14 დეკემბერი 2024, 16:52 / სანდო წყარო

გუკეშ დომარაჯუ ჭადრაკში ყველაზე ახალგაზრდა მსოფლიოს ჩემპიონი გახდა

ინდოელი გუკეშ დომარაჯუ ჭადრაკში ყველაზე ახალგაზრდა მსოფლიოს ჩემპიონი გახდა, - წერს BBC.

სიმბოლურია, რომ ის 18 წლის ასაკში მეთვრამეტე მსოფლიო ჩემპიონია ჭადრაკში. დომარაჯუმ დაამარცხა მოქმედი ჩემპიონი ჩინეთიდან დინგ ლიჟენი. შეხვედრა სინგაპურში გაიმართა. საპრიზო ფონდი 2,5 მილიონ დოლარს შეადგენდა.

დომარაჯუ 12 წლის ასაკში გახდა გროსმაისტერი და ყოველთვის ოცნებობდა ჩემპიონობაზე. მისი მშობლები ექიმები არიან. მამა ქირურგია, დედა კი - მიკრობიოლოგი.

„თავიდან მე უბრალოდ ვადევნებდი თვალს, თუ როგორ თამაშობდნენ ჭადრაკს ჩემი ოჯახის წევრები, როგორც უბრალოდ ჰობი, როგორც ნებისმიერი სხვა სამაგიდო თამაში. თუმცა, შემდეგ მე დავინტერესდი თამაშით და დავრეგისტრირდი ჭადრაკის საზაფხულო ბანაკში. იქ ერთმა ტრენერმა ჩემი ნიჭი შენიშნა“, - აღნიშნა დომარაჯუმ.

ყველა სიახლე

პიტ ჰეგსეტი

31 მარტი 2026, 17:49

მსოფლიო

ჰეგსეტი: ირანში რეჟიმი უკვე შეიცვალა. ახალი რეჟიმი წინაზე უფრო ბრძენი უნდა აღმოჩნდეს

აშშ-ის თავდაცვის მდივანმა, პიტ ჰეგსეტმა განაცხადა, რომ ირანში რეჟიმი უკვე შეიცვალა და ახალი ხელისუფლება წინაზე უფრო ბრძენი უნდა იყოს.

31 მარტი 2026, 17:45

პოლიტიკა

ერგნეთში შეხვედრაზე ქართულმა მხარემ უკანონოდ დაკავებული 11 მოქალაქის უპირობო გათავისუფლება მოითხოვა

გორის მუნიციპალიტეტში, ოკუპირებული ტერიტორიის პერიმეტრზე მდებარე სოფელ ერგნეთში, ინციდენტების პრევენციისა და მათზე რეაგირების მექანიზმის ფარგლებში, რიგით 131-ე შეხვედრა გაიმართა. მომდევო შეხვედრა 14 მაისს გაიმართება.

31 მარტი 2026, 17:43

რეგიონი

ახალ ბულვარში უნებართვო კვების ობიექტის დემონტაჟი განხორციელდა

ახალ ბულვარში ერთ-ერთი უნებართვო კაფე-ბარის დემონტაჟი დასრულდა. აღნიშნულ ობიექტს, საიჯარო ხელშეკრულებით განსაზღვრული ვადა ამოწურული ჰქონდა, - ინფორმაციას აჭარის ფინანსთა და ეკონომიკის სამინისტრო ავრცელებს.

ჩარლზ მესამე დონალდ ტრამპი

31 მარტი 2026, 17:37

მსოფლიო

ტრამპის განცხადებით, გაერთიანებული სამეფოს მეფე, ჩარლზ მესამე აშშ-ს 27-30 აპრილს ეწვევა

აშშ-ის პრეზიდენტმა, დონალდ ტრამპმა თავის სოციალურ ქსელში დაწერა, რომ გაერთიანებული სამეფოს მეფე, ჩარლზ მესამე მეუღლესთან ერთად ამერიკას სახელმწიფო ვიზიტით 27-30 აპრილს ეწვევა.

მამა ალექსანდრე ბოლქვაძე

31 მარტი 2026, 17:35

საზოგადოება

მამა ალექსანდრე ბოლქვაძე: უწმინდესი ყოველთვის ამბობდა, რომ მე რასაც ვთხოვ ღმერთს, მისრულდებაო. სულ ვთხოვდი ღმერთს, რომ მთელი საქართველო მოვიდეს და გახდეს მრევლიო და ჩვენ ვნახეთ როგორ აუსრულა უფალმა

უწმინდესი ყოველთვის ამბობდა, რომ მე რასაც ვთხოვ ღმერთს მისრულდებაო. სულ ვთხოვდი ღმერთს, რომ მთელი საქართველო მოვიდეს და გახდეს მრევლიო და ჩვენ ვნახეთ როგორ აუსრულა უფალმა. ბოლოს ვნახეთ, რომ მთელი ერი მის დასაფლავებაზე მოვიდა, - განაცხადა მამა ალექსანდრე ბოლქვაძემ.

იაგო ხვიჩია

31 მარტი 2026, 17:31

პოლიტიკა

იაგო ხვიჩია: აბსურდია, რასაც ახლა ოპოზიცია აკეთებს, ლიდერად ირჩევენ ჩერგოს და გვარამიას, 26 მაისამდე დაახვიეს რეგიონებში, თვითონაც დაისვენეს და „ქოცებიც“ დაასვენეს

ეგრეთ წოდებული ალიანსის შეკრებას ვუყურებდი და მათ განცხადებას ვუსმენდი, რომ 26 მაისამდე წავიდნენ რეგიონებში. ნაცვლად იმისა, თბილისში ილაპარაკონ, მართლა როგორი საქართველო უნდათ და რაზე თანხმდებიან, დაახვიეს რეგიონებში. 26 მაისამდე თვითონაც დაისვენეს და „ქოცებიც“ დაასვენეს, - განაცხადა „გირჩის“ ლიდერმა, იაგო ხვიჩიამ.

ლევან მაჭავარიანი

31 მარტი 2026, 17:29

პოლიტიკა

ლევან მაჭავარიანი ელისაშვილზე: ეს ადამიანი შეპყრობილია ტერორისტული აქტებით. ამ შემთხვევაში საინტერესოა ის, რომ პარტია „ლელო“ არ ემიჯნება რადიკალიზმს და ამ ტერორისტულ აქტებს

ეს ადამიანი შეპყრობილია ტერორისტული აქტებით, - განუცხადა „ქრონიკას“ საპარლამენტო ფრაქცია „ქართული ოცნების“ თავმჯდომარის პირველმა მოადგილე ლევან მაჭავარიანმა ალეკო ელისაშვილთან დაკავშირებით.

მამა კახაბერ ტვილდიანი

31 მარტი 2026, 17:28

საზოგადოება

მამა კახაბერ ტვილდიანი: როგორც პატრიარქია ვალმოხდილი, ასევე იმ დღეებში ჩვენმა ერმაც მოიხადა ვალი პატრიარქის წინაშე ღირსეულად. გვწამს, რომ ჩვენი სინოდიც ასევე ღირსეულად მოიხდის თავის ვალს პატრიარქის ხსოვნის წინაშე

როგორც პატრიარქია ვალმოხდილი, ასევე იმ დღეებში ჩვენმა ერმაც მოიხადა ვალი პატრიარქის წინაშე ღირსეულად. გვწამს, რომ ჩვენი სინოდიც ასევე ღირსეულად მოიხდის თავის ვალს პატრიარქის ხსოვნის წინაშე, - განაცხადა მამა კახაბერ ტვილდიანმა.

დავით მათიკაშვილი

31 მარტი 2026, 17:24

პოლიტიკა

დავით მათიკაშვილი: ბაჩო ახალაია არის ძალადობის სიმბოლო. მისგან, როგორც ჩანაწერებში, ასევე, სასამართლო სხდომაზე არაერთგზის იყო სურვილი გამოთქმული, რომ ხელისუფლება დაამხოს

ბაჩო ახალაია არის ძალადობის სიმბოლო. მისგან, როგორც ჩანაწერებში, ასევე, სასამართლო სხდომაზე არაერთგზის იყო სურვილი გამოთქმული, რომ ხელისუფლება დაამხოს, - განაცხადა საპროცედურო საკითხთა და წესების საპარლამენტო კომიტეტის თავმჯდომარე დავით მათიკაშვილმა.

ლევან მაჭავარიანი

31 მარტი 2026, 17:24

პოლიტიკა

ლევან მაჭავარიანი: ბაჩო ახალაია ასოცირებულია კრიმინალთან

„ადამიანი, რომელიც ვერ ისვენებს, რომელიც იყო სისხლიანი რეჟიმის პირდაპირ შემოქმედი, რომელმაც მოიხადა სასჯელი და წესით მშვიდად უნდა ყოფილიყო, მაინც ვერ ისვენებს, მავნებლობს, ცდილობს იგივე გააგრძელოს და რა თქმა უნდა, ეს უპასუხოდ ვერ დარჩება“, - აღნიშნა ლევან მაჭავარიანმა.

გურამ მაჭარაშვილი

31 მარტი 2026, 17:24

პოლიტიკა

გურამ მაჭარაშვილი ელისაშვილზე: ვერც პოლიტიკოსად შედგა, ვერც ბინ ლადენი გახდა

„ეს ნიშნავს ზუსტად იმას, რომ დიფ სთეითი არც ტერორისტულ აქტებს ერიდება საქართველოში, არც ბომბების ჩამოცვენას, არც დეზინფორმაციას. აი ეს არის ელისაშვილის შემთხვევა - კლასიკური მაგალითი“, - აცხადებს მაჭარაშვილი.

მამა მირიან მიქაძე

31 მარტი 2026, 17:23

საზოგადოება

მამა მირიან მიქაძე: ყველაფერი მშვიდობით ჩატარდება, არჩევნებიც იქნება სამართლიანი, აირჩევენ ღირსეულ პატრიარქს და გაგრძელდება საეკლესიო ცხოვრება იმ გენერალური ხაზით, სტრატეგიით, თუ ტაქტიკით, რაც ჰქონდა ჩვენს პატრიარქს

როგორც მე ვიცი და მწამს, ყველაფერი მშვიდობით ჩატარდება, არჩევნებიც იქნება სამართლიანი, აირჩევენ ღირსეულ პატრიარქს და გაგრძელდება საეკლესიო ცხოვრება იმ გენერალური ხაზით, სტრატეგიით, თუ ტაქტიკით, რაც ჰქონდა ჩვენს პატრიარქს, - განაცხადა მამა მირიან მიქაძემ.

არჩილ გორდულაძე

31 მარტი 2026, 17:14

პოლიტიკა

გორდულაძე ხორგუანს: გასაგებია, რომ არ მიგაჩნიათ საქართველო სამშობლოდ, პოპულიზმით ხართ დაკავებულები და შოუ უნდა დადგათ, მაგრამ, ეს არ გამოგსვლიათ და არც მომავალში გამოგივათ

როგორც გორდულაძემ აღნიშნა, გახარიას პარტიის წევრები მომავალშიც არაერთხელ ჩავარდებიან უხერხულ მდგომარეობაში არაკომპეტენტურობისა და არაკეთილსინდისიერების გამო. მისივე თქმით, პარლამენტში გახარიას პარტიის წევრების ყოფნა, მათი მხარდამჭერების შეურაცხყოფაა, რადგან ისინი ერთი წლის მანძილზე შატალოზე იმყოფებოდნენ.

31 მარტი 2026, 17:13

მსოფლიო

AP: 730 ათასი ტონა ნავთობით დატვირთული რუსული ტანკერი კუბაში ჩავიდა

730 ათასი ტონა ნავთობით დატვირთული რუსული ტანკერი „ანატოლი კოლოდკინი“ კუბის საპორტო ქალაქ მატანსასში შევიდა. ინფორმაციას Associated Press-ი ავრცელებს.

გიორგი ჩაკვეტაძე

31 მარტი 2026, 17:10

პოლიტიკა

გიორგი ჩაკვეტაძე: მივესალმებით იმ უმნიშვნელოვანეს რეფორმას, რომელიც განათლების, მეცნიერებისა და ახალგაზრდობის სამინისტროს ინიციატივით და საქართველოს მთავრობის მხარდაჭერით ხორციელდება

„მივესალმებით იმ უმნიშვნელოვანეს რეფორმას, რომელიც განათლების, მეცნიერებისა და ახალგაზრდობის სამინისტროს ინიციატივით და საქართველოს მთავრობის მხარდაჭერით ხორციელდება, როგორც უმაღლესი, ისე ზოგადი განათლების მიმართულებით“, - განაცხადა პარლამენტის განათლების, მეცნიერებისა და ახალგაზრდულ საქმეთა კომიტეტის თავმჯდომარის პირველმა მოადგილემ გიორგი ჩაკვეტაძემ „ზოგადი განათლების შესახებ“ საქართველოს კანონში ცვლილების შეტანის თაობაზე“ კანონპროექტის პლენარულ სხდომაზე პირველი მოსმენით განხილვის დროს.

31 მარტი 2026, 16:59

რეგიონი

ზუგდიდში ზვიად გამსახურდიას საპრეზიდენტო ცენტრი გაიხსნა

ზუგდიდში ზვიად გამსახურდიას საპრეზიდენტო ცენტრი გაიხსნა. ინფორმაციას კულტურის სამინისტრო ავრცელებს.

31 მარტი 2026, 16:58

საზოგადოება

კობა კობალაძემ ავსტრალიის ვეტერანთა ეროვნული გაერთიანების წარმომადგენლებს უმასპინძლა

ვეტერანების საქმეთა სახელმწიფო სამსახურის დირექტორმა, გენერალ- მაიორმა კობა კობალაძემ ავსტრალიის თანამეგობრობის ყოფილი სამხედრო მოსამსახურეების ვეტერანების ეროვნული გაერთიანების, ქალაქ ჯუნის წარმომადგენლობის პრეზიდენტთან, გრეგორ ზახაროვთან და მის ვაჟთან ავსტრალიის თანამეგობრობის სამხედრო საპენსიო კორპორაციის, კერძოდ, ვეტერანთა საპენსიო ფონდის ხელმძღვანელთან, დევიდ ზახაროვთან გაცნობითი ხასიათის შეხვედრა გამართა.

31 მარტი 2026, 16:56

პოლიტიკა

საქართველოს მთავრობის ადმინისტრაციის უფროსი UNFPA-ს აღმოსავლეთ ევროპისა და ცენტრალური აზიის რეგიონულ დირექტორს შეხვდა

საქართველოს მთავრობის ადმინისტრაციის უფროსი ლევან ჟორჟოლიანი გაეროს მოსახლეობის ფონდის აღმოსავლეთ ევროპისა და ცენტრალური აზიის რეგიონულ დირექტორს, ფლორენს ბაუერს შეხვდა, - ინფორმაციას საქართველოს მთავრობა ავრცელებს.

31 მარტი 2026, 16:56

საზოგადოება

რევაზ სოხაძე: საგანმანათლებლო ინფრასტრუქტურული პრობლემების გადასაჭრელად მუშაობას ვაგრძელებთ

„დღეს, განათლების მინისტრთან ერთად, ვიმყოფებოდით თბილისის რამდენიმე სკოლაში, სადაც მოსახლეობას აწუხებს სკოლების მშენებლობასთან დაკავშირებული საკითხები. ოპერატიულად მივიღეთ ყველა საჭირო გადაწყვეტილება აღნიშნული პრობლემების მოსაგვარებლად. ეს ეხება როგორც ნაძალადევის რაიონს, ასევე დიდ დიღომს, სადაც სასკოლო ინფრასტრუქტურის გამოწვევები განსაკუთრებით მწვავედ დგას“, - აღნიშნა მინისტრმა სკოლების დათვალიერების შემდეგ.

პიტ ჰეგსეტი

31 მარტი 2026, 16:53

მსოფლიო

ჰეგსეტი ნატოზე: ვერ გექნებათ ძლიერი კავშირი, თუ გყავთ ქვეყნები, რომლებიც საჭიროების ჟამს გვერდში არ ამოგიდგებიან

აშშ-ის თავდაცვის მდივანმა, პიტ ჰეგსეტმა ნატოს წევრი ქვეყნები კიდევ ერთხელ გააკრიტიკა იმის გამო, რომ ისინი ამერიკას ირანთან ომში მხარს არ უჭერენ.