imedi /  09 ივლისი 2025, 01:45 / სანდო წყარო

„ჩელსი“ მსოფლიო საკლუბო ჩემპიონატის ფინალში გავიდა

ლონდონის „ჩელსიმ“ ამერიკის შეერთებულ შტატებში მიმდინარე მსოფლიო საკლუბო ჩემპიონატის ნახევარფინალში ბრაზილიური „ფლუმინენსე“ ანგარიშით 2:0 დაამარცხა და ტურნირის ფინალში ასპარეზობის უფლება მოიპოვა.

ორივე გოლი ლონდონელთა ახალწვეულმა, ჟოაო პედრომ გაიტანა.

აღსანიშნავია, რომ ჟოაო პედრო სწორედ „ფლუმინენსეს“ აღზრდილია და ბრაზილიურ კლუბში 2019 წლამდე თამაშობდა.

ბრაზილიელმა თავდამსხმელმა „ჩელსის“ მაისურით სადებიუტო გოლები მხოლოდ მეორე მატჩში გაიტანა.

ის „ჩელსის“ ივლისის დასაწყისში „ბრაიტონიდან“ შეუერთდა.

ფინალში „ჩელსი“ „რეალსა“ და „პსჟ“-ს შორის გამარჯვებულს შეხვდება.

მსოფლიო საკლუბო ჩემპიონატი წელს პირველად ტარდება 32 გუნდის მონაწილეობით და 13 ივლისს დასრულდება.

ყველა სიახლე

ზაალ ანჯაფარიძე

24 ივნისი 2026, 14:47

ეკონომიკა

ზაალ ანჯაფარიძე: 2026 წლის პირველ კვარტალში, ლატვია, დიახ, ის ლატვია, რომლის ლიდერები ჩვენ თითებს გვიქნევენ, გახდა რუსეთში არყის უმსხვილესი მიმწოდებელი - საუბარია $2,6 მილიონის ექსპორტზე

2026 წლის პირველ კვარტალში, ლატვია, დიახ ის ლატვია, რომლის ლიდერები ჩვენ თითებს გვიქნევენ, გახდა რუსეთში არყის უმსხვილესი მიმწოდებელი. საუბარია $2,6 მილიონის ექსპორტზე, - წერს ანალიტიკოსი, ზაალ ანჯაფარიძე, სოციალურ ქსელში.

24 ივნისი 2026, 14:44

პოლიტიკა

ევროპარლამენტარი გჟეგოჟ ბრაუნი: ის ომის წახალისებაზეა, ეს არის სიმართლე ევროკავშირის შესახებ. უფრთხილდით ამ ევროსაბჭოურ, ევრონაცისტურ სტრუქტურას, რომელიც თავს მშვიდობისა და კეთილდღეობის პროექტად ასაღებს

„ევროკავშირის წევრებო, ნუ გააკეთებთ ამას, დაიცავით თქვენი დამოუკიდებლობა. ევროკავშირი არ არის თავისუფალი ვაჭრობის შესახებ, ის თქვენს ბიზნესებზე შეტევაა მწვანე შეთანხმების მეშვეობით. ის თქვენ ერებზე შეტევაა მიგრაციული პაქტის მეშვეობით. ის არ არის სიტყვის თავისუფლების შესახებ, ის ცენზურაზეა. ის არაა მშვიდობასა და სტაბილურობაზე, ის მუდმივ კონფლიქტზეა როგორც შიგნით, ისე გარეთ. ის ომის წახალისებაზეა, ეს არის სიმართლე ევროკავშირის შესახებ. უფრთხილდით ამ ევროსაბჭოურ, ევრონაცისტურ სტრუქტურას, რომელიც თავს მშვიდობისა და კეთილდღეობის პროექტად ასაღებს. სინამდვილეში ის თქვენი ეროვნული ტრადიციების დასრულებას ისახავს მიზნად“, - აღნიშნა ევროპარლამენტარმა.

დავით მათიკაშვილი

24 ივნისი 2026, 14:41

პოლიტიკა

დავით მათიკაშვილი გაფართოების საკითხზე საგარეო კომიტეტის შეხვედრაზე: საქართველოს მონაწილეობა ამ შეხვედრაზე იქნებოდა იმ ძალების სრული კრახი, ვინც საქართველოს მიიჩნევს დემოკრატიის უკუსვლის ცენტრად მოლდოვასა და უკრაინასთან შედარებით

როგორც მათიკაშვილმა აღნიშნა, საქართველო ყველა მონაცემით, მოწინავე ქვეყანაა. „ყველა მონაცემი, სტატისტიკა, თვითონ ევროკავშირის წიაღიდან გამოქვეყნებული, მეტყველებს ერთადერთ რამეზე - საქართველო არის მოწინავე“, - აღნიშნა მათიკაშვილმა.

მატიე ბუსკე

24 ივნისი 2026, 14:38

პოლიტიკა

მატიე ბუსკე: კანონის უზენაესობა ევროკავშირში გაწევრების უმთავრესი ნაწილია

„კანონის უზენაესობა ევროკავშირში გაწევრების უმთავრესი ნაწილია. ის როგორც მოლაპარაკებების დაწყების, ისე დასრულების ეტაპზე გადამწყვეტ როლს ასრულებს. ერთ-ერთი მთავარი ამოცანაა დავრწმუნდეთ, რომ განხორციელებული რეფორმები მდგრადია და ევროკავშირში გაწევრების შემდეგ უკუსვლა არ ხდება. გაფართოების პროცესის რეფორმირებაც სწორედ ამ საკითხებს უკავშირდება. წარსულში გაფართოების პროცესი ხშირად ფერხდებოდა ტექნიკური საკითხების ან ისეთი პოლიტიკური პოზიციების გამო, რომლებიც სრულად არ ასახავდა პარტნიორი ქვეყნის რეალურ პროგრესს“, - აღნიშნა ბუსკემ.

დევიდ მაკალისტერი

24 ივნისი 2026, 14:37

მსოფლიო

დევიდ მაკალისტერი: გაფართოების პროცესში განახლებული დინამიკა შეინიშნება. ევროკავშირი თანამშრომლობს გაფართოების პროცესში ჩართულ 9 ქვეყანასთან. მონტენეგრო და ალბანეთი გაწევრების პროცესში ყველაზე წინ არიან, ხოლო მოლდოვამ და უკრაინამ განსაკუთრებით მოკლე დროში მნიშვნელოვან პროგრესს მიაღწიეს

„გაფართოების პროცესში განახლებული დინამიკა შეინიშნება. ევროკავშირის თანამშრომლობს გაფართოების პროცესში ჩართულ 9 ქვეყანასთან. მონტენეგრო და ალბანეთი გაწევრების პროცესში ყველაზე წინ არიან წასულნი, ხოლო მოლდოვამ და უკრაინამ განსაკუთრებით მოკლე დროში მნიშვნელოვან პროგრესს მიაღწიეს, - განაცხადა ევროპარლამენტის საგარეო ურთიერთობათა კომიტეტის თავმჯდომარემ დევიდ მაკალისტერმა.

გიორგი გვარაკიძე

24 ივნისი 2026, 14:22

სამართალი

გიორგი გვარაკიძე: სისტემის ინსტიტუციური გაძლიერება მიიღწევა კვალიფიციური კადრების მოზიდვით და შენარჩუნებით, ასევე საზოგადოებასთან აქტიური კომუნიკაციით

საქართველოს გენერალურმა პროკურორმა გიორგი გვარაკიძემ საქართველოს პარლამენტში პროკურატურის საქმიანობის 2025 წლის ანგარიშის წარდგენისას ყურადღება გაამახვილა პროკურატურის სისტემის ინსტიტუციური გაძლიერების, საკადრო პოლიტიკისა და საზოგადოებასთან კომუნიკაციის მიმართულებით განხორციელებულ ღონისძიებებზე.

24 ივნისი 2026, 14:11

პოლიტიკა

პარლამენტის კომიტეტებმა ერთობლივ სხდომაზე „საქართველოს პროკურატურის მიერ 2025 წელს გაწეული საქმიანობის შესახებ“ ანგარიში მოისმინეს

„2025 წელს განვაახლეთ სისხლის სამართლის პოლიტიკის სახელმძღვანელო პრინციპების დოკუმენტი, რომლის მთავარ პრიორიტეტად დაზარალებულის უფლებებისა და კანონიერი ინტერესების დაცვა, დანაშაულის წინააღმდეგ ბრძოლის კოორდინაცია, უსაფრთხოების განცდისა და კანონის უზენაესობის რწმენის გაძლიერება საზოგადოებაში და დანაშაულის პრევენცია რჩება“, - განაცხადა საქართველოს გენერალურმა პროკურორმა.

გიორგი გვარაკიძე

24 ივნისი 2026, 14:11

სამართალი

გიორგი გვარაკიძე: პროკურატურა აქტიურად თანამშრომლობდა უცხო ქვეყნების სამართალდამცავ უწყებებთან, საერთაშორისო ორგანიზაციებთან და პარტნიორ სტრუქტურებთან როგორც ოპერატიულ, ისე სტრატეგიულ დონეზე

გენერალური პროკურორის თქმით, საანგარიშო პერიოდში აქტიურად გამოიყენებოდა საერთაშორისო სამართლებრივი დახმარების მექანიზმები. კერძოდ, სხვადასხვა ქვეყანაში სამართლებრივი დახმარების მიღების მიზნით მოთხოვნა გაიგზავნა 288 საქმეზე, ხოლო უცხო სახელმწიფოებიდან მიღებულ იქნა 1829 შუამდგომლობა. ამასთან, უცხოური ონლაინ მომსახურების მომწოდებლებისგან ელექტრონული მტკიცებულებების მოპოვების მიზნით 209 მოთხოვნა გაიგზავნა, რომელთა 87 პროცენტი დაკმაყოფილდა.

24 ივნისი 2026, 14:10

სამართალი

ხელისუფლების დამხობის მცდელობის საქმეზე მარიამ მეყანწიშვილს 5000-ლარიანი ჯარიმა, ნანა სანდერს 7 წლით, ანტონ უპერსა და აბო ნავერიანს კი 5-5 წლით თავისუფლების აღკვეთა მიესაჯათ

4 ოქტომბრის საქმეზე დაკავებული მარიამ მეყანწიშვილი, ნანა სანდერი, აბო ნავერიანი და ძებნაში მყოფი ანტონ უპერი სასამართლომ დამნაშავედ ცნო. თბილისის საქალაქო სასამართლოს მოსამართლის თამარ მჭედლიშვილის გადაწყვეტილებით, მარიამ მეყანწიშვილს 5000-ლარიანი ჯარიმა, ნანა სანდერს 7 წლით, ანტონ უპერსა და აბო ნავერიანს კი 5-5 წლით თავისუფლების აღკვეთა მიესაჯა.

24 ივნისი 2026, 14:09

მსოფლიო

უკრაინამ ოკუპირებულ ყირიმში სამხედრო აეროდრომები დაბომბა

უკრაინელმა სამხედროებმა რუსეთის მიერ ოკუპირებულ ყირიმში სამხედრო ინფრასტრუქტურაზე იერიში მიიტანეს. ინფორმაციას უკრაინის უსაფრთხოების სამსახური ავრცელებს.

24 ივნისი 2026, 14:00

სამართალი

გიორგი გვარაკიძე: პროკურატურა, მის საგამოძიებო ქვემდებარეობას მიკუთვნებულ დანაშაულებზე სრული მოცულობით გამოძიების ჩატარების უფლებამოსილებით, მნიშვნელოვან როლს ასრულებს ქვეყანაში დანაშაულების გამოვლენასა და ეფექტიან სამართლებრივ რეაგირებაში

საქართველოს პროკურატურა, მის საგამოძიებო ქვემდებარეობას მიკუთვნებულ დანაშაულებზე სრული მოცულობით გამოძიების ჩატარების უფლებამოსილებით, მნიშვნელოვან როლს ასრულებს ქვეყანაში სპეციალური სუბიექტების მიერ ჩადენილი დანაშაულების, პირადი ცხოვრების ხელშეუხებლობის წინააღმდეგ მიმართული ქმედებების, უკანონო შემოსავლის ლეგალიზაციის, სამოხელეო და კორუფციული დანაშაულების გამოვლენასა და ეფექტიან სამართლებრივ რეაგირებაში - განაცხადა საქართველოს გენერალურმა პროკურორმა გიორგი გვარაკიძემ საქართველოს პარლამენტისთვის პროკურატურის საქმიანობის 2025 წლის ანგარიშის წარდგენისას.

24 ივნისი 2026, 13:58

საზოგადოება

ლოგიკური და საჭირო ცვლილებაა და ქვეყნის ინტერესებს იცავს - გიდი ზაზა შიოშვილი „შრომითი მიგრაციის შესახებ“ კანონში შეტანილ ცვლილებებს აფასებს

„კანონში შესული ცვლილებები ძალიან დროული და საჭირო იყო. აქ ლაპარაკი არ არის მარტო სამუშაო ადგილების წართმევაზე. ელემენტარულად, უცხო ქვეყნიდან ჩამოსული ეს გიდები რა ინფორმაციას უყვებიან სტუმრებს, პირველ რიგში, ეგ არის მნიშვნელოვანი. როგორ წარადგენენ ჩვენს ქვეყანას. არა მგონია, რომ ქართველ გიდზე და საქართველოს მოქალაქეზე უკეთესად შეძლონ ამის გაკეთება. შესაბამისად, კულტურულ გიდებზე ნულოვანი კვოტირების საჭიროება ნამდვილად იდგა“, - აცხადებს ზაზა შიოშვილი.

24 ივნისი 2026, 13:55

პოლიტიკა

თამარ ზოდელავა: ჩვენ მსოფლიოს ყურადღების ცენტრში ვართ - სტუმრები ეცნობიან ჩვენი ქვეყნისა და ხელისუფლების მიერ მიღწეულ წარმატებებს

ფორუმის ჩვენს ქვეყანაში ჩატარება ნიშნავს საქართველოსა და ჩვენი ხელისუფლების წარმატებული რეფორმების განხორციელების აღიარებას. აუცილებელია, ეს რეფორმები გავაზიაროთ და საფუძველი ჩავუყაროთ ახალ ინიციატივებს, რაც კიდევ უფრო გააძლიერებს ქართულ საჯარო მმართველობას და სერვისების ხელმისაწვდომობას, - განაცხადა იუსტიციის მინისტრის მოადგილე თამარ ზოდელავამ ტელეკომპანია „POSTV“-ის ეთერში.

24 ივნისი 2026, 13:47

რეგიონი

დავით სონღულაშვილმა შპს „ჰერბიას“ მეურნეობა დაათვალიერა

დავით სონღულაშვილის განცხადებით, სახელმწიფოს მხრიდან აგროწარმოების განვითარების პოლიტიკის ერთ-ერთი მნიშვნელოვანი მიმართულება სასათბურე მეურნეობების შექმნის ხელშეწყობაა. დახურულ გრუნტში სასოფლო-სამეურნეო პროდუქციის წარმოების ზრდა უზრუნველყოფს როგორც ადგილობრივი, ასევე საექსპორტო ბაზრების არა სეზონურად, არამედ უწყვეტად მომარაგებას. შესაბამისად, არაერთი პროგრამა მუშაობს აღნიშნული მიმართულების განვითარებისთვის.

გიორგი გვარაკიძე

24 ივნისი 2026, 13:45

სამართალი

გიორგი გვარაკიძე: 2025 წელს მზარდი იყო კორუფციულ დანაშაულზე რეაგირების შედეგები

საქართველოს გენერალურმა პროკურორმა გიორგი გვარაკიძემ საქართველოს პარლამენტში პროკურატურის საქმიანობის 2025 წლის ანგარიშის წარდგენისას კორუფციულ დანაშაულზე ისაუბრა და აღნიშნა, რომ 2025 წელს მზარდი იყო კორუფციულ დანაშაულზე რეაგირების შედეგები.

ლევან ჟორჟოლიანი

24 ივნისი 2026, 13:44

ეკონომიკა

ლევან ჟორჟოლიანი: 12 ქსელს ექნება ვალდებულება, რომ განათავსონ საუკეთესო ფასები ekalata.gov.ge-ის პორტალზე, მნიშვნელოვანია აღნიშნული პლატფორმა და ვფიქრობ, რომ მოსახლეობისთვის იქნება შედეგის მომტანი

„მნიშვნელოვანია, რომ მომხმარებელს ექნება სრული ინფორმაცია საუკეთესო სამომხმარებლო ფასების შესახებ. ასევე, ეს წაახალისებს, მათ შორის კონკურენციას აღნიშნულ 12 ქსელში. აღნიშნულ ქსელებს ექნებათ ვალდებულება, რომ განათავსონ საუკეთესო ფასები პორტალზე. FMCG-ის სექტორის წილი არის 14 მლრდ ლარი 2025 წლის მონაცემებით, ხოლო ორგანიზებული ბაზრის წილი - 64%. შესაბამისად, მნიშვნელოვანია აღნიშნული პლატფორმა და ვფიქრობ, რომ მოსახლეობისთვის იქნება შედეგის მომტანი“,- განაცხადა მთავრობის ადმინისტრაციის უფროსმა.

გიორგი გვარაკიძე

24 ივნისი 2026, 13:32

სამართალი

გიორგი გვარაკიძე: ქურდული სამყაროს წინააღმდეგ ბრძოლის წლიური შედეგები ცხადყოფს სწორი და შედეგიანი მეთოდების გამოყენების პრაქტიკას. ,,კანონიერი ქურდობის“ ფაქტზე სისხლისსამართლებრივი დევნა 18 პირის მიმართ დაიწყო, რაც 260%-ით აღემატება წინა წლის მაჩვენებელს

„2025 წელს მკვეთრად გავზარდეთ გამოვლენისა და სისხლისსამართლებრივი დევნის მაჩვენებელი, ორგანიზებული დანაშაულის წინააღმდეგ შედეგიანი ბრძოლისთვის მნიშვნელოვანია მისი მმართველი რგოლის მიმართ მართლმსაჯულების დროული და უპირობო აღსრულება. პროკურატურა ქმედითად იყენებდა უწყებათაშორისი თანამშრომლობის მექანიზმებს ორგანიზებული დანაშაულის გამოვლენის, მის წინააღმდეგ ბრძოლის მეთოდების დანერგვისა და პოზიტიური გამოცდილების გაზიარებისთვის“,-განაცხადა გიორგი გვარაკიძემ.

ალექსანდრე ლუკაშენკო ვლადიმერ პუტინი

24 ივნისი 2026, 13:30

მსოფლიო

The Wall Street Journal: რუსეთი ბელარუსზე ზეწოლას ახდენს, რათა უკრაინის წინააღმდეგ ახალი ფრონტი გახსნას

რუსეთი ცდილობს ბელარუსთან სამხედრო თანამშრომლობა კიდევ უფრო გააღრმაოს და ქვეყანა უკრაინაში მიმდინარე ომში ახალი ფრონტის გასახსნელად გამოიყენოს. ინფორმაციას The Wall Street Journal-ი ავრცელებს.

24 ივნისი 2026, 13:26

რეგიონი

დავით სონღულაშვილი წყალტუბოში ლურჯი მოცვის კრეფის და სარეალიზაციოდ მომზადების პროცესს გაეცნო

„საქართველოში მოცვის ინტენსიური წარმოება სულ რამდენიმე წლის წინ დაიწო. დღეისათვის, სახელმწიფოს ხელშეწყობით და კერძო სექტორის მონდომებით, ქართული მოცვი კონკურენტუნარიანია როგორც ადგილობრივ ბაზარზე, ასევე, მოთხოვნადია და აქტიურად გადის ექსპორტზე. მწარმოებლებს ჩვენი მხრიდან მხარდაჭერა ღირებულებათა ჯაჭვის ყველა ეტაპზე აქვთ, მათ შორის ბაზრების დივერსიფიცირების კუთხით, რაც გულისხმობს სხვადასხვა ქვეყნის გამოფენებში მონაწილეობის და ქართულ მოცვზე მოთხოვნის გაზრდის ხელშეწყობას“, - განაცხადა დავით სონღულაშვილმა.

24 ივნისი 2026, 13:09

საზოგადოება

მუხიანის აგარაკებზე არსებული ქუჩების მოწესრიგება და წყალარინების ქსელის მოწყობა გრძელდება

გლდანის რაიონის გამგეობა მუხიანის აგარაკებზე არსებული ქუჩების მოწესრიგებას და წყალარინების ქსელის მოწყობას აქტიურად განაგრძობს.