imedi /  06 ივნისი 2023, 15:41 / სანდო წყარო

როგორ გამოიყურება მიხეილ მესხის სახელობის სტადიონი რეაბილიტაციის შემდეგ. ფოტოგალერეა

საქართველოს პრემიერ-მინისტრმა ირაკლი ღარიბაშვილმა მიხეილ მესხის სახელობის ახლად რეაბილიტირებული სტადიონი დაათვალიერა, რომელიც უეფას მე-4, უმაღლესი კატეგორიისაა. საქართველოს რეგიონული განვითარებისა და ინფრასტრუქტურის მინისტრმა ირაკლი ქარსელაძემ მთავრობის მეთაურს დეტალურად გააცნო გაწეული სამუშაოები, - ამის შესახებ ინფორმაციას მთავრობის ადმინისტრაცია ავრცელებს.

მათივე ინფორმაციით, სტადიონზე ასევე იმყოფებოდა თბილისის მერი კახა კალაძე, მთავრობის ადმინისტრაციის რეგიონებთან ურთიერთობის დეპარტამენტის უფროსი ლერი ბარნაბიშვილი, საქართველოს ფეხბურთის ფედერაციის გენერალური მდივანი დავით მუჯირი და მუნიციპალური განვითარების ფონდის დირექტორი დავით ტაბიძე.

კაპიტალური რეაბილიტაციის შედეგად, თავიდან მოეწყო საინჟინრო სისტემები - გაგრილების, გათბობის, წყალმომარაგების, წყალარინებისა და უსაფრთხოების.

სტადიონი აღჭურვილია აბსოლუტურად ყველა აუცილებელი სივრცით, როგორიცაა სივრცეები სპორტსმენებისთვის, ჟურნალისტებისთვის, ოპერატორებისთვის, კომენტატორებისთვის და მატჩის მსვლელობაში, გაშუქებასა თუ მომსახურებაში ჩართული პირებისთვის.

დამონტაჟდა გახმოვანებისა და უსაფრთხოების ახალი სისტემები, ახალი სკამები, ელექტრონული ტურნიკეტები, ლედსარეკლამო კედლები და სხვ. სამუშაოების ღირებულებამ შეადგინა დაახლოებით 32.7 მილიონი ლარი. საქართველოში უეფას, 21 წლამდე ნაკრებთა, ევროპის საფეხბურთო ჩემპიონატის ღირსეულად ჩასატარებლად აშენდა და რეაბილიტაცია ჩაუტარდა 10 ინფრასტრუქტურულ ობიექტს.

სარეაბილიტაციო და სამშენებლო სამუშაოებისთვის 115 მილიონი ლარი საქართველოს მთავრობამ გამოყო. განხორციელდა თბილისის მიხეილ მესხის სახელობის სტადიონისა და ქუთაისის რამაზ შენგელიას სახელობის სტადიონის სრული რეაბილიტაცია. გამოიცვალა ბალახის საფარი და ტექნიკური აღჭურვილობა ბორის პაიჭაძის სახელობის სტადიონზე და 3 საწვრთნელ-სათადარიგო სტადიონზე თბილისში, ასევე 1 საწვრთნელ-სათადარიგო სტადიონზე საგურამოში. აშენდა ახალი საწვრთნელ-სათადარიგო სტადიონები -1 სტადიონი წყალტუბოში, 1 - ქობულეთში და 2 - ბათუმში.

აბსოლუტურად ყველა სტადიონი აღჭურვილია უეფას სტანდარტის ბალახის საფარით და შესაბამისი სარწყავი და სადრენაჟე სისტემით. ბალახის საფარის პროექტირების, მოწყობისა და ზედამხედველობის სამუშაოები ყველა სტადიონისთვის ბრიტანულმა კომპანიებმა „Labosport”-მა და “SIS Pitches”-მა შეასრულეს.

თბილისის მიხეილ მესხის სახელობისა და ბორის პაიჭაძის სახელობის სტადიონები, ასევე ქუთაისის რამაზ შენგელიას სახელობის სტადიონი უეფას მე-4, უმაღლესი კატეგორიისაა.

სტადიონების სარეაბილიტაციო და სამშენებლო სამუშაოები რეგიონული განვითარებისა და ინფრასტრუქტურის სამინისტროს მუნიციპალური განვითარების ფონდმა შეასრულა. სამუშაოები უეფას ჩართულობითა და მონიტორინგით მიმდინარეობდა.

უეფას 21-წლამდე ევროპის ჩემპიონატი საქართველოსა და რუმინეთში 21 ივნისიდან 8 ივლისის ჩათვლით ჩატარდება. ჩემპიონატი საქართველოს სამ ქალაქში - თბილისში, ქუთაისსა და ბათუმში გაიმართება.

ყველა სიახლე

10 მარტი 2026, 16:35

მსოფლიო

თურქეთმა ირანიდან მომდინარე საფრთხის ფონზე მალათიას რეგიონში Patriot-ის ტიპის ჰაერსაწინააღმდეგო სისტემა განათავსა

თურქეთის ხელისუფლებამ ირანიდან მომდინარე საფრთხის ფონზე მალათიას რეგიონში Patriot-ის ჰაერსაწინააღმდეგო სისტემა განათავსა. ინფორმაციას თურქეთის თავდაცვის სამინისტრო ავრცელებს.

10 მარტი 2026, 16:30

სამართალი

პროკურატურამ განსაკუთრებით დიდი ოდენობით ნარკოტიკული საშუალების და ფსიქოტროპული ნივთიერების უკანონო შეძენის, შენახვის და რეალიზაციის ხელშეწყობის ფაქტზე უცხო ქვეყნის მოქალაქეს ბრალდება წარუდგინა

საქართველოს პროკურატურამ განსაკუთრებით დიდი ოდენობით ნარკოტიკული საშუალების და ფსიქოტროპული ნივთიერების უკანონო შეძენის, შენახვის და რეალიზაციის ხელშეწყობის ფაქტზე უცხო ქვეყნის მოქალაქეს ბრალდება წარუდგინა, - ინფორმაციას საქართველოს პროკურატურა ავრცელებს.

ალი ლარიჯანი

10 მარტი 2026, 16:00

მსოფლიო

ალი ლარიჯანი ტრამპს: ფრთხილად იყავით, სანამ თვითონ არ გახდით ის, ვინც გაქრება

„აშურას მოყვარული ირანელი ხალხი არ უშინდება თქვენს ფუჭ მუქარებს; რადგან თქვენზე დიდებსაც კი არ გამოუვიდათ მისი წაშლა… ამიტომ ფრთხილად იყავით, სანამ თვითონ არ გახდით ის, ვინც გაქრება“, - წერს ლარიჯანი.

10 მარტი 2026, 15:50

პოლიტიკა

ბუნდესტაგის დეპუტატი ფიშერზე: ის ან უნდა გადადგეს ან გადააყენონ თანამდებობიდან, რადგან დიპლომატები დიპლომატიურები და პოლიტიკურად ნეიტრალურები უნდა იყვნენ

ბუნდესტაგის დეპუტატი AfD-დან მალტე კაუფმანი საქართველოში გერმანიის ელჩის, პეტერ ფიშერის მიერ სოციალურ ქსელში გამოქვეყნებულ პოსტს „ქრონიკას“ საუბარში ეხმიანება.

10 მარტი 2026, 15:49

სამართალი

პროკურატურამ განსაკუთრებით დიდი ოდენობით ნარკოტიკული საშუალების და ფსიქოტროპული ნივთიერების უკანონო შეძენის, შენახვის და რეალიზაციის ხელშეწყობის ფაქტზე უცხო ქვეყნის მოქალაქეს ბრალდება წარუდგინა

შინაგან საქმეთა სამინისტროს ცენტრალური კრიმინალური პოლიციის დეპარტამენტის აჭარის მთავარი სამმართველოს თანამშრომლებმა აღნიშნული ნარკოტიკული და ფსიქოტროპული ნივთიერებები, ბათუმში, ბრალდებულის დროებითი საცხოვრებელი ბინის ჩხრეკის შედეგად ამოიღეს. ასევე ამოღებულია ნარკოტიკული საშუალების დაფასოებისთვის საჭირო ნივთები.

10 მარტი 2026, 15:37

მსოფლიო

უნგრეთის პარლამენტმა უკრაინის ევროკავშირში გაწევრიანების საწინააღმდეგო რეზოლუცია მიიღო

დოკუმენტის შესახებ სოციალურ ქსელში უნგრეთის მთავრობის პრესსპიკერმა, ზოლტან კოვაჩი წერს. მისი თქმით, რეზოლუციაში აღნიშნულია, რომ უნგრეთი უკრაინის გაწევრიანებას ეწინააღმდეგებიან იმ მიზეზით, რომ ქვეყანა ომშია და მისი მიღება ევროკავშირს კონფლიქტის უშუალო მონაწილედ აქცევს. რეზოლუცია უნგრეთის მთავრობას მოუწოდებენ, არ დაუჭიროს მხარი უკრაინასთან გაწევრიანების შესახებ არსებითი მოლაპარაკებების დაწყებას.

10 მარტი 2026, 15:21

ჯანდაცვა

ჯანმრთელობის დაცვისა და სოციალურ საკითხთა კომიტეტის თავმჯდომარე ზაზა ლომინაძე მონღოლეთის დელეგაციას შეხვდა

ჯანმრთელობის დაცვისა და სოციალურ საკითხთა კომიტეტის თავმჯდომარე ზაზა ლომინაძე, კომიტეტის თავმჯდომარის პირველ მოადგილე ვლადიმერ კახაძესთან ერთად, მონღოლეთის პარლამენტის - დიდი სახელმწიფო ხურალის წარმომადგენლებს შეხვდა.

მაკა ბოჭორიშვილი

10 მარტი 2026, 15:20

პოლიტიკა

ბოჭორიშვილი ო`სალივანისადმი 18 თებერვალს გაგზავნილ წერილში: ყულევის პორტში არ დაფიქსირებულა სანქციების გვერდის ავლის, საზღვაო მიმოსვლის დარღვევის ან ევროკავშირის მიერ დაწესებული შეზღუდვების დარღვევის არცერთი დადასტურებული შემთხვევა

საქართველოს საგარეო საქმეთა სამინისტრო მინისტრ მაკა ბოჭორიშვილის წერილს აქვეყნებს, რომელშიც ის ევროკავშირის სპეციალურ წარმომადგენელს სანქციების საკითხში დევიდ ო`სალივანს უხსნის, რომ ყულევის პორტში სანქციების გვერდის ავლის არცერთი შემთხვევა დაფიქსირებული არ არის.

10 მარტი 2026, 15:18

მსოფლიო

The Washington Post: ირანის ომით გამოწვეული ნავთობის მიწოდების წყვეტა, ასევე ამერიკული დახმარების შემცირება უკრაინისთვის, ხელს აძლევს რუსეთს

გამოცემა The Washington Post-ი ირანში საბრძოლო მოქმედებების გამო მსოფლიო ბაზარზე ნავთობის მიწოდების ჯაჭვების წყვეტის შესახებ სტატიას აქვეყნებს, სადაც აღნიშნულია, რომ ეს გარემოება ხელს აძლევს მხოლოდ რუსეთს.

10 მარტი 2026, 15:05

კულტურა

UNESCO-ს მსოფლიო მემკვიდრეობის ცენტრისა და მისი მრჩეველი ორგანოების წარმომადგენლები საქართველოს მცხეთის ისტორიული ძეგლების მონიტორინგის მიზნით ეწვივნენ

ვიზიტის ფარგლებში დღეს საქართველოს რეგიონული განვითარების სამინისტროს ეგიდით, სამუშაო შეხვედრა გაიმართა, რომელზეც მცხეთასთან დაკავშირებული აქტუალური საკითხები, მათ შორის, ქ. მცხეთის სივრცით-ტერიტორიული განვითარების მართვის დოკუმენტაციის შემუშავების საკითხები განიხილეს. შეხვედრას უძღვებოდნენ საქართველოს რეგიონული განვითარების მინისტრი კახაბერ გულედანი და საქართველოს კულტურის მინისტრის მოადგილე გიორგი მირცხულავა.

გიგლა თამაზაშვილი

10 მარტი 2026, 15:03

საზოგადოება

გიგლა თამაზაშვილი: ირიგაციის ახალი ტარიფი სტაბილურ, უსაფრთხო და პროგნოზირებად სამელიორაციო სისტემის შექმნასა და ფერმერისთვის ეფექტიან მომსახურებას უზრუნველყოფს

„ახალი ტარიფის მოდელი, რომელიც 1 აპრილიდან ამოქმედდება, მოგვცემს შესაძლებლობას, წყლის რესურსი უფრო რაციონალურად გამოვიყენოთ. ეს განსაკუთრებით მნიშვნელოვანია, რათა უზრუნველვყოთ მისი სწორად აღრიცხვა. აღსანიშნავია, რომ ქვეყანაში აქამდე მოქმედებდა 11 წლის წინ დადგენილი ტარიფი, რომელიც ვეღარ ასახავდა არსებულ რეალობას. ძველი ტარიფის თანახმად, ფერმერი წელიწადში 75 ლარს იხდიდა, რაც წყლის რაციონალური განაწილების მექანიზმს არ პასუხობდა. რეალურად, „საქართველოს მელიორაციის“ ხარჯი ფერმერის მომსახურებისთვის შეესაბამება ტარიფს, რომელიც ახლა დამტკიცდა“, - განაცხადა გიგლა თამაზაშვილმა.

გია აბაშიძე

10 მარტი 2026, 14:41

პოლიტიკა

გია აბაშიძე: რევანშისტობის გამო ძალად, გარე მითითებით გაერთიანებულ ნაცოპოზიციაში ბუნებრივი რუტინაა - ჩერგოლეიშვილი vs ცისკარიშვილი, ამ „უბანძეს” სერიალში ახალ ეპიზოდებს სწრაფად იღებენ

ანალიტიკოსი, გია აბაშიძე, თამარ ჩერგოლეიშვილის და პეტრე ცისკარიშვილის დაპირისპირებას სოციალურ ქსელში ეხმიანება.

დავით ნარმანია

10 მარტი 2026, 14:39

საზოგადოება

დავით ნარმანია: სემეკის ერთ-ერთი მთავარი პრიორიტეტი მომხმარებელთა უფლებების დაცვაა

საქართველოს ენერგეტიკისა და წყალმომარაგების მარეგულირებელი ეროვნული კომისიის (სემეკ) თავმჯდომარემ, დავით ნარმანიამ მომხმარებლის დაცვის IV საერთაშორისო კვირეულის ფარგლებში, გარდაბანში გამართულ შეხვედრაზე ენერგეტიკისა და წყალმომარაგების სექტორებში არსებულ სიახლეებსა და გამოწვევებზე ისაუბრა. შეხვედრას ესწრებოდნენ გარდაბნის მუნიციპალიტეტის თვითმმართველობის ხელმძღვანელი პირები და ადგილობრივი მოსახლეობა.

თამარ იოსელიანი

10 მარტი 2026, 14:36

ეკონომიკა

თამარ იოსელიანი: საქართველოს ნავსადგურებში მოქმედებს მკაცრი კონტროლის მექანიზმები და არ ხდება სანქცირებული გემების ან სანქციებით აკრძალული ოპერაციების მომსახურება, ევროპულ სტრუქტურებს სრული და ამომწურავი ინფორმაცია მივაწოდეთ

საქართველოს ნავსადგურებში მოქმედებს მკაცრი კონტროლის მექანიზმები და არ ხდება სანქცირებული გემების ან სანქციებით აკრძალული ოპერაციების მომსახურება. აღნიშნულთან დაკავშირებით ევროპულ სტრუქტურებს სრული და ამომწურავი ინფორმაცია მივაწოდეთ და სწორედ ამის შედეგად ევროკავშირის მხრიდან მიღებულ იქნა გადაწყვეტილება, რომლის მიხედვითაც ყულევის ნავსადგური არ შევა სანქციების მე-20 პაკეტში, - განაცხადა ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების მინისტრის მოადგილემ თამარ იოსელიანმა.

გიორგი გაბუნია

10 მარტი 2026, 14:36

პოლიტიკა

გიორგი გაბუნია ოპოზიციის გაერთიანებაზე: ამ ადამიანებს პოლიტიკასთან საერთო არაფერი აქვთ. მათი ერთადერთი მიზანია პოლიტიკური პროცესების რადიკალიზაცია

„ამ ადამიანებს პოლიტიკასთან საერთო არაფერი აქვთ. მათი ერთადერთი მიზანია პოლიტიკური პროცესების რადიკალიზაცია, რომ მაქსიმალურად დაამძიმონ საზოგადოება და პოლიტიკური პროცესები ქუჩაში გადაიტანონ. ვიცით, რომ ეს ადამიანები არ შემოვიდნენ პარლამენტში, არ მიიღეს მონაწილეობა ადგილობრივი თვითმმართველობის არჩევნებში. ისინი არ მონაწილეობენ რეალურ პოლიტიკურ პროცესებში. მათი ერთადერთი მიზანი არის გარე დავალების შესრულება, რომ შექმნან სურათი, თითქოს გაერთიანდნენ. რეალურად ეს არის ფარსი“, - განაცხადა გაბუნიამ.

10 მარტი 2026, 14:33

სამართალი

მებაჟე ოფიცრებმა ქუთაისის აეროპორტში არადეკლარირებული ოქროს საიუველირო ნაკეთობების შემოტანის ფაქტები აღკვეთეს

ფინანსთა სამინისტროს შემოსავლების სამსახურის მებაჟე ოფიცრებმა, ეჭვის საფუძველზე, უცხო ქვეყნის მოქალაქეების, როგორც ფიზიკური, ასევე კუთვნილი ბარგის დეტალური დათვალიერების შედეგად, არადეკლარირებული ოქროს (საერთო წონით 219.81 გრამი) ნაკეთობები აღმოაჩინეს.

ლევან მახაშვილი

10 მარტი 2026, 14:33

პოლიტიკა

ლევან მახაშვილი: იმედია ამჯერად მაინც გვექნება ინფორმაცია გერმანიის ხელისუფლებისგან, რას ხმარდება, კონკრეტულად რომელ ორგანიზაციას და რა თანხა იხარჯება საქართველოში

იმედია ამჯერად მაინც გვექნება ინფორმაცია, რას ხმარდება, კონკრეტულად რომელ ორგანიზაციას და რა თანხა იხარჯება საქართველოში, - განაცხადა ევროპასთან ინტეგრაციის საპარლამენტო კომიტეტის თავმჯდომარემ ლევან მახაშვილმა „ქრონიკასთან“.

გივი თარგამაძე

10 მარტი 2026, 14:31

პოლიტიკა

რას პასუხობს „იმედს“ ოპოზიცია გივი თარგამაძისა და გიორგი კანდელაკის საუბრის აუდიო ჩანაწერზე

გუშინ, „იმედის“ ოფიციალურ ელექტრონულ ფოსტაზე აუდიოჩანაწერი გამოიგზავნა, საუბარია გივი თარგამაძისა და გიორგი კანდელაკის სატელეფონო საუბარზე, რომლის ავთენტიკურობა დადგენილი არ არის. შეტყობინების ავტორი აღნიშნავს, რომ სანქციებს თავისი საფუძველი აქვს. მისივე თქმით, ჩანაწერში აქცენტი კეთდება გიორგი კანდელაკის დაკარგულ კომპიუტერზე, საიდანაც, უცხოეთში ე.წ. „დანოსებს“ აგზავნიდა. წერილის ავტორი ასევე მიუთითებს, რომ გივი თარგამაძე თავისიანების ლაპარაკს იწერს.

ირაკლი ქადაგიშვილი

10 მარტი 2026, 14:31

პოლიტიკა

ირაკლი ქადაგიშვილი ოპოზიციის ალიანსზე: პიროვნულად მათი ურთიერთობა, როგორიც არის სოციალურ ქსელებში მთელი ეს ეპოპეა კარგად ჩანს. ასე რომ ჩემი დახმარება მათ, ერთმანეთის ეპითეტებით შემკობაში არ სჭირდებათ

ალბათ უფრო იძულებითი ქმედება არის ვიდრე ბუნებრივად სურვილი გაერთიანების, - ასე ეხმაურება პარლამენტის რეგიონული პოლიტიკისა და თვითმმართველობის კომიტეტის თავმჯდომარე, ირაკლი ქადაგიშვილი ოპოზიციის ალიანსს.

ლევან მაჭავარიანი

10 მარტი 2026, 14:30

პოლიტიკა

მაჭავარიანი გივი თარგამაძესა და გიორგი კანდელაკზე: ეს არის უსამშობლოთა გაერთიანება, რომლებიც ყველაფერს აკეთებენ იმისთვის, რომ ქვეყანას რამენაირად ავნონ

„ეს არის უსამშობლოთა გაერთიანება, რომლებიც ყველაფერს აკეთებენ იმისთვის, რომ რამენაირად ავნონ ჩვენს ქვეყანას და ფიქრობენ, რომ თუ რაღაც უბედურება დატრიალდება საქართველოში, მხოლოდ მაგ შემთხვევაში აქვთ შანსი, რომ ხელისუფლება ხელში ჩაიგდონ“.