სანდრო მამუკელაშვილმა „გოლდენ სტეიტთან“ ორმაგი დუბლი შეასრულა
ფოტო: Facebook
ნაციონალური საკალათბურთო ასოციაციის (NBA) მორიგ ტურში სანდრო მამუკელაშვილის „სან ანტონიო“ „გოლდენ სტეიტთან“ 115:130 დამარცხდა.
ქართველმა კალათბურთელმა მოედანზე 29:13 წუთი გაატარა და 13 ქულა, 11 მოხსნა და 4 გადაცემა დააგროვა.
77 მატჩის შემდეგ „სან ანტონიო“ დასავლეთ კონფერენციის სატურნირო ცხრილის ბოლოსწინა, მე-14 პოზიციას იკავებს. შემდეგ მატჩს სანდრო მამუკელაშვილის გუნდი 3 აპრილს, „საკრამენტოს“ წინააღმდეგ გამართავს.
ყველა სიახლე
23 აპრილი 2026, 11:38
რეგიონი
ნეკრესის სამონასტრო კომპლექსთან მისასვლელი გზა განახლდა
ინფრასტრუქტურის სამინისტროს საავტომობილო გზების დეპარტამენტმა კახეთის რეგიონში, ყვარლის მუნიციპალიტეტში, ნეკრესის სამონასტრო კომპლექსთან მისასვლელი შიდასახელმწიფოებრივი მნიშვნელობის საავტომობილო გზის 5-კილომეტრიანი მონაკვეთის (კმ1–კმ5) პერიოდული შეკეთების სამუშაოები დაასრულა.
23 აპრილი 2026, 11:37
პოლიტიკა
ზვიად შალამბერიძე იგორ ბლაჟევიჩზე: ყველა ასეთ შემთხვევაზე საქართველოს და ჩვენს საკანონმდებლო ორგანოებს ჰქონდათ შესაბამისი რეაგირება და მე დარწმუნებული ვარ ეს შემთხვევაც არ დარჩება რეაგირების გარეშე
თამამად შეგვიძლია პარალელები გავავლოთ იმ სიტუაციებთან, რომელიც იყო თუნდაც რამდენიმე თვის წინ, წინასაარჩევნოდ, როდესაც ბლაჟევიჩის მსგავსი ადამიანები ჩამოდიოდნენ და კონკრეტულ მითითებებს აძლევდნენ ოპოზიციურ ფლანგზე მყოფ ადამიანებს, - განაცხადა რეგიონული პოლიტიკისა და თვითმმართველობის საპარლამენტო კომიტეტის თავმჯდომარის პირველმა მოადგილემ ზვიად შალამბერიძემ.
23 აპრილი 2026, 11:34
პოლიტიკა
პრემიერი: „აგროთანადაფინანსების“ ახალი პროგრამით ჩვენ ვაერთიანებთ აგროწარმოების ყველა საკვანძო მიმართულებას, ჩვენი მთავარი მიზანია საშუალო ზომის ფერმერული მეურნეობების გაძლიერება - ზოგ შემთხვევაში სახელმწიფო თანადაფინანსება ორმაგდება
დღეს ჩვენ ახალი გამოწვევების წინაშე ვდგავართ. გეოპოლიტიკური არასტაბილურობა, ლოჯისტიკური სირთულეები და სასურსათო უსაფრთხოების საკითხი დღეს მთელი მსოფლიოსთვის უმთავრესი გამოწვევაა. ეს ვითარება ჩვენგან კიდევ უფრო სწრაფ მოქმედებას, ახალი ბაზრების ათვისებას და ადგილობრივი წარმოების მაქსიმალურ გაძლიერებას მოითხოვს, - განაცხადა საქართველოს პრემიერ-მინისტრმა, ირაკლი კობახიძემ აგროთანადაფინანსების პროგრამის პრეზენტაციაზე სიტყვით გამოსვლისას.
23 აპრილი 2026, 11:30
მსოფლიო
მედია: სლოვაკეთმა ნავთობსადენ „დრუჟბას“ მეშვეობით რუსული ნავთობის მიღება დაიწყო
სლოვაკეთმა თითქმის სამთვიანი წყვეტის შემდეგ დღეს დილიდან ნავთობსადენ „დრუჟბას“ მეშვეობით რუსული ნავთობის მიღება დაიწყო. ინფორმაციას სლოვაკური მედია ავრცელებს.
23 აპრილი 2026, 11:30
რეგიონი
აჭარის პოპულარიზაცია ყაზახეთში მიმდინარეობს
აჭარის ტურიზმის დეპარტამენტი რეგიონის პოპულარიზაციას აგრძელებს. ამ ეტაპზე, უწყება აჭარის მრავალფეროვან ტურისტულ პროდუქტებს ყაზახ ვიზიტორებს აცნობს. ყაზახეთის საერთაშორისო ტურისტული გამოფენის ფარგლებში, სადაც დეპარტამენტი ტურიზმის ეროვნული ადმინისტრაციისა და ტურისტული სექტორის წარმომადგენლებთან ერთად მონაწილეობს, ვიზიტორებს საშუალება აქვთ ამომწურავი ინფორმაცია მიიღონ აჭარასა და ზოგადად, საქართველოში მოგზაურობასთან დაკავშირებით.
23 აპრილი 2026, 11:22
პოლიტიკა
პაველ ჰერჩინსკი: ჩვენ არ უნდა დავუშვათ, რომ საქართველო და შესანიშნავი, თბილი, სტუმართმოყვარე ქართველი ხალხი დაბრუნდეს ძალადობის, სამოქალაქო ომის, სიღარიბის, გაჭირვების, კორუფციის ბნელ დროში
ევროკავშირის ელჩის განცხადებით, საქართველოს მომავალი ჯერ არ დაწერილა, მაგრამ ის, რაც მომავალ კვირებსა და თვეებში გადაწყდება, განსაზღვრავს, ეკუთვნის საქართველო ევროპული ქვეყნების ოჯახს თუ თავის ბნელ წარსულს დაუბრუნდება. ეს განცხადება პაველ ჰერჩინსკიმ ბრიუსელში, ევროპის საგარეო ქმედებათა სამსახურში გააკეთა, სადაც დოკუმენტური ფოტოგამოფენა „საქართველო ფოკუსში“ გაიხსნა.
23 აპრილი 2026, 11:21
პოლიტიკა
ირაკლი კობახიძე: 1 ივლისიდან ამოქმედდება ფერმერული მეურნეობების ერთიანი რეესტრი - დაგვეხმარება, ზუსტად დავინახოთ თითოეული ფერმერის საჭიროება, გავხადოთ სახელმწიფო მხარდაჭერა მიზნობრივი და დავაჩქაროთ პროექტების დაფინანსების პროცესი
უფრო ეფექტური კომუნიკაციისთვის, მიმდინარე წლის 1 ივლისიდან ამოქმედდება ფერმერული მეურნეობების ერთიანი რეესტრი, ეს არ არის მხოლოდ მონაცემთა ბაზა - ეს არის ინსტრუმენტი, რომელიც დაგვეხმარება, ზუსტად დავინახოთ თითოეული ფერმერის საჭიროება, გავხადოთ სახელმწიფო მხარდაჭერა უფრო მიზნობრივი და დავაჩქაროთ თქვენი პროექტების დაფინანსების პროცესი, - ამის შესახებ საქართველოს პრემიერ-მინისტრმა ირაკლი კობახიძემ აგროთანადაფინანსების პროგრამის პრეზენტაციაზე სიტყვით გამოსვლისას განაცხადა.
23 აპრილი 2026, 11:19
პოლიტიკა
ირაკლი კობახიძე: სოფლის მეურნეობა საქართველოს ეკონომიკის ერთ-ერთი უმთავრესი საყრდენია, ჩვენ სოფელი განვითარების პრიორიტეტულ მიმართულებად ვაქციეთ და დავიწყეთ მასშტაბური ინვესტიციების განხორციელება
სოფლის მეურნეობა საქართველოს ეკონომიკის ერთ-ერთი უმთავრესი საყრდენია, - განაცხადა საქართველოს პრემიერ-მინისტრმა ირაკლი კობახიძემ აგროთანადაფინანსების პროგრამის პრეზენტაციაზე სიტყვით გამოსვლისას.
23 აპრილი 2026, 11:14
პოლიტიკა
კახა კალაძე ჰერჩინსკის განცხადებაზე: აქამდე თუ შენიღბულად მოგვიწოდებდნენ ომში ჩართვაზე, პირდაპირ გამოვიდა და ისაუბრა სამოქალაქო დაპირისპირებაზე, დაემუქრა ქართველებს და სახელმწიფოს
ძალიან შემაშფოთებელი განცხადება იყო - საუბარი იყო ომზე, სამოქალაქო დაპირისპირებაზე, - ასე შეაფასა დედაქალაქის მერმა კახა კალაძემ საქართველოში ევროკავშირის ელჩის, პაველ ჰერჩინსკის მიერ გაკეთებული განცხადება, რომ „საქართველო გზაგასაყარზე დგას, მომავალ კვირებსა და თვეებში გადაწყდება, ეკუთვნის თუ არა ის ევროპული ქვეყნების ოჯახს“.
23 აპრილი 2026, 11:11
პოლიტიკა
კახა კალაძე ოპოზიციის ალიანსის უთანხმოებაზე: დღეს სადაც არიან აღნიშნული ელემენტები, ეს მათი ბუნებრივი მდგომარეობაა
„დღეს სადაც არიან ეს ელემენტები, ყველა კარგად ხედავს, ეს არის მათი ბუნებრივი მდგომარეობა“, - განაცხადა დედაქალაქის მერმა კახა კალაძემ ოპოზიციის ალიანსსა და „ნაციონალურ მოძრაობას“ შორის არსებულ დაპირისპირებაზე საუბრისას.
23 აპრილი 2026, 11:09
საზოგადოება
გარემოსდაცვით თემებზე მე-60 საჯარო სკოლის მოსწავლეებთან საინფორმაციო-შემეცნებითი შეხვედრა გაიმართა
გარემოსდაცვითი ინფორმაციის და განათლების ცენტრმა თბილისის მე-60 საჯარო სკოლაში დედამიწის დღესთან დაკავშირებით მოსწავლეებისთვის საინფორმაციო-შემეცნებითი შეხვედრა გამართა, რომელიც გარემოსდაცვით აქტუალურ საკითხებს მიეძღვნა, - ინფორმაციას გარემოსდაცვითი ინფორმაციის და განათლების ცენტრი ავრცელებს.
23 აპრილი 2026, 11:07
საზოგადოება
რუსთავი-თბილისის დამაკავშირებელ გზაზე დაზიანებული მონაკვეთის აღდგენა მიმდინარეობს
ორთაჭალაში, რუსთავი–თბილისის დამაკავშირებელ საავტომობილო გზის მონაკვეთზე დაზიანებული ინფრასტრუქტურის აღდგენის სამუშაოები მიმდინარეობს. ინფორმაციას თბილისის მერიის პრესსამსახური ავრცელებს.
23 აპრილი 2026, 11:04
პოლიტიკა
პრემიერის მონაწილეობით აგროთანადაფინანსების პროგრამის პრეზენტაცია მიმდინარეობს. LIVE
პრემიერის მონაწილეობით აგროთანადაფინანსების პროგრამის პრეზენტაცია მიმდინარეობს.
23 აპრილი 2026, 11:03
საზოგადოება
მასწავლებელთა პროფესიული განვითრების ეროვნული ცენტრის მხარდაჭერით, ქართველი მასწავლებლები ქალაქ სალონიკში გამართულ სემინარში მონაწილეობდნენ
მასწავლებელთა პროფესიული განვითრების ეროვნული ცენტრის მხარდაჭერით, ქართველმა მასწავლებლებმა მონაწილება მიიღეს ქალაქ სალონიკში გამართულ eTwinning-ის პროფესიული განვითარების საერთაშორისო სემინარაში თემაზე: „მომავლის სკოლები: სკოლის ლიდერობის განვითარება“.
23 აპრილი 2026, 10:54
სამართალი
შავი ზღვის დაბინძურების ფაქტზე პანამის დროშის ქვეშ მცურავი გემი 100 000 ლარით დააჯარიმეს
გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის სამინისტროს გარემოსდაცვითი ზედამხედველობის დეპარტამენტის შავი ზღვის დაცვის კონვენციური სამმართველოს თანამშრომლებმა, სასაზღვრო პოლიციის თანამშრომლებთან ერთად, შავი ზღვის დაბინძურების ფაქტი გამოავლინეს.
23 აპრილი 2026, 10:46
ეკონომიკა
თბილისში პირველი ქართულ-სლოვაკური ტურიზმის ფორუმი გაიმართა
საქართველოს ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების სამინისტროს ტურიზმის ეროვნული ადმინისტრაციისა და საქართველოში სლოვაკეთის რესპუბლიკის საელჩოს, ასევე Slovakia Travel-ის ორგანიზებით პირველი ქართულ-სლოვაკური ტურიზმის ფორუმი ჩატარდა. ფორუმი ტურიზმის ეროვნული ადმინისტრაციის ხელმძღვანელმა მაია ომიაძემ და საქართველოში სლოვაკეთის რესპუბლიკის ელჩმა მატუშ ბუშოვსკიმ გახსნეს.
23 აპრილი 2026, 10:39
რეგიონი
რუსთავში სანაპიროს ქუჩის რეაბილიტაცია მიმდინარეობს
რუსთავში, სანაპიროს ქუჩაზე ახალი საგზაო ინფრასტრუქტურის მოწყობა მიმდინარეობს. პარალელურად, უახლოეს პერიოდში ცენტრალურ, შიდაკვარტალურ გზებზე და ეზოებში არსებული დაზიანებული მონაკვეთების რეაბილიტაციაც დაიწყება.
23 აპრილი 2026, 10:39
პოლიტიკა
ჩიხელიძე ჰერჩინსკიზე: საქართველოს წარსულში დაბრუნების საფრთხე არ არსებობს. ქვეყანა მყარად დგას განვითარების გზაზე, შიდა და გარე გამოწვევების მიუხედავად, სახელმწიფო ფუნქციონირებს და საზოგადოება განვითარების ახალ სიმაღლეზეა ასული
ხშირად კონკრეტული განცხადების მიღმა სხვა პოლიტიკური შინაარსი იკვეთება. ფორმალურად ჰერჩინსკი ამბობს, რომ არ უნდა დავუშვათ საქართველოს დაბრუნება ძალადობისა და სიღარიბის „ბნელ წარსულში, მაგრამ რეალურად მას და დასავლეთს სწორედ საქართველოს დასუსტება და ჩვენს ქვეყანაში ქაოსის არსებობა სურთ, - წერს ექსპერტი, დავით ჩიხელიძე, სოციალურ ქსელში.
23 აპრილი 2026, 10:36
მსოფლიო
რუსეთი „დიდი ოცეულის“ სამიტზე მიიწვიეს
რუსეთის ფედერაცია „დიდი ოცეულის“ სამიტზე მონაწილეობის მისაღებად მიიწვიეს. ინფორმაციას რუსული მედია რუსეთის საგარეო საქმეთა მინისტრის მოადგილეზე, ალექსანდრე პანკინზე დაყრდნობით ავრცელებს.
23 აპრილი 2026, 10:34
პოლიტიკა
კახა კალაძე იგორ ბლაჟევიჩზე: გარე აქტორები მოსვენებას არ აძლევენ საქართველოს, მადლობას ვუხდი ქვეყნის შიგნით შესაბამის უწყებებს, რომ მოწოდების სიმაღლეზე არიან
თბილისის მერი მედიასთან გამოეხმაურა სახელმწიფო მინისტრობის კანდიდატის მამუკა მდინარაძის განცხადებას, რომ არსებობს იგორ ბლაჟევიჩის მონაწილეობით ვიდეოჩანაწერი, ქვეყანაში არეულობის მოწყობის მცდელობებზე.


