www.imedi.ge /  20 ივლისი 2021, 21:40 / სანდო წყარო

ნონა გაფრინდაშვილმა ლიონელ მესისთვის ჭადრაკის დაფა მოოქროვილი ფიგურებით დაამზადებინა♞

ჭადრაკი  ნონა გაფრინდაშვილი ლიონელ მესი

ლეგენდარულმა ქართველმა მოჭადრაკემ, ნონა გაფრინდაშვილმა, ლიონელ მესისთვის ჭადრაკის დაფა მოოქროვილი ფიგურებით დაამზადებინა, რომლითაც არგენტინელი სუპერვარსკვლავისთვის, პირველი სანაკრებო ტიტულის „კოპა ამერიკის" ჩემპიონობის მილოცვას აპირებს. საჩუქარი გაფრინდაშვილმა ვერის ბაღში, ჭადრაკის საერთაშორისო დღისადმი მიძღვნილ ღონისძიებაზე წარადგინა.

„რაც მესისგან საჩუქრად მაისური მივიღე, იმის შემდეგ ვფიქრობდი, საპასუხოდ რა საჩუქარი შემერჩია. მჯეროდა, რომ „კოპა ამერიკას“ მოიგებდა და მინდოდა გამარჯვება განსაკუთრებულად მიმელოცა.
ეს იქნება არა ჩემი, არამედ საქართველოს სახელით გაგზავნილი საჩუქარი, სადაც 2015 წელს ევროპის სუპერთასზე ითამაშა. ვფიქრობ, ეს საჩუქარი მას მთელი ცხოვრება დაამახსოვრდება“, - განაცხადა ჭადრაკში მსოფლიოს ხუთგზის ჩემპიონმა.

ლიონელ მესიმ ლეგენდარულ ქართველ მოჭადრაკეს, 80 წლის იუბილეზე, საკუთარი ხელმოწერილი ბარსელონას მაისური გამოუგზავნა.

ყველა სიახლე

28 ივლისი 2021, 19:06

პოლიტიკა

იმერეთში სახელმწიფო რწმუნებულმა ზვიად შალამბერიძემ პოლონეთის დელეგაცია მიიღო

იმერეთში სახელმწიფო რწმუნებულმა ზვიად შალამბერიძემ პოლონეთის დელეგაციის წევრებს რეგიონის პოტენციალის შესახებ პრეზენტაცია წარუდგინა. მხარის გუბერნატორმა ყურადღება გაამახვილა ინფრასტრუქტურულ პროექტებზე, ტურიზმის განვითარებაზე, ინვესტიციების მოზიდვასა და სახელმწიფო პროგრამების მიმდინარეობაზე.

მამუკა მდინარაძე

28 ივლისი 2021, 18:59

პოლიტიკა

მამუკა მდინარაძე: ნიკა გვარამიამ აღიარა, რომ „ნაცმოძრაობის“ მედიასაშუალებები დაკავებულები იყვნენ პოლიტიკური საქმიანობით და მოუწოდა ნაცპოლიტიკოსებს, მათ შეასრულონ ეს ფუნქცია, რადგან მისი ტელეკომპანია ჟურნალისტურ საქმიანობას უბრუნდება

„ნაცმოძრაობის“ ერთ-ერთმა ლიდერმა ნიკა გვარამიამ აღიარა, რომ „ნაცმოძრაობის“ მედიასაშუალებები დაკავებულები იყვნენ პოლიტიკური (და არა ჟურნალისტური) საქმიანობით და მოუწოდა ნაცპოლიტიკოსებს, მათ შეასრულონ ეს ფუნქცია, რადგან მისი ტელეკომპანია უბრუნდება ჟურნალისტურ საქმიანობას“ - წერს Facebook-ის გვერდზე „ქართული ოცნების“ აღმასრულებელი მდივანი მამუკა მდინარაძე. მისი თქმით, შარლ მიშელის შეთანხმების ანულირებას აპროტესტებს ის პოლიტიკური ძალა, რომელმაც ხელი საერთოდ არ მოაწერა ამ შეთანხმებას.

დომინიკ რააბი

28 ივლისი 2021, 18:38

COVID19

დომინიკ რააბი: ვაქცინაციის არსებული ტემპების გათვალისწინებით, მსოფლიოს მოსახლეობის სათანადოდ აცრა 2024 წლამდე არ მოხდება

დიდი ბრიტანეთის საგარეო საქმეთა მინისტრმა, დომინიკ რააბმა განაცხადა, რომ ვაქცინაციის არსებული ტემპების გათვალისწინებით, მსოფლიოს მოსახლეობის სათანადოდ აცრა 2024 წლამდე არ მოხდება.

ამირან გამყრელიძე

28 ივლისი 2021, 18:25

COVID19

ამირან გამყრელიძე: ქვეყანა მძიმე „ლოკდაუნზე“ აღარ წავა, რეკომენდაციები მარტო შოლტითა და მათრახით არ უნდა აღსრულდეს

„ეპიდვითარება საკმაოდ რთულია. 26 ივნისიდან დაწყებული ნელი ტემპით უარესდებოდა და უარესდება ეპიდსიტუაცია. გუშინ და დღეს გვაქვს პიკური მაჩვენებელი. გარკვეულ პროგნოზირებაზე მუშაობს ჩვენი ერთ-ერთი ჯგუფი და შეიმჩნევა, რომ ზრდის ტემპი ბოლო დღეების განმავლობაში თითქოს მცირდება. აბსოლუტური რაოდენობა იმატებს, მაგრამ თითქოს, ზრდის ტემპის შემცირებისკენაა ტენდენცია, მაგრამ მინდა თითები გადავიჯვარედინო და არ ვიცი, ჯერჯერობით როგორი იქნება. ზრდა გვექნება, მაგრამ მინდა, რომ ეს იყოს ნელი ტემპით ზრდა. ყველანაირი გათვლებით ვართ პიკში და ვფიქრობთ, რომ ეს პიკი უნდა გაგრძელდეს 7-10 დღე და მერე ინფექციამ უკანსვლა უნდა დაიწყოს, მაგრამ ასევე ნელი ტემპით.

28 ივლისი 2021, 18:22

COVID19

Pfizer: ვაქცინის მესამე აცრა „დელტა“ შტამისგან დაცვას 100-ჯერ გაზრდის

კორონავირუსის საწინააღმდეგო ვაქცინის მესამე აცრა „დელტა“ შტამისგან დაცვას 100-ჯერ გაზრდის. ამის შესახებ კომპანია Pfizer-ში აცხადებენ.

თეა წულუკიანი

28 ივლისი 2021, 18:17

პოლიტიკა

თეა წულუკიანი: გვინდა, აღვადგინოთ საქართველოს ყველაზე დიდი მუზეუმი - შალვა ამირანაშვილის სახელობის ხელოვნების მუზეუმი

საქართველოს კულტურის, სპორტისა და ახალგაზრდობის მინისტრმა თეა წულუკიანმა სამინისტროს ათწლიანი გეგმის წარდგენისას კულტურული მემკვიდრეობის დაცვის მიმართულებით სამომავლო გეგმებზე ისაუბრა. ინფორმაციას კულტურის, სპორტისა და ახალგაზრდობის სამინისტრო ავრცელებს. მინისტრის თქმით, ამ მიმართულებით ძალიან ბევრი გამოწვევაა და სამინისტროს მიზანია, რომ მომავალი 10 წლის მანძილზე 500-მდე ძეგლზე ჩატარებული იყოს კვლევითი და სარეაბილიტაციო სამუშაოები და საქართველოს ტერიტორიაზე, მათ შორის ოკუპირებული ტერიტორიების ჩათვლით, კულტურული მემკვიდრეობის ძეგლების 75%-ის მდგომარეობა იყოს თანამედროვე წესების დაცვით შესწავლილი.

გაბრიელ ატალი

28 ივლისი 2021, 18:05

COVID19

საფრანგეთის მთავრობა: ქვეყანაში სანიტარული სიტუაცია შემაშფოთებელია

საფრანგეთის მთავრობის ოფიციალურმა წარმომადგენელმა, გაბრიელ ატალმა განაცხადა, რომ ქვეყანაში სანიტარული სიტუაცია შემაშფოთებელია.

ნიკოლოზ მჭედლიშვილი

28 ივლისი 2021, 17:57

პოლიტიკა

ნიკოლოზ მჭედლიშვილი: როცა პოლიტიკური პოლარიზაციის კლება არ მოჰყოლია დოკუმენტის ხელმოწერას, რაღა აზრი ჰქონდა "ქართული ოცნების" მიერ პედანტურად ხელშეკრულების ტექსტის მიყოლას და მის შესრულებაზე მუშაობას

შარლ მიშელის დოკუმენტზე ხელმოწერას ქვეყანაში პოლიტიკური პოლარიზაციის კლება არ მოჰყოლია. რაღა აზრი ჰქონდა "ქართული ოცნების" მიერ პედანტურად ამ ხელშეკრულების ტექსტის შესრულებაზე მუშაობას? - წერს სოციალურ ქსელში ექსპერტი ნიკოლოზ მჭედლიშვილი. მისი აზრით ოპოზიციამ შარლ მიშელის დოკუმენტით გაჩენილი შესაძლებლობები ვერ გამოიყენა.

სოზარ სუბარი

28 ივლისი 2021, 17:51

პოლიტიკა

სოზარ სუბარი: 19 აპრილის შეთანხმებას მაშინ ექნებოდა აზრი, თუ ყველა მოაწერდა ხელს

ამ დოკუმენტს მაშინ ექნებოდა აზრი, თუკი ყველა მოაწერდა ხელს. ხელმოწერილი დოკუმენტში ჩამოთვლილი ძირითადი პირობები, შესრულებულია, - ამის შესახებ საპარლამენტო უმრავლესობის წევრმა, სოზარ სუბარმა „ქრონიკაში“ განაცხადა. მისი თქმით, 19 აპრილის შეთანხმებაში პირობები, რომლებიც ქვეყნის მთლიანობისთვის იყო მნიშვნელოვანი შესრულებულია.

სოზარ სუბარი

28 ივლისი 2021, 17:48

პოლიტიკა

სოზარ სუბარი: ერთადერთი გზა რაც ოპოზიციას დარჩა, არის მაქსიმალური დესტაბილიზაცია და მეტი საბოტაჟი, სწორედ ამის იარაღი გამოვაცალეთ

ზურა ჯაფარიძე პარლამენტში არც შემოსულა, არც აპირებდა შემოსვლას. შესაბამისად ისევ ჩვენზე დამოკიდებული შევუწყვეტთ თუ არა მას მანდატს, ის ვერაფერს დატოვებ, არ შემოსულა და რას დატოვებს?! „ლელომ“ ძალიან კარგად იცის, რომ ამ არჩევნებზე მინიმუმ 50%-ით ნაკლები მხარდაჭერა ექნება, ამას ნათლად დაინახავს ჩვენი ამომრჩეველი. ახლა კარგი საბაბი მიეცათ, რომ ბოიკოტზე იფიქრონ და ამით საბოლოოდ დაასრულებენ თავიან ფსევდო პარტიას და ფსევდო პოლიტიკურ მოღვაწეობას, - ამის შესახებ საპარლამენტო უმრავლესობის წევრმა, სოზარ სუბარმა „ქრონიკაში“ განაცხადა.

სამედრო წვრთნა Agile Spirit 2021

28 ივლისი 2021, 17:46

თავდაცვა

Agile Spirit 2021-ის ფარგლებში, ქართულ-ამერიკული ერთობლივი წვრთნა ტარდება

როგორც თავდაცვის სამინისტროსი აცხადებენ, დღეს Agile Spirit 2021-ის ფარგლებში ვაზიანის მე-11 პოლიგონზე ქართულ-ამერიკული ერთობლივი წვრთნა ჩატარდა. სცენარის მიხედვით, სათვალთვალო საგუშაგოზე თავდასხმა განხორციელდა, რა დროსაც ერთ-ერთი სამხედრო დაიჭრა. მისი სამედიცინო ევაკუაცია საველე სამედიცინო პუნქტში საქართველოს თავდაცვის ძალების შეიარაღებაში არსებული ქართული წარმოების ჯავშანტექნიკით „დიდგორი მედევაკი“ განხორცილდა, სადაც დაჭრილ სამხედროს პირველადი სამედიცინო დახმარება ჩაუტარდა.

სოზარ სუბარი

28 ივლისი 2021, 17:45

პოლიტიკა

სოზარ სუბარი: არჩევნებზე ჩვენი შედეგები იქნება 50%-ზე ზემოთ ან 50%-თან ძალიან ახლოს

ჩვენ არც 43%-ის არ გვეშინია და არც 53%-ის და ღრმად ვართ დარწმუნებულები, რომ ამ კონკრეტულ არჩევნებზე ჩვენი შედეგები იქნება 50%-ზე ზემოთ ან 50%-თან ძალიან ახლოს. არანაირი 43%-იანი ბარიერის პრობლემა არ არსებობს და ამას ზუსტად 2 თვეში დაინახავს ჩვენი ამომრჩეველი, - ამის შესახებ საპარლამენტო უმრავლესობის წევრმა, სოზარ სუბარმა „ქრონიკაში“ განაცხადა.

ლევან იოსელიანი

28 ივლისი 2021, 17:43

პოლიტიკა

ლევან იოსელიანი: „ქართულ ოცნებას“ შეთანხმების ანულირების საშუალება „ნაცმოძრაობის“ ძალიან უპასუხისმგებლო საქციელმა მისცა

"წარმოუდგენელი ენერგია დახარჯა ქვეყანამ იმისთვის, რომ ეს შეთანხმება მიღწეულიყო და "ქართულმა ოცნებამ" ცალმხრივად თქვა ამაზე უარი, მაგრამ უნდა ვთქვა ისიც, რომ ამის გაკეთების საშუალება მას მისცა "ნაციონალური მოძრაობის" ძალიან უპასუხისმგებლო საქციელმა , რომელმაც არ მოაწერა ხელი დოკუმენტს და გაუხსნა ხელ-ფეხი "ქართულ ოცნებას", რომ ცალმხრივად უარი ეთქვა ამ შეთანხმებაზე, ეს არის ჩემი აზრით თანაბარი უპასუხისმგებლობა და ამ უპასუხისმგებლობას "ნაციონალური მოძრაობა" იჩენდა ამ პერიოდის განმავლობაში. ჩემთვის ეს არ იყო ძალიან დიდი სიურპრიზი. ხშირად საუბრობდნენ, რომ ეს აქამდე მივიდოდა", - განაცხადა იოსელიანმა.

28 ივლისი 2021, 17:43

საზოგადოება

ხვალ თბილისში დასაქმების ფესტივალი Tbilisi Jobs ჩატარდება

HR hub-ის ორგანიზებით 29 ივლისს, დედაენის ბაღში, 18:30 - 22:30 საათებში დასაქმების ფესტივალი Tbilisi Jobs გაიმართება. ღონისძიებაზე 50-ზე მეტი კომპანია სხვადასხვა ვაკანსიით იქნება წარმოდგენილი, რომელთა ნახვაც www.Studentjob.ge-ზეა შესაძლებელი. მონაწილეები შეარჩევენ მათთვის სასურველ კომპანიებს, ვაკანსიებს და დარეგისტრირდებიან.

28 ივლისი 2021, 17:37

საზოგადოება

პროექტი „დებატები უკეთესი განათლებისთვის“ წარმატებული სპიკერების და სკოლების დაჯილდოების ცერემონია გაიმართა

27 ივლისს, სასტუმრო „რედისონ ბლუ ივერიაში“ დებატების ტურნირის საუკეთესო სპიკერების და ფინალისტების, ასევე პროექტში ჩართული წარმატებული სკოლების დაჯილდოების ცერემონია გაიმართა. ღონისძიება, რომელიც პანდემიის გამო ჰიბრიდულ რეჟიმში ჩატარდა, გუდავაძე-პატარკაციშვილის ფონდის მიერ მხარდაჭერილი „საქართველოს დებატებისა და განათლების ინსტიტუტის“ (GIDE) პროექტის „დებატები უკეთესი განათლებისთვის“ ფარგლებში გაიმართა.

28 ივლისი 2021, 17:34

ეკონომიკა

სასტუმროს წარმომადგენელი: უცხოელი ვიზიტორები ძირითადად სპარსეთის ყურისა და ევროკავშირის ქვეყნებიდან გვყავს

კახეთის რეგიონში მდებარე ერთ-ერთი სასტუმროს გენერალური მენეჯერი გვანცა კოღუაშვილი ამბობს, რომ არსებული ეპიდვითარების ფონზე მათთან სტუმრების ნაკლებობა არ არის, მით უმეტეს, რომ ჯავშნების წასახალისებლად სასტუმრომ სპეციალური აქცია დაგეგმა და სტუმრების მოზიდვას ამ გზითაც შეეცადა.

ვახტანგ მეგრელიშვილი

28 ივლისი 2021, 17:34

პოლიტიკა

ვახტანგ მეგრელიშვილი: დარჩენილი იყო საკონსტიტუციო ცვლილებების მიღება, „ქართული ოცნების“ მიერ შეთანხმებიდან გასვლა შეიძლება ნიშნავდეს იმას, რომ მხოლოდ ეს პუნქტია შეუსრულებელი

დარჩენილი იყო საკონსტიტუციო ცვლილებების მიღება. „ქართული ოცნების“ მიერ შეთანხმებიდან გასვლა შეიძლება ნიშნავდეს იმას, რომ მხოლოდ ეს პუნქტია შეუსრულებელი, - ამის შესახებ ვახტანგ მეგრელიშვილმა „ქრონიკას“ განუცხადა. „გირჩის“ ერთ-ერთი ლიდერის თქმით, „ქართულ ოცნების“ მიერ გაკეთებული განცხადებიდან მან ეს დასკვნა გამოიტანა და სურს, რომ იგი ამაში ცდებოდეს.

სოზარ სუბარი

28 ივლისი 2021, 17:31

პოლიტიკა

სოზარ სუბარი: ამ წუთამდე ოპოზიცია დაკავებულია საბოტაჟით და შესაბამისად, ბუნებრივია ამ დოკუმენტმა აზრი დაკარგა

შარლ მიშელის დოკუმენტის მიზანი იყო, რომ შეგვეწყვიტა ის დესტაბილიზაციის, საბოტაჟისა და კონსტიტუციური რყევის მცდელობები, რასაც ოპოზიციის მხრიდან ჰქონდა ადგილი. მოკლევადიან პერსპექტივაში ამ დოკუმენტმა შეასრულა ეს როლი, ოპოზიცია შემოვიდა პარლამენტში, თუმცა მათ ხელი არ მოაწერეს ამ დოკუმენტს, არ აიღეს პასუხისმგებლობა სტაბილურობაზე და ქვეყნის მთლიანობაზე, - ამის შესახებ საპარლამენტო უმრავლესობის წევრმა, სოზარ სუბარმა „ქრონიკაში“ განაცხადა.

ბადრი ჯაფარიძე

28 ივლისი 2021, 17:24

პოლიტიკა

ბადრი ჯაფარიძე: „ლელო“ „ქართული ოცნების“ მოლოდინის საწინააღმდეგოდ იმოქმედებს

ეს ნაბიჯი გათვლილია იმაზე, რომ მოხდეს კიდევ უფრო მეტად დაპირისპირების ესკალაცია საზოგადოებაში, გამოიწვიოს ქაოსი, ნიჰილიზმი ჩვენს თანამოქალაქეებში, უიმედობის განცდა, რომ შესაძლებელია ასე აბუჩად აგდება ჩვენი სტრატეგიული პარტნიორის ძალისხმევით მიღწეული შეთანხმების, - ამის შესახებ „ლელოს“ ერთ-ერთმა ლიდერმა ბადრი ჯაფარიძემ „ქართული ოცნების“ გადაწყვეტილებაზე საუბრისას განაცხადა.

გიგა ბოკერია

28 ივლისი 2021, 17:21

პოლიტიკა

გიგა ბოკერია: ჩვენ უნდა უზრუნველვყოთ ქვეყნის შიგნით მოქალაქეების მხრიდან წნეხი მათზე ამ არჩევნების შედეგით, რაც მიგვიყვანს ვადამდელ არჩევნებამდე

„ევროპული საქართველოს“ თავჯდომარე გიგა ბოკერია ეხმაურება „ქართული ოცნების“ გადაწყვეტილებას 19 აპრილის შეთანხმების ანულირებასთან დაკავშირებით. ბოკერიას თქმით, ივანიშვილის რეჟიმის წარმომადგენლების ეს განცხადება ერთი მხრივ ადასტურებს, რომ მათ უმძიმესი მდგომარეობა აქვთ ქართული საზოგადოების მხარდაჭერის თვალსაზრისით, ხოლო მეორე მხირვ ცხადყოფს, რომ მათ სიტყვას არანაირი ფასი არ აქვს.