imedi /  16 ივნისი 2018, 01:05 / სანდო წყარო

როგორ გაჩნდა ფეხბურთში წითელი და ყვითელი ბარათები

1960-იანი წლების დასაწყისში ფეხბურთელებს შორის ფიზიკურმა დაპირისპირებამ მოედნებზე ისეთი მასობრივი ხასიათი მიიღო, რომ თამაშის კონტროლი ფაქტობრივად შეუძლებელი გახდა. ხშირად მატჩები ისეთი ჩხუბებით სრულდებოდა, რომ დაშავებულები საავადმყოფოებში გადაჰყავდათ.

ამ ფონზე მატჩის დროს წითელი და ყვითელი საჯარიმო ბარათების გამოყენების იდეა ინგლისელ მსაჯს, კენეტ ასტონს გაუჩნდა. BBC წერს, რომ ასტონი შუქნიშნის ფერებმა შთააგონა: „ერთხელ, ლონდონში კენსინგტონის მთავარ ქუჩაზე მივდიოდი და გზაჯვარედინზე შუქნიშანზე წითელი აინთო. ამ დროს გავიფიქრე: აი, ყვითელი ნიშნავს „დამშვიდდი“, ხოლო წითელი „კმარა, დატოვე მოედანი“.



კენეტ ასტონი
ფოტო: KenAston.org

საფეხბურთო განუკითხაობის კულმინაციად ჩილეში 1962 წლის მსოფლიო ჩემპიონატი იქცა. მატჩში საბჭოთა კავშირის და იუგოსლავიის ნაკრებებს შორის, ორივე გუნდის ფეხბურთელები იმდენად უხეშად თამაშობდნენ, რომ რამდენიმემ მოტეხილობები მიიღო; მსგავსი რამ მოხდა გერმანიის და იტალიის თამაშის დროსაც; ჩეხოსლოვაკიის და ესპანეთის მატჩის მიმდინარეობისას მეკარეს თავში ისე ჩაარტყეს, რომ მან გრძნობა დაკარგა; არგენტინის და ბულგარეთის ნაკრებების შეხვედრის დროს რამდენიმე ფეხბურთელმა სერიოზული ტრავმა მიიღო.

მაგრამ ყველაფერი ჩილეს და იტალიის გუნდებს შორის შეხვედრისას დაგვირგვინდა: ფეხბურთელებს შორის ფიზიკური დაპირისპირება ისეთ ხელჩართულ ბრძოლაში გადაიზარდა, რომ მოედანზე პოლიციელების შეყვანა გახდა საჭირო. მართალია მატჩი ჩილეს ნაკრების გამარჯვებით 2:0 დასრულდა, მაგრამ მსაჯებით ყველა უკმაყოფილო დარჩა. სწორედ ამ თამაშის მსაჯი იყო კენეტ ასტონი, რომელიც მომხდარით იმდენად შეძრწუნებული იყო, რომ მოგვიანებით თავის მდგომარეობას მატჩის დროს ასე აღწერდა: „მე ფეხბურთის მატჩის არბიტრი კი არ ვიყავი, სამხედრო მანევრებთან გამკლავება მიწევდა!“.

ასტონმა მსაჯის კარიერა 1963 წელს დაასრულა, 1966 წელს კი „ფიფას“ მსაჯთა კომიტეტის ჯერ წევრი, შემდეგ კი ხელმძღვანელი გახდა. სწორედ ამ პოზიციაზე მუშაობის დროს მოუწია მას ახალ სკანდალში ჩარევა, რომელიც 1966 წლის ჩემპიონატის მეოთხედფინალში, არგენტინის და ინგლისის გუნდების თამაშის დროს მოხდა.

მატჩის 36-ე წუთზე გერმანელმა მსაჯმა რუდოლფ კრაიტლაინმა მოედნიდან არგენტინის ნაკრების კაპიტნის ანტონიო რატინის გაძევება მოითხოვა, თუმცა ამის შემდეგ პოლიციელებს მოედნიდან თავად კრაიტლაინის გაყვანა მოუხდათ. მანამდე გერმანელმა მსაჯმა ერთ-ერთი სადავო მომენტი ინგლისელების სასარგებლოდ გადაწყვიტა, რაც რატინმა გააპროტესტა, რის შემდეგაც კრაიტლაინმა მას მოედნის დატოვება მოსთხოვა, მაგრამ ფეხბურთელმა მსაჯის მოთხოვნა ვერ გაიგო, რადგან მსაჯმა ესპანური ენა არ იცდოდა, ხოლო არგენტინელმა ფეხბურთელმა - გერმანული და ინგლისური. რატინი მოედანს არ ტოვებდა. მატჩი 10 წუთის განმავლობაში შეწყდა, ვიდრე მოედანზე თარჯიმანი არ გაიყვანეს, რომელმაც რატინს ვითარება აუხსნა. ფეხბურთელი ისე განრისხდა, რომ მოედნიდან პოლიციელებმა მსაჯი გაიყვანეს.

ცხადია, რომ ენის ცოდნა არ არის საჭირო იმის გასაგებად, რომ ვიღაც შეურაცხყოფას გაყენებს ან ის, რომ მსაჯი მოედნიდან გაძევებს. მაგრამ როდესაც ადამიანის რისხვის ხარისხი ისეთ დონეს აღწევს, რომ ვითარებას არაადეკვატურად აღიქვამს, ჯობს დარწმუნებული იყო, რომ წესები აბსოლუტურად ყველასთვის გასაგებია, მსაჯი კი გადაწყვეტილებებს არავერბალურად აცხადებდეს. ასტონს, რომელიც იმ დროს მსაჯთა შემადგენლობას ხელმძღვანელობდა, მომლაპარაკებლის სერიოზული უნარების გამოვლენა დასჭირდა იმისთვის, რომ არგენტინელი კაპიტანი დაემშვიდებინა და თამაშის გადატანა არ დაეშვა. სწორედ ამ სკანდალის დროს გააცნობიერა მან, რომ აუცილებელი იყო ისეთი მექანიზმის ამოქმედება, რომლითაც აგრესიულ მოთამაშეებს დაამშვიდებდნენ, ხოლო განრისხებულებს - მოედანს დაატოვებინებდნენ. იდეა კი შუქნიშანმა უკარნახა.

„თამაში ორმოქმედებიანი პიესა უნდა იყოს, რომელშიც 22 მსახიობი მონაწილეობს. ხოლო მსაჯი ერთგვარი რეჟისორია. პიესას არ აქვს არც ტექსტი და არც სცენარი; და არავინ იცის დასასრული როგორი იქნება, თუმცა მისი ყურება ყველას უნდა სიამოვნებდეს“, - აცხადებდა ის.

კენეტ ასტონი 2001 წლის 23 ოქტომბერს 86 წლისა გარდაიცვალა. სიცოცხლის ბოლომდე ის ფეხბურთის გულმხურვალე გულშემატკივარი იყო, - წერს BBC.

ყველა სიახლე

27 მაისი 2026, 21:17

მსოფლიო

რუბიო: აშშ-მა და ირანმა სამშვიდობო შეთანხმებისკენ მიმავალ გზაზე გარკვეულ პროგრესს მიაღწიეს

აშშ-ის სახელმწიფო მდივანი, მარკო რუბიო ადასტურებს, რომ აშშ-მა და ირანმა სამშვიდობო შეთანხმებისკენ მიმავალ გზაზე „გარკვეულ პროგრესს“ მიაღწიეს.

მიხეილ სარჯველაძე

27 მაისი 2026, 21:12

ჯანდაცვა

მიხეილ სარჯველაძე: მედიკამენტებთან დაკავშირებით სამუშაო პროცესი მიმდინარეობს, გადაწყვეტილებებს ევროპული სახელმწიფოების პრაქტიკის გათვალისწინებით ველოდებით

ჯანდაცვის მინისტრმა, მიხეილ სარჯველაძემ დიუშენის მკურნალობასა და ახალი მედიკამენტების შემოტანის საკითხებზე ისაუბრა. მინისტრმა ხაზი გაუსვა პროცესში სწორი მოლოდინების შექმნისა და მხარეებს შორის ურთიერთობის ნორმალიზების აუცილებლობას.

27 მაისი 2026, 21:08

პოლიტიკა

დიასპორის კომიტეტის სხდომაზე საგარეო საქმეთა მინისტრს, მაკა ბოჭორიშვილს მოუსმინეს

საგარეო საქმეთა მინისტრმა მაკა ბოჭორიშვილმა დიასპორის კომიტეტის სხდომაზე სამინისტროს მიერ შემუშავებული დიასპორული პოლიტიკის განხორციელების კონცეფცია წარადგინა.

27 მაისი 2026, 20:53

პოლიტიკა

უკრაინაში ომი ისე უნდა დასრულდეს, რომ შეერთებული შტატებისთვის სასარგებლო იყოს - სენატორი ჯინ შაჰინი ომში მყოფ ქვეყანაზე და შეფასებები თბილისიდან. „ქრონიკის“ სიუჟეტი

ეროვნული ინტერესების დაცვა საქართველოს ხელისუფლების პრიორიტეტია. ამ გზის აუცილებლობას მმართველ გუნდს ამერიკელი სენატორის განცხადებაც უჩვენებს.

27 მაისი 2026, 20:51

პოლიტიკა

ისტორიის გადაწერის მცდელობა ოპოზიციისგან - მმართველი გუნდი 26 მაისის საპროტესტო აქციის ორგანიზატორებს 2011 წლის 26 მაისის სისხლიან მოვლენებს კიდევ ერთხელ ახსენებს. „ქრონიკის“ სიუჟეტი

26 მაისი იმ პოლიტიკოსებისთვის, რომლებიც დღევანდელ ოპოზიციას წარმოადგენენ და მართავენ, მძიმე წარსულის ფაქტობრივი დასტურია.

გიორგი ვოლსკი

27 მაისი 2026, 20:47

პოლიტიკა

გიორგი ვოლსკი რადიკალებზე: ლოზუნგი უჩვენებს კრეატიულობის დაბალ დონეს და იმ ადამიანის აბსოლუტურად უცოდინარობას, რომელიც მათ კარნახობს, სცენარებს უწერს

ლოზუნგი უჩვენებს კრეატიულობის დაბალ დონეს და იმ ადამიანის აბსოლუტურად უცოდინარობას, რომელიც მათ კარნახობს, სცენარებს უწერს, - განუცხადა ჟურნალისტებს საქართველოს პარლამენტის თავმჯდომარის პირველმა მოადგილე გიორგი ვოლსკიმ რადიკალების ლოზუნგთან დაკავშირებით.

დონალდ ტრამპი

27 მაისი 2026, 20:42

მსოფლიო

ტრამპი ირანთან შეთანხმების დაჩქარებას გამორიცხავს - „მე შუალედური არჩევნები არ მადარდებს“

აშშ-ის პრეზიდენტმა, დონალდ ტრამპმა პირობა დადო, რომ ირანთან ომის დასასრულებლად ხელსაყრელ შეთანხმებას მიაღწევს.

27 მაისი 2026, 20:41

პოლიტიკა

„ეროვნული სამოსით მოგვიწია გავლა რუსთაველის გამზირზე. ამ დროს მოდიოდნენ აქციის მონაწილეები, გადაგვიღეს და თავისთვის გამოიყენეს ეს კადრები“ - მარიამ კირვალიძე, რომელიც აქციის მონაწილედ გამოაცხადეს, ამბობს, რომ მოდელია და გადაღებაზე იმყოფებოდა

სოციალურ ქსელში გავრცელდა ფოტოები, თითქოს ახალდაქორწინებული წყვილი 26 მაისს გამართულ აქციაზე მივიდა. მარიამ კირვალიძე, რომელიც აქციის მონაწილედ გამოაცხადეს, ამბობს, რომ მოდელია და გადაღებაზე იმყოფებოდა. მისი თქმით, ის რუსთაველის გამზირზე ჯერ კიდევ აქციის დაწყებამდე მივიდა.

27 მაისი 2026, 20:38

პოლიტიკა

მაკა ბოჭორიშვილი ამერიკის შეერთებული შტატების სახელმწიფო დეპარტამენტის წარმომადგენლებს, ჩარლზ იოქის და პიტერ ანდრეოლის შეხვდა

საქართველოს ვიცე-პრემიერი, საგარეო საქმეთა მინისტრი, მაკა ბოჭორიშვილი, ამერიკის შეერთებული შტატების სახელმწიფო დეპარტამენტის წარმომადგენლებს, ჩარლზ იოქის და პიტერ ანდრეოლის შეხვდა.

27 მაისი 2026, 20:29

პოლიტიკა

ოპოზიცია ოპოზიციის წინააღმდეგ - ახალი სლოგანი დაპირისპირების მიზეზი ხდება. „ქრონიკის“ სიუჟეტი

ოპოზიციის ახალი სლოგანი ოპოზიციური განხეთქილების მორიგ საბაბად იქცა. აქციაზე გახმიანებულ ფრაზას მათივე მხარდამჭერები აკრიტიკებენ. ხელისუფლებამ კი ოპონენტებისგან წარდგენილი ე.წ. საპროტესტო შეგონება საკუთარ ქებად მიიღო.

27 მაისი 2026, 20:23

პოლიტიკა

„თავს ვგრძნობ მოტყუებულად, იმიტომ რომ არ ვიცოდი სად მივდიოდი, ვიცოდი, რომ რაღაც პატარა კონცერტი უნდა ჩატარებულიყო“ - როგორ მოხვდა აპარატურა რუსთაველზე? „ქრონიკის“ რეპორტაჟი

„ქრონიკა“ დაუკავშირდა იმ მანქანის მძღოლს, რომელმაც აქციაზე ტექნიკა მიიტანა. როგორც ირაკლი დუდაშვილმა აღნიშნა, ის მოატყუეს და უთხრეს, რომ ტექნიკა კონცერტისთვის სჭირდებოდათ. მისივე თქმით, ამ საკითხზე მას ელენე ხოშტარიას პარტიის წევრი დაუკავშირდა.

დონალდ ტრამპი

27 მაისი 2026, 20:20

მსოფლიო

„არა, არა, არავითარ შემთხვევაში“ - ტრამპმა განაცხადა, რომ ირანისთვის სანქციების შემსუბუქება არ იგეგმება იმ შემთხვევაშიც კი, თუ ქვეყანა მაღალგამდიდრებული ურანის მარაგებზე უარს იტყვის

აშშ-ის პრეზიდენტმა, დონალდ ტრამპმა განაცხადა, რომ ირანისთვის სანქციების შემსუბუქება არ იგეგმება იმ შემთხვევაშიც კი, თუ ქვეყანა მაღალგამდიდრებული ურანის მარაგებზე უარს იტყვის.

27 მაისი 2026, 20:19

პოლიტიკა

მარიამ ქვრივიშვილი აშშ-ის სახელმწიფო დეპარტამენტის დელეგაციას შეხვდა

საქართველოს ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების მინისტრი მარიამ ქვრივიშვილი აშშ-ის სახელმწიფო დეპარტამენტის დელეგაციას შეხვდა.

27 მაისი 2026, 20:17

სამართალი

გამოძიება სამართალდამცველების წინააღმდეგ. დეტალები „ქრონიკაში“

ძალადობით უფლებამოსილების სავარაუდო გადამეტება - პროკურატურამ გორში მომხდარ ინციდენტზე, რომელშიც პოლიციელები ფიგურირებენ, გამოძიება დაიწყო. მიმდინარეობს გადაუდებელი საგამოძიებო მოქმედებები.

27 მაისი 2026, 20:08

რეგიონი

პროექტები სამეგრელოში. „ქრონიკის“ რეპორტაჟი

მომავალ წელს ზუგდიდში დევნილებს ახალი და კეთილმოწყობილი საცხოვრებელი ექნებათ. ეს ერთ-ერთია სამეგრელოში მიმდინარე ინფრასტრუქტურული პროექტებიდან. მათ შორის არის განახლებული სკოლა სენაკში და რძის საწარმო.

მიხეილ ყაველაშვილი

27 მაისი 2026, 20:02

საზოგადოება

საქართველოს პრეზიდენტმა მუსლიმ თემს ყურბან-ბაირამის დღესასწაული მიულოცა

საქართველოს პრეზიდენტმა მიხეილ ყაველაშვილმა მუსლიმ თემს ყურბან-ბაირამის დღესასწაული მიულოცა. მიხეილ ყაველაშვილი დღესასწაულთან დაკავშირებით თბილისის მეჩეთში იმყოფებოდა.

მიხეილ ყაველაშვილი

27 მაისი 2026, 19:54

პოლიტიკა

საქართველოს პრეზიდენტ მიხეილ ყაველაშვილს, თურქმენეთის პრეზიდენტი სერდარ ბერდიმუჰამედოვი დამოუკიდებლობის დღეს ულოცავს

საქართველოს პრეზიდენტ მიხეილ ყაველაშვილს, თურქმენეთის პრეზიდენტი სერდარ ბერდიმუჰამედოვი დამოუკიდებლობის დღეს ულოცავს და აღნიშნავს, რომ ორ ქვეყანას შორის მეგობრულ ურთიერთობებს უდიდესი მნიშვნელობა ენიჭება.

27 მაისი 2026, 19:51

პოლიტიკა

პარლამენტმა „კოლხეთის დაცული ტერიტორიების შექმნისა და მართვის შესახებ“ კანონში ცვლილებები პირველი მოსმენით მიიღო

პარლამენტმა „კოლხეთის დაცული ტერიტორიების შექმნისა და მართვის შესახებ“ კანონში ცვლილებებს პირველი მოსმენით მხარი დაუჭირა.

27 მაისი 2026, 19:45

პოლიტიკა

„საჰაერო კოდექსში“ ცვლილებათა პაკეტი პარლამენტმა პირველი მოსმენით მიიღო

პარლამენტის პლენარულ სხდომაზე ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების მინისტრის მოადგილემ თამარ იოსელიანმა „საქართველოს საჰაერო კოდექსში ცვლილების შეტანის შესახებ“ კანონპროექტი და მისგან გამომდინარე - „საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსში ცვლილების შეტანის შესახებ“, „სააღსრულებო წარმოებათა შესახებ“ საქართველოს კანონში ცვლილების შეტანის თაობაზე“, „სახელმწიფო ბაჟის შესახებ“ საქართველოს კანონში ცვლილების შეტანის თაობაზე“ და „რეაბილიტაციისა და კრედიტორთა კოლექტიური დაკმაყოფილების შესახებ“ საქართველოს კანონში ცვლილების შეტანის თაობაზე“ კანონპროექტთა პაკეტი წარადგინა.

ვოლოდიმირ ზელენსკი

27 მაისი 2026, 19:38

მსოფლიო

ზელენსკიმ განაცხადა, რომ რუსეთი ოკუპირებულ ტერიტორიებზე დიდი დანაკარგების ასანაზღაურებლად დამატებითი მობილიზაციისთვის ემზადება

უკრაინის პრეზიდენტმა, ვოლოდიმირ ზელენსკიმ განაცხადა, რომ რუსეთი ოკუპირებულ ტერიტორიებზე დიდი დანაკარგების ასანაზღაურებლად დამატებითი მობილიზაციისთვის ემზადება.