IMEDI /  01 დეკემბერი 2020, 12:09 / სანდო წყარო

პირველად ისტორიაში, ჩემპიონთა ლიგის შეხვედრას ქალი არბიტრი უმსაჯებს

სტეფანი ფრაპარი

სტეფანი ფრაპარი

პირველად ისტორიაში ჩემპიონთა ლიგის შეხვედრას ქალი არბიტრი უმსაჯებს.

ეს პატივი წილად ფრანგ სტეფანი ფრაპარს ხვდა, რომელიც ტურინში „იუვენტუსისა“ და კიევის „დინამოს“ შორის გასამართ მატჩს მოემსახურება. მისი ასისტენტები ჰიშამ ზაკრანი, მეჰდი რაჰმუნი, კარიმ აბედი და ბენუა მიიო იქნებიან.

ფრაპარი საფეხბურთო საზოგადოების ყურადღების ცენტრში პირველად 2019 წელს მოექცა, როდესაც „ჩელსი“ - „ლივერპულის“ ევროპის სუპერთასის თამაში იმსაჯა. წლევანდელ სეზონში კი საფრანგეთის ლიგა 1-ის შეხვედრებს რეგულარულად ემსახურება.

ყველა სიახლე

ეკატერინე ტიკარაძე

26 იანვარი 2021, 13:17

COVID19

ეკატერინე ტიკარაძე: დინამიკა სტაბილურია, თუმცა არაა საკმარისი, რომ თამამ გახსნით ღონისძიებებზე ვისაუბროთ

ჯანდაცვის მინისტრის ეკატერინე ტიკარაძის ინფორმაციით, დღეს კორონავირუსის დიაგნოზით სტაციონარში 3069 ადამიანი მკურნალობს, თავისუფალი კი 3700-მდე ადგილია. ამის შესახებ მან უწყებათაშორისი საკოორდინაციო საბჭოს სხდომის დასრულების შემდეგ განაცხადა.

ამირან გამყრელიძე

26 იანვარი 2021, 13:14

COVID19

ამირან გამყრელიძე: დღევანდელი დადებითობის მაჩვენებელი 5,8%-ია

ქვეყანაში სტაბილიზაციის პროცესი და დინამიკა გრძელდება. დღევანდელი დადებითობის მაჩვენებელი 5,8%-ია. ბოლო 3-4 დღეა ეს მაჩვენებელი მერყეობს 4-სა და 6%-ს შორის. ბოლო 7 დღის 6%-ია. ჩვენ ყურადღებას ვაქცევთ, რამდენად მდგრადია დადებითობის დინამიკა, - ამის შესახებ საკოორდინაციო საბჭოს სხდომის დასრულების შემდეგ გამართულ ბრიფინგზე ამირან გამყრელიძემ განაცხადა.

გოჩა ლორთქიფანიძე

26 იანვარი 2021, 13:09

COVID19

გოჩა ლორთქიფანიძე: პენიტენციურ სისტემაში COVID-19-თან მიმართებით, სიტუაცია ექვემდებარება კონტროლს

9 ათასი მსჯავრდებულია მთლიანად სისტემაში, 6 654-ს ჩაუტარდა COVID-19-ზე ტესტირება. ჩვენ გვაქვს რწმენა და რესურსები რომ ამ პროცესს გავუმკლავდებით და მივხედავთ, - ამის შესახებ საკოორდინაციო სახდომის დასრულების შემდეგ იუსტიციის მინისტრმა გოჩა ლორთქიფანიძემ განაცხადა.

ეკატერინე ტიკარაძე

26 იანვარი 2021, 13:07

COVID19

ეკატერინე ტიკარაძის თქმით, ამ ეტაპზე აჭარაში დადებითობის მაჩვენებელი 4 პროცენტზე დაბალია

მისი თქმით, 4-პროცენტიანი დადებითობის მაჩვენებელი ეს არის ერთ-ერთი მთავარი ინდიკატორი, რომელსაც ჩვენ ყურადღებას ვაქცევთ და გვაძლევს იმის გარანტიას, რომ სტაბილურობა შენარჩუნებული იქნება.

გოჩა ლორთქიფანიძე

26 იანვარი 2021, 13:06

COVID19

გოჩა ლორთქიფანიძე: 10 პენიტენციურ დაწესებულებაში ჩატარებული 6 654 ტესტის შედეგად, კორონავირუსი 113 პატიმარს გამოუვლინდა

სიტუაცია სრულად ექვემდებარება კონტროლს. თვის ბოლომდე ინტენსიური ტესტირება ყველა პენიტენციურ დაწესებულებაში დასრულდება. უკვე ჩატარდა 10 პენიტენციურ დაწესებულებაში. სულ გაკეთდა 6 654 ტესტი და ჯამში გვაქვს 113 შემთხვევა, - ამის შესახებ იუსტიციის მინისტრმა, გოჩა ლორთქიფანიძემ საკოორდინაციო საბჭოს დასრულების შემდეგ ბრიფინგზე განაცხადა.

ვახტანგ გომელაური ფაიგ გულიევი

26 იანვარი 2021, 13:06

პოლიტიკა

შინაგან საქმეთა მინისტრი ვახტანგ გომელაური აზერბაიჯანის რესპუბლიკის ელჩს შეხვდა

შინაგან საქმეთა მინისტრმა, ვახტანგ გომელაურმა გაცნობითი ხასიათის შეხვედრა გამართა საქართველოში აზერბაიჯანის რესპუბლიკის საგანგებო და სრულუფლებიან ელჩთან, ფაიგ გულიევთან, - ამის შესახებ ინფორმაციას შინაგან საქმეთა სამინისტრო ავრცელებს. უწყების ინფორმაციით, ვახტანგ გომელაურმა ელჩთან შეხვედრაზე ყურადღება გაამახვილა საქართველოსა და აზერბაიჯანს შორის არსებულ მეგობრულ და სტრატეგიულ ურთიერთობაზე.

მამუკა მდინარაძე

26 იანვარი 2021, 12:59

COVID19

მამუკა მდინარაძე: თუ ყველა ერთად შევძლებთ და 90-95%-ს გავცდებით პირბადის ტარების მაჩვენებლით, შესაძლოა, შეზღუდვები საერთოდ არ დაგვჭირდეს

თუ ყველა ერთად შევძლებთ და 90-95%-ს გავცდებით პირბადის ტარების მაჩვენებლით, შესაძლოა, შეზღუდვები საერთოდ არ დაგვჭირდეს, - ამის შესახებ „ქართული ოცნების“ აღმასრულებელმა მდივანმა და ფრაქცია „ქართული ოცნების“ თავმჯდომარემ, მამუკა მდინარაძემ საკოორდინაციო საბჭოს სხდომის დასრულების შემდეგ გამართულ ბრიფინგზე განაცხადა. მისი თქმით, დღეს პირბადის ტარების მაჩვენებელი დაახლოებით 70%-ზეა ასული.

მიხეილ ჩხენკელი

26 იანვარი 2021, 12:56

საზოგადოება

მიხეილ ჩხენკელმა განმარტა, რა კრიტერიუმზეა დამოკიდებული სწავლის სკოლებში განახლება თბილისში, რუსთავსა და ქუთაისში

„ჩვენ აქ გვაქვს ძალიან მკაფიო კრიტერიუმი. კერძოდ, 7 დღის განმავლობაში ინფიცირების 4%-იანი მაჩვენებელი. ანუ, თუ 1-ელ მარტამდეც ეს 7-დღიანი მაჩვენებელი ჩამოვა 4%-ზე, რასაკვირველია განვიხილავთ რეგულაციების კიდევ უფრო შემსუბუქებას და კიდევ უფრო ადრე გახსნასაც. ჩვენ პირველ რიგში უნდა გავუფრთხილდეთ ჩვენი ბავშვების, ჩვენი შვილების ჯანმრთელობას“, - განაცხადა მიხეილ ჩხენკელმა.

მამუკა მდინარაძე

26 იანვარი 2021, 12:49

COVID19

მამუკა მდინარაძე: კარგად მესმის იმ მოქალაქეების, რომლებმაც შეზღუდვების შედეგად ეკონომიკური და სოციალური ზიანი მიიღეს, მაგრამ გაუთვლელი გადაწყვეტილებებით შეიძლება გაცილებით ცუდი შედეგი მივიღოთ

„თუ გადაწყვეტილებები ნაჩქარევი და გაუთვლელი იქნება, გარკვეულ მეცნიერულ გათვლებზე არდაფუძნებული, ამ შემთხვევაში ზუსტად 2-3 კვირაში მივიღებთ გაცილებით ცუდ შედეგს და ისევ მოგვიწევს ამ შეზღუდვების შეიძლება უფრო მკაცრი ფორმებით დაბრუნება“.

მამუკა მდინარაძე

26 იანვარი 2021, 12:47

COVID19

მამუკა მდინარაძე: ტრანსპორტის გახსნაზე დავიწყებთ ფიქრს, თუ ინფიცირების მაჩვენებელი ბოლო 7 დღის განმავლობაში 4%-ზე ნაკლები იქნება

მაგალითად, თუ უკანასკნელი 7 დღის განმავლობაში, თუ COVID-19-ზე დადებითობის მაჩვენებელი იქნება 4%-ზე ნაკლები, ეს კიდევ უფრო მეტ საშუალებას მოგვცემს, რომ შეზღუდვების მოხსნაზე უფრო თამამად ვილაპარაკოთ, - ამის შესახებ საკოორდინაციო საბჭოს სხდომის დასრულების შემდეგ, პარტია „ქართული ოცნების“ აღმასრულებელმა მდივანმა, მამუკა მდინარაძემ განაცხადა.

ჯო ბაიდენი

26 იანვარი 2021, 12:40

მსოფლიო

ჯო ბაიდენმა ეჭვი გამოთქვა, რომ იმპიჩმენტის მომხრეები დონალდ ტრამპის გასამართლებისთვის საჭირო ხმების მოპოვებას შეძლებენ

აშშ-ის პრეზიდენტმა, ჯო ბაიდენმა დონალდ ტრამპის იმპიჩმენტის პროცესს მხარი დაუჭირა, თუმცა ეჭვი გამოთქვა, რომ აღნიშნული პროცედურის მომხრეები ყოფილი პრეზიდენტის გასამართლებისთვის საჭირო ხმების მოპოვებას შეძლებენ.

26 იანვარი 2021, 12:35

COVID19

კვლევა: ბრიუსელში 10-დან 3 ოჯახის ექიმი კორონავირუსით დაინფიცირდა

ბრიუსელში 10-დან 3 ოჯახის ექიმი კორონავირუსით დაინფიცირდა. ბრიუსელის ექიმთა ფედერაციის კვლევაში 452-მა სპეციალისტმა მიიღო მონაწილეობა და გამოკითხვის თანახმად, კოვიდ-19 -ით ინფიცირებულმა ექიმებმა მინიმუმ 10 დღე მუშაობა ვერ შეძლეს და ასეთი ბელგიის დედაქალაქში მყოფი ოჯახის ექიმების 55% აღმოჩნდა.

26 იანვარი 2021, 12:31

სამართალი

ბათუმის საქალაქო სასამართლო ირაკლი ფანგანისთვის აღკვეთის ღონისძიების შეფარდებაზე მსჯელობს

ბათუმის საქალაქო სასამართლო ირაკლი ფანგანისთვის აღკვეთის ღონისძიების შეფარდებაზე მსჯელობს. ადვოკატი თვლის, რომ ფანგანის ქმედება გამოხატვის თავისუფლების ჩარჩოებში ჯდება და სასამართლომ შუამდგომლობა არ უდნა დააკმაყოფილოს. როგორც პროცესის დაწყებამდე ირაკლი ფანგანმა განაცხადა, თავს დამნაშავედ არ ცნობს და თუ საჭირო იქნება იგივე ქმედებას გაიმეორებს.

ნიკოლოზ სამხარაძე

26 იანვარი 2021, 12:28

პოლიტიკა

ნიკოლოზ სამხარაძე: ოპოზიციის ნაწილს არ სურს, რომ მოლაპარაკებები წარმატებით დასრულდეს

„ისინი ყველას მიმართ, ვინც ამ მოლაპარაკებებში კონსტრუქციულ პოზიციას იჭერენ, ხდებიან აგრესიულები, აშანტაჟებენ მათ, აბულინგებენ, ამუნათებენ, შეურაცხყოფას აყენებენ. ანუ მათი მთავარი მიზანია, რომ არ იქნას მიღწეული შეთანხმება მოლაპარაკებების დროს“, - განაცხადა ნიკოლოზ სამხარაძემ.

გიორგი გახარია

26 იანვარი 2021, 12:20

საზოგადოება

გიორგი გახარია: ჩვენი მებაჟეები შრომობენ 24 საათის განმავლობაში და ეს არის უკიდურესად დასაფასებელი, ჩვენ ამას ვხედავთ, ვაფასებთ და მადლობას ვუხდით მათ

დღეს მთელ მსოფლიოში აღნიშნავენ მებაჟის დღეს. მოგეხსენებათ, საქართველოს საბაჟო ეპიდემიის გავრცელების პირველივე დღიდან, ეს დაახლოებით ერთი წლის წინ იყო, აქტიურად იყო ჩართული, გარდა იმისა, რომ ისინი საქართველოს ეკონომიკურ საზღვრებს ღირსეულად იცავდნენ, ეხმარებოდნენ ჩვენს მოქალაქეებს და ჩვენი ქვეყნის სტუმრებს, ისევე როგორც ეკონომიკურ აქტორებს ეპიდემიის, პანდემიის პირობებშიც ნორმალურად გაეგრძელებინათ ფუნქციონირება და მე მინდა, მათ მადლობა გადავუხადო, - ამის შესახებ საქართველოს პრემიერ-მინისტრმა გიორგი გახარიამ უწყებათაშორისი საკოორდინაციო საბჭოს დღევანდელ სხდომაზე განაცხადა.

გიორგი გახარია

26 იანვარი 2021, 12:20

პოლიტიკა

გიორგი გახარია: ყველამ ერთად, თანმიმდევრულად, ყველაფერი უნდა გავაკეთოთ იმისთვის, რომ ზაფხულის ტურისტული სეზონი დავიცვათ და ავამუშაოთ

დღეს, ვიცე-პრემიერი, მაია ცქიტიშვილი ეკონომიკის სამინისტროსთან ერთად მიიღებს დავალებას, რომ უახლოეს პერიოდში, ის დარგები, რომლებიც კრიტიკულად მნიშვნელოვანია ჩვენთვის, პირველ რიგში, ეს არის ტურიზმი, მათთან დაიწყონ შეხვედრები და იმ გეგმის შეთანხმება, რომელიც ჩვენ გვაქვს, - ამის შესახებ პრემიერ-მინისტრმა გიორგი გახარიამ უწყებათაშორისი საკოორდინაციო საბჭოს სხდომაზე განაცხადა.

გიორგი გახარია

26 იანვარი 2021, 12:16

პოლიტიკა

გიორგი გახარია: თუ თბილისში დადებითობის მაჩვენებელი ჩამოსცდება 4%-ს უახლოეს ერთ კვირაში, მუნიციპალური ტრანსპორტის გახსნაზეც უნდა ვისაუბროთ

თუ თბილისში დადებითობის მაჩვენებელი ჩამოსცდება 4%-ს უახლოეს ერთ კვირაში, რა თქმა უნდა, მუნიციპალური ტრანსპორტის გახსნაზეც უნდა ვისაუბროთ უფრო სწრაფად და ეკონომიკის იმ დარგების გახსნაზეც, რომლის შესაძლებლობასაც ეპიდმდგომარეობა გვაძლევს, - ამის შესახებ საქართველოს პრემიერ-მინისტრმა გიორგი გახარიამ უწყებათაშორისი საკოორდინაციო საბჭოს დღევანდელ სხდომაზე განაცხადა.

გიორგი გახარია

26 იანვარი 2021, 12:15

COVID19

გიორგი გახარია: როგორც კი დადებითობის მაჩვენებელი ქვეყანაში, ქალაქში, ცალკეულ რეგიონში ჩამოცდება 4%-ს, შეგვეძლება გახსნის გეგმა დავაჩქაროთ

როგორც კი დადებითობის მაჩვენებელი ქვეყანაში, ქალაქში, ცალკეულ რეგიონში ჩამოცდება 4%-ს, რა თქმა უნდა, ჩვენ შეგვეძლება გახსნის ის გეგმა, რომელიც უკვე წარმოდგენილი გვაქვს დავაჩქაროთ, - ამის შესახებ საქართველოს პრემიერ-მინისტრმა გიორგი გახარიამ უწყებათაშორისი საკოორდინაციო საბჭოს დღევანდელ სხდომაზე განაცხადა.

გიორგი გახარია

26 იანვარი 2021, 12:09

ეკონომიკა

გიორგი გახარია: თუ დადებითობის მაჩვენებელი 4%-ზე მეტია, ყველანაირი საუბარი ნორმალურ ეკონომიკურ ფუნქციონირებაზე არის ჭორაობა

როგორც მთავრობის მეთაურმა აღნიშნა, როდესაც მიზნობრივი შეზღუდვები დაწესდა, ქვეყანაში დღეში იყო 5 000-ზე მეტი ინფიცირების შემთხვევა, ჯანდაცვის სისტემა მართავდა დაახლოებით 30 000 ინფიცირებულს და ასევე დღეში 7 000 ინფიცირებულს ჰოსპიტალურ სისტემაში.

26 იანვარი 2021, 12:09

COVID19

ნიდერლანდებში COVID-19-ზე 90 წელს გადაცილებულ მოქალაქეებს აცრიან

​ნიდერლანდებში დღეიდან COVID-19-ზე 90 წელს გადაცილებული მოქალაქეების ვაქცინაცია იწყება. ინფორმაციას ადგილობრივი მედიაკორპორაცია NOS-ი ავრცელებს. ნიდერლანდებში 90 წელს გადაცილებული 45 ათასი ადამიანი ცხოვრობს.