imedi /  24 თებერვალი 2021, 14:35 / სანდო წყარო

ქვორუმის არარსებობის გამო რაგბის კავშირში ყრილობა ჩაიშალა

დღეს საქართველოს რაგბის კავშირის ყრილობა ქვორუმის არარსებობის გამო ჩაიშალა.

„დღეს ხმის უფლების მქონე 44 სუბიექტი გამოცხადდა, რაც ყრილობის გასამართად არ იყო საკმარისი. (ქვორუმისთვის 50 ხმაა საჭირო) ამის გამო გადაიდო ყრილობა იმ ვადისთვის, რაც დებულებით არის გათვალისწინებული და 10-30 დღის ფარგლებში ჩატარდება. დებულების მიხედვით, განმეორებით ყრილობაზე ქვორუმისთვის საკმარისი უკვე 38 ხმა იქნება“, - განაცხადა რაგბის კავშირის გამგეობის თავმჯდომარემ გოჩა მაჭავარიანმა.

ირაკლი აბუსერიძემ აღნიშნა, რომ რაგბის კლუბ „წიქარას“ პრეზიდენტი თენგიზ გოცირიძე გერმანულ კლინიკაში ოპერაციის გასაკეთებლად იყო წასული, როცა აიძულეს, ხმის მიცემის უფლება სხვისთვის გადაეცა.

ყრილობის ერთ-ერთ დელეგატზე განხორციელებულ ზეწოლაზე დასმული კითხვის სპასუხოდ, გამგეობის წევრმა, ალეკო გრიგალავამ განაცხადა: „არ მგონია, რომ ზეწოლა ყოფილყო. აქ იყვნენ სხვა დელეგატები, რომლებსაც ხმის უფლების მინდობილება ჰქონდათ“.

ყველა სიახლე

16 აპრილი 2021, 18:35

სამართალი

სამართალდამცველებმა უაქციზო თამბაქოს ნაწარმის ტრანსპორტირების ფაქტი გამოავლინეს

ფინანსთა სამინისტროს შემოსავლების სამსახურის საგადასახადო მონიტორინგის დეპარტამენტის მონიტორინგის სამმართველოს დასავლეთის განყოფილების თანამშრომლებმა ქალაქ ზუგდიდში, განხორციელებული ღონისძიებების შედეგად, 450 კოლოფი უაქციზო თამბაქოს ნაწარმის ტრანსპორტირების ფაქტი გამოავლინეს. ამის შესახებ ინფორმაციას შემოსავლების სამსახური ავრცელებს.

ლევან იოსელიანი

16 აპრილი 2021, 18:28

პოლიტიკა

ლევან იოსელიანი: ვფიქრობ, ოპოზიციის ნაწილი დოკუმენტს ხელს მოაწერს, ნაწილი კი თავისი მოთხოვნის ერთგული დარჩება

აუცილებელია, რომ ოპოზიციამ დოკუმენტს ხელი მოაწეროს, რადგან ის არაა შემუშავებული რომელიმე მხარის მიერ, არამედ შედგენილია მედიატორის მიერ, რომელმაც სამართლიანად ორივე მხარის ინტერესები მაქსიმალურად გაითვალისწინა, – ამის შესახებ პარლამენტის ვიცე-სპიკერმა, „მოქალაქეების“ წევრმა, ლევან იოსელიანმა განაცხადა.

16 აპრილი 2021, 18:27

ეკონომიკა

„კავკასუს ორგანიკ ფრუტსმა“ ჩირის ექსპორტი 20-30%-ით გაზარდა

ჩვენი წარმოებული პროდუქცია ექსპორტზე ნიდერლანდებში, გერმანიაში, ჩეხეთსა და რუსეთის ფედერაციაში გადის. შეკვეთების რაოდენობა გაზრდილია 20-30%-ით. ექსპორტის ზრდის მოლოდინი გვაქვს ივნისიდან, რადგან აქტიური პერიოდი სწორედ ზაფხულში გვეწყება. ამასთანავე, წინასწარი შეკვეთებიც მიღებული გვაქვს, - ამის შესახებ „კავკასუს ორგანიკ ფრუტსის“ წარმომადგენელმა, სალომე ალანიამ განაცხადა.

შალვა პაპუაშვილი

16 აპრილი 2021, 18:24

პოლიტიკა

შალვა პაპუაშვილი: ახლა ჯერი ოპოზიციაზეა - შეძლებენ, თუ არა საკუთარი ეგოსთვის ხელის გაშვებას

„ქართული ოცნება“ ხელს აწერს ევროკავშირის მედიაციით შექმნილ დოკუმენტს. ჩვენ ვამბობდით და ვამბობთ, რომ, ადრე თუ გვიან, ჩვენი მოსახლეობა გაიგებს, რომ „ქართული ოცნება" ამ პროცესში, იყო ყველაზე კონსტრუქციული და ქვეყანაზე მოფიქრალი. ახლა ჯერი ოპოზიციაზეა. შეძლებენ, თუ არა საკუთარი ეგოსთვის ხელის გაშვებას“ - აღნიშნავს შალვა პაპუაშვილი.

ჩირი

16 აპრილი 2021, 18:22

ეკონომიკა

ჩირის მწარმოებელი კომპანია „ჩიკორი“ ექსპორტს ზრდის

„ჩიკორი“-ს გენერალური დირექტორის, ანანო ბეჟანიშვილის თქმით, კომპანიას 2021 წელს ექსპორტის 50%-იანი ზრდა აქვს დაგეგმილი. პროდუქციის ექსპორტი ხორციელდება ლიეტუვაში, ჩინეთში, იაპონიაში, ჩეხეთსა და ისრაელში“. „ჩიკორის“ ჩირი ადგილობრივ ბაზარზე 2017 წლიდან გამოჩნდა და იმავე წელს ექსპორტზე გავიდა.

გიორგი ამილახვარი

16 აპრილი 2021, 18:16

პოლიტიკა

გიორგი ამილახვარი: „ქართულმა ოცნებამ“ კიდევ ერთხელ დაადასტურა, რომ ქვეყნის ინტერესზე მაღლა არაფერს აყენებს

შოუ დამთავრდა - დესტრუქციას ძირი გამოეცალა, „ქართულმა ოცნებამ“ კიდევ ერთხელ დაადასტურა, რომ ქვეყნის ინტერესზე მაღლა არაფერს აყენებს და უცვლელად აწერს ხელს ევროკავშირის მიერ შემოთავაზებულ დოკუმენტს, - ასე გამოეხმაურა საპარლამენტო უმრავლესობის წევრი, გიორგი ამილახვარი არჩილ თალაკვაძის განცხადებას, რომლის თანახმადაც, „ქართული ოცნება“ კრისტიან დანიელსონის მიერ წარმოდგენილ დოკუმენტს ხელს აწერს.

ანგელა მერკელი

16 აპრილი 2021, 18:14

COVID19

ანგელა მერკელი AstraZeneca-ს ვაქცინით აიცრა

გერმანიის კანცლერი, ანგელა მერკელი AstraZeneca-ს ვაქცინით აიცრა. ინფორმაციას ამის შესახებ გერმანიის მთავრობის ოფიციალური წარმომადგენელი, შტეფენ ზაიბერტი ავრცელებს.

გიორგი ხანიშვილი

16 აპრილი 2021, 17:59

ეკონომიკა

გიორგი ხანიშვილი: 2012 წლის შემდეგ უარყოფითი სავაჭრო სალდო $753 მილიონიდან $265 მილიონამდე შემცირდა

გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის მინისტრის მოადგილე, გიორგი ხანიშვილი აცხადებს, რომ 2012 წლის შემდეგ უარყოფითი სავაჭრო სალდო 753 მილიონი დოლარიდან 265 მილიონ დოლარამდე შემცირდა და ეს იმას ნიშნავს, რომ დარგი სწორი სტრატეგიით იმართება. ამის შესახებ მან „ქრონიკის“ ეთერში განაცხადა.

ნიკოლოზ გაგუა

16 აპრილი 2021, 17:55

ეკონომიკა

ნიკოლოზ გაგუა: საქართველოს ევრობონდებზე ინვესტორების მხრიდან მოთხოვნამ მიწოდებას გადააჭარბა

საქართველოს ევრობონდებზე ინვესტორების მხრიდან ოთხჯერ მეტი მოთხოვნა იყო ვიდრე მიწოდება, - ამის შესახებ ფინანსთა მინისტრის მოადგილემ ნიკოლოზ გაგუამ „ქრონიკაში“ განაცხადა.

არჩილ თალაკვაძე

16 აპრილი 2021, 17:41

პოლიტიკა

არჩილ თალაკვაძე: „გირჩს“ აქვს სრული უფლება, ჩაერთოს საპარლამენტო მუშაობაში

საქართველოს პარლამენტის კარი ღიაა ყველა პოლიტიკური პარტიისთვის, ვინც ხალხმა აირჩია და ჯერ კიდევ არ არიან წარმოდგენილნი საკანონმდებლო ორგანოში, - ამის შესახებ საქართველოს პარლამენტის თავმჯდომარე არჩილ თალაკვაძემ დღეს გამართულ ბრიფინგზე განაცხადა.

არჩილ თალაკვაძე

16 აპრილი 2021, 17:36

პოლიტიკა

არჩილ თალაკვაძე: ჩვენ გადავდგით აუცილებელი ნაბიჯები შეთანხმების მისაღწევად - ვნახავთ, რა ნაბიჯს გადადგამს ოპოზიცია

„ქართული ოცნება“ ვერ იტყვის, თუ როგორ მოიქცევა ოპოზიცია. ჩვენ გადავდგით აუცილებელი ნაბიჯები შეთანხმების მისაღწევად, როგორც მინიმუმ - ოპოზიციის ჯანსაღ ნაწილთან, ვისაც მართლა აინტერესებს ნორმალური პოლიტიკური პროცესი, დემოკრატია და არჩევნები. ვნახავთ, რა ნაბიჯს გადადგამენ ისინი, - ამის შესახებ „ქართული ოცნების“ ცენტრალურ ოფისში გამართულ ბრიფინგზე პარლამენტის თავმჯდომარემ, არჩილ თალაკვაძემ განაცხადა.

არჩილ თალაკვაძე

16 აპრილი 2021, 17:30

პოლიტიკა

არჩილ თალაკვაძე: იმედი მაქვს, რომ ოპოზიცია საკუთარ დამოკიდებულებას გადახედავს და კრისტიან დანიელსონის მიერ წარმოდგენილ დოკუმენტს დაეთანხმება

გამოვხატავთ მზადყოფნას, კარს მომდგარ თვითმმართველობის არჩევნებშიც ავამოქმედოთ მხარდაჭერის 40-პროცენტიანი პრინციპი, - ამის შესახებ „ქართული ოცნების“ ცენტრალურ ოფისში გამართულ ბრიფინგზე პარლამენტის თავმჯდომარემ, არჩილ თალაკვაძემ განაცხადა.

არჩილ თალაკვაძე

16 აპრილი 2021, 17:28

პოლიტიკა

არჩილ თალაკვაძე: დანიელსონის დოკუმენტში რიგგარეშე არჩევნებზე არცერთი წინადადება არ იყო მოცემული

„ეს კიდევ ერთხელ ადასტურებს, რომ ოპოზიციის მიერ წამოყენებული ბრალდება „არჩევნების გაყალბების“ შესახებ არის უსაფუძვლო და ის არ არის გაზიარებული საერთაშორისო საზოგადოების მიერ. ჩვენ ჩვენი მხრიდან, ვთავაზობთ ჯანსაღ გამოსავალს ხელს ვაწერთ დანიელოსნის შემოთავაზებულ დოკუმენტს და ასევე „ქართული ოცნება“ მზად არის პარლამენტში გადაიტანოს პროცესი და იქ ყველა პირობა, რომელზეც ოპოზიციაც მოაწერს ხელს, შესრულდეს“, - განაცხადა არჩილ თალაკვაძემ.

არჩილ თალაკვაძე

16 აპრილი 2021, 17:26

პოლიტიკა

არჩილ თალაკვაძე: ოპოზიციის მხრიდან შეთანხმების ხელმოწერის შემთხვევაში „ქართული ოცნება“ პირობებს შეასრულებს

ამ დოკუმენტზე ხელმოწერით, ჩვენ მკაფიოდ ვაცხადებთ, რომ ოპოზიციის მხრიდან შეთანხმების ხელმოწერის შემთხვევაში „ქართული ოცნება“ პირობებს შეასრულებს, - ამის შესახებ პარლამენტის თავმჯდომარემ არჩილ თალაკვაძემ განაცხადა.

არჩილ თალაკვაძე

16 აპრილი 2021, 17:24

პოლიტიკა

არჩილ თალაკვაძე: ოპოზიციამ ძალიან კარგად იცის ე.წ. პოლიტპატიმრებზე რა შემოგვთავაზა მედიატორმა

ოპოზიციამ ძალიან კარგად იცის ე.წ. პოლიტპატიმრების საკითხთან მიმართებაში რა იყო მედიატორის, კრისტიან დანიელსონის შემოთავაზება. შემოთავაზებული სახით, ჩვენ ვეთანხმებით ამ დოკუმენტს, - ამის შესახებ „ქართული ოცნების“ ცენტრალურ ოფისში გამართულ ბრიფინგზე პარლამენტის თავმჯდომარემ, არჩილ თალაკვაძემ განაცხადა.

არჩილ თალაკვაძე

16 აპრილი 2021, 17:21

პოლიტიკა

არჩილ თალაკვაძე: ახლა ოპოზიციას აქვს კიდევ ერთი შანსი, დაამტკიცოს, რომ პარტიულ ინტერესებზე მაღლა სახელმწიფო ინტერესებს აყენებენ

ახლა ჯერი ოპოზიციაზეა. მათ აქვთ კიდევ ერთი შანსი, დაამტკიცონ, რომ საკუთარ პარტიულ ინტერესებზე მაღლა სახელმწიფო ინტერესებს აყენებენ, - ამის შესახებ „ქართული ოცნების“ ცენტრალურ ოფისში გამართულ ბრიფინგზე პარლამენტის თავმჯდომარემ, არჩილ თალაკვაძემ განაცხადა.

არჩილ თალაკვაძე

16 აპრილი 2021, 17:20

პოლიტიკა

არჩილ თალაკვაძე: „ქართული ოცნება“ გახლავთ ხელისუფლება, რომელიც საკუთარი პარტნიორების რეკომენდაციებს ყურადღებით ითვალისწინებს

რა თქმა უნდა, „ქართული ოცნება“ გახლავთ ის ხელისუფლება, რომელიც საკუთარი პარტნიორების რეკომენდაციებს ყურადღებით ითვალისწინებს, - ამის შესახებ „ქართული ოცნების“ ცენტრალურ ოფისში გამართულ ბრიფინგზე პარლამენტის თავმჯდომარემ, არჩილ თალაკვაძემ ირაკლი კობახიძის აშშ-ში ვიზიტის შესახებ დასმული კითხვის საპასუხოდ განაცხადა.

Usaid-ი

16 აპრილი 2021, 17:19

პოლიტიკა

USAID-ი: დამოუკიდებელი, გამჭვირვალე და ანგარიშვალდებული მართლმსაჯულება საქართველოს დემოკრატიული და ეკონომიკური განვითარების საფუძველია

„დამოუკიდებელი, გამჭვირვალე და ანგარიშვალდებული მართლმსაჯულება საქართველოს დემოკრატიული და ეკონომიკური განვითარების საფუძველია. შესაბამისად, სასამართლო რეფორმაც USAID-ის ხუთწლიანი ქვეყნის განვითარების სტრატეგიის მთავარ პრიორიტეტს წარმოადგენს“, - ამის შესახებ Usaid-ის Facebook-ზე გამოქვეყნებულ ტექსტშია აღნიშნული, რომელიც საქართველოს იუსტიციის უმაღლესი საბჭოს და უზენაესი სასამართლოს თავჯდომარესთან ნინო ქადაგიძეს შეხვედრას ასახავს.

არჩილ თალაკვაძე

16 აპრილი 2021, 17:15

პოლიტიკა

არჩილ თალაკვაძე: მზად ვართ, თვითმმართველობის არჩევნებშიც მხარდაჭერის 40%-იანი პრინციპი ავამოქმედოთ

გამოვხატავთ მზადყოფნას, კარს მომდგარ თვითმმართველობის არჩევნებშიც ავამოქმედოთ მხარდაჭერის 40%-იანი პრინციპი. ვხედავთ რა მდგომარეობაშია ოპოზიცია, როგორ ცდილობს მისი რადიკალური ნაწილი დესტაბილიზაციას, ხოლო ზომიერი ნაწილი ეძებს გამოსავალს, მიიღოს გადაწყვეტილება ისე, რომ სახის შენარჩუნებაც მოახერხოს. „ქართული ოცნება“ ამ ტესტსაც უპრობლემოდ ჩააბარებს და ამით ოპოზიციის კონსტრუქციულ ნაწილსაც ვთვლით, რომ გავუადვილებთ გადაწყვეტილების მიღებას, - ამის შესახებ „ქართული ოცნების“ ცენტრალურ ოფისში გამართულ ბრიფინგზე პარლამენტის თავმჯდომარემ, არჩილ თალაკვაძემ განაცხადა.

არჩილ თალაკვაძე

16 აპრილი 2021, 17:08

პოლიტიკა

„ქართული ოცნება“ კრისტიან დანიელსონის მიერ წარმოდგენილ დოკუმენტს ხელს აწერს

„ქართული ოცნება“ ევროპული საბჭოს პრეზიდენტის, შარლ მიშელის პირადი წარმომადგენლის, კრისტიან დანიელსონის მიერ წარმოდგენილ დოკუმენტს ხელს აწერს, - ამის შესახებ „ქართული ოცნების“ ცენტრალურ ოფისში გამართულ ბრიფინგზე პარლამენტის თავმჯდომარემ, არჩილ თალაკვაძემ განაცხადა.