imedi /  22 ნოემბერი 2020, 12:33 / სანდო წყარო

ილიას ზუროსმა მომავალი საკვალიფიკაციო მატჩებისთვის შემადგენლობა დაასახელა

ილიას ზუროსი

ილიას ზუროსი

საქართველოს კალათბურთელთა ეროვნული ნაკრების მთავარმა მწვრთნელმა, ილიას ზუროსმა მომავალი საკვალიფიკაციო მატჩებისთვის შემადგენლობა დაასახელა. შეგახსენებთ, რომ ჩვენი ეროვნული გუნდი ევრობასკეტ 2022-ის საკვალიფიკაციო ტურნირის მომდევნო 2 მატჩს ფინეთის ქალაქ ესპოოში გამართავს. ილიას ზუროსის გუნდი 28 ნოემბერს მასპინძელ ფინეთს, ხოლო 30 ნოემბერს შვეიცარიას დაუპირისპირდება.

კორონავირუსის პანდემიის გამო ფიბა-მ გათამაშების ფორმატი შეცვალა და მომავალ ევროსაკვალიფიკაციო ფანჯრის მატჩებს ეგრედწოდებული „ბაბლის“ პრინციპით ატარებს, რაც თითო ჯგუფის ყველა თამაშის ერთ ქვეყანაში, კონკრეტულად კი ერთ დარბაზში გამართვას გულისხმობს.

საქართველოს ეროვნულ ნაკრებში გამოძახებული 13 მოთამაშე (იხილეთ სტატიის ბოლოს) სრული შემადგენლობით ფინეთში, 24 ნოემბერს შეიკრიბება. მანამდე კი, 22 და 23 ნოემბერს ნაკრების სუპერლიგაში მოთამაშე კალათბურთელები თბილისის ოლიმპიურ სასახლეში, მთავარი მწვრთნელის ასისტენტების – მილოშ გლიგორიევიჩისა და ანატოლი ბოისას ხელმძღვანელობით ივარჯიშებენ. კორონავირუსის გამო ეროვნული გუნდის სამწვრთნელ პროცესში ვერ ჩაერთვებიან მთავარი მწვრთნელის ასისტენტი მანუჩარ მარკოიშვილი და ფიზმომზადების სპეციალისტი ირაკლი შიოშვილი. 5 ლეგიონერთან ერთად ნაკრებს ფინეთში შეუერთდებიან მთავარი მწვრთნელი ილიას ზუროსი და მისი ასისტენტი გეორგიოს ლიმნიატისი.

ფინეთის ქალაქ ესპოოში ევრობასკეტ 2022-ის საკვალიფიკაციო ტურნირის E ჯგუფის ოთხივე მონაწილე შეიკრიბება, რომლებიც საკარანტინე პირობებში იცხოვრებენ და სასტუმროს მხოლოდ სავარჯიშოდ, უსაფრთხოებისა და რეგულაციების მაქსიმალური დაცვით დატოვებენ.

საქართველოს ნაკრების შემადგენლობა გვარიანად გადახალისებულია, რაც ნაკრებში რამდენიმე მოთამაშის ჩამოუსვლელობითაა განპირობებული. ტრავმების გამო ნაკრებს 3 მოთამაშე ვერ დაეხმარება – რატი ანდრონიკაშვილი, რომელმაც ჯვარედინი მყესები გაიწყვიტა, გოგა ბითაძე და ბექა ბურჯანაძე, რომლებსაც მუხლი აწუხებთ. ესპანეთის ჩემპიონატის ბოლო ტურში ტრავმა გაურთულდა ბექა ბურჯანაძეს, რომელსაც მუხლი გასიებული აქვს და ფინეთში მისი გამგზავრება ბოლო მომენტში გამოირიცხა. ფინეთში ვერ ჩადიან ასევე ყატარსა და საუდის არაბეთში მოთამაშე ჩვენი ნაკრების გამოცდილი კალათბურთელები – გიორგი ცინცაძე, დუდა სანაძე და მიხეილ ბერიშვილი.

რაც შეეხება დუდა სანაძეს, რომელმაც ახლახან ყატარულ „ალ ხორთან” გააფორმა კონტრაქტი, ამჟამად კარანტინში იმყოფება.

დანაკლისის გათვალისწინებით, ილიას ზუროსს რამდენიმე ახალი მოთამაშის გამოძახება მოუხდა. ეროვნულ გუნდში პირველად მიიწვია გივი ბაქრაძე, რომელიც შექმნილი ვითარების გათვალისწინებით ძირითად გუნდშიც მოხვდა. ოფიციალური ტურნირის ძირითად შემადგენლობაში პირველად მოხვდნენ ახალგაზრდა მოთამაშეები – ალექსანდრე ფევაძე და ლუკა ბულაშვილი, ხოლო ლუკა ზაქრაძე ეროვნულ გუნდს 4-წლიანი პაუზის შემდეგ დაუბრუნდა.

საქართველოს ნაკრებს დაეხმარება მისი კაპიტანი თორნიკე შენგელია, რომელიც ფინეთში 27 ნოემბერს ჩავა და ორივე საკვალიფიკაციო შეხვედრას ითამაშებს. შენგელია გამონაკლისი კალათბურთელია იმ მხრივ, რომ ევროლიგის გუნდში თამაშობს და ეროვნულ ნაკრებს ევროსაკვალიფიკაციოში ეხმარება. ეს პრაქტიკა ევროპაში არ გვხვდება, რადგან ფიბა-ს სანაკრებო ფანჯარას ევროლიგის მატჩები ემთხვევა და კალათბურთელები თავიანთ ეროვნულ გუნდებში ვერ მიდიან. ნაკრებში რომ ითამაშებს, ეს თორნიკეს დამსახურებაა, რომელმაც მოსკოვის ცსკა-ს კონტრაქტში პირობად ჩაუდო, რომ საქართველოს ნაკრების თამაშებზე გამოუშვებდნენ.

ესპანეთის ჩემპიონატიდან საქართველოს ნაკრებს გიორგი შერმადინი და თად მაკფადენი გააძლიერებენ. ორივე მათგანი ევროპის მოწინავე საკალათბურთო ლიგის წამყვანი კალათბურთელები არიან. კიდევ 2 ლეგიონერი ნაკრებში საფრანგეთიდან ჩავა – მესამე დივიზიონის „კაენში” მოთამაშე გიორგი კორსანტია და „რუეილის” წევრი გიორგი ტურძილაძე.

ფინური „ბაბლის“ მონაწილე ოთხივე ნაკრები – სერბეთი, საქართველო, შვეიცარია და ფინეთი დედაქალაქ ჰელსინკის სასტუმრო Crown Plaza-ში, საკარანტინე პირობებით იქნებიან დაბანაკებულნი, ხოლო სავარჯიშოდ 20 კილომეტრის მოშორებით მდებარე ქალაქ ესპოოს „მეტრო არენაზე” ივლიან, სადაც 28 და 30 ნოემბერს მთლიანობაში 4 მატჩი გაიმართება. საქართველოს ნაკრები 28 ნოემბერს, თბილისის დროით 21:30 საათზე ფინეთს დაუპირისპირდება, ხოლო 30-ში, 18:00 საათზე შვეიცარიას შეხვდება. ორივე მატჩის პირდაპირ ტრანსლაციას საზოგადოებრივი მაუწყებლის პირველი არხი გადმოსცემს.

საქართველოს ნაკრები სუპერლიგის 8 მოთამაშით ფინეთის დედაქალაქში ჩარტერული რეისით, 24 ნოემბერს, 11:30 საათზე გაფრინდება.

ყველა სიახლე

29 აგვისტო 2026, 22:03

რეგიონი

აჭარის მთავრობის თავმჯდომარე ზურაბ პატარაძე ხულოს მუნიციპალიტეტში, ლოდიძირის მთაზე ადგილობრივ მოსახლეობასა და მემთეურებს შეხვდა

ზურაბ პატარაძე ლოდიძირის მთაზე ელექტროგადამცემი ხაზის მოწყობა-რეაბილიტაციის პროექტსაც გაეცნო. პროექტი 0,4 კვ ძაბვის, 7 830 მეტრი სიგრძის ახალი ელექტროგადამცემი ხაზის მოწყობას ითვალისწინებს. არსებული ამორტიზებული ინფრასტრუქტურა და ხის ბოძები თანამედროვე სტანდარტების შესაბამისი ახალი ლითონის საყრდენებით ჩანაცვლდება. სრულად განახლდება კაბელები და სადენები, მოეწყობა დამიწების თანამედროვე სისტემა და გატარდება ქსელის უსაფრთხო ფუნქციონირებისთვის საჭირო ყველა ღონისძიება.

29 აგვისტო 2026, 21:31

სპორტი

ქართველი კალათბურთელების გამარჯვება პლანეტის პირველობაზე მეორედ მოსახვედრად მიმავალ გზაზე. „ქრონიკის“ სიუჟეტი

დამაჯერებელი გამარჯვება საშინაო კედლებში და კიდევ ერთი წინ გადადგმული ნაბიჯი მსოფლიო ჩემპიონატისკენ - საქართველოს კალათბურთელთა ნაკრებმა უშუალო კონკურენტი მონტენეგრო დაამარცხა, რითაც „ი“ ჯგუფში მდგომარეობა გაიუმჯობესა.

ალექსეი გონჩარენკო

29 აგვისტო 2026, 21:01

მსოფლიო

ალექსეი გონჩარენკო: უკრაინის თავდაცვის ყოფილი მინისტრი, მიხაილო ფედოროვი უკრაინიდან გაიქცა, მიუხედავად იმისა, რომ პარლამენტის დროებითი საგამოძიებო კომისიის სხდომაზე იყო დაბარებული - ეს პარლამენტისა და უკრაინული საზოგადოების შეურაცხყოფაა

უკრაინის უმაღლესი რადის დეპუტატის ალექსეი გონჩარენკოს თქმით, უკრაინის თავდაცვის ყოფილმა მინისტრმა, მიხაილო ფედოროვმა უკრაინა დატოვა. დეპუტატის თქმით, ფედოროვი ქვეყნიდან გაიქცა მიუხედავად იმისა, რომ უკრაინის პარლამენტის დროებითი საგამოძიებო კომისიის სხდომაზე იყო დაბარებული.

29 აგვისტო 2026, 20:49

სამართალი

კიდევ ერთი აღკვეთილი ნარკოდანაშაული - სახელმწიფოს ბრძოლა დანაშაულთან. „ქრონიკის“ სიუჟეტი

პოლიციის მორიგი წარმატებული ოპერაცია ნარკოდანაშაულის აღსაკვეთად - თბილისი, დიდი დიღომი. ბრალდებულმა ნარკოტიკული ნივთიერება რეალიზაციის მიზნით, სხვადასხვა ადგილას დამალა.

29 აგვისტო 2026, 20:34

რეგიონი

წაღებული ხიდი, შეფერხებული გადაადგილება, ღვარცოფი და დაზარალებული მოსახლეობა - იმერეთსა და ქვემო სვანეთში სტიქიის შედეგად დაზიანებული ინფრასტრუქტურის აღდგენა მიმდინარეობს. „ქრონიკის“ სიუჟეტი

სტიქიის ეპიცენტრი ამჯერად ბაღდათი და ქვემო სვანეთი იყო. დაზარალებულთა დასახმარებლად კომისია მუშაობს, ინფრასტრუქტურის აღდგენა კი უკვე დაიწყო.

29 აგვისტო 2026, 20:20

პოლიტიკა

დაძაბულობის შენარჩუნება, როგორც ოპოზიციის ინტერესი, მმართველი გუნდი ოპონენტებს კონკრეტული სცენარით მოქმედებაში ამხელს. „ქრონიკის“ სიუჟეტი

ვინც ცნო სახელმწიფო, სახელმწიფომაც გადადგა შესაბამისი ნაბიჯი - თუმცა, პრეზიდენტის მიერ აქციებზე დაკავებულების შეწყალება პოლიტიკურად მომგებიანი არ აღმოჩნდა ოპოზიციისთვის.

29 აგვისტო 2026, 18:30

რეგიონი

სოფელ საყდართან დროებით ხიდზე მოძრაობა, სავარაუდოდ, ხვალ აღდგება

საქართველოს ინფრასტრუქტურის სამინისტროს საავტომობილო გზების დეპარტამენტის ინფორმაციით, ლენტეხი–ლასდილის საავტომობილო გზაზე, სოფელ საყდართან, სარმის დროებითი ხიდის მოწყობა გრძელდება. ხიდის კონსტრუქცია უკვე დამონტაჟებულია და ამ ეტაპზე მიმდინარეობს ხიდთან მისასვლელი გზების მოწყობა.

ჯაბა ხუბუა

29 აგვისტო 2026, 18:19

პოლიტიკა

ჯაბა ხუბუა: როცა ნანუკა ჟორჟოლიანი აფხაზეთიდან თბილისში ჩამოსულ დაურ ბუავაზე წერს, „საქართველოში გადმოვიდა“-ო, ეს ჟორჟოლიანის მხოლოდ კოგნიტურ დისფუნქციურობაზე კი არ მეტყველებს, არამედ იმაზეც, რომ მის წარმოდგენაში აფხაზეთი სხვა ქვეყანაა, საიდანაც შეიძლება, ვიღაც „საქართველოში გადმოვიდეს”

„ნაცმოძრაობის“ პოლიტიკური, მორალური და ინტელექტუალური სიღატაკის ბარომეტრი - ნანუკა ჟორჟოლიანი წერს, რომ აფხაზი ბლოგერი დაურ ბუავა 2021 წელს „საქართველოში საცხოვრებლად გადმოვიდა". სინამდვილეში, აწ გარდაცვლილი დაურ ბუავა საქართველოში „არ გადმოსულა", რადგან იგი ყოველთვის საქართველოში - ოჩამჩირის რაიონის სოფელ ტყვარჩელში ცხოვრობდა და თბილისშიც იქიდან გადმოსახლდა.”- წერს ჟურნალისტი ჯაბა ხუბუა X-ზე.

29 აგვისტო 2026, 17:16

რეგიონი

ლენტეხის მუნიციპალიტეტის სოფელ საყდართან სარმის დროებით ხიდს ამონტაჟებენ

ლენტეხის მუნიციპალიტეტის სოფელ საყდართან სარმის დროებით ხიდს უკვე ამონტაჟებენ. მანამდე ამ გზაზე მაღალი გამავლობის ავტომობილებით გადაადგილება, შემოვლითი გზით არის შესაძლებელი. სარმის დროებითი ხიდი ახალი ხიდის მშენებლობის დასრულებამდე უზრუნველყოფს ავტოტრანსპორტის გადაადგილებას. ახლი ხიდის გასაკეთებლად კი სატენდერო პროცედურები უმოკლეს ვადებში დაიწყება.

ფრიდრიხ მერცი

29 აგვისტო 2026, 16:46

მსოფლიო

POLITICO: გერმანია პუტინთან მზარდი დაძაბულობის ფონზე, ლაიფციგზე თავდასხმაში რუსეთის დადანაშაულებას გეგმავს

გერმანიის კანცლერი ფრიდრიხ მერცი ლაიფციგში დრონით განხორციელებული თავდასხმის მცდელობაში რუსეთის დადანაშაულებისთვის და „მასშტაბური“ სანქციების გამოცხადებისთვის ემზადება. ეს ნაბიჯი ბერლინის მიერ მოსკოვის მიმართ პოზიციის კიდევ უფრო გამკაცრებას ნიშნავს, იუწყება POLITICO.

29 აგვისტო 2026, 16:31

რეგიონი

სურსათის ეროვნული სააგენტო ბათუმში ამერიკული თეთრი პეპლის საწინააღმდეგო ღონისძიებებს ახორციელებს

სურსათის ეროვნულმა სააგენტომ ბათუმში, ამერიკული თეთრი პეპლის საწინააღმდეგოდ ხე-მცენარეები სპეციალიზებული ტექნიკით დაამუშავა. წამლობა გორგილაძის, ზუბალაშვილის, ჯავახიშვილის, ფიროსმანის და ინასარიძის ქუჩებზე, ბიოლოგიური ინსექტიციდის (მოქმედი ნივთიერება Bacillus thuringiensis) გამოყენებით და უსაფრთხოების წესების სრული დაცვით ჩატარდა. ღონისძიებები აჭარის სოფლის მეურნეობისა და გარემოს დაცვის სამინისტროსთან და ბათუმის მერიასთან თანამშრომლობით განხორციელდა. სააგენტო მავნებლის საწინააღმდეგო სამუშაოებს მონიტორინგის შედეგების გათვალისწინებით გააგრძელებს.

პავლო პალისა

29 აგვისტო 2026, 16:01

მსოფლიო

ზელენსკის ოფისი: რუსეთის სამხედრო ხელმძღვანელობა ჩრდილოეთ უკრაინაში, მათ შორის კიევზე, ოპერაციისთვის ემზადება

რუსეთის სამხედრო ხელმძღვანელობას ჩრდილოეთ უკრაინაში, მათ შორის კიევსა და ჩერნიგოვზე, შესაძლო შეტევითი ოპერაციის რამდენიმე სცენარის მომზადება დაევალა, - განაცხადა უკრაინის პრეზიდენტის ოფისის ხელმძღვანელის მოადგილემ პავლო პალისამ 28 აგვისტოს ჟურნალისტებთან დახურულ შეხვედრაზე.

დავით ქართველიშვილი

29 აგვისტო 2026, 15:43

პოლიტიკა

დავით ქართველიშვილი: რუსეთის პოზიცია სამხრეთ კავკასიაში სტრატეგიულ კრახს ემსგავსება

პარტია „ხალხის ძალის“ წევრი დავით ქართველიშვილი რუსეთის მიერ სამხრეთ კავკასიაში გავლენის შემცირებასა და აფხაზეთისა და ცხინვალის რეგიონის საკითხზე მოსკოვის პოლიტიკას ეხმიანება.

29 აგვისტო 2026, 15:33

საზოგადოება

29-31 აგვისტოს საქართველოს უმეტეს ტერიტორიაზე კვლავ მოსალოდნელია დროგამოშვებით წვიმა, ცალკეულ რაიონებში ძლიერი ინტენსივობის

29-31 აგვისტოს საქართველოს უმეტეს ტერიტორიაზე კვლავ მოსალოდნელია დროგამოშვებით წვიმა, ცალკეულ რაიონებში ძლიერი ინტენსივობის. გარემოს ეროვნული სააგენტოს ინფორმაციით, შესაძლებელია ელჭექი, სეტყვა და ქარის გაძლიერება.

29 აგვისტო 2026, 15:13

საზოგადოება

გარემოს ეროვნული სააგენტო: ბაღდათის მუნიციპალიტეტში სააგენტოს სპეციალისტები ყველა საფრთხის შემცველ უბანს სწავლობენ, ასევე, განსაზღვრავენ მოსალოდნელ რისკებს და ადგილზე გასცემენ რეკომენდაციებს აუცილებელი, გადაუდებელი და პრევენციული ღონისძიებების განსახორციელებლად

სააგენტოს სპეციალისტები ყველა საფრთხის შემცველ უბანს სწავლობენ, ასევე, განსაზღვრავენ მოსალოდნელ რისკებს და ადგილზე გასცემენ რეკომენდაციებს აუცილებელი, გადაუდებელი და პრევენციული ღონისძიებების განსახორციელებლად, - აღნიშნულია გარემოს ეროვნული სააგენტოს მიერ გავრცელებულ ინფორმაციაში, რომელიც ბაღდათის მუნიციპალიტეტში სტიქიურ პროცესებს ეხება.

29 აგვისტო 2026, 14:52

მსოფლიო

უკრაინული მედია: კიევთან რუსეთის დრონით თავდასხმას საბრძოლო მასალის საწყობში აფეთქება მოჰყვა - დაიღუპა სულ მცირე 27 ადამიანი

უკრაინის კიევის ოლქზე რუსეთის თავდასხმის შედეგად, რომელმაც საბრძოლო მასალის საცავში აფეთქებები და მასშტაბური ხანძარი გამოიწვია, სულ მცირე 27 ადამიანი დაიღუპა, 42 კი დაშავდა, მათ შორის ოთხი ბავშვია. ინფორმაციას უკრაინული მედია ავრცელებს.

ვლადიმერ პუტინი

29 აგვისტო 2026, 14:40

მსოფლიო

BBC: პუტინი ნატოსთან პირდაპირი სამხედრო დაპირისპირების თავიდან აცილებას ცდილობს, იმის მიუხედავად, რომ უკრაინის მხარდაჭერის გამო მოკავშირეების მიმართ მოსკოვის რიტორიკა სულ უფრო მტრული ხდება

რუსეთის პრეზიდენტი ვლადიმერ პუტინი ნატოსთან პირდაპირი სამხედრო დაპირისპირების თავიდან აცილებას ცდილობს, იმის მიუხედავად, რომ უკრაინის მხარდაჭერის გამო მოკავშირეების მიმართ მოსკოვის რიტორიკა სულ უფრო მტრული ხდება. ინფორმაციას BBC საკუთარ წყაროებზე დაყრდნობით ავრცელებს.

ირაკლი ჭეიშვილი

29 აგვისტო 2026, 14:40

პოლიტიკა

ირაკლი ჭეიშვილი რადიკალებზე: პოლიტიკური ქულების დაწერა უნდათ და რაც შეიძლება მალე. უნდათ, დააკნინონ ჩვენი ხელისუფლება და შეასუსტონ. ეს არის მათი მამოძრავებელი

„ქართული ოცნების“ წევრი ირაკლი ჭეიშვილი რადიკალების მიერ დაურ ბუავას გარდაცვალების ფაქტზე გაკეთებულ განცხადებებს გამოეხმაურა. მისივე თქმით, რადიკალების მიზანია, მაქსიმალურად დააზიანონ როგორც ჩვენი ქვეყნის, ასევე - ხელისუფლების ნებისმიერ გადაწყვეტილება.

გიორგი სოსიაშვილი

29 აგვისტო 2026, 14:36

პოლიტიკა

გიორგი სოსიაშვილი ოპოზიციაზე: ნებისმიერ შემთხვევაში ისინი მზად არიან, გაწირონ ეს ახალგაზრდები ციხისთვის და უბედურებისთვის

ნებისმიერ შემთხვევაში ისინი მზად არიან გაწირონ ეს ახალგაზრდები ციხისთვის და უბედურებისთვის, - განაცხადა “ქართული ოცნების” წევრმა გიორგი სოსიაშვილმა ოპოზიციის აქტივისტის დავით ჩხეიძის განცხადებაზე საუბრისას, რომელიც მიიჩნევს, რომ აქციებზე დაკავებული ახალგაზრდები ციხეში უნდა ისხდნენ, რადგან ეს პოლიტიკურად მომგებიანია. ჩხეიძე უკმაყოფილოა, რომ ბრალდებულებმა დანაშაული აღიარეს და პრეზიდენტს შეწყალების თხოვნით მიმართეს.

ირაკლი ჭეიშვილი

29 აგვისტო 2026, 14:28

პოლიტიკა

ირაკლი ჭეიშვილი: ეს ადამიანები, ვინც დღეს აკრიტიკებენ ახალგაზრდების ციხიდან გამოსვლას, იყვნენ ამ ყველაფრის დამკვეთები

ეს ადამიანები, ვინც დღეს აკრიტიკებენ ახალგაზრდების ციხიდან გამოსვლას, იყვნენ ამ ყველაფრის დამკვეთები, ეს ჩანს პირდაპირ, - განაცხადა საპარლამენტო უმრავლესობის წევრმა ირაკლი ჭეიშვილმა ოპოზიციის აქტივისტი დავით ჩხეიძის განცხადებაზე, რომელიც მიიჩნევს, რომ აქციებზე დაკავებული ახალგაზრდები ციხეში უნდა ისხდნენ, რადგან ეს პოლიტიკურად მომგებიანია. ჩხეიძე უკმაყოფილოა, რომ ბრალდებულებმა დანაშაული აღიარეს და პრეზიდენტს შეწყალების თხოვნით მიმართეს.