imedi /  26 მარტი 2021, 14:27 / სანდო წყარო

ანსუ ფატი ცნობილი ესპანური სპორტული ავტომობილის ელჩი გახდა

ანსუ ფატი ცნობილი ესპანური სპორტული ავტომობილის, Cupra-ს ელჩი გახდა. ამის შესახებ ინფორმაციას Kickoff-ი ავრცელებს.

კომპანიის შტაბ-ბინაში ხელშეკრულების გაფორმების შემდეგ, „ბარსელონას“ 18 წლის ამომავალ ვარსკვლავს ამავე მარკის ახალი მანქანა აჩუქეს, თუმცა ჯერჯერობით მის გამოყენებას ვერ შეძლებს, რადგან მართვის მოწმობა არ აქვს.

ესპანელი თავდამსხმელი ნოემბრის დასაწყისში სერიოზულად დაშავდა, რის გამოც ოპერაცია გაიკეთა და ამ დრომდე სარეაბილიტაციო კურსს გადის. ბოლო ინფორმაციით ფატის შესაძლოა კიდევ ერთხელ დასჭირდეს ქირურგიული ჩარევა, რის გამოც შესაძლოა არა მხოლოდ სეზონის დარჩენილი ნაწილის, არამედ ევროპის ჩემპიონატის გამოტოვება მოუწიოს.

ყველა სიახლე

შალვა ნათელაშვილი

22 მარტი 2025, 19:42

პოლიტიკა

შალვა ნათელაშვილი: სომხეთში ჰქონდათ პარტიული ტელევიზია სარქისიანის პრემიერობისას, რომლის ეკრანიდანაც არ ჩამოდიოდნენ პარტიული ფუნქციონერები. იგივე ხდება „ტვ პირველზე“-ხაზარაძე ამაში მაინც მიბაძე იმ მაგარ ხალხს საიდანაც წარმოიშვი

„სომხეთში ქონდათ პარტიული ტელევიზია სარქისიანის პრემიერობისას, რომლის ეკრანიდანაც დღე და ღამ არ ჩამოდიოდნენ პარტიული ფუნქციონერები.ზუსტად იგივე ხდება ბანკირ ოლიგარქ ხაზარაძის ტვ პირველზე იმ განსხვავებით, რომ ამათ დამოუკიდებელ ტელემაუწყებლობაზე აქვთ თან პრეტენზია, ხოლო ერევანში კაცურად აღიარებდნენ პარტიული ტელევიზიის არსებობას“, - წერს „ლეიბორისტული პარტიის“ ლიდერი შალვა ნათელაშვილი სოციალურ ქსელში.

22 მარტი 2025, 19:32

სპორტი

ზაურ დვალაშვილი თბილისის „გრანდ სლემის" ბრინჯაოს პრიზიორია

საქართველოს სპორტის სამინისტროს მხარდაჭერით თბილისის „გრანდ სლემი" მიმდინარეობს. ქართველმა ძიუდოისტმა ზაურ დვალაშვილმა (-81 კგ) ბრინჯაოს მედლისთვის ბრძოლაში ფრანგი არნაუ არეგბა 20 წამში დაამარცხა.

22 მარტი 2025, 19:28

სპორტი

ირაკლი ბეროშვილი თბილისის „გრანდ სლემის" ბრინჯაოს პრიზიორია

საქართველოს სპორტის სამინისტროს მხარდაჭერით თბილისის „გრანდ სლემი" მიმდინარეობს. ქართველმა ძიუდოისტმა ირაკლი ბეროშვილმა (-81 კგ) მესამე ადგილისთვის შეხვედრაში კანადელი ფრანსუა გოტიე დრაპუ დაამარცხა და ბრინჯაოს მედალი მოიპოვა.

22 მარტი 2025, 19:17

სპორტი

ხვიჩა კვარაცხელია: „დინამო არენაზე" თამაში ძალიან მოგვენატრა. იმ ისტორიული თამაშის შემდეგ არ გვითამაშია და ერთი სული გვაქვს, ხვალ როდის გამოვალთ მოედანზე

„დინამო არენაზე" თამაში ძალიან მოგვენატრა. იმ ისტორიული თამაშის შემდეგ არ გვითამაშია და ერთი სული გვაქვს, ხვალ როდის გამოვალთ მოედანზე, - განაცხადა საქართველოს ეროვნული ნაკრების ფეხბურთელმა ხვიჩა კვარაცხელიამ დღეს გამართულ პრესკონფერენციაზე.

22 მარტი 2025, 19:11

საზოგადოება

თსუ-ში ღია კარის დღის ფარგლებში ჯაბა სამუშია ფაკულტეტების დეკანებთან ერთად აბიტურიენტებს შეხვდა

ივანე ჯავახიშვილის სახელობის თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტში ღია კარის დღის ფარგლებში თსუ რექტორი, აკადემიკოსი ჯაბა სამუშია ფაკულტეტების დეკანებთან ერთად აბიტურიენტებს შეხვდა.

გიორგი ვოლსკი

22 მარტი 2025, 18:43

პოლიტიკა

გიორგი ვოლსკი: ვენეციის კომისიას ამ შემთხვევაში არ აქვს სამართლებრივი შეფასება, ვთვლით, რომ რაც მეტი იქნება ხალხის წარმომადგენლობა არჩევით სტრუქტურებში, მით უფრო მეტი იქნება გავლენა ხალხისა აღმასრულებელ სტრუქტურებზე

ვენეციის კომისიას ამ შემთხვევაში არ აქვს სამართლებრივი შეფასება, ჩვენ იმ რეალობიდან გამომდინარე, რაც საქართველოშია შექმნილი, ვთვლით, რომ რაც მეტი იქნება ხალხის წარმომადგენლობა ადგილობრივ არჩევით სტრუქტურებში, მით უფრო მეტი იქნება გავლენა ხალხისა აღმასრულებელ სტრუქტურებზე, - ასე ეხმიანება პარლამენტის პირველი ვიცე-სპიკერი, გიორგი ვოლსკი, ვენეციის კომისიის მიერ გამოქვეყნებულ დასკვნასა და რეკომენდაციებს „საარჩევნო კოდექსში“ ადგილობრივი თვითმმართველობის არჩევნებთან დაკავშირებით შეტანილ ცვლილებებზე.

ეკა უშხვანი

22 მარტი 2025, 18:42

სპორტი

„ზურულდის თასი“ 2025-ის გამარჯვებულები გამოვლინდნენ

„ზურულდის თასი“ 2025-ის გამარჯვებულები გამოვლინდნენ. მათ შორის - პირველადგილოსანი ქალთა კატეგორიაში - ეკა უშხვანი გახდა. სხვადასხვა კატეგორიაში გამარჯვებულები ზურულდის თასით, საჩუქრებითა და ფულადი პრიზებით დაჯილდოვდნენ. „ზურულდის თასის“ ტურნირი ყოველ წელს იმართება და მისი მიზანია სამთო-სათხილამურო კურორტის პოპულარიზაცია.

22 მარტი 2025, 18:37

რეგიონი

ახალციხე-ნინოწმინდის, ახალქალაქი-კარწახის გზებზე და აიაზმა-ნინოწმინდის მონაკვეთზე მისაბმელიანი და ნახევრადმისაბმელიანი ავტოტრანსპორტის მოძრაობა აღდგა

საქართველოს რეგიონული განვითარებისა და ინფრასტრუქტურის სამინისტროს საავტომობილო გზების დეპარტამენტის ინფორმაციით, საერთაშორისო მნიშვნელობის ახალციხე-ნინოწმინდის და ახალქალაქი-კარწახის საავტომობილო გზებზე, ასევე შიდასახელმწიფოებრივი მნიშვნელობის კოდა–ფარცხისი–მანგლისი–წალკა-ნინოწმინდის საავტომობილო გზის კმ94-კმ146 (აიაზმა-ნინოწმინდა) მონაკვეთზე მისაბმელიანი და ნახევრადმისაბმელიანი ავტოტრანსპორტის მოძრაობა აღდგენილია.

გურამ მაჭარაშვილი

22 მარტი 2025, 18:33

პოლიტიკა

გურამ მაჭარაშვილი „მეგობარ აქტზე: არ შეიძლება ამ აქტმა მხარი დაუჭიროს ომს საქართველოში, „ნაციონალური მოძრაობის“ დაბრუნებას, ლგბტ პროპაგანდას და ახლა განსაჯოს საზოგადოებამ, როგორი „მეგობარი აქტი“ არის ის

„არ შეიძლება ტრადიციების წინააღმდეგ წავიდეს რომელიმე პარტნიორი ქვეყანა, არ შეიძლება პარტნიორობის წინააღმდეგ წავიდეს, იმის წინააღმდეგ რომ მშვიდობა იყოს საქართველოში და არ შეიძლება მხარი დაუჭიროს ამ აქტმა ომს საქართველოში, „ნაციონალური მოძრაობის“ დაბრუნებას, ლგბტ პროპაგანდას და ახლა განსაჯოს საზოგადოებამ, როგორი „მეგობრული აქტი“ არის ეს, რაც არის წარდგენილი საკანონმდებლო ორგანოში ამერიკაში“, - აღნიშნა გურამ მაჭარაშვილმა.

ვილი სანიოლი

22 მარტი 2025, 18:31

სპორტი

ვილი სანიოლი: გუნდში მოტივაციის პრობლემა არ იქნება, მაგრამ შემადგენლობაში გარკვეულ ცვლილებებს შევიტან, სხვა ფეხბურთელებსაც მიეცემათ შანსი

გუნდში მოტივაციის პრობლემა არ იქნება, მაგრამ შემადგენლობაში გარკვეულ ცვლილებებს შევიტან, - განაცხადა დღეს გამართულ პრესკონფერენციაზე საქართველოს საფეხბურთო ნაკრების მთავარმა მწვრთნელმა ვილი სანიოლმა.

ლევან მაჭავარიანი

22 მარტი 2025, 18:08

პოლიტიკა

ლევან მაჭავარიანი: რა „მეგობრულ აქტზეა“ აქ საუბარი?! ეს არის ჩვეულებრივად მტრული აქტი, რაღაც სისულელეებითა და აბსურდებით გაჟღენთილი

რა „მეგობრულ აქტზეა“ აქ საუბარი?! ეს არის ჩვეულებრივად მტრული აქტი, რაღაც სისულელეებითა და აბსურდებით გაჟღენთილი. ამას ჩვენ მიჩვეულები ვართ, - განაცხადა საპარლამენტო უმრავლესობის წევრმა, ლევან მაჭავარიანმა აშშ-ის სენატში განსახილველ „მეგობრულ აქტზე“ საუბრისას.

პაატა სალია

22 მარტი 2025, 18:06

პოლიტიკა

პაატა სალია: შეზღუდვები, რომელზეც საუბარია ე.წ. „მეგობარ აქტში“, ის თავისი შინაარსით ნამდვილად არ არის საქართველოსთვის მეგობრული. საქართველოს არასდროს გადაუხვევია ევროატლანტიკური გზიდან, რომელიც კონსტიტუციითაა გამყარებული

შეზღუდვები, რომელზეც საუბარია ე.წ. „მეგობარ აქტში“, ის თავისი შინაარსით ნამდვილად არ არის საქართველოსთვის მეგობრული, არ გულისხმობს მხოლოდ და მხოლოდ შეზღუდვებს საქართველოს ხელისუფლების წინააღმდეგ, - განუცხადა „ქრონიკას“ ფრაქცია „ქართული ოცნების“ წევრმა პაატა სალიამ.

გიორგი ვოლსკი

22 მარტი 2025, 18:04

პოლიტიკა

გიორგი ვოლსკი NGO-ების დაორგანიზებულ აქციაზე: ესეთ გაცხოველებულ, გააფთრებულ ტაშ-ფანდურს, რომელსაც ჩვენ ახლა თვალყურს ვადევნებთ, ერთი სახელი შეიძლება ეწოდოს მხოლოდ - ეს არის უსამშობლოთა აღლუმი, რომელიც უშედეგოდ დამთავრდება

გიორგი ვოლსკი ეხმიანება არასამთავრობო ორგანიზაციების მიერ დაანონსებულ აქციას, რომელიც „მეგობარი აქტის" მხარდასაჭერად დაორგანიზდა. პარლამენტის თავმჯდომარის პირველი მოადგილის თქმით, ეს არის უსამშობლოთა აღლუმი, რომელიც უშედეგოდ დასრულდება.

22 მარტი 2025, 18:00

სპორტი

ლაშა შავდათუაშვილი თბილისის „გრანდ სლემის" ჩემპიონია

საქართველოს სპორტის სამინისტროს მხარდაჭერით თბილისის „გრანდ სლემი" მიმდინარეობს. ტურნირის მოქმედმა ჩემპიონმა ლაშა შავდათუაშვილმა (-73 კგ) ფინალში ძიუდოს საერთაშორისო ფედერაციის სახელით მოასპარეზე არმენ აღაიანი დაამარცხა ტიტული შეინარჩუნა და თბილისის ,,გრანდ სლემის" ჩემპიონობა მესამედ იზეიმა.

პაატა სალია

22 მარტი 2025, 17:49

პოლიტიკა

პაატა სალია: სავსებით ლოგიკურად ჩანს დღევანდელი გადასახედიდან ის პოზიცია, რომ „ნაციონალური მოძრაობა“ და სხვა პარტიები, რომლებმაც უარი განაცხადეს პარლამენტში შესვლაზე, არ იღებენ მონაწილეობას ადგილობრივი თვითმმართველობის არჩევნებში

სავსებით ლოგიკურად ჩანს დღევანდელი გადასახედიდან და დღევანდელ მოცემულობაში ის პოზიცია, რომ „ნაციონალური მოძრაობა“ და სხვა პარტიები, რომლებმაც უარი განაცხადეს პარლამენტში შესვლაზე, არ იღებენ მონაწილეობას ადგილობრივი თვითმმართველობის არჩევნებში, - განუცხადა „ქრონიკას“ ფრაქცია „ქართული ოცნების“ წევრმა პაატა სალიამ.

გიორგი ვოლსკი

22 მარტი 2025, 17:46

პოლიტიკა

გიორგი ვოლსკი: დამორჩილებისთვის საკუთარი თავის შეთავაზება ახასიათებს ჩვენს ოპოზიციას. ჩვეულებრივ ამბად იქცა ფიცის დადება, რომ მოემსახურებიან გარეშე ძალას, დადგებიან ცალ ფეხზე და მოიხრიან ქედს

„არჩევნებში მონაწილეობს მიიღებენ თუ არა, ეს ერთი საკითხია, მაგრამ მთავარი საკითხი, რაც არ იცვლება ეს არის საქართველოს დაზიანებისთვის ვის უფრო უკეთესი რესურსი აქვს შეთავაზებული ამ კოლექტიური „ნაცმოძრაობის“ ფორმატში, - განაცხადა ოპოზიციაზე საუბრისას საქართველოს პარლამენტის თავმჯდომარის პირველი მოადგილემ, გიორგი ვოლსკიმ.

გურამ მაჭარაშვილი

22 მარტი 2025, 17:35

პოლიტიკა

გურამ მაჭარაშვილი: არჩევნებში თუ არ მიიღებენ მონაწილეობას, კარგია! პოლიტიკურად მათთვის ეს ცუდია - რაც ცუდია „ნაციონალური მოძრაობისთვის“, კარგია ქართველი ხალხისთვის

რაც ცუდია „ნაციონალური მოძრაობისთვის“, კარგია ქართველი ხალხისთვის, - განაცხადა „ხალხის ძალის“ აღმასრულებელმა მდივანმა, გურამ მაჭარაშვილმა თვითმმართველობის არჩევნებში ოპოზიციური პარტიების მონაწილეობის შესახებ საკითხზე საუბრისას.

გურამ მაჭარაშვილი

22 მარტი 2025, 17:31

პოლიტიკა

გურამ მაჭარაშვილი: გარწმუნებთ, კომისიის დასკვნა იქნება ისეთი, ვერცერთი უწყება ვერ იტყვის იმას, რომ „ნაციონალური მოძრაობა“ არ უნდა შეფასდეს როგორც ის რეჟიმი, რომელიც არ უნდა არსებობდეს ქართულ პოლიტიკაში

გარწმუნებთ, კომისიის დასკვნა იქნება ისეთი, ვერცერთი უწყება ვერ იტყვის იმას, რომ „ნაციონალური მოძრაობა“ არ უნდა შეფასდეს როგორც ის რეჟიმი, რომელიც არ უნდა არსებობდეს ქართულ პოლიტიკაში, - განუცხადა „ქრონიკას“ „2003-2012 წლებში მოქმედი რეჟიმისა და რეჟიმის პოლიტიკური თანამდებობის პირების საქმიანობის შემსწავლელი დროებით საგამოძიებო კომისიის“ წევრმა, „ხალხის ძალის“ აღმასრულებელმა მდივანმა, გურამ მაჭარაშვილმა.

გიორგი ვოლსკი

22 მარტი 2025, 17:24

პოლიტიკა

ვოლსკი ბესო ხარძიანის საქმეზე: ნაწამები ადამიანი დაჩაგრა არა მარტო ხელისუფლებამ, არამედ კერძო საკუთრების წართმევაში ჩართული იყო „თიბისი“ ბანკის მაშინდელი ხელმძღვანელობა, რომლებიც დღეს პოლიტიკურ ველზე არიან

საქართველოს პარლამენტის თავმჯდომარის პირველმა მოადგილემ, გიორგი ვოლსკიმ განაცხადა, რომ „ნაციონალური მოძრაობის" მმართველობის დროს ჩადენილი დანაშაულები არამარტო სამართლებრივად, არამედ პოლიტიკურადაც უნდა შეფასდეს. ვოლსკიმ ბესო ხარძიანის საქმის დეტალებზე ისაუბა და აღნიშნა, რომ კერძო საკუთრების წართმევაში მაშინდელი ხელისუფლების გარდა ჩართული იყო „თიბისი ბანკის“ მაშინდელი ხელმძღავნელობა.

პაატა სალია

22 მარტი 2025, 17:16

პოლიტიკა

პაატა სალია კომისიაზე: ჩანდა, რომ ბესიკ ხარძიანი იყო იმ სისტემის პირადი მძევალი და პატიმარი, რომელსაც ქონება საბოლოო ჯამში გამოსძალეს. ორი დღე-ღამე ფეხზე დამდგარი აწამებდნენ ადამიანს და არ ეძლეოდა არც დაჯდომის, არც დაწოლის საშუალება

ყველა იმ დეტალიდან, რაზეც ვისაუბრეთ ჩანდა, რომ ბესიკ ხარძიანი იყო იმ სისტემის პირადი მძევალი და პატიმარი, რომელსაც ქონება საბოლოო ჯამში გამოსძალეს, - განუცხადა „ქრონიკას“ „2003-2012 წლებში მოქმედი რეჟიმისა და რეჟიმის პოლიტიკური თანამდებობის პირების საქმიანობის შემსწავლელი დროებით საგამოძიებო კომისიის“ წევრმა, უმრავლესობის დეპუტატმა პაატა სალიამ.