დავით მინაშვილი: შანსი ჩვენც გვექნება, გარკვეული სივრცეები გაჩნდება და ქართველი ფეხბურთელები ამ სივრცეების გამოყენებას ეცდებიან
დავით მინაშვილი
ველი დაახლოებით იგივე თამაშს, რაც იყო პორტუგალიასთან, - ამის შესახებ სპორტულმა მიმომხილველმა, დავით მინაშვილმა „ქრონიკასთან“ განაცხადა.
„გასაგებია რომ პორტუგალიის მსგავსად ესპანეთიც ფავორიტია. ბუნებრივია, რომ მათ უფრო მეტად ექნებათ ბურთი, უფრო მეტად ექნებათ სათამაშო უპირატესობა, მაგრამ ის თუ როგორ ითამაშეს ჩვენებმა პორტუგალიასთან, თუ ყველაფერი კარგად გააკეთეს და მწვრთნელის დავლებები შეასრულეს, მე დარწმუნებული ვარ, რომ შანსი ჩვენც გვექნება. გარკვეული სივრცეები გაჩნდება და ქართველი ფეხბურთელები ამ სივრცეების გამოყენებას ეცდებიან. პლუს ამას არ დაგვავიწყდეს, რომ კარში დგას მამარდაშვილი და ის დღესაც უკვე მსოფლიოს საუკეთესო მეკარეა“, - აღნიშნა მინაშვილმა.
დღეს საქართველოს ეროვნული ნაკრები ესპანეთს დაუპირისპირდება.
ყველა სიახლე
24 სექტემბერი 2026, 23:31
პოლიტიკა
გიორგი კახიანი: ევროკავშირში სულ უფრო და უფრო ათვითცნობიერებენ შეცდომებს და დიალოგის აუცილებლობაზე საუბრობენ. ეს შეიძლება ღიად ხშირად არ ისმის, მაგრამ შეხვედრებში, რომელიც გვაქვს, ამაზე საუბრობენ
ევროკავშირში სულ უფრო და უფრო ათვითცნობიერებენ შეცდომებს და დიალოგის აუცილებლობაზე საუბრობენ. ეს შეიძლება ღიად ხშირად არ ისმის, მაგრამ შეხვედრებში, რომელიც გვაქვს, ამაზე საუბრობენ, - განაცხადა საქართველოს პარლამენტის თავმჯდომარის მოადგილე გიორგი კახიანმა გადაცემაში „იმედი LIVE“.
24 სექტემბერი 2026, 23:27
პოლიტიკა
გიორგი კახიანი: ვიზიტი, რომელიც პარლამენტის თავმჯდომარეს აქვს ძალიან მნიშვნელოვანია. ჩვენ ვიმყოფებით დეზინფორმაციასთან ბრძოლის პროცესში. ქვეყნის შიგნით დიდი ძალისხმევაც არ გვჭირდება, რომ ამას გავუმკლავდეთ იმიტომ, რომ საზოგადოება კარგად ერკვევა ამ პროცესებში მაგრამ ფაქტია, რომ ამან ქვეყნის გარეთ შეგვიქმნა პრობლემები. შეხვედრებზეც კი ითქვა, რომ ბევრი რამე მათ არ იცოდნენ. სხვადასხვა საკითხებზე მათ განსხვავებული წარმოდგენა ჰქონდათ და ნახეს, რომ სინამდვილეში ყველაფერი სხვაგვარად არის
ჩვენ გარკვეულწილად მოლოდინიც გვაქვს იმის, რომ ამ შეხვედრების მონაწილეები, იქნებიან ეს ბელგიის თუ ლუქსემბურგის წარმომადგენლები ჩვენს პოზიციებს, რაც დიალოგის ფარგლებში გაჟღერდა მათ შორის გააცნობენ მათაც ევროკავშირში ვისაც განსხვავებული წარმოდგენა აქვთ ბევრ რამეზე, - განაცხადა გადაცემაში „იმედი LIVE“ საქართველოს პარლამენტის თავმჯდომარის მოადგილემ გიორგი კახიანმა, შალვა პაპუაშვილის ბრიუსელსა და ლუქსემბურგში ვიზიტთან დაკავშირებით.
24 სექტემბერი 2026, 23:23
პოლიტიკა
გიორგი კახიანი გაეროს გენერალურ ასამბლეაზე: ეს არის უმაღლესი საერთაშორისო ტრიბუნა, რომელსაც უყურებს მთელი საერთაშორისო თანამეგობრობა. ბუნებრივია, ამ ტრიბუნიდან წარმოთქმული ყოველი გზავნილი ყველგან ისმინება და განსაკუთრებული დატვირთვა აქვს
რამდენიმე საათი დარჩა პრემიერის გამოსვლამდე გაეროს გენერალურ ასამბლეაზე და მართლაც უდიდესია ამ ტრიბუნის მნიშვნელობა, - განაცხადა გადაცემაში „იმედი Live” პარლამენტის თავმჯდომარის მოადგილე გიორგი კახიანმა. მისი თქმით, გაეროს გენერალურ ასამბლეას თვალს ადევნებს მთელი საერთაშორისო თანამეგობრობა, რაც მის მნიშვნელობას განსაზღვრავს.
24 სექტემბერი 2026, 22:49
მსოფლიო
ნეთანიაჰუ: ირანის ბირთვული ობიექტების განადგურება რთული იყო, თუმცა ჩემთვის, როგორც პრემიერ-მინისტრისთვის, ეს ერთ-ერთი ყველაზე მარტივი გადაწყვეტილება გახლდათ
ისრაელის პრემიერ-მინისტრმა, ბენიამინ ნეთანიაჰუმ გაეროს გენერალურ ასამბლეაზე სიტყვით გამოსვლა სკანდალური განცხადებით დაიწყო. მას შემდეგ, რაც დარბაზი არაბული ქვეყნების დიპლომატების უმრავლესობამ პროტესტის ნიშნად დატოვა, ისრაელის პრემიერმა მათ მიმართა და „მორალურ ლაჩრებს“ დარბაზის დატოვებისკენ მოუწოდა.
24 სექტემბერი 2026, 22:23
მსოფლიო
ნეთანიაჰუს განცხადებით, ისრაელისა და აშშ-ის მიერ ირანზე განხორციელებული იერიშები და მისი „ბირთვული ობიექტების“ განადგურება რომ არა, „დღეს ცოცხლები აღარ ვიქნებოდით“
ისრაელის პრემიერ-მინისტრის, ბენიამინ ნეთანიაჰუს განცხადებით, ისრაელისა და შეერთებული შტატების მიერ ირანზე განხორციელებული იერიშები და მისი „ბირთვული ობიექტების“ განადგურება რომ არა, „დღეს ცოცხლები აღარ ვიქნებოდით“.
24 სექტემბერი 2026, 22:22
სპორტი
საქართველოს ფეხბურთელთა ეროვნული ნაკრები ხვალ ერთა ლიგის პირველ შეხვედრას გამართავს
გუნდი „დინამო არენაზე“ ჩრდილოეთ ირლანდიის ნაკრებს ცარიელი ტრიბუნების წინაშე უმასპინძლებს. დღეს ეროვნული ნაკრების მთავარმა მწვრთნელმა ვილი სანიოლმა ჟურნალისტების კითხვებს უპასუხა.
24 სექტემბერი 2026, 22:09
მსოფლიო
მარკ რუტე: ნატო მზად არის უპასუხოს დივერსიებსა და დრონების ინციდენტებს მთელ ევროპაში და ასეთ საფრთხეებთან გამკლავების გეგმებიც შემუშავებული აქვს
ნატოს გენერალურმა მდივანმა, მარკ რუტემ განაცხადა, რომ ალიანსი მზად არის უპასუხოს ევროპული ქვეყნების წინააღმდეგ რუსეთის მხრიდან განხორციელებულ ჰიბრიდულ თავდასხმებს.
24 სექტემბერი 2026, 21:40
მსოფლიო
მარინ ლე პენი: ჩვენ აღარ შეგვიძლია უკრაინისთვის ფინანსური დახმარების გაწევა და ვწუხვართ ამის გამო
ჩვენ აღარ შეგვიძლია უკრაინისთვის ფინანსური დახმარების გაწევა და ვწუხვართ ამის გამო, - განაცხადა „ეროვნული გაერთიანების“ ლიდერმა, მარინ ლე პენმა.
24 სექტემბერი 2026, 21:17
საზოგადოება
გაგრძელდება თუ არა სასწავლო პროცესი 21-ე საჯარო სკოლაში. „ქრონიკის“ სიუჟეტი
დღეს განათლების სამინისტროში უწყების წარმომადგენლების, სკოლის პედაგოგებისა და მოსწავლეთა მშობლების შეხვედრა გაიმართა. მათ სკოლის შენობაც ერთად დაათვალიერეს, ადგილზე იყო ინფრასტრუქტურის მინისტრიც, თუმცა საბოლოო გადაწყვეტილება რეაბილიტაციის, რეკონსტრუქციის თუ დემონტაჟის შესახებ ჯერ მიღებული არ არის.
24 სექტემბერი 2026, 21:13
მსოფლიო
დონალდ ტუსკი: პუტინის მიწვევა G20-ის სამიტზე რუსეთისთვის აგრესიის გაგრძელების წახალისებაა
პოლონეთის პრემიერ-მინისტრმა, დონალდ ტუსკმა შეშფოთება გამოთქვა იმის გამო, რომ შეერთებულმა შტატებმა რუსეთის ლიდერი, ვლადიმირ პუტინი მაიამიში G20-ის ლიდერთა სამიტზე მიიწვია.
24 სექტემბერი 2026, 21:08
პოლიტიკა
ევროკავშირმა რუსეთის წინააღმდეგ მოქმედი ინდივიდუალური სანქციების ვადა კიდევ სამი წლით გაახანგრძლივა, თუმცა გადაწყვეტილებას თან ახლავს კონკრეტული გამონაკლისები. „ქრონიკის“ სიუჟეტი
ევროკავშირმა რუსეთის წინააღმდეგ მოქმედი ინდივიდუალური სანქციების ვადა კიდევ სამი წლით გაახანგრძლივა, თუმცა გადაწყვეტილებას თან ახლავს კონკრეტული გამონაკლისები, რამაც ევროპულ პოლიტიკურ წრეებში აზრთა სხვადასხვაობა გამოიწვია.
24 სექტემბერი 2026, 21:05
პოლიტიკა
ირაკლი ზარქუა გიორგი ჩუბინიძეზე: გერმანიაში იმალება და იქიდან მავნებლობს ეს ქალაჩუნა რადიკალი, ჩემზე მორიგი სიყალბე და აბსურდული განცხადება გაუვრცელებია
„ეს ე.წ. „ხაშურის მუნიციპალიტეტის“ ადმინი, რომელიც გერმანიაში იმალება და იქიდან მავნებლობს ეს ქალაჩუნა რადიკალი! ჩემზე მორიგი სიყალბე და აბსურდული განცხადება გაუვრცელებია! ნუ, კოლექტიურ ნაცებს სხვა რა უნდოდათ და დაიჯერეს და მლანძღავენ და მწყევლიან თურმე. არადა, ამ მავნებელმა რადიკალმა ფეიკი გაავრცელა და ამით თავის ბაბლს ატყუებს და აგიჟებს!” - წერს ირაკლი ზარქუა Facebook-ზე.
24 სექტემბერი 2026, 20:59
პოლიტიკა
3 ოქტომბერს ვანში, ახმეტაში, დმანისსა და წალკაში საკრებულოების შუალედური არჩევნები გაიმართება. „ქრონიკის“ სიუჟეტი
ამომრჩევლები საკრებულოების ოთხ მაჟორიტარ წევრს აირჩევენ. საარჩევნო ბიულეტენები უკვე დაბეჭდილია.
24 სექტემბერი 2026, 20:52
პოლიტიკა
ევროკავშირის წარმომადგენლობა საქართველოში მილიონზე მეტი ქართველის შეურაცხმყოფელ მუსიკოსს მხარდაჭერას უცხადებს და გაუქმებულ კონცერტზე წუხს. „ქრონიკის“ სიუჟეტი
მმართველი გუნდი უცხოური ინსტიტუციების მხრიდან დაფინანსების სტანდარტებსა და რეაგირების ოპერატიულობაში განსხვავებულ მიდგომას ხედავს. ანა ბერძენიშვილი გიამბობთ.
24 სექტემბერი 2026, 20:49
პოლიტიკა
თამარ ჩიბურდანიძე: საქართველომ კი არ აქცია ზურგი დასავლეთს, როგორც ამას ოპოზიცია ამტკიცებს, არამედ უარი თქვა ცრუ დემოკრატიაზე, რასაც ქვეყანა აშკარა დაღუპვამდე მიჰყავდა
როგორც საქართველოშია რადიკალური ოპოზიცია თვითლიკვიდაციის რეჟიმში, ამავე მდგომარეობაში არიან მათი დამკვეთები ევროპაშიც. ამაზე მეტყველებს არჩევნები. ვხედავთ, თუ რა ხდება გერმანიაში, რას ელიან საფრანგეთსა და სხვა ქვეყნებში - ულტრამემარჯვენე ძალები მოდიან ხელისუფლებაში, - განაცხადა მედიასთან საუბრისას პარტია „ხალხის ძალის“ წევრმა თამარ ჩიბურდანიძემ.
24 სექტემბერი 2026, 20:43
პოლიტიკა
„პროტესტიდან - სექტამდე“ . „ქრონიკის“ სიუჟეტი
ოპოზიციური პროტესტის ანალიზისთვის შერჩეული სიმბოლური თარიღი. პარლამენტის თავმჯდომარე ვრცელ წერილს აქვეყნებს და წერს, რომ ოპოზიცია იდეის გაკოტრებამდე მივიდა და მათი პროტესტი ფსევდორელიგიურ ფუნდამენტალისტურ სექტად ჩამოყალიბდა.
24 სექტემბერი 2026, 20:32
პოლიტიკა
შალვა პაპუაშვილი: როცა ადამიანი ბრიუსელშიც იმავეს ამბობს, რასაც თბილისში, წმინდა ადგილის ზებუნებრივი ძალის რწმენას ბზარი უჩნდება: როგორ შეიძლება, იქ ჩახვიდე და ქედმოხრილი არ ალაპარაკდე?!
ვიდრე სექტისთვის წმინდა და მარადიულ ქალაქ ბრიუსელიდან დავბრუნდები, ვეცნობი გამოხმაურებებს სექტის დაარსების 666-ე დღეს ჩემ მიერ მათი ბუნების აღწერაზე, - წერს საქართველოს პარლამენტის თავმჯდომარე შალვა პაპუაშვილი სოციალურ ქსელში.
24 სექტემბერი 2026, 20:26
პოლიტიკა
შალვა პაპუაშვილი: ვიდრე სექტისთვის წმინდა და მარადიულ ქალაქ ბრიუსელიდან დავბრუნდები, ვეცნობი გამოხმაურებებს სექტის დაარსების 666-ე დღეს ჩემ მიერ მათი ბუნების აღწერაზე. პირველი მაგალითი კი ეს გამოხმაურება იყოს: „ბრიუსელშია და კრიტიკულ ტონს როგორ არ ცვლის“. მათი წარმოდგენით, „წმინდა ქალაქში“ შესვლისთანავე უნდა შეიცვალოს ხმა, ტონი და ქცევა. მეტი კრძალვა, მეტი რიდი, დახრილი თავი და თვალები
ვიდრე სექტისთვის წმინდა და მარადიულ ქალაქ ბრიუსელიდან დავბრუნდები, ვეცნობი გამოხმაურებებს სექტის დაარსების 666-ე დღეს ჩემ მიერ მათი ბუნების აღწერაზე. პირველი მაგალითი კი ეს გამოხმაურება იყოს: „ბრიუსელშია და კრიტიკულ ტონს როგორ არ ცვლის“. მათი წარმოდგენით, „წმინდა ქალაქში“ შესვლისთანავე უნდა შეიცვალოს ხმა, ტონი და ქცევა. მეტი კრძალვა, მეტი რიდი, დახრილი თავი და თვალები“, - წერს საქართველოს პარლამენტის თავმჯდომარე შალვა პაპუაშვილი სოციალურ ქსელში.
24 სექტემბერი 2026, 20:06
ეკონომიკა
ირაკლი ნადარეიშვილი: ჩინეთში გავმართეთ ძალიან მნიშვნელოვანი ორმხრივი შეხვედრები კერძო სექტორის წარმომადგენლებთან, ჩამოვიტანეთ კონკრეტული წინადადებები, პროექტები და თითქმის ყველა მიმართულებით შევთანხმდით შემდგომ ნაბიჯებზე
„მნიშვნელოვანი და ძალიან ნაყოფიერი ვიზიტი დავასრულეთ ჩინეთის სახალხო რესპუბლიკაში“, - განაცხადა ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების მინისტრის მოადგილე ირაკლი ნადარეიშვილმა ჩინეთში ვიზიტის შეფასებისას.
24 სექტემბერი 2026, 19:56
პოლიტიკა
მაკა ბოჭორიშვილი გაეროში სიტყვით გამოსვლისას: ჩვენი პოზიცია უცვლელია: ერთგულნი ვრჩებით რუსეთ-საქართველოს კონფლიქტის მშვიდობიანი მოგვარების, შერიგებისა და კონფლიქტით დაზარალებულ მოსახლეობასთან ჩართულობის პოლიტიკის. ამასთანავე, ჩვენ ვნახეთ, თუ რა ხდება შესაძლებელი მაშინ, როდესაც ქვეყანას ძალუძს შეინარჩუნოს სტაბილურობა და თავისი ენერგია მომავლისკენ მიმართოს
მაკა ბოჭორიშვილის განცხადებით, საქართველომ შეინარჩუნა ძლიერი ეკონომიკური ზრდა, არსებითად შეამცირა სიღარიბე და მნიშვნელოვან პროგრესს მიაღწია მდგრადი განვითარების მხრივ.


