imedi /  04 მაისი 2018, 22:00 / სანდო წყარო

მოჭარბებული ტესტოსტერონის მქონე მძლეოსან ქალებს წამლების დალევა მოსთხოვეს

კასტერ სემენე

კასტერ სემენე

მძლეოსნობის საერთაშორისო ფედერაციამ (IAAF) სქესის ფორმირების განსაკუთრებული ნიშნისმქონე ქალი სპორტსმენებისთვის, რომლებსაც სისხლში ტესტოსტერონის დონე უდრის ან აღემატება ლიტრში 5 ნანომოლს, წესების ახალი სია გამოაქვეყნა. 2018 წლის 1 ნოემბრიდან ასეთმა მძლეოსნებმა უნდა შეამცირონ სისხლში ტესტოსტერონის რაოდენობა, წინააღმდეგ შემთხვევაში ისინი კაცებს შეერკინებიან. ახალი წესი შეეხება რბოლას 400 მეტრიდან დისტანციაზე.

IAAF-ში მიაჩნიათ, რომ მომატებული ტესტოსტერონი აღნიშნულ დისციპლინებში სპორტსმენ ქალებს "უპირატესობას ანიჭებთ". ქალში ტესტოსტერონის ნორმალურ დოზად 0,12-დან 1,79-მე ლიტრში ნანომოლი მიიჩნევა (კაცებში 7,7 ნანომოლი ლიტრში).

ახალი წესდება 2011 წლის კანონს შეცვლის, რომელიც მომატებული ტესტოსტერონიმქონე მძლეოსნებს, ოლიმპიადიდან გარიცხვის შიშით, იძულებით უმცირებდნენ დოზას. მაშინ ეს წესი შემოიღეს სამხრეთაფრიკელი სპორტსმენის კასტერ სემენეს გამარჯვების შემდეგ. 800 მეტრი დისტანციის დაფარვის შემდეგ, მას გამოკვლევა ჩაუტარეს, რათა სქესი დაედგინათ (შედეგები არ გამოქვეყნებულა). რამდენიმე წლის განმავლობაში სემენეს უწევდა კაცის ჰორმონის შემცირებისთვის წამლები ესვა, რამაც მის ჯანმრთელობაზე ცუდად იმოქმედა. 

ყველა სიახლე

14 აგვისტო 2020, 11:09

საზოგადოება

რა წესების დაცვით განახლდება სკოლებში სასწავლო პროცესი. დეტალურად

2020-2021 სასწავლო წლის დაწყებისთვის, საქართველოს განათლების, მეცნიერების, კულტურის და სპორტის სამინისტრომ ოკუპირებული ტერიტორიებიდან დევნილთა, შრომის, ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის სამინისტროს რეგულაციების გათვალისწინებით, სკოლებისთვის რეკომენდაციები შეიმუშავა.

14 აგვისტო 2020, 11:09

რეგიონი

ზუგდიდი რეგიონულ ახალგაზრდულ ფორუმს მასპინძლობს

ზუგდიდი რეგიონულ ახალგაზრდულ ფორუმს მასპინძლობს. ფორუმზე სააგენტო წარადგენს ახალგაზრუდული სტრატეგიის დოკუმენტის ამ ეტაპზე შემუშავებულ ვერსიას, რის შემდეგაც ფორუმის მონაწილე ახალგაზრდები თემატურ სამუშო ჯგუფებში გადანაწილედებიან და რეკომენდაციებს შეიმუშავებენ.

მარინა ეზუგბაია

14 აგვისტო 2020, 11:06

COVID19

კორონავირუსის 23 ახალი შემთხვევიდან 6 ლენჯერიდანაა, 3-ის ინფიცირების წყარო კი უცნობია

23 ახალი შემთხვევიდან 6 არის ლენჯერიდან, 11 არის დადასტურებულთან კონტაქტები, 2 შემოტანილი შემთხვევა და ორივე სატვირთო ავტომანქანის მძღოლია, ერთი სამედიცინო პერსონალი და 3 პაციენტზე მიმდინარეობს ეპიდკვლევა​, - ამის შესახებ ჟურნალსიტებს ინფქეციური საავადმყოფოს სამედიცინო დირექტორმა, მარინა ეზუგბაიამ განუცხადა.

14 აგვისტო 2020, 11:04

საზოგადოება

თეა ახვლედიანმა, ირაკლი ღარიბაშვილთან და რუსლან აბაშიძესთან ერთად, საქართველოს ერთიანობისთვის დაღუპულ გმირთა მემორიალი გვირგვინით შეამკო

შერიგებისა და სამოქალაქო თანასწორობის საკითხებში საქართველოს სახელმწიფო მინისტრმა, თეა ახვლედიანმა, თავდაცვის მინისტრ ირაკლი ღარიბაშვილსა და აფხაზეთის ავტონომიური რესპუბლიკის მთავრობის თავმჯდომარე რუსლან აბაშიძესთან ერთად, აფხაზეთში საომარი მოქმედებების დაწყების 28 წლისთავთან დაკავშირებით, საქართველოს ერთიანობისთვის ბრძოლაში დაღუპულ გმირთა მემორიალი გვირგვინით შეამკო და მათ ხსოვნას პატივი მიაგო.

14 აგვისტო 2020, 10:57

COVID19

აშშ-ში გასული დღე-ღამის განმავლობაში კორონავირუსის 51 443 ახალი შემთხვევა დადასტურდა

ჯონს ჰოპკინსის უნივერსიტეტის მონაცემებით, აშშ-ში გასული დღე-ღამის განმავლობაში კორონავირუსის 51 443 ახალი შემთხვევა დადასტურდა, ხოლო 1 076 ადამიანი გარდაიცვალა.

14 აგვისტო 2020, 10:57

პოლიტიკა

აშშ-ის საერთაშორისო განვითარების საფინანსო კორპორაციის აღმასრულებელი დირექტორი პანდემიასთან ბრძოლის მიმართულებით საქართველოს ხელისუფლების გადაწყვეტილებებს პოზიტიურად აფასებს

აშშ-ის საერთაშორისო განვითარების საფინანსო კორპორაციის აღმასრულებელი დირექტორი დადებითად აფასებს საქართველოს მნიშვნელოვან პოზიტიურ შედეგებს პანდემიასთან ბრძოლის მიმართულებით და აცხადებს, რომ ამ ბრძოლაში ხაზგასასმელია, როგორც ქვეყნის ხელისუფლების გადაწყვეტილებები, ისე საქართველოს მოქალაქეების ძალისხმევა, - ამის შესახებ DFC-ის აღმასრულებელმა დირექტორმა ადამ ბოელერმა საქართველოს პრემიერ-მინისტრი გიორგი გახარიასთან ვიდეოკონფერენციის ფორმატში გამართული შეხვედრისას ისაუბრა.

14 აგვისტო 2020, 10:54

COVID19

ჯანმოში მიიჩნევენ, რომ კორონავირუსის საკვებით გადაცემა შეუძლებელია

მტკიცებულება იმისა, რომ კორონავირუსი საკვებით გადაეცემა, არ არსებობს - ამის შესახებ ჯანდაცვის მსოფლიო ორგანიზაციის გადაუდებელი პროგრამების ხელმძღვანელმა მაიკ რაიანმა განაცხადა. ამით ის ჩინეთის ხელისუფლების მიერ გაყინულ საკვებ პროდუქტებში კორონავირუსის აღმოჩენის შესახებ გავრცელებულ ინფორმაციას გამოეხმაურა.

14 აგვისტო 2020, 10:53

COVID19

სამხრეთ კორეაში პირველად აპრილიდან ბოლო 24 საათში კორონავირუსის ასზე მეტი ახალი შემთხვევა დაფიქსირდა

სამხრეთ კორეის დაავადებათა კონტროლისა და პრევენციის ცენტრის მონაცემებით, ქვეყანაში გასული დღე-ღამის განმავლობაში კორონავირუსის 103 ახალი შემთხვევა დადასტურდა.

14 აგვისტო 2020, 10:51

COVID19

ბრიტანეთში საფრანგეთიდან ჩასულების 14-დღიანი კარანტინის გავლა მოუწევთ

ლონდონის გადაწყვეტილებით, ქვეყანაში საფრანგეთიდან ჩასულ ადამიანებს მოუწევთ, 14 დღე კარანტინში გაატარონ. ტრანსპორტის მინისტრის, გრანტ შაპსის განცხადებით, აღნიშნული გადაწყვეტილება ბრიტანეთში ვირუსის გავრცელების პრევენციისთვის მიიღეს.

14 აგვისტო 2020, 10:50

COVID19

საქართველოში კორონავირუსით კიდევ 23 ადამიანი დაინფიცირდა, 17 კი გამოჯანმრთელდა

ამ დროისთვის საქართველოში კორონავირუსის 1306 შემთხვევაა დადასტურებული. განკურნებულთა რაოდენობა სულ 1085-ს შეადგენს. კარანტინის რეჟიმში იმყოფება 7635 მოქალაქე, ხოლო სტაციონარში მეთვალყურეობის ქვეშ - 334.

14 აგვისტო 2020, 10:40

COVID19

იაპონიაში გასული დღე-ღამის განმავლობაში კორონავირუსის 1 177 ახალი შემთხვევა დადასტურდა

იაპონიის ჯანდაცვის სამინისტროს მონაცემებით, ქვეყანაში გასული დღე-ღამის განმავლობაში კორონავირუსის 1 177 ახალი შემთხვევა დადასტურდა, ხოლო 10 ადამიანი გარდაიცვალა.

14 აგვისტო 2020, 10:35

საზოგადოება

ერთიან ეროვნულ გამოცდებსა და სტუდენტთა საგრანტო კონკურსში მონაწილეების სააპელაციო განაცხადების მიღების ვადა დღეს იწურება

ერთიან ეროვნულ გამოცდებსა და სტუდენტთა საგრანტო კონკურსში მონაწილეების სააპელაციო განაცხადების მიღების ვადა დღეს, 18:00 საათზე იწურება. ცენტრის ინფორმაციით, სააპელაციო განაცხადები მიიღება შესაძლებელია მხოლოდ ელექტრონულად ვებგვერდზე: www.naec.ge. სააპელაციო განაცხადის შევსების ინსტრუქცია შეგიძლიათ იხილოთ ამ ბმულზე.

14 აგვისტო 2020, 10:31

COVID19

მექსიკაში კორონავირუსის შემთხვევების რაოდენობამ 500 ათასს გადააჭარბა

მექსიკის ჯანდაცვის სამინისტროს მონაცემებით, ქვეყანაში კორონავირუსის შემთხვევების რაოდენობამ 500 ათასს გადააჭარბა.

14 აგვისტო 2020, 10:25

COVID19

ინდოეთში გასული დღე-ღამის განმავლობაში კორონავირუსის 64 553 ახალი შემთხვევა დადასტურდა

ინდოეთის ჯანდაცვის სამინისტროს მონაცემებით, ქვეყანაში გასული დღე-ღამის განმავლობაში კორონავირუსის 64 553 ახალი შემთხვევა დადასტურდა, 1 007 ადამიანი კი გარდაიცვალა.

14 აგვისტო 2020, 10:22

მსოფლიო

სამშვიდობო მოლაპარაკების დასაწყებად, ავღანეთმა 80 თალიბი გაათავისუფლა

მათი გათავისუფლება, შესაძლოა, 19 - წლიანი კონფლიქტის დასასრულებლად, საფუძველი აღმოჩნდეს. რამდენიმე დღეში, მას შემდეგ, რაც ავღანეთი სრულად გაათავისუფლებს 400-ვე თალიბს, რამდენიმე დღეში, მხარეები ყატარში მოლაპარაკების მაგიდასთან მისხდომას გეგმავენ.

14 აგვისტო 2020, 10:20

COVID19

კორონავირუსის პანდემიის დაწყებიდან დღემდე ინდოეთში ვირუსს ორასამდე ექიმი ემსხვერპლა

ინდოეთის სამედიცინო ასოციაციამ ქვეყნის პრემიერ-მინისტრს, ნარენდრა მოდის წერილით მიმართა, რომელშიც შეშფოთება გამოხატა კორონავირუსის კრიზისის დროს სამედიცინო პერსონალის უსაფრთხოების საკითხის გამო.

14 აგვისტო 2020, 10:15

სპორტი

„ლაიფციგმა" „ატლეტიკო“ დაამარცხა და ჩემპიონთა ლიგის მეოთხედფინალში გავიდა

ჩემპიონთალიგის მეოთხეფინალურ შეხვედრაში გერმანიის „ლაიფციგმა“ მადრიდის ატლეტიკოს ანგარიშით 2:1 მოუგო და ნახევარფინალში გავიდა. 11 წლის დაარსებული გერმანული კლუბი ჩემპიონთა ლიგის ნახევარფინალში პირველად გავიდა, სადაც პარი სენ-ჟერმენს შეხვდება.

14 აგვისტო 2020, 09:50

მსოფლიო

ამერიკულმა სპეცსამსახურებმა „გრუს“ შეკვეთით შექმნილი ჯაშუშური პროგრამა გამოააშკარეს

ამერიკული სპეცსამსახურების ინფორმაციით, Drovorub-ი შეიქმნა „გრუს“ განყოფილებაში, რომელსაც Fancy Bear-ის, Strontium-ისა და APT 28-ის ჰაკერულ საქმიანობასთან აკავშირებენ. Drovorub-ი Linux-ის ოპერატიულ სისტემაში მოქმედებს და ჰაკერებს კომპიუტერში შენახულ ფაილებზე წვდომის საშუალებას და ასევე კომპიუტერების დისტანციურად მართვის საშუალებას აძლევს.

დარიო ვივასი

14 აგვისტო 2020, 09:27

COVID19

კარაკასის მერი კორონავირუსით გარდაიცვალა

ვენეუელის დედაქალაქის მერი დარიო ვივასი გარდაიცვალა. ამის შესასახებ CNN-ი იუწყება. 70 წლის მერი კორონავირუსით გარდაიცვალა. მას დაავადება ივლისის შუა რიცხვებში აღმოაჩნდა.

14 აგვისტო 2020, 09:08

საზოგადოება

იუსტიციისა და განათლების სამინისტროებმა თსუ-ში „ევროპული საჯარო სამართლის ორგანიზაციის“ სამხრეთ კავკასიის ფილიალი დააარსეს

მემორანდუმს ხელი მოაწერეს ვიცეპრემიერმა, იუსტიციის მინისტრმა თეა წულუკიანმა; განათლების, მეცნიერების, კულტურისა და სპორტის მინისტრმა მიხეილ ჩხენკელმა; ივანე ჯავახიშვილის სახელობის თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის რექტორმა გიორგი შარვაშიძემ და „ევროპის საჯარო სამართლის ორგანიზაციის“ დირექტორმა, დირექტორთა საბჭოს პრეზიდენტმა, პროფესორმა სპირიდონ ფლოგაიტისმა (ელექტრონულად).