„ლაციოს“ ფინანსური განყოფილების დეპარტამენტმა კურიოზული შეცდომა დაუშვა
პედრო ნეტუ
ფოტო: shutterstock.com
„ლაციოს“ ფინანსური განყოფილების დეპარტამენტმა კურიოზული შეცდომა დაუშვა.
The Guardian-ის ინფორმაციით, 2018 წლის 1-ელ ივლისსა და 2019 წლის 17 მარტს რომაულმა კლუბმა პედრო ნეტუს სანაცვლოდ 11 მილიონი ევრო „ბრაგას“ ნაცვლად, „სპორტინგს“ ჩაურიცხა. ორივე კლუბის სახელწოდებას თან ერთვის სიტყვა სპორტინგი, რის გამოც „ლაციოს“ ფინანსისტებმა გადარიცხვის დროს მექანიკური შეცდომა დაუშვეს.
რამდენიმე წლის წინ მომხდარი ეს ამბავი ახლაღა გახმაურდა და როგორც „ბრაგას“, ასევე „სპორტინგის“ ხელმძღვანელები მზად არიან „ლაციოს“ უნებლიეთ დაშვებული შეცდომის გამოსწორებაში დაეხმარონ.
ყველა სიახლე
28 თებერვალი 2026, 22:03
მსოფლიო
მაკრონი: არავის უნდა ეგონოს, რომ ირანის ბირთვული პროგრამის, ბალისტიკური აქტივობისა და რეგიონული დესტაბილიზაციის საკითხები უბრალოდ დარტყმებით მოგვარდება
არავის უნდა ეგონოს, რომ ირანის ბირთვული პროგრამის, ბალისტიკური აქტივობისა და რეგიონული დესტაბილიზაციის საკითხები უბრალოდ დარტყმებით მოგვარდება, - განაცხადა საფრანგეთის პრეზიდენტმა, ემანუელ მაკრონმა.
28 თებერვალი 2026, 21:58
სამართალი
პროკურატურამ თბილისში მომხდარი მიხეილ ქავთარაძის მკვლელობის ფაქტზე, ჯგუფური ძალადობის ორგანიზების და მასში მონაწილეობის ბრალდებით არასრულწლოვანი დააკავა, ხოლო ამავე საქმეზე მსჯავრდებულს, ახალი ბრალი წარუდგინა
თბილისის პროკურატურის საგამოძიებო სამმართველოს თანამშრომლებმა არასრულწლოვანი გ. დ. სასამართლოს განჩინების საფუძველზე დააკავეს. მას ბრალდება საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 225-ე მუხლის მეორე ნაწილით (ჯგუფურ ძალადობაში მონაწილეობა, რასაც თან ახლავს ძალადობა) წარედგინა, რაც სასჯელის სახედ და ზომად 4-დან 6 წლამდე თავისუფლების აღკვეთას ითვალისწინებს.
28 თებერვალი 2026, 21:55
პოლიტიკა
ბექა ძამაშვილი დებატებზე: როცა ვიღაცას სიმართლის ეშინია, მაშინ ხდება სივრცის დახურვის მცდელობები
დებატებს აქვს ძალიან მნიშვნელოვანი ფუნქცია, ყოველთვის იყო აღქმების ფაქტებით გასაღების მცდელობა და იმ საზოგადოებაში სადაც დებატები არ ხდება ამის შესაძლებლობა არის უფრო მეტი, - განაცხადა გადაცემაში „ღია ეთერი - დებატები“ იუსტიციის მინისტრის მოადგილემ ბექა ძამაშვილმა. მისივე თქმით, სანამ მედიაზე თავდასხმა პირდაპირი ფორმით განხორციელდებოდა, წლების განმავლობაში იყო არაერთი მცდელობა, რომ არასამთავრობო ორგანიზაციების თუ სხვა აქტორების მეშვეობით მომხდარიყო ფაქტების აღრევა ვარაუდებში, შეფასებებში, აღქმებში.
28 თებერვალი 2026, 21:54
მსოფლიო
მაკრონი: საფრანგეთი წინასწარ არ ყოფილა ინფორმირებული ირანზე განხორციელებული დარტყმების შესახებ
საფრანგეთის პრეზიდენტმა, ემანუელ მაკრონმა განაცხადა, რომ ირანში შეტევის დაწყების შესახებ საფრანგეთი წინასწარ არ ყოფილა გაფრთხილებული.
28 თებერვალი 2026, 21:54
პოლიტიკა
რევაზ კარანაძე: საქართველოში არავის იჭერენ პოსტების გამო, როგორც ბრიტანეთში, საქართველოში გენოციდის გაპროტესტების გამო ხალხს უნივერსიტეტებში პოლიცია არ უვარდება, როგორც ეს ხდებოდა ბერლინში
საქართველოში არავის იჭერენ პოსტების გამო როგორც ბრიტანეთში, საქართველოში გენოციდის გაპროტესტების გამო ხალხს უნივერსიტეტებში პოლიცია არ უვარდება, როგორც ეს ხდებოდა ბერლინში, - განაცხადა გადაცემაში „ღია ეთერი“ პოლიტეკონომისტმა რევაზ კარანაძემ.
28 თებერვალი 2026, 21:52
პოლიტიკა
გურამ ნიკოლაშვილი: საქართველოს წინააღმდეგ უცხო ძალების შემოყვანა არასდროს კარგად არ მთავრდება
„უდიდესი პასუხისმგებლობა აქვს ხელისუფლებას. ხელისუფლებას უნდა ესმოდეს და მთლიანად უნდა იყოს ამ იდეით გამსჭვალული, რომ აქ მიმდინარეობს საქართველოს დაცვა, გადარჩენა და ჩვენს ისტორიაში ყოფნა, რომელიც ჩვენ ავირჩიეთ. ჩვენ ავირჩიეთ: დამოუკიდებლობა, თავისუფლება, სუვერენიტეტი, ეს არის რამდენიმე თაობის გაცხადებული ნება და ამის დათმობას რაღაც სანქციებით არ ვაპირებთ“.
28 თებერვალი 2026, 21:44
მსოფლიო
მერცი: გერმანია მოუწოდებს ირანს, შეწყვიტოს სამხედრო თავდასხმები ისრაელისა და რეგიონის სხვა პარტნიორების წინააღმდეგ
გერმანიის კანცლერი, ფრიდრიხ მერცი ადასტურებს გერმანიის ურყევ მხარდაჭერას ისრაელის უსაფრთხოების მიმართ და აცხადებს, რომ ბერლინი „მჭიდრო კოორდინაციაშია“ ამერიკის შეერთებულ შტატებთან, ისრაელთან და რეგიონულ პარტნიორებთან
28 თებერვალი 2026, 21:40
პოლიტიკა
ბექა ძამაშვილი: სუფთა იურიდიული შეფასება რომ მივცეთ, ეს გადაწყვეტილება არის მთლიანად გასული, მათ შორის ევროპული კონვენციის სტანდარტებიდან. კონკრეტული მედიების გადასაწყვეტია, რომ სამართლებრივად დაიცვან საკუთარი უფლებები
კონკრეტული სუბიექტების, მედიების გადასაწყვეტია, რომ სამართლებრივად დაიცვან საკუთარი უფლებები, - განაცხადა ტელეკომპანია „იმედის“ გადაცემაში „ღია ეთერი“ იუსტიციის მინისტრის პირველმა მოადგილემ, ბექა ძამაშვილმა თავისუფალ მედიაზე თავდასხმაზე საუბრისას.
28 თებერვალი 2026, 21:30
პოლიტიკა
რევაზ კარანაძე: ვერ ვიხსენებ, როდის იყო „იმედზე“ უკრაინაში მიმდინარე მოვლენების კრიტიკული გაშუქება, ისე როგორც მაგალითად მე ვისურვებდი, ასეც რომ ყოფილიყო, ეს რა უფლებას აძლევს, რომელიღაც ქვეყანას სიტყვის თავისუფლება შეზღუდოს საქართველოში
ჩემთვის კატეგორიულად მიუღებელია სანქციები, მიუხედავად იმისა, რომ შეიძლება არხის სარედაქციო პოლიტიკასთან რაღაც ნაწილში არ მქონდეს თანხვედრა, - განაცხადა გადაცემაში „ღია ეთერი“ პოლიტეკონომისტმა რევაზ კარანაძემ. კარანაძე ბრიტანეთის მთავრობის ნაბიჯს შურისძიების სურვილით ხსნის.
28 თებერვალი 2026, 21:30
საზოგადოება
ცაგარეიშვილი: კოლეგას განსაკუთრებულ პატივს ვცემდით. ექიმები - ექიმებს, მასწავლებლები - მასწავლებლებს, ჟურნალისტები... რა დაგვემართა, გადავშენდით თუ რა ხდება?! - დავუფიქრდეთ რას ვწერთ, რას ვლაპარაკობთ და ვინ არის ჩვენი ბოღმის ადრესატი
„ჩვენ გვასწავლიდნენ და ვაკეთებდით, რომ კოლეგას განსაკუთრებულ პატივს ვცემდით. ექიმები - ექიმებს, მასწავლებლები - მასწავლებლებს, ჟურნალისტები... რა დაგვემართა?! გადავშენდით თუ რა ხდება?! ეს ჩვენს მტერს აწყობს, რომ ჩვენ კარგად გაგვთიშოს და უკვე ასე ვართ. ქუჩაში გამოსვლა მეშინია, რომ შეურაცხყოფა არ მომაყენონ და იმან არ დაკარგოს სახე“, - აღნიშნა ცაგარეიშვილმა.
28 თებერვალი 2026, 21:17
მსოფლიო
ურსულა ფონ დერ ლაიენი ირანში განვითარებულ მოვლენებზე: მოვუწოდებთ ყველა მხარეს, გამოიჩინონ მაქსიმალური თავშეკავება, დაიცვან მშვიდობიანი მოსახლეობა და სრულად სცენ პატივი საერთაშორისო სამართალს
ირანში განვითარებული მოვლენები დიდ შეშფოთებას იწვევს - ჩვენ მუდმივ კავშირზე ვრჩებით რეგიონში ჩვენს პარტნიორებთან, - განაცხადა ევროკომისიის პრეზიდენტმა, ურსულა ფონ დერ ლაიენმა.
28 თებერვალი 2026, 21:17
პოლიტიკა
თამარ ცაგარეიშვილი: ჩვენ გვესმის, რა არის სუვერენიტეტი? უცხოტომელს ვთხოვ, დამეხმარე, რომ მე მოვიდე და იმას რაც გინდა, ის უქენი, გინდა, დაასანქცირე - ეს არის კატასტროფა, დავუფიქრდეთ, რას ვწერთ, რას ვკადრულობთ, რის უფლებას ვაძლევთ ჩვენს თავს
ჩვენ გვესმის, რა არის სუვერენიტეტი? ვერ ვაცნობიერებთ, მე მივდივარ და ვთხოვ უცხო ტომელს, ადრე რუსი იყო ეს, დავანებოთ ამ რუსეთს თავი, რას ვთხოვ უცხოტომელს დიდ ბრიტანეთში. რას ვთხოვ - დამეხმარე, რომ მე მოვიდე და იმას რაც გინდა, ის უქენი, გინდა, დაასანქცირე და გინდა, ამოდე საფლავის ქვის ქვეშ“, - განაცხადა გადაცემაში „ღია ეთერი“ გადაცემა „შემდეგი გაჩერების“ წამყვანმა თამარ ცაგარეიშვილმა.
28 თებერვალი 2026, 21:14
საზოგადოება
თამარ ცაგარეიშვილი: „იმედში“ მუშაობენ ახალგაზრდები. მაჩალიკაშვილის მამას მივმართავ, გამწარებულ მშობელს: შეიძლება ამ ახალგაზრდების სიკვდილი, ამოწყვეტა და წამება ისურვოთ? ეს არის სახისა და ზნეობის დაკარგვა, ეს არის ქვეყნის გახლეჩა
„იმედში“ მუშაობენ ახალგაზრდები. მაჩალიკაშვილის მამას მივმართავ, გამწარებულ მშობელს: შეიძლება ამ ახალგაზრდების სიკვდილი, ამოწყვეტა და წამება ისურვოთ? ეს არის სახისა და ზნეობის დაკარგვა, ეს არის ქვეყნის გახლეჩა, - განაცხადა ჟურნალისტმა, თამარ ცაგარეიშვილმა გადაცემაში „ღია ეთერი“.
28 თებერვალი 2026, 21:07
მსოფლიო
ისრაელის ოპოზიციის ლიდერი: ირანის წინააღმდეგ ომში ისრაელი ერთიანია
ისრაელის ოპოზიციის ლიდერი, იაირ ლაპიდი აცხადებს, რომ ირანის წინააღმდეგ მიმდინარე სამხედრო ოპერაციაში ქვეყანა ერთიანია და პრემიერ-მინისტრ ბენიამინ ნეთანიაჰუსა და ისრაელის თავდაცვით ძალებს სრულ მხარდაჭერას უცხადებს.
28 თებერვალი 2026, 21:05
პოლიტიკა
რამაზ საყვარელიძე: სანქციებით გახარებულები აკეთებენ რუსულ საქმეს
გამახსენდა ვაჟა ფშაველა: „ცუდას რად უნდა მტერობა, კარგია მუდამ მტრიანი“, ასე რომ თქვენ სატრაბახო ნამდვილად გაქვთ, - განაცხადა გადაცემაში „ღია ეთერი“ პოლიტოლოგმა რამაზ საყვარელიძემ ბრიტანეთის მთავრობის მხრიდან თავისუფალ მედიაზე განხორციელებულ თავდასხმაზე საუბრისას. მისივე თქმით, ამ გადაწყვეტილებით „კურდღლების ფერმის დაჭერის“ მცდელობა იყო.
28 თებერვალი 2026, 21:04
პოლიტიკა
საბა ჯანაშია: ვართ ძალიან დიდი უსამართლობის მსხვერპლი, როდესაც უცხო ქვეყანა თვლის, რომ უფლება აქვს ჩაერიოს სხვა დამოუკიდებელი ქვეყნის სატელევიზიო სივრცეში. ფარულმა დახმარებებმა ვერ გაამართლა და ახლა მიმართეს უკვე უკიდურეს ზომებს
ვართ ძალიან დიდი უსამართლობის მსხვერპლი, როდესაც უცხო ქვეყანა თვლის, რომ უფლება აქვს ჩაერიოს სხვა დამოუკიდებელი ქვეყნის სატელევიზიო სივრცეში, - განაცხადა ტელეკომპანია „იმედის“ გადაცემაში „ღია ეთერი“ ბლოგერმა საბა ჯანაშიამ.
28 თებერვალი 2026, 20:56
პოლიტიკა
ბექა ძამაშვილი თავისუფალ მედიაზე თავდასხმაზე: ეს სამართლიდან გასული პროცესია და მხოლოდ კონკრეტული სახელმწიფოს ინტერესებს შეესაბამება
„ნახევარი საუკუნის წინ, ერთ-ერთი პირველი საქმე, რომელსაც დღესაც პრეცედენტად იყენებენ ჰენდისაიდის საქმეა. სწორედ გაერთიანებული სამეფოს წინააღმდეგ იყო ეს საქმე და სწორედ იქ გაჟღერდა, რომ მედიის თავისუფლება არის ისეთი გამოხატვის თავისუფლება, რომ მოსაწონია თუ არ არის მოსაწონი, ყველაფერი უნდა იყოს უზრუნველყოფილი“.
28 თებერვალი 2026, 20:54
რეგიონი
გომი-საჩხერეს მონაკვეთზე მისაბმელიანი და ნახევრადმისაბმელიანი ავტოტრანსპორტის მოძრაობა აკრძალულია
საქართველოს ინფრასტრუქტურის სამინისტროს საავტომობილო გზების დეპარტამენტის ინფორმაციით, ინტენსიური თოვის გამო, შიდასახელმწიფოებრივი მნიშვნელობის გომი-საჩხერე-ჭიათურა-ზესტაფონის საავტომობილო გზის კმ1-კმ52 (გომი-საჩხერე) მონაკვეთზე აკრძალულია მისაბმელიანი და ნახევრადმისაბმელიანი ავტოტრანსპორტის მოძრაობა, ხოლო დანარჩენი სახის ავტოტრანსპორტის გადაადგილება თავისუფალია.
28 თებერვალი 2026, 20:51
პოლიტიკა
საქართველოს საგარეო უწყება ირანში განვითარებულ მოვლენებზე: ხაზს ვუსვამთ დიპლომატიური ძალისხმევის მნიშვნელობას რეგიონში დეესკალაციის მისაღწევად და სტაბილურობის უზრუნველსაყოფად
საქართველოს საგარეო საქმეთა სამინისტრო ყურადღებით და ღრმა შეშფოთებით აკვირდება ვითარებას ახლო აღმოსავლეთში, - ნათქვამია საგარეო უწყების განცხადებაში.
28 თებერვალი 2026, 20:43
პოლიტიკა
გურამ ნიკოლაშვილი თავისუფალ მედიაზე თავდასხმაზე: პარლამენტის თავმჯდომარემ ძალიან სწორად აღნიშნა, თურმე ბრიტანეთის ელჩმა საქართველოში იმიტომ ისწავლა ქართული, რომ შემდეგ „დანოსი“დაეწერა და ეს გამოყენებულიყო საბაბად
პარლამენტის თავმჯდომარემ ძალიან სწორად აღნიშნა, თურმე ბრიტანეთის ელჩმა საქართველოში იმიტომ ისწავლა ქართული, რომ შემდეგ „დანოსი“ დაეწერა და ეს გამოყენებულიყო საბაბად , - განაცხადა ტელეკომპანია „იმედის“ გადაცემაში „ღია ეთერი“ თბილისის საკრებულოს წევრმა გურამ ნიკოლაშვილმა.


