imedi /  11 თებერვალი 2021, 12:02 / სანდო წყარო

„იუვენტუსის“ პრეზიდენტი სამართალდამცველებმა დაკითხეს

ანდრეა ანიელი

ანდრეა ანიელი

„იუვენტუსის“ პრეზიდენტი ანდრეა ანიელი სამართალდამცველებმა დაკითხეს. ამის შესახებ ინფორმაციას Italy24News-ი ავრცელებს.

პერუჯას პროკურატურაში, ანდრეას კითხვებზე პასუხების გაცემა, როგორც ინფორმირებულ პირს ლუის სუარესის საქმესთან დაკავშირებით მოუწია. ურუგვაელ ფეხბურთელსა და ტურინის კლუბის ხელმძღვანელებს ბრალად 2020 წლის ზაფხულში იტალიური ენის გამოცდის ჩაბარების დროს პასუხების გაყალბება ედებათ.

სუარესს გამოცდის ჩაბარება ამ ქვეყნის მოქალაქეობის მისაღებად სჭირდებოდა, რის შემდეგაც ის „იუვეში“ გადასვლის შემთხვევაში არაევროკავშირელის სტატუსით აღარ იქნებოდა. პერუჯას პროკურატურაში ამ საქმესთან დაკავშირებით მოწმეების დაკითხვა გრძელდება და გამოძიება დასკვნას სავარაუდოდ უახლოეს თვეებში დადებს.

ყველა სიახლე

26 თებერვალი 2021, 18:54

პოლიტიკა

იუსტიციის მინისტრი ნატო-ს სამეკავშირეო ოფისის ხელმძღვანელს შეხვდა

იუსტიციის მინისტრი ნატო-ს სამეკავშირეო ოფისის ხელმძღვანელს შეხვდა. ამის შესახებ ინფორმაციას იუსტიციის სამინისტრო ავრცელებს. მათივე ინფორმაციით, გაცნობითი ხასიათის შეხვედრაზე გოჩა ლორთქიფანიძემ როზარია პუგლისს საქართველოში იუსტიციის სამინისტროს ხელმძღვანელობით მიმდინარე იმ რეფორმების შესახებ მიაწოდა ინფორმაცია, რომელთაც საქართველოს ევროკავშირსა და ნატო-თან ინტეგრაციის ჭრილში დიდი მნიშვნელობა ენიჭება.

26 თებერვალი 2021, 18:47

პოლიტიკა

აქციის მონაწილეებმა კარავი გზის სავალი ნაწილიდან პარლამენტის წინ გადაიტანეს

თბილისში, რუსთაველის გამზირზე შეკრებილებმა, კარავი, რომელიც გზის სავალ ნაწილზე ჰქონდათ დანთავსებული, პარლამენტის შენობის წინ გადაიტანეს. ამ დროისთვის, გზაზე საავტომობილო მოძრაობა აღდგენილი არაა.

26 თებერვალი 2021, 18:40

მსოფლიო

კორონავირუსის შეზღუდვების გამო, რუსი დიპლომატები ჩრდილოეთ კორეას ურიკებით ტოვებენ. ვიდეო

კორონავირუსის შეზღუდვების გამო, რუსი დიპლომატები ჩრდილოეთ კორეას ურიკებით ტოვებენ.

შამიმა ბეგუმი

26 თებერვალი 2021, 18:39

მსოფლიო

ბრიტანელ ქალს, რომელიც 15 წლისა ISIS-ში გაწევრიანდა, სამშობლოში დაბრუნება აუკრძალეს

21 წლის შამუმა ბეგუმი, რომელიც 15 წლის ასაკში დიდი ბრიტანეთიდან სირიაში გაემგზავრა და „ისლამურ სახელმწიფოს“ შეუერთდა, სამშობლოში ვეღარ დაბრუნდება. BBC-ის ინფორმაციით, ასეთი გადაწყვეტილება დიდი ბრიტანეთის უზენაესმა სასამართლომ მიიღო.

მერაბ ანთაძე

26 თებერვალი 2021, 18:38

სპორტი

მერაბ ანთაძე: სარაგბო ოჯახისთვის აბსოლუტურად მისაღებია წინადადებები, რომელებიც სოსო ტყემალაძემ შემოგვთავაზა

სარაგბო ოჯახში ყველამ კარგად იცის საიდან მოდის პრობლემები, რომლების ბოლო წლის განმავლობაში შეიქმნა. ამ პრობლემებში კიდევ უფრო კარგად გავერკვიეთ, როდესაც შევხვდით ახალ კანდიდატს. სოსო ტყემალაძემ შეხვედრები გამართა აბსოლუტურად ყველა კლუბების წარმომადგენლებთან, ასევე ვეტერან მორაგბეებთან. ჩვენ მოვისმინეთ მისი საკმაოდ კარგად ჩამოყალიბებული რაგბის განვითარების პროგრამა, მომავალი მიზნები და ის, რაც სარაგბო ოჯახისთვის სასიცოცხლოდ მნშვნელოვანია, ამ დაპირისპირების გადაჭრის ხერხები, - ამის შესახებ ტელეკომპანია „იმედის“ გადაცემაში „დღის ქრონიკა“ დიპლომატმა, ვეტერანმა მორაგბემ, რაგბის კავშირის ყოფილმა პრეზიდენტმა, მერაბ ანთაძემ განაცხადა.

ზურაბ ქადაგიძე

26 თებერვალი 2021, 18:37

პოლიტიკა

ზურაბ ქადაგიძე: ოპოზიცია დაადგა ისეთ დესტრუქციულ გზას, რომ რეალურად მათ საკუთარი ელექტორალური მხარდაჭერაც კი დაკარგეს

ოპოზიცია დაადგა ისეთ დესტრუქციულ გზას, რომელმა დესტრუქციულმა ძალამაც მიიყვანა იქამდე, რომ რეალურად მათ საკუთარი ელექტორალური მხარდაჭერაც კი დაკარგეს და საბოლოოდ მოვიდნენ იქამდე, რომ 30 მდე პარტია იღებს მგონი მონაწილეობას და რაღაცა თითო-ოროლა ადამიანს კრებენ, - ამის შესახებ „ახალგაზრდული ცენტრის“ ხელმძღვანელმა, ზურაბ ქადაგიძემ „ქრონიკას“ განუცხადა.

მიხეილ ყაველაშვილი

26 თებერვალი 2021, 18:29

პოლიტიკა

მიხეილ ყაველაშვილი: მმართველი გუნდისთვის ოპოზიციის მოთხოვნები მიუღებელია, თუმცა პროტესტის გამოხატვის უფლება ყველას აქვს

ადრე თუ გვიან ყველა სიმართლეს დავინახავთ. გამოჩნდა, რომ განცხადებების მიუხედავად, ყველა პარტნიორი ხვდება, თუ რაშია საქმე. ვინც არ უნდა იყოს, კანონის წინაშე ყველა თანასწორია და ეს ყველაზე კარგად დასავლელ პარტნიორებს ესმით, რადგან ნებისმიერი განვითარებული ქვეყანა ამაზე დგას. კანონი და სამართალია მთავარი საყრდენი ქვეყნის განვითარების. აქ გაშიშვლდა „ნაციონალური მოძრაობა” და ნიკა მელია“, – განაცხადა მიხეილ ყაველაშვილმა.

26 თებერვალი 2021, 18:23

საზოგადოება

მასწავლებლების გამოცდის ხანგრძლივობა და მაქსიმალური ქულები საგნების მიხედვით. დეტალურად

წელს, საგნის გამოცდაზე, ასევე, საგნობრივი და პროფესიული კომპეტენციის დადასტურების ტესტირებაზე ტესტის მაქსიმალური ქულებისა და საგამოცდო დროის ხანგრძლივობის შესახებ შეფასებისა და გამოცდების ეროვნულ ცენტრი ცხრილს აქვეყნებს.

იენს სტოლტენბერგი და შარლ მიშელი

26 თებერვალი 2021, 18:20

მსოფლიო

იენს სტოლტენბერგმა რუსეთი, ჩინეთი, ტერორიზმი, კიბერთავდასხმები და კლიმატური ცვლილება მთავარ საფრთხეებად დაასახელა

ნატოს გენერალურმა მდივანმა, იენს სტოლტენბერგმა რუსეთი, ჩინეთი, ტერორიზმი, კიბერთავდასხმები და კლიმატური ცვლილება მთავარ საფრთხეებად დაასახელა.

მიხეილ სარჯველაძე

26 თებერვალი 2021, 18:15

პოლიტიკა

მიხეილ სარჯველაძე: მოლაპარაკებას ალტერნატივა არ აქვს, თუმცა ოპოზიცია დღემდე კვლავ ულტიმატუმის ენით საუბრობს

„ჩვენთვის არის სასურველი, რომ ვიხილოთ პარლამენტი, რომელიც მთლიანად შევსებული იქნება. ეს საჭიროა არ აჩვენი კომფოტისთვის და ამ შემთხვევაში, სახელისუფლებო პარტიისთვის, არამედ, ეს აუცილებელია ქვეყანაში პროცესების სწორად წარმართვისთვის. პარლამენტში ყოველდღიურად იხილება ძალიან ბევრი ისეთი მნიშვნელოვანი საკითხი, რომელიც ჩვენი ქვეყნის მოსახლეობას შეიძლება აწუხებდეს და მათი კეთილდღეობის ხელშესაწყობად არის აუცილებელი ცვლილებების მიღება და იმ პროცესში მოვისაკლისებთ ოპონენტების ჯანსაღ კრიტიკულ შენიშვნებს ან დისკუსიას“, - განაცხადა სარჯველაძემ.

გიგი უგულავა

26 თებერვალი 2021, 18:14

პოლიტიკა

გიგი უგულავას განცხადებით, თუ კარვები პარლამენტის მიმდებარედ არ დაეტევა, რუსთაველის გამზირზე, საავტომობილო ნაწილზეც გაშლიან

ყველა ზღვარს გადავიდნენ. აქ არის ასეთი შეთანხმება, სამოქალაქო აქტივისტები ცალკე და პარტიები ცალკე. პარტიების პოზიციაა, რომ კარვები აქ იდგეს, თუ არ დაეტევა მაშინ გადავიდეს. თითქოს, რამდენიმე კარავი მოდის, აქ თუ არ დაეტევა, ფეხით სავალიც ხომ უნდა იყოს ადამიანებისთვის, მაშინ გაიშლება იქით“, - განაცხადა გიგი უგულავამ.

26 თებერვალი 2021, 18:09

ეკონომიკა

BAG-ი: უკიდურესად აუცილებელია კომენდანტის საათის თუნდაც 2 საათით გადაწევა

საქართველოს ბიზნეს ასოციაციაში დღეს გამართულ ტურიზმის კომიტეტის სხდომაზე ასოციაციის წევრებმა იმ აუცილებელ დამატებით ღონისძიებებზე ისაუბრეს, რომლებიც მოკლევადიან პერსპექტივაში მძიმე მდგომარეობაში მყოფი ტურისტული სექტორის დროულ აღდგენას შეუცხყოფს ხელს, - ინფორმაციას ბიზნეს ასოციაცია ავრცელებს.

მერაბ ანთაძე

26 თებერვალი 2021, 18:07

სპორტი

მერაბ ანთაძე: ირაკლი აბუსერიძის მხარდამჭერები ამბობენ, რომ სარაგბო ოჯახის უმრავლესობას წარმოადგენენ, რაც არ შეესაბამება სინამდვილეს

ირაკლი აბუსერიძის მხარდამჭერები აპელირებენ იმაზე, რომ თითქოს ისინი წარმოადგენენ სარაგბო ოჯახის უმრავლესობას, რაც აბსოლუტურად არ შეესაბამება სინამდვილეს. მოქმედი და ვეტერანი მორაგბეების უმეტესობა გმობს ასეთ საქციელს და ამას ადასტურებს ჩვენი ერთობლივი განცხადებაც, - ამის შესახებ ტელეკომპანია „იმედის“ გადაცემაში „დღის ქრონიკა“ ვეტერანმა მორაგბემ, რაგბის კავშირის ყოფილმა პრეზიდენტმა, მერაბ ანთაძემ განაცხადა.

მიხეილ სარჯველაძე

26 თებერვალი 2021, 18:03

პოლიტიკა

მიხეილ სარჯველაძე: საქმე გვაქვს ახირებული პოლიტიკური ჯგუფთან, რომელსაც სურს ამღვრიოს წყალი იმისთვის, რომ ხელში ჩაიგდოს ძალაუფლება

ეს აქციები არცერთ შემთხვევაში არ არის ჩვენი პოლიტიკის მომავალი, ეს ცხადია. ადამიანები ამას კარგად ხედავენ. პოლიტიკური პრეფერენციები ამომრჩეველს როგორიც არ უნდა ჰქონდეს, მათ ეს აქციების ფორმა და ბევრი მოთხოვნა, რომელსაც ოპოზიცია აყენებს, მაინცდამაინც დიდად არ მოსწონთ, - ამის შესახებ პარლამენტის ადამიანის უფლებათა დაცვის კომიტეტის თავმჯდომარე მიხეილ სარჯველაძემ „დღის ქრონიკაში“ განაცხადა.

26 თებერვალი 2021, 18:01

სპორტი

„ოლიმპი“ სუპერლიგის ცხრილის სამეულშია

სანაკრებო ფანჯრის დასრულების შემდეგ, საკალათბურთო სუპერლიგა განახლდა. თბილისის ოლიმპიურ სასახლეში ერთი მატჩი გაიმართა, რომელშიც ერთმანეთს „ცხუმ-აფხაზეთი“ და „ოლიმპი“ დაუპირისპირდნენ. ეს გუნდები ცხრილში 6-6 მოგებ-წაგებით იყვნენ და შესაბამისად, მათ დაპირისპირებას ძალიან პრინციპული მნიშვნელობა ჰქონდა.

ნიკოლოზ მჭედლიშვილი

26 თებერვალი 2021, 17:58

პოლიტიკა

ნიკოლოზ მჭედლიშვილი: როდესაც დესტრუქციული ოპოზიცია საუბრობს ხალხის პროტესტზე, ამის უკან რევოლუციის სურვილი დგას

ხალხის სიმრავლეს ზოგადად დემოკრატიულ საზოგადოებაში აქვს კიდეც მნიშველობა და არც აქვს. ერთია, რომ როდესაც ვინმე პროტესტს გამოთქვამს, ცხადია მთავრობამ უნდა უსმინოს ამ პროტესტს და გაითვალისწინოს ხალხის წუხილი რაც არის ხოლმე, მაგრამ მეორეს მხრივ, ჩვენს ქვეყანაში როდესაც დესტრუქციული ოპოზიცია საუბრობს ხალხის პროტესტზე, ამის უკან დგას მაინც რევოლუციის სურვილი და მთავრობის რევოლუციური ცვლილება, - ამის შესახებ ექსპერტმა ნიკოლოს მჭედლიშვილმა „ქრონიკას“ განუცხადა.

ზაალ უდუმაშვილი

26 თებერვალი 2021, 17:52

პოლიტიკა

ზაალ უდუმაშვილი: 2 კვირის შემდეგ თბილისში კვლავ დიდი აქცია გაიმართება

„ჩვენ დავაანონსეთ ჩვენი გეგმა უახლოესი 2 კვირის განმავლობაში. მათ შორის შედის სახელმწიფო უწყებების პიკეტირება და სირცხვილის კორიდორების მოწყობა და 2 კვირის შემდეგ თბილისში კვლავ დიდი აქცია გაიმართება. ასე გაგრძელდება, სანამ პოლიტპატიმრები არ გამოვლენ ციხიეებიდან, არ დაინიშნება არჩევნები. ახლა ხელისუფლება ნამდვილად არ არის იმ მდგომარეობაში, მენტორული ტონით გვესაუბროს. მოძებნონ გამოსავალი“, - განაცხადა ზაალ უდუმაშვილმა.

მიხეილ სარჯველაძე

26 თებერვალი 2021, 17:50

პოლიტიკა

მიხეილ სარჯველაძე: არ მაქვს დიდი იმედი, რომ ოპოზიციის ლიდერებს ეყოფათ კეთილგონიერება, დაიცვან კანონმდებლობა

ოპოზიციის გარკვეულ ნაწილს აღმოაჩნდა საკმაოდ დიდი გავლენა მთელ ოპოზიციურ სპექტრზე და ისინი ცდილობენ, რაც შეიძლება მეტი დესტაბილიზაცია და ქაოსი შექმნან ქვეყანაში, - ამის შესახებ პარლამენტის ადამიანის უფლებათა დაცვის კომიტეტის თავმჯდომარემ, მიხეილ სარჯველაძემ განაცხადა.

26 თებერვალი 2021, 17:47

საზოგადოება

რუსლან აბაშიძემ აფხაზეთიდან დევნილ, სოციალურად დაუცველი ოჯახების ბავშვებს საჩუქრები გადასცა

აფხაზეთის ავტონომიური რესპუბლიკის მთავრობის თავმჯდომარე რუსლან აბაშიძე იუსტიციისა და სამოქალაქო ინტეგრაციის საკითხებში აფხაზეთის ავტონომიური რესპუბლიკის მინისტრ დავით ფაცაციასთან და აფხაზეთის სულიერების ცენტრის დირექტორ ბესიკ სილაგაძესთან ერთად თბილისში მდებარე ილორის წმინდა გიორგის სახელობის ეკლესიაში იმყოფებოდა. ამის შესახებ ინფორმაციას აფხაზეთის მთავრობა ავრცელებს.

ანდრია გვიდიანი

26 თებერვალი 2021, 17:42

პოლიტიკა

ანდრია გვიდიანი: თქვენ ვერ გამოიყვანეთ ხალხი იმიტომ, რომ პარლამენტში შეგიშვეს და თქვენ ქუჩაში დგახართ

მთელი ქვეყნიდან მოხდა მობილიზება და 5,000-ზე მეტი ადამიანი ვერ შეკრიბეს. ამის მიზეზი ის კი არ არის, რომ ხალხს ქუჩაში გამოსვლა ეზარება - არა. როცა რეალური საპროტესტო მუხტი არსებობდა ამ გამზირს მილიონი ადამიანი ახსოვს, - ამის შესახებ ექსპერტი ანდრია გვიდიანი სოციალურ ქსელში წერს.