imedi /  22 სექტემბერი 2018, 14:40 / სანდო წყარო

ლაშა ტალახაძემ ახალი რეკორდი დაამყარა

ლაშა ტალახაძე

ლაშა ტალახაძე

ქართველმა გოლიათმა ლაშა ტალახაძემ ორი რეკორდის გაუმჯობესება მოახერხა: აკვრაში მან 264 კგ აწია, რაც მსოფლიო რეკორდია. ორჭიდის ჯამში კი 418 კგ, რაც ასევე მსოფლიოს საუკეთესო შედეგია. ლაშა ტალახაძე მძიმე წონაში საქართველოს ჩემპიონი გახდა. ინფორმაციას 1tv ავრცელებს.

საქართველოს ჩემპიონატი ძალოსნობაში ვაჟა კაჭარავას სახელობის ფრენბურთის დარბაზში გუშინწინ დაიწო და დღეს სრულდება.

ყველა სიახლე

პანკისის ხეობა

22 აპრილი 2019, 12:50

საქართველო

ლილუაშვილი პანკისის მოვლენებზე: პოლიციელზე აღმართული ხელი სახელმწიფოზე აღმართული ხელია

პარლამენტში სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურის 2018 წლის საქმიანობის შესახებ ანგარიშს განიხილავენ. როგორც დეპუტატებთან სუსის უფროსის პირველმა მოადგილემ გრიგოლ ლილუაშვილმა განაცხადა, პანკისში დამატებითი ძალები მას შემდეგ შევიდნენ, რაც იქ სამშენებლო კომპანიის თანამშრომლებს პრობლემები შეექმნათ.

22 აპრილი 2019, 12:46

მსოფლიო

დღეს დედამიწის დღეა 🌍

დღეს დედამიწის დღეა. ესაა ყოველწლიური ღონისძიება, რომელიც 22 აპრილს აღინიშნება. ის პირველად 1970 წელს აღნიშნეს, დღესდღეობით კი მსოფლიო მასშტაბითაა კორდინირებული და ყოველწლიურად 193-ზე მეტი ქვეყანა ზეიმობს.

გრიგოლ ლილუაშვილი

22 აპრილი 2019, 12:46

საქართველო

სუსი: შემცირდა ტერორისტული ორგანიზაციების მიერ საქართველოს ტრანზიტულად გამოყენების ფაქტები

"მეთვალყურეობას ექვემდებარება მარშრუტები და არხები, რომლებიც შესაძლოა, ქვეყანაში არალეგალურად მოსახვედრად იყოს გამოყენებული. ამ თვალსაზრისით საქართველო არ მიეკუთვნება მაღალი რისკის ჯგუფსს, შესაბამისად, ნებისმიერ ბრალდებას განსაკუთრებული აქტივობების შესახებ, სუსი განიხილავს, როგორც მიზანმიმართულ პროვოკაციას,“ - განაცხადა ლილუაშვილმა.

ვულკანი

22 აპრილი 2019, 12:40

მსოფლიო

ბალიზე ვულკანი „აუგუნგი“ ამოიფრქვა

ხელისუფლებამ ვულკანის სიახლოვეს არსებული ტერიტორიებიდან ევაკუაცია მოახდინა და მოქალაქეები და ტურისტები გაიყვანა. ვულკანმა ამოფრქვევისას ჰაერში ფერფლი 2 კილომეტრის სიმაღლემდე გატყორცნა. დაშავებულებისა და მსხვერპლის შესახებ ინფორმაცია ამ ეტაპზე არ ვრცელდება.

ამინდი

22 აპრილი 2019, 12:19

საქართველო

როდის გამოიდარებს საქართველოში

თბილისში 22 აპრილს ცივი, წვიმიანი და ნისლიანი ამინდი იქნება. 23-24 აპრილს შესაძლოა მცირე დროით იწვიმოს, იქროლებს ჩრდილო-დასავლეთის მიმართულების ქარი. ტემპერატურა +15, +17 გრადუსამდე მოიმატებს. თბილისში 25-28 აპრილის უმეტესად უნალექო ამინდია მოსალოდნელი.

კანიე უესტი

22 აპრილი 2019, 12:14

ტაბლოიდი

კანიე უესტმა სააღდგომო წირვა ჩაატარა

მუსიკალურ ფესტივალზე Coachella რეპერმა კანიე უესტმა სააღდგომო წირვა ჩაატარა და ახალი სიმღერა Water წარადგინა. მუსიკოსმა 25 კომპოზიცია შეასრულა და თითოეული მათგანი საგალობლის სტილში იყო დაწერილი. რეპერთან ერთად იმღერეს Ty Dolla $ign, Chance The Rapper, Ant Clemons და DMX-მა.

ევროპული საქართველო

22 აპრილი 2019, 12:13

საქართველო

„ევროპული საქართველო“ იუსტიციის საბჭოდან სამი წევრის გაწვევას ითხოვს

"ევროპული საქართველო" იუსტიციის უმაღლესი საბჭოდან სამი წევრის, ლევან გზირიშვილის, ზაზა ხარებავასა და შოთა ქადაგიძის გაწვევას ითხოვს. შესაბამისი დადგენილების პროექტი პარლამენტის ბიუროს დღეს წარედგინება. "ევროპელების" თქმით, გზირიშვილი, ხარებავა და ქადაგიძე მათზე დაკისრებულ მოვალეობას შესაბამისად არ ასრულებენ.

22 აპრილი 2019, 12:10

საქართველო

პანკისში მშენებარე ჰესის დირექტორი გუშინდელ მოვლენებზე პასუხისმგებლობას არასამთავრობოებს აკისრებს

კომპანიის დირექტორი გუშინ, პანკისის ხეობაში განვითარებულ მოვლენებთან დაკავშირებით პასუხისმგებლობას სწორედ არასამთავრობო ორგანიზაციებს აკისრებს. მისივე თქმით, გუშინ პოლიციის მხრიდან ძალის გადაჭარბებას არ ჰქონდა ადგილი. „რაც შეეხება ეკოლოგიურ პრობლემებს - „ჰიდროელექტროსადგური, რომელსაც ჩვენ ვაშენებთ დაახლოებით 30 მოსახლეს გამოცდება და იქ ამთავრებს თავის საქმიანობას“.

ბათუმის საკრებულო

22 აპრილი 2019, 11:57

საქართველო

ბათუმში ოპოზიცია პროტესტს განაგრძობს და ისევ აიპებში დასაქმებულთა სიებს ითხოვს

ნაციონალური მოძრაობისი წევრები ისევ მოითხოვენ მერიის აიპებში დასაქმებულთა სიების გაცემა. ჯელალ ქიქავას თქმით, ამ სამსახურებში დასაქმებული არიან საკრებულოს დეპუტატების ნათესავები, მათ შორის ერთ-ერთი ირაკლი პატარიძეა. ბრალდებებს პასუხობს ბათუმის საკრებულოს წევრი ირაკლი პატარიძე.

მაროკო

22 აპრილი 2019, 11:44

მსოფლიო

მაროკოში აქციების დროს დაკავებულების გათავისუფლებას მოითხოვენ

მაროკოს დედაქალაქ რაბატში ათასობით ადამიანმა საპროტესტო აქცია გამართა. ისინი ხელისუფლებისგან უმუშევრობისა და კორუფციის წინააღმდეგ გამართულ აქციაზე დაკავებული 42 დემონსტრანტის გათავისუფლებას მოითხოვენ. ხელისუფლება დაკავებულებს ქვეყნის უსაფრთხოებისთვის საფრთხის შექმნაში ადანაშაულებს.

22 აპრილი 2019, 11:40

ტაბლოიდი

მოსკოვში ლენინის ძეგლზე დაამონტაჟეს ბანერი „ექვემდებარება დემონტაჟს“

ლენინის დაბადების დღესთან დაკავშირებით, პროექტის მონაწილეები საზოგადოებას მოუწოდებენ „გაათავისუფლონ ქვეყანა სახელმწიფო ტერორის წარმომადგენლების ძეგლებისგან“. „ლენინის, სტალინის, ძერჟინსკის და კიროვის ძეგლები, ეს სახელმწიფო ძალადობის ძეგლებია“, - ამბობენ პროექტის წევრები.

ბათუმის ბულვარი

22 აპრილი 2019, 11:33

საქართველო

მთავრობის ადმინისტრაციასთან ბათუმის ბულვარში კვადროციკლების აკრძალვას აპროტესტებენ

აქციის მონაწილეები მოითხოვენ, რომ ეს შეზღუდვა 1 წლით გადავადდეს, მათ 6-პუნქტიანი გეგმაც აქვთ. ერთ-ერთი პუნქტის მიხედვით, ისინი მზად არიან ბულვარში მოძრავი ელექტრომობილების რაოდენობა 1300-დან 300-მდე შეამცირონ და დაარეგულირონ ბულვარში მოძრაობის დასაშვები სიჩქარე.

პანკისის ხეობა

22 აპრილი 2019, 11:15

საქართველო

რა ვითარებაა დღეს პანკისის ხეობაში

ჰესის მშენებლობა შეჩერებულია, თუმცა ადგილობრივი მცხოვრებლები ეჭვობენ, რომ ეს დიდხანს არ გაგრძელდება. რაც შეეხება გუშინდელი დაპირისპირების მონაწილეთა პასუხისმგებლობის საკითხს, ამასთან დაკავშირებით ხეობაში სხვადასხვა მოსაზრებაა.

დიმიტირი მედვედევი

22 აპრილი 2019, 11:14

მსოფლიო

მედვედევი: უკრაინასთან ურთიერთობის გაუმჯობესების შანსი არსებობს

უკრაინის საპრეზიდენტო არჩევნების შედეგები მოწმობს იმას, რომ არსებობს პრობლემების გადაწყვეტის განსხვავებული მეთოდის მოთხოვნა, - ამის შესახებ სოციალურ ქსელში რუსეთის პრემიერმინისტრმა დიმიტრი მედვედევმა დაწერა.

იულია სუსლიაკი

22 აპრილი 2019, 11:02

საქართველო

ზუგდიდში მოწამლული უკრაინელი 10 ბავშვის საქმეზე ახალი დეტალებია ცნობილი

ადვოკატის თქმით, იური სუსლიაკი თანახმაა ჩაიტაროს დნმ-ის ანალიზი, რათა დაადასტუროს, რომ ბავშვების ბიოლოგიური მამაა. ადვოკატის განცხადებით, ერთ წელს დაბადებული 4 ბავშვიდან 2 ტყუპია, რომელთაგანაც ერთი სუროგატმა დედამ გააჩინა, მეორე ტყუპი - თვითონ იულია სუსლიაკმა.

ვოლოდიმირ ზელენსკი

22 აპრილი 2019, 10:48

მსოფლიო

მედია: უკრაინა ისრაელის შემდეგ პირველი ქვეყანაა, რომლის პრეზიდენტი და პრემიერი ებრაელია

ვოლოდიმირ ზელენსკის გამარჯვებით, უკრაინა ისრაელის შემდეგ გახდება პირველი ქვეყანა, რომლის პრეზიდენტი და პრემიერმინისტრი ებრაელია, - ამის შესახებ გამოცემა Timesofisrael-ი წერს. ცნობილია, რომ ზელენსკის დედა, რიმა, წარმოშობით ებრაელია და მან ეს საპრეზიდენტო კამპანიის დროს თქვა.

Tesla

22 აპრილი 2019, 10:48

ტექნოლოგიები

Tesla ჩინეთში პარკინგზე მანქანის დაწვის მიზეზებს სწავლობს

კომპანია Tesla-ს განცხადებით, ისინი სწავლობენ ვიდეოს, რომელზეც ჩანს თუ როგორ იწვის სავარაუდოდ ავტომწარმოებლის ერთ-ერთი მანქანა შანხაიში. მომხდარის გამო დაშავებულების შესახებ ინფორმაცია არ ვრცელდება. Tesla-ს არ დაუკონკრეტებია მანქანის რომელი მოდელია ვიდეოზე აღბეჭდილი, თუმცა მედიის თქმით ეს Model S-ია.

სამხედრო

22 აპრილი 2019, 10:47

მსოფლიო

ირანის რევოლუციის გუშაგთა კორპუსს ახალი ხელმძღვანელი ჰყავს

ირანის არმიის ელიტური ჯგუფი გენერალმა ჰოსეინ სალამმა ჩაიბარა. მანამდე ირანის რევოლუციის გუშაგთა კორპუსს 2007 წლიდან მოჰამად ალი ჯაფარი ხელმძღვანელობდა. აღსანიშნავია, რომ 8 აპრილს ამერიკის შეერთებულმა შტატებმა ირანის ისლამური რევოლუციის გუშაგთა კორპუსი ტერორისტულ ორგანიზაციად გამოაცხადა.

ლიბია

22 აპრილი 2019, 10:27

მსოფლიო

ლიბიაში სამხედრო დაპირისპირებას ბოლო კვირაში 227 ადამიანი ემსხვერპლა

ლიბიაში სამხედრო დაპირისპირების გამო ბოლო კვირის განმავლობაში 227 ადამიანი დაიღუპა, 1125 კი დაიჭრა. ჯანდაცვის მსოფლიო ორგანიზაციის განცხადებით, სამხედრო დაპირისპირების გამო ქვეყანაში 30 000-მდე იძულებით გადაადგილებული პირია.

ბანფის ეროვნულ პარკი

22 აპრილი 2019, 10:19

მსოფლიო

კანადის ეროვნულ პარკში სამი პროფესიონალი მთამსვლელის ცხედარი იპოვეს

ჯგუფის დაკარგვის შესახებ პირველი ინფორმაცია გასულ კვირაში გავრცელდა, მოგვიანებით ითქვა რომ ისინი სავარაუდოდ დაიღუპნენ თუმცა სამძებრო სამუშაოებს უამინდობა ართულებდა. კანადელი ოფიციალური პირების თქმით, მათ მიერ არჩეული მარშრუტი ერთ-ერთი ყველაზე საშიშია ამ მთებში.