www.imedi.ge /  09 თებერვალი 2021, 22:24 / სანდო წყარო

დიეგო მარადონას გარდაცვალების საქმეზე ეჭვმიტანილთა რიცხვი გაიზარდა

დიეგო მარადონა

დიეგო მარადონა

არგენტინის პროკურატურას ლეგენდარული ფეხბურთელის, დიეგო მარადონას გარდაცვალების საქმეში 3 ახალი ეჭვმიტანილი ჰყავს. ამის შესახებ ადგილობრივი მედია წერს.

გავრცელებული ინფორმაციით, საქმის ახალი ფიგურანტები არიან: ფსიქოლოგი კარლოს დიასი, რომელიც მარადონას გარდაცვალებამდე რამდენიმე თვით ადრე ატარებდა სეანსებს და მედდები დიანა მადრიდი და რიკარდო ალმირონი. მათ გულგრილობაში ადანაშაულებენ.

გამოძიება მარადონას გარდაცვალების ფაქტზე ნოემბრის ბოლოს დაიწყო, მას შემდეგ რაც ფეხბურთელის ქალიშვილებს მისი მკურნალი ექიმის, ლეოპოლდ ლუკეს კვალიფიკაციაში შეეპარათ ეჭვი. ლუკე საქმეში პირველი ეჭვმიტანილი გახდა, შემდეგ გამოძიების ფიგურანტი ფსიქიატრი აუგუსტინა კოსაჩოვიც გახდა.

დიეგო მარადონა 25 ნოემბერს გარდაიცვალა. ფეხბურთელი 60 წლის იყო.

ყველა სიახლე

01 მარტი 2021, 22:46

პოლიტიკა

ირაკლი ღარიბაშვილი: შევთანხმდით, რომ დიალოგი გაგრძელდება

„მინდა გითხრათ, რომ ბატონი შარლ მიშელის მიერ ინიცირებული და ორგანიზებული დღევანდელი შეხვედრა წარიმართა საკმაოდ კონსტრუქციულ რეჟიმში. ვიმსჯელეთ იმ საკითხებზე და განსხვავებებზე, რომელიც ჩვენ, მმართველ პარტიას, ხელისუფლებას და ასევე ოპოზიციას გვაქვს. ბუნებრივია ჩვენ გარკვეულ საკითხებზე პრინციპული პოზიციები გვაქვს.

01 მარტი 2021, 22:45

პოლიტიკა

შარლ მიშელი: ევროკავშირსა და საქართველოს შორის ურთიერთობების გასაღრმავებლად და გასაძლიერებლად მიშვნელოვანია ამ პოლიტიკური კრიზისის გადაჭრა

„გვსურს, მხარი დავუჭიროთ ყველა პოზიტიურ ძალისხმევას, რომელიც ამ პოლიტიკურ კრიზისს გადაწყვეტს. უნდა დავრწმუნდეთ, რომ საქართველოს თითოეული მოქალაქის ყოველდღიურობაში მართლმსაჯულების დამოუკიდებლობა რეალობაა. მნიშვნელოვანია, რომ ასოცირების ხელშეკრულება ძლიერი ინსტრუმენტი იყოს. ჩვენ მზად ვართ ჩართულობისთვის. აქტიურად ვართ ჩართულნი, რათა მოვისმინოთ განსხვავებული პოზიციები. დღვანდელი შეხვედრა კარგი ნაბიჯია სწორი მიმართულებით, რათა ყველა პოლიტიკურმა აქტორმა მომდევნო დღეებში და კვირებში პროგრესს მიაღწიოს“, - აღნიშნა შარლ მიშელმა.

შარლ მიშელი

01 მარტი 2021, 22:40

პოლიტიკა

შარლ მიშელი მთავრობისა და ოპოზიციის შეხვედრაზე: მნიშვნელოვანი ნაბიჯი უკვე გადადგმულია - მხარეები თანახმა არიან დიალოგზე

ჩვენ გვქონდა ძალიან მნიშვნელოვანი შეხვედრა ოპოზიციის ლიდერებსა და პრემიერ-მინისტრთან. გვქონდა შესაძლებლობა, მოგვესმინა ერთმანეთისთვის, - ამის შესახებ - ორბელიანების სასახლეში, ხელისუფლებისა და ოპოზიციის წარმომადგენლებს შორის გამართული შეხვედრის შემდეგ განაცხადა.

შარლ მიშელი

01 მარტი 2021, 22:37

პოლიტიკა

შარლ მიშელი: პირველ რიგში მნიშვნელოვანია ერთმანეთის მოსმენა და იმის უზრუნველყოფა, რომ მოლაპარაკებების მაგიდასთან იყოს მეტი ნდობა

„პირველ რიგში მნიშვნელოვანია ერთმანეთის მოსმენა და იმის უზრუნველყოფა, რომ მოლაპარაკებების მაგიდასთან იყოს მეტი ნდობა“, - განაცხადა ევროკავშირის საბჭოს პრეზიდენტმა შარლ მიშელმა პრეზიდენტის რეზიდენციაში ოპოზიციასა და ხელისუფლებას შორის გამართული შეხვედრის შემდეგ.

შალვა ნათელაშვილი

01 მარტი 2021, 22:35

პოლიტიკა

შალვა ნათელაშვილი: შარლ მიშელმა აჩვენა უნიკალური პოლიტიკური და დიპლომატიური უნარი და ჩვენ დავსხედით მთავრობის ხელმძღვანელთან

„ვფიქრობ იმედიანი გაზაფხული დგება. ჩვენმა სტუმარმა, ევროკავშირის პრეზიდენტმა შარლ მიშელმა აჩვენა უნიკალური პოლიტიკური და დიპლომატიური უნარი და რასაც ვერ წარმოვიდგენდით, ის მოახდინა - ჩვენ დავსხედით საქართველოს მთავრობის ხელმძღვანელთან, რომელიც არ არის არც მოლაპარაკება და არც რაუნდი, სანამ არ გათავისუფლდებიან პოლიტპატიმრები და პირველ საკითხად არ ჩაჯდება ახალი საპარლამენტო არჩევნები“, - აღნიშნა შალვა ნათელაშვილმა.

01 მარტი 2021, 22:11

მსოფლიო

აშშ-ი უკრაინას $125 მილიონს გამოუყოფს

​​​​​​​აშშ-ი უკრაინის უსაფრთხოების გასაძლიერებლად 125 მილიონ დოლარს გამოყოფს. ამის შესახებ პენტაგონის პრესმდივანმა ჯონ კირბიმ განაცხადა.

01 მარტი 2021, 22:02

მსოფლიო

ნიკოლა სარკოზის მეუღლე ქმრისთვის გამოტანილ განაჩენს უსამართლოდ მიიჩნევს

საფრანგეთის ყოფილი პირველი ლედი კარლა ბრუნი მეუღლისთვის გამოტანილ განაჩენს ეხმაურება. „ეს არის სასტიკი და უსამართლო განაჩენი. ბრძოლა გაგრძელდება და სიმართლე აუცილებლად დადგინდება“,- წერს ბრუნი Instagram-ის გვერდზე.

ტედროს ადჰანომ გებრეიესუსი

01 მარტი 2021, 21:56

COVID19

პირველად ბოლო 7 კვირის განმავლობაში კორონავირუსის ყოველდღიურმა შემთხვევმა მოიმატა

Covid19-ის შემთხვევებმა მოიმატა ჯანდაცვის მსოფლიო ორგანიზაციის 6 რეგიონიდან 4 რეგიონში. ეს მონაცემები ძალიან სამწუხაროა, მაგრამ გასაკვირი არ არის. ჩვენ ვმუშობთ, სიღრმისეულად ვსწავლობთ მონაცემებს და შემთხვევებს. უკეთ უნდა გავიგოთ, რას უკავშირდება 6 კვირის შემდეგ კორონავირუსის შემთხვევების მატება.

ჯანმო

01 მარტი 2021, 21:48

COVID19

მიმდინარე კვირაში COVAX-ის წევრ სახელმწიფოებში COVID19-ის საწინააღმდეგო ვაქცინების 11 მილიონი დოზა გადანაწილდება

განამ და კოტდიუარმა ვაქცინა COVAX პლატფორმიდან მიიღეს. მიმდინარე კვირაში COVID19-ის საწინააღმდეგო ვაქცინების 11 მილიონი დოზის გადანაწილება მოხდება. მაისის ბოლომდე 237 მილიონი დოზის დისტრიბუცია 142 ქვეყანაში განხორციელდება.

01 მარტი 2021, 21:47

COVID19

ბოლო 72 საათში ესპანეთში კორონავირუსის 15 978 ახალი შემთხვევა დადასტურდა

ესპანეთის ჯანდაცვის სამინისტროს მონაცემებით, ქვეყანაში ბოლო 72 საათის განმავლობაში კორონავირუსის 15 978 ახალი შემთხვევა დადასტურდა, ხოლო 467 ადამიანი გარდაიცვალა.

მამუკა ხაზარაძე

01 მარტი 2021, 21:12

პოლიტიკა

მამუკა ხაზარაძე: ყველაფერი უნდა გავაკეთოთ, რომ ქვეყანა გადაიტვირთოს და დაინიშნოს ხელახალი არჩევნები

მოლაპარაკებისა ხარისხმა და დონემ აიწია ძალიან მაღალ ნიშნულზე, - ამის შესახებ „ლელო საქართველოსთვის“ ლიდერმა, მამუკა ხაზარაძემ ჟურნალისტებს ევროპული საბჭოს პრეზიდენტის შარლ მიშელის, ოპოზიციისა და პრემიერ-მინისტრის შეხვედრის დაწყებამდე პრეზიდენტის რეზიდენციასთან განუცხადა.

ზურაბ ჯაფარიძე

01 მარტი 2021, 21:12

პოლიტიკა

ზურაბ ჯაფარიძე: მოლაპარაკებები ახლა იწყება, ვერსალის ზავი იქნება

მოლაპარაკებები ახლა იწყება, ვნახოთ. ვერსალის ზავი იქნება , - ამის შესახებ „გირჩი-მეტი თავისუფლებისთვის“ ლიდერმა ზურაბ ჯაფარიძემ ჟურნალისტებს ევროპული საბჭოს პრეზიდენტის შარლ მიშელის, ოპოზიციისა და პრემიერ-მინისტრის შეხვედრის დაწყებამდე პრეზიდენტის რეზიდენციასთან განუცხადა.

ტედროს ადჰანომ გებრეიესუსი

01 მარტი 2021, 21:06

COVID19

ჯანმოს დირექტორი: მაისის ბოლომდე COVAX-ის ფარგლებში 142 ქვეყანა ვაქცინის 237 მილიონ დოზას მიიღებს

ჯანდაცვის მსოფლიო ორგანიზაციის გენერალურმა დირექტორმა, ტედროს ადჰანომ გებრეიესუსმა განაცხადა, რომ მაისის ბოლომდე COVAX-ის ფარგლებში 142 ქვეყანა კორონავირუსის საწინააღმდეგო ვაქცინის 237 მილიონ დოზას მიიღებს.

სალომე სამადაშვილი

01 მარტი 2021, 20:57

პოლიტიკა

სალომე სამადაშვილი: შარლ მიშელის ჩართულობა პოლიტიკური კრიზისის განმუხტვაში, ესაა ძალიან მნიშვნელოვანი პროცესის დასაწყისი

ევროპული საბჭოს პრეზიდენტმა ფაქტობრივად, საკუთარ ხელში აიღო ამ პოლიტიკური კრიზისის განმუხტვა, ამაზე უფრო მაღალი დონის ჩართულობა, ევროპის მხრიდან არის წარმოუდგენელი, - ამის შესახებ „ნაციონალური მოძრაობის“ წევრმა სალომე სამადაშვილმა მედიას პრეზიდენტის რეზიდენციასთან ევროპული საბჭოს პრეზიდენტის შარლ მიშელის, ოპოზიციისა და პრემიერ-მინისტრის შეხვედრის დაწყებამდე განაცხადა.

ირმა ინაშვილი

01 მარტი 2021, 20:56

პოლიტიკა

ირმა ინაშვილი: ჩვენთვის პლებისციტი მიუღებელია

„შეთანხმებას აუცილებლად უნდა მივაღწიოთ ახალი არჩევნების დანიშვნასთან დაკავშირებით და საერთოდ საარჩევნო სისტემის და გარემოს ცვლილებასთან დაკავშირებით. ჩვენი პოლიტიკური გუნდისთვის, პლებისციტი მიუღებელია“, - განაცხადა ირმა ინაშვილმა.

01 მარტი 2021, 20:53

COVID19

ბოლო 24 საათში იტალიაში კორონავირუსის 13 114 ახალი შემთხვევა დადასტურდა

იტალიის ჯანდაცვის სამინისტროს მონაცემებით, ქვეყანაში გასული დღე-ღამის განმავლობაში კორონავირუსის 13 114 ახალი შემთხვევა დადასტურდა, ხოლო 246 ადამიანი გარდაიცვალა.

01 მარტი 2021, 20:49

COVID19

ბოლო 24 საათში დიდ ბრიტანეთში კორონავირუსის 5 455 ახალი შემთხვევა დადასტურდა

დიდი ბრიტანეთის ჯანდაცვის დეპარტამენტის მონაცემებით, ქვეყანაში გასული დღე-ღამის განმავლობაში კორონავირუსის 5 455 ახალი შემთხვევა დადასტურდა, ხოლო 104 ადამიანი გარდაიცვალა.

ჯო ბაიდენი

01 მარტი 2021, 20:44

მსოფლიო

CNN: ალექსეი ნავალნის საქმეზე ჯო ბაიდენის ადმინისტრაცია რუსეთს სანქციებს მიმდინარე კვირას დაუწესებს

ალექსეი ნავალნის საქმეზე ჯო ბაიდენის ადმინისტრაცია რუსეთს სანქციებს დაუწესებს . ინფორმაციას ამის შესახებ ტელეკომპანია CNN-ი წყაროებზე დაყრდნობით ავრცელებს.

01 მარტი 2021, 20:42

პოლიტიკა

არჩილ თალაკვაძე შარლ მიშელს შეხვდა

შეხვედრაზე საუბარი შეეხო COVID19-ის პანდემიის მხრივ საქართველოსა და ევროკავშირში არსებულ ვითარებას და ვაქცინის მოწოდების საკითხს. არჩილ თალაკვაძემ ევროკავშირს პანდემიასთან ბრძოლის პროცესში საქართველოსთვის გაწეული მხარდაჭერისთვის მადლობა გადაუხადა. შარლ მიშელმა აღნიშნა, რომ ევროკავშირი მაქსიმალურად შეეცდება საქართველოსთვის ვაქცინების მოწოდების პროცესის დაჩქარებას.

შალვა ნათელაშვილი

01 მარტი 2021, 20:39

პოლიტიკა

შალვა ნათელაშვილი: უნდა ჩატარდეს ხელახალი არჩევნები და გათავისუფლდნენ პოლიტიკური პატიმრებიც

ივანიშვილის სანქცირება და მის მიერ მოპარული მილიარდების ჩვენს ბიუჯეტში დაბრუნება ეს არის ჩვენი საპატიო მოვალეობა და მე პირადად ამ საკითხს გავიტან კბილებით, - ამის შესახებ ჟურნალისტებს ვროპული საბჭოს პრეზიდენტის შარლ მიშელის, ოპოზიციისა და პრემიერ-მინისტრის შეხვედრის დაწყებამდე პრეზიდენტის რეზიდენციასთან განუცხადა. ამასთან, შალვა ნათელაშვილმა აღნიშნა, რომ მზადდება სანქციები ბიძინა ივანიშვილზე, რასაც უნდა მიეცეს ლოგიკური დასასრული. „ასევე უნდა ჩატარდეს ხელახალი არჩევნები, პოლიტიკური პატიმრებიც გარეთ გამოვლენ“, - აღნიშნა ნათელაშვილმა.