26 თებერვალი 2021, 15:07 / სანდო წყარო

რაგბის კავშირის პრეზიდენტის არჩევნების ირგვლივ შექმნილი ვითარების გამო 111 ვეტერანი მორაგბე განცხადებას ავრცელებს

რაგბის კავშირის პრეზიდენტის არჩევნების ირგვლივ შექმნილი ვითარების გამო 111 ვეტერანი მორაგბე განცხადებას ავრცელებს.

„საქართველოს ვეტერანი მორაგბეები დიდი გულისტკივილით ვადევნებთ თვალს სარაგბო ოჯახში ბოლო დროს მიმდინარე მოვლენების განვითარებას, რომელიც გაცდა რაგბის სამყაროში დამკვიდრებულ ღირებულებებს და ზოგადად ყოველგვარ ზნეობრივ ნორმას. სარაგბო თემისთვის ყოვლად მიუღებელი ფორმები მიიღო საპრეზიდენტო არჩევნების გარშემო ატეხილმა აჟიოტაჟმა, რომელმაც დაუმსახურებლად ჩირქი მოსცხო და ფაქტობრივად ხაზი გადაუსვა ყველა თაობის მორაგბის მიერ ნალოლიავებ და თავგამოდებით შექმნილ ჯანსაღ გარემოს და წლების განმავლობაში საზოგადოებაში ჩამოყალიბებულ დამსახურებულ ავტორიტეს. ჩვენ ყველანი ნათლად ვხედავთ, რომ ქართული რაგბის წინააღმდეგ მიმართული ეს ბინძური კამპანია, რომელიც, პირდაპირ უნდა ითქვას, პროვოცირებულია უსაფუძვლო ამბიციებით შეპყრობილი ჯგუფის მიერ, რომელიც თავს უფლებას აძლევს ილაპარაკოს მთელი სარაგბო საზოგადოების სახელით, ყოველგვარ ზღვარს გადაცდა. ვთვლით, რომ ასეთ ვითარებაში გაჩუმება დაუშვებელია, რადგან დაპირისპირების შემდგომი გაღრმავება უკიდურესად დააზიანებს და ჩიხში შეიყვანს აღმავლობის გზაზე მყოფ ქართული რაგბის მომავალს და ჩვენი ერთგული გულშემატკივარის უდიდეს იმედგაცრუებას გამოიწვევს. ჩვენ - ყველა თაობის მორაგბე - ზუსტად ვართ გათვითცნობიერებული და სრულ ინფორმაციას ვფლობთ იმის თაობაზე, თუ რა ხდება ჩვენს ოჯახში და ამიტომ ვთვლით, რომ დაპირისპირება ამ ფორმით უპირობოდ უნდა შეწყდეს და დაიწყოს მუშაობა მხარეებს შორის ნდობის აღსადგენად და საერთო მიზნების გარშემო გასაერთიანებლად. რამდენიმე დღის წინ, საქართველოს ყველა თაობის რაგბის ვეტერანების უდიდესი ნაწილი შეხვდა რაგბის კავშირის პრეზიდენტობის ახალ კანდიდატს - ბატონ სოსო ტყემალაძეს და მოისმინა მისი მოსაზრება შექმნილი მძიმე ვითარებიდან გამოსვლისა და ქართული რაგბის შემდგომი წინსვლის პერსპექტივების შესახებ, ასევე ვუყურეთ მის ვრცელ ტელე-ინტერვიუს პალიტრანიუსზე და ყველაფერ ამაზე დაყრდნობით გვინდა განვაცხადოთ, შემდეგი:

ვეტერანები სრულ მხარდაჭერას ვუცხადებთ სოსო ტყემალაძეს და მის მიერ წარდგენილ „რაგბის შემდგომი განვითარებისა და წინსვლის პროგრამას“, და რაც სარაგბო თემისთვის განსაკუთრებით სასიცოცხლოდ მნიშვნელოვანია, სრულად ვიზიარებთ მის ხედვას - დაპირისპირების დაძლევისა და სიტუაციის ნორმალურ კალაპოტში გადაყვანის გზების შესახებ; - არსებული ვითარებით უკმაყოფილო მხარეს კი მოვუწოდებთ, რომ თავი გაანებონ საზოგადოების შეცდომაში შეყვანას და მთელი სარაგბო თემის სახელით აპელირებას. მათ მიერვე შექმნილი რთული მდგომარეობიდან გამოსვლის მიზნით კი, ვურჩევთ, შეეცადონ ცივი გონებით შეაფასონ შექმნილი მდგომარეობა, ხელი შეუწყონ დაპირისპირების შეწყვეტისა და ერთიანობის აღდგენის შესახებ შეთავაზებულ წინადადებებს და საქმიანი კამათისა და ანალიზის მეშვეობით ერთიანად ხელი შეუწყოთ ქართული რაგბის წინსვლას და ერთიანობას.

ამას მოითხოვს სარაგბო თემის უდიდესი ნაწილი, რაგბის მრავალრიცხოვანი გულშემატკივარი და ჩვენი განვითარების გულწრფელი მხარდამჭერი - საერთაშორისო სარაგბო თანამეგობრობა“, - აღნიშნულია განცხადებაში.

საქართველოს რაგბის კავშირის ყრილობა ქვორუმის არარსებობის გამო ჩაიშალა.

საქართველოს რაგბის კავშირი წელიწადზე მეტია ვერ ახერხებს პრეზიდენტის არჩევას. 30 დეკემბერს არჩეულ პრეზიდენტს, ირაკლი აბუსერიძეს საქართველოს საჯარო რეესტრმა უფლებამოსილება ყრილობის არალეგიტიმურობის მოტივით არ დაარეგისტრირა.

ორგანიზაციამ ახალი საპრეზიდენტო არჩევნები 10-დან 30 დღის ვადაში უნდა დანიშნოს. რაგბის კავშირის პრეზიდენტობის კანდიდატად მხოლოდ ბიზნესმენი იოსებ ტყემალაძეა რეგისტრირებული.

ყველა სიახლე

16 მაისი 2026, 01:33

მსოფლიო

Financial Times: სანქციების მიუხედავად, რუსულ რაკეტებში კვლავ დასავლური წარმოების კომპონენტებია

უკრაინის ხელისუფლების განცხადებით, რუსული ფრთოსანი რაკეტები, რომლებიც ხუთშაბათს უკრაინაზე განხორციელებული თავდასხმისას გამოიყენეს, მიმდინარე წელს არის წარმოებული დასავლური კომპონენტებით, რაც ხაზს უსვამს მოსკოვის უნარს, გვერდი აუაროს სანქციებს, - წერს ბრიტანული გამოცემა Financial Times-ი.

ვოლოდიმირ ზელენსკი

16 მაისი 2026, 00:11

მსოფლიო

ზელენსკი: რუსეთი პრეზიდენტის ოფისის შენობასა და სახელმწიფო რეზიდენციაზე დარტყმას გეგმავს

რუსეთი გეგმავს დაარტყას პრეზიდენტის ოფისს კიევში და პრეზიდენტის სახელმწიფო რეზიდენციას კონჩა-ზასპაში, - განაცხადა პრეზიდენტმა ვოლოდიმირ ზელენსკიმ უკრაინის სამხედრო და სადაზვერვო სამსახურებთან შეხვედრის შემდეგ.

16 მაისი 2026, 00:05

პოლიტიკა

თურქეთი, უნგრეთი, სლოვაკეთი, სომხეთი, აზერბაიჯანი, ალბანეთი, ბოსნია და ჰერცეგოვინა, ბულგარეთი, მალტა, ჩრდილოეთ მაკედონია, სერბეთი - ქვეყნები, რომლებმაც უკრაინაში რუსეთის დანაშაულებზე ტრიბუნალის შექმნას მხარი არ დაუჭირეს

ევროპის საბჭოს მინისტრთა კომიტეტმა უკრაინაში რუსეთის დანაშაულებზე სპეციალური ტრიბუნალის შექმნის გადაწყვეტილება მიიღო. დოკუმენტს ხელი მოაწერა 36 ქვეყანამ. რეზოლუციას არ შეუერთდა თურქეთი, უნგრეთი, სლოვაკეთი, სომხეთი, აზერბაიჯანი, ალბანეთი, ბოსნია და ჰერცეგოვინა, ბულგარეთი, მალტა, ჩრდილოეთ მაკედონია და სერბეთი.

15 მაისი 2026, 23:17

მსოფლიო

BBC: ესექსის საგრაფოს საბჭოს შენობის წინ, ახლად არჩეული პარტია „რეფორმის“ ადმინისტრაციის გადაწყვეტილებით, უკრაინის დროშა ჩამოხსნეს

ესექსის საგრაფოს საბჭოს შენობის წინ, ახლად არჩეული პარტია „რეფორმის“ ადმინისტრაციის გადაწყვეტილებით, უკრაინის დროშა ჩამოხსნეს. ინფორმაციას ამის შესახებ BBC-ი ავრცელებს.

ფრიდრიხ მერცი

15 მაისი 2026, 23:02

მსოფლიო

მერცი: მე დღეს ჩემს შვილებს არ ვურჩევდი აშშ-ში წასვლას განათლების მისაღებად და სამუშაოდ

გერმანიის კანცლერმა, ფრიდრიხ მერცმა პარასკევს განაცხადა, რომ ის აღარ მისცემდა ახალგაზრდებს რეკომენდაციას, სამუშაოდ ან სასწავლებლად აშშ-ში გადასულიყვნენ. მიზეზად მან ამერიკაში არსებული „სოციალური კლიმატის“ გაუარესება დაასახელა.

15 მაისი 2026, 22:53

მსოფლიო

აშშ-მა ისრაელსა და ლიბანში მოქმედ „ჰეზბოლას“ შორის არსებული ცეცხლის შეწყვეტის შეთანხმების 45 დღით გაგრძელება გამოაცხადა

აშშ-მა ისრაელსა და ლიბანში მოქმედ „ჰეზბოლას“ შორის არსებული ცეცხლის შეწყვეტის შეთანხმების 45 დღით გაგრძელება გამოაცხადა.

ვან ი

15 მაისი 2026, 22:30

მსოფლიო

ჩინეთის საგარეო საქმეთა მინისტრი: პრეზიდენტი სი ძინპინი მიმდინარე წლის შემოდგომაზე ეწვევა ამერიკის შეერთებულ შტატებს პრეზიდენტ დონალდ ტრამპის მიწვევით

ჩინეთის საგარეო საქმეთა სამინისტრომ განაცხადა, რომ პრეზიდენტი სი ძინპინი მიმდინარე წლის შემოდგომაზე ეწვევა ამერიკის შეერთებულ შტატებს პრეზიდენტ დონალდ ტრამპის მიწვევით.

ირაკლი ზარქუა

15 მაისი 2026, 22:04

პოლიტიკა

ზარქუა დანიაში აქციის დაშლაზე: ჩვენ გვიწუნებენ მიდგომას და ამ დროს, კადრები გავრცელდა, როგორ ქოლავენ ხელკეტებით მათ მოსახლეობას და ჟურნალისტებს - ეს სახელმწიფოები შემდეგ ჩვენ ნოტაციებს გვიკითხავენ, ეს ორმაგი სტანდარტიც არ არის

გვიწუნებენ მიდგომას, ჩვენს დემოკრატიულ პროცესებს და ამ დროს, კადრები გავრცელდა დანიიდან, როგორ ქოლავენ ხელკეტებით მათ მოსახლეობას, ადგილობრივებს და ჟურნალისტებსაც უსწორდებიან ხელკეტებით, - განაცხადა პარლამენტის დიასპორის კომიტეტის თავმჯდომარემ, ირაკლი ზარქუამ, რომელმაც შეაფასა დანიის დედაქალაქ კოპენჰაგენში პოლიციის მიერ აქციის ძალადობრივი მეთოდებით დაშლა.

ირაკლი ხელაძე

15 მაისი 2026, 22:00

პოლიტიკა

ხელაძე: დანია საკმაოდ კრიტიკულად არის განწყობილი საქართველოსთან მიმართებით, ცდილობენ ჭკუა დაგვარიგონ, საკუთარ ქვეყანაში კი დემონსტრანტების ასეთი ფორმით უსწორდებიან - ეს მიანიშნებს, რომ ევროპული ბიუროკრატია არის დეკორაციად გადაქცეული

საპარლამენტო უმრავლესობის წევრმა, ირაკლი ხელაძემ, დანიის დედაქალაქ კოპენჰაგენში პოლიციის მიერ აქციის ძალის გამოყენებით დაშლის ფაქტი შეაფასა და აღნიშნა, რომ დანია საქართველოს არიგებს ჭკუას და ადამიანის უფლებების დაცვისკენ მიუთითებს, თავად კი საკუთარ მოქალაქეებს ამგვარი ფორმით უსწორდება.

გიორგი ვოლსკი

15 მაისი 2026, 21:58

პოლიტიკა

გიორგი ვოლსკი დანიაში აქციის დაშლაზე: ძალიან ხისტი ზომების გამოყენებით დაშალეს მიტინგი, რაც გვაძლევს საფუძველს, ვიფიქროთ, რომ საქართველოს მიმართ მიკერძოებული დამოკიდებულებაა, რომელსაც სერიოზული პოლიტიკური სარჩული გააჩნია

პარლამენტის თავმჯდომარის პირველმა მოადგილემ, გიორგი ვოლსკიმ შეაფასა დანიის დედაქალაქ კოპენჰაგენში განვითარებული პროცესები, როდესაც პოლიციამ აქციის მონაწილეების მიმართ ფიზიკური ძალა გამოიყენა.

ვან ი

15 მაისი 2026, 21:35

მსოფლიო

ჩინეთის საგარეო საქმეთა მინისტრი: დონალდ ტრამპს ესმის ჩინეთის პოზიცია ტაივანთან დაკავშირებით

ჩინეთის საგარეო საქმეთა მინისტრმა, ვან იმ განაცხადა, რომ პეკინის დასკვნით, აშშ-ის პრეზიდენტს, დონალდ ტრამპს ესმის ჩინეთის პოზიცია ტაივანთან დაკავშირებით.

შალვა პაპუაშვილი

15 მაისი 2026, 21:35

პოლიტიკა

პარლამენტში ოჯახის სიწმინდის დღესთან დაკავშირებით, ღონისძიება - „ძლიერი ოჯახი - ძლიერი სახელმწიფო“ გაიმართა

ღონისძიების მონაწილეებს მისასალმებელი სიტყვით მიმართა პარლამენტის თავმჯდომარემ შალვა პაპუაშვილმა და ხაზი გაუსვა ოჯახური ღირებულებებისა და ტრადიციების შენარჩუნების მნიშვნელობას. როგორც შალვა პაპუაშვილმა განაცხადა, ოჯახი ყოველთვის იყო ის ინსტიტუტი, სადაც სინამდვილეში ხდებოდა ჩვენი ეროვნული, სახელმწიფოებრივი ცნობიერებისა და ფასეულობების ჩამოყალიბება.

თინათინ რუხაძე

15 მაისი 2026, 21:30

კულტურა

თინათინ რუხაძე მანანა ანდრიაძის სახელობის სტუდენტთა და ახალგაზრდა მკვლევართა საერთაშორისო სამეცნიერო კონფერენციის - „მუსიკოლოგიისა და ეთნოლოგიის პრობლემები“, დასკვნით ღონისძიებას დაესწრო

გიორგი მთაწმინდელის სახელობის გალობის უნივერსიტეტის ორგანიზებით გამართულ კონფერენციაში მონაწილეობდნენ ბაკალავრიატის, მაგისტრატურისა და დოქტორანტურის სტუდენტები და ახალგაზრდა მკვლევრები საქართველოდან და უცხოეთიდან.

15 მაისი 2026, 21:13

ეკონომიკა

თამარ იოსელიანი TRACECA-ს მთავრობათაშორისი კომისიის რიგით მე-18 სხდომაში მონაწილეობდა

საქართველოს დაკავშირებადობის გასაძლიერებლად და შუა დერეფნის კონკურენტუნარიანობის ასამაღლებლად, TRACECA-ს ფარგლებში წევრ ქვეყნებთან და პარტნიორებთან მჭიდრო თანამშრომლობა უმნიშვნელოვანესია, - განაცხადა საქართველოს ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების მინისტრის მოადგილემ, თამარ იოსელიანმა TRACECA-ს მთავრობათაშორისი კომისიის მეთვრამეტე ყოველწლიურ სხდომაზე სიტყვით გამოსვლისას.

15 მაისი 2026, 21:08

კულტურა

დიმიტრი შევარდნაძის დაბადების 140 წლისთავისადმი მიძღვნილი საიუბილეო გამოფენა გაიხსნა. „ქრონიკის“ სიუჟეტი

დიმიტრი შევარდნაძის დაბადების 140 წლისთავისადმი მიძღვნილი საიუბილეო გამოფენა დიდი შემოქმედის ცხოვრების ქრონიკას ასახავს. ექსპონატების გარკვეული ნაწილი ფართო საზოგადოების წინაშე პირველადაა წარმოდგენილი.

15 მაისი 2026, 20:53

სამართალი

ქართულ-ესპანური საპოლიციო თანამშრომლობა - დაკავებულია დაჯგუფების 13 წევრი, მათ შორის საქართველოს მოქალაქეები. „ქრონიკის“ სიუჟეტი

ბრალდებულები 30-მდე ბინის ქურდობაში არიან ეჭვმიტანილნი. ხმაურიანი დაპატიმრებები საქართველოსა და ესპანეთის სამართალდამცავ უწყებებს შორის ერთწლიანი ინტენსიური კოორდინაციის შედეგად გახდა შესაძლებელი.

15 მაისი 2026, 20:48

საზოგადოება

17 მაისი საქართველოში ოჯახის სიწმინდის დღეა. „ქრონიკის“ სიუჟეტი

12 წელია 17 მაისი საქართველოში ოჯახის სიწმინდის დღეა. წელს პირველ სადღესასწაულო წირვას ყოვლადწმინდა სამების სახელობის საპატრიარქო ტაძარში აღასრულებს სრულიად საქართველოს კათოლიკოს-პატრიარქი შიო მესამე. დილის 11 საათიდან კი ქაშუეთიდან სამებამდე ტრადიციული მსვლელობა გაიმართება.

15 მაისი 2026, 20:44

ეკონომიკა

კასპის ცემენტის ქარხანა განვითარების ახალ ეტაპზე გადადის - 70 მილიონი დოლარის ღირებულების პროექტის განხორციელება იწყება. „ქრონიკის“ სიუჟეტი

როგორც პრემიერ-მინისტრმა აღნიშნა, 70 მილიონი დოლარის ღირებულების პროექტი ქვეყანას საწარმოო სიმძლავრის უპრეცედენტო ზრდას მოუტანს.

15 მაისი 2026, 20:41

პოლიტიკა

ევროინტეგრაცია, ოკუპირებული ტერიტორიები და საქართველოს მნიშვნელოვანი სამშვიდობო როლი რეგიონში - საქართველოს საპარლამენტო დელეგაციის ვიზიტი იტალიაში და შეხვედრა რომის პაპთან. დეტალები „ქრონიკაში“

საქართველოს საპარლამენტო დელეგაციის აუდიენცია რომის პაპთან და შეხვედრები ვატიკანში.

15 მაისი 2026, 20:35

რეგიონი

აბაშაში კონსტანტინე გამსახურდიას 135 წლის იუბილესადმი მიძღვნილი ღონისძიებები გაიმართა

აბაშის მუნიციპალიტეტში ქართველი მწერლისა და საზოგადო მოღვაწის - კონსტანტინე გამსახურდიას 135 წლის იუბილესადმი მიძღვნილი სახალხო დღესასწაული „კონსტანტინეობა“ გაიმართა.