imedi /  07 ოქტომბერი 2020, 10:51 / სანდო წყარო

რაგბი ევროპის ჩემპიონატის ბოლო ტურის მატჩების გამართვის დრო და ადგილი ცნობილია

რაგბი ევროპის ჩემპიონატის ბოლო ტურის მატჩების გამართვის დრო და ადგილი ცნობილია.

საქართველოს ნაკრები ბოლო ტურის შეხვედრას რუსეთის ნაკრებთან პირველ ნოემბერს მიხეილ მესხის სახელობის „ლოკომოტივის“ სტადიონზე გამართავს, მატჩი 15:00 საათზე დაიწყება და მაყურებლის გარეშე ჩატარდება.

თამაშს „ბორჯღალოსნებისთვის“ სატურნირო მნიშვნელობა აღარ აქვს. მაისაშვილის ნაკრებს ჩემპიონის ტიტული უკვე გარანტირებული აქვს. თუმცა, ამ თამაშს დიდი მნიშვნელობა აქვს მეტოქე გუნდისთვის.

არის შანსი, რომ რუსეთის ნაკრების რაგბი ევროპის ჩემპიონატის ელიტიდან გავარდეს. იმ შემთხვევაში თუ რუსები საქართველოს ნაკრებთან ბონუსის გარეშე წააგებენ, ყველაფერი დამოკიდებული იქნება რუმინეთისა და ბელგიის დაპირისპირებაზე, რომელიც 19:45 საათზე დაიწყება.

საქართველოს და რუსეთის ეროვნული გუნდები აქამდე ერთმანეთს 23-ჯერ დაუპირისპირდნენ და რუსებმა მხოლოდ ერთხელ მოახერხეს გამარჯვება, 1993 წელს.

საქართველო-რუსეთის სარაგბო დაპირისპირება 14 მარტს უნდა შემდგარიყო, რუსეთის ნაკრები უკვე თბილისში იმყოფებოდა, მაგრამ რაგბი ევროპამ კორონავირუსის პანდემიის გამო შეხვედრა გადადო.

ყველა სიახლე

მამუკა მდინარაძე

01 ნოემბერი 2020, 04:09

პოლიტიკა

მამუკა მდინარაძემ ცესკო-ში მომხდარი ინციდენტი საბოტაჟად შეაფასა

ჩვენ ვნახეთ ძალიან მძიმე ფაქტი, როცა ადგილი ჰქონდა ცენტრალურ საარჩევნო კომისიაში საბოტაჟის ფაქტს, როდესაც ორჯერ შეაწყვეტინეს კომისიის თავმჯდომარეს ბრიფინგი, - ამის შესახებ „ქართული ოცნების“ ერთ-ერთმა ლიდერმა პარტიის ოფისში გამართულ ბრიფინგზე მამუკა მდინარაძემ განაცხადა.

თამარ ჟვანია

01 ნოემბერი 2020, 04:06

პოლიტიკა

თამარ ჟვანია ცესკოში მომხდარ ინცინდენტთან დაკავშირებით, საერთაშორისო სადამკვირვებლო ორგანიზაციებს მიმართავს

ცენტრალური საარჩევნო კომისიის თავმჯდომარე თამარ ჟვანია ცესკოში მომხდარ ინცინდენტთან დაკავშირებით, საერთაშორისო სადამკვირვებლო ორგანიზაციებს მიმართავს.

ირაკლი კობახიძე

01 ნოემბერი 2020, 04:04

პოლიტიკა

ირაკლი კობახიძე: არავის შეუძლია ოქმში რაიმეს შეცვლა ან მანიპულირება, ეს ძალიან კარგად იცის ოპოზიციამ

„ამ ყველაფერს ესწრება 12 კომისიის წვერი, საიდანაც 3 არის ოპოზიციის მიერ დანიშნული და ამ პროცესს ესწრებიან დამკვირვებლები და წარმომადგენლები, შესაბამისად იქ დგება ოქმი, რომელიც მიდის ცესკო-ში და იქ არავის არაფრის შეცვლა არ შეუძლია. შესაბამისად, რაც ოქმებში იქნება ასახული საბოლოო ჯამში ის იქნება ასახული ცესკოს ოფიციალურ ვებგვერდზეც, არავის შეუძლია იქ რაიმეს შეცვლა ან რაიმეს მანიპულირება და ეს ძალიან კარგად იცის ოპოზიციამ და ამის მიუხედავად მაინც მოაწყვეს მცირე საბოტაჟი ცენტრალურ საარჩევნო კომისიაში და ცესკოს თავმჯდომარეს ბრიფინგი შეაწყვეტინეს“, - განაცხადა ირაკლი კობახიძემ.

01 ნოემბერი 2020, 04:04

სამართალი

ცესკოსთან პოლიციაა მობილიზებული

ცენტრალურ საარჩევნო კომისიასთან პოლიციაა მობილიზებული. სამართალდამცველები ტერიტორიაზე მას შემდეგ გამოჩნდნენ, რაც ცესკოს თავმჯდომარემ, თამარ ჟვანიამ არჩევნების წინასწარი შედეგები გამოაქვეყნა.

ირაკლი კობახიძე

01 ნოემბერი 2020, 04:03

პოლიტიკა

ირაკლი კობახიძე: საბოტაჟის და დესტრუქციის საშუალებას არავის მივცემთ, ყველას მოვუწოდებ სიმშვიდისკენ

„საბოტაჟის და დესტრუქციის საშუალებას არავის მივცემთ. ყველას მოვუწოდებ სიმშვიდისკენ. დაელოდონ დილამდე არჩევნების შედეგებს, ნახონ სად იქნება პირველი ტური, სად იქნება მეორე ტური. დაელოდონ ამ ყველაფერს და მოემზადონ მეორე ტურისთვის, მოემზადონ ასევე მარცხის გაფორმებისთვის“, - განაცხადა კობახიძემ.

ირაკლი კობახიძე

01 ნოემბერი 2020, 03:54

პოლიტიკა

ირაკლი კობახიძე: მინიმუმ 12 ოლქში ჩატარდება მეორე ტური, ნახევარზე მეტ ოლქში კი „ქართული ოცნება“ იგებს

„ქართულმა ოცნებამ“ ყველა ქალაქი და ყველა რაიონი მოიგო“, - ამის შესახებ „ქართული ოცნების“ აღმასრულებელმა მდივანმა პარტიის ოფისში გამართულ ბრიფინგზე განაცხადა.

ცესკო ინციდენტი

01 ნოემბერი 2020, 03:43

პოლიტიკა

ცესკოში არჩევნების წინასწარი შედეგების გამოცხადებისას ინცინდენტი მოხდა

ბრიფინგზე „ნაციონალური მოძრაობის“ წარმომადგენელი, დავით კირთაძე შევიდა და თამარ ჟვანიას შედეგების წაკითხვის საშუალებას არ აძლევდა. ამის მიზეზად მან ის დაასახელა, რომ ცესკომ შედეგების გამოცხადება დააგვიანა, რაც იმაზე მიანიშნებს, რომ საარჩევნო კომისია შედეგების გაყალბებას ცდილობს.

01 ნოემბერი 2020, 03:34

პოლიტიკა

საპარლამენტო არჩევნების პირველადი წინასწარი შედეგები ცნობილია

საქართველოს საპარლამენტო არჩევნების პირველადი წინასწარი შედეგები ცნობილია. ცენტრალური საარჩევნო კომისიის ოფიციალურ ვებ-გვერდზე გამოქვეყნებული მონაცემების მიხედვით, ხმები შემდეგნაირად გადანაწილდა: „ქართული ოცნება - დემოკრატიული საქართველო“ - 54,72%, „ერთიანი ნაციონალური მოძრაობა - გაერთიანებული ოპოზიცია“ - 23,61%.

გურამ ნიკოლაშვილი

01 ნოემბერი 2020, 02:10

პოლიტიკა

გურამ ნიკოლაშვილი: ჩვენ დავინახეთ, რომ მოსახლეობის უმრავლესობისთვის ძალიან მნიშვნელოვანია ხელისუფლების სტაბილურობა

„ქართულმა ოცნებამ“ ნებისმიერი გამოკითხვით ყველაზე მეტი ხმა აიღო და ბევრად მეტი, ვიდრე მისმა მდევარებმა. ანუ 2 პარტიაც კი ვერ აგროვებს იმდენს, რამდენსაც „ქართული ოცნება“. მოსახლეობამ დღეს დაინახა მთავარი, რომ უმრავლესობა არის „ქართული ოცნებისკენ“ და ეს ლეგიტიმაცია დადგეს ეჭქვეშ, - ამის შესახებ იმედის ერთ-ერთმა წამყვანმა, გურამ ნიკოლაშვილმა „ქრონიკაში“ განაცხადა.

მამუკა მდინარაძე

01 ნოემბერი 2020, 01:44

პოლიტიკა

მამუკა მდინარაძე: „ქართული ოცნების“ მიერ აღებული მანდატების რაოდენობა ძალიან მნიშვნელოვნად გადასცდება მთავრობის დაკომპლექტებისათვის საჭირო ხმების რაოდენობას

„ხმების რაოდენობა პროპორციულ ნაწილშიც იმდენია, რომ „ქართული ოცნების“ მიერ აღებული მანდატების რაოდენობა ძალიან მნიშვნელოვნად გადაცდება მთავრობის დაკომპლექტებისათვის საჭირო ხმების რაოდენობას“, - ამის შესახებ „ქართული ოცნების“ ერთ-ერთმა ლიდერმა მამუკა მდინარაძემ „ქრონიკაში განაცხადა.

ვაკა გორგილაძე

01 ნოემბერი 2020, 01:43

პოლიტიკა

ვაკა გორგილაძე POS-ის ეგზიტპოლზე: განსაკუთრებულ სიურპრიზს მე ვერ ვხედავ, ვერც მოულოდნელობას

„განსაკუთრებულ სიურპრიზს მე ვერ ვხედავ, ვერც მოულოდნელობას, ვინაიდან დღევანდელ ეგზიტპოლებს რომ შევეხოთ, ბუნებრივია ჩვენი არხის მიერ გაშუქებულზე შევჯერდები ამჯერად, არანაირი მოულოდნელობა - ის, რასაც ვიღებდით კვლევებში. 50%-ს ოცნება გადასცდებოდა, ამას გვეუბნებოდა Strategies. იგივეს გვეუბნებოდა მეორე, ჩვენს მეზობლად არსებულ არხზე, ასევე ძალიან გავლენიანმა და ავტორიტეტულმა კომპანიამ - Survation-მა. იქაც ტენდენცია, ცდომილების ფარგლებშიც კი ემთხვევა ერთმანეთს, არის 50%0ზე მეტი“, - განაცხადა გორგილაძემ.

მამუკა მდინარაძე

01 ნოემბერი 2020, 01:30

პოლიტიკა

მამუკა მდინარაძე: მეათე მოწვევის პარლამენტში დესტრუქციის გარდა ოპოზიციისგან სხვას რას უნდა ველოდოთ?!

„ისინი (ოპოზიცია) მეათე მოწვევის პარლამენტში იგივე დესტრუქციას გააგრძელებენ, თუმცა აღარ ექნებათ ის ჟინი, რომელიც ჰქონდათ. გულწრფელად მაქვს სურვილი, ოპონირება გაგვიწიოს ისეთმა პოლიტიკოსებმა, რომელიც საგნობრივ დებატებში შემოვა და არა ისეთში, როგორსაც მთელი 4 წლის განმავლობაში ვხედავდით“.

მამუკა მდინარაძე

01 ნოემბერი 2020, 01:24

პოლიტიკა

მამუკა მდინარაძე: „ქართული ოცნება“ არჩევნებს დამაჯერებლად იგებს

ვერანაირი ალტერნატიული, დესტრუქციული, რევოლუციური სცენარი იმ რეალობას, რაც საბოლოოდ ოქმებში აისახება ვერ შეცვლის, - ეს განცხადება ტელეკომპანია „იმედის“ ეთერში „ქართული ოცნების“ წევრმა მამუკა მდინარაძემ გააკეთა.

ნიკოლო მეტრეველი

01 ნოემბერი 2020, 01:22

პოლიტიკა

ნიკოლოზ მეტრეველი: საქართველოს ისტორიაში ეს იყო ყველაზე ადვილად პროგნოზირებადი აჩევნები

მიუხედავად ამ პანდემიის პირობებისა, უამრავმა ადამიანმა დააფიქსირა თავისი არჩევანი დააფიქსირა და საზოგადოებრივი ვალი ღირსეულად მოიხადა, ეს ნამდვილად მისასალმებელი ფაქტია, - ამის შესახებ ანალიტიკოსმა, ნიკოლოზ მეტრეველმა „ქრონიკში“ განაცხადა.

მამუკა მდინარაძე

01 ნოემბერი 2020, 01:19

პოლიტიკა

მამუკა მდინარაძე: ძალიან დიდი პასუხისმგებლობაა, როდესაც მოქალაქეები შენი ქვეყნის, შენი სამშობლოს მართვას უკვე მესამედ განდობენ

„ძალიან დიდი პასუხისმგებლობაა, როდესაც მოქალაქეები განდობენ შენი ქვეყნის, შენი სამშობლოს მართას უკვე მესამედ. აქედან გამომდინარე, ვფიქრობ, რომ ეს უპირველეს რიგში არის უდიდესი პასუხისმგებლობა შენი სამშობლოს წინაშე. და ამ პასუხისმგებლობას გამართლება უნდა, უკვე ამაზე ვიწყებთ ჩვენ ფიქრს, იქიდან გამომდინარე, რომ ჩვენ ძალიან დიდი გამოწვევები გვაქვს წინ. პანდემიის წინაშე, ამ გამოწვევის წინაშე დგას მთელი მსოფლიო. ჩვენ ეკონომიკა უნდა დავაბრუნოთ ჯერ იმ ნიშნულზე, რომელზეც იყო პანდემიამდელ პერიოდში და შემდეგ განვავითაროთ კიდევ უფრო სწრაფი დინამიკით, ვიდრე აქამდე ვითარდებოდა“, - განაცხადა მდინარაძემ.

ბრიუსელი

01 ნოემბერი 2020, 01:03

პოლიტიკა

ბრიუსელში, საქართველოს საელჩოში გახსნილ საარჩევნო უბანზე შედეგები ცნობილია

ბრიუსელში, საქართველოს საელჩოში გახსნილ საარჩევნო უბანზე, რეგისტრირებული 1427 ამომრჩევლიდან, 300-მა მისცა ხმა. 107 ხმა „ნაციონალურმა მოძრაობამ“ მოაგროვა, 93 - „ქართულმა ოცნებამ“. „გირჩი“ - 23. „ევროპული საქართველო“ - 15.

01 ნოემბერი 2020, 00:51

COVID19

ბორის ჯონსონმა ინგლისში ახალი ლოკდაუნის ამოქმედების შესახებ გამოაცხადა

ლოკდაუნის დროს მხოლოდ ის მაღაზიები იმუშავებს, რომლებშიც პირველი საჭიროების ნივთები იყიდება, სხვა სავაჭრო ობიექტები და ფუნქციონირებას ონლაინ-სივრცეში განაგრძობენ, ისევე როგორც პაბები და რესტორნები.

გია აბაშიძე

01 ნოემბერი 2020, 00:45

პოლიტიკა

გია აბაშიძე: რადიკალურ ოპოზიციას ვითარების ესკალაციის ძალა და რესურსი არ აქვს

„ნაცმოძრაობის“ მხარდამჭერებმა დღეს პარლამენტთან ტროტუარიც კი ვერ გაავსეს და მიხეილ სააკაშვილი მონიტორიდან მარტო ლაპარაკობდა,- ამის შესახებ ტელეკომპანია „იმედის“ ეთერში ანალიტიკოსმა გია აბაშიძემ განაცხადა.

ლადო ბოჟაძე

01 ნოემბერი 2020, 00:36

პოლიტიკა

ლადო ბოჟაძე: ქვეყანამ დემოკრატიაზე ტესტი კიდევ ერთხელ წარმატებით ჩააბარა

მინდა საქართველოს მივულოცო კიდევ ერთი დემოკრატიული და სამართლიანი არჩევნების ჩატარება, - ასე ამის შესახებ ანალიტიკოსმა, ლადო ბოჟაძემ „იმედის“ ეთერში განაცხადა.

ნინო ლომჯარია

01 ნოემბერი 2020, 00:31

საზოგადოება

სახალხო დამცველი 31 ოქტომბერს მედიის წარმომადგენლებისათვის პროფესიული საქმიანობის ხელშეშლის ფაქტებს ეხმიანება

სახალხო დამცველი 31 ოქტომბერს მედიის წარმომადგენლებისათვის პროფესიული საქმიანობის ხელშეშლის ფაქტებს ეხმიანება. როგორც განცხადებაშია აღნიშნული, სახალხო დამცველის აპარატი 31 ოქტომბერს, მთელი დღის განმავლობაში საქართველოს კანონმდებლობით მინიჭებული უფლებამოსილების ფარგლებში აქტიურად ადევნებდა თვალს საპარლამენტო არჩევნების მიმდინარეობას.