენას დაესწრო.
15 აპრილი 2026, 11:52
მსოფლიო
ტრამპის განცხადებით, ირანთან ომი დასასრულთან „ძალიან ახლოს არის“
აშშ-ის პრეზიდენტის, დონალდ ტრამპის განცხადებით, ირანთან ომი დასასრულთან „ძალიან ახლოს არის“.
15 აპრილი 2026, 11:51
საზოგადოება
„მიკრო და მცირე ბიზნესის ხელშეწყობის“ საპილოტე პროგრამა სრულმასშტაბიან პროექტად ჩამოყალიბდება და მეწარმეთა დაფინანსების ლიმიტი გაიზრდება
დედაქალაქის მთავრობის გადაწყვეტილებით, „მიკრო და მცირე ბიზნესის ხელშეწყობის“ საპილოტე პროგრამა სრულმასშტაბიან პროექტად ჩამოყალიბდება და გაფართოვდება, - განაცხადა მუნიციპალიტეტის მთავრობის სხდომაზე დედაქალაქის მერმა კახა კალაძემ.
15 აპრილი 2026, 11:44
რეგიონი
საჩხერე (სარეკი)-უზუნთა-შქმერი-ზუდალის გზაზე მისაბმელიანი და ნახევრადმისაბმელიანი ავტოტრანსპორტის მოძრაობა აღდგა
საჩხერე(სარეკი)-უზუნთა-შქმერი-ზუდალის საავტომობილო გზაზე მისაბმელიანი და ნახევრადმისაბმელიანი ავტოტრანსპორტის მოძრაობა აღდგენილია.
15 აპრილი 2026, 11:40
საზოგადოება
სულხან-საბასა და პავლე ინგოროყვას ქუჩებზე მდებარე ისტორიულ შენობებს რეაბილიტაცია ჩაუტარდება
„თბილისის განვითარების ფონდი“ იწყებს ჩვენი ქალაქისთვის ერთ-ერთ მნიშვნელოვან პროექტს - სულხან-საბა ორბელიანისა და პავლე ინგოროყვას ქუჩებზე მდებარე ისტორიული შენობების რეაბილიტაციას. სამუშაოების მიზანი, რომელიც 17 აპრილიდან დაიწყება, დედაქალაქის ისტორიული ნაწილის ავთენტურობის შენარჩუნება და კულტურული მემკვიდრეობის ძეგლების სრული აღდგენაა. სატენდერო პროცედურები უკვე დასრულებულია და გამოვლენილია ოთხი გამარჯვებული კომპანია, რომლებიც სამუშაოებს სხვადასხვა მიმართულებით, დათქმულ ვადებში განახორციელებენ. პროექტი ორ ეტაპად განხორციელდება და მოიცავს როგორც მიწისქვეშა კომუნიკაციებისა და საგზაო ინფრასტრუქტურის მოწესრიგებას, ისე შენობა-ნაგებობების აღდგენა-რესტავრაციას”, - განაცხადა კახა კალაძემ.
15 აპრილი 2026, 11:36
მსოფლიო
მედია: ლოს-ანჯელესში დააკავეს შეიარაღებული ადამიანი, რომელიც ტრამპის გოლფ კლუბთან სეირნობდა
ამერიკელმა სამართალდამცველებმა ქალაქ ლოს-ანჯელესში დააკავეს შეიარაღებული მამაკაცი, რომელიც აშშ-ის პრეზიდენტის, დონალდ ტრამპის გოლფ კლუბთან სეირნობდა. ინფორმაციას New York Post-ი ავრცელებს.
15 აპრილი 2026, 11:34
ეკონომიკა
მაია ომიაძე: მსოფლიოში მიმდინარე მოვლენების მიუხედავად პირველი კვარტლის მონაცემები მაინც საკმაოდ პოზიტიურია
საქართველოს ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების სამინისტროს ტურიზმის ეროვნული ადმინისტრაციის ხელმძღვანელი მაია ომიაძე 2026 წლის იანვარი-მარტის სტატისტიკურ მონაცემებს აჯამებს, მაია ომიაძის თქმით, პირველი კვარტალი პოზიტიური მონაცემებით დასრულდა.
15 აპრილი 2026, 11:34
საზოგადოება
ნაძალადევის რაიონს კიდევ ერთი რეკრეაციული სივრცე შეემატება
„პროექტის მიხედვით, ტერიტორიაზე გამწვანების სამუშაოები შესრულდება. მოეწყობა ე.წ. სტრიტ ბოლის მოედანი, დამონტაჟდება საბავშვო-გასართობი ატრაქციონები, საფეხმავლო ბილიკები, მოსასვენებელი სივრცეები, ტრენაჟორები და ვიდეომონიტორინგის კამერები. დაირგვება სხვადასხვა სახეობის ხე-მცენარე“, - განაცხადა კახა კალაძემ.
15 აპრილი 2026, 11:30
პოლიტიკა
ირაკლი ქადაგიშვილი „ნაცმოძრაობაზე“: მათი დამოკიდებულება ეკლესიის მიმართ მთლიანად პოლიტიკურ საჭიროებებზეა დამყარებული და არანაირი ფასეულობითი, რეალური კავშირი არ ჩანს
„საქმემან შენმან უნდა გამოგაჩინოს - როგორც იტყვიან. მთელი რიგი საკანონმდებლო აქტები არსებობს, რომელიც სწორედ დაფუძნებული იყო იმ ღირებულებებზე, რომელსაც ეკლესია უჭერს მხარს. ამის შესახებ მათ [„ნაციონალურ მოძრაობას“] დადებითი პოზიცია არ დაუფიქსირებიათ. მაგალითად ასეთი იყო ოჯახური ფასეულობების შესახებ კანონი. მათი დამოკიდებულება ეკლესიის მიმართ მთლიანად პოლიტიკურ საჭიროებებზეა დამყარებული და არანაირი ფასეულობითი, რეალური კავშირი არ ჩანს“, - აღნიშნა ქადაგიშვილმა.
15 აპრილი 2026, 11:22
პოლიტიკა
ნათია თურნავა საერთაშორისო სავალუტო ფონდის ახლო აღმოსავლეთისა და ცენტრალური აზიის დეპარტამენტის დირექტორს ჯიჰად აზურს შეხვდა
ვაშინგტონში მიმდინარე საერთაშორისო სავალუტო ფონდისა და მსოფლიო ბანკის ყოველწლიური შეხვედრების ფარგლებში სებ-ის პრეზიდენტი ნათია თურნავა და ფინანსთა მინისტრი ლაშა ხუციშვილი, დელეგაციასთან ერთად, სსფ-ის ახლო აღმოსავლეთისა და ცენტრალური აზიის დეპარტამენტის დირექტორს ჯიჰად აზურს შეხვდნენ. ინფორმაციას ეროვნული ბანკის პრესსამსახური ავრცელებს.
15 აპრილი 2026, 11:21
რეგიონი
ხულოში „სოფლის მხარდაჭერის პროგრამის“ ფარგლებში მოსახლეობასთან შეხვედრები აქტიურად მიმდინარეობს
ხულოში „სოფლის მხარდაჭერის პროგრამის“ ფარგლებში მოსახლეობასთან შეხვედრები აქტიურად მიმდინარეობს. აღნიშნული შეხვედრები მიზნად ისახავს ადგილობრივი მოსახლეობის უშუალო ჩართულობას გადაწყვეტილების მიღების პროცესში, რაც გულისხმობს სოფლებისთვის პრიორიტეტული პროექტების ერთობლივად შერჩევასა და დაგეგმვას.
15 აპრილი 2026, 11:20
პოლიტიკა
ნიკოლოზ სამხარაძე საპარლამენტთაშორისო კავშირის 152-ე ასამბლეაზე: წარმატებული რეფორმების შესახებ სრულიად ასამბლეას მოახსენებს ბატონი პარლამენტის თავმჯდომარე
წარმატებული რეფორმების შესახებ სრულიად ასამბლეას მოახსენებს ბატონი პარლამენტის თავმჯდომარე, - განუცხადა სტამბოლში ჟურნალისტებს პარლამენტის საგარეო ურთიერთობათა კომიტეტის თავმჯდომარემ, ნიკოლოზ სამხარაძემ.
15 აპრილი 2026, 11:19
პოლიტიკა
გურამ მაჭარაშვილი: გახარიას გუნდის წარმომადგენლები ამბობენ, რომ მათთვის წითელი ხაზი არის „ნაცმოძრაობა“, მაგრამ საქმიდან გამომდინარე, ხანდახან ერთი ერთში იმეორებენ იმ ნარატივს, რაც აქვს „ნაცმოძრაობას“ და მის პატრონებს უცხოეთში
„ფრაქცია რომ ინტერპელაციის წესით იბარებს მინისტრს, ეს არის ჩვეულებრივი, ნორმალური მოვლენა. გახარიას გუნდის წარმომადგენლები ამბობენ, რომ მათთვის წითელი ხაზი არის „ნაცმოძრაობა“, მაგრამ საქმიდან გამომდინარე, ხანდახან ერთი ერთში იმეორებენ იმ ნარატივს, რაც აქვს „ნაცმოძრაობას“ და მის პატრონებს უცხოეთში. თავდაპირველი კითხვა, რომ საქართველომ ცალმხრივად შეწყვიტა ურთიერთობა ევროკავშირთან, ეს არის თავიდან ბოლომდე „დიფ სთეითის“ და მათი აქაური წარმომადგენლების ნარატივი. ყველამ კარგად იცის, რომ რამდენიმე თვით ადრე თავად ჰერჩინსკიმ გამოაცხადა, რომ ევროკავშირი წყვეტს ურთიერთობას საქართველოსთან, თუმცა არანაირი საფუძველი არ დაუსახელებია. რამდენიმე კვირაში თქვა რეზოლუციებით“, - აცხადებს მაჭარაშვილი.
15 აპრილი 2026, 11:16
პოლიტიკა
მარიამ ლაშხი: გიორგი გახარიას პარტიის წევრები არ ეცნობიან ჩვენი სამინისტროს საგარეო პოლიტიკას, არ ეცნობიან იმ უმაღლესი რანგის ვიზიტებს რომელსაც ქალბატონი მაკა ბოჭორიშვილი ახორციელებს
„იმ გეოპოლიტიკური გამოწვევების ფონზე, რა ეკონომიკური და ევროგაფართოების უსაფრთხოების დღის წესრიგიც დგას გლობალურად, თვითონ ინტერპელაციის კითხვები აჩვენებ იმას, რომ გახარიები ჩარჩენილები არიან 2022-20023 წლების საგარეო პოლიტიკის ნაწილში. ეს არის ტრაფარეტული კითხვები ყოველგვარ ანალიზს დაცლილი“, - აღნიშნა მარიამ ლაშხმა.
15 აპრილი 2026, 11:15
პოლიტიკა
პაატა სალია აშშ-ში ვიზიტზე: გაეროს საჯარო ადმინისტრირების ექსპერტთა კომიტეტის ფარგლებში ვისაუბრებთ იმ რეფორმებზე, რომელიც განხორციელდა საქართველოში საჯარო ადმინისტრირების სფეროში. გვექნება ორმხრივი შეხვედრებიც
იუსტიციის მინისტრი შეერთებულ შტატებშია. პაატა სალია გაეროს საჯარო ადმინისტრირების ექსპერტთა კომიტეტის 25-ე სესიაზე სიტყვით გამოვა და საქართველოს მიერ საჯარო სერვისების სფეროში განხორციელებულ რეფორმებზე ილაპარაკებს.
15 აპრილი 2026, 11:13
მსოფლიო
Financial Times: ირანი ამერიკული ბაზების დასაბომბად ჩინურ თანამგზავრს იყენებდა
გამოცემა Financial Times-ის ინფორმაციით, ირანმა ჩინური სადაზვერვო თანამგზავრი ფარულად შეიძინა, რამაც ისლამურ რესპუბლიკას ახლო აღმოსავლეთში აშშ-ის სამხედრო ბაზებზე თავდასხმების ახალი შესაძლებლობები მისცა.
15 აპრილი 2026, 11:10
პოლიტიკა
ლევან მახაშვილი: საგარეო საქმეთა მინისტრი სრულფასოვანი გამოსვლით საზოგადოებას წარუდგენს ინფორმაციას ოკუპირებული რეგიონების, ზოგადად საქართველოს საგარეო პოლიტიკასთან დაკავშირებით
საგარეო საქმეთა მინისტრი სრულფასოვანი გამოსვლით საზოგადოებას წარუდგენს ინფორმაციას კითხვებთან დაკავშირებით. ეს არ იქნება მხოლოდ ევროინტეგრაციის თემატიკა, - განაცხადა საქართველოს პარლამენტის ევროპასთან ინტეგრაციის კომიტეტის თავმჯდომარემ, ლევან მახაშვილმა.
15 აპრილი 2026, 11:07
ეკონომიკა
ფინანსთა მინისტრი ლაშა ხუციშვილი: საერთაშორისო სავალუტო ფონდის მიერ აღინიშნა ის წარმატებული ეკონომიკური პოლიტიკა და მისი შედეგები, რომელსაც ქვეყანამ მიაღწია
საერთაშორისო სავალუტო ფონდის მიერ აღინიშნა ის წარმატებული ეკონომიკური პოლიტიკა და მისი შედეგები, რომელსაც ქვეყანამ მიაღწია ბოლო წლების განმავლობაში, - აღნიშნა ფინანსთა მინისტრმა, ლაშა ხუციშვილმა საერთაშორისო სავალუტო ფონდის (IMF) მმართველი დირექტორის მოადგილესთან, ბო ლისთან გამართული შეხვედრის შემდეგ.
15 აპრილი 2026, 11:06
რეგიონი
შიდა ქართლის რეგიონში მდებარე დევნილთა დასახლებებში სარეაბილიტაციო სამუშაოები მიმდინარეობს
იძულებით გადაადგილებული ოჯახების საცხოვრებელი პირობების გაუმჯობესების მიზნით, შიდა ქართლის რეგიონში მდებარე დევნილთა დასახლებებში სარეაბილიტაციო სამუშაოები მიმდინარეობს. ინფორმაციას ჯანდაცვის სამინისტრო ავრცელებს.
15 აპრილი 2026, 11:05
პოლიტიკა
გივი მიქანაძე ავსტრიის ახალგაზრდობის მინისტრის მოადგილეს შეხვდა
შეხვედრაზე მხარეებმა ორ ქვეყანას შორის განათლების, მეცნიერებისა და ახალგაზრდობის მიმართულებით არსებული სტრატეგიული პარტნიორობის გაღრმავების შესაძლებლობები და ერთობლივი ინიციატივების განხორციელების საკითხები განიხილეს.


